ძებნის რეზულტატი:
ჰედერ კონლი ჩაშლილ მოლაპარაკებებზე: რეგიონი ძალიან არასტაბილურია ასეთი ქმედებებისთვის
,,სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტის ჰედერ კონლის განცხადებით, ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ არ მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას. რეგიონი ძალიან არასტაბილურია ასეთი ქმედებებისთვის. როგორც მან ,,ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტაციის პროცესში აშშ-ის ელჩის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. მისივე თქმით, ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს საქართველოში და რომ ,,ჩვენ [დასავლეთი], ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ". ,,ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს ეწვია და დაიწყო ეს პროცესი. კრისტიან დანიელსონი, არაჩვეულებრივი დიპლომატია, რომელსაც ესმის და სურს, რომ შექმნას სიტუაცია, სადაც ორივე მხარე საკუთარ პოლიტიკურ საჭიროებებზე წინ ქვეყანას დააყენებს. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ამერიკის ელჩი. ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს [საქართველოში]- რომ ჩვენ [დასავლეთი], ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ. ასე რომ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ სიგნალებს რუსეთისგან. ამერიკისა და ევროპის სარდლობა სრულ მზადყოფნაშია. ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა შეხვედრები ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობების წარმომადგენლებთან. ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ არ მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას. რეგიონი ძალიან არასტაბილურია ასეთი ქმედებებისთვის. კიდევ ერთხელ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შანსი", - განაცხადა კონლიმ. მისივე თქმით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე უნდა წავიდნენ და ,,მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ თავიანთი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და არა პოლიტიკური ვაჭრობა". ,,ვფიქრობ ეს [მოლაპარაკებების] სივრცე, ნამდვილად შემცირდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა არ მიიღეს ბატონი დანიელსონის მიერ ძალიან ფრთხილად წარმოდგენილი შეთავაზება, რომელიც ეხებოდა იმ საკითხებს, რაც ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, სწორედ ვადამდელი არჩევნები იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესია დაიკავონ ადგილები პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ რეფორმებისთვის. ვფიქრობ, ეს უფრო ნაყოფიერი გზა იქნება საქართველოს შეცვლისა და რეფორმირებისთვის. მეორეს მხრივ, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ძლიერ რეფორმებს და ნება მისცეს საარჩევნო პროცესს, რომ გაგრძელდეს. ორივე მხარე უნდა წავიდეს ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე. მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ თავიანთი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და არა პოლიტიკური ვაჭრობა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი ჰგონიათ მათ ეს ვაჭრობა. ეს ყველაფერი რთული გასაკეთებელია. მედიატორები და ტრანსატლანტიკური საზოგადოება მზადაა საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ნაბიჯები საქართველომაც უნდა გადადგას", - განაცხადა ,,სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა.
Reuters-ი: იტალიელმა კაპიტანმა რუსეთს საიდუმლო მასალები გადასცა
Reuters-ის ინფორმაციით, იტალიის პოლიციამ იპოვა საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მასალები, რომელიც იტალიის საზღვაო ძალების კაპიტანმა რუსეთის სამხედრო ატაშეს 5 000 ევრო ($5,900) სანაცვლოდ გადასცა. პოლიციამ ამოიღო ელექტრონული მეხსიერების ბარათი, რომელზეც 181 ფოტოა. მათ შორის 47 NATO-ს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს. აღსანიშნავია, რომ 54 წლის უოტერ ბიოტი სამშაბათს რომის ავტოპარკში დააკავეს. დაკავებული კაპიტნის ადვოკატი რობერტო დე ვიტა იტალიურ მედიასთან ინტერვიუებში ამბობს, რომ მისი კლიენტი რუსეთისთვის ინფორმაციის მიყიდვას აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს არ იყო საიდუმლო მასალა.
საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმება 5 000 ადამიანს შეეძლება
გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმება 5 000 ადამიანს შეეძლება. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაკანსიების რაოდენობა დასაქმების მსურველთა დიდი ინტერესის გამო გაიზარდა. როგორც საიტზეა აღნიშნული, პირველ სეზონურ მუშაკებს საქართველოდან მიმდინარე წლის მაისში ელოდებიან. ,,ქართული მხარის დიდი ინტერესის გამო შეიცვალა კვოტა. 2021 წლის სეზონისთვის 5 000 პირი საქართველოდან შეძლებს ჩამოვიდეს. პირველი ნაკადის ჩამოსვლა მოსალოდნელია 2021 წლის მაისში", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 თებერვალს დაიწყო, პორტალის ამოქმედებიდან 24 საათში 35 121 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 1 კვირაში - 86 395. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.
55 წელს ზემოთ პირებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს 18:00 საათიდან შეეძლებათ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციისთვის რეგისტრირება 55 წელს გადაცილებულ პირებს დღეს, 18:00 საათიდან შეეძლებათ. როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ადამიანების აცრა 5 აპრილიდან დაიწყება. „სულ 8 909 ვაქცინაა ჩატარებული. აქედან 6 893 Astrazeneca-ს, 2016 პირი კი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. დღეს 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან“, - განაცხადა გაბუნიამ. - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ექსპერტი: აშშ-ს ახლი პოლიტიკის შედეგად რუსეთს რეალურად მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, საკუთარ ქმედებებზე
„რუსეთის ხელისუფლებას რეალურად მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში“, - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთბების საკითხებში, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. ფხალაძის შეფასებით, ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს, რომელიც შეიძლება შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედოს, თუ კოორდინაციაში იქნება ევროკავშირთან და NATO-ს წევრ ქვეყნებთან. „მერწმუნეთ, რომ ყოველივე ამის ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. . დავიწყოთ იმით, რომ ჯო ბაიდენის განაცხადი ამერიკის დაბრუნების შესახებ, უკვე გამოიხატება აქტიურ ქმედებებში. აქტიურ ქმედებებში პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკა აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ შორის NATO-ში. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის თანამედროვე რუსეთი და სად შეიძლება მიგვიყვანოს რუსეთის ამბიციებმა. ამიტომ, მათ ნამდვილად არ აქვთ ილუზია გადატვირთვის და მსგავსი პოლიტიკის მიმართ და პირიქით, ისინი გადავლენ სწორედ რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე“, - აცხადებს ექსპერტი. მისივე თქმით, ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს. „მართალია, NATO სამხედრო ორგანიზაციაა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისე თითქოს, სამხედრო ბერკეტი ალიანსის, ერთადერთი რესურსია რუსეთის შესაკავებლად. სამხედრო თემატიკა არის ის, რამაც უნდა შექმნას ძალიან ძლიერი თავდაცვის სისტემა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ამასთან ერთად სხვა, საკმაოდ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არსებობს. ეს არის პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური. ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითია ჩრდილოეთის ნაკადი 2 (NordStrim2) და ამ გაზსადენის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება. რუსეთის ფედერაციისთვის ასეთი ტიპის დარტყმები, მართლაც ძალიან მძიმეა. გაფართოვდა სანქციებიც, როგორც საწარმოების მიმართ, ასევე გაიზარდა სანქცირებულ პირთა სიაც, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. მათ მართლაც მოუწევთ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში“, - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ფხალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ჭრილში, ბოლო დღეებში, აშშ-ს, NATO-ს და ევროკავშირის პირველმა პირებმა არაერთხელ ახსენეს საქართველო. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. თუმცა მისი თქმით, მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებენ ალიანსის წევრის სტატუსს საქართველო და უკრაინა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი. „აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო
ხვალ საქართველო ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზას მიიღებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ, 3 აპრილს საქართველო ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზას მიიღებს. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში Sinopharm-ს იყენებს უნგრეთი და ვაქცინა აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ. „ხვალ საქართველო მიიღებს ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზას. ევროპის ქვეყნებში Sinopharm-ს იყენებს უნგრეთი და აღიარებული უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობა არის +2, +8 გრადუსი. ეს არის ის ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არის ჩვეულებრივი რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, იგივეა, რაც astrazeneca-სთვის“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია პირველ რიგში და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე Moderna-ს ბევრი ქვეყანა იყენებს და არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. გუშინ განახლდა ჯანმო-ს ავტორიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვები არის მითითებული Sinopharm, Sinovac და Moderna. ეს სამი დაწინაურებული ვაქცინაა, რომელიც დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, თუმცა ავტორიზაცია ჯანმო-ს მათთვის ჯერ არ მიუცია. გლობალურად ბაზარზე ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან რთული. ამდენად, ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში. ამდენად, იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მიიღებს Sinopharm, ამიტომ შევიძინეთ ეს ვაქცინა აპრილის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ვადევნებთ თვალს და ვაგრძელებთ ჯანმო-სთან კომუნიკაციას, რათა ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა Sinopharm-ის მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე ცნობილი გახდეს. ნამდვილად მნიშვნელოვანია ჯანმო-ს ავტორიზაცია, თუმცა სამართლებრივად, უნგრეთის ავტორიზაცია არის ის პირობა, რაც პასუხისმგებლობის გადაზღვევის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კარლ ჰარცელი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: საჭიროა ამ გზავნილების სერიოზულად მიღება
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად მიღებაა საჭირო. ჰარცელის თქით, განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს „ევროპარლამენტის წევრების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ არ შემიძლია, ვისაუბრო ევროპარლამენტის ან ინდივიდუალური წევრების სახელით. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ცხადი გზავნილები გამოდის და საგულისხმოა, რომ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს. უნდა ითქვას, რომ საჭიროა ამ გზავნილების სერიოზულად მიღება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის წინადადებებს არ დაეთანხმნენ და მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა. ამის შესახებ ევროპარლამენტარებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს.
თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ფართომასშტაბიანი ე.წ. ლოკდაუნი არ იგეგმება. მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ თავიდან იქნას აცილებული ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება, რასაც მთავრობა უკვე აკეთებს. ,,ამ ეტაპზე, ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის რთულად გადაიტანს. ამდენად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი, მცირე, წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე, მიმდინარე პროცესში კეთდება,"- აცხადებს მინისტრის მოადგილე.
იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ტესტირება. შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალისაზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულრეგულაციებს. პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სტამბოლში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირში მყოფი 12 ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირში მყოფი 12 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას თურქული მედია Anadoly agency ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სპეცოპერაცია სტამბოლში 12 სხვადასხვა ადგილას ერთდროულად ჩატარდა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა ციფრული და ორგანიზაციული დოკუმენტები აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ინფექციონისტი: პირბადეების მწარმობელი საწარმოს თანამშრომლების დაინფიცირების მიუხედავად, პირბადეებიდან კორონავირუსის გადატანის რისკი ნულის ტოლია
"პირბადეების მწარმობელი საწარმოს თანამშრომლების დაინფიცირების მიუხედავად, პირბადეებიდან კორონავირუსის გადატანის რისკი ნულის ტოლია", - ამის შესახებ Europetime-ს ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განუცხადა. როგორც ინფექციონისტი განმარტავს, ზოგადად ზედაპირიდან ვირუსის გავრცელების საფრთხებზე ადრე უფრო მეტი აჟიოტაჟი იყო. როგორც ბოლო დროს გაირკვა, ზედაპირიდან დაინფიცირების რისკი ნაკლებია, ვიდრე თავიდან ვიცოდით. „იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა წერდნენ რომ 5-7 დღის მერეც დაფიქსირდა. ვირუსის გენეტიკური მასალის ნაგლეჯი შეიძლება სადღაც იყო, თუმცა ადამიანის დაინფიცირების უნარი შერჩენილი აღარ ჰქონდა. რა თქმა უნდა ზედაპირებთან მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, 1-2 დღე რჩება ვირუსი, მაგრამ შემდეგ უკვე სუსტდება და საშიში აღარ არის. დასაწყისში ზედაპირებიდან გავრცელების საფრთხეებზე უფრო მეტი აჟიოტაჟი იყო, ბოლო დროის მონაცემებით, ასე არ აღმოჩნდა. მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ თანამშრომლები საწარმოში პირბადით იქნებოდნენ. გარდა ამისა, წარმოებული პირბადეები მომხმარებლამდე დაუყოვნებლივ არ მიდის. შეფუთვის შემდეგ, გარკვეულ გზას გადის, რასაც დრო სჭირდება და შანსი იმისა, რომ ვინმე აღნიშნულ საწარმოში წარმოებული პირბადით დაინფიცირდეს, ფაქტობრივად ნულის ტოლია.“, - განუცხადა Europetime-ს მაია ბუწაშვილმა. საწარმო "აჭარა ტექსტილი", სადაც პირბადეებსაც აწარმოებდნენ დაიკეტა. მიზეზი COVID-19-ის გავრცელებაა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსი საწარმოს 88 თანამშრომელს დაუდასტურდა.
გიბრალტარში, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 90% აიცრა, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება
გიბრალტარში ზრდასრული მოსახლეობის დიდი ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა და ქვეყანა ნელ-ნელა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკვე გაიხსნა რესტორნები, ბარები და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სამხრეთ ევროპის ერთ პატარა ტერიტორიაზე ცხოვრება უკვე ნორმალიზდება. ზრდასრული მოსახლეობის 90% ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა და მალე მეორე დოზითაც აიცრებიან, თუმცა ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. გარდა ბარებისა და რესტორებისა მოიხსნა 5 საათამდე დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათი, დაწესებულებებში ალკოჰოლის მიღება დასაშვები გახდა. გიბრალტარმა ნორმალიზების პროცესი მარტიდან დაიწყო და მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია გასულ შაბათ-კვირას, როდესაც ექვსი თვის შემდეგ ნიღაბი აღარ იყო საჭირო არაკომერციული ტერიტორიების გარეთ. ნიღაბი დღეს მხოლოდ საჭიროა დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 3% ვაქცინაცია არ სურდა, გიბრალტარის ჯანდაცვის სისტემამ გადაწყვიტა, რომ ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში ეწარმოებინა, რასაც ცალსახად დიდი ბრიტანეთიდან სტაბილურად მიწოდებულმა Pfizer-ის ვაქცინამ შეუწყო ხელი.
რუსეთის სასამართლომ Twitter-ი 3.2 მილიონი რუბლით დააჯარიმა
რუსეთის სასამართლომ Twitter-ი 3.2 მილიონი რუბლით (42,011.29 დოლარი) დააჯარიმა, რადგან კომპანიამ არ წაშალა ის, რაც, ხელისუფლების თქმით, აკრძალული იყო - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გასულ თვეში რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ Twitter-ის სერვისის სიჩქარე შეამცირა. 16 მარტს კი დაიმუქრა, რომ თუ კომპანია საკუთარი პლატფორმიდან აკრძალული შინაარსის პოსტებს, არ წაშლიდა ერთ თვეში მას საერთოდ დაბლოკავდა. ჯერჯერობით Twitter–ს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა კომპანიამ ადრე განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან რუსეთის მოქმედებით, რომელიც თავისუფალ სიტყვაზე ზეგავლენის მოხდენისკენაა მიმართული.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იტალიის მოქალაქეს სანქციები შეცდომით დაუწესა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერთ-ერთი ბოლო სანქცია იტალიის მოქალაქეს, რომელსაც ვერონაში რესტორანი აქვს, სანქციები შეცდომით დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. აღნიშნული შეცდომა მაშინ მოხდა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელური ნავთობით მოვაჭრე პირები შავ სიაში შეჰყავდათ. როგორც თეთრი სახლი განმარტავს, ვენესუელური ნავთობით უკანონოდ ვაჭრობაში მონაწილე პირს და იტალიის მოქალაქეს იდენტური სახელი და გვარი აქვთ. რესტორნის მფლობელმა ალესანდრო ბაზონიმ იანვარში აღმოჩინა, რომ აშშ ხაზინის შავ სიაში იმყოფებოდა. მისივე თქმით ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და დაწესებული სანქციებიც მოუხსნეს.
კარლ ბილდტი: საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან საქმიანი ურთიერთობა ჩვეულებრივ გაგრძელდება
"კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან საქმიანი ურთიერთობა ჩვეულებრივ გაგრძელდება",- ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი Twitter-ში წერს. "პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან საქმიანი ურთიერთობა ჩვეულებრივ გაგრძელდება. ევროპარლამენტი მოითხოვს შედეგების დადგომას ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიმართულებით", - წერს კარლ ბილდტი.
"აფხაზეთი საქართველოა" - სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავენ
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, მოძრაობა "შეცვალეს" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა ოფისთან სიმბოლურად მავთულხლართები მიიტანეს. მათ აგრეთვე მიტანილი აქვთ პლაკატები შემდეგი წარწერით: : „აფხაზეთი საქართველოა“ , „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ცნობისთვის, დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომებია დაგეგმილი.
ირანის ბირთვული შეთანხმების მონაწილეები ვენაში მოლაპარაკებებს გამართავენ
ირანი უარყოფს, რომ ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაქჩიმ განაცხადა, რომ მონაწილეები პირადადად შეხვდებინ ერთმანეთს. შეხვედრა 6 აპრილს, ავსტრიის დედაქალაქში გაიმართება, თუმცა ირანის დელეგაციას არანაირი დონეზე არ ექნება მოლაპარაკებები აშშ-ს დელეგაციასთან. ,,შეერთებული შტატები არ დაესწრება არცერთ შეხვედრას, სადაც ირანი იმყოფება, მათ შორის ერთობლივი კომისიის სხდომას (ბირთვული შეთანხმების შესახებ). ირანის დელეგაციას არანაირი დონეზე არ ექნება მოლაპარაკებები აშშ-ს დელეგაციასთან”, - განაცხადა აბას არაქჩიმ. ცნობისთვის, 6 აპრილს ირანის ბირთვული შეთანხმების მონაწილეები ვენაში მოლაპარაკებებს გამართავენ. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.
განათლების სამინისტრო: 2085 საჯარო სკოლიდან, 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი სრულ დისტანციურ სწავლებაზეა
უკანასკნელი ერთი კვირის მონაცმებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი. "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საყურადღებოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ. ამასთან დაკავშირებით, ეკატერინე დგებუაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ სკოლებში ჯანსაღი გარემო შენარჩუნდეს და სასწავლო პროცესი კვლავ უსაფრთხოდ წარიმართოს. კერძოდ, გარდა იმისა, რომ სამინისტრო სკოლებს ხელს შეუწყობს საჭირო რესურსით აღჭურვაში, შემთხვევით შერჩევის პრინციპით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, ზოგადი განათლების დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს კვლავ განახორციელებენ. ამავდროულად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ უწყვეტად გაგრძელდება პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა ტესტირება. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სკოლები ზედმიწევნით იცავენ ჯანდაცვის სფეროს მიერ დაწესებულ პროტოკოლს. ამის დასტურია ყოველკვირეული სტატისტიკა, რომელსაც სამინისტრო საზოგადოებისთვის პროაქტიულად აქვეყნებს. სწავლის განახლებიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე ინფექციის გავრცელების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მინიმალურია და არ სცდებოდა 0.1%-ს. თუმცა, მიმდინარე კვირის მონაცემებით, სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც ეკატერინე დგებუაძის თქმით, ძალიან საყურადღებოა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მოუწოდა თითოეულ მოქალაქეს, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სასკოლო სივრცეში შეძლონ. ეკატერინე დგებუაძის თქმით, როგორც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა არაერთხელ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგი – მოსწავლეებმა სწავლა განაგრძონ ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში. უკანასკნელი ერთი კვირის მონაცმებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი. რაც შეეხება რისკჯგუფში მყოფი მასწავლებლების რაოდენობას, მათი რაოდენობა, ბოლო კვირის მონაცემებით, გაიზარდა. კერძოდ, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 91 პედაგოგი იმყოფება. როგორც აქამდე ხდებოდა, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება და სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა 23-ე ბატალიონის ქართველ ჯარისკაცებთან ერთად წინასწარი განლაგების სწავლება ჩაატარეს
"საქართველოს წვრთნის ჯგუფის აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა 23-ე ბატალიონის ქართველ ჯარისკაცებთან ერთად წინასწარი განლაგების სწავლება ჩაატარეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს თქმით, დაახლოებით 50 ქართველი ჯარისკაცი გაიწვრთნა. "საქართველოს წვრთნის ჯგუფის აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა 23-ე ბატალიონის ქართველ ჯარისკაცებთან ერთად წინასწარი განლაგების სწავლება ჩაატარეს. სწავლება შეეხო M2 .50 კალიბრის ტყვიამფრქვევის უსაფრთხო და ეფექტიან გამოყენებას. დაახლოებით ორმოცდაათი ქართველი ჯარისკაცი გაიწვრთნა შეიარაღების სისტემით, რომლითაც ისინი აღიჭურვებიან ავღანეთში NATO-ს გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის შესრულებისას. ამ ღონისძიებამ კვლავ ერთხელ აჩვენა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო კავშირი", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
EURONEWS: გადაიზრდება თუ არა უკრაინა-რუსეთის საზღვართან დაძაბულობა ახალ კონფლიქტში?
უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ბოლო დღეებში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ. პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსულ ოპერაციებს 4 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა აღმოსავლეთ ნაწილში და დაიჭრა ორი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა ,,შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია" და ,,დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაადასტუროს თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ". ამასთან, რუსეთმა უპასუხა, რომ თავისუფლად შეუძლია შეიარაღებული ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც თავად აირჩევს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ "სამხედრო მაღალჩინოსნებს ესმით, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის გაჩაღებას, საზიანო იქნება" . რამდენად სავარაუდოა რუსეთის შეტევა და სად უნდა იყოს აქცენტირებული? პიტერ დიკინსონმა, უკრაინისი ატლანტიკური საბჭოს კვლევითი ცენტრის რედაქტორმა, Euronews- ს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ არის გამორიცხული. ,,2014 წელს არავის სჯეროდა, რომ უკრაინაში შეიძლება შეჭრილიყო. ვერაფერს გამორიცხავთ. რუსეთი და უკრაინა საერთოდ ვერ პოულობენ რაიმე სახის საერთო ენას. სამშვიდობო პროცესი თითქმის სრულ ჩიხშია", - განაცხადა დიკინსონმა. მისივე თქმით, ზელენსკის პრეზიდენტად არჩევისას მოსკოვში გაჩნდა მოლოდინები, რომ პოზიციები შერბილდებოდა, მაგრამ ,,ქვეყანა საკმაოდ მკაცრი დარჩა საკუთარ პოზიციებში". დიკსონი მიიჩნევს, რომ თუ შეჭრა ნამდვილად მოხდება, ,,ყველაზე ლოგიკური საფრთხე იქნებოდა უკრაინის სამხრეთით”. კერძოდ, ,,ე.წ. სახმელეთო ხიდს შორის ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიასა და ყირიმს შორის, შესაძლოა ამ ორი ანკლავის დაკავშირება უკრაინის შიგნით და უფრო კონტროლირებადი ტერიტორიის მასის შექმნა”.