ძებნის რეზულტატი:
დავით ზალკალიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილეობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ის სახელწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს მიწვევით, გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა კოალიციის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადებას სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და გამოხატა მზაობა, მომავალშიც, პარტნიორებთან ერთად, იმოქმედოს არსებული გამოწვევების დასძლევდ. "მან ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების ფასდაუდებელ წვლილს საერთაშორისო მისიებში. ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების მხრივ დღეს არსებულ გამოწვევებზე და ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზე. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. კოალიციის შეხვედრაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო თავმჯდომარეობენ, 60-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მონაწილეობენ", - ნათქვამია სამინსიტროს განცხადებაში.
1-ლი ივლისიდან ვარკეთილში, გლდანში, მუხიანსა და სენაკში გაზი ძვირდება
გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ავრცელებს. სემეკის ცნობით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 28 ივნისის საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის - შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი “ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე. კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა 1-ლი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. "შპს „გასკო +“ ოპერირებს ქ. სენაკში და ემსახურება 9 ათასამდე აბონენტს. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ქ.თბილისში, ვარკეთილში 16 ათასამდე აბონენტს ემსახურება. სს „ენერგოკავშირი“ ოპერირებს ქ. თბილისში, ემსახურება გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონს, ჯამში 12 000-მდე აბონენტს. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351 თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301 თეთრი/მ3-ს. შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს. სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს. ტარიფების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული კომპანიების მოთხოვნები ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით", - ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში. 27 მაისს, სემეკის გადაწყვეტილებით, გაზის საფასური გაიზარდა თბილისის ზოგიერთ ნაწილში - კომპანია "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის. თბილისსა და რეგიონებში დენი გაძვირდა
ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები
ევროპარლამენტის LGBTQ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი პარლამენტარები, საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა. წერილის ადრესატი, რომელსაც 30 პარლამენტარი აწერს ხელს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურია. "ბატონო ვახტანგ, 1-ლიდან 5 ივლისამდე თბილისში ღირსების მარში ჩატარდება. პრაიდი მოიცავს 3 მთავარ ღონისძიებას 5 დღის განმავლობაში, მათ შორის არის ფილმის, "ღირსების მარშის" პრემიერა - დოკუმენტური ფილმი პირველი პრაიდის შესახებ (1 ივლისი), პრაიდის ფესტივალი ადგილობრივი და საერთაშორისო პრაიდის დემონსტრაციები მშვიდობიანი იარაღია პოლიტიკური ადვოკატირებისთვის და ერთ-ერთი გზა, რომლითაც გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლება გამოიხატება. მონაწილეობით (3 ივლისი) და ღირსების მარში (5 ივლისი), რომელიც არის ადგილობრივი საზოგადოებრივი მოძრაობების მიერ ორგანიზარბული. საბოლოო ჯამში, ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც აღინიშნება LGBTQ თემის მრავალფეროვნება. პრაიდის დემონსტრაციები მშვიდობიანი იარაღია პოლიტიკური ადვოკატირებისთვის და ერთ-ერთი გზა, რომლითაც გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლება გამოიხატება. ეს LGBTQ აქტივისტების მოძრაობის დამახასიათებელი ნიშანია, სოციალური ხილვადობის საყრდენი. ეს აქციები არის პოლიტიკური დემონსტრაციები, რომლის ფარგლებშიც თემი ახმოვანებს თავის წუხილებს, ხაზს უსვამს მიღწევებს და თავის წევრებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ თანასწორობის სასარგებლოდ. ამავდროულად, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლო კომენტარები, რომ ღირსების მარში უნდა გაუქმდეს, ეწინააღმდეგება ამ უნივერსალური უფლებების განხორციელებას. სწორედ ამიტომ, მხარდაჭერის სულისკვეთებით მოგმართავთ თქვენ, მინისტრს, იმისთვის, რომ გთხოვოთ არა მხოლოდ დაუშვათ პრაიდი, რომელიც შეესაბამება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას, არამედ ასევე ჩატარდეს ყველა მოსამზადებელი სამუშაო, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტანტების გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რომ ყველა იყოს დაცული ხელისუფლების მიერ. ჩვენ ვნახეთ, რომ წინა წლებში ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა მსგავსი აღნიშვნები თავისი სიძულვილის გამოსახატად გამოიყენეს და თავს დაესხნენ მშვიდობიან LGBTQ დემონსტრანტებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს პოლიციის საკმარისი და ეფექტური დაცვა. LGBTIQ თანასწორობის სტრატეგიის, კერძოდ მისი მეოთხე თავის გათვალისწინებით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მისი ურთიერთობების გაძლიერება LGBTIQსაკითხებზე. ევროპარლამენტმა საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შესახებ მოხსენებაში აღნიშნა შემდეგი: "მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მუშაობას და აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა საფუძვლიანად და ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული; მოუწოდებს, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ქალთა დისკრიმინაციის, LGBTQ ადამიანების, ბოშების და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის სფეროებში და გაააქტიუროს ყველა უმცირესობისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენისა და ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება; მოუწოდებს ყველა რელიგიურ თემს, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სამოქალაქო საზოგადოებას, იმუშაონ ტოლერანტობის კლიმატის შესაქმნელად". მას შემდეგ საქართველომ საქართველომ გაიღო ძალისხმევა პოლიციის ოფიცრების დატრენინგებაში სიძულვილის დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ, რამაც პოლიციის თანამშრომელთა ინფორმირებულობის, ცოდნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება გამოიწვია. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტრენინგები გამოიღებს შედეგს და მოხდება მომავალი სიამაყის ღონისძიებების სათანადო მხარდაჭერა". - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რომის პაპს შეხვდა
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რომის პაპთან მოლაპარაკებები გამართა მას შემდეგ, რაც ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინსა და ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს, არქიეპისკოპოს პოლ გალაჰერს შეხვდა. ბლინკენი არის აშშ-ს ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომელსაც პაპა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ შეხვდა.
NATO ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ერაყში მისიას გააფართოებს
NATO ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ერაყში მისიას გააფართოებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე წერს. „დიდად მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრაში ვმონაწილეობ. NATO-ს მტკიცე ვალდებულებაა, საბოლოოდ გაანადგუროს დაეში („ისლამური სახელმწიფო“). ეს მოიცავს ჩვენს გეგმას, გავაფართოოთ წვრთნისა და შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა NATO-ს მისიის ფარგლებში ერაყში, მისი მთავრობის თხოვნით“, - წერს იენს სტოლტენბერგი. სტოლტენბერგი რომში დაეშის წინააღმდეგ მიმართული ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის მინისტრების სხდომას ესწრება.
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში სამუშაოს ნაკლებობა არ არის
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოში სამუშაო ადგილების ნაკლებობა არ არის. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს მშრომელი, კვალიფიციური ადამიანის რესურსი. „დღეს ცოტა არაპოპულარული რამე უნდა ვთქვა. ყოველი გამოსვლა უნდა დაიწყოს იმით, რომ ქვეყანას სიღარიბე, უმუშევრობა და ყველაფერი უბედურება კლავს. ამ დროს რეალობასაც შევხედოთ - დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს მშრომელი, კვალიფიციური ადამიანის რესურსი. მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით განათლება კიდევ უფრო მეტად პრიორიტეტული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის უმთავრესი. საქართველოში სამუშაოს ნაკლებობა არ არის, ჩვენთან არის ნაკლებობა სწორად ორიენტირებული, სწორად შეცვლილი ქცევის, სწორად ორიენტირებული პროფესიული განათლების და ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული მიწოდების. თითოეული ჩვენი ოჯახი სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვგეგმავდეთ ცხოვრებას. განათლება, განსაკუთრებით პროფესიული განათლება, თავისი ხარისხით და მასშტაბით არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი. სხვა მხრივ, რაც არ უნდა ვზარდოთ ბიუჯეტი და სოციალურ დახმარებებში ვარიგოთ, შედეგი არ გვექნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მოსამართლეებმა მათ მიმართ კრიტიკას, ერთობლივი განცხადებით უპასუხეს
ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. მოსამართლეთა განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. „სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან და მათი მხრიდან რაიმე ტიპის პოლიტიკური ზეგავლენისგან, ისე ნებისმიერი არაჯანსაღი ზემოქმედებისგან, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტებისგან შეიძლება მომდინარეობდეს. ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, წარიმართება პოლიტიკურად მოტივირებული, უაღრესად არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს. სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. დამოუკიდებელი სასამართლო კი, ნიშნავს უკეთ დაცულ ადამიანის უფლებებს, უკეთ უზრუნველყოფილ სამართლის უზენაესობას და მეტად განმტკიცებულ სამართლებრივ სახელმწიფოს. მართლმსაჯულების სფეროში მიღწეულ ფუნდამენტურ პროგრესს ცხადყოფს გასული წლების სასამართლო სტატისტიკა და საერთაშორისო რეიტინგები“, - ნათქვამია მოსამართლეთა განცხადებაში. განცხადებას ხელს 310-ზე მეტი მოსამართლე აწერს.
NATO: ჯეიმს აპატურაის ვიზიტი იქნება NATO-ს სამიტის შეჯამება და საქართველოსთან გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე მსჯელობის შესაძლებლობა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ Europetime-ს NATO-ში ოფიციალურად განუცხადეს. მისივე ცნობით, ვიზიტი ამ კვირაში შედგება. "ეს ვიზიტი მიმდინარე კვირაში გაიმართება. ეს იქნება ბატონი აპატურაის, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი. ვიზიტი წარმოადგენს ბატონი აპატურაის რეგულარული კონსულტაციების ნაწილს საქართველოს ოფიციალურ პირებთან. ეს ასევე იქნება შესაძლებლობა, შევაფასოთ საქართველოსთან NATO-ს გრძელვადიანი პარტნიორობის მიმდინარე განვითარება და გავუზიაროთ ხედვები ამ თვეს, ბრიუსელში (ბელგიაში) ჩატარებულ NATO-ს სამიტთან დაკავშირებით", - განუცხადეს Europetime-ს NATO-ში. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გარდა, აპატურაის ამჟამად პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაც უკავია. დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.. ცნობისათვის, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან ექსკლუზიური ინტერვიუ Europetime-მა 27 აპრილს ჩაწერა. მან აღნიშნა, რომ NATO ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება. ამასთან, ჯეიმს აპატურაიმ იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის. ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე კელი დეგნანი: ვფიქრობ, სამიტის დეკლარაცია აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში საგარეო უწყება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს დავით ზალკალიანი: კომუნიკეში არის გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე NATO გაფართოებას აპირებს - კომუნიკეს ანალიზი ექსკლუზივი: სენატორი რობ პორტმანი: მივესალმები საქართველოსა და უკრაინის მიმართ NATO-ს მხარდაჭერას ექსკლუზივი: საფრანგეთის ელჩი: NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციურ მიზნებზე დაფუძნებული პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა ექსკლუზივი: გერმანიის ელჩი: ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა
ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონზე: დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი, არ არსებობს ერთიანი, სრულყოფილი ბაზა ბავშვების შესახებ
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პანსიონში ვიზიტს გააგრძელებენ. მისი თქმით, ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ნახეს დოკუმენტაცია და ინფრასტრუქტურა. "პირველ რიგში, ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. როგორც აქამდე ვამბობდი, რა თქმა უნდა, იყო გაუცხოება ბავშების მხრიდან, ცრუ წარმოდგენები, შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო ჩვენ გავცნობოდით ბავშვებს, შევსულიყავით კონტაქტში, გავესაუბრეთ მათ. რა თქმა უნდა, ვიზიტები გაგრძელდება. ასევე, პირველადად, რაც შესაძლებელი იყო, გავეცანით დოკუმენტაციას და გვაქვს პირველადი რეკომენდაციები. უპირველეს ყოვლისა, დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრია და ცოტა ქაოსურად არის - ერთი დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერს გავეცნოთ. პირველადი რეკომენდაცია არის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს", - განაცხადა სახალხო დამცველა. მისი თქმით, არსებობს სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული. "არსებობს ჩვენთან თანამშრომლობის სრული მზაობა. ჩვენ გავაგრძელებთ დოკუმენტაციების შესწავლას, ერთი დღე ნამდვილად არ იქნება საკმარისი. პირველ რიგში, ბავშვების დოკუმენტაცია იქნება სანახავი. ერთი შეხედვით რაც დავინახეთ, არ არსებობს ერთი სრულყოფილი მონაცემები, ვგულისხმობ ბაზებს ბავშვების შესახებ. რამდენიმე სია არის და მოგვიწია მთელი დღის განმავლობაში შედარება ამ სიების. გარკვეული დასკვნების გაკეთებას არ ვიჩქარებ, განსხვავებები ამ სიებში ვნახეთ, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა სახალხო დამცველმა. სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავიდა
ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების გამო, ბელარუსის საგარეო უწყებაში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი დირეკ შუბელი. ”ბელორუსის წინააღმდეგ უპრეცედენტო შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით”, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დირეკ შუბელი. ევროკავშირის ელჩს ეცნობა ბელორუსული მხარის მტკიცე პოზიციის შესახებ სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ზეწოლის ინსტრუმენტის სანქციების გამოყენების აბსოლუტურად მიუღებლად”, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან ერთად, ბელარუსი აჩერებს ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას. ბელარუსმა ასევე გამოიწვია თავისი წარმომადგენელი ევროკავშირიდან და მოუწოდა ბრიუსელს, ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. ასევე მინსკმა დააწესა შეზღუდვები ევროკავშირის იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებაში მონაწილეობდა. ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ერთობლივ პოლიტიკურ ინიციატივას, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის, ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა. ევროკავშირის ურთიერთობები მის მეზობლებთან წარიმართება ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის და განახლებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ხელმძღვანელობით, რომელებიც მოუწოდებს, რომ საჭიროა ორიენტირება ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლების სტაბილურობის და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებაზე. ამ ჩარჩოს ფარგლებში არსებობს ერთობლივი ვალდებულება, რომლის მიხედვით რეალური შედეგები უნდა მოუტანონ მოქალაქეებს მთელ რეგიონში. ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების თანამშრომლობა ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია - კახა გოგოლაშვილი
შარლ მიშელი: აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობის შეჩერებით, ბელარუსმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობის შეჩერებასთან დაკავშირებით ბელარუსის გადაწყვეტილებას Twitter-ზე ეხმიანება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბელარუსმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. "დღეს ბელარუსმა, "აღმოსავლეთ პარტნიორობაში" მონაწილეობის შეჩერებით, კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და აშკარად უარყოფით გავლენას მოახდენს ბელარუსის მოსახლეობაზე", - წერს შარლ მიშელი. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა.
მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე: აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობის განცხადებით, პანსიონთან მიმართებით ყველა რეკომენდაციას გაითვალისიწინებენ, მათ შორის სახალხო დამცველის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ხელისუფლების. ამის შესახებ მან სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "სახალხო დამცველის ინსტიტუტი შემოვიდა ჩვენთან. ჩვენ გავითვალისწინებთ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას, ისევე როგორც ევროკავშირის, UNICEF-ის, გაეროს ბავშვთა ფონდის, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობას, ყველაფერს გავითვალისწინებთ და შევეცდებით, რომ საჩვენებელი გავხადოთ. თუ რამე პრობლემა იქნება, ყველაფერს აღმოვფხვრით", მეუფემ. ამასთან, მეუფე იაკობის თქმით, პანსიონში არსებული ყველა პრობლემა აღმოიფხვრება, ამჟამად კი, მისი განცხადებით, მთავარი პრობლემა მცირე ტიპის საოჯახო დაწესებულებების დროული აშენებაა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პანსიონში მყოფი ბენეფიციარებიდან მხოლოდ ერთს უნდა ტერიტორიის დატოვება და თბილისში გადასვლა და როდესაც შესაბამისი ადგილი გამოიძებნება, მას გადაიყვანენ. რაც შეეხება აღმზრდელებს, მისი თქმით, მათი რაოდენობა 20-ია, ხოლო მოგვიანებით საშტატო ერთეული 40-მდე გაიზრდება. ამასთან, მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ვისაც პანსიონში გაჩერების სურვილი არ ექნება, ძალით არ გააჩერებენ. ამასთანავე, მისი თქმით, ძალადობის შესახებ ვინც საუბრობდა, ის ბავშვები ძირითადად აღარ არიან პანსიონში. პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა ამ ეტაპზე არ დააკონკრეტა, თუ სად აშენდება და ვინ დააფინანსებს მცირე ზომის საცხოვრისებს. თუმცა, მისი თქმით, ეს მთავრობა არ იქნება. "ხელისუფლებას ბიუჯეტში ისედაც უჭირს, ამდენი პრობლემაა, მარტო ერთი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ხომ არ არის. ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რომელიც გადაიჭრება, ამიტომ უფრო სხვა გზებს ვნახავთ", – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა. სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავიდა ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონზე: დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი, არ არსებობს ერთიანი, სრულყოფილი ბაზა ბავშვების შესახებ
დავით ზალკალიანისა და ფილიპ რიკერის შეხვედრისას, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რომში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედ მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდა, რა დროსაც განიხილეს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-სთვის რეგიონში და ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებულ წარმატებულ მედიაციას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როგორც მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნაბიჯს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის. აღინიშნა ქართული მხარის ჩართულობით პროცესის შემდგომი გაგრძელების მნიშვნელობა და მზაობა, პარტნიორებთან ერთობლივი ქმედებებით, უზრუნველყოფილი იყოს მდგრადი სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში. "საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს გარემოს, უსაფრთხოების კუთხით, და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაზა გახელაძის საკითხს და მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მძიმე შედეგები მუდმივად დგას და პრიორიტეტს წარმოადგენს ამერიკის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამ კონტექსტში მხარეებმა ისაუბრეს NATO-ს სამიტზე, აშშ- ევროკავშირის სამიტსა და ჟენევაში გამართულ ამერიკა-რუსეთის სამიტზე, სადაც საქართველოს საკითხი იყო განხილვის დღის წესრიგში და მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებები აისახა შესაბამის დოკუმენტებში. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განხილვისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ყველა მხარის მიერ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მაღალი დონის შეხვედრების განხორციელებაზე", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. დავით ზალკალიანისა და ფილიპ რიკერის შეხვედრისას, აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობა
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც ლუკაშნეკოს შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ბელარუსის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, Twitter-ზე გამოეხმაურა. "უკანონო მმართველებს არ შუძლიათ მიიღონ კანონიერი გადაწყვეტილებები.. ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამიდან და რეადმისიის შეთანხმებიდან, არ უნდა განვიხილოთ სერიოზულად. ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც მას შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა“, - წერს ლანდსბერგისი. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა. შარლ მიშელი: აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობის შეჩერებით, ბელარუსმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან
დავით ზალკალიანმა ფინელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო
ქ.რომში, გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკა ჰაავისტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვეს ფინეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გამო და გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის. "დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მძიმე შედეგების დაძლევის და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინისტრმა კოლეგას გააცნო "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების და ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტის შედეგები. ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს სამშვიდობო როლზე და მისი განგრძობითობას მნიშვნელობაზე რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დავით ზალკალიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილეობს
ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, დაიღალნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ჩივილით, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება
ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, რომ ისინი დაიღალნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ჩივილით იმაზე, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ქვეყანას საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა, თანამშრომლობა შეუძლებელია. „ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, ყველანი გავერთიანდეთ, ასეთი დამოკიდებულებით უბრალოდ არ მესმის, ვერ ვხედავ პერსპექტივას, ამ ოპოზიციასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვითანამშრომლოთ. ქვეყანა 6 თვის განმავლობაში ამყოფეს საბოტაჟის რეჟიმში და დღეს პასუხი არ გაუციათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რატომ დააზიანეს ჩვენი სახელმწიფო. იცით, რას მეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები? რომ ისინი დაიღალნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ჩივილით ჩვენზე, კონკრეტულად ჩემზე ან ლიდერებზე კი არა, არამედ ქვეყნის პრობლემებზე, რეალურად იმაზე, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება. ჩვენ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანეთ და ღიად გააჟღერეს, რომ დღეს თურმე მათივე შეფასებით, ქვეყანა არ არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი. შევახსენეთ მათ, რომ დაჟინებით ითხოვდნენ, არ მიეცათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათივე თანამოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ჩვენ ამას მივაღწიეთ, მეგობრებო და კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ, მიუხედავად თქვენი ამ მავნებლური პოლიტიკისა. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის მავნებლობა, მეგობრებო და ეს მავნებლობა უნდა დაამთავროთ, უნდა დაამთავროთ იმიტომ, რომ ასე ქვეყანა ვერ განვითარდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე, საბოლოო მოსმენით, 86 ხმით 3-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. რიგგარეშე სესიის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის განხილვა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დასრულდა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება „ქართული ოცნების“ მიერ აღებული ვალდებულებაა, გარდა ამისა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პარტია „მოქალაქეებთან“ გაფორმებული მემორანდუმის და შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ნაწილია. საარჩევნო რეფორმის შედეგად, იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი წესდება. ცვლილებები კანონში წარმოდგენილია საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის, წინასაარჩევნო კამპანიის, არჩევნების პროცესის, მისი შეჯამების და საარჩევნო დავების მიმართულებით. კანონპროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას. პროექტი ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს. პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, პლენარულ სხდომაზე დამატებითი განხილვისათვის გადადებულ საკითხებზე იმსჯელეს და მხარი ორ დანართს დაუჭირეს. ერთი დანართით რეგულირდება თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეული შემადგენლობები, ხოლო მეორე დანართით - საკრებულოს არჩევნებისთვის თვითმმართველ თემებში (გარდა თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახელწოდებები და საზღვრები. საპარლამენტო ოპოზიციიდან ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ და ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ჩინეთის მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, „ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზას“ ვაქცინაციის ცენტრში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ჩინეთის მოქალაქეების კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიმართა", - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაქცინაციის პროცესი პარალელურად ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდა. "აღნიშნულთან დაკაშირებით ჩინეთის ელჩმა, მისმა აღმატებულება ლი იენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტია, რათა ერთობლივი ძალებით შევძლოთ პანდემიის დამარცხება. ჩინეთის მოქალაქეები ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინით აიცრნენ. მათთან ერთად „ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზას“ ვაქცინაციის ცენტრში შეუფერხებლად მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
28 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 254 737 ადამიანი აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 94 740 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 604-მა ადამიანმა გაიკეთა.
Reuters: საბერძნეთის მთავრობა ახალგაზრდებს, რომლებიც COVID19-ის ვაქცინას გაიკეთებენ, 150 ევროს შესთავაზებს
საბერძნეთის მთავრობა ახალგაზრდებს, რომლებიც COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, 150 ევროს ($180) შესთავაზებს. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გარდა ამისა, ახალგაზრდები აგვისტოში, მობილურ ტელეფონებზე ერთთვიან უფასო ინტერნეტ პაკეტსაც მიიღებენ. პრემიერ მინისტრის თქმით, ეს "ახალგაზრდებისადმი მადლიერების საჩუქარია". როგორც გამოცემა წერს, მთავრობის მიზანია ზაფხულის არდადეგებზე ვაქცინაციის პროცესის გაზრდა. ქვეყანა ამსუბუქებს შეზღუდვებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების გამო, მაგრამ იზრდება შეშფოთება "დელტა" ვარიანტის გამო, რომელიც უფრო გადამდებია.