ძებნის რეზულტატი:
პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლისა და პრეცენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 697ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 713 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 455 846 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 406 475, გარდაიცვალა 6 182 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაა.
ბოლო 24 საათში საქართველოში 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაა. ამასთან, პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 5 697 შემთხვევა გამოვლინდა ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 455 846 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 406 475, გარდაიცვალა 6 182 პაციენტი
საქართველოს თავდაცვის ძალებს 83 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საქართველოს თავდაცვის ძალებს 83 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მრავალსაუკუნოვანი შეუპოვარი ბრძოლებით ცნობილ ციხესიმაგრეზე - ხერთვისის ციხეზე ღვთისა და ერის წინაშე, ანთებული ჩირაღდნებისა და არასტანდარტულად განლაგებული დროშების ფონზე დადეს და თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს შეურთდნენ. "დღეიდან ისინი საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან. ფიცის დადებამდე საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) რვაკვირიანი პროგრამა მათ ასევე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის ახალ ცენტრში გაიარეს, სადაც სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადება უტარდებოდათ. თანამედროვე სტანდარტების, საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი ახალქალაქში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც", - ნათვქამია უწყების განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრი: არ ვართ ყოვლისშემძლეები, მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო
„არ ვართ ყოვლისშემძლეები და დამოკიდებული ვართ მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, რაც მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი არ მოხდეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის განცხადებით, მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო და არ არის მარტივი სიტუაცია. მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმეა, რადგან „დელტა“ შტამი სწრაფად ვრცელდება. მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევას. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სასწრაფოს ქუჩაში არ დაუტოვებია არცერთი ადამიანი, თუმცა დაგვიანება ხდება და მიმართვიანობა 50%-ით არის გაზრდილი. „საწოლფონდებთან დაკავშირებით ჩვენ პირველი ტალღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ ეს რესურსიც არის შეზღუდული, ჩვენ ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს, ან ექიმები ვერ მოემსახურებიან. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმას, რაც დღევანდელი რესურსით საქართველოში შეუძლებელია. ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ ან დროულად არ მოვემზადეთ, ან საკმარისი საწოლი არ მოვამზადეთ, ჩვენ გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენ მიერ მობილიზებული საწოლები სხვა ქვეყნებში მობილიზებულ საწოლებს, გამოიკვეთა, რომ 100 000 მოსახლეზე ჩვენ მობილიზებული გვაქვს სამჯერ მეტი საწოლი, ვიდრე ეს დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. ამიტომ, იმ შესაძლებლობის ფარგლებში რაც საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, თუმცა ეს არის საკმარისი და ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, რათა ეს ვირუსი გახდეს უფრო მეტად მართვადი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი ეპიდვითარებაზე: ეს ყველაზე ცუდი სცენარია
„ეს ყველაზე ცუდი სცენარია“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას, რა არის ყველაზე ცუდი სცენარი, რომლისთვისაც საზოგადოება უნდა მოემზადოს. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ გაიარა მოდელირების პროცესი და ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რეგულაციები უნდა შესრულდეს ზედმიწევნით. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის: „სწორედ ამიტომ ვიყენებ ხშირად სიტყვას კეთილსინდისიერებას და კეთილგონიერებას, რომელიც არც ერთ წიგნში არ წერია და არანაირი ფინანსური ჯარიმით, მისი მოპოვება არ შეიძლება. ძალიან ვთხოვ მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ეს არ არის რეკომენდაცია, მე მათ ვთხოვ, გამოიჩინონ კეთილგონიერება პირველი რიგში საკუთარი თავის მიმართ, რაც შემდეგ აისახება ქვეყანაში ეპიდვითარების დადებით დინამიკაში“, - აღნიშნა მინისტრმა. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. რაც შეეხება რეგულაციებს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ტალღის დაწყებიდან იყო კამათი, რომელი ტიპის რეგულაციაა უფრო ეფექტური და უფრო საჭირო, უფრო დროული. „ნებისმიერი რეგულაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ რეგულაციის დაწესების მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არამხოლოდ მინისტრისთვის, ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება. თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია, ეს არ იქნება 80-90%-იანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს 20%-იანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში საქართველოში 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო
Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, აცრის პროცესი 15 აგვისტოს დაიწყება. რეგისტრაცია შეუძლიათ 16 წლის და უფროს საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. "აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვაია ინფორმაციაში. ასაცრელად Pfizer-ის ნახევარ მილიონზე მეტი ვაქცინა დაემატა.
ოთარ დანელია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ოთარ დანელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს, უწყების ცნობით, ოთარ დანელია უხელმძღვანელებს ისეთი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, როგორიცაა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო. "ოთარ დანელიას სხვადასხვა დროს წამყვანი თანამდებობები ეკავა სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში. მათ შორის, 2014 – 2016 წლებში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო 2016 – 2020 წლებში - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე ოთარ დანელიას სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ოთარ დანელიას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის“ სპეციალობით, აგრეთვე მინიჭებული აქვს ევროპის მართვის სკოლაში - ESM (საქართველო) – IT MBA - ში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში - აღმასრულებელი MMA - ის წოდება (მაგისტრის ხარისხი მართვის ანალიტიკის მიმართულებით). აგრეთვე დამთავრებული აქვს ECA აკადემიაში (აშშ), 2020 ჰარვარდის პროფესიონალური განვითარების პროგრამა - ბიზნესის უწყვეტობის ხელშეწყობა კრიზისულ პერიოდში. ოთარ დანელია არის 56 სამართლებრივი აქტის ავტორი და ინიციატორი, მათ შორის: ორგანული კანონი „სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ”; კანონი „ქართული ღვინისა და ვაზის შესახებ”; კანონი „საქართველოს აგროტურიზმის შესახებ”, აგრეთვე ცვლილებები "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 23 744-მა ადამიანმა გაიკეთა
10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 664 997-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 23 744-მა ადამიანმა გაიკეთა.
NATO-ს ყოფილი მეკავშირე ოფიცერი უწყებრივი მედლით დააჯილდოვეს
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, NATO-ს მეკავშირე ოფიცერმა, გინტარას ბაგდონასმა თავის მისია საქართველოში დაასრულა. საქართველოსა და NATO-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა NATO-ს უკვე ყოფილი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი დღეს უწყებრივი მედლით - „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა. "დღესვე, თავდაცვის ძალების მეთაურს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პუგლისმა NATO-ს ახალი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი რუსენ აბიდინოღლუ წარუდგინა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ", - ნათქვაია უწყების განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთი წამით დავფიქრდეთ, როდის ყოფილა ასეთი ხანგრძლივი სტაბილური და მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს ქვეყანაში?
„ჩვენი გუნდი, ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის კენან ომაროვის წარდგენისას. ღარიბაშვილის თქმით, ყველაფრის საფუძველი მშვიდობა და სტაბილურობაა, რის გარეშეც არ განვითარდება ქვეყანა და მუდმივი დესტაბილიზაცია და ქაოსი იქნება. „ჩემო ძმებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი სტაბილურობის და მშვიდობის დამყარება. მოდით, ვთქვათ გულწრფელად, ერთი წამით დავფიქრდეთ, როდის ყოფილა ასეთ ხანგრძლივი სტაბილური და მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს ქვეყანაში? გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი. როგორ მოვექეცით ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს როგორ მოვექეცით. გვქონდა ომები, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა-ათასი უბედურება და დესტაბილიზაცია გამოსცადა ჩვენმა ქვეყანამ. შემდეგ, თითქოს დასტაბილურდა ყველაფერი, თითქოს რაღაც ახალი ტალღა დაიწყო მშვიდობის და განვითარების, მაგრამ შემდეგ ფატალურად დასრულდა ესეც, მოჩვენებითი, რაღაც ერთგვარი მშენებლობა და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოუსწორებელი შედეგი მართლაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. ომი არის ყველაზე საშინელება, მეგობრებო და კიდევ ვიმეორებ, რომ ხელისუფლება, რომელიც ვერ ააცილებს საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას ომს, ის ხელისუფლება, ის პოლიტიკოსი, მმართველი არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ჩვენი გუნდი, ქართული ოცნება არის ერთადერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი, 8 წლიანი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი. ანუ ჩვენ, მოქალაქეებს გაგვიხდა სანატრელი და საოცნებო მშვიდობა და სტაბილურობა. ყველაფრის საწყისი, საფუძველი, საძირკველი არის მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობის გარეშე, მეგობრებო, არ განვითარდება არც ქვეყანა, არც ქალაქი, არც რაიონი, არც სოფელი. იქნება მუდმივი დესტაბილიზაცია და ქაოსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
UNESCO: რესტავრაციისთვის შეუფერებელი მეთოდების პრაქტიკამ გელათს პრობლემები შეუქმნა
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 44-ე სესიაზე გელათის მონასტრის შესახებ დადგენილება მიიღო. UNESCO-ს მიერ მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მონაწილე სახელმწიფომ მრავალი მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა კომიტეტის წინა გადაწყვეტილებების განსახორციელებლად. თუმცა, გატარებული დაცვის ღონისძიებები სამწუხაროდ, ყველა წარმატებული არ აღმოჩნდა. ახლახანს დამონტაჟებული კრამიტით გადახურული სახურავების წარუმატებლობამ ღვთისმშობლის ეკლესიაში და მუდმივი ტენიანობის პრობლემებმა წმინდა გიორგის ეკლესიაში, კედლის მოხატულობისა და მოზაიკის დაზიანება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ობიექტის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებაზე. UNESCO-ს გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიის შენარჩუნების გამოსავლად ხელახალი გადახურვა მიაჩნია. სახელმწიფოს მიერ ეკლესიის გადახურვასთან დაკავშირებით წარდგენილი წინადადებები განიხილა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ, რომელმაც რეკომენდაცია გასცა, რომ ასევე დაუყოვნებლივ უნდა გადაიხუროს გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიაც ისე, რომ ნაგებობა დაცული იყოს წვიმისა და თოვლისგან. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მიესალმება სახელმწიფოს მიერ გელათში უკვე განხორციელებულ რიგ სამუშაოებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ საჭიროა გამოსავალი, რომლის შედეგადაც კომპლექსი შესაბამისად გადაიხურება. UNESCO ითხოვს, რომ გელათის შესახებ ნებისმიერი გეგმა სახელმწიფომ განსახილველად მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მრჩეველთა ორგანოებს წარუდგინოს. UNESCO-ს მსოფლიო კომიტეტი სახელმწიფოს სთხოვს: გაგრძელდეს საქმიანობა ძეგლის მონიტორინგის პროცესში შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებისთვის; გაფართოვდეს სამგანზომილებიანი სტრუქტურული მონიტორინგი წმინდა გიორგის ეკლესიასა და სხვა მნიშვნელოვან ნაგებობებზე; კომიტეტთან კოორდინაციისთვის მიეწოდოს ანგარიში საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით; ძეგლის მართვის კომიტეტის შექმნას, რომელიც ჩართული იქნება რესტავრაციის პროცესის დაგეგმვაში; მეტი საერთაშორისო რესურსის მობილიზება კომპლექსის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოკლე და საშუალოვადიან ღონისძიებებთან ერთად. მიღებულ დოკუმენტში, ქართული მხარისათვის გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფრო ეფექტური გადახურვა ორივე - ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიაზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს დაცვის ღონისძიებების გატარება, რათა მოხდეს საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება და ნესტის შეღწევის რისკებისგან დაცვა; უნდა შემუშავდეს კონსერვაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს დაცვითი სამუშაოების მონიტორინგს, კვლევას და განხორციელებას კედლების მხატვრობის, მოზაიკისა და ქვასთან მიმართებაში. ყველა საკითხი უნდა შეთანხმდეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, გელათზე არსებული მდგომარეობის მორიგი ანგარიში სახელმწიფომ 2022 წლის პირველი თებერვლისთვის უნდა წარედგინოს. საკითხის განხილვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მორიგ 45 -ე სესიაზე მოხდება.
თბილისში მდებარე კლინიკამ სასამართლოში უჩივლა ყოფილ თანამშრომელს, რომელიც ანტივაქსერულ კამპანიას ეწეოდა
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა რეპუტაციული ზიანისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი განცხადებების გამო ყოფილ მედძმას სასამართლოში უჩივლა. შესაბამისი განცხადება კლინიკის გვერდზე გავრცელდა. „ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი უკვე წელიწადზე მეტია, კოვიდინფექციის მართვაშია ჩართული და 24-საათიან რეჟიმში იბრძვის მძიმე პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. ჰოსპიტალი, რომელიც პერსონალისა და პაციენტების ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის დაცვის მიზნით აქტიურად უჭერს მხარს ვაქცინაციას, კატეგორიულად ემიჯნება ყველა ანტივაქსერულ კამპანიას, მით უმეტეს, თუ მსგავსი აქტივობა მედპერსონალის მხრიდან ხორციელდება. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ჰოსპიტლის უკვე ყოფილი, მედძმის მხრიდან დაფიქსირდა დამსაქმებლის რეპუტაციის/იმიჯის დაკნინება და იმ კოლეგების ღირსების შელახვა, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ გამართლებულ გზად ვაქცინაციას მიიჩნევენ. ამასთანავე, აღნიშნულმა პირმა ვიდეო მიმართვა კომპანიის სახელისა და ლოგოს გამოყენებით გაავრცელა, რამაც შექმნა ცრუ წარმოდგენა, რომ დასაქმებულის მიერ კომპანიის პოზიცია გაჟღერდა. ეს წარმოადგენს პერსონალის, პაციენტებისა და მესამე პირთა შეცდომაში შეყვანას.ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელით, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული პირის განცხადებაში არსებული მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტების სიცრუედ და ცილისწამებად აღიარება არის მოთხოვნილი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის სახელით გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები არა მხოლოდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჰოსპიტალს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულების სახელით გაჟღერებული ინფორმაცია საზოგადოებაში სარგებლობს მეტი ნდობით და, შესაბამისად, საჭიროებს ჰოსპიტლის მყისიერ რეაგირებას. აქვე აღსანიშნავია, რომ საკითხის შესწავლის მიზნით სამედიცინო ცენტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მიმართავს, ვინაიდან გავრცელებულ ვიდეოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი იკვეთება. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცნობიერებს სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და მიიჩნევს, რომ მოსახლეობაში სწორედ მედპერსონალი ამაღლებს სანდოობას ვაქცინაციისადმი. ყველა საერთაშორისო კვლევის თანახმად სწორედ იმუნიზაციაა გამართლებული და ერთადერთი ეფექტიანი გზა პანდემიის შესაჩერებლად. აღსანიშნავია, რომ ბოლო სტატისტიკაზე დაყრდნობით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7 % არ იყო აცრილი. ჰოსპიტლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ სრულიად საქართველოს მოსახლეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართულები მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართულებ მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს. შესაბამისი განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბრიფინგზე გააკეთა. „თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, შეიტანოს თავისი წვლილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს პირველ რიგში, გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების განუხრელ დაცვაში გამოიხატება. ამ ფონზე, მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, თავისუფალი, კონკურენტული და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კოვიდის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაცული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ასევე მივესალმებით „ცესკოს“ მზაობას, რომ ოქტომბერში გასამართ არჩევნებზე „კოვიდუსაფრთხო“ სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დაცული, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხო გარემოში შეძლონ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. რა თქმა უნდა, ამ პირობებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ცესკოს თანამშრომლების მაქსიმალური ტემპით ვაქცინაცია. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს. გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გათვალისწინებით, ვერ ახერხებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ და აცრის მსურველ თითოეულ ადამიანს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისვის, თვითმმართველობის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარება იყო დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან გამართული შეხვედრის თემა. უწყებათა ხელმძღვანელებმა ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმა დასახეს და მისი განხორციელებისთვის ტაქტიკური ნაბიჯები განსაზღვრეს.
კანადამ ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა
Reuters-ის ცნობით, კანადამ ბელარუსს ახალი სანქციები დაუწეესა და ამით გააპროტესტა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს დროს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები. განცხადების თანახმად, კანადის სანქციები შეეხება ისეთ სექტორებს, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, ვალის დაფინანსება, დაზღვევა, ნავთობპროდუქტები და კალიუმის პროდუქტები. "მას შემდეგ, ბელარუსის მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის მიმართ განხორციელებული მძიმე უსამართლობა არ წყდება... ეს ზომები გარკვეულ ზეწოლას მოახდენს ბელარუსის ხელმძღვანელობაზე", - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკგარნეომ. დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს სანქციები დაუწესა ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება აშშ-მ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ტყის ხანძრებთან წარუმატებელი ბრძოლის გამო, ბოდიში მოიხადა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა., ტყის ხანძრებთან წარუმატებელი ბრძოლის გამო, ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს უკვე რამდენიმე დღეა საბერძნეთში ძლიერი ხანძრებია, რის გამოც ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია, ასობით მეხანძრე-მაშველი კი ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობს. "ჩვენ შეიძლება გავაკეთეთ ის, რაც ადამიანურად იყო შესაძლებელი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ აღმოჩნდა საკმარისი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა. როგორც BBC წერს, ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ ევიაზე ისევ ხანძარი და სქელი კვამლია. ათობით ჰექტარი ტყე და სახლები განადგურებულია. მოსახლეობას კუნძულის დატოვება მოუწია. მოსახლეობის ნაწილი ხანძარზე რეაგირების გამო უკმაყოფილოა და იმასაც აღნიშნავს, რომ არ ყოფნის ვერტმფრენები. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა წარუმატებლობა გამოვლინდება.
შვედეთი Sinovac-ით აცრილებისთვის საზღვარს ხსნის
შვედეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinovac-ის ვაქცინით აცრილებისთვის საზღვარს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას SchengenVisaInfo შვედეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შვედითს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შემსვლელთათვის ვალიდურად ითვლება სრული ვაქცინაცია შემდეგი ვაქცინებით: Pfizer/BioNTech (Comirnaty), AstraZeneca (Vaxzevria), Johnson & Johnson (Janssen), Moderna (Spikevax), AstraZeneca-SK Bio (Vaxzevria), AstraZeneca-Serum Institute of India (Covishield), Sinopharm BIBP და CoronaVac by Sinovac Life Sciences. შესაბამისად, ამ ვაქცინით აცრილებს საზღვარზე მხოლოდ აცრის სერთიფიკატის წარდგენა მოეთხოვებათ, რომელიც შედგენილი უნდა იყოს შემდეგი ენებიდან ერთ-ერთზე - შვედური, დანიური, ნორვეგიული, ფრანგული და ინგლისური. როგორც ცნობილია, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასული პირები, რომლებიც არ არიან სრულად ვაქცინირებული ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინებით და/ან არ ფლობენ ვაქცინაციის ვალიდურ სერთიფიკატს, ვალდებულნი არიან, წარადგინინ უარყოფითი ტესტის საბუთი, რომელიც გაცემული უნდა იყოს საზღვრის კვეთამდე 48 საათის ფარგლებში. ამასთან, მითითებულია, რომ მიიღება ნებისმიერი ქვეყნის მიერ გაცემული უარყოფითი ტესტის სერთიფიკატი. შეგახსენებთ, რომ ჩინურ Sinovac-ს ევროკავშირისა და შენგენის 7 ქვეყანა უკვე აღიარებს. Sinovac-ით აცრას აღიარებენ შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია. Sinovac-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველ ივნისს დაამტკიცა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტიანობის და წარმოების ყველა საერთაშორისო სტანდარტს.
ისრაელში სრულად აცრილებსა და არავაქცინირებულებში კოვიდინფექციის განვითარებაზე მონაცემები გამოქვეყნდა
ისრაელში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, სრულად აცრილთა უმეტესობა მძიმედ არ ავადდება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, არავაქცინირებული ხანდაზმულების მდგომარეობა ხუთჯერ უფრო მეტად მძიმდება, ვიდრე ვაქცინირებულების. 8 აგვისტოს, სამინისტრომ 85, 6 მძიმე შემთხვევა აღრიცხა 60+ ასაკობრივ კატეგორიაში, 100 000 მოსახლეზე, სრულად აცრილთა შორის კი ეს მაჩვენებელი 16.3-ს შეადგენს. ასაკოვან ადამიანებში, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები, გართულების რისკი ხუთჯერ მეტია, ვიდრე ამავე ასაკის აცრილებში. ისრაელში 5.8 მილიონი მოქალაქე აიცრა მინიმუმ 1 დოზით, 422,326-მა ადამიანმა კი მესამე დოზა - ე.წ. ბუსტერი - გაიკეთა ახალი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ხანდაზმულებს და მოწყვლად ჯგუფებს ეხებათ. ჯანდაცვის სამინისტრომ გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ Pfizer-BioNTech კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობა ინფექციისა და მსუბუქი სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით, 40 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა მონაცემები შეიძლება შეცვლილიყო საკვლევი ჯგუფის სიმცირიდან გამომდინარე. ვაქცინის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციის და მძიმე სიმპტომების თავიდან ასაცილებლად 88 და 91 პროცენტი იყო.
CDC: სრულად ვაქცინირებული ამერიკელებიდან დაინფიცირებულთა 99.99%-ს სერიოზული გართულება არ ჰქონია
კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული ამერიკელების 99,99%-ზე მეტს არ ჰქონია ვირუსის მძიმე ფორმა, რასაც შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილი გამოეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემების ანალიზის გათვალისწინებით, CNN-ი ავრცელებს. CDC-ზე დაყრდნობით CNN-ი წერს, რომ 2 აგვისტოს მონაცემებით, აშშ-ში 164 მილიონ ადამიანზე მეტია სრულად ვაქცინირებული, აქედან მხოლოდ 0.001%-ზე ნაკლები, 1 507 ადამიანი, გარდაიცვალა COVID-19-ით დაინფიცირების შემდეგ. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 0.005%-ზე ნაკლებს, 7 101 ადამიანს. COVID-19-ის დამძიმებული შემთხვევებიდან 74% დაფიქსირდა 65 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. ამასთან ერთად, CDC-ის მიხედვით, კორონავირუსის ლეტალური შემთხვევებიდან ყოველი მეხუთე სხვა თანმხლები დაავადებით გარდაიცვალა და არა უშუალოდ კორონავირუსით. "COVID-19-სგან დამძიმების მიხევდით, დემოგრაფიული ნიშნით ან სხვადასხვა ვაქცინების შემთხვევაში, რაიმე განსხვავებული შედეგი არ გამოვლენილა", - წერს CDC. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირდა თითქმის 36 მილიონი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილია 617 300-ზე მეტი.
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 16:34 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი (ML) ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.
ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად დამატებით 35 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში - ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტი 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ევროკომისიის განცხადებაში წერია, დახმარების მიზანია ხელი შეუწყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების მიწოდებასა და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას. „ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, გლობალური ვაქცინების დეფიციტის ფონზე", - ნათქვამია განცხადებაში. ევროკომისიის განმარტებით, ეს თანხა დაემატება თებერვალში გამოყოფილ 40 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის მზადყოფნის გაუმჯობესება იყო. ევროკავშირის დახმარება მოიცავდა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების და მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას, ასევე ციფრული კოვიდ სერთიფიკატის განვითარების მხარდაჭერას", - აღნიშნულია განცხადებაში. დამანგრეველმა COVID-19-ის პანდემიამ უპრეცედენტო ზიანი მოუტანა ადამიანებს, ჯანდაცვის სისტემებსა და ეკონომიკას მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის გამონაკლისი. ევროკავშირი მტკიცედ აპირებს მხარი დაუჭიროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე", - განაცხადა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.