ძებნის რეზულტატი:
რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა - BBC
რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა და განადგურდა. მთვარეზე რუსეთის მისია, რომელიც პირველი იყო ბოლო 47 წლის განმავლობაში, ჩაიშალა მას შემდეგ, რაც კოსმოსურმა სადგურმა - Luna-25 კონტროლი დაკარგა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. „აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა," - ნათქვამია თავის მხრივ, „როსკოსმოსის" განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის. უპილოტო ხომალდი Luna-25 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან, „ვოსტოჩნი კოსმოდრომიდან" გაუშვეს. „როსკოსმოსმა" Luna-25-თან კონტაქტი გუშინ დაკარგა. რუსი ოფიციალური პირების თქმით, Luna-25-ს მთვარის სამხრეთ პოლუსზე 21 აგვისტოს უნდა დაშვებულიყო.
შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
მაშველების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, შოვის სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. შესაბამის ინფორმაციას შსს ავრცელებს. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო გრძელდება. სამუშაო მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნია 28 ცხედარი. 5 დაკარგულის ძებნა გრძელდება. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.
ბლინკენი: რუსეთმა თავისი სასტიკი ომი ახლავე უნდა დაასრულოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩერნიგოვის ცენტრზე რუსეთის მიერ გუშინ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მკაცრად გმობს. „უმკაცრესად ვგმობთ კიდევ ერთ საზარელ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი გულები დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა თავისი სასტიკი ომი ახლავე უნდა დაასრულოს," - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში. ბოლო მონაცემებით, ჩერნიგოვზე სარაკეტო თავდასხმისას 148 ადამიანი დაშავდა. 7 ადამიანი, მათ შორის შორის 6 წლის გოგო დაიღუპა.
ზელენსკი შვედეთის შემდეგ ნიდერლანდებში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ლედი ოლენა ზელენსკასთან ერთად ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტი დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა. „როგორც ყოველთვის, გვექნება არსებითი მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან," - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებია, რათა უკრაინამ ცა „რუსული ტერორისგან“ დაიცვას. უკრაინის ლიდერის თქმით, ვიზიტის დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტის მომზადება, მშვიდობის ფორმულა და „ტერორისტული სახელმწიფოს პასუხისგებაში მიცემა.“ უკრაინა და შვედეთი CV90-ს ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა. ზელენსკის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო წვრთნები უკვე დაიწყეს. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.
შვედეთი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 500 მილიონ ევროს გამოყოფს
შვედეთი უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სერხი ნიკიფოროვმა Rada TV-ს ეთერში განაცხადა. „შვედეთმა უკრაინის აღდგენისთვის სტრატეგია მიიღო. 500 მილიონი ევრო არის საწყისი თანხა და კერძო ბიზნესსაც შეუძლია, შეუერთდეს ხსენებულ პროექტს," - აღნიშნა ნიკიფოროვმა. მანვე დაამატა, რომ შვედეთი გეგმავს სატუმბი მოწყობილობების მიწოდებას უკრაინაში იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით დაზარალდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. უკრაინა კი, ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება.
ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
ქალ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. ფინალური მატჩი სიდნეიში სტადიონ „ავსტრალიაზე“ გაიმართა. ესპანელებმა ინგლისელები ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ოლგა კარმონამ გაიტანა. ესპანელები მსოფლიო თასს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.
ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ - მარკ რუტე
ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კვირას, 20 აგვისტოს განაცხადა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა. რუტე ზელენსკის ჰოლანდიის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. ლიდერებმა ბაზაზე ორი F-16 დაათვალიერეს. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.
ჯორჯია მელონიმ ალბანეთის რესტორანში იტალიელი ტურისტების ვალი დაფარა - BBC
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ალბანეთში ოთხი იტალიელი ტურისტის რესტორნის ვალი დაფარა. BBC-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, ედი რამა თავის იტალიელ კოლეგას გაესაუბრა, როდესაც ჯორჯია მელონი ალბანეთს სტუმრობდა. მელონიმ იტალიის ელჩს უთხრა: „წადი და გადაიხადე ამ იდიოტების ანგარიში," - წერს BBC გაზეთ La Stampa-ზე დაყრდნობით. იტალიის საელჩომ ალბანეთში დაადასტურა, რომ მელონიმ დაახლოებით 80 ევრო გადაიხადა. „იტალიელები პატივს სცემენ წესებს და იხდიან ვალებს და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდება,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. შესაბამისი პოსტი ზელენსკის Twitter-ზე განთავსდა. უკრაინის პრეზიდენტი დღეს, 20 აგვისტოს ნიდერლანდების პრეზიდენტს, მარკ რუტეს ეინთჰოვენში, ნიდერლანდების საჰაერო ბაზაზე შეხვდა. „დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკრაინის საჰაერო ფარის გასაძლიერებლად. F-16-ის ტიპის თვითმფრინავები გამოყენებული იქნება რუსი ტერორისტებისგან უკრაინის ქალაქებისა და დაბების დასაცავად. მარკ რუტემ და მე მივაღწიეთ შეთანხმებას F-16-ების რაოდენობაზე, რომლებიც გადაეცემა უკრაინას, როგორც კი ჩვენი მფრინავები და ინჟინრები სწავლებას დაასრულებენ. 42 თვითმფრინავი. და ეს მხოლოდ დასაწყისია,“ - წერს ზელენსკი. შეკითხვას, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას, თავის მხრივ, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16-ის ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას. ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ - მარკ რუტე თავის მხრივ, ნიდერლანდებმა და დანიამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს, რომ უკრაინას F16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არც ამ განცხადებაშია მითითებული. განცხადების თანახმად, დანია იმუშავებს სხვა ქვეყნებთან, შეუერთდნენ კოალიციას და წვლილი შეიტანონ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზელენსკი დანიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლლოდიმირ ზელენსკი შვედეთისა და ნიდერლანდების შემდეგ დანიას ეწვია. როგორც ზელენსკის Twitter-ზე განთვსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შეხვდება. დაგეგმილია მაღალი დონის სხვა შეხვედრებიც. „ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს თანამშრომლობას, ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს ჩვენი მეომრებისთვის და წინ ვწევთ F-16-ების საკითხს,“ - წერია Twitter-ზე ზელენსკის სახელით განთავსებულ პოსტში. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია, სადაც განაცხადა, რომ უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტი დღეს, 20 აგვისტოს ნიდერლანდების პრეზიდენტს, მარკ რუტეს ეინთჰოვენში, ნიდერლანდების საჰაერო ბაზაზე შეხვდა. თავის მხრივ, ნიდერლანდებმა და დანიამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს, რომ უკრაინას F16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არც ამ განცხადებაშია მითითებული. შეკითხვას, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას, თავის მხრივ, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16-ის ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას.
დანია უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს
დანია უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე 19 თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე დანიაში, საჰაერო ბაზაზე განაცხადა. „ომის დაწყებიდან დანია უკრაინის მხარდამჭერია, რადგან თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა,“ - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა. უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს - ზელენსკი მანამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. შესაბამისი პოსტი ზელენსკის Twitter-ზე განთავსდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი 20 აგვისტოს ნიდერლანდების პრეზიდენტს, მარკ რუტეს ეინთჰოვენში, ნიდერლანდების საჰაერო ბაზაზე შეხვდა. „დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკრაინის საჰაერო ფარის გასაძლიერებლად. F-16-ის ტიპის თვითმფრინავები გამოყენებული იქნება რუსი ტერორისტებისგან უკრაინის ქალაქებისა და დაბების დასაცავად. მარკ რუტემ და მე მივაღწიეთ შეთანხმებას F-16-ების რაოდენობაზე, რომლებიც გადაეცემა უკრაინას, როგორც კი ჩვენი მფრინავები და ინჟინრები სწავლებას დაასრულებენ. 42 თვითმფრინავი. და ეს მხოლოდ დასაწყისია,“ - წერდა ზელენსკი. შეკითხვას, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას, თავის მხრივ, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16-ის ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას. ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ - მარკ რუტე თავის მხრივ, ნიდერლანდებმა და დანიამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს, რომ უკრაინას F16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არც ამ განცხადებაში იყო მითითებული. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა.
მედია: „მარცვლეულის ინიციატივის“ განახლებაზე შესაძლოა, სტამბოლში მოლაპარაკებები გაიმართოს
თურქეთი ცდილობს, რაც შეიძლება მალე აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, ტექნიკური მოლაპარაკებები ინიციატივის ხელახალი გააქტიურებაზე შესაძლოა, სტამბოლში გაიმართოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Sabah-ი იტყობინება. „ტექნიკური მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის დერეფნის ხელახალი გააქტიურებასთან დაკავშირებით შესაძლოა, სტამბოლში წარიმართოს,“ - ნათქვამია სტატიაში. მედია: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ „რეგიონში მშვიდობის მსურველი, ანკარა ცდილობს, რაც შეიძლება მალე გააცოცხლოს შავი ზღვის ინიციატივა ალტერნატიული მარშრუტების არჩევის ნაცვლად,“ - წერს მედია. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს საპროექტო წინადადებებზე, რათა თავიდან აიცილოს გლობალური პრობლემები, მიგრაცია და შიდა არასტაბილურობა განუვითარებელ ქვეყნებში. ცნობისთვის, ანკარის შეფასებით, ალტერნატიული მარშრუტები შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივას“ ვერ ჩაანაცვლებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
ზელენსკი: მზად ვართ, ბელგოროდი „გავცვალოთ“ NATO-ს წევრობაში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინა მზად არის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაში რუსეთის ბელგოროდი გაცვალოს.“ „ტერიტორიის გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ NATO-ში-ში ჩვენს წევრობაში," - ხუმრობით უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტს. ზელენსკი გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება, კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და NATO-ში გაწევრიანების გზა იყოს. ამ განცხადებას კიევის მკაცრი რეაქცია მოჰყვა, რის შემდეგაც სტიან იენსენმა მის განცხადებას შეცდომა უწოდა. NATO-ს ქოლგა და „ტერიტორიული პრობლემები“ - რა განაცხადა ალიანსის მაღალჩინოსანმა რუსეთის ბელგოროდის რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ - მარკ რუტე დანია უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს
აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ყველაზე მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს საველე წვრთნების განახლებით, ყველაზე დიდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, აცხადებენ ოფიციალური პირები, როდესაც მოკავშირეები ცდილობენ, გააძლიერონ მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის პოტენციურ გამოცდებთან დაკავშირებით. კერძოდ, სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ, თავდაცვისა და მზადყოფნის გაძლიერებაა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებით, ყოველწლიური წვრთნები, "ულჩის თავისუფლების ფარი“ (Ulchi Freedom Shield) 11 დღის განმავლობაში, 31 აგვისტომდე გაგრძელდება. წვრთნების მიზანი მოკავშირეების ერთობლივი თავდაცვითი პოზიციის გაძლიერებაა. სწავლებაში ორი ქვეყნის არმიის, სამხრედრო-საზღვაო ძალებისა საჰაერო ძალების პერსონალის გარდა, აშშ-ის კოსმოსური ძალების მიერ სამხრეთ კორეაში ჩამოყალიბებული კოსმოსური ძალების ქვედანაყოფიც მონაწილეობს.
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ადამიანი
თურქეთში, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. 12 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 19 მგზავრი. დაშავებულები სორგუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ ტუნჩიმ განაცხადა, რომ ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია. ავტობუსი სივასიდან სტამბოლისკენ მიდიოდა.
კიმ ჩენ ინი ფრთოსანი რაკეტების გამოცდას დაესწრო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების საცდელ გაშვებას დაესწრო. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის ხმა სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ფხენიანი ამ წვრთნებს გმობს და „შეჭრის რეპეტიციად“ აფასებს. სარაკეტო გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში რაკეტის ტექნოლოგიის ტიპი ან საცდელი გაშვების დრო მითითებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ რაკეტებმა „სწრაფად, შეცდომის გარეშე დაარტყეს სამიზნეებს.“ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების საცდელი გასროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე სამი დღით ადრე, აშშ-მ სამხრეთ კორეამ და იაპონიამ პირველი სამმხრივი სამიტი გამართეს, რომლის დროსაც გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოეთ კორეის მზარდი ბირთვული საფრთხის დასაძლევად ერთად იმუშავებენ.
აზერბაიჯანი უნგრეთში გაზის ექსპორტს ზრდის
ბუდაპეშტმა და ბაქომ ხელი მოაწერეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის მიერ უნგრეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაახლოებით, ერთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა, პიტერ სიიარტომ. მინისტრის თქმით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში უნგრეთი 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება უნგრეთის რეზერვუარებში 50 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის შენახვაზე. სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი აზერბაიჯანთან თანამშრომლობას დიდი ხანია ავითარებს და პოლიტიკური შეთანხმება საშუალებას იძლევა, გაზის მიწოდება მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს. უნგრეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაზე მუშაობს და ეკვადორიდან ნავთობის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. ივნისის დასაწყისში უნგრულმა ენერგეტიკულმა კომპანია - MVM CEEnergy-მ და აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის კომპანია SOCAR-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უნგრეთისთვის 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ 2023 წლის ბოლომდე. სავარაუდოდ, მიწოდება წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ალიევი უნგრეთში ვიზიტით იმყოფება. ალიევი: იმედი მაქვს, ამ წლის ბოლომდე კიდევ ორი ევროპული ქვეყანა გახდება აზერბაიჯანული გაზის მიმღები სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.
მოსკოვი ისევ დრონების სამიზნეა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში დრონით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა.“ სამინისტროს ორი ოფიციალური შეტყობინება ერთი საათის შუალედით გავრცელდა. „21 აგვისტოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 06:50 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით. საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს,“ - აცხადებენ უწყებაში. მეორე ინფორმაციით, 08:16 საათზე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონში. რუსული მხარის მტკიცებით, დრონი, რომელმაც კონტროლი დაკარგა, პოკროვსკოეს დასახლების მიდამოში ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა. უსაფრთხოების მოტივით, მუშაობა მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებმა შეაჩერეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.
ბაიდენი ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს - POLITICO
აშშ ვიეტნამთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენას აძლიერებს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს. მისი ცნობით, შეთანხმება მომავალ თვეში გაფორმდება. „ბაიდენი სექტემბრის შუა რიცხვებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში სახელმწიფო ვიზიტის დროს, ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს,“ წერს გამოცემა სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. POLITICO ფაქტს რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის უახლეს მცდელობას უწოდებს. „ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ხსნის კარს უფრო მჭიდრო დიპლომატიური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის ყოფილ მტერთან - და ჩინეთის მეზობელ - ჰანოისთან“, - წერს გამოცემა. თეთრი სახლი და ვიეტნამის საელჩო ვაშინგტონში, კომენტარს არ აკეთებენ. „ვიეტნამი არ უერთდება აშშ-ის ჩინეთის წინააღმდეგ... ისინი სიამოვნებით აუმჯობესებენ ურთიერთობებს აშშ-სთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებენ - გააგრძელებენ პოზიციონირებას ძალიან ფრთხილად,” - განაცხადა სკოტ მარსიელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, რომელმაც ჰანოიში 1993 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ოფისი გახსნა. ახლა აშშ ჰანოის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.