ძებნის რეზულტატი:
ხათუნა სამნიძე: დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა
"დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა, შეთანხმება არ იქნება ადვილი", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძე კრისტიანნ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხად. მისი თქმით, კომპრომისის გარეშე ვერ შედგება შეთანხმება, "ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ კომპრომისებისთვის". სამნიძის განმარტებით, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას. "მე ამ პროცეისი მიმართ ყოველთვის ვიყავი დადებიტად განწყობილი. იმდენად მაღალ რანგშია აყვანილი ეს მოლაპარაკებები, იმდენად დიდია ჩართულობა, იმდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა, შეთანხმება არ იქნება ადვილი, რადგან კომპრომისი ყოველთვის ნიშნავს, რომ არც ერთი მხარე არაა ისე კმაყოფილი,როგორც გვინდა, რომ ვიყოთ. ეს არის მოლოდინი, მაგრამ კმაყოფილი ვიქნებით იმით და ჩვენი საზოგადოება პირველ რიგში, რომ ამ ორივე ძალიან დაპირისპირებულმა მხარემ შეძლო შეთანხმება და ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც ეს ქვეყანა კიდევ ერთ მტკიცე ნაბიჯს გადადგამს წინ", - განაცხადა სამნიძემ.
კრისტიან დანიელსონი „ევროპული საქართველოსა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ევროპული საქართველოსა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერებს ხვდება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.
ადვოკატის თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის მსურველი გამოჩნდა
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციამ "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრი" და მისმა თავმჯდომარე ბესიკ ბოგველმა ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა და უკვე პროკურატურასაც მიმართა. ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა. კონდახიშვილის შეფასებით, ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიას შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რითაც გირაო ანულირებულია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ბესიკ ბოგველმა წერილი გამოაგზავნა. წერილის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოთქვეს მზადყოფნა, გადაიხადონ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა. ნიკა მელიას პოზიციაა, რომ აღნიშნული არის მიუღებელი, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან“,- განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ნებისმიერი პირის მიერ, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით, შეუძლებელია.
მამუკა ხაზარაძე: დოკუმენტი, რომელიც დანიელსონმა პირველ დღეს წარმოადგინა, ოპოზიციისთვის 90% იყო მისაღები. შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა
ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში, ვითომ არაფერი მომხდარა. ახლა ჩვენ და მედიატორი ვეძებთ გზებს, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია ელოდება, რომ მედიატორისგან ისეთ დოკუმენტს იხილავს, რომელიც მისაღები იქნება. „ნიკა მელიასთან 40 ათასი ლარის პრობლემა არ არსებობს, სხვა პრობლემა დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ის პრინციპი, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს პოლიტიკური ვაჭრობა. აქ არის უზარმაზარი იურიდიული ლაფსუსი. ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ. პირველი დოკუმენტი, რომელიც დანიელსონმა წარმოადგინა პირველ დღეს, ოპოზიციისთვის 90 პროცენტი იყო მისაღები. შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა, იქცა წყლად და ჰაერად. იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის დროს მედიატორისგან ვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც იქნება მისაღები არა „ლელოსთვის“ და ოპოზიციისთვის, არამედ მისაღები იქნება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. მას ძალიან მკაფიოდ ვუთხარი ერთი რამ, რომ მჯერა ევროპელი პარტნიორების, იმის, რომ ის შემოთავაზება, რომელიც იქნება ამ დღეებში, იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ ორი მხარე შეარიგოს ერთმანეთს. „ლელოს“ უნდა ერთი რამ, ვიხილოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას დააწყებინებს ახალ, ევროპულ ცხოვრებას. ჩვენ ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ რამდენიმე გზას განვიხილავდით, დაველოდებით მედიატორის რეკომენდაციას. ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში, ვითომ არაფერი მომხდარა. ახლა ჩვენ და მედიატორი ვეძებთ გზებს, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ზურაბ ჯაფარიძე: დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი
დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კირსტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თუ შეთანხმება არ მოხდება, კრიზისი უფრო გაღრმავდება და ეს ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. „დღეს არც არანაირი შემოთავაზება და არც პუნქტების გავლა დეტალურად არ ყოფილა. მეც მგონია, რომ ასე შეუძლებელია დაუსრულებლად გაგრძელდეს, ან მოხდება შეთანხმება, ან არ მოხდება. უბრალოდ, ამ შეხვედრის შემდეგ გამიჭირდა იმის თქმა, დასრულდება შეთანხმებით, თუ - არა. დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი. ავხსენით ისევ ჩვენი პოზიცია რა არის. თუ შეთანხმება არ მოხდება, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
გორგი ვაშაძე: დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში უნდა დავასრულოთ
ჩემი პოზიციაა და ეს ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, რომ დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, საბოლოო ნაბიჯებამდე მივიდეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვაშაძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტში, როგორც ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტში, პოლიტიკურ პატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად იქნება. ყველა ის საკითხი, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში იყო აუცილებლად იქნება საბოლოოდ დოკუმენტშიც. ნამდვილად არ ვიცი ყველას საბოლოო შინაარსი, მაგრამ დაველოდოთ. ასევე მნიშვნელოვანია და მედიაციის მხარე გააკეთებს დღეს განცხადებას და გვეტყვიან, ისინი პროცესს როგორ უყურებენ დღევანდელი დღის შემდეგ. ალბათ, ყველა შეხვედრის შემდეგ ბატონი დანიელსონი თვითონ გააკეთებს საჯარო განცხადებას, სადაც გვეტყვის შემდგომ ნაბიჯებს როგორ ვდგამთ მოლაპარაკების პროცესში. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიცია ესაა და ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, რომ დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ და ამისთვის საჭიროა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ორი ვარიანტია, ან ხდება შეთანხმება, ან - ვერა. გულწრფელად გეუბნებით, მგონია რომ ჩვენი ქვეყნისთვის შეთანხმება მნიშვნელოვანია, მაგრამ შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვერ მოხდება. ამაზე კითხვაც დავისვი და მიპასუხეს, რომ ყველა საკითხი იქნება ამ დოკუმენტში გათვალისწინებული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კრისტიან დანიელსონი: კომპრომისი ყველასთვის რთულია
"კომპრომისი ყველასთვის რთულია. ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას და სურვილს, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა. მისი თქმით, თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. "დღეს მე შევხვდი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძიებია გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს სხვადასხვა მხარეების ინტერესების გათვალისწინებას. ეს ნიშნავს კომპრომისს ყველა მხარისთვის. პროცესში მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს. ამის მიზანია მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის. ასევე, გზა იქნება, რათა გადაილახოს ნდობის ნაკლებობა. ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ, რომ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი. საბოლოდ კი მხარეების გადასაწყვეტია პასუხისმგებლობის აღება და ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის მოახდინონ დემოკრატიული სიმწიფის დემონსტრირება. მინდა შეგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. ამიტომ დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას იზრუნონ საქართველოს ხვალინდელ მომავალზე", - განაცხადა დანიელსონმა. დანიელსონის თქმით, კომპრომისი ყველასთვის რთულია და ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას და სურვილს. "კომპრომისი ყველასთვის რთულია. ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას და სურვილს, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას. აქ მთავარი არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. ეს არის გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისა და რეალურ საკითხებზე ყურადღების", - განაცხადა დანიელსონმა. გამახვილებისა: ეს არის კოვიდის პანდემია, ეკონომიკა, ასევე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული გზა", - განაცხადა დანიელსობა. როგორც დანიელსონა აღნიშნა, ხვალ იქნება დოკუმენტი. ხვალ იქნება დოკუმენტი. საკითხები უკვე ისედაც იცით, რადგან ეს იყო პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული დოკუმენტია. უფრო შორს რომ გავიხედოთ, რა არის აქ არსებითი, შევხედოთ სტრუქტურულ საკითხებს, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. სხვა საკითხებიც ასევე იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამ დოკუმენტს წარვადგენთ
კრისტიან დანიელსონი: მოვუწოდებ ყველა პარტიას, იზრუნონ საქართველოს ხვალინდელ მომავალზე
"მოვუწოდებ ყველა პარტიას იზრუნონ საქართველოს ხვალინდელ მომავალზე", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა. მისი თქმით, თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. "დღეს მე შევხვდი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძიებია გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს სხვადასხვა მხარეების ინტერესების გათვალისწინებას. ეს ნიშნავს კომპრომისს ყველა მხარისთვის. პროცესში მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს. ამის მიზანია მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის. ასევე, გზა იქნება, რათა გადაილახოს ნდობის ნაკლებობა. ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ, რომ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი. საბოლოდ კი მხარეების გადასაწყვეტია პასუხისმგებლობის აღება და ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის მოახდინონ დემოკრატიული სიმწიფის დემონსტრირება. მინდა შეგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. ამიტომ დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას იზრუნონ საქართველოს ხვალინდელ მომავალზე", - განაცხადა დანიელსონმა. დანიელსონის თქმით, კომპრომისი ყველასთვის რთულია და ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას და სურვილს. "კომპრომისი ყველასთვის რთულია. ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას და სურვილს, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას. აქ მთავარი არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. ეს არის გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისა და რეალურ საკითხებზე ყურადღების", - განაცხადა დანიელსონმა. გამახვილებისა: ეს არის კოვიდის პანდემია, ეკონომიკა, ასევე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული გზა", - განაცხადა დანიელსობა. როგორც დანიელსონა აღნიშნა, ხვალ იქნება დოკუმენტი. "ხვალ იქნება დოკუმენტი. საკითხები უკვე ისედაც იცით, რადგან ეს იყო პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული დოკუმენტია. უფრო შორს რომ გავიხედოთ, რა არის აქ არსებითი, შევხედოთ სტრუქტურულ საკითხებს, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. სხვა საკითხებიც ასევე იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამ დოკუმენტს წარვადგენთ", - განაცხადა დანიელსონა.
სომხეთში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია ჩაიტანეს
სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია ჩაიტანეს. როგორც სომხეთის ჯანდაცის სამინისტრო აცხადებს, მიღებულია ვაქცინის 24 ათასი დოზა, რომელიც COVAX FACILITY-ის ინიციატივის ფარგლებში. შეიძინეს. როგორც ცნობილია, ვაქცინის პირველი პარტია გათვალისწინებულია რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის - ექიმებისთვის, 65 წლის და უფრო მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის და სოციალური უწყებების მუშაკებისთვის
ნიკოლას მადურო: მზად ვართ, ნავთობი ვაქცინებზე გავცვალოთ
ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის ნავთობით გადაიხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მადუროს თქმით, ვენესუელა უკვე მუშაობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის COVAX მექანიზმის ვაქცინებისთვის გადახდა ნავთობით და ასევე იმ სახსრებით აწარმოოს, რომლებიც, სანქციების გამო, საზღვარგარეთ არსებულ ანგარიშებზე გაყინულია. „ვენესუელას ნავთობი აქვს და ამ ნავთობის კლიენტიც ჰყავს. მზად ვართ, ნავთობი ვაქცინებზე გავცვალოთ, მაგრამ არავის შევეხვეწებით“, - აღნიშნა მადურომ.
პენიტენციური სამსახური: გოგი წულაია სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია
სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ აქტივისტი და პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი წევრი გოგი წულაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც უწყებაში აცხადებენ, წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. "ბრალდებული გ.წ შემოსვლის დღიდანვე შიმშილობს. 25.03.2021 წელს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, სადაც პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა. ამ დროისთვის, როგორც მოშიმშილე პატიმარი, იგი იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში, უტარდება ჰემოდინამიკური მაჩვენებლების და სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი, ასევე ინფუზური თერაპია. სხვა მედიკამენტების მიღებაზე ამ ეტაპზე უარს აცხადებს. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
იან კელი, დევიდ კრამერი: კონგრესმენები უნდა ჩავიდნენ თბილისში, როგორც საგანგებო წარმომადგენლები
„საქართველო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ავტორიტარიზმის ზღვის ფონზე, საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად განიხილებოდა, - ახლა არასტაბილური, ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის, დევიდ კრამერის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში არის ნათქვამი, რომელიც გამოცემა The Bulwark-ზე გამოქვეყნდა. სტატიაში იან კელი და დევიდ კრამერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავენ და აფასებენ. დიპლომატები საკუთარ ხედვაზე საუბრობენ, როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მა, საქართველოში არსებულ კრიზისს. დიპლომატების თქმით, რომ საქართველოს ამერიკის მხარდაჭერსა და გამხნევება სჭირდება. აშშ-მ მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის ფასილიტაციაში. მათი თქმით, საჭიროა, სპეციალური გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტში და ასევე აშშ-ს კონგრესის წევრების საქართველოში საგანგებო წარმომადგენლებად ჩასვლა. „ევროკავშირის კეთილშობილური, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა, მედიაცია გასწიოს, შეერთებული შტატებისგან გაძლიერებას საჭიროებს. შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ინტერესი, საქართველომ შეასრულოს თავისი სუვერენული არჩევანი, შეუერთდეს დასავლეთს და იარსებოს, როგორც სტაბილურმა დემოკრატიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის კრიტიკულ სავაჭრო და ენერგეტიკულ დერეფანში. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთი, სხვადასხვა ტიპის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა - მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე” - ნათქვამია დიპლომატების ერთობლივ წერილში. როგორც დიპლომატები აცხადებენ, ამ ნაბიჯების გადადგიმსთვის, სჭიროა სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდის სრული შემადგენლობა დამტკიცდეს. ამ დროისთვის, უწყებაში მხოლოდ სამი ოფიციალური მაღალი რანგის პირია დამტკიცებული. ჯერ კიდევ არ არის არავინ დამტკიცებული, სახელმწიფო მდივნის ასისტენტის თანამდებობაზე. თუმცა, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტში გუნდის სრული შემადგენლობა დამტკიცდება, დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ პროცესში კონგრესის წარმომადგენლების უნდა ჩაერთნონ. „კონგრესის წამყვანმა წევრებმა, ორპარტიულ საფუძველზე, უნდა შეასრულონ დროებითი სპეციალური დესპანის მოვალეობა და დაგეგმონ ოფიციალური ვიზიტი თბილისში... ისინი, ვინც საქართველოში არასტაბილურობითა და ქაოსით სარგებლობებ, კრემლში სხედან. ამის გაცნობიერება უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი საქართველოში და დასავლეთში მყოფი საქართველოს მეგობრებისთვის, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს კოპრომისზე, პარლამენტში მრავალპარტიოული წარმომადგენლობის საფუძველზე. შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ ამისთვის სწრაფად მოქმედებაა საჭირო“ - ნათქვამია საგაზეთო წერილში", - ნათქვამია ერთობლივ წერილში.
საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა
საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის N105 და საჩხერის N 3 სკოლების გარდა, ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ჩამონათვალში, მანამდე ხაბუმეს N1, ხონის N 3, ახალდაბის, საირხის, ხაშურის N1, ფოთის N1 და ფოთის N 3 სკოლებიც მოხვდნენ. შესაბამისად, საქართველოდან უკვე 10 პროექტში გამარჯვებული 9 სკოლა მონაწილეობს. ,,დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს. იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ და დისკრიმინაციასთან ბრძოლა; სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება. დემოკრატიული სკოლების ქსელში გაწევრიანებით, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ : 1· ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელის (DSN) საიტზე/პლატფორმაზე სკოლის ვებგვერდის შექმნა 2· მცირე პროექტების დაფინანსება 3· მონაწილეობის მიღება/მხარდაჭერა საერთაშორისო კონფერენციებსა და კონკურსებში 4· ევროსაბჭოს მასალების პილოტირება 5· საგანმანათლებლო-პროფესიული კავშირები სხვა სკოლებთან დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.coe.int/en/web/campaign-free-to-speak-safe-to-learn/schools-projects “, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დღეიდან საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება
დღეიდან საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება. საქართველომ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო. აცრა ჩაუტარდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. Pfizer-ის ვაქცინით ასაცრელად 10 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა. საიტზე რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი. 10 დღით ადრე, 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.
თეა წულუკიანი: როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს
"როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს", - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის დილაში“ განაცხადა. „ეს იყო ჩემი სურვილი, ვისაუბრეთ გუნდში, გვქონდა პოლიტიკური კონსულტაციები და დადებითად დასრულდა. ჩემთვის უჩვეულოა ეს უწყება, მაგრამ უფრო უჩვეულოა ადამიანების რეაქციები. როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს. მეუბნებიან: "შენ ესენი პატიმრები არ გეგონოს, ესენი (კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები) უფრო რთული ხალხია". ამ დროს, სულაც არ მგონია, რომ პატიმრები რთული ხალხია. ამიტომ, უკვე ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მოლოცვებს, "შენ ამას ვერ იზამ, ამდენი წელია, ისინი ყველა მინისტრს სისხლს უშრობდნენ". ბოლოს, ეს ყველაფერი გადადის ხუმრობებში“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი: კულტურას კოდექსი სჭირდება, რადგან დღეს, კულტურასთან დაკავშირებული ნორმები ათეულობით კანონშია გაბნეული
"კულტურას კოდექსი სჭირდება, რადგან დღეს, კულტურასთან დაკავშირებული ნორმები ათეულობით კანონშია გაბნეული", - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის დილაში“ განაცხადა. მან განმარტა თუ რატომ არის საჭირო კულტურის კოდექსის შემნა. "კულტურას კოდექსი სჭირდება, რადგან დღეს, კულტურასთან დაკავშირებული ნორმები ათეულობით კანონშია გაბნეული. არსებობს კანონი ცალკე მუზეუმების შესახებ, ცალკე თეატრებისა და კულტურის შესახებ და ა.შ. ყველა ის დარგი, ვისაც ამბიცია აქვს, რომ უნდა განვითარდეს საჭიროებს, რომ ერთ დოკუმენტში იყოს თავმოყრილი ყველა ნორმა, თავებად დალაგებული თეატრებისთვის, მუზეუმებისთვის და ა.შ. და რაც მთავარია, ეს ტექსტები უნდა იყოს თანამედროვე, რადგან ძირითადი კანონები დაწერილია მაშინ, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა
"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. მას რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მან ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88-ის" ეპიზოდზე 4 წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი. მაია რჩეულიშვილს სასჯელის სრულ მოხდამდე კიდევ 3 წელი აქვს დარჩენილი.
ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ
რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ჭრილში, ბოლო დღეებში, აშშ-ს, NATO-ს და ევროკავშირის პირველმა პირებმა არაერთხელ ახსენეს საქართველო. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. თუმცა მისი თქმით, მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებენ ალიანსის წევრის სტატუსს საქართველო და უკრაინა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი. „აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული განცხადებების პარალელურად აშშ-ს სენატში საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე მოსმენა გაიმართა და დემოკრატიის საფრთხეებზე, არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა. როგორც Europetime-თან ინტერვიუში აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აღნიშნავს, საქართველო დღეს, როგორც არასდროს, ისე ახლოს არის NATO-ში გაწევრიანებასთან, რასაც სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნაში მიმდინარე პროცესები. _საქართველოსთან დაკავშირებით, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვის ცდილობს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე კონკრეტული პერსპექტივა დაინახოს. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს და განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სასარგებლოდ რაიმე სახის გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება? ამ ორ საკითხს გავყოფ, რა ცვლილებები ხდება და არის თუ არა ეს ჩვენ სასარგებლოდ. ცვლილებები ნამდვილად ხდება. ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ძველი საერთაშორისო წესრიგი, რეალურად მოირღვა. ამის დარღვევა 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, გაგრძელდა უკრაინაში და დღემდე გრძელდება, სამწუხაროდ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა ახლით ჩანაცვლდეს, რუსული ჰიბრიდული ომიდან და აგრესიული რევიზიონიზმიდან გამომდინარე. აქ სხვა ფაქტორებიც შემოდის, ჩინეთი , ირანი და ა.შ. ამიტომ, ახლა როცა ჩვენ, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ დროს, დანარჩენ მსოფლიოში ახალი წესრიგი ლაგდება. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, უკვე ნელ-ნელა თავის საგარეო პოლიტიკურ კონტურებს იძენს, მას შემდეგ, რაც შიდა პოლიტიკური სიტუაციები დალაგდა. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც ბლინკენის ვიზიტიდანაც გამოჩნდა, ეს არის ფასეულობებზე დაფუძნებული ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენა იქ, სადაც დაზიანებულია. ბევრ რამეზე იყო საუბარი ბლინკენის ვიზიტისას, და ბაიდენის ვირტუალური ჩართვისას ევროპულ სამიტზე, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება გამოვყოთ, რაც ჩვენთვისაც ძალიან საყურადღებოა. გარდა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისა, მათ ისაუბრეს იმაზე, რომ დემოკრატიებს ასე მუდმივად თავდაცვის პოზიციაში ყოფნა არ გამოადგებათ და უნდა გადავიდნენ შეტევის პოლიტიკაზე. რამოდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ამაზე ვინმეს ხმამაღლა ესაუბრა. დემოკრატიულმა სამყარომ ამერიკის ლიდერობით 12-წლიანი დაცვის თამაშის შემდეგ, გადაწყვიტა შეტევაზე გადასვლა. რუსეთთან შეტევაზე გადასვლა მაინცდამაინც ბირთვულ ომს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს დემოკრატიული ფასეულობების კიდევ უფრო გამყარებას, ან დემოკრატიის არეალის გავრცელებას. შესაბამისად, ჩვენი შანსი არის ის, რომ „შეტევაზე გადასვლის პოლიტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა ჩვენს გარეშე არ მოხდეს. რეალურად ახალი ევროპული უსაფრთხოება საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია. პირველი, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში, მეორე იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა არის სწორედ ის წერტილი, სადაც რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის მოშლის პირველი ორი დარტყმა განახორციელა. 2008-ში საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და დღემდე გრძელდება. სწორედ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია ის ინდიკატორი, რომელიც ახალი, დიდი შესაძლებლობების გახსნას გვიჩვენებს. გამოვიყენებთ ამას, ან არ გამოვიყენებთ, გავიმეორებ სენატორ შაჰინის განცხადებას, გზაჯვარედინზე ვდგავართ. ან სწორი მიმართულებით წავალთ, ან არასწორი მიმართულებით. ახალი წესრიგი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობა, თუ ამისთვის მზად ხარ. _ეს ახალი შესაძლებლობა, კონკრეტულად რა სარგებელს მოუტანს საქართველოს და რა შემთხვევაში? -. თუ ჩვენ, ისევ გადავყვებით შიდა კინკლაობას და ერთი ადამიანის არაფორმალურ მმართველობას, მის გემოვნებაზე აგებულ საგარეო პოლიტიკას, რომლის მთავარი პოსტულატიც რუსეთის არ გაღიზიანებაა, როცა დანარჩენ მსოფლიოში რაღაცები ახლებურად დალაგდება, ისტორიის არასწორ მხარეს აღმოვჩნდებით. აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ეს გეოპოლიტიკურ ცვლილებები შეიძლებოდა ყოფილიყო განხილვის მთავარი თემა, ჩვენ კიდევ რაზე ვსაუბრობთ?! ახლა რომ გვქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი დაბალანსებული ძალაუფლებით, პოლიტიკურ კრიზისზე კი არ ვისაუბრებდით, საარჩევნო რეფორმაზე, მიტაცებულ სასამართლოსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე, არამედ ვისაუბრებდით როგორ დავაჩქაროთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება. როგორ მოვიპოვოთ სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები. როგორ გავუმკლავდეთ პანდემიას და Covid-ით გამოწვეულ პრობლემებს. ამ თემებზე კონცენტრირების ნაცვლად, ახლა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები მთელ რესურს დებენ იმაში, რომ როგორმე პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში დაგვეხმარონ, რისი პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილიც ხელისუფლებას აკისრია. _ თუ დღეს, აშშ და ევროკავშირი რუსეთზე შეტევის კოორდინირებულ პოლიტიკას ირჩევენ, რამდენად მოსალოდნელია ბალტიის ქვეყნების მსგავსად, გამონაკლისი საქართველოსა და უკრაინაზეც დაუშვან და ჩვენი გაწევრიანების სპონტანური გადაწყვეტილება მიიღონ? სტოლტენბერგმაც გააკეთა აქცენტი, რომ საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის. არის რამე ნიშნები ამისა? სწორედ ამიტომ ხომ არ იბრძვის დასავლეთი ასე აქტიურად საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი ადვოკატირება უკეთ შეძლოს? საქართველო, დღეს როგორც არასდროს, ისე ახლოს დგას NATO-ში გაწევრიანებასთან, დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. ზუსტად იგივე ხდებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების დროს. ეს ყო პერიოდი, როდესაც დემოკრატიული სამყარო ფართოვდებოდა, ერთიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა, რომელიც ახლა უკვე ენტონი ბლინკენმა თავის საჯარო განცხადებებში რამდენჯერმე გაიმეორა. ცოტ ხნის წინ, აღნიშნული საგარეო კონცეფცია ამოვარდნილი იყო მათი საგარეო პოლიტიკიდან. ახლა ეს კონცეფცია დააბრუნეს. რაც არის დემოკრატიების შეტევაზე გადასვლის მანიშნებელი. გაჩნდა კონცეპტუალური ხედვა, რომ დემოკრატიის არეალი უნდა გაფართოვდეს. წლების წინ, დემოკრატიული არეალის გაფართოების ფოკუსი გადიოდა ბალტიისპირეთზე, რადგან მაშინ ეს არეალი იყო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი. დღეს ფოკუსმა ჩამოიწია სამხრეთით, შავი ზღვის აკვატორიაში და სწორედ ეს არის ჩვენი შანსი, რადგან ევროპული უსაფრთხობისთვისაც მნიშვნელოვანია, შავ ზღვაზე შეიქმნას ისეთი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც მომავალში რუსეთის აგრესიულ რევიზიონიზმს გამორიცხავს. ერთადერთი ბერკეტი არის ეს, სწორედ ამ ახალ საერთაშორისო წესრიგში. იმ ინსტიტუციებმა, რომლებზეც იდგა ევროპული უსაფრთხოება, არ იმუშავეს, არც გაერომ არც ეუთომ, რადგან რუსეთს ვეტოს უფლება ჰქონდა. რუსეთმა ეს წითელი ხაზები გადალახა, რადგან საპასუხო რეაგირებას არ იღებდა. ახლა დასავლეთი ამ წითელ ხაზებს კი არ უპირისპირდება, არამედ შეტევაზე გადასვლას გეგმავს. ერთადერთი ვისაც რუსეთის არამარტო შეკავება არამედ უკუგდება შეუძლია NATO და ამერიკაა. თუ ჩვენი სურვილი არ იქნება, სწორ მიმართულებას არ ავირჩევთ, შეიძლება მხოლოდ უკრაინა მიიღონ NATO-ში და ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. ეს ფანჯარა ორივესთვის იხსნება, რამდენად გამოვიყენებთ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. _ის ფაქტი, რომ არსებული შიდა პოლიტიკური კრიზისი ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყანას სერიოზულად აფერხებს, პირდაპირ ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის პროვოცირებაში რუსეთს ლომის წვლილი მიუძღვის? როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს ყველაზე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, ამის შესაჩერებლად, რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას რამდენად შეძლებს? რუსეთის ჰიბრიდული ომის ამოცანა, სულაც არ არის საქართველოში ღიად გამოხატული პრორუსული მთავრობის ყოლა. მისი ამოცანა არის პოლარიზება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლა, მართვადი ქაოსის შექმნა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ იქნება მიმზიდველი ევროატლანტიკური ოჯახისთვის, რადგან სტაბილურობის ნაცვლად მეტ პრობლემას შეიტანს შიგნით და ავტომატურად ეს პროექტი ჩავარდება. ამით რუსეთი თავის დიდი ხნის ამოცანას მიაღწევს. მერე გადავა შემდგომ პრაქტიკულ ნაბიჯებზე. იგივეს ცდილობს უკრაინასა და მოლდოვაში. თუ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მთავარი სადისკუსიო საკითხი გვექნება ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, ოლიგარქიული კლეპტოკრატიული მმართველობა, ბუნებრივია, NATO-ში ვერ შევალთ. სტრატეგიული პარტნიორებიც, ვინც ამ პროცესში ჩვენი მხარდამჭერები არიან, ჩვენ ადვოკატირებას ვერ შეძლებენ. მეორე მხრივ, მათ ინტერესებშიც არის, რომ NATO-ს წევრები გავხდეთ, ამაზე ღიად საუბრობს ყველა. NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანიც (რასმუსენი) საუბრობდა, როდესაც თბილისში იყო ჩამოსული მაკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე. აკადემიურ წრეებშიც საუბრობდნენ, თუ როგორ მოხდეს საქართველოს და უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება ნატოში, მაგრამ ამას საქართველოს მხრიდანაც სინქრონში გადადგმული საპასუხო ნაბიჯები სჭირდება. შიდა პოლიტიკური ქაოსის შედეგად ჩამოქცეული ინსტიტუტები შეუძლებელს ხდის ამ ამოცანას. _24 მარტს, აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე სპეციალური მოსმენა შედგა. აშშ-ში საქართველოს საკითხის მსგავსი მასშტაბით განხილვა ადრეც მომხდარა? ასეთ დონეზე არ ყოფილა. სხვადასხვა თემატურ ჰეარინგებზე იყო ხოლმე საუბარი, მაგრამ ასეთი სპეციფიურად მიძღვნილი მოსმენის დონეზე არა. აღნიშნულ მოსმენაზე მთავარი განმასხვავებელი რაც იყო, არის ის, რომ ძირითადად საუბრობდნენ პრობლემებზე, კრიზისზე, როდესაც მანამდე ყოველთვის პირიქით ხდებოდა. ადრე სენატში საუბარი იმართებოდა, თუ როგორ დაგვემატებინა უფრო მეტი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში, დაწყებული უსაფრთხოებით, გაგრძელებული ეკონომიკური თანამშრომლობით, დემოკრატიის განმტკიცების კუთხით და ა.შ. ახლა კი ძირითადად შიდა პოლიტიკურ პორბლემებს და დემოკრატიის უკუსვლას ეხებოდა. მოსმენების დროს გაჟღერებული საკითხები ამომწურავად ფარავდა პოლიტიკურ კრიზისს და ამ კრიზისის ანატომიას. რაც ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ზუსტი ცოდნა აქვს საქართველოს პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესახებ. მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, რომ ეს არის გზაჯვარედინი საქართველოსთვის და პრობლემები ავტომატურად არ მოგვარდება. დიდი ძალისხმევა სჭირდება და თუ არ მოგვარდა, შეიძლება საქართველო ამ გზაჯვარედინზე სხვა მიმართულებებით წავიდეს, ვიდრე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სურს. _განხილვაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა ხაზი გაუსვა ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მშვიდობისმყოფელების რანგში შესვლას. მისი თქმით, რუსეთი, თურქეთი და ირანი ცდილობენ, გააძლიერონ ზეგავლენა რეგიონში. კენტმა აღნიშნა, რომ აშშ უფრო მეტად გააქტიურდება რეგიონში ამ პრობლემების გადასაჭრელად. ისიც ითქვა, რომ ამ ფონზე, საქართველო ამერიკისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება რეგიონში. გარდა შიდა პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს შესახებ ასეთი მასშტაბის განხილვა, სხვა გეოპოლიტიკური ფაქტორებითაც ხომ არ იყო გამოწვეული? -რა თქმა უნდა, ამერიკელი სენატორები, პირველ რიგში, აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამოდიან. სტრატეგიული პარტნიორობის მთელი აზრი სწორედ იმაშია, რომ ჩვენი და ამერიკის ეროვნული ინტერესები, გრძელვადიან პერსპექტივაში 100 %-ით ემთხვევა ერთმანეთს. ამერიკას უფრო ფართო დღის წესრიგი აქვს, ფართო საგარეო პოლიტიკური ამოცანები, რომელიც მოიცავს ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის დროზე ტყუილად არ უწოდა საქართველოს დემოკრატიის შუქურა - ეს მისი ფართო დღის წესრიგის ნაწილი იყო, მაგრამ რაც მთავარია საქართველო მართლა იყო დემოკრატიის შუქურა. ამით საქართველო ამტკიცებდა სწორედ იმ ფასეულობით მდგენელს, რასაც ეფუძნება ამერიკის საგრეო პოლიტიკა, და ამერიკის განსაკუთრებული როლი საერთაშორისო ურთიერთობებში (ე.წ. exceptionalism). რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომაც, რეგიონულ კონტექსტი ქმნიდა იმ წინაპირობებს, რომ უფრო მეტად შეშფოთებულიყვნენ საქართველოს შიდა პოლიტიკური სიტუაციით. საქართველოში დემოკრატიის შესუსტება ნიშნავს რუსეთის გამარჯვებას, რაზეც საუბრობდა სენატორი შაჰინი. მან თქვა, რომ პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნის თითოეული დღე და ერთპარტიული პარლამენტი არის რუსეთის გამარჯვება. ამერიკის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებშია საქართველოს დემოკრატული განვითარება და ასევე გლობალურად დემოკრატიული სამყაროს ბრძოლა ავტორიტარულ სამყაროსთან, რომლის ფლაგმანი და ლიდერი არის რუსეთის ფედერაცია. სწორედ ეს იყო დიდი კონტექსტი და ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი სენატში საქართველოს შესახებ ეს მოსმენა. ამ გზაჯვარედინზე, რომელზეც მიგვითითებს უნდა ავირჩიოთ სად გვინდა ყოფნა.
სენატორი შაჰინი: აშშ-ის პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით
"აშშ-ის პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით", - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. "პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. მქონდა შანსი მელაპარაკა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და სახელმწიფო მდივანთან. საქართველო რჩება ქვეყანად, რომელსაც ახლოს ვაკვირდებით და გვინდა ვიხილოთ, რომ ქვეყანა წინ მიიწევს დემოკრატიზაციის და ინსტიტუტების რეფორმის კუთხით. ჩვენ, როგორც დემოკრატია, ვხვდებით, რომ ამას დრო სჭირდება. თუმცა, ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მხარეები დაუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ, რადგან ეს ყველას და პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესშია", - აცხადებს შაჰინი.
სენატორი რიში: როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს
"როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს", - ამის შესახებ სენატორმა, ჯიმ რიშმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა. "როცა მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს თუ ის უნდა შეცვალოთ, ისინი თქვენი საუკეთესო ინტერესიდან ამოდიან. ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ თქვენზე გაბრაზებულნი არიან. იმიტომ არ აკეთებენ, რომ ხალხში გაგკიცხონ ან აბუჩად აგიგდონ. ისინი ამას სიყვარულით აკეთებენ და იმისთვის, რომ უკეთესად იყოთ, ვიდრე ახლა ხართ. როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს. მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა. ორივე მხარე საჭიროა. ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდოთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა - წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება", - განაცხადა რიშმა.