ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი და ჯანმო საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ერთიანდებიან
ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ერთობლივად იწყებენ ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომლის მიზანიც საქართველოში COVID-19 ვაქცინების ჩამოსვლისა და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობაა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს. იგი ეხება COVID-19 ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა ფაზას და მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება რუტინული იმუნიზაციის სისტემის გასაძლიერებლად. სამწლიან ინიციატივას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის რეგიონში განახორციელებს უკვე არსებული ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი მთლიანი დაფინანსება €40 მილიონ ევროს შეადგენს. ამ პროგრამის დანიშნულება ქვეყნების ვაქცინაციისთვის მზადება, შემოტანის პროცესის ხელშეწყობა და მონიტორინგი წარმოადგენს. კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველში ამბობს: „COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაზე მიმართულ საერთო ძალისხმევაში გადამწყვეტი ადგილი სწორი ვაქცინაციის კამპანიას უჭირავს. ევროკავშირი კვლავ აგრძელებს საქართველოს თანადგომას და გვეამაყება, რომ დღეს ვიწყებთ ახალ ინიციატივას ჩვენს ახლო პარტნიორთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. ეს ინიციატივა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი, რათა ეფექტურად მოხდეს ქვეყანაში შემოსული ვაქცინების გამოყენება და ყველაზე მეტი საჭიროების მქონე ადამიანების მოცვა.“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე: „ვაქცინა იმედს უსახავს და იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიის დროს წინა ხაზზე იბრძვიან; ასევე იმათ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა და ეშინია დაავადების შედეგების. ამ გულუხვი მხარდაჭერის მეშვეობით WHO შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, რათა როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, ვაქცინამ მოიცვას ყველა ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროება.“ პირველ ეტაპზე დაფინანსება გამოყენებული იქნება ვაქცინისათვის მზადებისა და შემოტანის პროცესის ხელშეწყობისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ პროგრამულ მიმართულებებს - დაგეგმვას, მოწყობილობებს/დანადგარებს, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიას. პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის უკვე მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ხდება ქვეყნების დახმარება COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად. უკვე ხორციელდება €35 მილიონი ევროს ღირებულების „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ინიციატივა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება.
საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად ცნო
საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია. ასეთია სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელზე, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს პაატა დიასამიძემ, გიორგი ჩიტიძემ, ედუარდ მარიკაშვილმა და ლიკა საჯაიამ მიმართეს. აღნიშნულ საქმეს განიხილავდნენ მოსამართლეები ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, ვასილ როინიშვილი და ხვიჩა კიკილაშვილი. აქედან გიორგი კვერენჩხილაძემ საქმეში, კოლეგებისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირა. განსახილველი საქმე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, მთავრობას მიეცა უფლებამოსილება, პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის კონსტიტუციური უფლებები. მათ შორის, ამავე ცვლილების მიხედვით, მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლებაც. მოსარჩელე მხარეები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის მოთავსება ჩაკეტილ სივრცეში, როდესაც მას არ ეძლევა ამ სივრცის დატოვებისა და სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის საშუალება, ზღუდავდა კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებულ ფიზიკურ თავისუფლებას. ამავდორულად, მოსარჩელეების პოზიციით, გადაწყვეტილება კონტაქტირებული ადამიანის გაცალკევების შესახებ მიიღება არა სასამართლოს, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მიერ, არც არღვევს ამ კონსტიტუციური დებულების ფორმალურ მოთხოვნას, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის პროცესში სასამართლოს სავალდებულო ჩართულობის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ინფიცირებულთან კონტაქტირებული ადამიანის თვითიზოლაციასა, თუ საკარანტინე სივრცეში გადაყვანით იზღუდება კონკრეტული სივრცის დატოვება, შესაბამისად, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება. თუმცა, სასამართლოსვე განმარტებით, ადამიანის კონკრეტულ ადგილზე დაყოვნება მიის ნების წინააღმდეგ და მისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ავტომატურად არ ნიშნავს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას და დამატებით უნდა შეფასდეს სხვა ფაქტორებიც, მათ შორის ამ შეზღუდვის მიზნები, მისი სამართლებრივი სტატუსი, ადამიანის მოქმედების თავისუფლებისა და მის ნებაზე ზემოქმედების მასშტაბი.
კარლ ჰარცელი: ახალი ინიციატივის მიზანია, საქართველომ შემოტანილი ვაქცინები ეფექტურად გამოიყენოს
ევროკავშირის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ერთობლივ ფართომასშტაბიან ინიციატივაზე ელჩი კარლ ჰარცელი კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ახალი ინიციატივის მიზანია, საქართველომ შემოტანილი ვაქცინები ეფექტურად გამოიყენოს. „COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაზე მიმართულ საერთო ძალისხმევაში გადამწყვეტი ადგილი სწორი ვაქცინაციის კამპანიას უჭირავს. ევროკავშირი კვლავ აგრძელებს საქართველოს თანადგომას და გვეამაყება, რომ დღეს ვიწყებთ ახალ ინიციატივას ჩვენს ახლო პარტნიორთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. ეს ინიციატივა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი, რათა ეფექტურად მოხდეს ქვეყანაში შემოსული ვაქცინების გამოყენება და ყველაზე მეტი საჭიროების მქონე ადამიანების მოცვა.“ პირველ ეტაპზე დაფინანსება გამოყენებული იქნება ვაქცინისათვის მზადებისა და შემოტანის პროცესის ხელშეწყობისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ პროგრამულ მიმართულებებს - დაგეგმვას, მოწყობილობებს/დანადგარებს, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიას. პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის უკვე მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ხდება ქვეყნების დახმარება COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად. უკვე ხორციელდება €35 მილიონი ევროს ღირებულების „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ინიციატივა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება. ამავე თემაზე: ევროკავშირი და ჯანმო საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ერთიანდებიან.
უკრაინელების დაკავების თაობაზე, კიევმა საქართველოს ნოტა გადასცა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, დავით ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე 10 თებერვალს მას ნოტა გადასცა იახტის დაკავებისთვის, რომელზეც უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვასილ ბოდნარმა საქართველოს მხარეს მოუწოდა, უზრუნველყოს სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება საქართველოში იახტის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელზეც უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი იმყოფებოდნენ. როგორც უწყების განცხადებაში წერია, საქართველოს კიდევ ერთხელ ეთხოვა, შეიცვალოს აღმკვეთი ზომა და გაათავისუფლონ აღნიშნული მოქალაქეები. ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე ბონდარმა აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო არ ერევა უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში და რომ ცალკეულ კერძო პირთა მოსაზრებებმა გავლენა არ უნდა იქონიოს უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე. საქმე ეხება განცხადებებს, რომლებიც გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს. კერძოდ, მხარეებმა ისაუბრეს სააკაშვილის მიერ საქართველოში თავისი მომხრეებისადმი მოწოდებებზე, არ დაემორჩილონ საქართველოს ხელისუფლებას. დოლგოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები ხელს არ უწყობს ორ ქვეყანას შორის ნდობის ატმოსფეროსა და ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას. ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში საქართველოს მესაზღვრეებმა დააკავეს იახტა, რომელიც თურქეთში მიემართებოდა საქართველოს სანაპიროს გასწვრივ. მასზე იმყოფებოდნენ უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი. იახტის მფლობელია საქართველოს მოქალაქე მიხაილ ბატურინი, რომელიც ადრე მიხეილ სააკაშვილის დაცვაში მუშაობდა. დაკავებულები დღემდე იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.
ჯანმო ვაქცინაციის პროცესის ჩასატარებლად საქართველოსთან თანამშრომლობას აძლიერებს
ჯანმო საქართველოსთან თანამშრომლობას აძლიერებს, რათა ვაქცინამ ყველა ადამიანი მოიცვას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე აცხადებს, რომ ვაქცინა იმედს უსახავს და იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიის დროს წინა ხაზზე იბრძვიან. „ასევე იმათ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა და ეშინია დაავადების შედეგების. ამ გულუხვი მხარდაჭერის მეშვეობით WHO შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, რათა როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, ვაქცინამ მოიცვას ყველა ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროება“, - აცხადებს სილვიუ დომენტე.
საპატრიარქომ სინოდის განჩინების ტექსტის გამოქვეყნება გადადო
"სინოდის განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინებას ხვალ გამოქვეყნდება", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. რიგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, განჩინების გამოქვეყნების გადადების მიზეზი, სონდოზე განხილული ბევრი თემა გახდა. ."იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ", - წერს ანდრია ჯაღმაიძე. სასულიერო პირების წინასწარი განცხადებებით ირკვევა, რომ დღეს სინოდის წევრებმა ეპარქიების ახალი წინამძღოლების დანიშვნის საკითხი განიხილეს. ასევე განიხილეს სასულიერო პირების ვაქცინაციის და დავით გარეჯის თემა. სონოდის დაწყებამდე სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ. როგორც Europetime-ს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხად კორონავირუსზე ტესტირების შედეგად Covid19 სინოდის არც ერთ წევრს არ დაუდასტურდა. პატრიაქრის ექიმის ცნობით, შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი არც ერთ სასულიერო პირს არ დადასტურებია. „რეგიონებში იყო გარკვეული შემთხვევები, მაგრამ საპატრიარქოსთან კონტაქტში მყოფ სასულიერო პირებიდან, ვირუსი არავის დადასტურებია. დღეს ტესტირება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს ჩაუტარდათ და არც ერთი მათგანის პასუხი არ იყო დადებითი", - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას პატრიარქის ექიმმა.
საქართველოში თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია, ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება
საქართველოში თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია, ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება. შესაბამისი დოკუმენტის რატიფიკაცია თურქეთის პარლამენტმა 10 თებერვალს მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ფარგლებში მოხდება. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს „თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების ცვლილებების შეტანის შესახებ", თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული დოკუმენტით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. ხსენებული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც, მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. ამასთან, შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლუკაშენკომ ხელისუფლებიდან წასვლის პირობა დაასახელა
ბელარუსის პრეზიდენტმა ხელისუფლებიდან წასვლის პირობა დაასახელა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. "ხელისუფლებიდან ჩემი წასვლის მთავარი პირობა: ქვეყანაში მშვიდობა, წესრიგი, არანაირი საპროტესტო მოქმედებები, არანაირი ქვეყნის გადატრიალება, საკუთარი აზრის კანონის ფარგლებში გამოთქმა. მეორე პირობა: თუ მოხდება ისე, რომ ხელისუფლებაში სხვები მოვლენ და მათ სხვანაირი შეხედულებები ექნებათ, მეორე პუნქტად ჩვენ ჩავწერთ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის მომხრეებს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეთ",- აცხადებს ლუკაშენკო. მოქმედი პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, რათა ბელარუსის საყოველთაო სახალხო კრება საკონსტიტუციო ორგანოდ იქცეს. ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. აქციების მუხტის გასანეიტრალებლად მოქმედმა პრეზიდენტმა რამდენიმე შეთავებაც გააკეთა, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებიც.
საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს
საქართველო „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ვაქცინა საქართველომ მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით მიიღო და 150 დოზის მიღების შესახებ, Astra Zeneka-სგან თანხმობა დღეს მიიღეს. „დღეისთვის ასევე ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით კიდევ 150 000 ვაქცინა. თქვენ იცით, რამდენად დეფიციტურია ზოგადად ბაზარზე ვაქცინა და ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რათა სანდოობა იყოს მაღალი. ასტრაზენეკას ვაქცინის ერთ-ერთ მომწოდებლად გვყავს განსაზღვრული კოვაქსპლატფორმა, სადაც განსაზღვრულია 300 000 დოზამდე ვაქცინის მიღება. დამატებით მიმდინარეობს პირდაპირ მწარმოებელთან კომუნიკაცია, საიდანაც ჩვენ გვაქვს დასტური, რომ 150 000 დოზას მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. მოლაპარაკებები გრძელდება. მათ იციან ჩვენი საჭიროებები. ეტაპობრივად ყველა მწარმოებლისგან და კოვაქსპლატფორმიდან მოხდება საჭირო რაოდენობების მოწოდება საქართველოსთვის. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, კოვაქსპლატფორმის პირობებში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ მოწოდებას უზრუნველყოფს თვითონ კოვაქსპლატფორმა. შესაბამისად, ავიაკომპანიაზეც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო მოწოდების წყარო, რადგან ვიცით, თუ რამდენად რთულია „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, საქართველო ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლოს მიიღებს. ამირან გამყრელიძე: ხანდაზმულებში „ასტრაზენაკას“ ვაქცინამ დამაკმაყოფილებელი, დამცველობითი უნარი ვერ აჩვენა
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ საქართველოსთან შეთანხმება განაახლა
Frontex-მა (ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო), საქართველოს შსს-თან სამუშაო შეთანხმება განაახლა. ინფორმაციას ევოკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. “2008 წელს - ათწლეულზე მეტი ხნის წინ - ხელი მოეწერა პირველ სამუშაო შეთანხმებას Frontex-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო წარმატებით გავუმკლავდეთ საზღვრების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და სხვა ზოგად გამოწვევებს, რომლებიც კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს”, - განაცხადა Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ. განახლებული შეთანხმების ფარგლებში, Frontex–მა და საქართველომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ როგორც არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებას, ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარებას საზღვრის მართვისა და დაბრუნების სფეროებში.
აშშ-ში კორონავირუსზე აცრილებს კარანტინი აღარ დასჭირდებათ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილებს, Covid-19-ით დაავადებულ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ, 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. ინფორმაციას VOA ავრცელებს. "არასაჭირო კარანტინის თავიდან აცილებისას მიღებული ინდივიდუალური და სოციალური უპირატესობები გადაწონის იმ უცნობ და პოტენციურ რისკებს, რაც [დაავადების] გადადებას უკავშირდება",- აცხადებენ CDC-ში. განსხვავებული იქნება პროტოკოლი მათთვის, ვინც ვაქცინის ერთი და ორი დოზა მიიღო. ადამიანებს, ვისაც სურთ, რომ კარატინი თავიდან აიცილონ, ვაქცინის დოზა ბოლო 3 თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ გაკეთებული.
ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირსა და NATO- ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლას მხარს დავუჭერთ
საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია და ირლანდია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე", - ამის შესახებ ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ შონ ო'ფარელმა განაცხადა. ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ, შონ ო'ფარელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, საქართველოს გეგმები და ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც პოსტ-კოვიდურ პერიოდში ქვეყნებმა უნდა დაძლიონ. შონ ო’ფარელის თქმით,
აშშ-ში "რესპუბლიკელთა" ნაწილი მესამე პარტიის შექმნას განიხილავს
აშშ-ში ათობით რესპუბლიკელი მესამე პარტიის შექმნას განიხილავს. Reuters-ის ცნობით, რამდენიმე რესპუბლიკელი მაღალჩინოსანი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ჩამოყალიბებას განიხილავს. რესპუბლიკელებმა ახალი პარტიის ჩამოყალიბებაზე საუბარი დაიწყეს იმის გამო, რომ მათ ტრამპის "არასასურველი მემკვიდრეობის" ჩრდილში მოხვედრა არ სურთ. იდეის მხარდამჭერმა, 120-მა "რესპუბლიკელმა" თემის განსახილველად ონლაინპრესკონფერენციაც გამართა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა. ჯეისონ მილერი ახალი პარტიის ინიციატორებს "უიღბლოებს" უწოდებს. "ამ უიღბლოებმა პარტია მაშინ დატოვეს, როდესაც ხმა ჯო ბაიდენს მისცეს",- აცხადებს ჯეისონ მილერი.
გარემოს დაცვის კომიტეტი: თბილისის გარდა, შესაძლოა სხვა ქალაქებიც გამწვანების გარეშე დარჩეს
"ბევრს ვერ წარმოედგინა თბილისი გამწვანების გარეშე, მაგრამ მწვავე სიტუაციაა და შეიძლება მალე სხვა დიდი ქალაქებიც დარჩეს გამწვანების გარეშე", - ამის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ტყის კოდექსის განხილვაზე განაცხადა. მისი თქმით, დროა ტყის კოდექსი სრულად აამოქმედონ ტყეზე ზემოქმედების მაქსიმალურად შესამცირებლად. როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, ტყის კოდექსი სრულიად ახლებურად აყალიბებს იმ პრინციპებს, რომელსაც ქვეყანა სამომავლოდ უნდა მიყვეს იმისთვის, რომ ტყეზე ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირდეს და ქვეყანა გადავიდეს ტყის მდგრადი მართვის იმ პრინციპებზე, რომლებიც დანერგილია მთელ განვითარებულ მსოფლიოში. „ტყის კოდექსის მიღება ნამდვილად ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ქვეყანა ამისკენ მიდიოდა წლების განმავლობაში, თუმცა მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მოხერხდა კოდექსის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი დამტკიცებულია, მისი სრულფასოვნად ამოქმედება დაკავშირებულია კანონქვემდებარე აქტების მიღებასთან და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველ პრინციპი, რომლებიც განსაზღვრულია ტყის კოდექსით, ამოქმედდეს. სამწუხაროდ კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც რამდენიმე თვის წინათ უნდა მიღებული ყოფილიყო, დღემდე მიღებული არ გვაქვს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. ბითაძის თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისათვის, კომიტეტი მზადაა, შექმნას სამუშაო ჯგუფი მაჟორიტარებისა და ექსპერტების ჩართულობით. კომიტეტი უახლოეს ხანში ასევე შექმნის სამუშაო ჯგუფს ტყის მიმართულებით, რომლის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში, ასევე იმ საკითხების ადრეულ ეტაპზე გადაწყვეტაში, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე დაისმება.
ევროკომისია: 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5,2%-თ გაიზრდება
ევროკომისია 2021 წელს მსოფლიო (EU–ს გარეშე) ეკონომიკის 5.2%–იან ზრდას ვარაუდობს, მაგრამ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას შორეულ პერსპექტივად განიხილავს. ინფორმაცია ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშშია მოხსენიებული ევრობლოკის ეკონომიკა როგორც 2021, ასევე 2022 წლებში 3.8%–ით გაიზრდება, ხოლო კონკრეტულად ევროკავშირისა – 3.7% და 3.9%–ით. რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკას (EU–ს გარეშე), დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს 5.2%–იან ზრდას უნდა ველოდოთ, 2022–ში კი – 3.8%-ს. შემოდგომის პერიოდის ანალოგიურ დოკუმენტში 2021 წელს მსოფლიოს მშპ–ის (EU-ს გარეშე) ზრდა 4.7%–ით იყო განსაზღვრული, 2022 წელს კი – 3.7%–ით. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს ტურიზმი პანდემიამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება. წლის განმავლობაში დაგეგმილი მასობრივი ვაქცინაციის მიუხედავად, აღდგენის პროცესი ბევრად ხანგრძლივი იქნება.
ჩოხატაურის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში ახალაშენებული საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმნცა წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ჩოხატაურის მერიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებას აღმოუჩენს.
ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფი: ღამურა კვლავ ვირუსის გავრცელების სავარაუდო წყაროდ რჩება
უხანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე აცხადებს, რომ ღამურა კლავ ვირუსის გავრცელების სავარაუდო წყაროდ რჩება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯანმოს ექსპერტის, პიტერ ემბარაკმა აღნიშნა, რომ ვირუსის წარმოშობის ძიება ღამურებზე, როგორც ინფექციის ბუნებრივ მატარებლებზე მიანიშნებს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უხანში მოხდა. “რომელიმე პირველწყარო ცხოველიდან, ჰუანანის ბაზრამდე სავარაუდო გზა შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან გრძელი და რთული და ამასთანავე ამ პროცესის პარალელურად შესაძლოა საზღვრის კვეთის შემთხვევებიც დაფიქსირებულიყო”, - თქვა ემბარეკმა პრესკონფერენცის დროს. ჩინეთის წარმომადგენელმა ლიანგ ვანიანმა კი აღნიშნა, რომ ჩინურმა მხარემ ახალი კორონავირუსის უფრო ადრეული გავრცელების ნიმუშები აღმოაჩინა, რომელიც პირველ შემთხვევებს “რამდენიმე კვირით” უსწრებს. მისი თქმით, ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა ვირუსი სხვა რეგიონებში ვრცელდებოდა და ის შეუმჩნეველი დარჩა.
ჯო ბაიდენმა მექსიკის კედლის მშენებლობის დაფინანსება შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკის კედლის დაფინანსება შეაჩერა. ინფორმაციას THE Hill-ი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ადმინისტრაცია გადასახადების გადამხდელთა ფულის დახარჯვას მსგავს პროექტებზე აღარ აპირებს. "ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკა იქნება, რომ გადასახადის გადამხდელი ამერიკელების არც ერთი დოლარი არ დაიხარჯება სასაზღვრო კედელის მშენებლობისთვის",- აცხადებს ბაიდენი. ჯო ბაიდენის განკარგულებით, მექსიკის საზღვარზე 2019 წლიდან მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც გაუქმდა. მექსიკის კედლის მშენებლობისთვის პენტაგონის ფონდებიდან 2,5 მილიარდი დოლარი 2019 წელს გამოიყო. დონალდ ტრამპი მექსიკის კედლის მშენებლობის შესახებ, საკუთარი კამპანიის დასაწყისიდან საუბრობდა.
გაფიცული მეშახტეები პროტესტს გარკვეული პირობით წყვეტენ
ტყიბულელმა მეშახტეებმა 33 საათიანი გაფიცვა, კონკრეტული პირობებით შეწყვიტეს. ამის შესახებ Europetime-ს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა. დოლაბერიძის ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ჩაერთო და საბოლოდ კომპანიასთან შეთახდნენ, რომ მეშახტეების ხელფასის ოდენობის საკითხს, ხვალ დილით კომპანიის ოფისში განიხილავენ. " ის რომ გაფიცვა შეწყდა და ხვალიდან მოლაპარაკებები დაიწყება, ცალსახად მისასალემებელი ფატქია რადგან, ფიზიკურად ძალიან რთლია შახტაში გაჩერება და ყოფნა. სახელფასო დავალიანებას ადგილი არ აქვს. მეშახტეთა ხელფასები მიბმულია გამომუშავებაზე, იმის მიხედვით, თუ რამდენ ტონა ქვანახშირს მოიპოვებენ. იანვრის თვეში გეგმა ჩავარდა. გარკვეული მიზეზების გამო მცირე რაოდენობის ქვანახშირის მოპოვება მოხდა.რომ დათვალეს, აღმოჩნდა, რომ ხელფასები 50-60 პროცენტით ნაკლები უნდა აეღოთ. სწორედ ეს გააპროტესტეს მეშახტეებმა. კომპანიის პასუხისმგელობა ის არის, რომ გეგმა შეიძლება ვერ შესრულდეს ორი მიზეზით. ერთია, როცა დამსაქმებლის გამო ვერ სრულდება, მეორე როცა - დასაქმებულის გამო. მეშახტეები ამბობენ, რომ მთელი თვე იმუშავეს, პრობლემების მოგვარება უკვე კომპანიის პრეროგატივა იყო, რის გამოც ცოტა ქვანახშირის მოპოვება ხდებოდა. როგორც მეშახტეები მეუბნებიან გეოლოგიური და ტექნიკური მდგომარეობა უშლიდათ ხელს. ამბობენ, რომ გარდა გეოლოგური პრობლემებისა, თავისუფალი ვაგონების და სხვა საჭირო მასალების მიტანა გვიანდებოდა. კომპანიამ ისე მიღო გადაწყვეტილება, შეფასება არ გაუკეთებია, ვისი მიზეზით ვერ შესრულდა გეგმა. ეს იყო მთავარი საკითხი, რაშიც მეშახტეები არიან მართლები. კომპანია დათანხდა, ამოდით ჯერ და ხვალ დილიდან დავიწყოთ შეხვედრები და გავარკვოთ, ვისი ბრალეულობით არ შესრულდა გეგმა. მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით მეშახტეები უკვე მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებენ", - განუცხადა Europetime-ს თამაზ დოლაბერიძემ. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის ინფორმაციით,, შახტაში მუშაობა ხვალ დილიდან განახლდება. მეშახტეების მოთხოვნებს კი, სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც ადმინისტრაციის, მეშახტეებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტება. მეშახტეების განმარტებით, ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია და ისინი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ. ასევე ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და ელოდებიან სახელფასო დავალიანების 100%-ით დარიცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს ისევ გააგრძელებენ.
გერმანიაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება
კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის სამი შტამია გავრცელებული, ამის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება. ინფორმაციას DW-ი ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა ძალაში რჩება, პირველი მარტიდან ქვეყანაში შესაძლოა, სილამაზის სალონები გაიხსნას. მერკელის განცხადებით, ქვეყანაში ლოკდაუნი არც ერთი დღით არ გახანგრძლივდება, თუ მთავრობა ამის საჭიროებას არ დაინახავს. კარანტინი გერმანიაში ნოემბრიდანაა, მისი ხანგრძლივობა და შეზღუდვები რამდენჯერმე შეიცვალა.