ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდ ,,აბრაამ ლინკოლნს" პირველად ქალი უხელმძღვანელებს

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდ ,,აბრაამ ლინკოლნს" პირველად ქალი ოფიცერი ემი ბაუერშმიდტი უხელმძღვანელებს. როგორც ცნობილია, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი ბაუერშმიდტი, რომელიც სპეციალობით სამხედრო მფრინავია, ,,აბრაამ ლინკოლნის" მეთაურად 2020 წელს დაინიშნა, თუმცა 19 აგვისტოს გაიმართა უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. 1994 წელს მან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემია დაამთავრა. მან სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდის კაპიტნის პოზიციაზე უოლტ სლოტერი შეცვალა. ავიამზიდ ,,აბრაამ ლინკოლნზე“ დაახლოებით 5 000 სამხედრო მსახურობს.

,,თალიბანის" ინფორმაციით, 31 აგვისტოდან ავღანეთიდან ევაკუაცია აიკრძალება

„თალიბანის" ინფორმაციით, 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაცია აიკრძალება. ამის შესახებ მოძრაობის პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 31 აგვისტომდე საკმარისი დროა, რათა უცხოელი მოქალაქეების ავღანეთიდან გაყვანა მოხერხდეს. ამასთან, „თალიბანის“ პრესსპიკერი ამბობს, რომ თალიბები არ ემხრობიან ავღანელების მიერ ქვეყნის დატოვებას. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

რეგულაციების დამრღვევი რამდენი ობიექტი დაილუქა და დაჯარიმდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, რეგულაციების დარღვევის გამო, 10 აგვისტოდან დაჯარიმდა 42 ობიექტი, აქედან 26 იურიდიული და 21 ფიზიკური პირი. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 10 აგვისტოდან დღემდე დაილუქა 21 ობიექტი. „მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან, შრომის ინსპექციამ გამკაცრებული კონტროლი დაიწყო კოვიდრეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, განხორციელებულია 5 537 აქტივობა. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდა 5 469 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, მათ შორის, გაიცა 4 71 წერილობითი და 10 ათასზე მეტი ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება. გრძელდება პროცესი საქმიანობის აღდგენის მიმართულებით. როგორც იცით, სპეციალური პლატფორმაა შექმნილი, სადაც გარკვეული ბიზნესსუბიექტები მუშაობის ნებართვას იღებენ შრომის ინსპექციიდან, თუ პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ მიმართულებით, 15-მა ობიექტმა მიიღო ნებართვა ამ პერიოდში. სამწუხაროდ, ცნობიერების ამაღლებისა და გარკვეული აქტივობების მიუხედავად, მთავრობის 322-ე დადგენილების იზოლაციის და კარანტინის წესების და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დარღვევისთვის, 10 აგვისტოდან დაჯარიმდა 42 ობიექტი, აქედან 26 იურიდიული და 21 ფიზიკური პირი. განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის, ისევე როგორც პირველივე შემთხვევაზე გვქონდა მასობრივი სოციალური ღონისძიების გამართვის შემთხვევებიც. ამ მიზნით, იმისთვის, რომ კრიტიკული დარღვევები იყო, 10 აგვისტოს შემდეგ 21 ობიექტი დაილუქა. მონიტორინგი და ინსპექტირება გრძელდება. ხვალიდან 22:00 საათამდე იქნება ნებადართული კვების ოებიექტების ფუნქციონირება. ეს არ ეხება „დელივერის“ და „თეიქ ევეის“. კონტროლი ძალიან მკაცრი იქნება “,- აღნიშნავს ფერაძე. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 010 096-მა ადამიანმა გაიკეთა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 30 067-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც დღიური რეკორდული მაჩვენებელია. ამავე თემაზე: ხვალიდან კვების ობიექტების სამუშაო დრო ერთი საათით მცირდება

ივანე ჩხაიძე: სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ველოდებით

სპეციალისტები საქართელოში სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ელოდებიან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან საუბრისას განაცხადა, რომ თუ აგვისტოში დღიურად აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შენარჩუნდება, სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალი არ უნდა იყოს. „თუ აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შევინარჩუნეთ, 30 000 ყოველდღიურად, ეს არის სწორედ ის, რაც შედეგს მოგვცემს ერთი თვის შემდეგ, ანუ სექტემბრის ბოლოსთვის. ამიტომ ვამბობ, თუ აგვისტოს (ვაქცინირებულთა) მაჩვენებელი იქება მაღალი, სექტემბრის ბოლოსთვის ჩვენ ორჯერადად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაგვეზრდება, რაც რისკებს შეამცირებს. მაგრამ ერთია აცრა და მეორეა ინფიცირებულთა რაოდენობა. ხუთი და ექვსი ათასი ინფიცირებულის პირობებში, ორგანიზებული ღონიძიების ჩატარება (არჩევნების) მიზანშწონილი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ამავე თემაზე ივანე ჩხაიძე: თუ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ასეთი ეპიდვითარება იქნება, არჩევენების ჩატარება სარისკოა საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს

ვანში ავარიას ორსული ემსხვერპლა

ვანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ქალი ემსხვერპლა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს სოფელ ციხესულორთან შეეჯახა, რის შედეგადაც ორსული გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო - infoimereti

CNN-ი: ,,დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები ,,თალიბანის" აღიარებაზე იმსჯელებენ

CNN-ი წყაროზე ინფორმირებულ დაყრდნობით წერს, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერები რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ. წყაროების განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება როგორც ბერკეტი შეიძლება გამოიყენონ, რათა „თალიბანი“ აიძულონ, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მხარს უჭერს „თალიბანის“ მიმართ ერთიანი მიდგომის შემუშავებას. ჯერჯერობით „თალიბანი“ ავღანეთის ოფიციალურ მთავრობად არცერთ ქვეყანას არ უღიარებია. ცნობისთვის, დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ამირან გამყრელიძე მორიგ შეზღუდვებს აანონსებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მორიგ შეზღუდვებს აანონსებს და აცხადებს, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგე განაცხადა. „სიტყვა „საკმარისი“ ყოველთვის არის შეფარდებითი. ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება. დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა იყო მსჯელობა სხვა საკითხებზეც და არაა გამორიცხული, რომ ხვალ, ზეგ ან მაზეგ სხვა რეგულაციები დაწესდეს. მთავარია, რომ დავიცვათ მოქმედი რეგულაციები და ვატაროთ პირბადე. 50%-ზე არის დასული პირბადის ტარება. ყველაზე ძლიერი რეგულაცია არის პირბადე. ყველამ ვატაროთ პირბადე და წავიდეთ აცრაზე. გუშინ 30 ათასზე მეტი აცრა იყო, რაც კარგია. თუ ასეთი მაჩვენებელი აგვისტოს ბოლომდე ყოველდღე შევინარჩუნეთ და შემდეგ სექტემბერში გავზარდეთ, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩემი პროგნოზია, რომ აგვისტოს ბოლოსთვის სადღაც 650-700 ათასი აცრა უნდა გვქონდეს გაკეთებული. დღეს შესრულდა მილიონი აცრა, საიდანაც 300 ათასი ადამიანი უკვე ორჯერ არის აცრილი. თუ სექტემბერში მილიონ აცრამდე ავალთ, სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიას“, - განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამავე თემაზე: ამირან გამყრელიძე: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს და სიმსივნეს კოვიდით სიკვდილიანობამ გადაასწრო

მედია: აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქაბულში ,,თალიბანის" ლიდერს შეხვდა

The Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბარნსი ქაბულში საიდუმლოდ შეხვდა "თალიბანის" ფაქტობრივ ლიდერსა მოლა აბდულ ღანი ბარადარს. როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, ამ შეხვედრაზე ავღანეთიდან აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციის ვადის გახანგრძლივების საკითხი განიხილებოდა. Washington Post-ის ცნობით, უილიამ ბერნსი და „თალიბანის“ ლიდერი აბდულ ბარადარი ერთმანეთს 23 აგვიტოს შეხვდნენ. ბერნსის შეხვედრასთან დაკავშირებით აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ამავე თემაზე: ,,თალიბანის" ინფორმაციით, 31 აგვისტოდან ავღანეთიდან ევაკუაცია აიკრძალება

ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ვადებს არ გაახანგრძლივებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ვადებს არ გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ამერიკულ მედიას თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელა განუცხადა. მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დროულად დასრულება შეუძლია. „მისიის ვადები, რომელიც თვის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, არ შეცვლილა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აშშ-მა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოსთვის უნდა დაასრულოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ამავე თემაზე: ავღანეთიდან აშშ-ის სრულად გასვლა შესაძლოა, გადავადდეს

ანდრიუს კალინდრა: ლიეტუვის მოქალაქეები საარჩევნო მისიებით აუცილებლად ჩამოვლენ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის

საქართველოში ლიეტუვის ელჩის ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ლიეტუვის მოქალაქეები საარჩევნო მისიებით აუცილებლად ჩამოვლენ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. როგორც ელჩმა ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ორი ოქტომბრის არჩევნებს ბევრი სადამკვირვებლო მისია დააკვირდება. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. „ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დემოკრატიზაციის მთავარ წყაროს კი სწორედ რომ ღია, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ კუთხით, მინდა აღვნიშნო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლი, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს სანდო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით კი ამჟამინდელი მუნიციპალური არჩევნებისთვის. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საზოგადოების მხრიდან არჩევნებისადმი მაღალი ნდობის მისაღწევად ჩვენი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში ჩაერთვება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი და საარჩევნო ადმინისტრაციისგან იქნება დიდი ხელშეწყობა ამ მიმართულებით. ლიეტუვის მოქალაქეები საარჩევნო მისიებით აუცილებლად ჩამოვლენ 2 ოქტომბრისთვის. საქართველოს მომავალი ეს არის ევროპის მომავალი“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ. ამავე თემაზე: ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო

ნორვეგიის საგარეო უწყება: ქაბულიდან მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე საქართველოსთან შესანიშნავ თანამშრომლობას ვაფასებთ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დღეს დილით დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა. ,,დღეს დილით კიდევ ერთი თვითმფრინავი დაეშვა ოსლოს აეროპორტში, სადაც იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებსაც დახმარება გაუწიეს ქაბულიდან თბილისის გავლით. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლებასთან შესანიშნავ თანამშრომლობას ", - წერია უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. ქართულ მხარეს დახმარებისთვის მადლობას უხდის, საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენა სანდ ანდერსენი. ,,დიდი მადლობა საქართველო", - წერს Twitter-ზე ელჩი. ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

ენტონი ფაუჩი: თუ მოქალაქეების უმრავლესობა აიცრება, 2022 წლის გაზაფხულზე ვირუსის გაკონტროლებას შევძლებთ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, თუ ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა ვაქცინაციას ჩაიტარებს, აშშ კორონავირუსის გაკონტროლებას 2022 წლის გაზაფხულისთვის შეძლებს. „თუ ჩვენ ამ ზამთრის გადალახვას შევძლებთ და თუ არავაქცინირებული მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აიცრება, ჩვენ ვირუსის გაკონტროლებას 2022 წლის გაზაფხულზე შევძლებთ“, - აღნიშნა ფაუჩიმ. მისივე თქმით, ვირუსზე კონტროლის მოსაპოვებლად შტატებს რაც შეიძლება მეტი ვაქცინირებული ადამიანი სჭირდება. ფაუჩი ამბობს, რომ საჭიროა აიცრან ის ადამიანები, რომლებიც COVID19-ით იყვნენ უკვე ინფიცირებულები. ,,თუ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების ვაქცინაციის გარეშე, რომლებიც უნდა იყოს აცრილი, ეს ვირუსი შეიძლება გაგრძელდეს, რაც გამოიწვევს სხვა ვარიანტების გაჩენას, რამაც შეიძლება გაართულოს საქმე", - ამბობს ფაუჩი. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ 52%-ია სრულად აცრილი და შემთხვევების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ერი ებრძვის უაღრესად გადამდებ დელტას ვარიანტს.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით, ,,დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული G7 -ის წევრი ქვეყნების ლიდერები ავღანეთში ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით. ,,დღეს, 2021 წლის 24 აგვისტოს, გაერთიანებული სამეფოს თავმჯდომარეობით, ჩვენ დიდი შვიდეული წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვირტუალურად შევხვდით ავღანეთში სიტუაციის განსახილველად. ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ავღანეთის და სხვა ქვეყნების დაუცველი მოქალაქეების უსაფრთხოება და მოხდეს ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება. ჩვენ მათ მოვუწოდებთ დაიცვან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები, მათ შორის ქალების, გოგონების და უმცირესობების ჯგუფების უფლებები და რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაცული იყოს ნებისმიერ ვითარებაში. ჩვენ პატივს ვცემთ ავღანელი ხალხის, ჩვენი ქვეყნების ხალხისა და უთვალავი სხვა ადამიანების მნიშვნელოვან მსხვერპლს, რომლებიც მუშაობდნენ ავღანეთის უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი და უსაფრთხო მომავლისთვის. ავღანელი ხალხი იმსახურებს ღირსეულ, მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას, რაც ასახავს მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მიღწევებს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონებისათვის. ავღანეთი აღარასოდეს უნდა იქცეს ტერორიზმის უსაფრთხო თავშესაფრად და არც სხვებზე ტერორისტული თავდასხმების წყაროდ. პარტნიორებთან, კერძოდ NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას, სადაც არ უნდა იყოს. ავღანეთის ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს ქვეყნის საერთაშორისო და ტერორიზმის წინააღმდეგ დაცვის ვალდებულებები, დაიცვას ყველა ავღანელის უფლებები, განსაკუთრებით, ქალების, ბავშვების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებები. კანონის უზენაესობა, დაუშვას შეუფერხებელი და უპირობო წვდომა ჰუმანიტარული კუთხით და ეფექტურად ებრძოლოს ადამიანებით და ნარკოტიკებით ტრეფიკინგს. ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში ყველა მხარეს კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ვალდებულებას ავღანეთის ხალხის მიმართ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების განახლებული ჰუმანიტარული ძალისხმევით. ამ მიზნით ჩვენ მხარს ვუჭერთ გაეროს რეგიონში უშუალო საერთაშორისო ჰუმანიტარული რეაგირების კოორდინაციაში, მათ შორის ავღანეთში შეუზღუდავი ჰუმანიტარული წვდომის ჩათვლით და კოლექტიურად შევიტანთ წვლილს ამ რეაგირებაში. ამის ფარგლებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ ერთად და მეზობელ და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად ავღანელი ლტოლვილებისა და მასპინძელი თემების მხარდასაჭერად. ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთის ყველა პარტნიორს მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას", -აღნიშნულია განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „თალიბანი“ პასუხისმგებელია ტერორიზმის პრევენციაზე, ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებების დაცვასა და ავღანეთში ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევაზე. „ავღანეთის წინაშე არსებულ კრიტიკულ საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანების მიზნით, ჩვენს მოკავშირეებთან და რეგიონის ქვეყნებთან ერთად ვიმუშავებთ. ავღანეთში მხარეებს მათი ქმედებების მიხედვით განვსჯით. კერძოდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ „თალიბანი“ პასუხისმგებელია ტერორიზმის პრევენციაზე, ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებების დაცვასა და ავღანეთში ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევაზე. ნებისმიერი მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა აქვს მას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ალჟირი მაროკოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

ალჟირი მაროკოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. აღნიშნულის შესახებ ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რამტან ლამამრამ განაცხადა და მაროკო მტრულ ქმედებებში დაადანაშაულა. ლამამრას განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა დღეიდან შევა ძალაში, თუმცა საკონსულოები ღია იქნება ორივე ქვეყანაში. მაროკოსა და ალჟირს ათწლეულებია დაძაბული ურთიერთობა აქვთ დასავლეთ საჰარის გამო. ქვეყნებს შორის საზღვარი 1994 წლიდან დაკეტილია. გასულ კვირას, ალჟირმა ქვეყანაში გაჩენილ ხანძარში იმ ტერორისტულ ორგანიზაციას დასდო ბრალი, რომლის მხარდაჭერაშიც მაროკოს ადანაშაულებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტის საკრებულოს არჩევნებში იღებს მონაწილეობას, სადაც სოფელ დუისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. როგორც მან ტელეკომპანია ,,ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, არჩევნებზე ის გაერთიანებული ოპოზიციიდან, 5 ნომრით გავა. "დამოუკიდებლად კენჭისყრაზე უარი მქონდა ნათქვამი, არ ვაპირებდი. შემდეგ, მთელი ძალისხმევის შემდეგ [სოფლიდან] ვერცერთმა გაბედა ოპოზიციის მხრიდან წასულიყო კანდიდატად და ასე თუ ისე, იძულებული გავხდი თვითონ დავმდგარიყავი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ნაციონალური მოძრაობა იქნება, ლეიბორისტები, ლელო, თუ ნებისმიერი, ჩემთვის მთავარია, ქართულ ოცნებას შევებრძოლო. გაერთიანებული ოპოზიციიდან, 5 ნომრით გავალ. ყველა პარტიის მხარდაჭერა მაქვს გარდა ქართული ოცნებისა", - თქვა მაჩალიკაშვილმა. ცნობისთვის, თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კვლევა: სრულად ვაქცინირებულებთან შედარებით, აუცრელი მოქალაქეების ჰოსპიტალიზაციის შანსი 29-ჯერ მეტია

სრულად ვაქცინირებულებთან შედარებით, აუცრელ ადამიანებს ჰოსპიტალიზაციის შანსი 29-ჯერ უფრო მეტი აქვთ. აღნიშნულს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევა ცხადყოფს. ახალმა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ აუცრელ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების შანსი თითქმის ხუთჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანებს. „ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ავტორიზებული ვაქცინები SARS-CoV-2-ის ინფექციისა და მძიმე დაავადებისგან დაცვას უზრუნველყოფდნენ იმ პერიოდში, როდესაც „დელტა“ ვარიანტის გადაცემა იზრდებოდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. CDC-ის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ მონაცემები ცხადყოფს, რომ „თუ ჯერ აცრილი არ ხართ, თქვენ იმ პირებს შორის ხართ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არის“.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, სექტემბერში შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერში სავარაუდოდ საქართველოში Johnson & Johnson-ის 50 000 დოზა ვაქცინა შემოვა. როგორც გამყრელიძემ ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ახალი ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ გერმანიის მთავრობის დახმარებით შემოვა. NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, თუ ქვეყანა სექტემბერში მილიონ დოზა ვაქცინას გააკეთებს ანუ 500 000 ადამიანს აცრის, მაშინ პანდემიას სერიოზულად გადატეხავს წელში. ,,ჩემი გათვლებით, აგვისტოში ჩვენ დავხარჯავთ ნახევარ მილიონ დოზა Pfizer-ს ანუ მილიონი დოზით შევხვდებით სექტემბერს. აქედან 300 000 იქნება მეორე დოზებისთვის და 350 ათასი ადამიანი დამატებით შეგვიძლია ავცრათ სექტემბერში. თუ მილიონ დოზას გავაკეთებთ სექტემბერში, ჩვენ სექტემბრის ბოლოს სერიოზულად გადავტეხავთ წელში პანდემიას"- აცხადებს გამყრელიძე. რაც შეეხება ბუსტერ დოზის გამოყენებას, რომელიც აქტიურად განიხილება ბევრ ქვეყანაში, გამყრელიძე აცხადებს, რომ როგორც გრიპის დროს, ამ შემთხვევაშიც სავარაუდოდ საჭირო გახდება ბუსტერ დოზის გამოყენება, თუმცა რა პერიოდულობით, იქნება ეს ყოველწლიურად, 2 თუ 3 წელიწადში "ამას ცხოვრება გვიჩვენებს". ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით მიმდინარეობს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 010 096-მა ადამიანმა გაიკეთა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 30 067-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც დღიური რეკორდული მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მსოფლიო ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური ორგანიზაცია შეშფოთებულია ავღანეთში არსებული ვითარებით და ქვეყნის განვითარებაზე მისი გავლენით, განსაკუთრებით ქალებისთვის. განცხადების მიხედვით, მსოფლიო ბანკი იტოვებს გზებს, რომ დარჩეს ჩართული და შეინარჩუნოს ქვეყანაში რთულად მიღწეული მონაპოვარი. ამჟამად ქვეყანაში მსოფლიო ბანკის ოცზე მეტი პროექტი მიმდინარეობს. 2002 წლიდან მოყოლებული ფინანსურ ორგანიზაციას ავღანეთის განვითარებისთვის 5,3 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ამავე თემაზე: NATO-მ ავღანეთის მთავრობას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა ავღანეთი IMF-სგან ვეღარ მიიღებს $370-ზე მეტ მლნ-ს, რომელიც აგვისტოში იყო გათვალისწინებული

დღეიდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ

დღეიდან, 25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი. კვლავ აკრძალულია ფესტივალების, გასართობი და კულტურული ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა, ასევე, ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა - ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 010 096-მა ადამიანმა გაიკეთა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 30 067-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც დღიური რეკორდული მაჩვენებელია. პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ამავ თემაზე: ხვალიდან კვების ობიექტების სამუშაო დრო ერთი საათით მცირდება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დაახლოებით, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, სოფელ სამებასთან ისევ 3 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დღეს, თბილისის დროით 09:31 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი (ML) ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას