ძებნის რეზულტატი:

უკრაინის საგარეო უწყება: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, 12-ზე მეტი წლით გააგრძელოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, მსგავსი უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში. „გადაწყვეტილება“ ასევე ადასტურებს რუსეთის ჭეშმარიტ ზრახვებს, მოახდინოს დესტაბილიზაცია უსაფრთოხების და ჰუმანიტარული კუთხით როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სრულიად რეგიონში. რუსეთი ახდენს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას და „თამაშობს“ ადამიანების ბედით, ფაქტიურად მძევლად ჰყავს ისინი აყვანილი, რათა ემსახურონ მის დანაშაულებრივ პოლიტიკურ მიზნებს. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპირება და ის პასუხისმგებელია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. უკრაინა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან, შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე. მოუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ მას შეწყვიტოს აგრესია საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანიის საგარეო უწყება ლავროვზე: ეს განცხადებები დამაბნეველი და გაუგებარია

Reuters-ი გერმანიის საგარეო უწყების განცხადების შესახებ სტატიას ავრცელებს. კონფერენციაზე გერმანიის საგარეო უწყების სპიკერმა განაცხადა, რომ ეს განცხადებები დამაბნეველი და გაუგებარია“. ევროკავშირის მხრიდან გამოხმაურება სერგეი ლავროვის განცხადებას მოჰყვა.

ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები ბაიდენის ადმინისტრაციისგან რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ მიდგომას ელიან

ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები ბაიდენის ადმინისტრაციისგან რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ მიდგომას ელიან. ამერიკელმა დიპლომატებმა და ანალიტიკოსებმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ რუსეთის მისამართით წარმოთქმული გზავნილები Europetime-თან შეაფასეს. „დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან. მისი შეფასებით, ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია იმის თქმა, ექნება თუ არა ჯო ბაიდენის მკაფიო განცხადებებს გავლენა, თუმცა ბაიდენი პუტინზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს, განსხვავებით ტრამპისგან, რომელიც პუტინის გარკვეულწილად გამართლებასაც ცდილობდა და ამბობდა კიდეც, რომ პუტინი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებიც ბაიდენმა ახსენა პრეზიდენტთან საუბრისას, არ იყო პასუხისმგებელი. „თუმცა ეს აუცილებად არ ნიშნავს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი პოლიტიკა ექნება საქართველოსთან მიმართებით. ვფიქრობ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება და სამხრეთ კავკასიას უფრო მეტად სტრატეგიული დატვირთვა ექნება, ხოლო აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. „პუტინთან ბაიდენის საუბრის გათვალისწინებით, აშშ რუსეთთან მიმართებით უფრო შეუპოვარი იქნება“, - მიიჩნევს საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო. ის Europetime-თან ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერა ექნება საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. „ბაიდენის პუტინთან საუბრის გათვალისწინებით, ვფიქრობ აშშ აფრთხილებს რუსეთს, რომ ის უფრო შეუპოვარი იქნება და უფრო მეტად დაიცავს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. თუმცა ამასთან, ადმინისტრაცია დიდი ალბათობით უფრო ფხიზლად დააკვირდება ქართული დემოკრატიის უკუსვლას“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. „ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს“, - ეს კი სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს უთხრა. ბეიკერის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იქნება. „მე მჯერა, რომ ის მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს. ეს არის ის, რისგანაც ყველა მიიღებს სარგელებს, პუტინის გარდა და საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნავს პოლ გობლი. პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ლინკოლნ მიტჩელისთვის ნათელი დადასტურებაა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა Europetime-ს განუცხადა. „პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მოიცავს რიტორიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ, ყოფილ პრეზიდენტს კი ყოველთვის ეშინოდა ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირების, თუნდაც არ დათანხმებოდა მას. არ ვფიქრობ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბევრად განსხვავებული იქნება, ვიდრე ეს ობამას წლებში იყო“, - განუცხადა ლინკოლნ მიტჩელმა Europetime-ს.

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია ერთმანეთზე გადაბმული რამდენიმე შენობა. დაახლოებით 1000 მ². ხანძრის შედეგად შერეული სამშენებლო მასალები, პოლიეთილენის ნივთები და ე.წ გუდრონი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. შენობას ცეცხლი დღის მეორე ნახევარში გაუჩნდა და სახანძრო ჯგუფები ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო საზოგადოება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, როგორც „წონიან არგუმენტს“ იყენებს ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძისადმი მიძღვნულ მოთხოვნა/განცხადებებში. ის რომ, საქართველოს პარტნიორების მოწოდებებს კიდევ უფრო გაამყარებდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, ამერიკის საელჩოს განცხადებაშიც გამოჩნდა, რომელშიც ვკითხულობთ: საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. ეს განცხადება ამერიკის საელჩომ 21 იანვარს გაავრცელა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პირების დაკავებასა და წამებაში. თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააგრძელა ეს ხაზი, როდესაც განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებას დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს: „რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“. ეს პათოსი გაჩნდა ნატოს განცხადებებშიც. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ევროკავშირის განცხადებით, სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულებისკენ მოუწოდებს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე მიუთითეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმაც, როდესაც ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაზე განცხადება გამოაქვეყნეს. „ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. ჩვენ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ამ მხრივ, გვინდა, ხაზი გავუსვათ რუსეთის, როგორც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლის მქონე ქვეყნის პასუხისმგებლობას, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაშია აღნიშნული“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით კი, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. უკრაინის საგარეო უწყებამ ამ განცხადებით დაგმო ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, 12-ზე მეტი წლით გააგრძელოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობა. „მოუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ მას, შეწყვიტოს აგრესია საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში. სამომავლოდ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რომ ალბათ თავის როლს ითამაშებს, ამას საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი გობრონიძეც ვარაუდობს, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ამ თემას შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა. Europetime-თან საუბრისას გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს ცხინვალის რეგიონზე რუსულ ეფექტურ კონტროლს, რაც ოკუპაციის კიდევ ერთი ფაქტობრივი გამოხატულებაა და მეორე, დარღვეული უფლებები ერთობლიობაში მიუთითებს ქართველთა წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნოწმენდაზე. „სამწუხაროდ ცხინვალის რეგიონში, ან გადაწყვეტილებას არ აქვს არავითარი წონა რამდენადაც ცხინვალისთვის მთლიანობაში მოსკოვის პიზიცია თამაშობს გადამწყვეტ როლს. მოსკოვი თავის მხრივ ცდილობს, ეს მართლაც სერიოზული გადაწყვეტილება დამახინჯებულად წარუდგინოს საზოგადოებას. სამომავლოდ ეს გადაწყვეტილება ითამაშებს ალბათ თავის როლს, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, ამ თემას შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა. ზოგადად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიბილოვის ქვეშ ეთნოკრატიულმა პოლიტიკამ, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ, ბევრად უფრო საშიში სახე მიიღო“, - აცხადებს გიორგი გობრონიძე.

საპატრიარქომ სინოდის ახალი გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა

საპატრიარქო წმინდა სინოდის განჩინების ტექსტს აქვეყნებს. განჩინება გუშინ 11 თებერვალს, სინოდის დასრულების შემდეგ უნდა გამოქვყნებულიყო, თუმცა გადადეს. როგორც საპატრიარქოში განმარტეს, ბევრი საკითხის გამო განჩინების ტექსტის დასრულებას მეტი დრო დასჭირდა. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, წმინდა სინოდის განჩინების ტექსტს უცვლელად გთვაზობთ. "საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება (11.02.2021). სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1. წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მან ისაუბრა განსახილველი თემების აქტუალობაზე და პირველ საკითხად დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან დაკავშირებული პრობლემა დააყენა. აღნიშნულ თემაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი), ხოლო ვრცელი მოხსენება წარმოადგინა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე).წმინდა სინოდმა დაადგინა:საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო, - წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს. სახელმწიფო საზღვრის დამდგენი მთავარი იურიდიული დოკუმენტი დღემდე არის 1996 წ. 13 ივნისის ოქმი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერაა აღიარებული და მასზე ხელი აქვს მოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ დადგენილი სახელმწიფო კომისიების უფლებამოსილ პირებს. აღნიშნულ დოკუმენტში მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთა საზღვარი უნდა გაივლოს 1938 წ. მდგომარეობით, ხოლო 1938 წ. სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1937-38 წლებში დაბეჭდილი 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. ამას ამტკიცებს საქართველოს ყველა პროფესიონალი კარტოგრაფი, რომელთაც შესაბამისი სამეცნიერო უფლებამოსილება და კომპეტენცია აქვთ.დავით გარეჯის აღნიშნულ მონაკვეთთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქო, 2007 წლიდან მოყოლებული, მუდამ აფიქსირებდა თავის პოზიციას და აღნიშნული საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება დღემდე უცვლელია; კერძოდ, 1996 წლიდან ამ სასაზღვრო შეუთამხმებელ მონაკვეთში, ჩვენს სახელმწიფოთა შორის არ მომხდარა სხვა რაიმე იურიდიული შეთანხმება, რაც არსებულ დე-ფაქტო მდგომარეობას შეცვლიდა, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმებით სახელმწიფოთა მხრიდან დაუშვებელია დე-ფაქტო მდგომარეობის ცვლილება ცალმხრივად, რაც სამწუხაროდ განხორციელდა 2007 წელს მონასტერ ჩიჩხიტურთან და 2019 წელს მონასტერ უდაბნოსთან მიმართებაში, რის შედეგადაც სასულიერო პირებს, მომლოცველებს და გარეჯის კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ჩასულ პირებს აეკრძალათ ჩვენი წმინდა მონასტრების მოლოცვა-მონახულება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა. ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა.ასევე დაადგინეს: დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას, გააგრძელოს გადაცემათა ციკლი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით. 2. წმინდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) მოხსენება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასან დაკავშირებით.აზრი გამოთქვეს მიტროპოლიტებმა: შიომ (მუჯირი), ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), დიმიტრიმ (შიოლაშვილი), დანიელმა (დათუაშლი), ისაიამ (ჭანტურია), იოანემ (გამრეკელი), საბამ (გიგიბერია), მთავარეპისკოპოსებმა იაკობმა (იაკობიშვილმა), სპირიდონმა (აბულაძე).წმინდა სინოდმა დაადგინა:ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში. საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა kovid - 19 - ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის. პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდგ საკითხებს:ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში? როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები? ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა. 3. წმინდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია- ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის შესახებ, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ. წმინდა სინოდმა განაჩინა:ცნობილია, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში მიღებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი „ეპისკოპოსთა კრება“ ანიჭებს „სასულიერო პირის“ წოდებას და აძლევს დამადასტურებელ მოწმობას. ამ მოწმობას ითვალისწინებს სახელმწიფო და მის საფუძველზე წვევამდელებს ათავისუფლებს ჯარიდან. ახალგაზრდების დიდი ნაწილი, სწორედ აღნიშნული მოტივის გამო გახდა „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი; სინამდვილეში მათი უმრავლესობა თავს კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს და ვერ აცნობიერებს, თუ რა დიდი შეცდომა აქვს დაშვებული.ამიტომაც განვმარტავთ: საეკლესიო სწავლებით მღვდლობა წარმოადგენს ერთ-ერთ საიდუმლოთაგანს. სასულიერო პირად ხელთდასხმის საიდუმლო სრულდება საღმრთო ლიტურგიის დროს შესაბამისი ასაკის, სქესისა და მომზადების მქონე პირზე ეკლესიაში კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსის მიერ. სხვა სახით სამღვდელო პატივის მინიჭების ლეგიტიმურობას კი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს;ასეთ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და „სასულიერო პირად“ გახდომა არის ნებაყოფლობითი დატოვება მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღისა, თუნდაც, რომ ეს მათ მიერ მიჩნეულ იქნეს ფორმალურ ქმედებად. სპეკულაციები, რელიგიური დიდი დატვირთვის მქონე ცნებებით, არის მკრეხელობა და „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, ხოლო მათ ქმედებას,- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცყოფად. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ როგორც წმინდა ზიარება, ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში (ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთიცხება...) მონაწილეობის მიღება, ვიდრე არ შეინანებენ აღნიშნულ ცოდვას, არ გაივლიან შესაბამისი ეპიტიმიის პერიოდს და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების პროცედურას.შევნიშნავთ, რომ მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვსმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიედ, თვითონ განუდგნენ მას. 4. წმინდა სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა. წმიდა სინოდმა განაჩინა:აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის. 5. წმიდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდის ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) თხოვნა ჭყონდიდის ეპარქიიდან განთავისუფლების შესახებ და განაჩინა: ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) გათავისუფლდეს ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან და დადგინდეს წალკის ეპარქიის მმართველად. 6. წმიდა სინოდმა განაჩინა: ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდეს მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და მანვე შეითავსოს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობა. 7. წმინდა სინოდმა მოისმინა შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების (კიკვაძე) გამოსვლა, აღნიშნულ ეპარქიიის მღვდელმოქმედება აკრძალული დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის შესახებ.და განაჩინა:დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის საკითხის შესწავლა დაევალოს სინოდალურ ზნეობრივ კომისიას. 8. წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტორპოლიტ შიოს (მუჯირი) ინფორმაცია ბოლო დღეებში მასმედიის საშუალებით გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებული ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებული განცხადების შესახებ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდლელმთავრები გეგმავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გადაყენებას.ითქვა, რომ ამ ადამაინებს უკვე ჩვეულებად ექცა ცილისწამება ეკლესიისა და მის იერარქთა მიმართ. იკვეთება, მათი მიზანმიმართული საქციელი, - ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია.აღინიშნა, რომ მათი მოქმედება არის უპსუხისმგებლო და ქრისტიანისთვის სრულიად შეუფერებელი. 9. ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას. 10. წმიდა სინოდმა იმსჯელა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან სასულიერო პირების განტევების და სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან მათი მიღების წესის შესახებგანაჩინა: საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-7 თავის, მე-7 პარაგრაფი დაზუსტდეს შემდეგი სახით: VII; §7. ა) ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება აქვს, კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით, მიიღოს თავის ეპარქიაში სამსახურისათვის სხვა ეპარქიიდან გადმოსული სასულიერო პირი, თუ მას აქვს თავისი ეპისკოპოსისაგან „განტევების სიგელი“. აგრეთვე მღვდელმთავარს უფლება აქვს გაუშვას თავისი ეპარქიიდან სხვა ეპარქიებში სასულიერო პირები და მისცეს მათ „განტევების სიგელები“.ბ) ეპარქიის მღვდელმთავარს, კათოლიკოს-პატრიარქის წერილობითი თანხმობის შემდეგ შეუძლია, მისცეს ,,განტევების სიგელი“ მის იურისდიქციაში მყოფ სასულიერო პირს (მღვდელი, დიაკონი) და მონაზონს, სხვა ადგილობრივი ეკლესიის იურისდიქციაში გადასასვლელად. აღნიშნული ქმედების განსახორციელებლად, მმართველმა ეპისკოპოსმა უნდა გასცეს: ,,დამამტკიცებელი“ და ,,განტევების სიგელები“, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ე.წ. - ,,წარდგინების (სარეკომენდაციო) სიგელი“. აგრეთვე, კათოლიკოს-პატრიარქის წერილობითი თანხმობის შემდეგ, მღვდელთავარს შეუძლია, თავის იურისდიქციაში მიიღოს სხვა ადგილობრივი ეკლესიის იურისდიქციიდან კანონიკურად განტევებული, სასულიერო პირი (მღვდელი, დიაკონი) და მონაზონი. 11. წმიდა სინოდმა იმსჯელა ზოგიერთი საეკლესიო მოღვაწისა და საერო პირის კანონიზაციის, ასევე საქართველოს ეკლესიის კალენდარში სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების წმიდათა მოხსენიების თაობაზე და განაჩინა: საკითხი შესასწავლად გადაეცეს წმიდათა კანონიზაციის კომისიას. 12. წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტორპოლიტ შიოს (მუჯირი) ინფორმაცია განსახილველად შემოტანილ საღვთისმეტყველო თემასთან დაკავშირებით.განაჩინეს: აღნიშნული საკითხი განსახილველად გადაეცეს საქართველოს საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიას.საქართველოს საპატრირქო2021 წლის 11 თებერვლის განჩინება

სინოდი ხელისუფლებას მოუწოდებს დავით გარეჯი 2007 წლამდე საზღვრებში დააბრუნოს

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა", - ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. წმინდა სინოდზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სტატუს-კვოს შესახებ ისაუბრა. "ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა.ასევე დაადგინეს: დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას, გააგრძელოს გადაცემათა ციკლი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით", - აღინიშნულია განჩინებაში. სინოდზე დავით გარეჯის თემაზე ვრცელი მოხსენება წარმოადგინა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე). "წმინდა სინოდმა დაადგინა:საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო, - წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს. სახელმწიფო საზღვრის დამდგენი მთავარი იურიდიული დოკუმენტი დღემდე არის 1996 წ. 13 ივნისის ოქმი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერაა აღიარებული და მასზე ხელი აქვს მოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ დადგენილი სახელმწიფო კომისიების უფლებამოსილ პირებს. აღნიშნულ დოკუმენტში მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთა საზღვარი უნდა გაივლოს 1938 წ. მდგომარეობით, ხოლო 1938 წ. სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1937-38 წლებში დაბეჭდილი 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. ამას ამტკიცებს საქართველოს ყველა პროფესიონალი კარტოგრაფი, რომელთაც შესაბამისი სამეცნიერო უფლებამოსილება და კომპეტენცია აქვთ.დავით გარეჯის აღნიშნულ მონაკვეთთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქო, 2007 წლიდან მოყოლებული, მუდამ აფიქსირებდა თავის პოზიციას და აღნიშნული საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება დღემდე უცვლელია; კერძოდ, 1996 წლიდან ამ სასაზღვრო შეუთამხმებელ მონაკვეთში, ჩვენს სახელმწიფოთა შორის არ მომხდარა სხვა რაიმე იურიდიული შეთანხმება, რაც არსებულ დე-ფაქტო მდგომარეობას შეცვლიდა, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმებით სახელმწიფოთა მხრიდან დაუშვებელია დე-ფაქტო მდგომარეობის ცვლილება ცალმხრივად, რაც სამწუხაროდ განხორციელდა 2007 წელს მონასტერ ჩიჩხიტურთან და 2019 წელს მონასტერ უდაბნოსთან მიმართებაში, რის შედეგადაც სასულიერო პირებს, მომლოცველებს და გარეჯის კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ჩასულ პირებს აეკრძალათ ჩვენი წმინდა მონასტრების მოლოცვა-მონახულება", - აღნიშნულია სინოდის განჩინებაში.

სინოდი: ნებისმიერი ადამიანი შევიწროების ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში

"ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში", - ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული. 11 თებერვლის წმინდა სინოდის განჩინება საპატრიარქომ დღეს გამოაქვეყნა. როგორც განჩინებაშია აღნიშნული, საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა. სინოდის წევრები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო. "ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.", - აღნიშნულია განჩინებაში. "სინოდმა დაადგინა:ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს. "საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა kovid - 19 - ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის. პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება. ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდგ საკითხებს: ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში? როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები? ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში", - აღნიშნულია სინოდის განჩინებაში. წმინდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) მოხსენება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასან დაკავშირებით.აზრი გამოთქვეს მიტროპოლიტებმა: შიომ (მუჯირი), ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), დიმიტრიმ (შიოლაშვილი), დანიელმა (დათუაშლი), ისაიამ (ჭანტურია), იოანემ (გამრეკელი), საბამ (გიგიბერია), მთავარეპისკოპოსებმა იაკობმა (იაკობიშვილმა), სპირიდონმა (აბულაძე).წმინდა

"გირჩის" და "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, პარტიული ლიდერები "ევროპულ საქართველოშიც" იცვლებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერები, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ. ბაქრაძისგან და უგულავასგან განსხვავებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი პოლიტიკიდანაც მიდის. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, როგორც დღეს ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარტიის მომავალ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობის კანდიდატად თავის თავს აღარ დააყენებს. 2020 წლის არჩევენების შემდეგ, "ევროპული საქართველო" არ არის პირველი ოპოზიციური პარტია, რომელიც პარტიულმა ლიდერებმა დატოვეს. ასევე "ნაციონალური მოძრაობაც" დატოვა პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. ზურა ჯაფარიძე კი "გირჩს" გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. "ლელო" დატოვა ლევან კობერიძემ. რამდენიმე დღის წინ "ნაციონალებმა" ახალი კადრები წარადგინეს. ბოლო დღეებში საუბარი მდიმდინარეობს კიდევ რამდენიმე საკადრო ცვლილებაზე. ბაქრაძის თქმით, პარტიული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობისა და პარტიის განახლების მოტივით მიიღო. "მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე და გზას ვუთმობ ახალგაზრდებს... მე არ მიმაჩნია სწორი ზოგი ლიდერის წასვლა და ზოგის დარჩენა. მე არ მივდივარ ოპოზიციური ფლაგმანიდან. ჩემი შესვლა პარლამენტში შესვლა არ განიხილება. პარტიულ თანამდებობას ტოვებს გიგი უგულავაც, თუმცა მესამე ლიდერი, გიგა ბოკერია რჩება", - განაცხადა ბაქრაძემ. ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ დავით ბაქრაძის მსგავსად, არც თავად დაიკავებს პარტიულ თანამდებობას. "მე კი არ მივდივარ, ვადა გასდის ჩემს თანამდებობას და აღარ დავაყენებ", - თქვა უგულავამ. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, ის არა მხოლოდ "ევროპულ საქართველოს" პოლიტიკასაც საბოლოოდ ტოვებს. დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე მისი შექმნის დღიდან არის. პარტია 2016 წელს ჩატარებული არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფის შემდეგ შეიქმნა. ევროპული საქართველოს" წევრი, გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას გადაწყვეტილება, აქტიური პოლიტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით, არასწორია და მან "შეცდომა დაუშვა. გოკა გაბაშვილის თქმით, ყველა იმ გაყალბებისა და მანიპულაციებისაგან დამოუკიდებლად, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიის შედეგებიდან გამომდინარე, ლიდერშიფს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და პარტიის მართვასა და თანამდებობებს ჩამოშორებოდნენ.გაბაშვილის აზრით ეს პასუხისმგებლობა გიგა ბოკერიასაც უნდა აეღო. "გიგა ბოკერიას გადაწყვეტილება, აქტიური პოლიტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით, არასწორია და მან შეცდომა დაუშვა. მე ვთვლი, რომ არასწორი, მაგრამ მისი საქმეა და მისი არჩევანია", - აცხადებს გაბაშვილი. გიგა ბოკერია თანაპარტიელების გადაწყვეტილებას არ იზიარებს, ამბობს, რომ ახლა არ არის ის მომენტი, როდესაც ლიდერები გვერდით უნდა გაიწიონ. პარტიის ლიდერის შეფასებით, ლიდერების პასუხისმგებლობა ისიცაა, რომ დაეხმარონ პარტიას, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. გიგი უგულავას თქმით, პარტიული თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ის პოლიტიკაში აქტიურად რჩება. "აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მაქვს ძალიან ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება, ჩემს თავს ვთვლი და ვხედავ საერთო ოპოზიციური პლატფორმის კოორდინაციაში წვლილის შეტანაში, თუნდაც წყლის დასხმაში, კულტივირებაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებაში და, საერთოდ ამ, მათ შორის, დაპირისპირების შემთხვევაში რამენაირად მაგიდის მომრგვალებაში", - აცხადებს გიგი უგულავა. ევროპული საქართველოს წევრის გიგი წერეთლის თქმით, პარტიის ლიდერთა დისტანცირება ხდება არა პარტიისაგან, არამედ პარტიის მართვისგან. წერეთელს მიაჩნია, რომ თუკი განახლებაზეა საუბარი, შესაძლებელია პარტიაში ახალი ლიდერები მივიდნენ, ვინც პარტიის მართვას განახორციელებენ. ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ეს ის შემთხვევა არაა, როცა ოპოზიციის ერთი ფლანგის დასუსტება მეორეს აძლიერებს. მისი თქმით, ამ ერთი თვის განმავლობაში ოპოზიციურ სპექტრში ბევრი არასასიამოვნო რამ მოხდა რაც სულაც არ ასხამს მის წისქვილზე წყალს. "ევროპულ საქართველოში" მომხდარ ცვლილებეს "ქართული ოცნების" წრმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ევროპულ საქართველოში“ ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ სააკაშვილის ტყვეობაში არიან. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვითომ გაიყო ორად, რეალურად, ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, მცირე გამონაკლისების გარდა, ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ არიან სააკაშვილის ტყვეობაში. ამიტომ, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სინოდი: მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას

11 თებერვლის სინოდის სხდომამ ეპისკოპოს პეტრეე ცაავას საკითხი განიხილა. როგორც დღეს გამოქვეყნებულ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას." "წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას" - აღნიშნულია განჩინებაში. ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე გადააყენეს მღვდელმთავრობიდან, მას შემდეგ რაც მან პატრიარქი “მამათმავლობის ცოდვაში დაადანაშაულა”. მის შემცვლელად ჭყონდიდის ეპარქიაში დროებით გაამწესეს გრიგოლ კაცია, თეოლოგების შეფასებით, „ღიად პრორუსული და პუტინის მადიდებელი“ ეპოსკოპოსი. დასჯილ პეტრე ცაავას მონანიებისთვის ადგილი შიომღვიმის მონასტერში მიუჩინეს, სადაც არ წასულა. 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე გრიგოლ კაციამ ითხოვა ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან გათავისუფლება, რაც დააკმაყოფილეს და ის წალკის ეპარქიის მმართველად გაამწესეს, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) დაინიშნა, რომელიც ამავდროულად ითავსებს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობას. სინოდი ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოა, რომლის შეკრების გადაწყვეტილებასაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მისი თანამოსაყრდე წყვეტს. სინოდის სხდომაზე 11 თებერვალს ასევე განიხილეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დასაშვებობის, დავით-გარეჯის, პარტია გირჩის "ბიბლიური თავისუფლების წევრების" მღვდელმსახურებაში ჩართვის საკითხები.

მარიო დრაგი იტალიის პრემიერ-მინისტრია

WSJ-ის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრად მარიო დრაგი დაინიშნა. დრაგის პოზიცია და მისი მთავრობის დაკომპლექტების გეგმა თითქმის ყველა ძირითადმა პარტიამ მოიწონა. მატარელამ იტალიის ბანკის უფროსად დანიელ ფრანკო, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად მარიო დი მაიო დანიშნა. მარიო დრაგის, ანუ „სუპერ მარიოს“ ავტოგრაფი ევროს ყველა კუპიურაზეა. დრაგი მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ეკონომისტ-რეფორმატორია. 2002 წლიდან 2011 წლამდე იტალიის ბანკს ხელმძღვანელობდა. მანამდე - სახელმწიფო ხაზინას. 2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრამდე კი ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი იყო.

საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში სამგზავრო მიმოსვლის ცვლილების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმის ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილბეს. განცხადება საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! 15 თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმი იცვლება. კერძოდ: ინგლისი – ინგლისში გამომგზავრებამდე ყველა პირმა უნდა: ბოლო 72 საათის განმავლობაში გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების PCR-ტესტი, რომლის უარყოფითი პასუხი შემდგომ საზღვარზე უნდა წარმოადგინოს ინგლისში ჩასვლისას; დაჯავშნოს და შეიძინოს ტესტირების სამგზავრო პაკეტი (ქვემოთ იხილეთ ბმული), რაც მოიცავს კარანტინის (თვითიზოლაციის) მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტის საფასურს (ჯამში 210 გირვანქა სტერლინგი); შეავსოს მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს კარანტინის (თვითიზოლაციის) გავლის მისამართი და ტესტირების ჯავშნის ნომერი. ინგლისში ჩასულმა ყველა პირმა უნდა: გაიაროს 10-დღიანი თვითიზოლაცია; თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი; დაიცვას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები (ე.წ. ლოკდაუნის წესები). კარანტინის (თვითიზოლაციის) გავლა შესაძლებელია: საკუთარ საცხოვრებელ ადგილას; მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დარჩენით; სასტუმროში, რომელიც კარანტინის მართვის პროგრამაში მოქცეული არ არის. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის არწარდგენის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 500 გირვანქა სტერლინგით, ხოლო კარანტინის (თვითიზოლაციის) წესის დარღვევის შემთხვევაში პირს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმის გადახდა 10 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით. მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმის შევსებისას განზრახ ცრუ ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ისჯება კანონით. კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლამდე 10 დღის მანძილზე სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის არაზუსტი აღწერის შემთხვევაში, პირს შესაძლოა მიესაჯოს ჯარიმის გადახდა 10 000-მდე გირვანქა სტერლინგის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით. ვრცლად: www.gov.uk. შოტლანდია – შოტლანდიაში პირდაპირი ფრენით მიმავალმა ყველა პირმა უნდა: საზღვარზე წარმოადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ვირუსით ინფიცირების ტესტის უარყოფითი პასუხი; გამომგზავრებამდე დაჯავშნოს და შეიძინოს საკარანტინო სასტუმროში მართული იზოლაციის 10-დღიანი პაკეტი (კარანტინის პერიოდი აითვლება ჩასვლის მომენტიდან). პაკეტის ჯამური საფასურია 1 750 გირვანქა სტერლინგი (დამატებითი ზრდასრული პირის ან 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვისთვის – 650 გირვანქა სტერლინგი, ხოლო 5-12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის – 325 გირვანქა სტერლინგი); გამომგზავრებამდე შეავსოს მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, საბოლოო დანიშნულების ადგილი და კარანტინის პაკეტის ჯავშნის ნომერი. კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი; დაიცვას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები (ე. წ. „ლოქდაუნის“ წესები). ვრცლად: gov.scot. უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია – ამ ეტაპზე, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართ კვლავ მოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი თვითიზოლაციის წესი, რომელიც ასევე მოიცავს წინასწარ მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმის შევსებისა და ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ვირუსით ინფიცირების ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებებს, თუმცა უახლოეს დღეებში ასევე მოსალოდნელია საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმის ცვლილება (გამკაცრება). ვრცლად: უელსი – gov.wales; ჩრდილოეთ ირლანდია – nidirect.gov.uk. გაერთიანებული სამეფოს (ოთხივე ქვეყნის) მიერ შემოღებული ზემოაღწერილი რეჟიმები არ ვრცელდება „საერთო სამგზავრო სივრციდან“ (ირლანდია და ჯერსის, გერნსისა და მენის კუნძულები) მომავალ პირთა მიმართ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ სამგზავრო მიმოსვლა შეწყვიტა 33 სახელმწიფოსთან (ე. წ. წითელი სია: www.gov.uk), სადაც ბოლო 10 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში შესვლა აკრძალული აქვთ“, - აღნიშნულია გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ იემენის ჰუთის მიმდევართა მოძრაობას ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

აშშ იემენის ჰუთის მიმდევართა მოძრაობას ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას Newyorktimes-ი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ იემენის ჰუთის მიმდევართა მოძრაობის მსოფლიო ტერორისტულ გაერთიანებად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას გააუქმებს. ბლინკენის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღება იემენში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობით არის განპირობებული. მისი თქმით, ტერორიზმი საფრთხეს უქმნის მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას. იემენში სურსათის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია და ჰუთები აკონტროლებენ სტრატეგიულ პორტებს, ისევე როგორც ქვეყნის დედაქალაქ სანას. აღნიშნული გადაწყვეტილება 16 თებერვალს შევა ძალაში. ბლინკენის ნაბიჯი მიმართულია მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისა და იემენში სამოქალაქო ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებისკენ. ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს აღნიშნული დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 535 ადამიანს დაუდასტურდა, 757 გამოჯანმრთელდა, 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დადებითობის მაჩენებელი: 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.97%-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 3.2%-ია, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.75%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 200 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 257 441 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 343 გარდაიცვალა. 535 ახალი შემთხვევიდან 201 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 28, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 40, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 390, საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 891, აჭარაში - 165, იმერეთში - 456. მძიმე პაციენტი: 429. მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 41, იმერეთში - 125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 110. მათგან თბილისში - 73, აჭარაში- 6, იმერეთში - 13. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 - თბილისში, 139 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 2 109 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 108, ხოლო აჭარაში - 52. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 776 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 782 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 421 პირი, აჭარაში - 665, იმერეთში - 1 330.

ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ ბავშვების ვაქცინაცია სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი

ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი სექტემბრიდან გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ვფიქრობ, სექტემბრიდან აქტიურად აღდგება სასწავლო პროცესი და ჩვენ, სავარაუდოდ, შევძლებთ იმ ადამიანების მიღებას, რომლებიც პირველ კლასში მივლენ ”, - განაცხადა ფაუჩმა. აღსანიშნავია, რომ Pfizer– მა და Moderna– მ, ამჟამად აშშ - ში ავტორიზებული Covid-19-ის ვაქცინებით ბავშვების ტესტირება უკვე დაიწყეს, მაგრამ დაიწყეს უფროსი ასაკობრივი ჯგუფებით. Pfizer– ის საცდელი ჯგუფს 12-15 წლის ბავშვებში წარმოადგენენ, თუმცა კომპანია აცხადებს რომ გეგმავს 5-11 წლისა ბავშვების კვლევას. Moderna 12-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში აწარმოებს კვლევებს. მაგრამ გეგმავს ვაქციანაციის პროცესი შეისწავლოს 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში. თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამას დიდი დრო დასჭირდება.

ნათია თურნავა თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე: ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ, ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებთ

„ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებ", - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კითხვას, ხომ არ აპირებს ის თანამდებობის დატოვებას. „არ მიწყინოთ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ზოგადად ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამავე თემაზე: გიორგი გახარია პოსტიდან შესაძლო წასვლაზე: ხომ ხედავთ, ჯერჯერობით მოვდივარ

მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს წერილით მიმართავს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს წერილით მიმართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მსოფლიო პატრიარქის წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკის საეპისკოპოსოს კლერიკოსები: ეკონომოსი დუან გონსონი, პრესვიტერი დიონისე ლისტერმან იერლინგი, ნიკოლოზ გრაფი, ემანუელ ხაძიდაკისი და კევინ მილსაპსი და პრესვიტერი დიმიტრი გეორგიადისი, სვიმის სამიტროპოლიტოს კლერიკოსი უკიდურესად მძიმე კანონიკურ დანაშაულში ჩავარდნისათვის, სამღვდელო ხარისხიდან დაყვანილი იქნენ ერისკაცობამდე. „უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო, უსაყვარლესო და უსასურველესო ძმაო და თანამწირველო, მეუფე ილია, გეხვევით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგახსენებთ. ჩვენთვის ფრიად საყვარელო და დაფასებულო უნეტარესობავ, თქვენ და საქართველოს ეკლესიას, ამ ძმური წერილით ვაუწყებთ, რომ ამერიკის საეპისკოპოსოს კლერიკოსები: ეკონომოსი დუან გონსონი (Duan Gonson), პრესვიტერი დიონისე ლისტერმან იერლინგი (Listerman-Vierling), ნიკოლოზ გრაფი(Nicolas Graff), ემანუელ ხაძიდაკისი და კევინ მილსაპსი (kevin millsaps) და პრესვიტერი დიმიტრი გეორგიადისი, სვიმის სამიტროპოლიტოს კლერიკოსი უკიდურესად მძიმე კანონიკურ დანაშაულში ჩავარდნისათვის, სამღვდელო ხარისხიდან დაყვანილი იქნენ ერისკაცობამდე. ამ კანონიკურ გადაწყვეტილებას მსოფლიო საპატრიარქო აუწყებს თქვენს უნეტარესობას და ძმურად სთხოვს, რათა, როგორც განძარცვულებთან ყოველი ქიროტონიული მადლისა და ენერგიებისაგან, შემთხვევით არ შეხვიდეთ მათთან საღთისმსახურო ურთიერთობაში. გემთხვევით რა წმინდა ამბორით, თქვენო ღირსეულო უნეტარესობავ, გემშვიდობებით უფლისმიერი სიყვარულითა და გამორჩეული პატივისცემით. ქრისტესმიერი ძმური მოკრძალებით კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი“, - ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის წერილში.

ჯო ბაიდენი გუანტანამოს ციხის დახურვას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გუანტანამოს ციხის საკითხის გადახედვას გეგმავს და თანამდებობის დატოვებამდე მის დახურვას აპირებს. ამის შესახებ ინცორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის თანაშემწეებმა საკითხის ოფიციალური განხილვა უკვე დაიწყეს. ისინი ბაიდენის მიერ შესაბამისი აღმასრულებელი განკარგულების უახლოეს კვირებსა თუ თვეებში ხელმოწერას განიხილავენ. საკითხზე კომენტარი თეთრმა სახლმაც გააკეთა. კითხვაზე, დახურავს თუ არა ბაიდენმა გუანტანამოს მაღალი უსაფრთხოების ციხეს, სანამ მისი პრეზიდენტობა დასრულდება, თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა: ”ეს ნამდვილად არის ჩვენი მიზანი და განზრახვა”. ცნობისთვის, გუანტანამოს ციხე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს გაიხსნა იმ პირებისთვის, რომლებიც ტერორისტულ აქტებში მონაწილეობენ, ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი. ამჟამად იქ 40 პატიმარი იმყოფება.

ჩინეთმა ჯანმოს 2019 წელს პირველად ინფიცირებული 174 ადამიანის მონაცემები არ გადასცა

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს კორონავირუსის პირველადი შემთხვევების დაუმუშავებელი მონაცემები არ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა, The wall street journal-ი ავრცელებს. ჯანმოს ექსპერტები 2019 წელს, უჰანში პირველად ინფიცირებული 174 ადამიანის მონაცემებს ითხოვდნენ, რაზეც ჩინეთის ხელისუფლებამ უარი განუცხადა. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცმების დამოუკიდებელი ანალიზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს საშულებას მისცემდა, დაედგინათ, როდის და როგორ დაიწყო ვირუსმა ჩინეთში გავრცელება. „ვოლ სთრით ჟურნალის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი შესაძლოა, ორი თვით ადრე გაჩნდა, ვიდრე ეს ოფიციალურად დადასტურდებოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩინეთში მომუშავე ერთობლივმა კომისიამ Covid -19 -ის წარმოშობა-გავრცელების კვლევისთვის ახალი ზონები განსაზღვრა.

არასამთავრობოები: რეგულაციებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციურ სტანდარტებს სცდება

„უკუდურესად საგანგაშოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მისი მოტივაცია, რომელიც მნიშვნელოვნადაა აცდენილი სამართლებრივ ლოგიკას, კონსტიტუციურ სტანდარტებს და ზოგადად ქვეყანაში შექმნილ რეალობას“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება შეიცავს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თვითნებური და ერთპიროვნული გადაწვეტილების მიღების მნიშვნელოვან საფრთხეებს“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) „საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 11 თებერვალს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც კონსტიტუციურად მიიჩნია პანდემიის დროს ადამიანის ძირითადი უფლებების (შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება) შეზღუდვა მთავრობის დადგენილებით და მინისტრის ბრძანებით. ამ გადაწყვეტილებით პარლამენტს შეუძლია ფაქტიურად მოიხსნას უფლებამოსილება ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში და უარი თქვას საკანონდებლო ფუნქციის განხორციელებაზე. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უგულებელყო აქამდე არსებული კონსტიტუციური სტანდარტები და საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნა რეალობასთან აცდენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მაგალითად: სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ დადგენილ შეზღუდვებს არ აქვს ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამართლებრივ თუ პოლიტიკურ განვითარებაზე. აღნიშნული მსჯელობის მცდარობა მარტივადაა დასანახი პანდემიის დაწყებისა და შეზღუდვების შემოღების შემდეგ საქართველოში ეკონომიკური ვარდნის ფონზე, რომლის გამოსწორებასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზე, რომ სადავო ნორმები არაა რეპრესიული ხასიათის („პირთა დასჯის ანდა მათი თავისუფლების აღკვეთისკენ მიმართული“), რის გამოც თვითნებობის რისკი დაბალია. ალოგიკურია გასაჩივრებული ნორმების არარეპრესიულ ხასიათზე მითითება, მაშინ როდესაც მიღებული შეზღუდვების დარღვევა 2000 ლარიან ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ხაზგასასმელია ის, რომ მიღებული გადაწყვეტილების ავტორთა ნაწილის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კითხვისნიშნები გააჩინა. მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ, საერთო სასამართლოების მოქმედ მოსამართლეთა, ვასილ როინიშვილისა და ხვიჩა კიკილაშვილის 2020 წლის აპრილსა და ივნისში დანიშვნის პროცედურა საგანგებო მდგომარეობის/შეზღუდვების მოქმედების დროს დაჩქარებული წესით წარიმართა და პროცესი შეფასდა როგორც ხარვეზიანი და გაუმჭვირვალე. საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლე, გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი, რომელმაც დელეგირების დამდგენი ნორმები არაკონსტიტუციურად მიიჩნია. მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეუქცევად ზიანს აყენებს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში", - აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთბლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი კონსტიტუციურად სცნო.