ძებნის რეზულტატი:

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: ჩვენ ჯერ ვერ აღმოვაჩინეთ ვირუსის წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ყველა ჰიპოთეზა განიხილება, თუმცა ჯერჯერობით ვირუსის წყარო აღმოჩენილი არ არის. „რაც შეეხება ჯანმოს, ყველა ჰიპოთეზა განიხილება. ეს ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია, მაგრამ ეს არ არის დასასრული. ჩვენ ჯერ ვერ აღმოვაჩინეთ ვირუსის წყარო და მეცნიერების გზას უნდა გავყვეთ“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ვირუსის წარმოშობის დადგენას დრო სჭირდება. „მსოფლიოს წინაშე ვალში ვართ და ვირუსის წყარო უნდა აღმოვაჩინოთ, რათა ერთობლივად გადავდგათ ნაბიჯები ამ რისკის განმეორების შესამცირებლად“, - განაცხადა მან.

კრისტიან დანიელსონი: პრეზიდენტ მიშელს მოვახსენებ რა ხდებოდა და ის გადაწყვეტს რა იქნება შემდეგი ნაბიჯები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, ის შარლ მიშელს შეხვდება და ის გადაწყვეტს რა იქნება შემდგომი სამოქმედო ნაბიჯი. ამის შესახებ დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებები შემდეგ განაცხადა. „სამწუხაროდ მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომრპომისი. მე ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და ის გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, როდის იქნება ისინი გადადგმული. მინდა, მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მე ვიცი, რამდენად ელოდებოდით, რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას. მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც იყო პროცესის მსველობაში. არასამთავრბო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს, ასევე მედიას ჰქონდა მაღალი დონე ამ პროცესის გაშუქების და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა. როდესაც მე ბრიუსელში დავბრუნდი, ამ დარწმუნებას ჩავიტან იქ, რომ ასეთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი მზად არის, რომ დაეხმაროს საქართველოს ყველა ნაბიჯზე ამ გზაზე“, – განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი: ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს. მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. „საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და ასე რომ საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხაროდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა ასეთი მზაობა, რომ მიღწეული ყოფილიყო კომპრომისი“, – განაცხადა დანიელსონმა.

ირაკლი კობახიძე: ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას ვადამდელი არჩევნების შესახებ. მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დასავლეთი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. "ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების რაიმე პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი დოკუმენტი

სამომავლო გზა საქართველოსთვის ჩვენ, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები, ვითვალისწინებთ რა საერთო ინტერესებს იმისთვის, რომ: დასრულდეს არსებული პოლიტიკური უთანხმოება და წინ წაიწიოს საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგმა პოლიტიკური,მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით; შესაძლებლობა მიეცეს ჩვენს ქვეყანას, იყოს ძლიერი და ერთიანი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად;უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესები რეგიონალური გამოწვევების პირობებში;ვიმოქმედოთ მიზანდასახულად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად; ვაღიარებთ რა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხარდაჭერას, ვთანხმდებით, რომ: ამ შეთანხმების ხელმოწერისთანავე შევალთ პარლამენტში და სრულად მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში; მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს ურთიერთპატივისცემით და იმის აღიარებით, რომ საქართველოს სტაბილურობას ერთიანობა სჭირდება.შესაბამისად, ვიღებთ ვალდებულებას, რომ სწრაფად და კეთილსინდისიერად განვახორციელებთ შემდგომში მოცემულ ყველა საკითხს. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ,რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასადა დაკავებას შეეხება. გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომპარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალოუმრავლესობაზე მეტი ხმა. 2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგიორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე. პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვასხვა პარტიებიდან. პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტსშემდეგი დამატებებით ან შესწორებებით: ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5%ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი.პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიისწარმომადგენელი. საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება დაპროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3. საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ,რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ.პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალოუმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერსმინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად.ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება. ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიცშევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელიარჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევესანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვისპროცესისითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად.შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა. ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანისუფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნისშესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორკანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა დადაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს. 3. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმაამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიისმონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად,პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტებისჩათვლით: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების დახარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებშიმიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებისდანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებულიშერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასადა კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთებისგამოქვეყნების გზით;ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის#949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით. ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდაშეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთანდაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოსგამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორისგანისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის,დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიცგაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა დაადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათირეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული. რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისგანსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატებისჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკურიპოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვისსაჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაცფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერასუზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისოპრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზედაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმაინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხეტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელებისპროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები დადახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეებისკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. 4. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთკომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილისიიდან: 1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი5. საგარეო საქმეთა კომიტეტი პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში,რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში:ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D'Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება] პარტიები იზრუნებენ ,,ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან. 5. მომავალი არჩევნებიპარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადითავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორისსაზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოებისნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილისგანხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტურისამართლებრივი რეაგირება. „პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს დათანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში,რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას. ვადები: მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმებისხელმოწერისთანავე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ ვერ გამოხატა მზადყოფნა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონისგან შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ ყოფილა, რაც ნიშნავს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი არ განხილულა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერ გამოხატა მზადყოფნა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად, რამაც ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას. „პირველ რიგში მსურს, რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს იმ ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც დავინახეთ კიდევ ერთხელ ამ დიალოგის ფარგლებში. მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა, მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რაც სამწუხაროა და ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას, პოლიტიკური დიალოგის დასრულებას. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მმართველი ძალა, რომელიც ერთგულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ერთგულია ემსახუროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ დაეთანხმა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ის ფუნდამენტური რეფორმები, რაც დღეს შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო მოცემული განვახორციელოთ რაციონალურად საქართველოს პარლამენტში ჩვენი პირადი პასუხისმგებლობით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რაც მოხდა არის ის, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა დიალოგში, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან არ იყო განხილული, ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ის ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მათ დღეს ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას. „ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ რეფორმები, რომლებიც ამ დოკუმენტში იყო მოცემული განახორციელოს პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გიგა ბოკერია: ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად ვერ ამოწურავდა ვითარებას

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, რადგან მასში არ იყო გადაწყვეტა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. მისივე განცადებით, ,,ქართული ოცნების" გამო წარდგენილი დოკუმენტი მთლიანად ვერ ამოწრავდა ვითარებას. ,,ჩვენთვის არცერთი ხედვა არ იქნება მისაღები არცერთ ეტაპზე, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების - მელიას და რურუას საკითხს და ვადამდელი არჩევნების საკითხს. მინდა შეგახსენოთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ წერია საკვანძო საკითხები - პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები. დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტა არ არის "ქართული ოცნების" პოზიციის გამო, ამიტომ, ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად ვერ ამოწურავდა ვითარებას", - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი ვაშაძე: ,,ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ არცერთ პუნქტს ამ დოკუმენტში არ ეთანხმებოდა

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნებისგან" წინააღმდეგობა შეხვდა დოკუმენტში შემავალ ყველა პუნქტს. ,,ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ არცერთ პუნქტს ამ დოკუმენტში არ ეთანხმებოდა, მათ შორის, არ ეთანხმებოდა ცესკოს ცვლილებებს, საარჩევნო კომისიის ცვლილებებს, პროკურორის დანიშვნის ახალ წესს, არ ეთანხმებოდა ძალაუფლების განაწილების საკითხს, ჩვენ სამივე ამ პუნქტში ჩამოთვლილს ვეთანხმებით. სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია. ქვეყანას მართავენ არა ადამიანები, ვისაც ნამდვილად უნდათ რამე გააკეთონ ქვეყნისთვის, არამედ კორუმპირებული მძარცველები, რომელთაც უნდათ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება. სამ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდა ამ დოკუმენტში, მე დღესვე მზად ვარ ხელი მოვაწერო, მაგრამ ორი საკითხი, რომელიც მანდატით იყო განსაზღვრული, არ არის შეთანხმება. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს გადაწყვიტა, რომ ორიდან ერთი ადამიანი მძევლად დაიტოვოს, შარლ მიშელთან გაცემულ თავისივე პირობაზე თქვას უარი და არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდა ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე. გადაწყვიტეს ფარსად აქციონ საარჩევნო რეფორმა, ზედაპირულად წარმოგვიდგინონ საარჩევნო რეფორმა, მოგვიყარონ რაღაც თანამდებობები პარლამენტში და ეგონათ, რომ ამაზე ოპოზიცია დათანხმდებოდა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სალომე ზურაბიშვილი: კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი პროგრესისთვის კარგი საფუძველია. „ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებმა ჯერ მოსალოდნელი შედეგს ვერ გამოიღო. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება“, – წერს Tweeter-ზე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი. პირველი მეუღლისგან (დალი ლოლუა) კონსტანტინე გამსახურდია, მეორე მეუღლისგან (მანანა არჩვაძე-გამსახურდია) ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს – მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა აშშ კონგრესის მიერ).დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი. 1991-1992 წლებში იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი. 1993 წლის ოქტომბრის მიწურულს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ).გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას გროზნოში დაასაფლავეს. 2007 წელს გროზნოში იოპოვეს ზვიად გამსახურდიას ნეშტი. 2007 წელს ზვიად გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დადასტურდა და 28 მარტს მისი საქართველოში ჩამოასვენება მოხდა.2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში გამსახურდიას ნეშტი სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით დაასაფლავეს. მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია.ზვიად გამსახურდიას შემოქმედებითი მოღვაწეობის ნაწილია მის მიერ გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. ასევე, გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

გიორგი გახარია: ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგმა შეუთანხმებლობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რადიკალური პოზიციები კვლავაც დამაზიანებელია ფაქტორია და ხელს უშლის ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. გახარიას თქმით, ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდებს. „დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ეს გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში – 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია. საგულისხმოა, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება მათი არჩევანიცაა და ეს ისევე უნდა გვახსოვდეს, როგორც ის, რომ ჩვენი ეს რეგიონები ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში. სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, საკუთარი წვლილი შეიტანოს. 30 წელი გავიდა სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებიდან… გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო

ბოლო კვირების განმავლობაში, სულ უფრო ნათლად იკვეთება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის და აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის კონტურები. მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ამერიკა შეტევის პოლიტიკას ირჩევს და ევროკავშირთან კოორდინირებულად, მსოფლიოს, გლობალური პოლიტიკის ახალ დღის წესრიგს სთავაზობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ჭრილში, ბოლო დღეებში, აშშ-ის, NATO-ს და ევროკავშირის პირველმა პირებმა არაერთხელ ახსენეს საქართველო. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ალიანსში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების თარიღის დასახელება, ამ ეტაპზე არ შეუძლია. კონკრეტულად, რას გულისხმობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურება რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეიძლება აისახოს მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოზე? - ამ საკითხებზე Europetime საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, GIPA-ს ასოცირებულ პროფესორს , თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. -გარდა სამხედრო ბერკეტისა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, სხვა რა სახის რესურსი გააჩნია რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად? NATO-ს ხელთ არსებული რესურსებიდან, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გაიდგას რუსეთის წინააღმდეგ? -დავიწყოთ იმით, რომ ჯო ბაიდენის განაცხადი ამერიკის დაბრუნების შესახებ, უკვე გამოიხატება აქტიურ ქმედებებში. აქტიურ ქმედებებში პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკა აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ შორის NATO-ში. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის თანამედროვე რუსეთი და სად შეიძლება მიგვიყვანოს რუსეთის ამბიციებმა. ამიტომ, მათ ნამდვილად არ აქვთ ილუზია გადატვირთვის და მსგავსი პოლიტიკის მიმართ და პირიქით, ისინი გადავლენ სწორედ რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე. ბლინკენის ბოლო განცხადება, რომ აშშ NATO-სთან განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებს, არ არის ერთადერთი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ერთობლივი განცხადება, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ეს უკვე არამხოლოდ NATO-ს ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებაა, არამედ ევროკავშირთან ერთობლივი აქტივობაც. ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს. მართალია, NATO სამხედრო ორგანიზაციაა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისე თითქოს, სამხედრო ბერკეტი ალიანსის, ერთადერთი რესურსია რუსეთის შესაკავებლად. სამხედრო თემატიკა არის ის, რამაც უნდა შექმნას ძალიან ძლიერი თავდაცვის სისტემა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ამასთან ერთად სხვა, საკმაოდ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არსებობს. ეს არის პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური. ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითია ჩრდილოეთის ნაკადი 2 (NordStrim2) და ამ გაზსადენის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება. რუსეთის ფედერაციისთვის ასეთი ტიპის დარტყმები, მართლაც ძალიან მძიმეა. გაფართოვდა სანქციებიც, როგორც საწარმოების მიმართ, ასევე გაიზარდა სანქცირებულ პირთა სიაც, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. აქ არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება აამოქმედოს შეერთებულმა შტატებმა, თუ კოორდინაციაში იქნება ევროკავშირთან და NATO-ს წევრ ქვეყნებთან. მერწმუნეთ, რომ ყოველივე ამის ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. მათ მართლაც მოუწევთ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში. -ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და აშშ-ის და ევროკავშირის განახლებულ საგარეო პოლიტიკაში, საქართველოსთვის რა შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება? რაზეც თქვენ საუბრობთ ხოლმე, ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც თავის დროზე ასევე მოუმზადებლად მიიღეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მიუხედავად რუსეთის და ამავე დროს დასავლეთ ევროპის კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგობისა. რუსეთის წინააღმდეგ შეტევის პოლიტიკის გამოვლინება, რამდენად შეიძლება იყოს ჩვენი „შესაძლებლობის ფანჯარა“ თუნდაც NATO-ში გაწევრიანების დასაჩქარებლად? - მართლაც შეიძლება აღმოვჩნდეთ, ისეთ მოცემულობაში, რომ შესაძლებლობების ფანჯარა შეიქმნას. ოღონდ არ უნდა ვიფიქროთ, ეს თავისით მოვა, ან ვინმე გვაჩუქებს. ამისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი. გამოვიყენოთ ის, რომ დღეს აშშ-ის ასეთი ადმინისტრაცია ჰყავს, რომლის პრიორიტეტიც არის რუსეთის შეკავება და NATO-ს გაფართოება. უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ NATO-ზე, რადგან ეს არის უსაფრთხოების ქოლგა. NATO-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურად შესასრულებელი გაცილებით ცოტ რამ დარჩა, ევროკავშირთან ინტეგრაციისგან განსხვავებით. ევროინტეგრაციის კონტექსტში, კიდევ ბევრი რამ გვრჩება შესასრულებელი. ისეთი წარმატებებით, როგორც NATO-ს ასპირანტობაში ვიწონებთ თავს, ევროკავშირში ვერ მოვიწონებთ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მიმართულებით პროცესი დაჩქარდეს და მეტი ინსტრუმენტი იყოს შეთავაზებული საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. იმავდროულად, აქტიური მუშაობაა საჭირო ამ შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რაც საქართველოს NATO-გაწევრიანებას დააჩქარებს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი რაც არის, თუ მზად არ ვიქნებით, ძალიან დიდ შესაძლებლობას დავკარგავთ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ასეთი შესაძლებლობა რომ კიდევ მოგვეცეს. ამიტომ, ამ კონტექსტში, ძალიან დიდი აქტივობა გვმართებს. -ბატონო თენგიზ, ზუსტად ამ კონტექსტიდან გამომდინარე, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის მიმართ, რა მოლოდინები გაქვთ? ფაქტია, რომ შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა პირდაპირ მიბმულია იმ სამუშაო პროცესთან, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ. -თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების შერიგების მიზნით, დანიელსონი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ეს მიუთითებს, თუ როგორ აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში დემოკრატიულ პროცესების მომავალი, რამხელა ძალისხმევას და რესურს დებენ იმაში, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გაღრმავდეს. ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა და მისი მხრიდან პირადი წარმომადგენლის დანიშვნა დიალოგის მედიატორად, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ასეთი რამ არ ხდება ხოლმე! ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტნიორი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს. კრიზისის განმუხტვის მიზნის გარდა, ამავდროულად, ინტერესში ვგულისხმობ სხვა, არა მეგობრული ძალების შეკავებას, რუსეთის სახით. ევროკავშირი ცდილობს, რუსეთს ჩვენი ქვეყნის საქმეებში უფრო მეტად ჩარევის შესაძლებლობა არ მისცეს და საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია დაიცვას. - თუნდაც აშშ-ის ან ევროკავშირის ქვეყნების დაზვერვას, შესაძლოა, რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდეს, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობების შესახებ, რომელიც ესკალაციის შექმნისკენ არის მიმართული? ამით ხომ არ არის გამოწვეული დასავლეთის ასეთი დონის აქტივობა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში? - ამაში ეჭვიც არ მეპარება. მით უმეტეს ეს ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა ნარიშკინის განცხადებამ. ზოგადად, დაზვერვის სამსახურები ასეთ განცხადებებს საჯაროდ არ აკეთებენ და თუ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულ ჩარევაზეა ლაპარაკი. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადება ფაქტობრივად თვითაღიარება იყო. შეიძლება ითქვას, ამანაც თავისი როლი ითამაშა. თუმცა, ის რომ, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, არაერთ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, მათ შორის გასული წლის ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში, სადაც ღიად საუბრობენ რუსეთის ჩარევაზე. ეს არ არის ერთადერთი დოკუმენტი. ასეთი ბევრია. ის რომ, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, ვითარება შეცვალოს, საიდუმლო არ არის და ამის ნათელი მაგალითია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ბოლო განცხადებაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის, საქართველოს არამხოლოდ NATO-ში გაწევრიანება, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაც პრობლემას წარმოადგენს და მიუღებელია. ყველაფერი ნათელზე ნათელია და ცხადია. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პარტნიორები ასეთი ძალებით ცდილობენ დახმარებას. თუმცა, იმისთვის რომ დაგეხმარონ, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა გქონდეს სურვილი, თავად დაეხმარო საკუთარ თავს, რაზეც ღიად მიანიშნებს დანიელსონი. დასავლეთს, მხოლოდ დახმარება შეუძლია, ნაბიჯები ჩვენს მიერ უნდა გადაიდგას და ჩვენს ნაცვლად გასაკეთებელს ისინი ვერ გააკეთებენ. იმედია, პოლიტიკური სპექტრი გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ ქვეყნის მომავლის წინაშე და იხელმძღვანელებენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. -დანიელსონის დღევანდელი განცხადებები, რა პროგნოზის საფუძველს იძლევა? რამდენიმე პარტიაც რომ შევიდეს პარლამენტში, სიტუაციას ოდნავ მაინც თუ განმუხტავს? თქვენი აზრით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვის აწყობს და ვის არ აწყობს შეთანხმების მიღწევა? - კრიზისი გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე 2-3 პარტიის პარლამენტში არშესვლა, ან შესვლა. აშშ-ს სენატში განხილვისასაც იყო ნათქვამი, დღევანდელი კრიზისის საფუძველი არის ის დაგროვებული პრობლემები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში აკუმულირდა და ამ კრიზისის სახით ამოხეთქა. აქ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაც პრინციპში გაერთიანებულია იმ ჩარჩოში, რომელიც მოლაპარაკებისთვის შარლ მიშელმა წარმოადგინა. ეს არ არის უბრალოდ პარტიების შესვლა, ან არშესვლა. ეს არის სასამართლო სისტემა, საარჩევნო სისტემა და ბევრი ის თემა, რაზეც ისედაც ვიცოდით, რომ მისახედია, მაგრამ მაინც სამომავლოდ იდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ რეფორმებზე განცხადებებით თავს ვიწონებდით. ეს პრობლემები დაგროვდა და ამ სიტუაციიდან გამომდინარე პრობლემების მოცულობა გაიზარდა. ახლა კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ კრიზისის საფუძვლების აღმოფხვრაზე და არა უბრალოდ გარეგნულ მხარეზე, რომელიმე პარტია იქნება თუ არ იქნება პარლამენტში. მე ვფიქრობ დიალოგის პროცესში საუბარი იქნება ყველაფერზე. - საზოგადოების ერთი ნაწილი უფრო დიდ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ „შეთანხმების მიღწევას „ნაციონალურ მოძრაობა“ უშლის ხელს, რადგან თუნდაც რეფორმების სანაცვლოდ, მხოლოდ პარლამენტში შესვლა მას არ აწყობს. ასე სრულ ძალაუფლებას ვერ მოიპოვებს. ამიტომ, რევოლუციური სცენარი მისთვის ყველაზე მისაღებია“. NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს გამოკითხულთა 7%, დანარჩენ ოპოზიციასაც ჯამში 7 %, ხოლო "ქართულ ოცნებას" - 23 %. NDI-ს ბოლო კვლევები რამდენად იმოქმედებს დიალოგის შედეგებზე? -ეს კვლევა კარგად უნდა წაიკითხოს ყველა პოლიტიკოსმა, ორივე მხრიდან. ყველაზე დამაფიქრებელი არის ის, რომ ზოგადად, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობა ძალიან კლებულობს. რეალურად, ჩვენ გვაქვს პროცესი, როდესაც პოლიტიკოსები შორდებიან რეალობას და იმ აღქმას, რაც რეალურად ხდება საზოგადოებაში. პოლიტიკური პარტიების, მათ შორის მმართველი პარტიების რეიტინგის კლებაში დიდ როლი ითამაშა ამ კრიზისმა, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ხედავს პარტიული ინტერესების უპირატესობას საერთო ეროვნულ ინტერესებზე. ამიტომ, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იხელმძღვანელონ არა პარტიული ინტერესით, არამედ საერთო ეროვნული ინტერესით. ვინც ამას მოახერხებს, დამერწმუნეთ, რომ მისი რეიტინგი საკმაოდ გაიზრდება. ამიტომაც თქვა დანიელსონმა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი. ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ევროინტეგრაცია, მაშინ ევროპული პოლიტიკური კულტურაც უნდა ვისწავლოთ და მათ შორის კომპრომისის ხელოვნებაც. სიტუაციის განმუხტვა ყველას ინტერესში შედის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს მომავლით და არა იმის ინტერესში, ვისაც ამ ქვეყნის წინსვლა და განვითარება არ აწყობს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია პოლიტიკურ პარტიებს, ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი ჩვენი ქვეყნისათვის და ბევრი რამ დევს სასწორზე. ყველას პასუხისმგებლობა აქვს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, თუმცა პოლიტიკის ანა-ბანაა რომ თუ ხელისუფლებაში ხარ, ესე იგი პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს, საჭიროა, აბსოლუტურად ყველა მხარის მიერ დღევანდელი რეალობის სრულად გათავისება. ასევე იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მათ, ყველას აკისრიათ.

დიდი ბრიტანეთის საელჩო: ეს გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, დიალოგი უნდა გაგრძელდეს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო წუხილს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, თუმცა დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ,,ვწუხვართ, რომ მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. აუცილებელია პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე. დიალოგი უნდა გაგრძელდეს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 616 ადამიანს დაუდასტურდა, 268 გამოჯანმრთელდა, 5 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 583 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 761-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.74 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.61 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 167-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 778 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც: 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 792, აჭარაში - 221, იმერეთში - 277. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 331 პირი, მათ შორის, თბილისში - 146, აჭარაში - 38, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი, მათგან თბილისში - 44, აჭარაში - 2, იმერეთში - 7. 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 193 - თბილისში, 59 - აჭარაში. 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 159, ხოლო აჭარაში - 16. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 905 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 598 პირი, აჭარაში - 1 095, იმერეთში - 1079.

ენტონი ბლინკენმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ანგარიშის წარდგენისას ენტონი ბლინკენმა რამდენიმე ქვეყანა ჩამოთვალა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა, მათ შორის დაასახელა: ბელარუსი, რუსეთი, სირია, ჩინეთი, მიანმარი. „შეხედეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების უფლებებს არღვევენ. ისინი უმეტესად იგივე ქვეყნები არიან, რომლებიც საერთაშორისო წესებს არღვევენ, იქნება ეს სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, კიბერთავდასხმები, დისიდენტების შევიწროება, დეზინფორომაციის გავრცელება თუ სავაჭრო წესების დარღვევა“, – განაცხადა ბლინკენმა. ამასთანავე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ეს ანგარიში მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის საკმარისი და შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების დარღვევებთან საბრძოლვებად ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, დამნაშავეები კი პასუხს აგებენ. მისი თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის იერარქიული მიდგომა არ წარმოადგენს არსებული ადმინისტრაციის სახელმძღვანელო დოკუმენტს.

თენგიზ ფხალაძე: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე

„ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა და მისი მხრიდან პირადი წარმომადგენლის დანიშვნა დიალოგის მედიატორად, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ასეთი რამ არ ხდება ხოლმე! ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტნიორი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს“, - ამის შესახებ Europetime-ს თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. როგორც Europetim-თან საუბარში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, კრიზისის განმუხტვის მიზნის გარდა, დასავლეთის საქართველოსადმი ინტერესში ამავდროულად იგულისხმება, არა მეგობრული ძალების შეკავებას, რუსეთის სახით. მისი თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იხელმძღვანელონ არა პარტიული ინტერესით, არამედ საერთო ეროვნული ინტერესით და ვინც ამას მოახერხებს, მისი რეიტინგი საკმაოდ გაიზრდება. „ ამიტომაც თქვა დანიელსონმა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი. ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ევროინტეგრაცია, მაშინ ევროპული პოლიტიკური კულტურაც უნდა ვისწავლოთ და მათ შორის კომპრომისის ხელოვნებაც.. ევროკავშირი ცდილობს, რუსეთს ჩვენი ქვეყნის საქმეებში უფრო მეტად ჩარევის შესაძლებლობა არ მისცეს და საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია დაიცვას. ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო. მით უმეტეს ეს ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა ნარიშკინის განცხადებამ. ზოგადად, დაზვერვის სამსახურები ასეთ განცხადებებს საჯაროდ არ აკეთებენ და თუ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულ ჩარევაზეა ლაპარაკი. ფაქტობრივად თვითაღიარება იყო“, - აღნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი. მისივე თქმით, ის რომ, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, არაერთ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, მათ შორის გასული წლის ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში, სადაც ღიად საუბრობენ რუსეთის ჩარევაზე. „ ეს არ არის ერთადერთი დოკუმენტი. ასეთი ბევრია. ის რომ, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, ვითარება შეცვალოს, საიდუმლო არ არის და ამის ნათელი მაგალითია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ბოლო განცხადებაც. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პარტნიორები ასეთი ძალებით ცდილობენ დახმარებას. თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების შერიგების მიზნით, დანიელსონი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ეს მიუთითებს, თუ როგორ აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში დემოკრატიულ პროცესების მომავალი, რამხელა ძალისხმევას და რესურს დებენ იმაში, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გაღრმავდეს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია პოლიტიკურ პარტიებს, ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი ჩვენი ქვეყნისათვის და ბევრი რამ დევს სასწორზე“, - განაცხადა Europetime-თან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის ფარლებში დაწყებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლაში, კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებს. დანიელსონის განცხადებით, ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, ის შარლ მიშელს შეხვდება და გადაწყვეტს რა იქნება შემდგომი სამოქმედო ნაბიჯი. ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ დიდი ბრიტანეთის საელჩო: ეს გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, დიალოგი უნდა გაგრძელდეს თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო

საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი -8.3 %. საქსტატის ცნობით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა. ხოლო ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.

NCDC: 24 საათში ვაქცინა 1 051-მა ადამიანმა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა. მათი ცნობით, ამ დროისთვის სულ აცრილია 6 757 ადამიანი. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებია ხელმისაწვდომი. აცრის შესაძლებლობა სამედიცინო პერსონალსა და 65+ წლის მოქალაქეებს აქვთ.

თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი

„საქართველომ უნდა გამოიყენოს ის, რომ დღეს აშშ-ის ასეთი ადმინისტრაცია ჰყავს, რომლის პრიორიტეტიც არის რუსეთის შეკავება და NATO-ს გაფართოება“, - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. ფხალაძის განცხადებით, შეიძლება აღმოვჩნდეთ, ისეთ მოცემულობაში, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობების ფანჯარა შეიქმნას. ოღონდ არ უნდა ვიფიქროთ, ეს თავისით მოვა, ან ვინმე გვაჩუქებს. ამისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი. „უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ NATO-ზე, რადგან ეს არის უსაფრთხოების ქოლგა. NATO-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურად შესასრულებელი გაცილებით ცოტ რამ დარჩა, ევროკავშირთან ინტეგრაციისგან განსხვავებით. ევროინტეგრაციის კონტექსტში, კიდევ ბევრი რამ გვრჩება შესასრულებელი. ისეთი წარმატებებით, როგორც NATO-ს ასპირანტობაში ვიწონებთ თავს, ევროკავშირში ვერ მოვიწონებთ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მიმართულებით პროცესი დაჩქარდეს და მეტი ინსტრუმენტი იყოს შეთავაზებული საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. იმავდროულად, აქტიური მუშაობაა საჭირო ამ შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რაც საქართველოს NATO-გაწევრიანებას დააჩქარებს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი რაც არის, თუ მზად არ ვიქნებით, ძალიან დიდ შესაძლებლობას დავკარგავთ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ასეთი შესაძლებლობა რომ კიდევ მოგვეცეს. ამიტომ, ამ კონტექსტში, ძალიან დიდი აქტივობა გვმართებს“, - განუცხადა Europetime-ს ფხალაძემ მისივე თქმით, ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს. ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ დიდი ბრიტანეთის საელჩო: ეს გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, დიალოგი უნდა გაგრძელდეს თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო

30 წელი გავიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან

დღეს, 30 წელი გავიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენიდან. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90.3%-მა, სულ 3 302 572-მა ადამიანმა. მონაწილეთა 98,9 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა. რეფენდუმის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან. ამის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები, რომლის მიხედვით: ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3 657 477 რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი - 3 302 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90.3%; კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი - 3 326 100, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის "დიახ" მომხრეთა რიცხვი - 3 295 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98.9%-ს; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, "არა" მომხრეთა რიცხვი - 17 400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0. 53%-ს.