ძებნის რეზულტატი:

ლევან იოსელიანი თეა წულუკიანს: კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერს გამოგვიცხადებთ

"ამ დროის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ არ არსებობს ძალა, ადამიანი და პოლიტიკური ჯგუფი რომელსაც შეუძლია ჩვენზე გავლენა მოახდინოს და გაგვაკეთებინოს ის, რისიც მართლა არ გვჯერა და რაც არ მიგვაჩნია ამ ქვეყნისთვის უკეთესად", - ეს განცხადება პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა თეა წულუკიანის საპასუხოდ გააკეთა. ლევან იოსელიანმა თეა წულუკიანს მოუწოდა, რომ სხდომათა დარბაზში საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაცხადოს. „ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერს გამოგვიცხადებთ და მოისმენთ იმ ადამიანების სატკივარსა და წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვინც იმისთვის უყურებს ამ ეკრანს და ელოდება, რომ მათ პრობლემებსა და სიღარიბეზე იქნება საუბარი. კარგი იქნება თუ თქვენს ნომერს მართლა გამოაცხადებთ. ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავის ნომერი დადო, გვარამიას ნომერი უკვე ყველას აქვს. თეა წულუკიანის ნომერიც თუ ექნება, იქნება მხოლოდ კარგი“, - განაცხადა იოსელიანმა. ცნობისთვის, პარლამენტის პირველ სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ტელეფონის ნომერი შეახსენა. ელისაშვილის საპასუხოდ კი თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერიც გამოაცხადა.

დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა

ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ კანის ფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი მარიამ ხაჭვანი წერს, რომელსაც აერაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. „ქართული ფილმი მოხვდა კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, მგონი ამ საუკუნეში ეს პირველი შემთხვევაა. ახლა ვგულშემატკივრობთ ოსკარზე. ფილმზე უამრავი ადამიანი ალაპარაკდა და აქტიურად წერს გავლენიანი უცხოური პრესაც. გაჩნდა რეალური შანსი, ოსკარის შორთ ლისტში მოხვედრის და მოგების. ზვირფასო ქართველებო, განსაკუთრებით ამ სფეროში მოღვაწეებს ეხება. გიხაროდენ! იამაყეთ! ეს დიდი ნაბიჯია ქართული კინოს მომავლისათვის! გააგებინეთ თქვენს უცხოელ მეგობრებს! ნუ ცდილობთ ყველაფერში უარყოფითის დანახვას! ეს ნაბიჯი თქვენთვის არის,რომ არ გაიკვირვონ, სად არის საქართველო. ან ,ქართული ფილმების ხსენებაზე, საბჭოთა კინოს რომ არ ვახსენებდეთ", - წერს მარიამ ხაჭვანი. შეგახსენებთ, რომ დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისი" "ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმია. გასულ წელს ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის ფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს, რომელიც კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის გამარჯვებულს დაასახელებს.

როგორ შეძლო ისრაელმა საჭიროზე მეტი ვაქცინის მომარაგება

გასულ წელს, ისრაელი გაცხარებულად ეჯიბრებოდა მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს ვაქცინის მოსაპოვებლად. როგორ მოახერხა ცხრა მილიონიანმა ქვეყანამ Pfizer-ის ვაქცინის დიდი ოდენობის დოზების მომარაგება? The Financial Times-ის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, იმ ინტენსიური მოლაპარაკების შედეგი იყო, რომელიც Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს ალბერტ ბურლასა და ისრაელის პოლიტიკოსებს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ჯანდაცვის მინისტრ იული ედელშტაინს - შორის 17-ჯერ შედგა. პოლიტიკოსებმა კომპანიის მთავარი ოფიცერი დაარწმუნეს, რომ სამაგალითო პრეცენდენტს შექმნიდნენ: ისრაელი იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც მათი ვაქცინების საშუალებით, საზოგადოებრივ იმუნიტეტს მიაღწევდა. "კომპანია შეძლებს, ამით იამაყოს, მოგება ნახოს და გაასაჯაროოს ინფორმაცია", განაცხადა ედელშტაინმა გამოცემასთან ინტერვიუში./p> ქვეყანა დამატებით ელოდება ვაქცინებს. მარტისთვის ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი საკმაოდ ჭარბი რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი. ისრაელში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე 2,6 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯერჯერობით არ არის საკმარისი ინფორმაცია, რასაც Pfizer-ს გაუზიარებდნენ, რადგან ისრაელს ჯერ არ მიუღწევია "პოპულაციური იმუნიტეტისთვის". მიუხედავად ვაქცინაციის მაღალი ტემპისა, ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამასთან ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებაც პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევას ხელს უშლის. ისრაელში რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა ვირუსის ახალი შტამი, რომელიც სწორედ ახალგაზრდებისთვისაა საშიში. Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, ისრაელში კორონავირუსით მოსახლეობის მხოლოდ 0.04% დაინფიცირდა.

პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

საქართველოს პარლამენტებმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მათი უფლებამოსილება არ შეაჩერა. კენჭისყრაში „ქართული ოცნება“, „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“ მონაწილეობდნენ. რეგლამენტის მიხედვით, კანონმდებლებმა თითოეული დეპუტატის განცხადება ინდივიდუალურად განიხილეს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილორივი მედია ავრცელებს. ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, მან დაარღვია გამოსაცდელი ვადის პირობები "ივ როშერი" საქმეზე და ამიტომ საჭიროა პირობითი მსჯავრის შეცვლა რეალური - 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთით. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მხარდამჭერები სასამართლოს წინ იკრიბებიან და ნავალნის მხარს უჭერენ. უფლებადამცველთა მონაცემებით, სასამართლოს წინ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ალექსეი ნავალნის საქმეს განიხილავს მოსამართლე ნატალია რეპნიკოვა.

The Economist-ი: ქვეყნების ნაწილისთვის ვაქცინის საგრძნობი რაოდენობა 2022 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი

The Economist-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მსოფლიოში ვაქცინის განაწილებაზეა საუბარი. გამოცემის ცნობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით მოსახლეობის სრული მოცვა, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლომდე ვერ მოესწრება. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა გაცილებით უფრო ნელა აღდგება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. ამ ახალ შეფასებაში The Economist-ი ქვეყნების მიერ დაკონტრაქტებული ვაქცინების მოცულობას, ასევე, თავად ვაქცინების წარმოების ახალ ტემპებს ეყრდნობა. ქვეყნები, რომლებმაც პირველებმა მიიღეს ვაქცინების დოზები, (აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნების ევრავლესობა ) დიდი ალბათობით რისკჯგუფებს მარტის ბოლოსთვის აცრიან. მათ შემდეგ, ივნისში ვაქცინაციას სხვა მდიდარი ქვეყნები დაასრულებენ. Covax-ის პლატფორმა მიმართულია ღარიბი ქვეყნების ვაქცინით მომარაგებით, ამ პლატფორმის ნაწილი საქართველოცაა. Covax-ი გეგმავს 6 მილიარდი დოზის მომარაგებას. ვაქცინების განაწილება ქვეყენბში 2021 წლიდან დაიწყება და თითოეული ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 20% პროცენტისთვის იქნება განკუთვნილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია იგეგმება.

აზერბაიჯანი  სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცლეებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან პროვოკაცია აზერბაიჯან-სოხმეთის საზღვართან განხორციელდა. როგორც ბაქოში აცხადებენ, რომ ყაზახის რაიონში ოკუპირებული სოფლის, აშაგი ასკიპარასთან დისლოცირებულმა სომხეთის არმიის დანაყოფმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვია და აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სასაზღვრო-საბრძოლო პუნქტის მიმართულებით ტყვიამფრქვევებით ცეცხლი გახსნა.

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: პანდემიის მიუხედავად ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაინც ჩატარდება

პანდემიის მიუხედავად ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაინც ჩატარდება, ინფორმაციას Japan Times-ი ავრცელებს. ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესახებ თამაშების ორგანიზატორთა კომიტეტის პრეზიდენტმა იოშირო მორიმ განაცხადა. "მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ვირუსის თვალსაზრისით, ოლიმპიური თამაშები მაინც გაიმართება",- განაცხადა მორიმ. ორგანიზატორები და მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება. იაპონია განსაკუთრებულად მაღალი ინფიცირების მაჩვენებელს ებრძვის. ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა ოსაკას, ჰიოგოს, კიოტოს, აიტის, გიფუს, ფუკუოკასა და ტოტიგის პრეფექტურებში 7 თებერვლამდე იქნება ძალაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მოელის, რომ ტოკიოს თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაახლოებით 6 ათასი სპორტმენი მიიღებს მონაწილეობას. თავდაპირველი გეგმით, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეობა უნდა მიეღო დაახლოებით 200 ქვეყნის 11 000 სპორტსმენს და დელეგაციების სხვა წევრებს, მაგრამ კორონავირუსის გამო, ცერემონიის მასშტაბების შემცირება გადაწყდა. „სპორტსმენთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თამაშებზე მუშაობის გასამარტივებლად, აუცილებლად მივიჩნევთ თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების მონაწილეთა რაოდენობის გადახედვას, ასევე იმას, აღლუმის მონაწილეები რა გზით შევლენ სტადიონზე," - ნათქვამია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახენ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ კიევს აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ვაშინგტონის პრიორიტეტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებია. სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევის გაგრძელებას დაჰპირდა. „სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას, რაც გააძლიერებს უკრაინის ინსტიტუტებს და უზრუნველყოფს ყველა უკრაინელის ნათელ და წარმატებულ მომავალს. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ ასევე განიხილეს უკრაინის ძალისხმევა COVID-19-თან ბრძოლაში და აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში რუსეთის აგრესიის საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის პროგრესის შენარჩუნებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის რეალიზაციის მნიშვნელობა.

ჯო ბაიდენი მიანმარის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის საკითხს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის საკითხს განიხილავს.- ამის შესახენ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო მიანმარის სამხედრო გადატრიალება და მიანმარის ლიდერისა და ნობელის პრემიის ლაურეატის აუნ სან სუ ჩის დაკავება. ბაიდენმა აღნიშნულ ქმედებას ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნაზე და კანონის უზენაესობაზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა. ჯო ბაიდენმა საერთაშორისო საზოგადოებას კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა, რაც სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს ძალაუფლებას დაათმობინებს. ბაიდენმა ასევე მოუწოდა მიანმარის სამხედროებს, მოხსნან ყველა სახის შეზღუდვა ტელეკომუნიკაციებზე და თავი შეიკავონ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობისგან. 1-ელ თებერვალს მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის მმართველები დააპატიმრა. ძალაუფლება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, უფროსმა გენერალმა- მინ აუნგ ჰლეინიმ გადაიბარა.

ავსტრალიაში მასშტაბურმა ტყის ხანძარმა ათეულობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა

ავსტრალიაში მასშტაბურმა ტყის ხანძარმა ათეულობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ინფორმაციას Global News-ი ავრცელებს. ხანძრის ლოკალიზებას 250-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ავსტრალიის მთავრობა ქვეყნის დასავლეთში მდებარე რამდენიმე ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, ევაკუაციის ცენტრებისკენ გაეშურონ. ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე რამდენიმე დასახლებას, მათ შორის Covid-19 -ის პრევენციისთვის ჩაკეტილი ქალაქის მკვიდრებს სახლის დატოვების ნევართვა მისცეს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: იმუნიზაციის ნელი ტემპის გამო, ქვეყანას ვაქცინის დამატებითი დოზები 2022 წლისთვისაც დასჭირდება

იმუნიზაციის ნელი ტემპის გამო, ქვეყანას ვაქცინის დამატებითი დოზები 2022 წლისთვისაც დასჭირდება. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის ამ კომენტარს The Guardian-ი ავრცელებს. იენს შპანმა განაცხადა, რომ ის მზად არის, რუსეთისა და ჩინეთის ვაქცინის გამოყენებაზე, თუ მათ ევროკავშირის მარეგულირებელი დაამტკიცებს. მინისტრის თქმით, ის შეშფოთებულია იმუნიზაციის დაბალი ტემპით და აცხადებს, რომ "რუსული და ჩინური ვაქცინის გამოყენება შესაძლოა ქვეყანას პანდემიის დამთავრებაში დაეხმაროს". ევროკავშირის მარეგულირებელმა გასულ კვირას AstraZeneca-ს ვაქცინა დაამტკიცა, თუმცა ქვეყანა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის ბრიტანული ვაქცინით აცრას ჯერჯერობით არ გეგმავს. ქვეყნის ჯანდაცვის მთავარი ორგანოს, Robert Koch-ის ინსტიტუტის თქმით, ამ ასაკის ჯგუფისთვის AstraZeneca-ს მხრიდან "არასაკმარისი მონაცემებია" ხელმისაწვდომი. იენს შპანის თქმით, ევროპის იმუნიზაციის ნელი ტემპის გამო, ქვეყანას ვაქცინის დამატებითი დოზები 2022 წლისთვისაც დასჭირდება.

იაპონია საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს

იაპონია საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს,ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს. იაპონია ტოკიოსა და სხვა რეგიონებში საგანგებო ვითარების გაგრძელებას 8 მარტამდე აპირებს. მთავრობა ამგვარად ცდილობს,ოლიმპიურ თამაშებამდე გაამყაროს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებები. იაპონია ვაქცინაციის პროცესის დაწყებას თებერვლის ბოლოს გეგმავს. ვაქცინაციის საკითხებზე პასუხისმგებელმა მინისტრმა, ტარო კონომ განაცხადა, რომ ვაქცინაციის კამპანია შეიძლება გადაიდოს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული ახალი პოლიტიკის გამო, რაც ვაქცინების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. იაპონიამ საგანგებო მდგომარეობა 8 იანვარს გამოაცხადა.

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტ დენიელ პერლის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლება კანონიერად ცნო

პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის მკვლელი საპატიმროს დატოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პერლი 2002 წელს გაიტაცეს და შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ბრალდებული, სიკვდილის დასჯის განაჩენით 18 წელი საპატიმროში იყო. 38 წლის დენიელ პერლი The Wall Street Journal-ის სამხრეთ აზიის ბიუროს ხელმძღვანელი იყო და ისლამისტი ექსტრემისტების შესახებ მასალაზე მუშაობდა, როცა 2002 წლის იანვარში ყარაჩიში გაიტაცეს.

კაპიტანი ტომი მური, რომელმაც ექიმებისთვის ქველმოქმედებით მილიონობით დოლარი შეაგროვა, Covid-19 -ით გარდაიცვალა

ბრიტანელი ომის ვეტერანი, კაპიტანი ტომი მური, კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მურმა გასულ წელს კორონავირუსთან მებრძოლი ხალხისთვის ათასი გირვანქის შეგროვება გადაწყვიტა და ჯამში 33 მილიონი შეაგროვა. 100 წლის კაპიტანი ტომი ბედფორდის საავადმყოფოში 31 იანვარს გადაიყვანეს. მას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პნევმონია ჰქონდა. კაპიტანი ტომი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, მას დედოფალმა გასული წლის ივლისში რაინდის წოდება მიანიჭა. p>

სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოპოზიციონერს ზოგადი რეჟიმის კოლონიაში სამი წლისა და ექვსი თვის გატარება მოუწევს. რუსეთის ფედერაციული პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის თქმით, ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები ორმოცდაათჯერ დაარღვია. „ივ როშეს“ საქმეზე წინასწარი გამოძიების დროს ერთწლიანი შინაპატირმობის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სავარაუდოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს. ნავალნის 3,5 წლიან სასჯელს, რომელიც მან საერთო რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს, ათი თვე გამოაკლდება, რომელიც ამავე საქმეზე შინაპატიმრობაში გაატარა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ნავალნის 300-მდე მხარდამჭერი დააკავეს. ალექსეი ნავალნი აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ. ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავებოდა.

ტანზანიელი მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა კოვიდვაქცინას არ მიიღებს და მოსახლეობას ტრადიციული მედიცინის გამოყენებას ურჩევს

ტანზანიელი მინისტრის თქმით, ქვეყანას ვაქცინაციის გეგმა არ აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დოროთი გვაჯიმამ განაცხადა: ”ამ დროისთვის მთავრობა არ გეგმავს კორონავირუსის ვაქცინის მიღებას. მინისტრმა ტანზანელებს მოუწოდა სიფრთხილისკენ და ტრადიციული მედიცინის გამოყენება ურჩია, კორონავირუსთან გამკლავებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეფექტურობა ვირუსის წინააღმდეგ არ არის დამტკიცებული. ქვეყნის პრეზიდენტის, ჯონ მაგუფულის თქმით, ვაქცინამ შესაძლოა ხალხი დააზიანოს. კრიტიკოსები მას ვირუსის საფრთხის შემცირებაში ადანაშაულებენ. ტანზანია, ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის სტატისტიკას არ ავრცელებს. ბოლო მონაცემები ქვეყანამ მაისში გამოაქვეყნა.

უკრაინის პრეზიდენტმა სამ ადგილობრივ ტელეარხს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სამ ადგილობრივ ტელეარხს სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მთელი რიგი ტელეარხების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ”საკმაოდ მოსალოდნელი და აშკარაა”. სანქციები დაუწესდა და მაუწყებლობის შეწყვიტა შემდეგმა ტელეარხებმა: „112 უკრაინა“, NewsOne და ZIK. სანქციები ასევე დაუწესდა ოპოზიციური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ დეპუტატს, ტარას კოზაკს, რომელიც მედიაჰოლდინგი „ნოვოსტის“ მეშვეობით აღნიშნული ტელეარხების მფლობელია. ამჟამად მათი სატელევიზიო კონტენტი YouTube-ზე არის ხელმისაწვდომი. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, სამი ტელეარხის მაუწყებლობის შეწყვეტა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია. მისი თქმით, ეს ტელეარხები ისე "გულწრფელად" არ მუშაობდნენ, როგორც ჩვეულებრივმა მაუწყებლობამ უნდა იმუშაოს. „ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებაა. აღნიშნული ტელეარხები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და უკრაინაში მათ ხშირად იყენებდნენ, როგორც უცხოური პროპაგანდის ინსტრუმენტს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა.

ბორის ჯონსონი: ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი სიმხდალეა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საკითხს Twitter-ში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება სუფთა სიმხდალე იყო. "ალექსეი ნავალნის გადაწყვეტილება მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნებულიყო, ნამდვილად მამაცი და თავგანწირული ნაბიჯი იყო. ამის საპირისპიროდ, დღევანდელი გადაწყვეტილება სუფთა სიმხდალე იყო და ვერ აკმაყოფილებს სამართლიანობის ყველაზე მთავარ სტანდარტებს. ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ." - წერს ბორის ჯონსონი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 თებერვალს ნავალნის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის მერია სწავლას დამატებით კიდევ 1000 სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსებს

"დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც ერთიან ბაზში 150 000 ან მასზე ნალები ქულა ექნება", - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ადრე სარეიტინგო ქულა იყო 70 000 ან მასზე ნაკლები. ამჯერად, მიღებული გადაწყვეტილებით, დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა. "ახალგაზრდების მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წლიდან ფინანსდება ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ან მასზე ნალები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გაიზარდოს ბენეფიციართა რაოდენობა. დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც ერთიან ბაზში 150 000 ან მასზე ნალები ქულა ექნება. ამ ინიციატივის შედეგად, დამატებით, 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2 250 ლარი. სემესტრულად-1 125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებულია როგორც ის აკადემიურ მოსრებაზე, კერძოდ სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველტა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე. გარდა ამისა, თბილისის მერია გასცემს სემესტრულ ფინანსურ წახალისებას წარმატებული მაგისტრანტებისთვისაც. ამ მიმართულებითაც გვაქვს სიახლეები. ჩვენი ინიციატივით ეს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება - გაუქმდება კვოტირების სისტემა უნივერსიტეტებისთვის, შესაბამისად, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგდება და წლიურად 600-ზე მეტი მაგისტრანტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი" - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, იმ სტუდენტებს, რომლებსაც 100%-ით აქვთ დაფინანსებული სწავლა, თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი სასწავლებელი - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური. „სიახლე გვაქვს ისიც, რომ თუ ადრე ფინანსური წახალისების სტუდენტის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში ეს თანხა იბეგრებოდა, ახლა შესაძლებელი იქნება ამ თანხის პირდაპირ სასწავლებლის ანგარიშზე ჩარიცხვა და ის აღარ დაიბეგრება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.