ძებნის რეზულტატი:
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 806 ადამიანს დაუდასტურდა, 1 144 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 180 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 324 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 856 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 317 719-ს.გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 297 676-მდე, 4 227 კი გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი: 5 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.59%. ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან 1089 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 167, იმერეთი - 120, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 57, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 121, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 15 790, საიდანაც: 4 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 462, აჭარაში - 513, იმერეთში - 420. მძიმე პაციენტი: 867, მათ შორის, თბილისში - 446, აჭარაში - 89, იმერეთში -105. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 183, მათგან თბილისში - 122, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. 759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 408 - თბილისში, 326 - აჭარაში. 10 744 პირი ვირუსის მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 605 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 036 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 794 პირი, აჭარაში - 2 522, იმერეთში - 893.
სოფელ ნამახვანში გაუჩინარებული კაცის მოსაძებნად, 7-9 მაისს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლიან
სოფელ ნამახვანში გაუჩინარებული კაცის მოსაძებნად, 7-9 მაისს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლიან. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ახორციელებს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით. აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ენტონი ბლინკენი უკრაინაშია
ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტი დაიწყო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთდღიანი ვიზიტით უკრაინას ეწვია. ის დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მას სურს მოისმინოს მტკიცე გზავნილი შეერთებული შტატებისგან, რომ მხარს უჭერს უკრაინის სურვილს, გაწევრიანდეს NATO-ში უკრაინა ასევე ელის შეერთებული შტატების მეტი სამხედრო დახმარების მიღებას, ქვეყნის აღმოსავლეთით რუსეთის საომარი მოქმედებების ფონზე. უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენმა პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა. „აშშ-უკრაინის პარტნიორობის გაძლიერებისკენ მივისწრაფით. მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვექნება, განვიხილოთ რუსეთის აგრესია და ხაზი გავუსვათ რეფორმების ტემპის შენარჩუნებისა და მასზე ფოკუსირების მნიშვნელობას“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ხათუნა ზახაშვილი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. ვაქცინა მან ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთეა. ცნობისთვის, დღეს ვაქცინაციის პროცესში პარლამენტის წევრებიც ჩაერთვებიან.
ენტონი ბლინკენი: აშშ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ რუსეთის უგუნურ თუ აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს. როგორც მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტმა ბაიდენმა ამასთან დაკავშირებით პოზიცია ნათლად დააფიქსირა. ეს კი გულისხმობს იმას, რომ აშშ უპასუხებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მაგალითად, ისეთს როგორიც მან გამოავლინა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიმართ. კიდევ ერთ მაგალითად ბლინკენმა ჰაკერული შეტევა და არჩევნებში ჩარევა დაასახელა. „თუმცა, ჩვენ გვირჩევნია უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი ლონდონში, დიდი შვიდეულის სამიტზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც უკრაინაში გაემგზავრა. უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენმა პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა. „აშშ-უკრაინის პარტნიორობის გაძლიერებისკენ მივისწრაფით. მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვექნება, განვიხილოთ რუსეთის აგრესია და ხაზი გავუსვათ რეფორმების ტემპის შენარჩუნებისა და მასზე ფოკუსირების მნიშვნელობას“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
პაატა იმნაძე: ზოგი აცრილი გათამამდა
"ზოგი აცრილი გათამამდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორი მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა. "ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები გახდნენ ავად. ვიღაც ინკუბაციურ პერიოდში იყო, როდესაც აიცრა. სხვათაშორის გათამამდა ზოგი აცრილი და ჰგონია, რომ... ეგრე არ არი, აცრის შემდეგ პირველი ორი კვირა დაცულად არ ხარ. აქედან გამომდინარე, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ თავს. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ავად ხდებიან და საბედნიეროდ, ძალიან მსუბუქად გადაიტანა ყველამ, ის აცრა მაინც თავს საქმეს აკეთებს. ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ჯერ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, ის იმასაც კი უშველის და უფრო მსუბუქად წავა", - აღნიშნა იმნაძემ.
ხათუნა ზახაშვილი: Sinopharm-ით აცრის შემდეგ გამოვლენილი რაიმე თანმდევი მოვლენა ჯერ არ გვაქვს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის Sinopharm-ით აცრის შემდეგ რაიმე თანმდევი მოვლენა არ დაფიქსირებულა. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თავადაც ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. "ჯერჯერობით, ჩვენთან ინფორმაცია Sinopharm-თან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ რეგისტრირებული არ არის. ხედავთ, ეს ადამიანები გარკვეული დროით მეთვალყურეობის ქვეშ არიან, სტანდარტულად აქცევენ ყურადღებას ექიმები, რომლებიც ყველა ამცრელ უბანზე არიან. ვნახოთ, ესეც ვაქცინაა, შესაძლოა, ჰქონდეს გვერდით მოვლენა, თუმცა, ასეთი ტიპის მომსახურება, რომელიც ქვეყანში აწყობილი გვაქვს, მაქსიმალურად გამორიცხავს რაიმე მძიმე გართულებას, რომელზეც რეაგირება დაგვიანდება", - აცხადებს ზახაშვილი.
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები: რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება
ღრმად შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება. ეს მოიცავს რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურებას უკრაინის საზღვრებთან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის მავნე საქმიანობა მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრას, მავნე კიბერაქტივობასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პარტნიორს, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ქმედებების შედეგად დაზარალდა. სინანულით აღვნიშნავთ რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესებას და ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის პატივისცემის მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეშფოთებულნი არიან რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სისტემატური დარბევის გამო.
კიევში დმიტრო კულებასა და ენტონი ბლინკენის შეხვედრა დაიწყო
კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა დაიწყო.შეხვედრის ამსახველ კადრებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულებაზე Twitter-ში ავრცელებს. "მოხარული ვარ, ბლინკენი ევროპის ამ ნაწილში პირველი ვიზიტით სწორედ უკრაინაში ჩამოვიდა. უკრაინასა და აშშ-ს შორის, როგორც დემოკრატიული მოკავშირეების ცენტრალური ევროპისა და შავი ზღვის რეგიონში, კავშირების განმტკიცება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორივე ქვეყნისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობა", - წერს დიმიტრი კულება. ენტონი ბლინკენი უკრაინაშია
ისტრია - ზღაპრული ადგილი, სადაც ულამაზესი პეპლების ბაღი შეგიძლიათ ნახოთ
ისტრია - ულამაზესი ნახევარკუნძულია ტურიზმის მოყვარულებისთვის. მდებარეობს ადრიატიკის ზემო ნაწილში ტრიესტის ყურესა და კვარნერის უბეს შორის. ნახევარკუნძული სამი ქვეყნის ხორვატიის, სლოვენიის და იტალიის შემადგენლობაში შედის. ისტრია ჩრდილოეთ ადრიატიკის უდიდესი მწვანე ოაზისია. სანაპირო და კუნძულები დაფარულია ფიჭვის ტყით და ადვილად ამოსაცნობი მწვანე მაჩიით. მაკიას ძირითადი ნიმუშებია ნუშის, მუხის და მარწყვის ხეები. ნახევარკუნძულის 35 პროცენტი დაფარულია ტყეებით. ისტრია ნამდვილი დღესასწაულია მოგზაურებისთვის. მისი ზღვის შენაკადები მიედინება ღრმა ველებსა და ხეობებზე, რომლებიც მოგვაგონებს უძველეს ადგილობრივ ლეგენდებს გიგანტების შესახებ. მოძრავი ბორცვები გადაჰყურებს მინდვრებსა და ხეობებს პატარა ქალაქებით, რომლებიც განლაგებულია მწვერვალებზე, ისინი ძველ ნახატებს მოგვაგონებს. ნახევარკუნძულზე ულამაზესი ხედები იშლება: თეთრმწვერვალიანი მთები, ხორბლის აყვავებული მინდვრები, პლატოები, ხეობები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები მთის პირას და ბოლოს ზღვა. Istria-ს შეცნობისას შეამჩნევთ უფრო და უფრო მომხიბლავ დეტალებს: ეკლესიის ფასადებსა და პორტალებს, პატარა სოფლის ხეივნებს თავისი სპეციფიკური არქიტექტურით, ყვავილოვან ალუბლებს. აქ ყველაფერი გულთბილი და მეგობრულია: ბუნება, ქალაქები და ხალხი. ბუნებრივი ატრაქციონები ისტრიის ნახევარკუნძულმა შეძლო ნამდვილი და ორიგინალური ბუნებრივი ღირებულებების შენარჩუნება. ბუნებრივი საგანძურის დაცვა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. დღევანდელი ახალი თაობებისათვის დაუწერელი კანონი გახდა - შეინარჩუნონ უდაბნო, მზეზე დაცვარული ბორცვები, წინა პლანზეა წამოწეული აყვავებული ხმელთაშუაზღვის გამწვანება, ადრიატიკის ზღვის დაჩრდილული ტყეები.... ეწვიეთ ამფითეატრს ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ძეგლი, ყველა ღირსშესანიშნავი ტურის საწყისი და დასასრულია ამფითეატრი, რომელსაც ხალხში პულას არენას უწოდებენ. ის ერთ დროს გლადიატორების ბრძოლების ადგილი იყო. იგი აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში იმპერატორ ვესპასიანეს დროს, რომში, ბრწყინვალე კოლიზეუმთან ერთად. ცხენზე ჯირითი ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულები ნამდვილი მონდომებით იმოგზაურებენ და აღმოაჩენენ ამ შუაზღვისპირეთის ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობების სილამაზეს. ცხენების ცენტრები და რანჩოები, მათი კეთილშობილი და გულწრფელი ცხენებით საშუალებას მოგცემენ როგორც დამწყებებს, ასევე უფრო გამოცდილ მხედრებს მოაწყოთ ლაშქრობები და სხვადასხვა აქტივობები ბუნებაში საცხენოსნო სკოლასთან ერთად. სანაპირო და პლაჟები თუ აირჩევთ დამალულ ბორცვებს თეთრი კენჭებით, პატარა ან უფრო დიდ ყურეებს ან კლდოვან სურნელოვან რიფებს. სუფთა და ისტორიული პლიაჟები ნამდვილად ბუნების საოცრებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის აღბეჭდვა ნახატებში მარტივი იყო, ვიდრე სიტყვებით აღწერა თქვენ უბრალოდ უნდა იფიქროთ მასზე და ის თქვენ თვალწინ დაგიდგებათ. ესტუმრეთ პეპლების ბაღს პეპლების ბაღი მდებარეობს ეიას ეკოლოგიურ ცენტრში და გარშემორტყმულია ჯადოსნური ზღაპრული ხისგან, რომელიც მოიცავს ასწლოვან მუხის ხეს, რომელსაც ნონო უწოდებენ. Eia არის ბეილსა და კრმედეს შორის ხელშეუხებელი ბუნების არეალში და აქვს უამრავი ეკოლოგიური პროექტი და არაჩვეულებრივი შენობები, როგორიცაა ჩალისგან დამზადებული სახლი, მიწის თიხის სამზარეულო და ინდური საუნა, ასევე პეპლების ბაღი.
დმიტრო კულება: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ დროის ამბავია. აშშ-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ამას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ დროის ამბავია, აშშ-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ამას. ამის შესახებ უკლებამ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. კულებას განცხადებით, მას სურს, რომ უკრაინა განიხილებოდეს შეერთებული შტატების მიერ, როგორც "დემოკრატიის აღმოსავლეთი საზღვარი" ცენტრალურ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში და იყოს ინტეგრირებული დასავლეთში, მათ შორის NATO-ში. "NATO-ში გაწევრიანების გზა უკვე მაგიდაზე დევს. NATO-ში გაწევრიანების საკითხი ერთ დღეში არ გადაწყდება. კონფლიქტის მოსაგვარებლად ბევრი დრო გვაქვს, მაგრამ NATO-ში გაწევრიანების მკაფიო საგზაო რუკა უნდა გვქონდეს და სწორედ ამაში დაგვეხმარება აშშ", - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გიორგობა ავღანეთში აღნიშნეს
გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყევის ცნობით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა პეტრე ხახიშვილმა აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ მახარაშვილი და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო. "საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იანვრის თვიდან ასრულებს. მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვაა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ენტონი ბლინკენი: გვსურს, დავადასტუროთ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, ის მოხარულია, რომ ისევ იმყოფება უკრაინაში. მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის დადასტურება. ამის შესახებ ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან შეხვედრისას ისაუბრა. კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრაზე ბლინკენმა თქვა, რომ მოხარულია, რომ კვლავ დაბრუნდება უკრაინაში და ის აქ არის ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ წარმოადგინოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მდივნის თქმით, მათ სურთ დაადასტურონ შეერთებული შტატებისა და უკრაინის მტკიცე პარტნიორობა, აგრეთვე აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. "გვინდა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ქვეყნების მტკიცე პარტნიორობა, ასევე მხარი დავუჭიროთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, რათა ვაჩვენოთ ჩვენი ვალდებულება თქვენთან თანამშრომლობაში, რაც ხელს შეუწყობს თქვენი დემოკრატიის განმტკიცებას, ინსტიტუტების განვითარებას და კორუფციასთან ბრძოლას", - აღნიშნა ბლინკენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, სადაც ის შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
პარლამენტის წევრები Sinophram-ის ვაქცინით იცრებიან
საქართველოს პარლამენტის წევრები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ. ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგონ ჩინური Sinophram-ის ვაქცინით იცრებიან. იმუნიზაციის პროცესი აკადემიკოს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესში ჩართულ დეპუტატებს შორის არიან ნინო წილოსანი, ქეთი დუმბაძე, რიმა ბერაძე, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი და ა.შ. პირველ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობის 20-მდე დეპუტატი აიცრება. სამომავლოდ კი პარლამენტის დანარჩენი წევრები აიცრებიან. პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო. მან დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.
6 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით ისრაელში განახლებული რეგულაციები იმოქმედებს
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 6 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით ქვეყანაში განახლებული რეგულაციები იმოქმედებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. "დახურულ სივრცეში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა 50-ს, ხოლო ღია სივრცეში 500-ს შეადგენს. ფიტნესდარბაზებზე, სპორტულ კომპლექსებზე, ასევე, დახურულ სივრცეში განთავსებულ საცურაო აუზებსა და ატრაქციონებზე ვრცელდება ე.წ. „იასამნისფერი სტანდარტი“, რაც ვიზიტორებს ათავისუფლებს „მწვანე პასპორტის“ ქონის აუცილებლობისგან. შეგახსენებთ, რომ 29 აპრილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვა გაუქმდა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში
თურქეთში კოვიდვაქცინის ორივე დოზა 9,596,952 ადამიანმა (11.50%) გაიკეთა. ამ დროისთვის, 84 მილიონიან ქვეყანას შეთანხმება აქვს 240 მილიონი დოზის მომარაგებაზე სამი მწარმოებლისგან, მათ შორის 100 მილიონი დოზა ჩინური სინოვაკისგან, 90 მილიონი დოზა Pfizer-BioNTech-სგან და 50 მილიონი დოზა რუსული Sputnik V– სგან. თურქეთში ვაქცინაცია იანვარში დაიწყო. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, თურქეთმა გასულ ხუთშაბათს ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნი დააწესა, რომელიც 17 მაისამდე გაგრძელდება. დადასტურებული შემთხვევები - 4,955,594, გარდაცვლილი - 41,883. გასულ 24 საათში 26,476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 356 გარდაიცვალა. აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულია (5.55%) 556,323 ადამიანი. გასულ 24 საათში 1,080 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 20 გარდაიცვალა. სულ აღრიცხულია 323,841 შემთხვევა. გარდაცვლილია - 4,617. ქვეყანამ ვაქცინაცია 18 იანვარს ჩინური სინოვაკით დაიწყო. ამჟამად ხელმისაწვდომია Astrazeneca-ც. აზერბაიჯანმა Sputnik V-ც შეიძინა. სომხეთში კოვიდვაქცინით 6,000 ადამიანი აიცრა - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სომხეთის გრაფა ცარიელია და მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ 565 დოზაა ადმინისტრირებული. სომხეთმა ვაქცინაცია Astrazeneca-ს ვაქცინით დაახლოებით ერთი თვეა, დაიწყო. 8 აპრილს ქვეყანამ Sputnik V-ც მიიღო. ამავე წყაროს მიხედვით, სომხეთში 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 გარდაიცვალა. ცნობისათვის, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს ჩამოვიდა. ქვეყანამ ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პრეპარატით, 15 მარტს დაიწყო. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 651-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 51 600 მოქალაქემ ჩაიტარა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გუშინ რეკორდული რაოდენობის, 3600 მოქალაქე აიცრა.
ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. "პირადად ჩემთვის და უკრაინისთვის ძალიან სასიამოვნოა რომ ვმასპინძლობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ასეთი მაღალი დონის დელეგაციას. ეს უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს 2014 წლიდან უჭერს და თქვენი მადლობელი ვართ ამ მხარდაჭერისთვის", - განაცხდა უკრაინის პრეზიდენტმა ბლინკენთან შეხვედრისას.
ლატვიამ სომეხთა გენოციდი აღიარა
ლატვიის პარლამენტმა 58 ხმით სომეხთა გენოციდის აღიარებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ედუარდ შარმაზანოვი ავრცელებს. „ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მაცნობა. მადლობას ვუხდი ჩემს ლატვიელ მეგობრებს. ჩვენმა ბრძოლამ, რომელიც 2015 წელს დაიწყო, შედეგი გამოიღო“,- დაწერა შარმაზანოვმა. ცნობისთვის, 24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უგულვებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება. ამავე თემაზე: იქნება თუ არა ადამიანის უფლებები თურქეთთან ბაიდენის ურთიერთობებში წამყვანი საკითხი
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 51 600 ადამიანი აიცრა
6 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 51 600 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობობით, სრულად ვაქცინირებულია 7873 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, გუშინ რეკორდული რაოდენობის, 3600 მოქალაქე აიცრა. "საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გუშინ ჩვენ რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა - 3600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო კუთვნილი ვაქცინის დოზა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვაკირდებით და ვხედავთ, რომ საზოგადოების აქტიურობა და მიმღებლობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით იზრდება, რაც მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია, როგორც სამსახურეობრივი ჩართულობა, ასევე ბიზნესსექტორის ჩართულობაც; ვაქცინაციის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანი წარმოადგენს ეპიდსიტუაციის დასტაბილურების ფაქტორს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე: ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს
"ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა. ტიკარაძის თქმით, ეპიდსიტუაციის კუთხით რიცხვები საგანგაშოა, ამიტომ საჭიროა, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომ პიკი არ მივიღოთ. "ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, ვინაიდან კოვიდ-ინფექციის ლეტალობის მაჩვენებელი, მსოფლიო მასშტაბით, 1%-2%-ს წარმოადგენს. მაჩვენებელი საგანგაშოა და ამიტომ არის მიზანი, რომ ინფექციის გავრცელება შევამციროთ, რათა შევძლოთ და გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე", - განაცხადა ტიკარაძემ როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, აუცილებელია, ნიღბების გამოყენება და სოციალური დისტანცირება. მისივე თქმით, მოწოდებების შედეგად, დღეისთვის ნიღბის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია 75%-მდე, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ ის სულ მცირე 95%-მდე გაიზარდოს.