ძებნის რეზულტატი:

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა  1143 ადამიანმა გაიკეთა

14:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 1143 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, ვაქცინაციისთვის 4 456 მედპერსონალი დარეგისტრირდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაცია გუშინ, 15 მარტს დაიწყო. პირველად საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბორელთან შეხვედრაზე: ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებზე და მაღალი შეფასება მივეცით ევროკავშირის მედიაციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებს და მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის მედიაციას. „მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჟოზეფ ბორელთან. ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებზე და მაღალი შეფასება მივეცით ევროკავშირის მედიაციას. განვიხილეთ გეოპოლიტიკური სურათი და გამოწვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქცენტი გაკეთდა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე, წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობასა და ჩვენს სამომავლო დღის წესრიგზე,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%-დან 43%-მდე დაეცა, ეს ცუდი სიგნალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%-დან 43%-მდე დაეცა. როგორც გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირბადის ტარების მაჩვენებლის კლება ცუდი სიგნალია და ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე, დისტანციაზე, დიდ შეკრებებზე. ,,პირბადის ტარებასთან დაკავშირებით დაუდევარი დამოკიდებულებაა. პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა 72% და არაუშავდა, ჩამოვარდა 43%-მდე (ჩვენ ვერ ავცილდით 72%-75%, გვინდოდა, რომ ჩვენი მაჩვენებლი 95% ყოფილიყო). ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი იმისათვის, რომ შეიძლება ეპიდსიტუაცია დამძიმდეს ქვეყანაში. მივაქციოთ ყურადღება, არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რომელიც ზაფხულის მეორე ნახევარში დავუშვით. მაშინ დავმშვიდდით, თითქოს დავამარცხეთ ეპიდემია, შესაბამისად, პასუხი მივიღეთ ნოემბერ-დეკემბერში. სიფრთხილეა საჭირო, ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება ჩვენ ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე, დისტანციაზე, დიდ შეკრებებზე და ა.შ.", - განაცხადა გამყრელიძემ.

ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილი: ვაქცინაცია არამხოლოდ გვიცავს, არამედ ეს არის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა

"ორ დღეში გავიკეთებ Astrazeneca-ს ვაქცინას. ვაქცინაცია არამხოლოდ გვიცავს, არამედ ეს არის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა. საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრება.

ჟოზეპ ბორელი: ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები დააყენონ პირველ რიგში და კომპრომისზე წავიდნენ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოში ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებს, რომ ქართველი ხალხის ინტერები დააყენონ პირველ რიგში და კომპრომისზე წავიდნენ. როგორც ბორელმა განაცხადა, ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ევროკავშირი დიდი ხანია ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ფასილიტაციიდან დიალოგის რეჟიმზე გადავიდნენ, რომელიც გულისხმობს მედიაციას. ,,შეხვედრა გვქონდა ასოცირების საბჭოს ჩარჩოს ფარგლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეს ტარდება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი ქვეყნისთვის, იმდენად რამდენადაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონავირუს და სამომავლოდ ძალიან ფართო რეფორმების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი, ეს არის საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველს პარტიას, რომ სამომავლოდ პოლიტიკურ სპექტრში შეთანხმებას მიაღწიოს. სამომავლოდ, პოლიტიკური საქმიანობა, არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში თუ არ იარსებებს დიალოგი. ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვირდრებას ქვეყანაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს რა შედეგები შეიძლება მოიტანოს და ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერების დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ. თქვენ კარგად იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხანია ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ჩვენ ფასილიტაციიდან გადავედით დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას. საქართველოში იმყოფებოდა შარლ მიშელი, დღეს ჩვენი საუბრის ფორმალური ნაწილი მედიაციის პროცესზე იყო კონცენტრირებული, ეს ინფორმაცია მივიღეთ, როგორც შარლ მიშელისგან ასევე ბატონ კრისტიან დანიელსონისგანაც. გვინდა, რომ ოპოზიციური და მმართველი ძალის წარმომადგენლები სრულად იყვნენ ჩართულნი. შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ, როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგზე და პროგრესზე, იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც. მომდევნო დღეებში ბატონი დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რაზეც საუბარი გვქონდა და ვნახავთ სიტუაცია როგორ განვითარდება ორივე მხრიდან, ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს არ იყო ერთთადერთი საკითხი, რაზეც საუბარი გვქონდა ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. ეს შეხვედრა იყო შანსი შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები, ჩვენი ფართომასშტაბიანი ასოცირების შეთანხმება, როგორც ევროკომისარმა ბრძანა საუბარი გვქონდა ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ COVAX-პლატფორმისგან მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა", - განაცხადა ბორელმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ

"ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები იყო ისტორიული გადასვლა საპარლამენტო დემოკრატიის ეტაპზე. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირის უმაღლეს წამომადგენელს და ევროკომისარს. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ასოცირების საბჭოს წევრებს ჩართულობისთვის. დღევანდელი საბჭო არის განსაკუთრებული მოვლენა ჩვენს ურთიერთობებში კოვიდის გლობალური პანდემიის დაწყების დღიდან. ნება მიბოძეთ, საქართველოს, როგორც ძლიერი და საიმედო დემოკრატიული პარტნიორის მკაფიო მზადყოფნა გამოვთქვა დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ გეოპოლიტიკურად დაძაბულ რეგიონში. ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ. გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი გზა გავიაროთ. ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარებისა და წინსვლის საქმეში. პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი იყო ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს. ჩვენი განაცხადი და ამბიცია არის, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი. ევროკავშირი საქართველოს განვითარებაში ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი დონორია. ჩვენ ვაფასებთ ამ დახმარებას, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ტექნიკური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პანდემიის შედეგების გადალახვის და რეფორმების განხოციელების კუთხით. ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას, მიღებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2020 წლის არჩევნები იყო ისტორიული გადასვლა საპარლამენტო დემოკრატიის ეტაპზე და ნახსენები იყო, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები დაცული იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა კიდევ უფრო დინამიური გახდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, შემცირდეს ფიზიკური დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საქართველოს მეტი შესაძლებლობა სჭირდება უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის. ჩვენთვის ეტაპობრივი და ინტენსიური ინტეგრაცია იქნება შემდეგი საეტაპო მოვლენა. საქართველო ევროკავშირის კარიბჭეა და მნიშვნელოვანი ალტერნატიული სატრანსპორტო ჰაბი და ეს მიზნები ყველასთვის საერთოა. შავი ზღვის პოტენციალი სრულად უნდა იყოს ათვისებული. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. მადლობას ვუხდით ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და ევროკავშირის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გულისხმობს მონიტორინგის მისიის ჩართულობას და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ მივაწოდეთ ევროკავშირს ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევებზე, რომლებსაც აქვს ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ზაზა გაზელაძის დაკავებაზე. მადლობას ვუხდი ჟოზეპ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის და იმედს ვიტოვებ, საქართველოში გიხილოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დეპუტატი დავით ზილფიმიანი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდებაში სიტყვათა თანმიმდევრობის შეცვლას ითხოვს

“ევროპელი სოციალისტების” წევრი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდებაში სიტყვათა თანმიმდევრობის შეცვლის ინიციატივით გამოდის. “უფრო უპრიანი ხომ არ არის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწოდებოდეს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ, იმიტომ, რომ უფრო მეტ ქვეყანაში, სადაც ეს ორი სამინისტრო ერთად არის, ჯერ მეცნიერებაა და ჟღერადობისთვისაც უფრო უკეთესია. თუ საწინააღმდეგო არ იქნება, მე მგონი, ამის შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა”, – განაცხადა ზილფიმიანმა. საქართველოს პარლამენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას და კულტურის სამინისტროს ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა.

ჟოზეპ ბორელი: ფასილიტაციიდან გადავედით დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი დიდი ხანია ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ფასილიტაციიდან დიალოგის რეჟიმზე გადავიდნენ, რომელიც გულისხმობს მედიაციას. ,,შეხვედრა გვქონდა ასოცირების საბჭოს ჩარჩოს ფარგლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეს ტარდება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი ქვეყნისთვის, იმდენად რამდენადაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონავირუს და სამომავლოდ ძალიან ფართო რეფორმების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი, ეს არის საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველს პარტიას, რომ სამომავლოდ პოლიტიკურ სპექტრში შეთანხმებას მიაღწიოს. სამომავლოდ, პოლიტიკური საქმიანობა, არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში თუ არ იარსებებს დიალოგი. ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვირდრებას ქვეყანაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს რა შედეგები შეიძლება მოიტანოს და ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერების დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ. თქვენ კარგად იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხანია ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ჩვენ ფასილიტაციიდან გადავედით დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას. საქართველოში იმყოფებოდა შარლ მიშელი, დღეს ჩვენი საუბრის ფორმალური ნაწილი მედიაციის პროცესზე იყო კონცენტრირებული, ეს ინფორმაცია მივიღეთ, როგორც შარლ მიშელისგან ასევე ბატონ კრისტიან დანიელსონისგანაც. გვინდა, რომ ოპოზიციური და მმართველი ძალის წარმომადგენლები სრულად იყვნენ ჩართულნი. შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ, როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგზე და პროგრესზე, იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც. მომდევნო დღეებში ბატონი დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რაზეც საუბარი გვქონდა და ვნახავთ სიტუაცია როგორ განვითარდება ორივე მხრიდან, ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს არ იყო ერთთადერთი საკითხი, რაზეც საუბარი გვქონდა ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. ეს შეხვედრა იყო შანსი შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები, ჩვენი ფართომასშტაბიანი ასოცირების შეთანხმება, როგორც ევროკომისარმა ბრძანა საუბარი გვქონდა ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ COVAX-პლატფორმისგან მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა", - განაცხადა ბორელმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

"შემდეგი არჩვენები 2024 წელს ჩატარდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ჩემი პრეროგატივა არ არის, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეუთომ, ოდირმა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი. შემდეგი არჩვენები 2024 წელს ჩატარდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟოზეპ ბორელი ვადამდელ არჩევნებზე: ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის რა ჩატარდება. ეუთოს მიაჩნია, რომ ეს არჩევნები თავისუფალი იყო

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის. როგორც ბორელმა ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ეუთომ დაადგინა, რომ ოქტომბრის არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო. ,,ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის რა ჩატარდება. ეუთოს მიაჩნია, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო", - განაცხდა ბორელმა. ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

ჟოზეპ ბორელი: მომდევნო დღეებში კრისტიან დანიელსონი მხარეებს კონკრეტული შეთავაზებით მიმართავს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მხარეებს კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს. ამის შესახებ მან ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,მომდევნო დღეებში ბატონი დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რაზეც საუბარი გვქონდა და ვნახავთ სიტუაცია როგორ განვითარდება ორივე მხრიდან, ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა", - განაცხადა ბორელმა.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი კოვიდვაქცინირებულია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოს 5%-6% არის აცრილი, კერძოდ 381 000 000 მილიონი აცრა არის გაკეთებული მსოფლიოს 133 ქვეყანაში. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6 000 000-დან 7 000 000 -მდე ადამიანი იცრება. გამყრელიძემ ბრიფინგზე დაასახელა იმ ქვეყნების ათეული, რომლებიც ვაქცინაციის გზაზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ: 1. ამერიკის შეერთებული შტატები 109 000 000 ვაქცინირებული; 2. ჩინეთი 65 000 000 ვაქცინირებული; 3. ევროკავშირი 50 000 000 ვაქცინირებული; 4. ინდოეთი 31 000 000 ვაქცინირებული; 5. გაერთიანებული სამეფო 26 000 000 ვაქცინირებული; 6. ბრაზილია 13 000 000 ვაქცინირებული; 7. თურქეთი 11 000 000 ვაქცინირებული; 8. ისრაელი 9 000 000 ვაქცინირებული; 9. გერმანია 9 000 000 ვაქცინირებული; 10. რუსეთი 8 500 000 ვაქცინირებული;

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ ავიცრები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რატომ არ აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი მას 29 დეკემბერს დაუდასტურდა შესაბამისად წესისა და ბრძანებულების თანახმად, ის ვაქცინაციას ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩაიტარებს. „გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები იყო, რატომ არ ავიცერი. იცით, გრიპზე ერთ-ერთი პირველი ვიცრები ხოლმე. დასამალი არ არის, მქონდა კოვიდი, 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამიტომ როგორც წესია და მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს, უნდა ავიცრა 120 დღის შემდეგ. ანუ როგორც კი 29 დეკემბრიდან 120 დღე გადაითვლება, შემეძლება, პირდაპირ ეთერში ავიცრა. დარწმუნებული იყავით, ამას ნამდვილად გავაკეთებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტიდან კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

ამირან გამყრელიძე მღვდელმთავრებს: გთხოვთ, ვაქცინაციის პროცესში ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სასულიერო პირებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ექიმების გვერდით დადგნენ ვაქცინაციის პროცესში. გამყრელიძის თქმით, მოსახლეობას მღვდლებისა და სასულიერო პირების სჯერა, ამიტომაც ვაქცინაციის პროცესში უნდა ითანამშრომლონ. „იცით რა რთული პერიოდი გვქონდა - წინასააღდგომო პერიოდი, აღდგომა, აღდგომის შემდგომი პერიოდი და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს ვთხოვო, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დადასტურებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ და ამიტომ გთხოვთ, რომ თანამშრომლობა ვაქცინაციის პროცესში ძლიერი იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტიდან კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ხვდება. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს. ცნობისთვის, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინაც გამართა შეხვედრა შარლ მიშელთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, ახლოს ვართ შეთანხმებასთან

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. მისივე თქმით, დღეს ბრიუსელში საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. ,,მე ამ დიალოგის განახლებისთანავე ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი და დღესაც იმედი მაქვს, რომ თუ პრაგმატული, გონივრული გადაწყვეტილებები და კომპრომისები გაკეთდება ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, უკვე ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში ბატონი ბორელისა და ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან. ხაზს გავუსვამ რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილს, რაც მოვისმინეთ. პირველ რიგში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, როგორც სამართლიანს. მან ასევე გააკეთა დიპლომატიური, მაგრამ მკაფიო გზავნილი პარლამენტთან დაკავშირებით, თქვა, რომ ყოველგვარი მცდელობა, რომ პარლამენტის გვერდის ავლით მოხდეს საკითხების გადაწყვეტა, არ ჯდება დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებში," - განაცხადა თალაკვაძემ.

სალომე ზურაბიშვილი კრისტიან დანიელსონს ვახშამზე მასპინძლობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ვახშამზე მასპინძლობს. დანიელსონი ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდა. ვახშამზე გადაღებულ ფოტოებს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგის წლიური ანგარიში: ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ გამხდარიყო

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2020 წელს, მიუხედავად COVID19-ის ეკონომიკური გავლენისა, NATO-ს მოკავშირეები აგრძელებდნენ თავდაცვის სფეროში ინვესტიციების განხორციელებას. როგორც სტოლტენბერგმა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის ვირტუალური წარდგენისას განაცხადა, COVID-19 პანდემიის წელს ალიანსის პრიორიტეტი იყო, რომ ჯანმრთელობის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ გამხდარიყო. მისივე თქმით, ალიანსი განაგრძობდა ყველა მოკავშირის დაცვას ნებისმიერი საფრთხისგან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიუხედავად COVID19- ის ეკონომიკური გავლენისა, NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ თავდაცვის სფეროში ინვესტიციების განხორციელებას. ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის ხარჯები რეალურ პირობებში 3.9% -ით გაზარდეს. ,,ჩვენ ველოდებით, რომ ტენდენცია გაგრძელდება წელს, რადგან უსაფრთხოების გამოწვევები არ გამქრალა”, - თქვა გენერალურმა მდივანმა. რუსეთი, ტერორიზმი, ჩინეთის გაძლიერება და კლიმატური ცვლილებები, სტოლტენბერგმა NATO-სთვის მთავარ საფრთხეებად კვლავ დაასახელა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო განცხადებას ავრცელებს

2021 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიში და შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ. ,,მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, რომ ერთობლივად გააგრძელებენ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას. ასოცირების საბჭო მიესალმა არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ხარისხსა და სიხშირეს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მის შედეგებზე აქტიური მუშაობა. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება. ასოცირების საბჭო მიესალმა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, განხორციელებისთვის პრიორიტეტების დასახვა. საქართველომ წარმოადგინა თავისი გეგმები 2024 წლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროპულ გზაზე, მათ შორის COVID-19-ის გამოწვევების ფონზე და აღიარა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა როგორც ვირუსის შეკავების, ისევე მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის კუთხით. ორივე მხარემ აღიარა COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის სწრაფი დახმარების გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც სოლიდარობის თვალსაჩინო ნიშანი. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში: ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; დაკავშირებულობა, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატური ცვლილებები; მობილობისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით. ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო. ევროკავშირმა მოუწოდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ და ყველა მხარეს ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. ასოცირების საბჭომ განმეორებით მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობისა და პენიტენციალურ სფეროებში რეფორმების განხორციელების კუთხით. საბჭომ ასევე აღნიშნა რამდენიმე სფერო, სადაც შემდგომი წინსვლაა საჭირო, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხებში. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ისარგებლა მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის ქვეყნებში. ის მიესალმა საქართველოს მხრიდან გაწეულ უწყვეტ ძალისხმევას უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” განხორციელებულ უახლეს ცვლილებებს და ხაზი გაუსვა მისი ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულების მიზნით, განსაკუთრებით ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების ახლახანს შემცირებული რაოდენობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ორივე მხარე მიესალმა საქართველოსა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) შორის ხელმოწერილ განახლებულ სამუშაო შეთანხმებას და ქვეყნის მიერ მიგრაციის ევროპულ ქსელში დამკვირვებლის სტატუსის მიღებას. ასოცირების საბჭო მიესალმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს. ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით და მოუწოდა, გააგრძელოს ძალისხმევა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად განხორციელების მიზნით და უზრუნველყოს ყველა უმცირესობის წარმომადგენელთა დაცვა და გენდერული თანასწორობა. საბჭომ განმეორებით დაადასტურა ერთგულება ადამიანის უფლებების უნივერსალობის პრინციპისადმი, განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს შრომის ინსპექტირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში, იმისათვის რომ მეტად გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები გადაიჭრას საერთაშორისო და ევროპული შრომითი სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, საუბარი შეეხო ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას. ორივე მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს. ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის მქონე სხვა პროდუქტების იდენტიფიცირებაზე, რაშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარების გაწევა. ორივე მხარე მიესალმა სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭო მიესალმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით მიმდინარე მუშაობას და ევროკავშირის მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ მხარი დაუჭიროს მის განხორციელებას. ასოცირების საბჭო მიესალმა 2020 წლის ნოემბერში საქართველოსთვის მაკროფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ტრანშების გამოყოფას და მოუწოდა ქვეყანას გააგრძელოს დარჩენილი შეთანხმებული ზომების გატარება, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში COVID მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემა (აქედან 75 მილიონი ევრო 2020 წელს გაიცა). ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს უზრუნველყოს უკვე განხორციელებული რეფორმების მდგრადობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სტრატეგიული როლი ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დაკავშირებულობის სფეროში და რეგიონში მისი, როგორც ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური ჰაბის, მზარდი ფუნქცია. ევროკავშირმა გამოთქვა მზაობა, გააგრძელოს ინტენსიური თანამშრომლობა საქართველოსთან დაკავშირებულობის დღის წესრიგის ფარგლებში, მათ შორის ძირითადი ინდიკატიური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ეტაპობრივი განხორციელების გზით, რაც ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს შავ ზღვაზე დაკავშირებულობის განვითარების მნიშვნელობას. ევროკავშირმა ცნობად მიიღო საქართველოს თხოვნა შავ ზღვაზე დაკავშირებულობის გაუმჯობესების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარების თაობაზე. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე მიწოდების პროცესში, კერძოდ სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის გავლით, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაკავშირებადობას გააძლიერებს. ევროკავშირმა დაადასტურა მზაობა, განაგრძოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, საკვანძო სფეროებში საკანონმდებლო რეფორმებზე დაყრდნობით. ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო სექტორის გაძლიერების კუთხით, რათა გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები სოფლად . ასოცირების საბჭომ აღნიშნა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში, და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ასოცირების საბჭომ აღნიშნა 2019 წლის ოქტომბერში უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრის დროს განხილული საკითხები და ხაზი გაუსვა შემდეგი შეხვედრის ორგანიზებას ამ ფორმატში. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის კრიზისული მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მიერ გაწეული წვლილისთვის და გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში. ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჩათვლით. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, სახელმწიფოთაშორის საქმეზე, რომელიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს, რომლითაც დაასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც „ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე”, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე დებულება. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გადამწყვეტ მნიშვნელობას, 2008 წლის აგვისტოს საქართველო - რუსეთის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი გადაჭრის მიზნით. საბჭომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სრულყოფილი და ეფექტიანი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRMs) უმნიშვნელოვანესია ადგილზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით, საბჭო მიესალმა ერგნეთის IPRM შეხვედრების განახლებას და ხაზი გაუსვა გალის IPRM განახლების გადამწყვეტ მნიშვნელობას. საბჭომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის ხელმოწერის, ისევე როგორც სხვა ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, განსაკუთრებით მილიტარიზაციის გაძლიერებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, „გამშვები პუნქტების” გრძელვადიანი ჩაკეტვით. შეშფოთების საგანს ასევე წარმოადგენს ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია , თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ მომსახურებაზე წვდომის მიზნით, თვითნებური დაკავებები, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მუდმივი დაბრკოლებები, და არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფა. ამასთან დაკავშირებით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, კერძოდ, თავისი სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებული ყველა დაბრკოლების მოხსნა. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისიის მანდატის შესაბამისად. ასოცირების საბჭომ ასევე მოუწოდა, რომ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვისაც უზრუნველყოფილ იქნეს წვდომა. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზებზე ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივისადმი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივ ფორმატში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე უწყვეტი რეფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წარმატებისა და წელს მოგვიანებით დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის. ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი", - ნათქვამია პრესრელიზში.