ძებნის რეზულტატი:
ტყის ხანძრების გამო, საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
ტყის ხანძრების გამო, საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფთხილებს. როგორც საელჩო აღნიშნავს, აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე, ასევე მოქალაქეები უნდა მოერიდონ არამიზნობრივ გადაადგილებას. ,,ძვირფასო თანამემამულეებო!არ ცხრება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები:მოერიდეთ ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. მოერიდეთ არამიზნობრივ გადაადგლებას.თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793. შეგახსენებთ აგრეთვე შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100,სასწრაფო დახმარება - 166", - აღნიშნულია განცხადებაში.
ტყის ხანძრების გამო ჩრდილოეთ მაკედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე 5 აგვისტოდან მომდევნო 30 დღის განმავლობაში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გარემოს დაცვის საკითხებში ევროკავშირის კომისრის, ვირგინიუს სინკევიჩიუსის განცხადებით, მიმდინარე ზაფხულში არსებული გლობალური ხანძრები და უკიდურესი ამინდი არის იმის მკაფიო სიგნალი, რომ აუცილებელი კლიმატის ცვლილებების აღმოფხვრა. „ვებრძვით ყველაზე საშინელ ხანძარს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყოფილა. მიმდინარე ზაფხულის წყალდიდობები, სიცხე და ტყის ხანძრები შეიძლება, გახდეს ჩვენი ახალი რეალობა. უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს - ეს არის სამყარო, რომელშიც გვინდა, ვიცხოვროთ? ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი მოქმედებები ბუნებასთან დაკავშირებით, სანამ გვიანი არ არის“, - დაწერა ევროკომისარმა Twitter-ის პირად გვერდზე.
ჯო ბაიდენი: ელექტრომობილი ავტოინდუსტრიის მომავალია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავტო ინდუსტრიის მომავალი ელექტრო ავტომობილებია. „ელექტრომობილი ავტოინდუსტრიის მომავალია. უკან დაბრუნება არ არსებობს", - აღნიშნულია თეთრი სახლის ლიდერის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ევროკავშირი გეგმავს, 2035 წლამდე შეწყვიტოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა. CNN-ის ინფორმაციით, ევროკავშირის გეგმის მიხედვით, ჰიბრიდული ძრავის ავტომობილებს გადაშენების პირას მყოფი მანქანების სიაში შეიყვანენ და ელექტროავტომობილებზე სრულად გადასვლას უზრუნველყოფენ.
აშშ ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბირთვული პროგრამის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტს, იბრაჰიმ რაისის მოუწოდებს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, მხარეთა შორის 2015 წელს დადებული ბირთვული პროგრამის შეთანხმების თაობაზე. „ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ რაისის მისამართით იგივეა, რასაც მის წინამორბედებს ვუგზავნიდით. შეერთებული შტატები დაიცავს და განამტკიცებს საკუთარ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებსა და ჩვენი პარტნიორების ინტერესებს. იმედი გვაქვს, რომ ოფიციალური თეირანი გამოიყენებს შესაძლებლობას დიპლომატიური გადაწყვეტილებების მისაღებად. მოვუწოდებთ ირანს, მალე დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, რათა სამუშაოების დასრულებას შევეცადოთ. ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და კონკრეტულ მომენტში 2015 წლის ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებით არსებული სარგებელი გაუქმდება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
საქართველოში კორონავირუსი 3 780 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 780 ადამიანს დაუდასტურდა, 2 052 გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 740 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 440 353-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.05% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.98%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 052 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 395 505-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 016 ინფიცირებული ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა - 628, იმერეთი - 395, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 172, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 299, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც: 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 052, აჭარაში - 802, იმერეთში - 926. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 285 , მათ შორის, თბილისში - 578, აჭარაში - 130, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი, მათგან თბილისში - 189, აჭარაში - 18, იმერეთში - 18. 2 472 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 153 - თბილისში, 812- აჭარაში. 29 965 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 998 მოქალაქე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 088 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, აჭარაში - 4 592, იმერეთში - 3 582.
საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უმაღლესი ჯოლდო მიიღო
საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უმაღლესი ჯოლდო მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია ამერიკის საელჩოს Facebook გვერდზე განთავსდა. „ვულოცავთ საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უმაღლესი ჯილდოს მიღებას ბრწყინვალე პარტნიორობისთვის. CDC-ს დირექტორმა როშელ ვალენსკიმ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული გასაოცარი სამუშაო აღნიშნა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და რომელმაც 2015 წლიდან 52,000-ზე მეტი ადამიანი განკურნა“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.
ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, ქორწილებსა და ქელეხებში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდოს
ჯანდაცვის სამინისტრო შიდა და გარე სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულებას უჭერს მხარს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რიგი რეკომენდაციები საბჭოზეა წარდგენილი. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლასტერული ინფიცირება ქორწილებსა და ქელეხებში ხდება. „ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საბჭოს წარუდგინეს რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი აზრით, უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, პირველი რეკომენდაციაა პირბადეების სავალდებულო გამოყენება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს სოციალური ღონისძიებების კონტროლს, ვინაიდან კლასტერული ინფიცირება ქორწილებსა და ქელეხებში ხდება. მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს დამსწრეთა რაოდენობა, რომ ეპიდვითარების მდგრადობა შენარჩუნდეს“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ზომების გამკაცრების საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე 10 აგვისტოს განიხილება. დღეს საქართველოში კორონავირუსი 3 780 ადამიანს დაუდასტურდა.
ჰიროსიმაში ატომური ბომბის პირველად ჩამოგდებიდან 76 წელი გავიდა
ჰიროსიმაში ატომური ბომბის პირველად ჩამოგდებიდან 76 წელი გავიდა. 1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 8:15-ზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა B-29-მ ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომური ბომბი მეტსახელად „პატარა ბიჭუნა“, რომელმაც დაანგრია 350 000 ქალაქი. ათასობით ადამიანი მოგვიანებით გარდაიცვალა ჭრილობებისა და რადიაციასთან დაკავშირებული დაავადებებისგან. ჰიროსიმის დაბომბვიდან სამი დღის შემდეგ დაიბომბა ქალაქი ნაგასაკი. მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად. მიჩნეულია რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი. აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე ვინც დაიღუპებოდა ომი რომ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, კერძოდ-აშშ რომ შეჭრილიყო უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე. იაპონიაში კი მიიჩნევენ რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ძალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე უზნეობაა. 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროსიმა მნიშვნელოვანი სამრეწველო და სამხედრო მნიშვნელობის ქალაქი იყო. მის სიახლოვეს განლაგებული იყო სამხედრო ბანაკები, აგრეთვე მეხუთე დივიზიის და ფელმარშალ შუნროკუ ჰატას მეორე მთავარი არმიის შტაბები რომელიც სამხრეთ იაპონიის თავდაცვას ხელმძღვანელობდნენ. ჰიროსიმა იაპონიის არმიის მომარაგების, კომუნიკაციების და არმიის შეკრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ის იყო ერთ-ერთი იმ იაპონურ ქალაქთაგან რომელსაც საგანგებოდ ხელი არ ახლო ამერიკულმა ავიაციამ იმისათვის რომ ბირთვული იარაღის გამოცდის შედეგები უფრო იოლად შესამჩნევი ყოფილიყო. ზოგი მონაცემის თანახმად გენერალი სპააცი იტყობინებოდა რომ ჰიროსიმა ერთადერთი ქალაქი იყო სადაც არ იყო განლაგებული ომის ტყვეთა ბანაკები და ვაშინგტონმაც იგი სამიზნეთა სიაში პირველ ადგილას მოათავსა. ომის დასაწყისში ჰიროსიმის მოსახლეობა 381 000 ადამიანს აღწევდა მაგრამ შემდეგ იგი ნელ-ნელა იკლებდა სისტემატიური ევაკუაციის გამო რომელიც იაპონიის მთავრობის განკარგულებით ხდებოდა. 1945 წლის ზაფხულისათვის მოსახლეობა ამ ქალაქში დაახლოებით 255 000 ადამიანს შეადგენდა.
ეკატერინე ტიკარაკე: ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია
ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაკეს ვაქცინაციის პროცესში პირველი პირების ჩართვის მნიშვნელობაზე დაუსვეს შეკითხვა. „ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, პრემიერიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როდის უწევს მეორე დოზით აცრა, რაზეც უპასუხა, რომ უკვე მალე უნდა აიცრას და არ დააგვიანებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი გაიზარდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს. ამავე თემაზე: ეკატერინე ტიკარაძე: უკუჩვენება რომ ყოფილიყო, ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. თავს კარგად ვგრძნობ ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი 20 000-ზე მეტია
რუსეთი მორიგი პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვას შეეცადა - საგარეო უწყება
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეეცადა მორიგი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვას ე.წ. ახალი რეალობისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ“, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად. საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი პარალელური რეალობა, საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო სამართალი ერთიანია რუსეთის აგრესიული ქმედებების, ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესის პირისპირ. „წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა 2008 წლის აგვისტოს ომს და დაადგინა სამართლებრივი ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო, პასუხისმგებელია უშუალოდ ომის დროს და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ეთნიკური წმენდის განხორციელებაში და ხაზი გაუსვა მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მიერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა განცხადებაში. მისივე თანახმად, ცინიკური და სრულიად მიუღებელია სოციალურ მედიაში რუსეთის საგარეო უწყების მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კომენტარი, რადგან რუსეთმა, სწორედ ამ შეთანხმების დარღვევით დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ანექსია, სამხრეთ კავკასიაში მიწების მიტაცება. სამინისტრის თქმით, სამწუხაროა რომ საუკუნეების შემდეგაც რუსეთის მიზნად სხვისი ტერიტორიების ანექსია რჩება. „თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დგას, დღეს არავინ შეეგუება რუსეთის მიერ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მორყევასა და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მოსკოვის მიერ. თუკი რაიმე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის შელახვა. შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის სწორედ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრი: საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეულ ზღვარზე ვართ. გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობაც
„ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეულ ზღვარზე ვართ. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა რესურსი უკვე სულ უფრო ნაკლებია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. „რეალურად, ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეულ ზღვარზე ვართ. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა რესურსი უკვე სულ უფრო ნაკლებია. გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობაც, რომლებიც წელიწადნახევარზე მეტია, ამ რეჟიმში მუშაობენ. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდით როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ექიმებს და თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც არის მთავარი ბუსტერები ვირუსის გავრცელების პროცესში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სასტუმროების მობილიზება გრძელდება. „ამ ეტაპისთვის, სასტუმროებში საკმარისი ოთახები გვაქვს, თუმცა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან კიდევ მიმდინარეობს მობილიზაცია“, - განუცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს.
USAID-ი საქართველოში პროფესიულ განათლებას $24 მილიონით დააფინანსებს
USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში პროფესიულ განათლებას $24 მილიონით დააფინანსებს. ინფორმაცია USAID-ის Facebook გვერდზე განთავსდა. „საქართველოს დინამიკური ეკონომიკური ზრდა მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას მოითხოვს, რაც თანამედროვე ეკონომიკის წარმატების საწინდარია.სიხარულით გაცნობებთ, რომ ვიწყებთ ახალ ხუთწლიან პროგრამას „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“. პროგრამა ხელს შეუწყობს უნარჩვევებისა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას.კერძო სექტორთან თანამშრომლობით შევიმუშავებთ გადამზადების პროგრამებს, რომლებიც საქართველოს განვითარებით მრეწველობაში დასაქმების მიზნით მოამზადებს სტუდენტებს, პროფესიონალებს და სამსახურის მაძიებლებს.პროგრამის გახსნის ღონისძიებაზე USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, რომ USAID „ ბიზნესებთან და სამრეწველო ჯგუფებთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადის. პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნება ახალი პროგრამები, რაც სამუშაოს მაძლიებლებს დასაქმების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო ბიზნესს მაღალკვალიფიცური კანდიდატებით უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ტექსტში.
თურქეთში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთოს შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა
Daily Sabah-ის ინფორმაციით, თურქეთის დასავლეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 37 ადამიანი. ავტობუსში სულ 50 მგზავრი იმყოფებოდა როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა მანისას პროვინციის სომას რაიონში გამთენიისას მოხდა. პირველადი მონაცემებით, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
თამამი გადაწყვეტილების დროა. საქართველოს NATO-ს წევრობა უნდა შესთავაზონ - ლაშა დარსალია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ NATO-ს წევრობის შეთავაზების აუცილებლობაზე, „ატლანტიკური საბჭოს“ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა. ლაშა დარსალიას თქმით, საქართველო შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის მზარდი სამხედრო ყოფნით. ის აცხადებს, რომ საკუთარი გავლენების გასამყარებლად, რუსეთი განაგრძობს რეგიონში არსებული კონფლიქტებით მანიპულირებას, რაც „ექსკლუზიური გავლენის გაფართოებას ისახავს მიზნად. „საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება იქნებოდა ყველაზე ეფექტური პასუხი იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც ამჟამად რეგიონში დგას. წლების განმავლობაში, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ინტეგრაციის პროცესში და განვავითარეთ ყველაზე სრულყოფილი პრაქტიკული თანამშრომლობა ალიანსთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. ახლა პოლიტიკურ განზომილებაში, ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი აზროვნება და თამამი სტრატეგიული გადაწყვეტილებები საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს შავ ზღვაში სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ეს ხელს შეუწყობს რეგიონის მშვიდობიან და აყვავებულ განვითარებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ლაშა დარსალია აცხადებს, რომ რუსეთის მტრული მოქმედებების მიუხედავად, საქართველო ურყევად აგრძელებს NATO-სკენ სწრაფვას რეგიონში მზარდი საფრთხეების ფონზე, საქართველოს „ხელშესახები“ მხარდაჭერა სჭირდება. „საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და მტკიცედ გვწამს, რომ ალიანსის მომავალი წევრია. შეიძლება გამოითქვას მოსაზრება, რომ რეგიონში NATOს ჩართულობა, საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის დაპირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეთავაზების გარეშე, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს ყველა მიღწევას, რაც ამ ქვეყნებს აქამდე, ინტეგრაციის პროცესში ჰქონდა. რადგან რუსეთი აგრძელებს მათ დესტაბილიზაციას ჰიბრიდული ომით თუ ძველი კონფლიქტებით მანიპულირებით. ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების მიუხედავად, ვაგრძელებთ NATO-სკენ სწრაფვას, რაც უპირველესად ნიშნავს დემოკრატიული ინსტიტუტების, ღირებულებების და მიღწევების დაცვას. მაგრამ, ამ ბრძოლაში ჩვენ ჩვენი მეგობრების, უპირველეს ყოვლისა NATO-ს ხელშესახები მხარდაჭერა გვჭირდება, რაც პროპორციული იქნება იმ საშინელი გამოწვევისა, რომლის წინაშე ვდგავართ. ახლა თამამი გადაწყვეტილების დროა, საქართველოს უნდა შესთავაზონ წევრობა. NATO-ს წევრობა არამხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ ასევე ეს არის ერთადერთი საშუალება შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ. ვიდეომასალა „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა. ამავე თემაზე: პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა გააძლიერონ საქართველო-NATO ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ როსარია პუგლისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კონკრეტულ თარიღს დღეს არ დავასახელებთ პარლამენტში პარტიებმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება წარადგინეს ფილიპ რიკერი: საქართველო არის NATO-ს ძალიან მტკიცე პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც NATO-ს არაწევრი ქვეყანა ექსკლუზივი - ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს ცნობისათვის, რიგი ექსპერტების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით გააქტიურდეს და NATO-ს შესთავაზოს სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა, აიღეს თავის თავზე ავღანური ჯარის ტრენინგი, ასეთი სურვილი დააფიქსირა თურქეთმა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქართველომაც გამოიჩინოს ინიციატივა ამ კუთხით. „ან რეგიონული მასშტაბით წარმოადგინოს ინიციატივა, იმის საკომპენსაციოდ, რომ არ გაქარწყლდეს ის კონტაქტები, რომლებიც წლების განმავლობაში გვქონდა და გარკვეული დივიდენდები მოჰქონდა ჩვენს ურთიერთობებში NATO-სთან“, - აღნიშნავს პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია Europetime-თან. ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქართველოს, შესაძლოა, სწორედ თურქეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გამოცდილების გათვალისწინებით ჰქონდეს შესაძლებლობა, ავღანეთის კონტექსტში საკუთარი წვლილის შეტანა კვლავ აქტიურად განაგრძოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკის ინსტიტუტის ვებგვერდზე რიგი ანალიტიკოსების ხედვებიც გამოქვეყდა: „NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTAC) და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ფუნქციონირება და პროგრესი საქართველოსთვის NATO-სთან თავსებადობის უზრუნველყოფისთვის, პრაქტიკულად, ერთადერთ საშუალებად რჩებაავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ. ეს არის საწვრთნელი ბაზები და საწვრთნელიმოქმედებები, რომლებსაც, როგორც წესი, მაღალი შეფასება აქვს საერთაშორისო პარტნიორებისგან. რადგანაც, როგორც ოფიციალურადაა გაცხადებული, ავღანეთის ოპერაციის საწვრთნელი განზომილება კვლავ დღის წესრიგში რჩება, საქართველოსშეუძლია სწორედ ამ მიმართულებით სცადოს და შეიძინოს ერთგვარი ნიშური ფუნქცია. (მუჩაიძე 2021; Hamilton & Coffey 2021). აღნიშნული წვრთნისა და სწავლებების ბაზები, ერთი მხრივ, თბილისმა მაქსიმალურად უნდა დატვირთოს. მეორე მხრივ, აუცილებელია იმაზემუშაობაც, რომ პრაქტიკულად დაიწყოს საქართველომ დიალოგი NATO-ს ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და უშუალოდ ალიანსის ოფიციალური ლოგისტიკისგანთავსებაზე საქართველოში (ძებისაშვილი 2021), რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხარისხს. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის საყურადღებო პრეცედენტები, შეიძლება, იყოს NATO-ს სრულყოფის ცენტრები (Centers ofExcellence or COEs), რომლებიც არსებობს როგორც ალიანსის წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. NATO-ს სრულყოფის ცენტრები საერთაშორისო სამხედროორგანიზაციებია, რომლებიც, ძირითადად, საწვრთნელი და საგანმანათლებლო აქტივობებით არიან დაკავებული NATO-ს წევრი და პარტნიორი ორგანიზაციებისთვისმსგავსი ცენტრი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გაიხსნა ფინეთში (Hybridcoe.fi 2021), რომელიც NATO-ს არაწევრი ქვეყანაა, თუმცა ევროკავშირთან თანამშრომლობით, ამგვარი ცენტრის არსებობა ფინეთის ტერიტორიაზეალიანსისთვის სტრატეგიულად საჭირო აღმოჩნდა (NATO 2017). თბილისს შეუძლია, სწორედ მსგავს პრეცედენტებზე გააკეთოს სწორება და მსგავს გამოცდილებაზედაყრდნობით განავითაროს მუშაობა NATO-ს ინფრასტრუქტურის საქართველოსტერიტორიაზე განთავსებისთვის. ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის ამბიციაც, რომ აშშ-ისავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო „გააღრმაოს საკუთარი ნაკვალევი“ავღანეთში (Kugelman 2021), როგორც ავღანელი ჯარისკაცების წვრთნების, ისე ქაბულისაეროპორტის დაცვის გზით. თუკი თურქეთი აშშ-სთან, თალიბანთან და ბრიუსელთან ამ პირობებზე შეთანხმებას მიაღწევს, თბილისს, შესაძლოა, სწორედ თურქეთთანსტრატეგიული თანამშრომლობის გამოცდილების გათვალისწინებით ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ავღანეთის კონტექსტში საკუთარი წვლილის შეტანა კვლავ აქტიურად განაგრძოს. (მუჩაიძე 2021; ძებისაშვილი 2021). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის მისია NATO-სთვის და აშშ-ისთვის ყველაზე გრძელვადიანი და დიდი ოპერაცია იყო, სადაცარაწევრ სახელმწიფოებს ინტენსიური ჩართულობის ყველაზე დიდი შესაძლებლობაჰქონდათ, საქართველოს შეუძლია, რომ საკუთარი ფუნქციის ძებნა NATO-ს სხვა უფრო მცირეოპერაციებშიც დაიწყოს, როგორიცაა მისიები კოსოვოში, ერაყში ან აფრიკაში (NATO 2021e;Hamilton & Coffey 2021). განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ საქართველოს ამ რეგიონებში საერთაშორისო ოპერაციებში ჩართულობის გამოცდილება უკვე აქვს. უდაოდ, ავღანეთის მისიის დასრულება თბილისისთვის ამცირებს NATO-სთან ურთიერთობების ისეთ სივრცეებს, როგორიცაა ალიანსისთვის როგორც სამხედრო, ისეპოლიტიკური ასპირაციის მუდმივი და უშუალო დადასტურება. თუმცა, ავღანეთის მისიისშემდეგ, თბილისს შეუძლია, დაიწყოს ახალი ნიშის ძებნა უკვე შექმნილ დადებით იმიჯსა თუ სამხედრო-ინფრასტრუქტურულ რესურსებზე დაყრდნობით“.
CNN-მა არავაქცინირებული თანამშრომლები დროებით გაათავისუფლა
CNN-მა კომპანიიდან გაათავისუფლა 3 თანამშრომელი, რომლებიც კომპანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების გარეშე მივიდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აწარმოებს ასეთ შემთხვევებში და თანამშრომლებისგან ვაქცინაცია მოითხოვა. „ყველა, ვინც ახალ ამბებზე, სპორტის ამბებსა და სტუდიებში მუშაობს, აცრილი უნდა იყოს. ჩვენ ამას თვეების განმავლობაში ვაცხადებდით. ამიტომაც, ამ საკითხზე დაბნეულობა არ უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში. ამიერიდან, ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენა CNN-ის ოფისში შესვლის პროცესის ფორმალური ნაწილი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, CNN-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თანამშრომლების ოფისში დაბრუნება ოქტომბრამდე გადაიდება.
პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა გააძლიერონ
შეერთებული შტატები გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზებისთვის და უკრაინის სამხედრო ძალის პოტენციალის გაძლიერებისთვის. პენტაგონის სამხრეთ და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, ალტონ ბულანდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზებისთვის და უკრაინის სამხედრო ძალის პოტენციალის გაძლიერებისთვის. მისივე თქმით, NATO-ს სამიტზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა და ალიანსის სხვა ლიდერებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამასთან, ბულანდი მოუწოდებს ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, გააძლიერონ უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა. „ჩვენ მტკიცედ ერთგულნი ვართ, საქართველოსა და უკრაინისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაწევის თვალსაზრისით, რაც ნიშანია, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგეებისთვის. უკრაინასა და საქართველოს, რა თქმა უნდა მინიჭებული აქვთ პარტნიორების სტატუსის გაფართოებული შესაძლებლობები და ეს მიზნად ისახავს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის შენარჩუნებასა და გარღმავებას. NATO-ს პრაქტიკული მხარდაჭერის შემდგომი დემონსტრირებისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ყველა მოკავშირესა და პარტნიორს, გაზარდონ თავიანთი მხარდაჭერა, უკრაინისა და საქართველოს მიმართ“, - აცხადებს ალტონ ბულანდი. ვიდეომასალა „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა. ამავე თემაზე: თამამი გადაწყვეტილების დროა. საქართველოს NATO-ს წევრობა უნდა შესთავაზონ - ლაშა დარსალია
თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 12:55 საათზე, ბოლნისთან მოხდა 3.4(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ
„თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ხელფასების ზრდას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან სურთ შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იმუქრებიან, რომ მუშაობას არ განაახლებენ. გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, კომპანიასთან ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა და შეხვედრისას ძველ გრაფიკზე დაბრუნების შესახებ ისაუბრეს, თუმცა ხელფასების ზრდაზე შეთანხმება ვერ შედგა.
ღარიბაშვილი: წვრთნების უწყვეტობა და თანამშრომლობის არსებული მექანიზმები ადასტურებს, რომ აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა
საერთაშორისო წვრთნების - „მტკიცე სულის“ თუ „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა, ისევე როგორც თანამშრომლობის არსებული მნიშვნელოვანი მექანიზმები, ადასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit - 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. „მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, ჩვენს მეგობარს, ბატონ გენერალ-მაიორ კარდენს ჩამობრძანებისთვის და ჩვენი თავდაცვის ძალების აქტიური მხარდაჭერისთვის. ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების, იმ უდიდესი დამსახურებისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენი ჯარის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროცესში მიუძღვის. ბატონო ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ამ მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობით, თქვენ კიდევ უფრო დახვეწეთ თქვენი უნარ-ჩვევები, გააძლიერეთ მზადყოფნის დონე და NATO-სთან ურთიერთთავსებადობის ხარისხი, რაც ჯამში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას. კიდევ ერთხელ, ყველას მადლობას გიხდით სწავლებაში მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებას თქვენი მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, აშშ-ის და NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, საქართველო საერთო ინტერესების დაცვას და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას მომავალშიც განაგრძობს. „წელს ეს სწავლება გამორჩეული იყო, რადგან ის საიუბილეოა, მეათე სწავლებაა ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. „მტკიცე სული“ ნათელი დასტურია იმ მართლაც მტკიცე და სამაგალითო ურთიერთობების, რომელიც საქართველოს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან აკავშირებს. „ეს სწავლება სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალების და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ყოველწიურად მზარდი თანამშრომლობის შედეგია. მე მინდა განსაკუთრებულად მივესალმო და მივულოცო სწავლების თითოეულ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს და მის დაგეგმვასა და აღსრულებაში ჩართულ ყველა პირს. მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, ამ პირობებშიც, სწავლების წარმატებული ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თქვენს მზადყოფნას, თქვენს მაღალ პროფესიონალიზმს, თქვენს ძალისხმევას, არ მოაკლოთ ენერგია საერთო ღირებულებების დაცვას. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელმა, მართლაც ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა ჩვენთვის და თითოეული ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, რომ ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად უკვე დასრულდა, რომლის განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ჩვენ ახლახანს დავხვდით ბოლო ქართულ ქვედანაყოფს, რომელიც ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ხმამაღლა განვაცხადეთ - საქართველო, როგორც აშშ-ის და NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, მომავალშიც ჩვეული ძალისხმევით გააგრძელებს საერთო ინტერესების დაცვას და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული“ სწორედ ამ სულისკვეთების ნაწილია, რადგან ის ჩვენი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ელჩი დეგნანი „მტკიცე სული 2021"-ის დასკვნით ღონისძიებაზე: ეს წვრთნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მტრები შევაჩეროთ
„ეს წვრთნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევაჩეროთ მტრები და ჩვენი სულისკვეთება გავაძლიეროთ“, - განაცხადა. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, „მტკიცე სული 2021" სწავლების დასკვნით ღონისძიებაზე. ელჩის შეფასებით, ეს იყო წვრთვნები, რომლის მიზანიც უსაფრთხოების ამოცანებია, ეს ყველაფერი კი მსოფლიოს სტაბილურობას ემსახურება. „ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო აქ და სამხედრო სწავლების წარმატებული დასასრული აღვნიშნო. აღსანიშნავია თქვენი არნახულად კარგი, შთამბეჭდავი მონაწილეობა, დიდებულია 15 მისიის მონაწილეობა, რომელიც დასრულდა. გაიზიარეთ პარტნიორობა როგორც პარტნიორებმა და მონაწილე წევრმა ქვეყნებმა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ამოცანა და წვრთნებია, როცა ნამდვილი პარტნიორები და ნამდვილი მეგობრები გამოდიან წინა პლანზე. „თქვენი დასწრება მეტყველებს იმაზე, რომ საგანგებო მნიშვნელეობა გაქვთ. ამ წვრთნას საგანგებო მნიშვნელობა აქვს. ეს აძლიერებს ჩვენს პასუხისმგებლობას, მოვალეობას. ამით აჩერებთ აგრესიას. თითოეული თქვენთაგანი ამას გააკეთებს. ეს წვრთნები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევაჩეროთ მტრები და ჩვენი სულისკვეთება გავაძლიეროთ. თქვენი მოქალაქეები, ჯარისკაცები ნამდვილად გააძლიერებენ თავის მოქნილობას, უნარს. საქართველოს ეს ოპერატიული ძალები, ეროვნული გვარდია, სამხედრო შენაერთები კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირებს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დაწესებულებას, სხვადასხვა გაერთიანებას შორის. ჩვენ ამ კავშირში უფრო ძლიერები ვართ და მიღწეულ წარმატებას უფრო გავაძლიერებთ", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.