ძებნის რეზულტატი:

1500-მდე ექიმი პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მკურნალობას პეტიციით მოითხოვს

პატიმრობაში მყოფმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო. ათას ხუთასამდე ექიმი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას, და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითხოვს. ექიმებმა სპეციალურ მოთხოვანს მოაწერეს ხელი, რომელიც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს და რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავენს. „გაეწიოს სამედიცინო მომსახურეობა საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომლსაც ზურგის არეში ძლიერი ტკივილები აქვს“, -აღნიშნულია ექიმების წერილში, რომელსაც გამოცემა The Insider აქვეყნებს. მედიის ცნობით, წერილზე ხელმომწერი ექიმების რაოდენობა საათობრივად იზრდება. ექიტმმა ანდრეი ვოლნამ განაცხადა, რომ მიმართვა ეფუძნება არა პოლიტიკურ მრწამსს, არამედ ადამიანის მიმართ საექიმო მოპყრობას. მისი თმით, რუსეთის პენიტენციალურ სისტემაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პრობლემა კარგა ხანია მომწიფდა“. ალექსეი ნავალნიმ ექიმის და სამედიცინო დახმარების მიღების მოთხოვნით შიმშილობა 31 მარტს დაიწყო. „მაქვს უფლება მოვიწვიო ექიმი და მივიღო წამლები. არც ერთს და არც მეორეს ჯიუტად არ მაძლევენ. ზურგის ტკივილი ფეხზე გადავიდა. მარჯვენა, ახლა კი მარცხენა ფეხის მონაკვეთებშიც, დავკარგე მგრძნობელობა.კოლონიაში ბრძოლის სხვა მეთოდები გარდა შიმშილობისა, არ არსებობს, აცხადებს ნავალნი“ - წერს ნავალნი თავის პოსტში. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს პოლიტიკური ოპონენტის უფლებების პატივისცემისკენ და ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ მოწოდებით მიმართეს გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა, ენგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა.

საქართველოს მთავრობამ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

აქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებითა და ბიზნესოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით. „ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნას და შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. პროექტი განსაზღვრავს რეგულირების ობიექტებს (კაკაოს ცხიმი, კაკაოს ფხვნილი, კაკაო, შოკოლადის ნაირსახეობები, შოკოლადის სხვა პროდუქტები) და მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელებების მიმართ. რეგლამენტი არეგულირებს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შემადგენლობის შესახებ“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ტექნიკური რეგლამენტი 2023 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. „ბაზარზე უკვე არსებული კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ან ეტიკეტირებულია რეგლამენტის ამოქმედებამდე და არ შეესაბამება მასში განსაზღვრულ მოთხოვნებს, სარეალიზაციოდ დაიშვება სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 2024 წლის პირველ იანვრამდე. მგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით უკვე შემუშავებულია დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტები: სპირტიანი სასმელების შესახებ, ბიოწარმოების შესახებ, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, თხილის შესახებ, თაფლის შესახებ, ხორბლის ფქვილის შესახებ, ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში .

მთავრობის ადმინისტრაცია: სრული დეზინფორმაცია და აბსურდია, თითქოს პოზნერი და მისი თანმხლები პირები საშვებით სარგებლობდნენ

მთავრობის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ვლადიმერ პოზნერსა და მის თანმხლებ პირებს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისთვის საჭირო საშვები ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. „შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. შესაბამისად, სრული დეზინფორმაცია და აბსურდია იმის მტკიცება, თითქოს ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისთვის საჭირო საშვებით სარგებლობდნენ“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს. რუსეთში დაბრუნებულმა ვლადიმერ პოზნერმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ის და მისი სტუმრები საქართველოში, პანდემიის რეგულაციების დარღვევის ბრალდებით არ დაუჯარიმებიათ. უწყების ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა,“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობილი რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად 32 სტუმართან ერთად, კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პოზნერის ჩამოსვლის გამო სასტუმროსთან, სადაც ის დაბინავდა საპროტესტო აქცია მოაწყეს და სასტუმროს ელექტრო ენერგია გაუთიშეს. აქციის მონაწილეები რუსი სტუმრების მხრიდან კომენდანტის საათის წესების დარღვევასაც აპროტესტებდნენ. შსს-ს თანახმად, „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლოებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია“. დაჯარიმებულთა შორისაა პოზნერიც. რუსმა ჟურნალისტმა რომელიც საქართველოში დარჩენას რამდენიმე დღით გეგმავდა თბილისი დღეს დილით, სტუმრებთან ერთად დატოვა.

დიმიტრი პესკოვი: რუსებმა ცხადად უნდა გაიგონ, რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის უსაფრთხო არ არის

"რუსებმა ცხადად უნდა გაიგონ, რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის უსაფრთხო არ არის", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ის რუსი ჟურნალისტის,ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. "საქართველოში ჩასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის საშიშია.” - აღნიშნა კრემლის სპიკერმა. პესკოვმა დასძინა, რომ "მოსკოვი მკაცრად გმობს ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ თბილიში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დაგმო ნაციონალისტების ქმედებები. ”ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას”, - თქვა რუსეთის ლიდერის სპიკერმა

5 არქიტექტურულად გამორჩეული ქალაქი ევროპაში, სადაც შეგიძლიათ მატარებლით იმოგზაუროთ

Europetime წარმოგიდგენთ საინტერესო მასალების ციკლს, სადაც ახლოს გაგაცნობთ ევროპის ქვეყნებსა და ქალაქებს. ამჯერად არჩევანი 5 არქიტექტურულად გამორჩეულ ქალაქზე შევაჩერეთ, სადა მოგზაურობა მატარებლის საშუალებით შეგიძლიათ. მოგზაურობისას სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად ნახავთ ევროპის რამდენიმე რკინიგზის სადგურს, რომელთაგანაც ბევრი კულტურული საგანძურია 1. ბარსელონა, ესპანეთი როდესაც მოგზაურობის მოყვარული ადამიანი ბარსელონასა და არქიტექტურაზე დაფიქრდება, აუცილებლად გაახსენდება ორი რამ: მოდერნიზმი და ანტონიო გაუდი. აქ ჩამოთვლილი სხვა ქალაქების უმეტესობის მსგავსად, ბარსელონას ხიბლიც სცილდება საინტერესო არქიტექტურას. სინამდვილეში, ის ალბათ "ევროპის ტოპ 10 რჩეული ქალაქის" სიაშია. ეს არის დინამიური, კრეატიული და არქიტექტურულად დამოუკიდებელი ქალაქი. არ გამოტოვოთ გაუდის გამორჩეული სიზმრების მსგავსი შენობები, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ცნობილი, დაუმთავრებელი „საგრადა ფამილიას ტაძარი“. ბარსელონასკენ მიმავალ გზაზე, რამდენიმე საათით შეჩერდით ქალაქ ჟირონასთან რამდენიმე საათით, რათა დატკბეთ ძველი ქალაქის არქიტექტურით. 2. ვიჩენცა, იტალია რომს აქვს არქიტექტურული სტილი, რომლებიც ათასწლეულებს მოიცავს, მაგრამ, თუ გეზი ევროპისკენ აიღეთ და მოგწონთ პატარა ქალაქების ხიბლი, აუცილებლად მოინახულეთ ვიჩენცა. ვიჩენცას ხშირად უწოდებენ "პალადიოს ქალაქს" ერთი კაცის მნიშვნელოვანი მიღწევის გამო. ანდრეა პალადიო იყო რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორი. ის, ალბათ, ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება დასავლურ არქიტექტურაში. მის მიერ აშენებული ულამაზესმა სამოქალაქო შენობებისა და ვილების წყალობით ვიჩენცა საუკუნეების მანძილზე იკავებს ღირსეულ ადგილს არქიტექტურულ რუკაზე. 3. პრაღა, ჩეხეთი მართალია, მოგზაურებს ყოველთვის ხიბლავთ ჩეხეთის პატარა ქალაქების არქიტექტურა, მაგრამ პრაღა ყოველთვის გამორჩეულია. ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს ქალაქს და ის კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ მეორე მსოფლიო ომს შედარებით ნაკლები ზიანით გადაურჩა, ვიდრე ახლომდებარე ქალაქები. აქ მდებარეობს მრავალფეროვანი კარგად შემონახული ნაგებობები. ძველ ქალაქში გასეირნებას ხვდებით, რომ რვა საუკუნის ისტორიასთან გაქვთ შეხება. 4. სტრასბურგი, საფრანგეთი აღმოსავლეთ საფრანგეთში და გერმანიის მახლობლად ულამაზესი ქალაქი სტრასბურგი მდებარეობს. ქალაქის ისტორია ძველია, მაგრამ უკეთ შეიძლება გავიგოთ მისი შენობების შესწავლით. სტრასბურგში მდებარეობს წმინდა სტეფანეს ეკლესიის საძვალე, რომელიც V საუკუნის რომაული ბაზილიკის ნაშთებს ინახავს. სტრასბურგის ისტორიული ცენტრი, გრანდ ილე, არქიტექტურული საგანძურის დიდ ნაწილს ინახავს. გრანდ ილე პირველი ქალაქის ცენტრი იყო, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. ძნელია გამოგრჩეთ სტრასბურგის ბრწყინვალე ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ევროპაში მაღალი გოთური სტილისა. მხოლოდ ერთი წუთით აარიდეთ თვალი ტაძარს და გაისეირნეთ შუა საუკუნეების მერქნით აშენებულ სახლებში, რომლებიც გრან-ილის პატარა საფრანგეთის მიდამოებში მდებარეობს. სტრასბურგის სარკინიგზო ხაზი მატარებლების მთავარი დამაკავშირებელია გერმანიასა და პარიზს შორის. 5. ტოლედო, ესპანეთი ტოლედო შესანიშნავად შემონახული შუა საუკუნეების ქალაქია. არქიტექტურული ნამუშევრები ძირითადად მე -13 და მე -14 საუკუნეებით თარიღდება. ქალაქში თავის დროზე ერთგვარი მექა იყო მხატვრებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლების. ელ გრეკომ თავისი შესანიშნავი ნამუშევრების დიდი ნაწილი სწორედ ტოლედოში ცხოვრებისას შექმნა მისი შედევრები ავსებს უზარმაზარი საკათედრო ტაძრის საიდუმლოებას. ალკასარის ციხე ესპანეთის ძალების კიდევ ერთი გამორჩეული ნაშთია. აუცილებლად გაატარეთ თუნდაც ერთი ღამე ტოლედოში და ბოლომდე აღიქვით მისი უნიკალური გარემო.

მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიცია დანიელსონის შეთავაზებულ დოკუმენტს დათანხდება, მზად ვართ მოლაპარაკების გასაგრძელებლად

თუ ოპოზიცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ დადებულ პირობებზე დასთანხმდება, მათთან საუბარს, ნებისმიერ რეჟიმში განვაახლებთ, - აამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. დღს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო მმართველ გუნდს არ აქვს. „პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ ვიღაცის ახირებებზე მსჯელობისთვის და მსჯელობაში. ჩვენ საქმიან რაკურსსა და საქმეზე უნდა გადავიტანოთ ჩვენი დღის წესრიგი. იმ შემთხვევაში თუ რადიკალური ოპოზიცია მზად იქნება იმ მოლაპარაკებების განახლებისთვის, სადაც არა ჩვენ, არამედ ჩვენმა ევროპელმა პარტიორებმა კონკრეტული პირობები მოლაპარაკების მაგიდაზე დადეს, რასაც პრინციპულად ვეთანხმებოდით და მზად ვიყავით ხელი მოგვეწერა მცირე შენიშვნის თანხლებით, თუ ამაზე განაახლებენ საუბარს და წამოვლენ, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამ მოლაპრაკებებში ხელახლა ჩავერთოთ. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში და არა მათი მოგონილი კრიზისი. მოლაპარაკების შეწყვეტაზე არაა აქ საუბარი. თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ დადებულ პირობებზე იქნებიან თანახმა, ჩვენ განვაახლებთ მათთან საუბარს, ნებისმიერ რეჟიმში“, - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უფლებას იტოვებენ, აღარ დაკარგონ დრო ახირებებზე, არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე, არამედ ორიენტირებული იყვნენ ხალხისა და ქვეყნის პრობლემებზე.

პოლონეთი და ლიეტუვა შეეცდებიან, 2025 და 2027 წლებში  საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ  ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი მიიღონ

პოლონეთი და ლიეტუვა ძალისხმევას მიმართავენ, 2025 და 2027 წლებში ევროკავშირის საბჭოში მათი თავმჯდომარეობის დროს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი . ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი, რომელიც 2021 წლის 26 მარტს პოლონეთის სეიმისა და სენატის და ლიეტუვას სეიმის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური კრების შემდეგ გაკეთდა. ასამბლეის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი და ლიეტუვა შეეცდებიან, 2025 და 2027 წლებში ევროკავშირის საბჭოში მათი თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირთან ასოცირებულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი და ევროკავშირში წევრობის შესახებ დაიწყონ მოლაპარაკებები. აღნიშნულია ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „განცხადების მიხედვით, პოლონეთი და ლიეტუვა ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმატებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ევროპული რუსეთის მშენებლობაში, ნაცვლად, აგრესიული, მტრული, საერთაშორისო ვალდებულებების დამრღვევი და მუდმივად გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამომწვევი რუსეთის ფედერაციის. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი და ლიეტუვა მკაცრად გმობენ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც ასამბლეის წევრების აზრით, არ შეესაბამება ევროპის საბჭოს და ეუთოს წევრების ვალდებულებებს, როგორიცაა ძირითადი თავისუფლებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა, რომლებიც მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, ჰელსინკში ხელმოწერილ დასკვნით აქტსა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა მოუწოდებს პოლონეთისა და ლიეტუვას დელეგაციებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ითანამშრომლონ და მიიღონ საჭირო ზომები რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ნორმების, პრინციპებისა და ვალდებულებების დარღვევის შეფასებისა და დაგმობის მიზნით“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე თამარ ტყეშელაშვილის დანიშვნის შესახებ. მათივე თქმით, დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

კაცს, რომელმაც შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში - განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შ.გ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მიაკითხა ს.შ.-ს სახლში, გაიყვანა ეზოში და შერიგება მოსთხოვა. ს.შ.-სგან უარის მიღების შემდეგ, შ.გ.-მ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ. ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სათანადო სამედიცინო ჩარევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა შ.გ. იმავე დღეს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.გ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში - განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით) და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. შ.გ. დანიშნულ სასჯელს შეურაცხადობის გამო, სასამართლოს მიერ დაწესებული იძულებითი მკურნალობის შემდგომ მოიხდის", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე: თუ შევთანხმდებით, რომ არ გვინდა არც ერთი რუსი ტურისტი, ეს უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება

"საზოგადოება თუ შევთანხმდებით, რომ არ გვინდა არც ერთი რუსი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაშინ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო გადაწყვეტილება და კი ბატონო, ამ გადაწყვეტილების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება, უნდა ჩამოყალიბდეს, რა პოზიცია გვაქვს როგორც რუსი ტურისტების, ასევე ზოგადად რუსეთის მიმართ. "იმაზე თუ შევთანხმდებით, რომ ჩვენთვის საჭიროა რუსი ტურისტები ჩამოვიდნენ, მაშინ ცალკეული ადამიანების გამოყოფა არ შეიძლება და ერთადერთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს ის, ამ ადამიანს დარღვეული აქვს თუ არა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი. ეს არის მთავარი გადასაწყვეტი საკითხი. როცა შევთანხმდებით, კითხვები მოიხსნება. ასეთი შემთხვევები შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. მოგეხსენებათ, საქართველოში პანდემიამდე მილიონამდე რუსი ტურისტი ჩამოდიოდა და ყველას იმის კითხვას ვერ დავუწყებთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით რა პოზიციაზე არიან. საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ მთავარ პირობაზე, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შგახსენებთ, რომ 31 მარტს, ცნობილი რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად 32 სტუმართან ერთად, კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პოზნერის ჩამოსვლის გამო სასტუმროსთან, სადაც ის დაბინავდა საპროტესტო აქცია მოაწყეს და სასტუმროს კვერცხები დაშინეს და ელექტრო ენერგია გაუთიშეს. აქციის მონაწილეები აფხაზეთის შესხებ პოზნერის განცხადებას და რუსი სტუმრების მხრიდან კომენდანტის საათის წესების დარღვევას აპროტესტებდნენ. შსს-ს თანახმად, „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლოებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია“. დაჯარიმებულთა შორისაა პოზნერიც. რუსმა ჟურნალისტმა რომელიც საქართველოში დარჩენას რამდენიმე დღით გეგმავდა თბილისი დღეს დილით, სტუმრებთან ერთად დატოვა.

გერმანიის პრეზიდენტმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა

გერმანიის პრეზიდენტმა, 65 წლის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. „გერმანიაში დამტკიცებულ ვაქცი ნებს ვენდობი. ვაქცინაცია გადამწყვეტი ნაბიჯია პანდემიის კრიზისიდან გამოსასვლელად. ისარგებლეთ ამ შესაძლებლობებით. შემოუერთდით!“ - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

დღეს, 18:00 საათიდან Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წელს გადაცილებულები შეძლებენ

დღეს, 18:00 საათიდან Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წელს გადაცილებულები შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების Pfizer-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი: თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი; კავკასიის მედიცინის ცენტრი; თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა; ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო; ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! COVID-19-ის ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა! ვაქცინაცია ნებაყოფლობითია!“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ზახაშვილი: მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანების დროული ვაქცინაცია უნდა მოხდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები ითვლებიან იმ კატეგორიებად, რომლებსაც კოვიდის მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი აქვთ და მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანების დროული ვაქცინაცია უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვა სრულფასოვნად მოხდება. „ვაქცინაცია წარმოებს უსაფრთხო გარემოში, შესაბამისად, შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვა მოხდება სრულფასოვნად. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დროულად უნდა ჩაიტარონ“, – განაცხადა ზახაშვილმა.

ეუთოს თავმჯდომარე: ვწუხვართ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა არებული ჩიხის დასრულებისთვის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

"ვწუხვართ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა არებული ჩიხის დასრულებისთვის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს", - ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდე Twitter-ში წერს. "ვწუხვართ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა არებული ჩიხის დასრულებისთვის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჩვენ მოუწოდებთ მათ იმოქმედონ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიხედვით. საჭიროა გამოსავლის მიღწევა საქართველოს დემოკრატიის, განვითარებისა და ევროინტეგრაციის გასაძლიერებლად," - ნათქვამია ეუთო-ს თავმჯდომარის განცხადებაში.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ორი ჩინური ვაქცინა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა Sinovac-ი შემოვა. . მისი თქმით, ჩინეთს სულ 5 ვაქცინა აქვს, ხოლო მათგან 2 საერთაშორისო გამოყენებაშია. „ჩვენთან შემოდის 100 ათასი დოზა Sinopharm-ი, რომელიც ქვეყანამ იყიდა და 100 ათასი დოზა Sinovac-ი რომელსაც საჩუქრად მივიღებთ. ამ ვაქცინებით აცრილია 80 მლნ ადამიანზე მეტი და ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიაში, ჩინეთში და ა.შ. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, რომელსაც თავის მხრივ ჯანმოც აღიარებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ორივე ვაქცინა უკვე ელოდება ავტორიზაციას ჯანმოსგან და არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ Sinopharm-ი აღიარებას აპრილში მიიღებს.

ამირან გამყრელიძე: კომენდანტის საათის გადაწევას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვაზე დროის გადაწევის საკითხს ამ ეტაპისთვის ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს, ვინაიდან ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაა. „კომენდანტის საათის გადაწევას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს, რადგან ეპიდვითარებას გაუარესების ტენდენცია აქვს. კომენდანტის საათის შემთხვევაში მთავარი მიზანია მობილობის შემცირება, რაც არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების შენელების. ვსაუბრობდით, რომ ჩვენ მარტის შუა რიცხვებში არსებულ ეპიდსიტუაციას თუ შევინარჩუნებდით, მაშინ საათის გადაწევა განიხილებოდა. მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო ჩინურ ვაქცინას კვირის ბოლოს მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ჩინურ ვაქცინას კვირის ბოლოს მიიღებს. მისივე თქმით, საქართველოში Sinopharm-ი და Sinovac-ის ვაქცინა შემოვა. გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული ვაქცინები აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის იმის მიერ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრ მარეგულირებლად განიხილავს. „რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, დაგიანონსებთ, რომ შაბათს, ამ კვირის ბოლოს უნდა შემოვიდეს საქართველოში, ასე არის წინასწარი ინფორმაცია. ჩინეთს დღეს წარმოებაში აქვს ხუთი ვაქცინა, აქედან ორი არის უკვე საერთაშორისო გამოყენებაში, გარდა ჩინეთისა, მას იყენებენ სხვა ქვეყნები ძალიან ფართო მასშტაბით. ჩვენთან შემოდის Sinopharm-ი, რომელიც იყიდა ქვეყანამ და Sinovac-ი, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100-100 ათასი დოზა. ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია დაახლოებით 80 მილიონ ადამიანზე მეტი, ფართედ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიასა თუ ჩილეში და ა.შ. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთია უნგრეთის, როგორც ევროკავშირის ერთ ერთი წევრის მარეგულირებელი. ამ ორივე ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, როგორც ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, ადრეულ აპრილში უნდა მიეცეს მას ავტორიზაცია. აქედან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებებიც საქართველოში. როგორც გითხარით, დიახ, შემოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბრიტანული შტამით ინფიცირებულების რაოდენობა 72-მდე გაიზარდა

საქართველოში ბრიტანული შტამით ინფიცირებულების რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაავადებულთა შორის იყო კლასტერებიც, მათ შორის ერთ-ერთი საკმაოდ დიდი - 19 ადამიანიანი კლასტერი. იმნაძის ინფორმაციით, ამჟამად კიდევ იკვლევენ საეჭვო შემთხვევებს, თუმცა ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა კვლევის დასრულებას დრო სჭირდება. "ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ფართო ცირკულაციას არ მიუღწევია ბრიტანულ შტამს ქვეყანაში, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა, ჩვენც ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დაცვა არის, ისევ და ისევ პირბადე და დისტანცია," - განმარტავს პაატა იმნაძე. პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამები, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა.

ევროვიზია 2021-ს 3 500 მაყურებელი დაესწრება

ევროვიზია 2021-ს, რომელიც როტერდამში გაიმართება, 3 500 მაყურებელი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაყურებლებს დარბაზში შესვლამდე კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევთ. ევროვიზიის ორგანიზატორები გადაწყვეტილებას მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ დასწრების მსურველებისთვის დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ. „მაყურებელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება და შემსრულებლები და დელეგაციები მკაცრ პროტოკოლს დაიცავენ“, - აცხადებენ ორგანიზატორები. ცნობისთვის, ევროვიზია 2021 18-22 მაისს გაიმართება.