ძებნის რეზულტატი:

კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

კოსოვოში დღეს ვადამდელი საპარტლამენტო არჩევნები იმართება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ კენჭისყრა, რომლის თანახმად ავდულაჰ ჰოტის ქვეყნის პრემიერი გახდა, ბათილად ცნო. გადაწყვეტილების მიზეზი კი უმრავლესობის წევრის, ეტიმ არიფის თაღლითობაში დადანაშაულება გახდა. „გამარჯვებას ოპოზიციურ, პარტიას „თვითგამორკვევა“ (Vetevendosje) უწინასწარმეტყველებენ, რაც კიდევ უფრო გაართულებს დასავლეთის მცდელობას, გადაიჭრას სერბეთთან ათწლეულების განმავლობაში არსებული ტერიტორიული დავა. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით, პარტია „თვითგამორკვევა“ ხმების 45-55%-ს მიიღებს ეთნიკურად ალბანელ მოსახლეობას შორის. კოსოვოს 1.9 მილიონიან მოსახლეობაში, ალბანელები 90%-ს შეადგენენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც გასულ წელს, ხუთი თვის განმავლობაში იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, აცხადებს, რომ სერბეთთან დიალოგისას კომპრომისი არ უნდა არსებობდეს“, - წერს ბრიტანული მედია. აღსანიშნავია, რომ ეს კოსოვოს დამოუკიდლობიდან (2008 წელი) უკვე მეექვსე საპარლამენტო არჩევნებია.

ისრაელი მარტიდან რესტორნების გახსნას იწყებს

Reuters-ის ცნობით, ისრაელი მარტიდან ეკონომიკის აღდგენას იწყებს. მსოფლიოში ვაქცინირებულთა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით, ისრაელი თებერვლიდან სასტუმროებსა და სავარჯიშო დარბაზებს გახსნის. დაწესებულებების მომსახურების მისაღებად მოქალაქეები უნდა იყვნენ აცრილნი, ან კორონავირუსი გადატანილი ჰქონდეთ. აცრილი მოქალაქეები „მწვანე საშვით“ ისარგებლებენ, სადაც მათი მონაცემები შეინახება. ნაჰმან აშის თქმით, 9 მარტიდან რესტორნები და კაფეები გაიხსნება. „ბიზნესები თანდათან გაიხსნება, რათა ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვა არ გახდეს საჭირო“, - აცხადებს პანდემიასთან გამკლავების კოორდინატორი. ისრაელის მოსახლეობის 30%-ზე მეტი უკვე აცრილია, მომავალი თვითვის ქვეყანაში მოსახლეობის ნახევრის აცრას ელოდებიან.

ევროკავშირის პრიზზე თანამედროვე არქიტექტურაში საქართველოდან 8 პროექტია ნომინირებული

ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურის პრიზზე საქართველოდან 8 პროექტია ნომინირებული. ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში ყოველ მეორე წელს ტარდება და გამორჩეულ არქიტექტურულ ნამუშევრებს აჯილდოებს ევროპის მასშტაბით. პრიზი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება ხარისხიანი არქიტექტურისა და მის მიერ მოქალაქეთა კეთილდღეობასა და ევროპული ქალაქების/სოფლების მდგრად განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ. იხილეთ საქართველოდან ნომინირებული პროექტების ფოტოები:

COVID19-ზე ტესტი სკოლების 46 300 თანამშრომელს ჩაუტარდა

განათლების სამინისტროს ცნობით, ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სავალდებულო ტესტირება 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა. მათგანი ვირუსი 0,5%-ს აღმოაჩნდა. სამინისტრო აცხადებს, რომ დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადავა. ასევე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

არაბთა გაერთიანებული საემიროების კოსმოსურმა მისიამ მარსის პირველი ფოტო გამოაგზავნა

არაბთა საემიროების კოსმოსურმა მისიამ პირველი ფოტო გამოაგზავნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ფოტო მარსის ზედაპირიდან 24 700 კილომეტრის სიშორიდან, 10 თებერვალსაა გადაღებული. ზონდი ახლა მარსის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. ორბიტაზე მოძრაობისას ის პლანეტას ყველაზე ახლოს 1000 კილომეტრზე მიუახლოვდება, ხოლო ყველაზე შორის 50 000 კილომეტრის მანძილზე დაშორდება. მისიის ფარგლებში მისია შეისწავლის, როგორ მოძრაობს ენერგია ატმოსფეროში, მარსის ზედაპირიდან ატმოსფეროს ზედა შრეებამდე. გარდა ამისა, ზონდმა ასევე უნდა შეისწავლოს მარსიდან კოსმოსში მოხვედრილი წყალბადისა და ჟანგბადის ნეიტრალური ატომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ მარსზე ოდესღაც დიდი რაოდენობით იყო წყალი. ეს კვლევა მეცნიერებს დაეხმარება გაიგონ, როგორ შეიცვალა პლანეტა ათასწლეულების მანძილზე.

დღეს მირქმაა

დღეს, 15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. ის უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. დღესასწაული აღდგენილი ძველი წესის - „ლამპრობის“ მიხედვით აღინიშნება, რომელიც სანთლების კურთხევასა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლას გულისხმობს. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს, ან მტრედის ხუნდს. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა “ქალწულმა მუცლად იღო” სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა. წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: “აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი”. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა. მირქმა - მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - დიდმარხვის დასაწყისია.

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/ გადის. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი. საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმდებიან. გერმანიის ელჩი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე:პირველად ვიწვევთ სამუშაო ძალას სხვა ქვეყნიდან ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები 3 ქვეყანასთან მიმდინარეობს

დღეიდან კვების ობიექტები სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ

დღეიდან კვების ობიექტები, კაფე-ბარები და რესტორნები სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ. ამის შესახებ გადაწყვეილება სააკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. შეზრუდვა არ უქმდება შაბათ-კვირას. ღია სივრცეში სკამების და მაგიდების განთავსება შეუძლია ნებისმიერ კვების ობიექტს. მათ საკუთრების წინ მდებარე ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს თბილისის მერია. თუმცა, შეღავათი კაფეებისა და რესტორნების მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციის მონტაჟს არ ითვალისწინებს.

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან მოსწავლეები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სადაც სწავლის პროცესი მანამდე ეპიდვითებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვე მხოლოდ ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა. განათლების სამინისტრომ სკოლების ადმინისტრაციებს სავალდებულო რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა. ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისა და სკოლის თითეული თანამშრომლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება. ასევე სავალდებულოა კოვიდ 19-ზე პედაგოგების ინტენსიური ტესტირება. მშობელს საშუალება აქვს განცხადების საფუძველზე, მოსწავლისთვის ისევ დისტანციური სწავლების მეთოდი აირჩიოს. ასევე რისკ ჯგუფის მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს ან მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდასტურდება, შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ, მთლიანად სკოლა გადავა ონლაინ სწავლებაზე, თუ კონკრეტული კლასი. მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება მიხეილ ჩხენკელი: ამჯერად შვილებს პირბადეები მშობლებმა უნდა გამოატანონ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პირბადის ტარებისგან თავისუფლდებიან. მოსწავლეებმა სკოლაში გადაადგილებისას 1-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან ცნობილია, რა შემთხვევაში დაუბრუნდება სკოლა დისტანციურ სწავლებას რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „პატარების მერე მთელ ოჯახს გვეწვია კორონა, ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა და გამხნევებისთვის! სახლში ყოფნა, დღე 4“, - წერს თეა წულუკიანი.

პოლიციელებმა ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქეს

პოლიციელებმა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქეს. ბარის ორი თანამშრომელი კი გამოკითხვაზე წაიყვანეს. "საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მენეჯერი და სტაფი წაიყვანეს გამოსაკითხად უბრალოდ და გამოუშვებენ, 248-ე მუხლის მიხედვით. ის [ბარი] დალუქულია",. - განაცხადა ადგილზე მყოფმა შსს-ს თანამშრომელმა. საქართველოს სისხლის სამართლის 248-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას. ბარში პოლიცია და შრომის ინსპექცია ღამის საათებშიც მივიდა. ზურა ჯაფარიძის თქმით, შრომის ინსპექციამ გადაამოწმა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განმეორებითობა, რის შესახებაც ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეწოდება. ზურაბ ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 13 თებერვალს გახსნა. შრომის ინსპექციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამ ფორმით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს.ის აპირებს ბარი სხვა დღეებშიც ამუშაოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკეტება, თუ მას დააკავებენ. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და არღვევს იმ რეგულაციებს, რომლებიც, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია და ადამიანებს წაართვა სიცოცხლის უფლება.

საქართველოში პირველი ვიზიტით ბრიტანელი მინისტრი ვენდი მორტონი იმყოფება

საქართველოში პირველი ვიზიტით დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ვენდი მორტონი იმყოფება. როგროც ვენდი მორტონი Twitter-ზე წერს, დიდი ბრიტანეთი და საქართველო ახლო მოკავშირეები არიან და ის მოხარულია, რომ ეს ურთიერთობები სულ უფრო მტკიცე ხდება. "დილა მშვიდობისა საქართველო! მშვენიერია, რომ დღეს ჩემი პირველი ვიზიტით თბილისში ვიმყოფები. ჩვენი ქვეყნები ახლო მოკავშირეები არიან და მოხარული ვარ, რომ ეს ურთიერთობები სულ უფრო მტკიცე ხდება", - წერს მინისტრი. ბრიტანელი მინისტრი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 165 ადამიანს დაუდასტურდა, 639 გამოჯანმრთელდა, 11 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახენ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 9 197 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 6 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 989 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 722 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 258 732, გარდაიცვალა 3 363 პაციენტი. დადებითობის მაჩვენელი: 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 2.5%. 14 თებერვლის მონაცემებით, დღიური მაჩვენებელი 1.85% იყო. 165 ახალი შემთხვევიდან 57 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 10, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 6, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. :მძიმე პაციენტი: 425, მათ შორის, თბილისში - 172, აჭარაში - 39, იმერეთში - 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 101, მათგან თბილისში - 69, აჭარაში - 5, იმერეთში - 12. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 115 - თბილისში, 104 - აჭარაში, 13 - იმერეთში. 1 437 მკურნალობს ბინაზე.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე სარეგისტრაციო პორტალი შეფერხებით მუშაობს

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე სარეგისტრაციო პორტალი შეფერხებით მუშაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრელებს. "დღეიდან, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე სარეგისტრაციო პორტალი http://workabroad.moh.gov.ge/ ამოქმედდა. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვიზიტორების დიდი რაოდენობის გამო, სარეგისტრაციო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. აღნიშნული ხარვეზი დღის განმავლობაში გამოსწორდება.დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელი: Pfizer-ის ვაქცინით აცრილებში COVID19-ის სიმპტომები 94%-ით შემცირდა

ისრაელის უმსხვილესი ჯანდაცვის პროვაიდერის განცხადებით, 600 000 ადამიანს შორის, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, COVID-19-ის სიმპტომატური შემთხვევები 94%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, შანსი იმისა, რომ ვაქცინირებულ მოქალაქეებს დაავადების მძიმე ფორმები განუვითარდეთ 92%-ით ნაკლებია. გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში ერთმანეთს შეადარეს ორი, ერთი და იმავე ზომის ჯგუფი, რომლებსაც მსგავსი სამედიცინო ისტორია ჰქონდათ. ერთ ჯგუფს ვაქცინა არ მიუღია, მეორე კი ორივე დოზით იყო აცრილი. „მონაცემები ცხადჰყოფს, რომ Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ძალზედ ეფექტურია მეორე დოზით აცრიდან ერთი კვირის შემდეგაც კი როგორც ეს კლინიკური ტესტირებისას დადგინდა”, - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ აღნიშნული ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტურია მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის და მეტის გასვლის შემდეგ.

ისრაელის ავიაციამ სირიის დედაქალაქთან სამხედრო შეტევა განახორციელა

სირიის ხელისუფლება დედაქალაქ დამასკოსთან ისრაელის სამხედრო ავიაციის აგრესიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სირიის სახელმწიფო მედია არ ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოიმოქმედეს ისრაელის საჰაერო ძალებმა. როგორც სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დამასკოს მახლობლად სამიზნეების დაბომბვის მიზნით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები გოლანის მაღლობების თავზე დაფრინავდნენ. სირიის თავდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდო. ”ჩვენი საჰაერო თავდაცვა აგრძელებს ისრაელის სარაკეტო თავდასხმების მოგერიებას დედაქალაქის ცაზე”, - ნათქვამია სირიის არმიის განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მთავარი სამიზნე დამასკოდან 14 კილომეტრში მდებარე ქალაქ კისვაში განთავსებული საარმიო დანაყოფი გახდა. სწორედ ამ ზონაში შეინიშნებოდა ირანისგან მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფების კონცენტრაცია. გასულ წელს, ისრაელის არმიამ სირიის ტერიტორიაზე 500-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში.

WHO-ს ექსპერტთა პირველადი დასკვნით, ახალი COVID19 ცხოველური წარმომავლობისაა

WHO-ს ექსპერტთა პირველადი დასკვნით, სავარაუდოდ, კორონავირუსი SARS-CoV-2 პირველად ცხოველებში გაჩნდა ჩინეთის, ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე. ამის შესახებ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ, ვირუსის წარმომავლობის შესასწავლად ჩინეთში მივლენილი საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრმა, პიტერ დაშაკმა განაცხადა. ინფორმაციას Newyorktimes-ი ავრცლეებს. WHO-ს ექსპერტთა პირველადი შეფასებით, ახალი სახეობის კორონავირუსი თავდაპირველად ღამურებს ჰქონდათ, რომლებმაც მოშინაურებულ ველურ ცხოველებს გადასდეს და მათგან გავრცელდა ადამიანებზე. ასეთი იყო ჩინელი მეცნიერების თავდაპირველი ვერსიაც. რაც შეეხება თეორიას, ვირუსის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, ეს ვერსია იმდენად სუსტია, რომ შემდგომ შესწავლას არ იმსახურებს. ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ უხანის ბაზარშიც, რომელიც ახალი ვირუსის გავრცელების სათავედ ითვლება და შეხვდა ექიმებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტებს მკურნალობდნენ. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტებს არ მისცეს ყოფილ პაციენტებთან შეხვედრის უფლება და არც მათი მონაცემები მისცეს. უხანიდან დაბრუნებული ექსპერტები ვირუსის შესაძლო წარმომავლობის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებენ. ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფი უხანში საგამოძიებო საქმიანობას იწყებს. რატომ ჩავიდნენ ჩინეთში ჯანმოს მეცნიერები?

ცნობილია, იგეგმება თუ არა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, იგეგმება თუ არა საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება. მისი თქმით, სწორედ ნოემბერში დაწესებულმა ამ წერტილოვანმა შეზღუდვამ მისცა მთავრობას ეკონომიკური საქმიანობების გახსნის საშუალება. „სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე. იმიტომ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, რადგან არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობაზე არ არის“, - განცხადა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტული ჯერ კიდევ დახურული სფეროების გახსნაა, მაგალითად საბავშვო ბაღების, სპორტული დარბაზების გახსნა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა. „ღამის საათების შეზღუდვას სავარაუდოდ უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ. ნუ ვიჩქარებთ, იმიტომ, რომ შეიძლება, ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შემდეგ პრობლემა შექმნას და გვაიძულოს რაღაც უკან გამოვითხოვოთ, რაც ძალიან არ გვინდა“, - აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავა: ბაზრობებთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს

ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაზრობებთან დაკავშირებით შენიშვნების არსებობს. მისი თქმით, შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს ყეველაფერს და აჯარიმებს დამრღვევებს. „ჩვენი ამოცანაა, რომ დღევანდელი ვითარება მინიმუმ შევინარჩუნოთ და არ გაუარესდეს. სავარაუდოდ, 10 დღე დაგვჭირდება, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა ისეთი დიდი მობილობის მაგენერირებელი სფეროების გახსნამ, როგორიც არის მაგალითად მუნიციპალური ტრანსპორტისა და სკოლების გახსნა. დღეს ყველანი შეამჩნევდით ტრანსპორტის მოძრაობა რამდენად ინტენსიური გახდა, ეს არის საკმაოდ გაბედული ნაბიჯი. გარდა ამისა, ვაჭრობის სფერო გაიხსნა, მათ შორის ღია და დახურული ტიპის ბაზრობები და სხვათა შორის, ბაზრობებთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს და არ არის ყველაფერი ისე მარტივად. შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს და აჯარიმებს და აქედან გამომდინარე გამოჩნდება უკვე შემდეგი მოქმედების ნაბიჯები. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ბიზნესი და საზოგადოება, რომ თითოეული ჩვენგანის ხელშია რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ზაზა გახელაძე დე ფაქტო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს

ზაზა გახელაძე დე ფაქტო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს. ამის შესახებ ზაზა გახელაძის ოჯახს ადგილობრივმა ადვოკატმა შეატყობინა. როგორც ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, გასაჩივრებაზე უარის თქმის მიზეზი უცნობია. შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიაზე დააკავეს ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე. 6 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.