ძებნის რეზულტატი:
ვახტანგ გომელაური: მოპედით გადაადგილებისთვის მძღოლს მართვის მოწმობა დასჭირდება
მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობების აღება კუბატურის მიხედვით მოუწევთ. შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მოპედების გადაადგილება სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. „მათ ვერ ვაჯარიმებთ. აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. პირველ რიგში, ახლა მოხდება მოპედების დარეგისტრირება, ხოლო შემდეგ კუბატურის მიხედვით, მართვის მოწმობები ექნებათ ასაღები“, - განუცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. ცნობისათვის, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილელების მიხედვით, რომლებიც პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის აღება დასჭირდებათ. მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები, როგორც მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარებიან სააგენტოში რეგისტრაციას, ხოლო ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.
40-ზე მეტი ქვეყანა და 65 მილიონზე მეტი გამოყენებული დოზა - რა უნდა ვიცოდეთ ,,სინოფარმზე"? - ზახაშვილის განმარტება
რა ტიპის ვაქცინაა ,,სინოფარმი" და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ - ამ და ვაქცინასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი საუბრობს. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ,,სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, გუშინ ვაქცინაცია 793 ადამიანმა ჩაიტარა. ზახაშვილის თქმით, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და ყველა ვინც იყო ვაქცინაზე რეგისტრირებული ფაქტობრივად აიცრა. როგორც ზახაშვილის ამბობს, ჩინური წარმოების COVID19-ის საწინააღმდეგ ვაქცინა ჩინეთის მონაცემებით 40 ქვეყანაში არის გამოყენებაში, ჯანმოს ინფორმაციით, კი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში 45 ქვეყანაში არის მისი გამოყენება შესაძლებელი. მისივე თქმით, უკვე ვაქცინის 65 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული. ,,ეს არის ჩინური წარმოების ვაქცინა, მწარმოებელს ქვია ,,სინოფარმი". თვითონ ვაქცინა რეგისტრირებულია ჩინეთში და თვითონ ეს ქვეყანა ძალიან ფართოდ იყენებს მას. ვაქცინის სახელიდან გამომდინარე ეს არის COVID19-ის ვაქცინა და არა Sars-Cov2-ის ვაქცინა, ანუ გამომწვევ ვირუსის. ეს ცხადყოფს იმას, რომ ვაქცინა ეფექტურია დაავადების განვითარების (განსაკუთრებით მძიმე ფორმებისა და ლეტალური გამოსავლების) წინააღმდეგ. როგორც ჩინეთი აღწერს, ვაქცინა რეგისტრირებულია 40 ქვეყანაში, ხოლო ჯანმო აღწერს, რომ ვაქცინა 45 ქვეყნის იურისდიქციაში, ანუ ტერიტორიაზეა ავტორიზებული საგანგებო სიტუაციაში მოხმარებისათვის. დღეისთვის ცნობილია, რომ ამ ვაქცინის 65 მილიონზე მეტი დოზა არის გამოყენებული, მათ შორის დიდი რაოდენობაა ორჯერადაც აცრილი ადამიანების. ჩვენც უკვე შევუერთდით იმ ქვეყანათა რიგს, რომლებმაც დაიწყო მოსახლეობის ,,სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი. 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის ეს ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია, - განაცხადა ზახაშვილმა. როგორია ვაქცინაციის შედეგები იმ ქვეყნებში სადაც ,,სინოფარმს" იყენებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია და ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მისი ეფექტურობა 89%-საც სცილდება. ,,როგორც ჩანს საკმაოდ ეფექტური შედეგები აქვთ, სწორედ ამ შედეგებს (ნაწილს) პოსტავტორიზაციის კვლევისას იყენებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ვაქცინის შეფასებისთვის. ნაწილს იყენებს ავტორიზაციამდე მესამე ფაზის, პირველ-მეორე ფაზის კვლევის შედეგებს, რაც აჩვენებს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და მაღალეფექტური სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ეფექტურობის მაჩვენებელი რამდენადმე ცოტა განსხვავებულია, თუმცა ეს ასე ხდება ყოველთვის ახალი ვაქცინის შეფასებისას. როგორც ჩანს, მისი ეფექტურობა სცილდება იმ პირობით ზღავრს, რომელსაც ჯანმო უწესებს ვაქცინებს საგანგებ სიტუაციაში გამოყენებისთვის, ზოგი კვლევის მიხედვით, ვაქცინის ეფექტურობა 89%-საც სცილდება", - განაცხადა ზახაშვილმა. რატომ არის რეკომენდირებულია ვაქცინა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ კვლევების ჩატარება სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფიდან დაიწყო. მისივე თქმით, 18 წლის ასაკის ზევით მოსახლეობაში უმთავრესი ჩატარებული კვლევები სანდო, საიმედო ინფორმაციას იძლევა 18-59 წლის ასაკობრივ კატეგორიაზე. ,,როგორც ვაქცინის შემქმნელებისგან მოწოდებული ინფორმაციიდან და ვაქცინის ინსტრუქციიდან ირკვევა, ასევე, რაც ჯანმომ განიხილა დოკუმენტაცია ვაქცინის ირგვლივ, პირველ მეორე მესამე ფაზაში რეალურად კვლევები ჩატარებული იყო 18 წლის ასაკის ზევით მოსახლეობაში უმთავრესი ჩატარებული კვლევები სანდო, საიმედო ინფორმაციას იძლევა 18-59 წლის ასაკობრი კატეგორიაზე , თუმცა მიღებული აქვს 60 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიასაც და ამ ასაკობრივ კატეგორიაშიც საკმაოდ ეფექტურია. ჯერჯერობით დაბალ ასაკში ვაქცინაზე კვლევები ჩატარებული არ არის, შესაბამისად, რეკომენდირებულია 18 წლის ზევით მოხდეს ვაქცინაცია. დიდი ინტერესის სფეროა, 60 წლის ასაკის ზევით ჩინეთის პოსტავტორიზაციული კვლევისას ჩატარებულია ასე ვთქვა მიდევნება, რომლის მიხედვითაც 1 100 000 დოზა ვაქცინაზე, რომელიც 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებს ჩაუტარდათ, გვერდითი მოვლენები მხოლოდ 49 შემთხვევაში დაფიქსირდა. 23 შემთხვევაში თავბრუსხვევა, 9 შემთხვევაში თავის ტკივილი , 9-ში დღლილობა , 6 შემთხვევაში ალერგიული დერმატიტის გამოხატულება, ხოლო კიდევ 6 შემთხვევაში ტემპერატურის მატება - ასე რომ გვერდითი მოვლენები ვაქცინას საკმაოდ დაბალი აქვს 60 წლის ზევითაც", - განაცხადა მან. საქართველოში სად და რომელ ქალაქებშია შესაძლებელია ,,სინოფარმით" აცრა დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვაქცინაციის მსურველებს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში შეუძლიათ ვაქცინაციის ჩატარება. ,,სინოფარმით" აცრა შესაძლებელია ყველა დიდ ქალაქში და მუნიციპალურ ცენტრში, სადაც არის მსხვილი სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებელი. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ყველა დიდი საავადმყოფო და პოლიკლინიკა, რომელიც ამ ტიპის მომსახურეობებს აწვდიან მოსახლეობას. მათი რიცხვი თანდათან იზრდება , რეალურად ყოველდღიურ რეჟიმში მატულობს მატი რიცხვი. რეგისტაციის დროს მოქალქეებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ სად სურთ რეგისტრაცია, რომელ კლინიკაში", - განაცხადა ზახაშვილმა. რა ინტერვალით უნდა გაკეთდეს მეორე დოზით ვაქცინაცია ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ მწარმოებელი გასცემს რეკომენდაციას, რომ ,,სინოფარმის" პირელი დოზით ვაქცინაციის შემდეგ, მეორე დოზით აცრა 21-28 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზით აიცრებიან, ვაქცინის მეორე დოზა გადანახული იქნება. ,,მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას, რომ პირველი დოზით აცრიდან მეორე დოზით ვაქცინაციის ინტერვალი უნდა იყოს 21-28 დღის შემდეგ. ამ ინტერვალით უნდა განხორციელდეს ვაქცინაცია. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პირველი დოზით აიცრება, გარანტირებულად ინახება მათთვის ვაქცინის მეორე დოზაც, ასე რომ ამის შიში ნურავის ექნება, ყველასთვის მეორე დოზა ვაქცინა არის გადადებული, შენახული. მთავარია არ დაგავიწყდეთ, 21-28 დღეში ხელმეორედ დარეგისტრირდეთ ვაქცინის მისაღებად, მიმართოთ ამცრელ დაწესებულებას და გაიკეთოთ აცრა ამავე ვაქცინით", - ამბობს ზახაშვილი. ამავე თემაზე: რომელი ქვეყნები იყენებენ Sinopharm-ს და ვისთვის არის პრეპარატი ხელმისაწვდომი საქართველოში
Reuters-ი: ლონდონში, სამიტზე ჩასულ ინდოეთის დელეგაციის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ლონდონში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილე, ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბრიტანული მედიის ცნობით, დელეგაციის წევრები იზოლაციაში გადავიდნენ. „შეხვედრა შესაძლებელი გახდა COVID პროტოკოლების საფუძველზე, ყოველდღიური ტესტირების ჩათვლით”, - განაცხადა ბრიტანეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრა გუშინ გამართა, ვირუსი არ დაუდასტურდა. კოლეგების შესაძლო ინფიცირების გამო, ის ახლა ყველა შეხვედრას ვირტუალურად ჩაატარებს. ინდოეთი არ არის G7- ის წევრი, მაგრამ ის ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად მიიწვია. დიდი შვიდეულის მინისტრები ვაქცინების განაწილებაზე მსჯელობენ.
მედიის ინფორმაციით, ბელგიის სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევა განხორციელდა
Euractiv-ის ინფორმაციით, ბელგიის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მძლავრი კიბერშეტევა განხორციელდა. როგორც ცნობილია, კიბერთავდასხმა განხორციელდა ინტერნეტ ქსელ „ბელნეტზე“, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს, უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრსა და საჯარო ადმინისტრაციებს ემსახურება. როგორც კომპანიაში განაცხადეს, თავდასხმის სამიზნე 200-ზე მეტი ორგანიზაცია გახდა. კიბერთავდასხმის შედეგად დაზიანდა „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის ცენტრების სარეგისტრაციო სისტემაც, თუმცა სისტემის მუშაობის განახლება დროულად მოხერხდა.
თამარ გაბუნია: კორონავირუსის გავრცელების პიკურ მაჩვენებელს მაისის შუა რიცხვებში ველოდებით
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, რის გამოც მოქალაქეებმა პრევენციული ღონისძიებები მაქსიმალურად უნდა დაიცვან. „მომდევნო დღეების განმავლობაში, კვირის მანძილზე ალბათ 1 000-დან 1 500-მდე ახალი შემთხვევა იქნება. განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად. შესაბამისად, ჩვენი ყურადღება მაქსიმალურად უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მოხდეს შემთხვევების შემდგომი მატების თავიდან აცილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. გაბუნია აცხადებს, რომ ჰოსპიტალური სექტორი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად სათანადოდ არის მობილიზებული. „პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი, ექვსი ათასამდე საწოლია მობილიზებული, აქედან 1 500-მდე საწოლი არის თავისუფალი. ასევე, აგრძელებენ მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები“, – განაცხადა გაბუნიამ. ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პიკური მაჩვენებელი მაისის შუა რიცხვებისთვის არის მოსალოდნელი. „დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ტენდენციის ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვებული შემთხვევები, რომელთა გამოვლენა სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ მოხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემთხვევების ზრდა არ იქნება. ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მაისის შუა რიცხვებში. ამ ფონზე მთავარია, რომ დაწესებული რეგულაციები აღსრულდეს. რეგულაციების გამკაცრებას აღსრულების უზრუნველყოფის გარეშე მცირე ეფექტი ექნება. კარგია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი. ბიზნესგარემოში წესების დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური აქტივობებისგან თავის არიდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა. "ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვაქვს და ჩვენი ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. მინდა გავიმეორო მამათქვენის სიტყვები, რომელმაც თავის დროზე თბილისში თქვა - ასე განსაზღვრა ბედმა და ჩვენ გაგვიმართლა, რომ მეზობლები ვართ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხები მეზობლები არიან. ეს არის ჩვენი ბედი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საუბრისას. საქართველს პრემიერ-მინისტრი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია. დღესვე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.
საქართველოს დემოკრატიული გზა, მთავარი აქტივია აშშ-ისა და ევროპისთვის - ანალიტიკოსი
კრიზისების დროს შექმნილი ვითარებით რუსეთის მიერ სარგებლობაზე, საერთაშორისო პარტნიორების რიგი განცხადებების შემდეგ, რუსეთის გავლენის ზრდასა და რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიანიშნა. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა, საკუთარ შთაბეჭდილებებზე კი გუშინ, მისივე პოსტში გაამახვილა ყურადღება. ის მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან, ერთი იდენტური ფენომენით - რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება. „სამივე ქვეყანაში ექსპერტები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ გეოპოლიტიკური არეალიდან აშშ-ის უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა, რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ“, - გაბრიელიუს ლანდსბერგისის ეს სიტყვები სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის შემდეგ, მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. „დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენა იზრდება. საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ამაგრებს და ახალ ბაზებს აშენებს“, - ვკითხულობთ ლიეტუველი დიპლომატის ტექსტში. „აშშ-მა და ევროპამ რუსეთის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უფრო მეტი სურვილი გამოავლინეს მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა“, - მიიჩნევს ლუის ნავარო, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი. „საქართველოს დემოკრატიული გზა, ქვეყნის მთავარი აქტივია აშშ-ისა და ევროპისთვის, რაც უფრო შემცირდება დემოკრატია, მით უფრო დიდია გამოწვევა დასავლეთისკენ გზაზე“, - განაცხადა მან Europetime-თან საუბრისას. ლუის ნავაროს განცხადებით, თუ ქართული პოლიტიკური კლასი ვერ შეძლებს, უფრო მეტი რეაგირება მოახდინოს მათი ამომრჩევლის ნებაზე და მიაღწიოს სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტას, საბოლოოდ დასავლეთის მთავრობებში შემცირდება ინტერესი, რომ მათ უფრო მეტი პოლიტიკური და მატერიალური დახმარება გასწიონ. საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის პასიურობა უფრო ალბათ იმითაა განპირობებული, რომ საკმაოდ ბევრ პრობლემასთან უწევს გამკლავება, თუმცა იგივე ევროკავშირის ჩართულობა ჩვენს პოლიტიკურ კრიზისში მიუთითებს იმაზე, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. „თუმცა ევროკავშირი ზოგადად, ხისტი, ღია აქტიური ნაბიჯებით ნაკლებად გამოირჩევა და თავის ნელი, ტლანქი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმით და ზომიერი გადაწყვეტილებებით ვერ შეძლებს, რეგიონში მოსკოვს გაუწიოს კონკურენცია, რომელიც პირდაპირ, „რეალპოლიტიკის“ პრინციპებით ზრდის ადგილზე ძალასა და სამხედრო ყოფნას. ასევე მხედველობაშია მისაღები თურქეთის ფაქტორი, რადგან რეგიონი რეალურად ყალიბდება რუსულ-თურქული კონკურენციის ზონად და მაღალია ალბათობა, რომ ეს ორი ძალა აქ ადგილს არავისთვის დატოვებს. გადანაწილების საფრთხეს ნაკლებად ვხედავ, რუსეთს არაფრის განაწილება არ უნდა ვინმესთან. მას უფრო მეტად, რეგიონში ცალსახა და ერთპიროვნული ჰეგემონია სურს“, - განუცხადა გიორგი გობრონიძემ Europetime-ს. „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორი გერმანიის მარშალის ფონდში ლორა თორნტონი მიიჩნევს, რომ კრემლი ნამდვილად აღფრთოვანებული იქნება დემოკრატიის წარუმატებლობით საქართველოში თუ აშშ-ში. ლორა თორნტონმა Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის ჩარევასთან მიმართებით (აშშ-ის არჩევნებში, კიბერშეტევები და ა.შ.), მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. „შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობით უნდა იმოქმედოს, რადგან მიდგომა „იმოქმედე მარტო“, არ იქნება ეფექტური. მათ ერთად უნდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სტრატეგია კიბერ თავდასხმებზე, დეზინფორმაციაზე, საზიანო მიზნით ფინანსური რესურსის გამოყენებაზე, ეკონომიკური იძულების შესახებ უფრო მკაცრი სანქციების საშუალებით. ასევე საჭიროა, მივიღოთ შედეგები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა, ნავალნის მდგომარეობა და უკრაინაში ბოლოდროინდელი ქმედებები“, - მიაჩნია „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა თვლის, რომ რუსეთი იყო მთავარი, ვინც სარგებლობდა საქართველოში კრიზისული ვითარების დრის, თუმცა „ახლა, როდესაც საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, ეს საქართველოსთვის კარგია და ეს ასევე კარგია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია. „საქართველოსთვის და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პოზიტიური განვითარება“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. არის თუ არა უფრო ქმედითი ნაბიჯები დრო, რაც ასევე შეიძლება, რომ გულისხმობდეს NATO-ს გაფართოებას, ლორა თორნტონი მიიჩნევს, რომ ეს რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა და ამ მიდგომას NATO-ს მხარდაჭერა აქვს. „საქართველოს თავგანწირვა ავღანეთში და სხვაგან, უმაღლეს დონეზეა შეფასებული და აღიარებული და ეს არ უნდა იყოს დავიწყებული. თუმცა, NATO-ს გაფართოება საქართველოს შიდა პოლიტიკურ და დემოკრატიის პრობლემებს ვერ გადაჭრის. სინამდვილეში, ძლიერი შიდა დემოკრატიისა და მმართველობის დემონსტრირებაა წევრობის წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება, კრემლი სარგებლობს საქართველოში დისფუნქციურობით, რასაც ამგვარი განხეთქილებები კიდევ უფრო ამწვავებს, საქართველომ პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. მჯერა საქართველოს შესაძლებლობის, გააძლიეროს მისი მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები“, - აღნიშნავს ლორა თორნტონი. მეთიუ ბრაიზა არ ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი და NATO საქართველოსთან მიმართებით უფრო გააქტიურდებიან და უფრო მეტი სურვილი ექნებათ, დაეთანხმონ საქართველოს გაწევრიანებას ამ ორივე ორგანიზაციაში, რადგან პოლიტიკურმა კრიზისმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს მისწრაფებაზე წევრობის მიმართულებით. „ასე რომ, ჯერ დროა საჭირო, ვიდრე ჯერ კიდევ შეთანხმება სრულად განხორციელდება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მაშასადამე, ევროკავშირს და NATO-ს დრო სჭირდებათ, დაინახონ, რომ საქართველოს დემოკრატია ნორმალურად მუშაობს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. „მათ შემდეგ სამიტებზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მეორე, NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ინდივიდუალური თავისუფლება. მოქალაქეთა მიერ თავისუფალ და სამართლიან პირობებში გამართულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ის საკითხია, რომელსაც ნებისმიერ დემოკრატიაში ცენტრალური ადგილი უკავია. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც. ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ინტერვიუში.
ილჰამ ალიევი ღარიბაშვილს: ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა კეთილმეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ემყარება
"ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა კეთილმეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ემყარება", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა. "ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით აზერბაიჯანში. მოხარული ვარ თქვენი ნახვით. დარწმუნებული ვარ, ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ძმურ ურთიერთობებს. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა კეთილმეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ემყარება. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი საფუძველია ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც ძალიან დიდ დინამიკას აჩვენებს და ბევრს სფეროს მოიცავს. ბედნიერი ვარ, რომ გვესტუმრეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას. მე ვიცი, რომ თქვენ ახლახანს გქონდათ კორონავირუსი. მოხარული ვარ, რომ თქვენ მთლიანად გამოჯანმრთელდით. ეს იყო აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტის ცოტა დაგვიანების მიზეზი", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა საქართველს პრემიერ-მინისტრი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია. დღესვე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.
ირაკლი ღარიბაშვილი ალიევს: მიზანდასახულნი ვართ, რომ მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს
"უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული. მიზანდასახულნი ვართ, რომ მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იგი მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია. „დიდი მადლობა შეხვედრისთვის, ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სასიამოვნოა ბაქოში კვლავ თქვენთან შეხვედრა. მართალია, კორონავირუსით ინფიცირების გამო ვიზიტის გადადება მოგვიწია, მაგრამ გვიხარია, რომ დღეს ბაქოში ვართ. თქვენ ბრძანეთ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და რომ ეს ძმობა საუკუნეებს ითვლის. თქვენი მამის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები მინდა გავიხსენო, რომელმაც ბრძანა, რომ ჩვენ მეზობლობა ბედმა გვარგუნა. ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა. ამდენად, ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და თბილისში მოგიწვიოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს ხვდება
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შეხვედრა, რომელსაც კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში კარლ ჰარცელთან მართავს.
დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა ნებადართულია
სადღესასწაულო დღეების შემდეგ, დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა ნებადართულია. სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აღარ აკონტროლებენ. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებმა სასაფლაოებზე გასვლისას კოვიდრეგულაციები მკაცრად უნდა დაიცვან. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ. სასაფლაოებზე მისვლა აკრძალული იყო 2; 3 და 4 მაისს.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვლავ ვერ შეძლო კოალიციის შექმნა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიცია ვერ შექმნა. ინფორმაციას Time of Israel-ი ავრცელებს, 6 აპრილს ისრაელის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის შესაქმნელად 28 დღე მისცა, რომლის ვადაც დღეს ამოიწურა. დღეიდან მთავრობის შექმნის მანდატი კვლავ პრეზიდენტს უბრუნდება, რომელიც მთავრობის შექმნას ან ახალ დეპუტატს დააკისრებს, ან კანდიდატის განსაზღვრას პარლამენტს დაავალებს. 23 მარტს ისრაელში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 30 მანდატი მოიპოვა. კოალიციური მთავრობის შესაქმნელად 120-ადგილიან პარლამენტში 61 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
რიგა, დორტმუნდი, კატოვიცე, გდანსკი - Wizz Air ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით აღადგენს
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით აღადგენს. აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის განცხადებით, ავიაკომპანია ფრენებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკსის მიმართულებით აღადგენს. "მინდა, გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ამატებს რეისებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე, დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ფინანსთა მინისტრი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი გაიკეთა. "ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რომლითაც აცრილია ათობით მილიონი ადამიანი, არის კარგი". არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დასახელების და წარმოშობის არის ვაქცინა, თუ პირველ პუნქტს აკმაყოფილებს. დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა (ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა). უნდა ავიცრათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს გარშემო მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისათვის. (პ.ს. 10 და 20 დოლარიანი ვაქცინებით, ნურავის ექნება იმის იმედი რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა)". – წერს ლაშა ხუციშვილი საკუთარ Facebook გვერდზე. შეგახსენებთ, რომ Sinopharm-ით 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაცქინაცია გუში, 4 მაისს დაიწყო. Sinopharm-ის ვაქცინით გუშინვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და უწყების თანამშრომლები. Sinopharm-ის 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო. დღეისათვის 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებულია. კიდევ ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ზაფხულში მიიღებს.
ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, 19 აპრილის შეთანხმებაზეც იმსჯელეს. კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირი მზად, გირაო გადაიხადოს, ელჩმა უპასუხა, რომ ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს. „ამ საკითხებზე მსჯელობა ამჟამად მიმდინარეობს. ვნახავთ, როგორ გაგრძელდება მომდევნო დღეებში“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, აუცილებელია ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების განხორციელების პირველი ნაბიჯები რაც შეიძლება მალე გადაიდგას, რაც ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებამდე მიიყვანს. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს ჩატარდება
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პრეზიდენტი მომავალ კვირას პარლამენტს დაითხოვს. "ჩვენ ვგეგმავთ პარლამენტის დათხოვას, მაგრამ თუ ხმის მიცემის შემდეგაც ვერ შევძლებთ მთავრობის ფორმირებას, ბულგარეთი არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ინსტიტუციურ კრიზისშიც შევა", – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის პარტიამ - "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის" - გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რის გამოც, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდა საჭირო, რაც ვერ მოახერხდა.
Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭომ დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა ძალაში დატოვა
კომპანია Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭომ მხარი დაუჭირა კომპანიის გადაწყვეტილებას აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. ამასთანავე, როგორც ცნობილია, სამეთვალყურეო საბჭო აღნიშნავს, რომ Facebook-ის მხრიდან მიზანშეწონილი არ იყო განუსაზღვრელი ვადით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის დაბლოკვა. „როგორც წესი, Facebook-ის სანქციები მოიცავს კონტენტის ამოღებას, დროებით შეჩერებას ან გვერდისა და ანგარიშის სამუდამოდ გათიშვას“, - ნათქვამია განცხადებაში. საბჭო ასევე მოითხოვს, რომ Facebook-მა აღნიშნული საკითხი განიხილოს, რათა დადგინდეს და დასაბუთდეს პროპორციული პასუხი, რომელიც წესებს შეესაბამება და პლატფორმის სხვა მომხმარებლების მიმართ გამოიყენება. Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.
ნათია თურნავა: სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე
"სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განცხადებით, მთავრობა ახერხებს, რომ ინფიცირებულთა ოდენობის ზრდის ფონზე, პანდემია ბიზნესის ჩაკეტვის გარეშე მართოს. "ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას - ჩვენ შარშან ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იყო შედარებით მაღალი, ამას ვარეგულირებდით ბიზნესების ჩაკეტვით, საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვები იყო, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულ ობიექტებს ეს არ ეხებოდა. წელს ჩვენ იმავე ამოცანას ვახერხებთ, რომ მივაღწიოთ, ანუ ვმართოთ ეპიდემია ჩაკეტვის გარეშე. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ რომ გაიხსნას და აღდგეს ტურისტული ინდუსტრია და პარალელურად ვმართავთ ეპიდემიას. ეს კეთდება ჩაკეტვის გარეშე. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელი და ვაქცინაცია დაეხმარება ამას. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის გახსნას, ამაზეც ვმუშაობთ. მიდის მუშაობა, რომ დაახლოებით იმავე წესებით ვმართოთ, რა წესებითაც საჰაერო საზღვრებს ვმართავთ. მაგალითად: ვაქცინირებული ვიზიტორებითვის უფრო ადვილი შემოსვლა და ა.შ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იმავე პრინციპის გამოყენება სახმელეთო საზღვრების მიმართ და ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე", - განაცხადა თურნავამ.
ყირგიზეთის პრეზიდენტმა ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა
ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა. დოკუმენტი მის უფლებამოსილებებს აფართოებს და ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას ცვლის. საპარლამენტო რესპუბლიკა საპრეზიდენტო გახდება. ჟაპაროვი აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ქვეყანას ძლიერი ლიდერი სჭირდება. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 6-დან 10 წლამდე გაიზარდა. ყირგიზეთში ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი 11 აპრილს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ძირითად კანონში ცვლილებებს მოსახლეობის 80%-მა დაუჭირა მხარი. მაგრამ ამომრჩეველთა აქტიურობა მხოლოდ 36%-ს შეადგენდა. ახალი კონსტიტუციით, სახელმწიფოს მართვის მთავარი პასუხისმგებლობა დაეკისრება პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მთავრობის შემადგენლობას, ასევე საოლქო ადმინისტრაციებში დანიშნავს უფლებამოსილ წარმომადგენლებს განსაზღვრავს. ყირგიზეთის ოპოზიცია და დამოუკიდებელი იურისტები საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, რადგან შიშობენ, რომ რეფორმამ ქვეყანა შეიძლება, ავტორიტარიზმამდე მიიყვანოს.
ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანსა და სომხეთს ტყვეთა გაცვლის პროცესის დასრულებისკენ მოვუწოდებთ
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შტატები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ სამი სომეხი სამხედრო ტყვეს გათავისუფლებას მიესალმება და აქვე მხარეებს მოუწოდებს დაკავებულ პირთა გაცვლის პროცესი საბოლოოდ დაასრულონ. „ორივე მხარეს მოვუწოდებთ სწრაფ რეჟიმში დაასრულონ ტყვეთა, პატიმართა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლის პროცესი. ასევე, შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები დაკავებულთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის შესახებ“, – ნათქვამია ბლინკენის მიერ Tweeter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.