ძებნის რეზულტატი:

6 აპრილს, თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

6 აპრილს, თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. "სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. დიდუბის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და გაგარინის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ასათიანის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ცხრა აპრილის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, თაბუკაშვილის, გუდიაშვილის და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის, ჯორჯაძის, ცხრა აპრილის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, გმირ კურსანტთა, ქერჩის, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, ჟვანიას, კეკელიძის და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, კეკელიძის, ჟვანიას, შატბერაშვილის და საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის და ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონი ისნის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) მიკრორაიონის", - ნათვქამია "თელასის" განცხადებში.

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო იყო აბსოლუტური ლიდერი, სამაგალითო ქვეყანა წლების განმავლობაში და იმ ადგილს ისევ უნდა დაუბრუნდეს

"საქართველო იყო აბსოლუტური ლიდერი, სამაგალითო ქვეყანა წლების განმავლობაში და იმ ადგილს ისევ უნდა დაუბრუნდეს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. [ "ფორმულას" სინქრონული თარგმანი] "ჩვენ ყველა ვართ საქართველოს მეგობრები. ვაკვირდებით მრავალი წელია ძალიან სამწუხარო დებატებს და განსაკუთრებით უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში 31 ოქტომბრის შემდეგძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ იმაში თუ როგორ მივსულიყავით კომპრომისამდე, პრობლემის გადაწყვეტამდე. ჩვენ ვსაუბრობთ შარლ მიშელზე, რომელიც არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ძალიან დიდი კაპიტალი ჩაიდო საქართველოში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ საქართველო ევროკავშირისთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი. ამის შემდეგ უმაღლესი დონის დიპლომატი გამოვაგზავნეთ საქართველოში, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, ბატონი კრისტიან დანიელსონი, რომ მას გაეწია მედიაცია, შუამავლობა დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის და ყველაფერი მისულიყო შეთანხმებამდე. ახლა კი ვხედავთ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, დახარჯული დროისა, სიტუაცია არ წასულა წინ, ხელი არ მოუწერიათ და ჩვენ ვთქვით, კარგი. კმარა. ესენი არ არიან ცალკეული ევროპარლამენტარები, ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, ჩვენ ვართ თანაპასუხისმგებლები ჩვენს პოლიტიკურ ფრაქციებში, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე. ჩვენ ვდარდობთ, ვღელავთ, საქარათველოს მომავალზე - როგორ უნდა განვითარდეს. ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი. ჩვენ ვსაუბრობთ მაკროეკონომიკურ ფინანსურ დახმარებაზე. ამის შესაძლო შეჩერებაზე, შემცირებაზე. აქ არის საუბარი ევროკავშირზე, აქ არის საუბარი საქართველოზე, მის მომავალზე. საქართველო იყო აბსოლუტური ლიდერი, იყო სამაგალითო ქვეყანა წლების განმავლობაში და იმ ადგილს ისევ უნდა დაუბრუნდეს, ეს არის ევროპისა და ამერიკის ამოცანა", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მეგან მაკკეინი: თუ ბაიდენი პუტინს მკვლელს უწოდებს და არაფერს მოიმოქმედებს, მას ნავალნის მოკვლის საშუალებას მისცემს

ჯონ მაკკეინის ქალიშვილი მეგან მაკკეინი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და ამბობს, რომ თეთრი სახლის ახალ ლიდერი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დასახმარებლად არაფერს აკეთებს. The Hill-ის ინფორმაციით, მეგან მაკკეინმა ასევე განაცხადა, რომ თუკი პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს მკვლელს უწოდებს და არაფერს მოიქმოდებს, ამით მას ნავალნის მოკვლის საშუალებას მისცემს. ,,თუ პრეზიდენტი პუტინს უბრალოდ მკვლელს უწოდებს, მაგრამ შემდეგ არ მოქმედებს და მას ნავალნის მოკვლის საშუალებას აძლევს, ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩალის კაცის უაზრო რიტორიკა“, - განაცხადა სენატორის ქალიშვილმა. ცნობისთვის, 31 მარტს პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ არ გვინდა აქედან წასვლა, საქართველოს მთავრობა სცილდება ამ ყველაფერს

"ჩვენ არ გვინდა აქედან წასვლა, საქართველოს მთავრობა სცილდება ამ ყველაფერს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. [ "ფორმულას" სინქრონული თარგმანი] "ევროკავშირს არა აქვს ინტერესი დატოვოს კავკასია. პირიქით, ჩვენ გვინდა, უფრო ძლიერად ვიყოთ წარმოდგენილი, მაგრამ შესაბამისი პარტნიორებიც გვჭირდება. ჩვენ არ გვინდა აქედან წასვლა, საქართველოს მთავრობა სცილდება ამ ყველაფერს. ჩვენ გვინდა საქართველო კიდევ უფრო დავუახლოვოთ ევროკავშირს, ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ, პირველ რიგში, გვესაჭიროება შეთანხმება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

თეა ახვლედიანი: ვითხოვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას

"უკანონო დაკავებების საკითხი არის ნამდვილად რთული და ჩვენ განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უკანონო პატიმრების დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა. „საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის და მისი უმძიმესი შედეგების გამო, სახეზეა დღეს ძალიან უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები. იცით, რომ დღეისათვის უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით, ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისი ინსტრუმენტის გამოყენებით. მათ შორის ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი როგორც მარტის ბოლოს გამართული ინციდენტებისა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში. ამ უკანონო დაკავებების საკითხი არის ნამდვილად რთული და ჩვენ განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უკანონო პატიმრების დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას,"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მამუკა მდინარაძე: შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ლიდერები გავალთ რეგიონებში

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერები, შემდეგი კვირიდან, რეგიონებში გავლენ და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. მან ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "უმრავლესობის სხდომა შეეხებოდა მიმდინარე ვითარებას, არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, რეგიონებზე და რეგიონების ჭრილში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან, მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის შეიძლება დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კი თვითმმართველობის არჩენვებისთვის, მაგრამ სხვა საკითხები იქნება ასევე პრიორიტეტული, რეგიონული გამოწვევები და ჩვენ გვექნება თითქმის ყველა რეგიონებში მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეხვედრები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარეებმა დონბასში ვითარების ესკალაციის საკითხი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ბაიდენის სატელეფონო ზარამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა აგრეთვე სატელეფონო საუბარი გამართეს.

მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე: როდესაც პირობით დათქმებს უწოდებ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება

"როდესაც პირობით დათქმებს უწოდებ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება", - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. „ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია და ჩვენი ოპონენტები იმგვარად სვამენ საკითხს, თითქოს რაღაც სანქციებზეა საუბარი, რაც არის ტყუილი. როდესაც პირობით დათქმებს უწოდებ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება“, - განაცხადა მდინარაძემ. მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარია პირობითობაზე და არა ევროკავშირის მხრიდან რაიმე კონკრეტულზე. „ნამდვილად არ ვცდილობ, რომელიმე მათგანის დაკნინებას. პირიქით, გამოვხატავ მათ მიმართ პატივისცემას. მათ რიცხვს - 5,6-ია თუ 7 მნიშვნელობა არ აქვს. ერთ მათგანსაც კი რომ ასეთი აზრი გააჩნდეს, ეს საყურადღებოა. ეს არის ჩვენთვის მინიშნება, რომ ამ თემებზე მათთან კომუნიკაცია, საუბარი კიდევ უნდა გავაგრძელოთ. დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პირობითობა მათი მხრიდან იყო გახმოვანებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროკომისია ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა მდინარაძემ. „დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები, საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს“ - ევროპარლამენტარების მიმართვა ლიდერებს

ვიოლა ფონ კრამონი: ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ მათი სავარძლები. ბოიკოტი არ არის გამოსავალი

"ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ მათი სავარძლები. ბოიკოტი არ არის გამოსავალი", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. [ "ფორმულას" სინქრონული თარგმანი]. "ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ მათი სავარძლები. მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან. ბოიკოტი არ არის გამოსავალი. მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებზე და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ ჩემს სავარძელს, ფაქტობრივად, ვღალატობ ამომრჩეველს. რატომ მომცა მაშინ ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა?! ჩვენ ვუჭერთ მხარს ოპოზიციას უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში. ეს არის ჩვენი სტრატეგია, მაგრამ ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი. ქუჩიდან მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარის თქმით, მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ მოაწერა დანიელსონის დოკუმენტს ხელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. როგორც მან აღნიშნა, ორივე მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, უნდა წავიდნენ დათმობებზე. "ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეცხადებინა ბოიკოტი და ეუთოს დასკვნის მიმართ მხოლოდ ზედაპირული შეფასებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან - რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა. ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათი ამომრჩევლების მიმართ იქნება კორექტული, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების წევრები შევლენ საქართველოს პარლამენტში და იქ ითანამშრომლებენ. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ობსტრუქცია არ უნდა მოაწყოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა. სხვა ყველაფერი არის უბრალოდ ფუჭი.. ვერ ვხვდები, რატომ არ მოწერა ხელისუფლებამ ხელი შეთანხმებას. მათი არგუმენტი, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა ხელი, ჩემთვის არ არის არგუმენტი. მათი ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი. მათ შეეძლოთ გამოეხატათ კეთილი ნება და ეს იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი, ბევრი ცვლილება და კომპრომისი ავტომატურად შევიდოდა ძალაში. ორივე მხარემ უნდა დათმოს, წაიწიონ წინ. არა ჩემთვის, არა ჩემი პირადი კარიერისთვის, არამედ ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის, უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის, ეს ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა"- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა და აშშ გვერდიგვერდ ვდგავართ, როდესაც საქმე ჩვენი დემოკრატიების შენარჩუნებას ეხება

"უკრაინა აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას სხვადასხვა დონეზე. გვერდიგვერდ ვდგავართ, როდესაც საქმე ჩვენი დემოკრატიების შენარჩუნებას ეხება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ში დაწერა. ის აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმიანება. „მიხარია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარი შედგა. უკრაინა აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას სხვადასხვა დონეზე. გვერდიგვერდ ვდგავართ, როდესაც საქმე ჩვენი დემოკრატიების შენარჩუნებას ეხება. სერიოზულად განწყობილი ვარ უკრაინაში რეფორმები გავატარო, გავზარდო გამჭვირვალობა და მშვიდობას მივაღწიო. ამერიკულ პარტნიორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის“, - წერს ზელენსკი. ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარების განცხადებაზე:  ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავ, რომ ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი. ამის შესახებ მან "ფორმაულას" ეთერში ისაუბრა. "არ არიან ისინი ცალკეული ევროპარლამენტარები, ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, ჩვენ ვართ თანაპასუხისმგებელი ჩვენს პოლიტიკურ ფრაქციებში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე. ჩვენ ვღელავთ საქართველოს მომავალზე, როგორ უნდა წავიდეს ყველაფერი, ეს არაა ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი, ესაა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საქართველოსთან ურთიერთობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე, ამის შესაძლო შეჩერებაზე ან შემცირებაზე", – განაცხადა კრამონმა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპელი მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს მხარეებმა ხელი არ მოაწერეს. "ძალიან დიდი კაპიტალი ჩაიდო საქართველოში, იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ რომ საქართველო ევროკავშირისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია. უმაღლესი დონის დიპლომატი გამოვგზავნეთ საქართველოში, პირადი წარმომადგენელი შარლ მიშელისა რათა მას გაეწია მედიაცია დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის. ახლა ვხედავთ, რომ საათობრივად, ღამის საათებში დახარჯული დროისა, სიტუაცია არ წასულა წინ, ხელი არ მოეწერა არაფერს და ჩვენ ვთქვით, კარგით, კმარა', - გაანცხადა ევროპარლამენტარმა. „დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები, საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს“ - ევროპარლამენტარების მიმართვა ლიდერებს

ამ ეტაპზე გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 ადამიანია დარეგისტრირებული

"ამ ეტაპზე გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული", - ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2 აპრილის მდგომარეობით, გერმანული მხარისგან მოწოდებულია 515 - მდე ვაკანსია. „ვაკანსიები შემოსულია შტუდგარდის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. დაგეგმილია რეგიონების არეალის კიდევ მეტად გაფართოება. 2021 წლის 5 მარტს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის გაზრდაზე 5000 (წლიური კვოტა) ერთეულამდე. პირველი შერჩეული ჯგუფის გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგები დაწყებულია, სადაც თითოეული სამუშაოს მაძიებელი ინტერაქტიულ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დასაქმების პირობებსა და სოციალურ გარანტიების შესახებ; გერმანიაში გამგზავრებისა და ცხოვრების პირობებზე. გამგზავრება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში. გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგი ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის მონაწილეობითა და მხარდაჭერით. შერჩევის პროცესი კვლავაც გრძელდება აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში. მიმდინარეობს შერჩეული კანდიდატების კონტრაქტების გამოგზავნის და საბუთების შეგროვების ეტაპი. კანდიდატთა შერჩევის პროცესი გაგრძელდება ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დაგეგმილი აქვს ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიცვას გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების მსურველების შერჩევის პროცესი“, - აღნიშნულია დასაქმების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრიუს კუბილიუსი: ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ

"ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ში წერს. "ვწუხვარ საქართველოს მომავალზე, სადაც პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. მკაფიო სიგნალი იყო ევროპარლამენტისგან ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, განსაკუთრებით კი "ქართული ოცნებისთვის",რომ დასრულდეს ჩიხი ან ევროკავშირისგან სულ უფრო ნაკლები მიიღონ, რაც მტკივნეულია. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ". - წერს ევროპარლამენტარი.

CDC: სრულად ვაქცინირებულ პირებს აშშ-ში თავისუფლად მოგზაურობა შეუძლიათ

სრულად ვაქცინირებულ ადამაიანებს შეუძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისუფლად იმოგზაურონ, იმ პირობით, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თვითმფირინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში, პირბადით იქნებიან. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) განაცხადა. ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს. ამასთან ერთად, შეზღუდვის შემსუბუქება ვრცელდება საერთაშორისო მგზავრებზეც, თუმცა CDC მათ მოუწოდებთ, აშშ-ში ჩასვლამდე კორონავირუსის ტესტი გაიკეთონ. მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანები შეიძლება დაბალი რისკის ქვეშ იყვნენ, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მაინც მოუწუდებს თავი შეიკავონ მგზავრობისგან. სრულად ვაქცინირებულად ითვლება ადამიანი, რომელმაც გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა და ვაქცინის გაკეთების დღიდან ორი კვირა გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვის მოხსნა ეხებათ მათ, ვინც Pfizer-ის, Moderna-ს ან Johnson & Johnson-ის ვაქცინით აიცრა.

აშშ-ის კაპიტოლიუმთან თავდასხმისას 2 პოლიციელი დაშავდა

ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმთან თავდასხმისას ორი პოლიციელი დაშავდა. კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებით, დამნაშავემ მანქანით სცადა ბარიკადების გარღვევა, რის შედეგადაც დაშავდა ორი პოლიციელი. დამნაშავე უკვე დაპატიმრებულია. ის პოლიციელებთან ერთად საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელს ხელში დანა ეჭირა. ინციდენტის შემდეგ კაპიტოლიუმი მთლიანად ჩაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მწერალი გურამ დოჩანაშვილი "ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

მწერალი გურამ დოჩანაშვილი "ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც Europetime-ს "ნიუ ჰოსპიტალში" განუცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. კლინიკაში თავს იკავებენ ინფორმაციის დაკონკრეტებისგან, ცნობილი მწერლის ჯანმრთელობის გაუარესება, კორონავირუსმა ხომ არ გამოიწვია "უფრო მეტი ინფორმაციის თქმის უფლება არ გვაქვს", - აცხადებენ "ნიუ ჰოსპიტალში". გავრცელებული ინფორმაციით, მწერალი უკვე ერთი თვეა ცუდად არის. ფილტვებზე პრობლემა ჰქონდა, ორი კვირა გულის პრობლემების გამო სხვა კლინიკაში იწვა და მდგომარეობის გაუარესების გამო "ნიუ ჰოსპიტალში" წუხელ ღამით გადაიყვანეს.

ევროპარლამენტარი: კრისტიან დანიელსონის ადგილზე არ დავბრუნდებოდი საქართველოში, სანამ არ მომეცემოდა იმედი

"კრისტიან დანიელსონის ადგილზე არ დავბრუნდებოდი საქართველოში, სანამ არ მომეცემოდა იმედი", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსი "TV პირველის" ეთერში განაცხადა. (TV პირველის სინქრონული თარგმანი) ევროპარლამენტარი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, "დასერიოზულდნენ" და შეთანხმებისთვის მზაობა გამოთქვან. რაც შეეხება ქვეყანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის დაბრუნებას, აუშტრიავიჩიუსი ამბობს, რომ ორი მცდელობა უკვე იყო და შედეგი არ დადგა. "ევროკავშირი უკვე სადაცაა რწმენას დაკარგავს. მე რომ დანიელსონი ვიყო, არ დავბრუნდებოდი საქართველოში, სანამ არ ვნახავდი ორივე მხარისგან დამოწმებულ წერილს მათი შეთანხმების შესახებ, არ დავბრუნდებოდი, სანამ არ მომეცემოდა იმედი. ეს იქნებოდა უბრალოდ, ძალიან ბავშვური საქციელი ჩვენგან", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

აშშ-ის კაპიტოლიუმთან მომხდარი თავდასხმის დროს დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი გარდაიცვალა

აშშ-ის კაპიტოლიუმთან მომხდარი თავდასხმის დროს დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმთან დამნაშავემ მანქანით სცადა ბარიკადების გარღვევა, რის შედეგადაც დაშავდა ორი პოლიციელი. დამნაშავე უკვე დაპატიმრებულია. ის პოლიციელებთან ერთად საავადმყოფოში გადაყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელს ხელში დანა ეჭირა. ინციდენტის შემდეგ კაპიტოლიუმი მთლიანად ჩაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება

"მოვუწოდებთ რუსეთს, აქტიური ნაბიჯები გადადგას დაძაბულობის შესამცირებლად, უკრაინის შიგნით და მის მახლობლად სამხედრო პროვოკაციებისა და უკრაინის დაშინების შეწყვეტით", - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში. ევროპარლამენტი აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციას ეხმაურება. „დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით აღმოსავლეთ უკრაინასა და უკრაინის მახლობლად რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმდინარე გაძლიერებასა და პროვოკაციებს. ვწუხვართ, ადამიანების დაღუპვისა და უკრაინისთვის მიყენებული სხვა ზარალის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად დაიცვან მინსკის შეთანხმების ტექსტი. მოვუწოდებთ რუსეთს, აქტიური ნაბიჯები გადადგას დაძაბულობის შესამცირებლად, უკრაინის შიგნით და მის მახლობლად სამხედრო პროვოკაციებისა და უკრაინის დაშინების შეწყვეტით. ჩვენ ასევე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებასა და დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს, გამოხატონ თავიანთი შეშფოთება და მკაცრი უკმაყოფილება რუსეთის ხელისუფლების ქმედებების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მჭიდრო მონიტორინგს დაძაბულობის დეესკალაციისა და საბოლოოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით“, - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

ევროპარლამენტარი: მმართველ პარტიას ეკისრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია გვერდზე უნდა გადგეს

"ევროპარლამენტი არ დგება არცერთი პარტიის მხარეს და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა ერთად მიიღონ გადაწყვეტილება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა მიხაელ გალერიმ "TV პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, რათა ქვეყანამ წაიწიოს წინ. „ევროპარლამენტი არ დგება არცერთი პარტიის მხარეს და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა ერთად მიიღონ გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობთ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებზე, გადაწყვეტის გზების მოძიებაზე, პოლიტიზებული მართლმსაჯულების თემაზე, ეს არის ის თემები, რომლებზეც კომპრომისზე წასვლა შესაძლებელია ორივე მხრიდან. პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას მმართველმა პარტიამ და მათ ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია გვერდზე უნდა გადგეს და არაფერი მოიმოქმედოს. მმართველი პარტია თუ მოაწერს ხელს დოკუმენტს, ეს რაღაც ზეწოლას მოახდენს ოპოზიციაზე. ისინი ფიქრობენ, რომ არიან სამიზნეები, მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როდესაც მოაწერენ ხელს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს, ოპოზიცია გადადგამს ნაბიჯს წინ. ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, რათა ქვეყანამ წაიწიოს წინ და მათ ერთად უნდა იზრუნონ საქართველოს მოქალაქეებზე. თითოეულ პარტიას უნდა, რომ ყველაფერი მიიღოს, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ასე არ ხდება და ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე“, - განაცხადა გალერმა.