ძებნის რეზულტატი:
37 წლის სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა
37 წლის სამხრეთ აფრიკელმა ქალმა, გოსიამე თამარა სიტოლემ, 10 ტყუპი გააჩინა, რაც შესაძლოა, ახალი მსოფლიო რეკორდი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გოსიამე თამარა სიტოლეს მეუღლე აცხადებს, თავდაპირველად ექოსკოპიაზე მხოლოდ 8 ბავშვი ჩანდა. "შვიდი ბიჭი და სამი გოგო შეგვეძინა. ძალიან ბედნიერი ვარ, ემოციური მომენტია, მეტს ვერაფერს ვიტყვი".- აცხადებს ბავშვების მამა, ტებოჰო ტსოტესი. წყვილს სულ 12 შვილი ჰყავს, 6 წლის წინ გოსიამეს და ტებოჰოს ტყუპები შეეძინათ. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ BBC-ს განუცხადა, რომ ქალბატონი სიტოლის საქმეს იძიებს. გინესის მსოფლიო რეკორდს ფლობს აშშ-ში მცხოვრები ქალი, რომელმაც 2009 წელს 8 ტყუპი გააჩინა. გასულ თვეში კი მალიში, 25 წლის ქალმა, ჰალიმა ქისემ 9 ტყუპი - 5 გოგო და 4 ბიჭი - გააჩინა.
გაეროს უშიშროების საბჭომ ანტონიო გუტერეშის გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა
გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა გენერალურ მდივნად ანტონიო გუტერეშის მეორე ვადით არჩევას და რეკომენდაცია წარუდგინა 193-წევრიან გენერალურ ასამბლეას, რომ კიდევ ხუთი წლის ვადით, 2022 წლის 1 იანვრიდან განაახლოს მისი მანდატი. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის, სვენ იურგენსოსნის განცხადებით, გენერალური ასამბლეა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 18 ივნისს შეიკრიბება. ანტონიო გუტერეშის თქმით, მოხარულია, რომ უშიშროების საბჭოს წევრებმა მას ნდობა გამოუცხადეს. "მე ძალიან მადლიერი ვარ საბჭოს წევრებისადმი ნდობისთვის, რომელიც მათ ჩემდამი გამოხატეს", - განაცხადა გუტერეშმა. ცნობისთვის, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე პან გი მუნი 2017 წელს შეცვალა. 1995-2002 წლებში ის პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2005-2015 წლებში გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელად იყო დანიშნული.
PACE-ს საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლები ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, PACE-ს საქართველოს საკითხებზე მონიტორინგის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო, მათ შორის COVID19-ის პანდემიის გავლენის გამო. „ისინი მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც ამ სიტუაციის შემსუბუქებისკენაა მიმართული და ღრმა მწუხარება გამოხატეს, რომ ამგვარ მცდელობებს ამ რეგიონებსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილს შორის თავისუფალ გადაადგილებას დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლიდა. შესაბამისად, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ მოიხსნას ეს შეზღუდვები", - ნათქვამია განცხადებაში. PACE-ს საქართველოს საკითხებზე მონიტორინგის თანამომხსენებლები განცხადებას ავრცელებენ
პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა, მეორე მოსმენით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ფრაქცია "ქართული ოცნების" კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 23-მა წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა. "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფრაქცია "ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. პარლამენტმა კვლავ არ უყარა კენჭი ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტს.
ალბანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
Euronews-ის ცნობით, ალბანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის ილირ მეტას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა გადაწყვეტილაბ საგანგებო კენჭისყრით მიიღეს. კენჭისყრა მას შემდეგ ჩატარდა, რაც საგამოძიებო კომიტეტმა გასულ კვირას დაასკვნა, რომ მეტამ ალბანეთის 25 აპრილის საყოველთაო არჩევნების წინ, დაარღვია კონსტიტუციის მე-16 მუხლი. ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ ერთი წლით ადრე, ვიდრე მისი პრეზიდენტობის ვადა დასრულდება. მეტა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს, რადგან მან ვერ შეასრულა ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების ვალდებულება, რადგან ქვეყანაში ჩატარებულ ბოლო არჩევნებში ოპოზიციას დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, ილირ მეტას პრეზიდენტის პოსტზე ვადა 2022 წელს ეწურება. არჩევნების შედეგად მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ 140-ადგილიან პარლამენტში 74 ადგილი მოიპოვა და საგამოძიებო კომიტეტს დაავალა დაედგინა, დაარღვია თუ არა მეტამ კონსტიტუცია. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭირო იყო ხმების ორი-მესამედი. მეტასთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც მას სამთვიანი ვადა აქვს.
დონალდ ტრამპი ქვეყნებს Twitter-ისა და Facebook-ის აკრძალვისკენ მოუწოდებს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, ნიგერიის მაგალითს მიბაძონ და სოციალური ქსელები Twitter და Facebook აკრძალონ. მისი თქმით, Twitter-ი და Facebook-ი თავისუფლად და ღიად საუბრის საშუალებას არ იძლევა. "ვულოცავ ნიგერიას, რომელმაც უბრალოდ Twitter-ი აკრძალა, რადგან მათ ნიგერიის პრეზიდენტი დაბლოკეს. უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა აკრძალოს Twitter-ი და Facebook-ი, რადგან ისინი თავისუფლად და ღიად საუბრის საშუალებას არ იძლევა - ყველა ხმა უნდა გაჟღერდეს. ვინ არიან ისინი, რომ გვიკარნახონ სიკეთე და ბოროტება, თუ თავად არიან ბოროტები? ალბათ, ეს პრეზიდენტობის პერიოდში უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ცუკერბერგი სულ მირეკავდა, თეთრ სახლში მოდიოდა სადილზე და მეუბნებოდა, თუ როგორი კარგი ვიყავი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეგახსნებთ, რომ Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა. თუმცა, Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვის გადაწყვეტილება შეცვალა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რიგი პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების გამოყენებას 2023 წელს შეძლებს.
პოლიტიკური ჯგუფის შექმნა პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს შეეძლება
პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, პირველი მოსმენით 87 ხმით მიიღეს. პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის საკანონმდებლო წესით მომზადებული კანონპროექტის თანახმად, 2024 წელს არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს, ნაცვლად არანაკლებ ოთხისა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლება. საკითხი პლენარულ სხდომაზე ალექსანდრე ელისაშვილმა წარადგინა.
ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლამდე კაცი მეგობრებთან ერთად მალთაყვის სანაპიროზე იმყოფებოდა, ის წყალში საბანაოდ შევიდა და რამდენიმე წუთში გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მაშველთა რამდენიმე ჯგუფი. მაშველებთან ერთად, კაცს მისი ახლობლებიც ეძებენ. ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო
საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ნინოწ მინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები და ყოფილი აღსაზრდელების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას. "საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს სავარაუდოდ, იძულებით დაატოვებინეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცავ უწყებას ინფორმაცია მიაწოდა პანსიონში მისი ყოფნისას არსებული სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ. სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა. დამატებით, მიმართა სამართალდამცავ უწყებას - მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება სავარაუდო იძულების, ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე. ვინაიდან, ახალგაზრდას არ აქვს სხვა საცხოვრებელი, იგი სახალხო დამცველის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციით დროებით განთავსდა უსაფრთხო გარემოში. სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები და ყოფილი აღსაზრდელების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას. პროაქტიულად შესთავაზონ მათ უსაფრთხო გარემო და დაიცვან ნებისმიერი ფორმის ძალადობის, ზეწოლისა და იძულებისგან. ამასთან, გაგრძელდეს და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მოხდეს იქ მყოფი არასრულწლოვნების რეინტეგრაცია ოჯახებში და ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში განთავსება ალტერნატიული ზრუნვის ადგილებში", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი ამბობს, რომ პანსიონთან დაკავშირებით პოლიციისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ, საპატრიარქოს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აღარ უშვებენ.
მედია: ბაიდენის ადმინისტრაცია მსოფლიოსთვის Pfizer-ის ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეისყიდის
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მსოფლიოსთვის Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით, გაზეთი Washington Post-ი ავრცელებს. როგოც გამოცემა წერს, ჯო ბაიდენი აღნიშნულ განცხადებას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გააკეთებს. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თეთრ სახლში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. The Associated Press-ის ცნობით, ვაქცინის დოზების განაწილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა COVAX-ის საშუალებით მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, 200 მილიონ დოზას, რომელიც 100 მილიონი ადამიანის სრულად ვაქცინაციისთვის არის საკმარისი, აშშ მიმდინარე წელს გაიღებს, ხოლო დანარჩენ დოზებს 2022 წლის პირველ ნახევარში. ჯო ბაიდენი ევროპულ ტურს იწყებს აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზა მოიცავს 20 მილიონ დოზა - Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ასევე AstraZeneca-ს. შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა, რომ 4 ივლისისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონ დოზას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვაქცინების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა,
დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bee Airlines-მა კიევი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა
9 ივნისს, უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bee Airlines-მა კიევი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აერპორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია რეისებს კვირაში ხუთი სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. „10 ივნისიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიევის მიმართულებით, Ukraine International Airlines განაახლებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით სამი უკრაინული ავიაკომპანია (Sky Up, Bee Airlines, UIA) ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როდის განახლდება Sinovac-ის ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია
Sinovac-ის ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე 14 ივნისიდან განახლდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეს, 9 ივნისს Sinovac-ის ვაქცინის მეორე დოზით რეგისტრაცია დაიწყო. "Sinovac-ის მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. Sinovac-ის ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. 1-ელ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ Sinovac-ის ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა . საქართველოში Sinovac-ის 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია განცხადებაში. ჯანმომ Sinovac-ის ვაქცინას საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა
ჯო ბაიდენი: არ დავისვენებთ ვიდრე, ამერიკელი LGBTQ+ ადამიანებისთვის სრული თანასწორობა საბოლოოდ არ მიიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი LGBTQ+ ადამიანებისთვის სოციალურ ქსელში მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. ბაიდენის თქმით, სენატმა თანასწორობის შესახებ კანონი უნდა მიიღოს. "LGBTQ+ ადამიანების უფლებები არის ადამიანის უფლებები. ამ თვის აღსანიშნავად, ჩვენ არ დავისვენებთ ვიდრე, ამერიკელი LGBTQ+ პირებისთვის სრული თანასწორობა საბოლოოდ არ მიიღწევა და არ შევა კანონში. სენატმა უნდა მიიღოს კანონი თანასწორობის შესახებ," - წერს ჯო ბაიდენი.
ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, საიდანაც მისი ევროპული ტურნე იწყება. ჯო ბაიდენს თან ახლავს აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის რვადღიანი ევროპული ტურნე 10 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან შეხვედრით დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ვიზიტისას ის დედოფალ ელიზაბეთ II-ს შეხვდება. ბაიდენი იქნება შტატების მე-13 პრეზიდენტი, რომელთანაც დედოფალი შეხვედრას გამართავს. ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერი ბრიუსელში, NATO-ს სამიტზე და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან შესახვედრად გაემგზავრება. ბრიუსელის შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა ჟენევაში, სადაც 16 ივნისს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ჯო ბაიდენი ევროპულ ტურს იწყებს ჯო ბაიდენი: ევროპული ტურნეს მიზანი მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის გაძლიერებაა ელისაბედ მეორე ჯო ბაიდენს შეხვდება ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება
სალომე ზურაბიშვილი მონაკოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაციას დაესწრო
სალომე ზურაბიშვილი მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაციას დაესწრო, რომელზეც 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "ღვინის საერთშორისო ექსპერტებთან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მეღვინეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული ღვინის უნიკალურობასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდებს. აღინიშნა, რომ ქვეყნის უძველესი ტრადიციები და ღვინის კულტურა ეროვნულ იდენტობასთანაა გაიგივებული. უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველო ცნობილია, როგორც ყურძნისა და ღვინის ქვეყანა, ხოლო ტრადიციული ქართული ღვინო რთულად წარმოსადგენია ქვევრის გარეშე. ქვევრში ღვინის დაყენების ისტორია 8000 წელზე მეტს ითვლის და დღემდე გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავროს გუშინ ეწვია.
რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები "ექსტრემისტულ" და არაკანონიერ ორგანიზაციებად გამოაცხადა
რუსეთის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციები არაკანონიერად გამოაცხადა და მათ "ექსტრემისტული" უწოდა. "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" გარდა, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციებად "მოქალაქეების უფლებების დაცვის ფონდი" და საზოგადოებრივი მოძრაობა "ნავალნის შტაბი" ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნავალნის ორგანიზაციებს რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა ეკრძალება. მათ ეკრძალებათ ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების განხორციელება, არჩევნებში მონაწილეობა და აქციების ორგანიზება, ხოლო ორგანიზაციების თანამშრომლებს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, თუ აღნიშნულ ქმედებებს განახორციელებენ. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას ამ ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტის თვალსაზრისით. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ლიეტუვის ელჩი: ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის და რეფორმების მიმართ
„ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის, დემოკრატიის კონსოლიდაციის და რეფორმების მიმართ“, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა Twitter-ზე წერს. პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და მისი მეუღლე ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 10-12 ივნისს ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში, ლეუტუვის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის სპიკერს კახა ქუჭავას. ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავს პრეზიდენტის შეხვედრას ადგილობრივ ლიეტუველებთან და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ვიზიტისას გიტანას ნაუსედა გაემგზავრება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. შემდეგ კი, მეუღლესთან ერთად შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტის მეუღლე დიანა ნაუსედა მონაწილეობას მიიღებს ლიეტუველი დრამატურგის, ინჟინრის, ანტანას ვილკუტაიტის-კეტურაკისის ძეგლის გახსნაში და დაესწრება ბირუტე იონუშკაიტეს წიგნის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მდებარე ლიეტუვის ენისა და კულტურის ცენტრში გაიმართება. ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში პირველად ჩამოვა. „ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის, დემოკრატიის კონსოლიდაციის და რეფორმების მიმართ“, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა Twitter-ზე წერს.
ლიეტუვა NATO-ში საქართველოს გაწევრიანების არამხოლოდ აქტიური მხარდამჭერია, არამედ ხშირად ადვოკატირებას უწევს საქართველოს ინტერესებს - თენგიზ ფხალაძე
„ლიეტუვა NATO-ში საქართველოს გაწევრიანების არამხოლოდ აქტიური მხარდამჭერია, არამედ ხშირად ადვოკატირებას უწევს საქართველოს ინტერესებს და ამ კონტექსტში ლიეტუვა არის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო“, - განაცხადა ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ Europetime-თან ინტერვიუში. „მისასალმებელია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები მეტ-ნაკლებად დაწყნარდა და საშუალება გვაქვს, ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, გარდა იმ პოლარიზაციისა, რომელიც არსებობდა და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არსებობს თემები, რომლის გამოც, ყველა ვალდებულნი ვართ, რომ ვითანამშრომლოთ და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს იმაში, რომ ეროვნული ინტერესები არ დაზარალდეს და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანები იყოს წინ წამოწეული, განხორციელებული, ქვეყნის უსაფრთხოება დაცული და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი არაფერმა შეუშალოს“, - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ფხალაძემ. პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და მისი მეუღლე ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვევა. ლიეტუვის ელჩი: ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის და რეფორმების მიმართ
დღეს ამაღლებაა
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება. მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ბეთანიის ელეონის მთაზე და უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, ვიდრე მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 705 ადამიანს დაუდასტურდა, 1128 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოწვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 351 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 337 023, გარდაიცვალა 4 996 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 253 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 138 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 115 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.59%. ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან 380 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 39, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 16, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. მიმდინარე აქტიური შემთხვევა- 9 909, საიდანაც: 3 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 820, აჭარაში - 305, იმერეთში - 411. მძიმე პაციენტი- 689, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 86, იმერეთში -146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე- 193, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 8, იმერეთში - 13. 594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 - თბილისში, 224- აჭარაში. 6 085 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 9 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 838 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 924 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 722, პირი, აჭარაში - 1 987, იმერეთში - 1 098.