ძებნის რეზულტატი:
ნათია თურნავა: საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ყველაზე უსაფრთხო იქნება
საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე უსაფრთხო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურისტულ სექტორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარია ტურისტული სექტორში მომუშავე თანამშრომელბის დაახლოებით 60%-ზე რომელიც უნდა იყოს ვაქცინირებული, რომ დაწესებულება უსაფრთოხდ ჩაითვალოს. მისივე თქმით, ასეთ დაწესებულებებს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სარგებელი ექნებათ. მაგალითად, სახელმწიფო მათ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობას საკუთარი ძალებით უზრუნველყოფს. "გუშინ უწყებათაშორისმა საბჭომ გააჟღერა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და პრიორიტეტული ვაქცინაციის ჯგუფებს დაემატა ტურიზმის ინდუსტრია. პრაქტიკულად რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, ვინც ამ პრაქტიკას მიმართავს და საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ინდუსტრია იქნება ყველაზე უსაფრთხო და მზად არის ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს. დღეს გვქონდა პირველი ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა. ვსაუბრობდით თუ როგორ გავაკეთოთ ეს პროცედურა სწრაფად, როგორ იყოს მეტად კომფორტული და ოპერატიული. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვთავაზობთ სარგებელს ვაქცინირებულ სასტუმროებს და რესტორნებს, როგორიც არის საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით, თითოეული ასეთი ობიექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან ფართოდ იქნება მსოფლიოში გავრცელებული. დღეს ტურისტები ეძებენ ასეთ ქვეყნებს, სადაც ტურიზმი არის უსაფრთხო და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება", - განაცხადა თურნავამ. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სარესტორნო და ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან ვაქცინაციის პროცესისადმი მზადყოფნა დაფიქსირდა. "დღეს დავინახეთ მზადყოფნა, ბევრმა დამსწრე სასტუმრომ თუ რესტორანმა აიტაცა ეს ინიციატივა. ისინი იმუშავებენ თავის თანამშრომლებთან და კონსულტაციებს ჩაატარებენ, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია. მათ ნათლად დაინახეს შესაძლებლობა, რომ გარკვეული სარგებელი გავრცელდეს სწორედ ასეთ უსაფრთხო სასტუმროებზე. იყო საუბარი ისეთ დეტალებზე თუ რამდენი პროცენტი უნდა იყოს ვაქცინირებული, რომ ჩაითვალოს ის უსაფრთხოდ, ასევე წამოვიდა იდეა, რომ თუ შეიძლება პრიორიტეტული ვაქცინირება სურვილის შემთხვევაში გავრცელდეს მათი ოჯახის წევრებზეც, რაზეც ჩვენ აღვუქვით დახმარება. რეგიონებში ობიექტების მახლობლად იქნება აცრის პუნქტები მოწყობილი, კვალიფიციური პერსონალის დახმარებით. პრაქტიკულად ეს პროცესი იწყება, თითოეული ობიექტი თავად გადაწყვეტს მიიღებენ თუ არა ამ კამპანიაში მონაწილეობას, თუმცა დავინახეთ სერიოზული ინტერესი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარება და თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანა არის უაღრესად პრიორიტეტული ორივე ქვეყნისთვის და სწორედ ამას ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი აზერბაიჯანში. "შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე რეგიონის განვითარებისთვის აუციელებელ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში საქარღველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობის საკითხები, საუბარი ასევე შეეხო აღნიშნული გეოსტრატეგიული პროექტების უკეთ გამოყენების და პოზიციონირების მიზნით ორი ქვეყნის კოორდინირებულ ქმედებებს. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პანდემიის პირობებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას და ასევე პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიური ეკონომიკური ურთიერთიბების განახლების შესაძლებლობას, მათ შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხები და შესაბამისი კომისიის მუშაობის განახლების შესაძლებლობა, რომელიც პანდემიის გამო შეფერხდა. მინისტრებმა გამოხატეს მზაობა და სურვილი კომისიის მოკლე დროში შეკრების შესახებ, სურვილი და გამოთქვეს იმედი კომისიის ფარგკებში საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკევთებისქ და ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადაჭრის თაობაზე. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონალური ფორმატებში და ამ მხრივ ხაზი გაუხსვეს აზებაიჯანი-საქარველო-თურქეთის სამხრივვი ფორმატის ეფექტიანობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხვალ ,,სინოფარმის" ვაქცინით ხათუნა ზახაშვილი აიცრება
ჩინური ,,სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ხვალ , დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აიცრება. ამის შესახებ ინფორმაციას NCDC ავრცელებს. ,,2021 წლის 6 მაისს 10:10 საათზე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ხათუნა ზახაშვილი ვაქცინაციას ჩაიტარებს ,,სინოფარმის“ ვაქცინით", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ,,სინოფარმით" ვაქცინით უკვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
ღარიბაშვილი ალიევთან ვიზიტზე: განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხი. დიალოგი გაგრძელდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება
"ჩვენ განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხი. ა შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ საკითხებზე, რა საკითხებიც ვიზიტისას განიხილეს. "პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია. ჩვენ ვართ მოტივირებულები, კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. ასევე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხები. პრაქტიკულად, შევეხეთ ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ ასევე განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება. შევხვდი პარლამეტის სპიკერს, პრემიერ-მინისტრის. ჩვენ ასევე განვიხილეთ ეკონომიკური საკითხები. როგორ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა იგივე ინვესტიციების მიმართულებით, მითუმეტეს პანდემის შემდეგ. პანდემიამ ძალიან დააზარალა ეკონომიკა მთელს მსოფლიოში. შევეხეთ ტურიზმის საკითხს. მილიონ ნახევარი ტურისტი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან 2019 წელს, ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი. მოკლედ, ძალიან კარგი ტონალობით ვასრულებთ დღევანდელ ვიზიტს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მან აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში დაპატიჟა.
ავღანეთში წყალდიდობას მინიმუმ 37 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები
ავღანეთის 9 პროვინციაში, წყალდიდობას მინიმუმ 37 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. სტიქია რამდენიმე დღეა გრძელდება. როგორც გამოცემა წერს, ძლიერი წყალდიდობა, რომელსაც თან სდევს ღვარცოფები, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, ხშირად საფრთხეს უქმნის ავღანეთის შორეულ რაიონებს, სადაც ინფრასტრუქტურა ცუდია. დასავლეთ ღორის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, 10 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი წყალდიდობის შედეგად დაიღუპა. მისი თქმით, 163 სახლი ნაწილობრივ განადგურდა და 910 ადამიანი დევნილი გახდა. ავღანეთის ბუნებრივი კატასტროფების სამინისტროს სპიკერმა, განაცხადა, რომ ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში, 405-ზე მეტი ოჯახია დევნილი.
კანადამ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა
კანადამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება 12-დან 15 წლამდე ბავშვებში, ნებადართულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. Pfizer / BioNTech-ის კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260-მა პირმა მიიღო, აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 100%-ს შეადგენს. "ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები დროებითი და მსუბუქი იყო, როგორიცაა მკლავის ტკივილი, შემცივნება ან სიცხე", - განაცხადა სუპრია შარმამ, კანადის ჯანდაცვის ორგანოს მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა. მიუხედავად იმისა, რომ კანადაში ვაქცინაციის კამპანიის ტემპები დაჩქარდა, ვაქცინების მარაგები ჯერ კიდევ მცირეა და ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, ვაქცინას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მიიღებენ.
დავით ზალკალიანი დავით-გარეჯზე: ორივე მხრიდან არის ნება, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს
"ორივე მხრიდან არის ნება, იმისა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ისე, რომ არ დაზიანდეს არც ქართული მხარის და არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, შეხვედრებზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გამოითქვა მზაობა მისი უსწრაფესად მოგვარების შესახებ და მხარეები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. "ვისაუბრეთ ისეთ სენსიტიურ თემაზე, რაც დაკავშირებულია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხთან. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროს გამოითქვა ორივე მხრიდან მზაობა და ნება, იმისა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე, როგორ შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ინტერესებს, ისე, რომ არ დაზიანდეს არც ქართული და არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ დღეს გამართული შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საკითხები უსწრაფესად უნდა მოგვარდეს და ამისთვის მომავალში გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. აზერბაიჯანელ კოლეგასთან რა თქმა უნდა მქონდა ამაზე საუბარი", - განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, პანდემიამ შეაფერხა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა, თუმცა მზაობა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს კომისიის მუშაობა და იმ პრობლემურ თემებზე, რომელიც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, იყოს მიღებული რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტილება. "რა თქმა უნდა ასევე ვისაუბრეთ მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ვთანამშრომლობთ ისეთი ორგანიზაციის ფორმატში, როგორიც არის სუამი, სადაც წელს საქართველო არის თავმჯდომარე ქვეყანა და ბუნებრივია ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის გამოყენებაც იქნება ხელსაყრელი, როგორც ორმხრივ კონტექსტში ისე მრავალმხრივ კონტექსტში და ყველა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნისთვის. რომ შევაჯამოთ, ძალიან სასარგებლო, ნაყოფიერი და რაც მთავარია უარესად დროული ვიზიტი იყო. განხილული თემები და სულისკვეთება, რომელიც იყო ამ მოლაპარაკების პროცესში განსაკუთრებით უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ ახალ იმპულსს შეიძენს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობებზე და განიხილეს ის ისტორიული პროექტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ერთობლივად განხორციელდა. შეხვედრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ კავშირს და ყურადღება გაამახვილა ერთობლივ, სამომავლო პროექტებზე. „ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი რეგიონში, მას შემდეგ, რაც დავინიშნე პრემიერ-მინისტრად. მანამდე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში ვიმყოფებოდი. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მეგობრობა თქვენი ხალხის, თქვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემასა და ძმობას. შესანიშნავი შეხვედრა შედგა პრეზიდენტ ალიევთან. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის ისტორიული პროექტები, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა განახორციელეს ბოლო წლების განმავლობაში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ძალიან სტაბილურ და მდგრად ურთიერთობებს პარტნიორობასა და მეგობრობას. განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ. ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ჩვენი ერთობლივი პროექტები გვაძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვთან შეხვედრისას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მისივე განცხადებით, აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და აგრეთვე, მასშტაბურ ერთობლივ პროექტებს. ალი ასადოვმა ყურადღება დაუთმო ქვეყნებს შორის თანაშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, მათ შორის, კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვისა და სხვა დარგების მიმართულებით. „ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს. მაღალ შეფასებას ვაძლევთ პრემიერ-მინისტრად თქვენი დანიშვნიდან მოკლე დროში აზერბაიჯანში ჩამოსვლას და მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამ ურთიერთობებისადმი. ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. გისურვებთ წარმატებებს საქართველოს კიდევ უფრო განვითარების საქმეში. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყოველთვის არსებობდა მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს ურთიერთობები უკვე სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების განვითარებაში ჩვენს ეთნიკურ წარმომადგენლებს, ანუ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს. მათ დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. არა მარტო ორ ქვეყანას შორის, ასევე რეგიონული ურთიერთობები და განვითარება, ასევე ევროპასთან ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს მიერ ერთობლივად რეალიზებულ პროექტებს. გასულ წელს სამხრეთის გაზის კორიდორის შემადგენელი ნაწილის პროექტის TAP-ის რეალიზებით, შაჰდენიზიდან გაზის ევროპაში მიწოდებით, ჩვენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წლის 20 სექტემბერს თქვენი მონაწილეობით გაიხსნა ეს პროექტი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ურთიერთობებს, ერთობლივ პროექტებს, ორმხრივ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი, ვგულისხმობ სხვადასხვა სფეროებს, ესენია - კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა და სხვადასხვა დარგები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს ითამაშებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში,“- აღნიშნა ალი ასადოვმა.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე: აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან
"აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას საუკუნოვანი ისტორია აქვს", - ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ, საჰიბა გაფაროვამ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. "საუკუნეების განმავლობაში ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთმანეთს. მინდა ასევე ვახსენო, რომ მრავალი მსგავსება არსებობს ჩვენს ეროვნულ ტრადიციებში. ალბათ სწორედ ამიტომ ცხოვრობს ბევრი ქართველი აზერბაიჯანში. ისინი ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ახლა ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში. ისინი თქვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. მიმაჩნია, რომ ეს ორი თემი ხიდის როლს ასრულებს ჩვენს ერებს - ჩვენს ქვეყნებს - შორის. აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. ასზე მეტ მთავრობათაშორის დოკუმენტს მოწერა ხელი და, რამდენადაც ვიცი, 15 დოკუმენტი ამჟამად განიხილება. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტებმა ჩვენი ურთიერთობის იურიდიული ჩარჩო შექმნა სხვადასხვა სფეროში. მრავალი სახის თანამშრომლობა გვაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობაა. გასულ წელს - პანდემიის დროს, 2020 წელს - ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 500 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ეს მაჩვენებლები ჩვენი თანამშრომლობის დიდ მასშტაბებზე მეტყველებს. დღეს აზერბაიჯანი ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად გვევლინება საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო საქართველო აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში", - განაცხადა საჰიბა გაფაროვამ მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო უსაფრთხოებაში. "მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენები. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კარგად არის ცნობილი, რომ პარლამენტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაში. მეამაყება, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. მინდა ვთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებობს. ჩვენს პარლამენტში შექმნილია საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფი და აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტშიც არსებობს. ტრადიციულად, ამ ორ საპარლამენტო ჯგუფს შორის ურთიერთობა ყოველთვის ძლიერი იყო და, ვფიქრობ, დღესაც ძლიერია. მიმაჩნია, რომ ეს სამუდამოდ ასე იქნება. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეროვნული დელეგაციები წარმატებით თანამშრომლობენ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო, ევრონესტი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), პარლამენტთაშორისი კავშირი (IPU) და ბევრი სხვა“, - განაცხადა საჰიბა გაფაროვამ.
მალიში, 25 წლის ქალმა 9 ტყუპი გააჩინა
მალიში, 25 წლის ქალმა, ჰალიმა ქისემ 9 ტყუპი - 5 გოგო და 4 ბიჭი - გააჩინა, რაც უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად ექიმებმა ქალს უთხრეს, რომ შვიდი ტყუპის დედა უნდა გამხდარიყო. თუმცა ორი ბავშვი "გამორჩათ". ახალგაზრდა ქალმა ბავშვები საკეისრო კვეთით გააჩინა. 25 წლის ქალის მშობიარობა, დასავლეთ აფრიკის მოსახლეობისა და ლიდერების ყურადღება მიიპყრო. მარტში, როდესაც ექიმებმა თქვეს, რომ ქისეს სპეციალისტის დახმარება სჭირდებოდა, ქვეყნის ლიდერის, ბაჰ ნდავმას ბრძანერბით, ის მოროკოში გადაიყვანეს. "დედა და ჩვილები ჯერჯერობით კარგად არიან," - განუცხადა სააგენტოს France-Presse-ს მალის ჯანდაცვის მინისტრმა, ფანტა სიბიმ და დასძინა, რომ მას მუდმივი კონტაქტი აქვს მალიელ ექიმთან, რომელიც ქისეს მაროკოში ახლავს.
"ჰუავეიზე გადავედი", - ზურაბ ჯაფარიძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა
"ჰუავეიზე გადავედი", - ზურაბ ჯაფარიძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. ამის ამსახველი ფოტო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ Sinopharm-ით 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაცქინაცია გუშინ, 4 მაისს დაიწყო. Sinopharm-ის ვაქცინით გუშინვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და უწყების თანამშრომლები. აგრეთვე აღნიშნული ვაქცინა გაიკეთა ფინანსთა მინისტრმაც. Sinopharm-ის 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო. დღეისათვის 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებულია. კიდევ ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ზაფხულში მიიღებს.
6-7 მაისს, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას ეწვევიან
6-7 მაისს, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას ეწვევიან. ამის შესახებ ნიდერლანდების საელჩომ უკრაინაში განაცხადა. "მინისტრთა ბლოკი ეწვევა უკრაინას 6 და 7 მაისს. ეს არის ბენილუქსის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი", - განაცხადეს საელჩოში. საელჩოს განცხადებით, ვიზიტის მიზანია ხაზი გაუსვას სამი ქვეყნის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის რეფორმები იქნება. ხუთშაბათს დაგეგმილია ვიზიტი აღმოსავლეთ უკრაინაში და შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან. პარასკევს დიპლომატები შეხვდებიან მთავრობის წევრებს, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრს.
პაატა იმნაძე: ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები, ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა
ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები, ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "აჭარის ტელევიზიის" ეთერში განცხადა. მისი თქმით, მოცირკულირე შტამებიდან, ძალიან ბევრი, პრაქტიკულად 80%-მდე, არის - ბრიტანული. „ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი ქვეყანაში მოცირკულირე შტამებზე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, პრაქტიკულად 80%-მდე ქვეყანაში მოცირკულირე შტამებისა, არის - ბრიტანული. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ჩაანაცვლა ადრე მოცირკულირე შტამები. ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამირან გამყრელიძე: თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, პანდემიის დასრულება რთული იქნება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვების ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დასრულება რთული იქნება. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა. მიუხედავად ამისა, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯერჯერობით, მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე, ანუ 12 წლის ზემოთ, აქვს მხოლოდ Pfizer-ს ჩატარებული. შეაჩერა ეს AstraZeneca-მ, დაწყებული ჰქონდა კვლევები და კიდევ რამდენიმე კომპანიამ. რამდენადაც მე ვიცი, ამერიკის წამლის სააგენტოს, ჯერჯერობით არ ჰქონდა მიცემული დასტური ბავშვებში გამოყენებაზე ეხლა კანადას შეიძლება ჰქონდე სმესამე ფაზის კვლევა. გიდასტურებთ იმას, რომ თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, ისე რა თქმა უნდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება. იმიტომ რომ კარგია ის, რომ ეს ვირუსი ნაკლებად ერჩოდა ბავშვებს,იცით რომ შედარებით ადვილად იტანენ ამ ინფექციას ბავშვები, მაგრამ ისინი არიან აქტიური გამავრცელებლები", - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: ვართ პიკში, 2-3 კვირა დავიცვათ რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკია, რომელიც ყველაზე კარგ შემთხვევაში, 2-3 კვირა გაგრძელდება. ამის შესახებ მან "TV პირველის ეთერში ისაუბრა. გამყრელიძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. "ეხლა გვაქვს მატება ორჯერადი, ჩემი გათვლებით, ჩვენ შევედით 25-26 აპრილიდან პიკურ პერიოდში, ეხლა გავდივართ პიკს, რომელიც იმის მიხედვით როგორ მოვიქცევით, როგორ დავიცავთ წესებს შეიძლება, გახანგრძლივდეს ძალიან ან როგორც წესი პიკი არის ხოლმე 2-3 კვირა. ამიტომ ეს 2-3 კვირა სერიოზულად დავიცვათ ღონისძიებები, ამიტომაც დაწესდა არდადეგები. მკაცრ ღონისძიებებზე ქვეყანა ვეღარ მიდის ბევრი მიზეზის გამო ვერ წავა, თორემ ეხლა ამ ტიპის ზრდის დროს შესაძლებელია მკაცრი ღონისძიებების დაწესება, მოწოდება იქნება რომ დავიცვათ რკეომენდაციები და არდადეგების პერიოდში რაც შეიძლება მობილობა დავაგდოთ", - თქვა გამყრელიძემ.
ისრაელის პრეზიდენტმა ახალი მთავრობის ფორმირება პარტია "ეშ ათიდ"-ის ხელმძღვანელს დაავალა
ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მთავრობის ფორმირება პარტია "ეშ ათიდის" ლიდერს, იაირ ლაპიდს დაავალა. როგორც ცნობილია, ლაპიდს ახლა ახალი კოალიციის შესაქმნელად 28 დღე აქვს, რომელიც 2 ივნისს დასრულდება. "პარლამენტში შესული პარტიებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, დღეს გადავწყვიტე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბების მანდატი დეპუტატ ლაპიდს გადავცე", – განაცხადა რივლინმა. პრეზიდენტის თქმით, "რიგი რეკომენდაციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იაირ ლაპიდს ბევრი სირთულეების მიუხედავად, შეუძლია მთავრობის ფორმირება, რომელსაც ქნესეთის ნდობა ექნება". თავის მხრივ, ლაპიდმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ისრაელის მთავრობა. პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების ვადა ამოეწურა.
დღეს მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს მოკვეთეს თავი. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს.
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 000 დოზა ჩამოვიდა
დღეს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა შემოვიდა. სპეციალური რეისი თბილისში დილით შესრულდა. აღნიშნული დოზა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც AstraZenecas-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ცნობილია რომ მაისის შუა რიცხვებში დამატებით 43 000 დოზას შემოიტანენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Novovax-ის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებითაც. მისივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს Moderna-სა და Johnson&Johnsons-ის ვაქცინების შემოტანაზეც. AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო, აცრები კი მომდევნო კვირიდან დაიწყება.
ბრაზილიის პრეზიდენტი: კორონავირუსი, შესაძლოა, "ბიოლოგიური ომის" წარმოების მიზნით ლაბორატორიაში იყოს შექმნილი
"კორონავირუსი, შესაძლოა, "ბიოლოგიური ომის" წარმოების მიზნით ლაბორატორიაში იყოს შექმნილი", - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა. ინფორმაციას France24 ავრცელებს. "ეს ახალი ვირუსია. არავინ იცის ლაბორატორიაში გაჩნდა, თუ იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც ცხოველი შეჭამა. მაგრამ სამხედროებმა ყველაფერი იციან ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური ომის შესახებ. შეიძლება ახალ ომში ბრძოლა მოგვიწიოს? საინტერესოა. რომელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე მეტად?", - განაცხადა მემარჯვენეების ლიდერმა. ბრაზილიის პრეზიდენტს ჩინეთი არ უხსენებია, თუმცა ქვეყანა, სადაც პანდემია დაიწყო, ერთადერთი იყო "დიდი ოცეულის" ქვეყნებს შორის, რომლის ეკონომიკა გასულ წელს გაიზარდა და 2.3 %-იანი მატება აჩვენა.
იტალიაში პოლიციელის მკვლელობის გამო, ორ ამერიკელ ტურისტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
რომის სასამართლომ, იტალიელი პოლიციელის მკვლელობისთვის, ორ ამერიკელ ტურისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. როგორც ცნობილია, ტურისტებმა დანაშაული 2 წლის წინ ჩაიდინეს. ამერიკელ ტურისტებს ბრალი მკვლელობის, ცივი იარაღის უკანონოდ ტარების და სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო წარედგინათ. მსჯავრდებულთა ადვოკატების განცხადებით, ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.