ძებნის რეზულტატი:

პრინცესა დიანას საქორწილო ტორტის ნაჭერი აუქციონზე გაიყიდა

პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას საქორწილო ტორტის ნაჭერი აუქციონზე 1,850 ფუნტად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტორტის ნაჭერზე შაქრის საშუალებით გამოსახულია ოქროსფერი, წითელი, ლურჯი და ვერცხლისფერი სამეფო გერბი. აუქციონის გამარჯვებული გერი ლეიტონია, რომელიც ქალაქ ლიდსში ცხოვრობს. მან აუქციონში მონაწილეობა ინტერნეტის საშუალებით მიიღო. BBC წერს, რომ ლეიტონი, ძვირადღირებული ნავების გამქირავებელი, ამბობს, რომ მან ანდერძში ჩაწერა, ტორტი თავის ქონებასთან ერთად, მისი სიკვდილის შემდეგ, ქველმოქმედებას მოხმარდეს. ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ტორტის ნაჭერი 500 გირვანქა სტერლინგად გაიყიდებოდა, ამიტომ სასტარტო ფასი 300 გირვანქა სტერლინგი გახდა. თუმცა ფასი ძალიან სწრაფად გაიზარდა და საბოლოო ჯამში ვაჭრობა 1,850-ზე გაჩერდა. ტორტის ნაჭერი თავდაპირველად გადაეცა სამეფო ოჯახის წევრს, მოირა სმიტს, რომელმაც საკონდიტრო ნაწარმი შესანიშნავ მდგომარეობაში შეინარჩუნა. ტორტის ნაჭერს ის თუნუქის ქილაში ინახავდა, რომელზეც არის წარწერა „გაუფრთხილდით - პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას საქორწილო ტორტი“ და თარიღი - 1981 წლის 27 ივლისი.

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, კამჩატკის რეგიონში, "მი-8" ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. "წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენის ავარიული დაშვებისას რვა ადამიანი დაიღუპა, დანარჩენი რვა გადარჩა. ვერტმფრენი ჩაიძირა", - წერს ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით. წყაროს თქმით, ბორტზე მყოფი ბავშვის ბედი უცნობია - "ვერტმფრენზე მყოფი ბიჭის ბედი ჯერჯერობით უცნობია. მისი მამა გადარჩა". წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და 13 ტურისტი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ძლიერი ნისლი გახდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებისთვის 11 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების გაწევის ფაქტზე, პასუხისგებაში 11 პირი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ პირთა დახმარებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მოტყუებით დაირეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 11 ერთეული მიწის ნაკვეთი, ჯამში 10 756 კვ.მ., რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 702 183 ლარს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს დაუბრუნდა 53 758 ლარის ღირებულების 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. "გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავსტრალიის დედაქალაქში ერთკვირიანი „ლოკდაუნი“ გამოცხადდა

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში ერთკვირიანი „ლოკდაუნი" გამოცხადდა. მიზეზი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, „ლოკდაუნი“ გამოაცხადეს ავსტრალიის დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე სადაც, დაახლოებით, 400,000 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობას გარეთ გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია. ავსტრალია იბრძვის „დელტა" შტამის დასაძლევად, რამაც გამოიწვია მისი ორი უდიდესი ქალაქის სიდნეის და მელბურნის მკაცრი ჩაკეტვა. სიდნეიში ჩაკეტვის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად შეიძლება, საჭირო გახდეს დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზება“, - განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის შტატის მთავრობამ.

საქართველოში კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 3 310 გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 466 326 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 412 420, გარდაიცვალა 6 279 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 189 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 832 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 9.63% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.52%. ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 236, აჭარა - 811, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 280, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 398, მცხეთა-მთიანეთი -101, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 47 601, საიდანაც: 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 068, აჭარაში - 898, იმერეთში - 964. მძიმე პაციენტი: 1 355, მათ შორის, თბილისში - 586, აჭარაში - 139, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 311, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 22, იმერეთში - 18. 3 288 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 494 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 37 686 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან 11 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 026. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 605 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 817, პირი, აჭარაში - 5 495, იმერეთში - 4 036.

ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ს მიუახლოვდა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 715 919-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 933-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 688 940-მა ადამიანმა გაიკეთა. საქართველოში დღეს კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის: აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3

კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი er.moh.gov.ge ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა აქვთ, პორტალზე დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს. „ეს პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა (112) და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს. „ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთი მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორე მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. საქართველოში კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ს მიუახლოვდა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა. კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს.

NDI-ის კვლევა: 68% ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის და სურსათის შეძენის საშუალება აქვს

ეკონომიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა კვლავ მთავარი პრიორიტეტებია; ქვეყნის მმართველობის მიმართ ნდობა კლებულობს - ამის შესახებ საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობას კვლავ აწუხებს ეკონომიკისა და ჯანდაცვის პრობლემები. ორგანიზაციის შეფასებით, რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისისა დაკორონავირუსის პანდემიის მიმდინარე შედეგების ფონზე, საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის მიმართულებისა და ინსტიტუტების საქმიანობის მიმართ. მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე - ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელიან. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და კორონავირუსის გავლენა მოქალაქეებისთვის კვლავ მთავარ პრობლემებად რჩება. მოსახლეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა დაფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს, რაც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უმრავლესობა (68 პროცენტი) ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს. გარდა ამისა, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ ან სამსახური დაკარგეს (8 პროცენტი) ან შემოსავალი/ხელფასი შეუმცირდათ (13 პროცენტი). მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი ამბობს, რომ კვლავ უმუშევარია. მოქალაქეების 42 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. „ქვეყნის მმართველობის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა ყველა პოლიტიკური ლიდერის, განსაკუთებით ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობაა. ამისათვის კი საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების (როგორიცაა ეკონომიკა და ჯანდაცვა) გადაჭრის გზების მოძიებაა აუცილებელი“, - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

NDI-ის კვლევა: საქართველოში მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45 % ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. მოსახლეობის 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციისთვის. მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (47 პროცენტი). მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვაქცინაციის ონლაინპლატფორმაზე. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71-ია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია. მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 47 პროცენტი - არ აიცრებოდა. ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება. ვაქცინის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხსა (47 პროცენტი) და ვაქცინის ჯანმრთელობის პრობლემებთან შეუთავსებლობას ასახელებენ (20 პროცენტი). „ვაქცინაციის პროცესის გამართულობა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოახერხოს. მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობამ, შესაძლოა, შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი და მოქალაქეებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში შეუშალოს ხელი“, - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინფორმაციისთვის: აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3

შსს-მ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ბათუმში ორი სარიტუალო დარბაზი დალუქა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი - „ერა“ და „დავითი“ დალუქეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ. "ხსენებული სარიტუალო ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რა მიზეზებით ამბობს უარს საქართველოს მოსახლეობა აცრაზე - ჩამონათვალი

NDI-მ მოსახლეობის მიერ აცრაზე უარის თქმის მიზეზები განსაზღვრა. 47 პროცენტი ვაქცინის ხარისხს არ ენდობა და აუცრელობის მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. შემდეგ მოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიზეზით 20% ამბობს აცრაზე უარს. 13% ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება. 7%-ის აზრით, ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. ზოგადად, ვაქცინების წინააღმდეგია 2%. კითხვაზე პასუხი: სხვა - 5%, არ ვიცი - 5%. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია. მხოლოდ 35% ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 47% - არ აიცრებოდა ამასთან, საქართველოში მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ს მიუახლოვდა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა. კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს. კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინფორმაციისთვის: აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3

NDI-ის კვლევა: 51%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 18% - „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 6% - „ნაციონალურ მოძრაობას“

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, - ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 51%-მა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია. გამოკითხულთა 30%-მა კონკრეტული პარტია დაასახელა, 19%-მა კი აღნიშნა, რომ არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე. მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართული ოცნება“ დაასახელა გამოკითხულთა 18%-მა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 6%-მა, ასევე 6%-მა დაასახელა სხვა პარტიები. 10%-მა განაცხადა, რომ არ იცის. პასუხზე უარი განაცხადა 9%-მა. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, კითხვაზე - ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას. 18% აცხადებს, რომ ალბათ მიიღებდა. 10 % - ნამდვილად არ მიიღებდა მონაწილეობას, 6% კი ალბათ არ მიიღებდა. კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება. უწყების ცნობით, სპეცოპერაციის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გავრცელდება და დეტალები საზოგადოებას ეცნობება. ამ ეტაპზე შსს-ში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ს მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 23% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. NDI კვლევებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, საზოგადოების პრიორიტეტები არ განსხვავდება, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის ერთად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. „პოლიტიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემის ორმაგმა გამოწვევამ ქვეყნის მიმართულებისა დაპოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობის შემცირებას შეუწყო ხელი. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება (23 პროცენტი) და მხოლოდ 35 % ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიაა. 51%-აზრით კი დემოკრატია არ არის. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით; მაშინ მოსახლეობის 39 პროცენტი ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ხოლო 48 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ქვეყანა დემოკრატია იყო. მსგავსი ტენდენცია მთავრობის საქმიანობის შეფასებაშიც შეინიშნება: მოქმედი მთავრობის საქმიანობას დადებითად მხოლოდ მესამედი აფასებს, მაშინ როდესაც 2020 წლის დეკემბერში ეს რიცხვი 50-ს შეადგენდა. საზოგადოებას სურს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე გააკეთოს აქცენტი. სამწუხაროდ, მოსახლეობას არ სჯერა, რომ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა პარლამენტის პრიორიტეტია; საზოგადოების ნახევარზე მეტი (55 პროცენტი) ამბობს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კანონებს არ იღებს, ხოლო 54% ფიქრობს, რომ თუ პარლამენტის წევრს მის დასახლებაში არსებული პრობლემის შესახებ ეტყვის, ის ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯებს არ გადადგამს. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს მიაჩნია, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებული კვლევის ანალიზში. ორგანიზაციამ კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

რუსმა მილიონერმა და მმართველი პარტიის წევრმა კაცის მკვლელობა აღიარა, თუმცა აცხადებს, რომ დათვის შეშინების მიზნით გაისროლა

რუსმა მილიონერმა და პოლიტიკოსმა კაცის მკვლელობა აღიარა. BBC-ის ცნობით, 55 წლის იგორ რედკინმა განაცხადა, რომ კამჩატკაზე ყოფნის დროს, სოფელში იარაღიდან გასროლით დათვის შეშინება სურდა. მოგვიანებით კი შეიტყო, რომ ადგილობრივი მკვიდრი დაიჭრა ამ ადგილას. 30 წლის კაცი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმე გასულ კვირას აღიძრა. რედკინი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი საჯარო მოხელეა. ის გამოძიებას თავად ჩაბარდა. მილიონერმა მომხდარის შემდეგ რუსეთის მმართველი პარტია დატოვა. მედიის ცნობით, გამოძიების დასრულებამდე რედკინი ორ თვეს შინაპატიმრობაში გაატარებს.

ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 76%, NATO-ში გაწევრიანებას კი 74% უჭერს მხარს

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მოსახლეობის 76 პროცენტისთვის მისაღებია, NATO-ში გაწევრიანება კი 74 პროცენტისთვის, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი. კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 76% აცხადებს, რომ მისაღებია, 11% აცხადებს, რომ მიუღებელია, 13%-მა კი არ იცის. რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებას, კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი - საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ მისაღებია, 11%-სთვის მიუღებელია, 14%-მა კი არ იცის. კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ამავე თემაზე: თამამი გადაწყვეტილების დროა. საქართველოს NATO-ს წევრობა უნდა შესთავაზონ - ლაშა დარსალია რას გულისხმობს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს

შსს-მ მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარკორეალიზატორები დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. "სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთის, აჭარის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და ჯგუფურად ჩადენილი გასაღების მცდელობის ბრალდებით 20 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული მ.ჭ., 1976 წელს დაბადებული ჯ.ხ., 1988 წელს დაბადებულ გ.გ., 1981 წელს დაბადებული ს.ს., 1996 წელს დაბადებული გ. კ., 1957 წელს დაბადებული ბ.ა., 1965 წელს დაბადებული ჯ.ი., 1993 წელს დაბადებული ლ.გ. 2001 წელს დაბადებული ვ.მ. 1956 წელს დაბადებული ი.ხ. 1961 წელს დაბადებული რ.ა., 1996 წელს დაბადებული ფ.გ., 1966 წელს დაბადებული ხ.ა., 1983 წელს დაბადებულ ე.ლ., 1980 წელს დაბადებული რ.კ., 1987 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1972 წელს დაბადებული ბ.მ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1989 წელს დაბადებულ ე.გ., 1990 წელს დაბადებულ ი.კ. და 1990 წელს დაბადებული ჯ.მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ. სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. პოლიციის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: 1 ლიტრი და 952 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი სითხე, 50 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი ფხვნილი, 15 გრამამდე „მდმა“-ს შემცველი ნივთიერება და 200 გრამამდე „კოკაინის“ შემცველი ნივთიერება. ქვემო ქართლის პოლიციამ, ბრალდებული ჯ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. აჭარის პოლიციამ კი, ბრალდებული ბ.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 50 აბი. იმერეთის პოლიციის მიერ ერთ-ერთი დაკავებულის - რ.კ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი, „STALKER 2918-UK“-ის მოდელის პისტოლეტი. ნარკოდანაშაულების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

სოციალურ მედიას ინფორმაციის ძირითად წყაროდ, 2014 წელთან შედარებით, 5-ჯერ მეტი ადამიანი იყენებს

სოციალურ მედიას ინფორმაციის ძირითად წყაროდ, 2014 წელთან შედარებით, 5-ჯერ მეტი ადამიანი იყენებს. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი. NDI-ის კვლევის მიხედვით, სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს სოციალურ ქსელებს ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ. კითხვაზე, ძირითადად რომელი წყაროდან იღებთ ხოლმე ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, გამოკითხულთა 57%-მა ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ტელევიზია დაასახელა, 35%-მა კი ინტერნეტი და სოციალური მედია. ინფორმაციის წყაროები (პირველიწყარო): ტელევიზია - 57%; ინტერნეტი / სოციალური მედია - 35%; მეზობლები, მეგობრები - 4%; ოჯახის წევრები - 2%; თანამშრომლები - 1%. "სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო, მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წლის შემდეგ", - აცხადებენ NDI-ში. კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

სემეკმა „თელმიკო“, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯაარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე განიხილა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ დაჯარიმების საკითხი. გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ - 50 000 ლარით დაჯარიმდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამის შესაებ ინფორმაციად სემეკი ავრცელებს. კომისიის ცნობით, დაჯარიმების მიზეზი ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვებია. სემეკმა კომპანიებს განუსაზღვრა ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაევალათ მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება. სემეკს საჩივრით მიმართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „თელასის“ მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ. საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, რაც ასევე დადასტურდა სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად. დღევანდელ სხდომაზე ასევე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 75 000 ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმების საფუძველი კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენებების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა გახდა. როგორც სხდომაზე განაცხადეს. სემეკში შემოსული მოქალაქეთა საჩივრების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამოდენიმე თვის ან/და წლის შუალედში, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ რამდენიმე თვის გადასახადის გადახდა. ამასთანავე, მომხმარებლები საჩივრებში მიუთითებდნენ, რომ 2021 წელს კომპანიის მიერ აღებულ რეალურ ჩვენებებში შესული იყო 2020 წელს მოხმარებული წყლის მოცულობებიც, რომლებიც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაანგარიშდა ახალი ტარიფით და არა 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ტარიფით. "სემეკი მოუწოდებს კომპანიებს, რომ ზედმიწევნით განახორციელონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, რათა ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავსი ტიპის უხეშ დარღვევებს. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

როგორ აფასებს მოსახლეობა მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვთ, მთავრობის საქმიანობას დადებითად მოსახლოების 36% აფასებს, პარლამენტის საქმიანობას - 10%. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 36% დადებითად აფასებს, 52% - უარყოფითად, ხოლო 9%-მა არ იცის. რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას, თბილისი მერის საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 39%, უარყოფითად - 25%, საშუალოდ - 29%. საკრებულოს (თბილისს გარეთ) საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 26%, უარყოფითად - 29%, საშუალოდ - 34%. თბილისის საკრებულოს (მხოლოდ თბილისი) საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 17%, უარყოფითად - 29%, საშუალოდ - 29%. პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 10%, უარყოფითად - 47%, საშუალოდ - 33%. როგორც კვლევაში არის მითითებული "პარლამენტის მიმართ თბილისი ყველაზე კრიტიკულია". რაც შეეხება პარლამენტის მიმართ განწყობებს, 55% ფიქრობს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. 54%-ს არ სჯერა, რომ პარლამენტის წევრს, თუ მისი პრობლემის შესახებ ეტყვის, ის პრობლემის გადაჭრას შეეცდება. მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.