ძებნის რეზულტატი:

ჯო ბაიდენი: 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, 14 აგვისტოდან მოყოლებული ავღანეთიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ ევაკუაციის პროცესის დასრულებას 31 აგვისტომდე გეგმავს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება „თალიბანის“ მხრიდან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ქვეყნის დატოვების მსურველების აეროპორტში დაშვებაზე და პროცესის შეუფერხებლობაზე. გარდა ამისა, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან პენტაგონისგან და სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვა სათადარიგო გეგმის შედგენა საჭიროების შემთხვევაში გამოყენებისთვის. მისი თქმით, ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხე ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-K-დან და ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალიდან მომდინარეობს, რომლებიც აეროპორტზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მოწყობას გეგმავენ. აშშ-ის პრეზიდენტი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განხილულ თემებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ლიდერებს შორის იყო ძლიერი შეთანხმება, როგორც ევაკუაციის პროცესთან, ისე ავღანეთთან სამომავლო მიდგომასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოკავშირეები ერთმანეთის მხარდამხარ უნდა იდგნენ და ავღანეთიდან მომავალ გამოწვევებს ერთობით უნდა შეხვდნენ. პრეზიდენტი ავღანეთიდან დევნილების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ავღანეთიდან დევნილებისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხში აშშ იქნება ლიდერი და საერთაშორისო პარტნიორებისგანაც იმავეს მოელის. ბაიდენის განცხადებით, ავღანეთის ყველა მოქალაქე, რომელიც აშშ-ში ჩავა, შემოწმებულ იქნება. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. ამავე თემაზე: „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 021 ადამიანს დაუდასტურდა, 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 021 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი. 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 747 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 041, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.84%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.57%. პანდემიის გავრცელებიდანდღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 528 043-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 463 306-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 949 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 5 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარა - 599, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 333, შიდა ქართლი - 331, გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 336, კახეთი - 446, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი-90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 57 762, 7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 107, აჭარაში - 1 046, იმერეთში - 1 102. ამ ეტაპზე ქვეყანაში 1 556 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 622, აჭარაში - 164, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 384 პაციენტი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 47, იმერეთში - 26. 3 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 528 - თბილისში, 1 227 - აჭარაში. 47 102 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 95 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 93, ხოლო აჭარაში - 2. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 102. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 317, აჭარაში - 8 164, იმერეთში - 4 762 ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში კორონავირუსი 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამავე თემაზე: ივანე ჩხაიძე: სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ველოდებით

ჯანმოს წარმომადგენელი: აცრა შესაძლებელია, როგორც კი კორონავირუსისგან სრულად განიკურნებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სუმია სვამინათი აცხადებს, რომ ჯანმო იძლევა რეკომენდაციას, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები მაშინვე აიცრან, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. მისივე თქმით, ვაქცინა იმუნური სისტემის გამაძლიერებლის როლს ასრულებს. „კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანები იმუნიტეტს იძენენ, თუმცა ეს იმუნური პასუხი განსხვავდება სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში და დამოკიდებულია იმაზე, მსუბუქი ფორმით იყავით დაინფიცირებული თუ მძიმე ფორმით. ბევრი კვლევის შედეგად ვიცით, რომ მსუბუქად, უსიმპტომოდ დაინფიცირების შემთხვევაში, ბევრ ადამიანს ანტისხეულების ძალიან დაბალი დონე შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებლობა მოგეცემათ, აიცრათ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ვაქცინა იმუნური სისტემის გამაძლიერებლის როლს ასრულებს. შეგიძლიათ აიცრათ მაშინვე, როგორც კი კორონავირუსისგან სრულად განიკურნებით. არ უნდა გქონდეთ არანაირი სიმპტომი და თავს უნდა გრძნობდეთ ძალიან კარგად, როდესაც იცრებით,“- აღნიშნა სვამინათმა. მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში მოქალაქეებს ურჩევენ, კორონავირუსის გადატანის შემდეგ 3-6 თვით დაიცადონ, ვინაიდან დაინფიცირების შემდეგ წარმოქმნილი ბუნებრივი ანტისხეულები ადამიანს სულ მცირე აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იცავს, ზოგ შემთხვევაში კი ქვეყნები ამას იმის გამო აკეთებენ, რომ ვაქცინის დეფიციტი აქვთ. „არსებობს განსხვავება ქვეყნების მიხედვით, ზოგიერთი ქვეყანა იძლევა რეკომენდაციას, რომ ადამიანები დაინფიცირების შედეგ 3 ან 6 თვის შემდეგ აიცრან. ეს იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ბუნებრივი ანტისხეულები, რომელიც სულ მცირე ამ პერიოდის განმავლობაში დაგიცავთ და იმიტომაც, რომ ბევრ ქვეყანაში არსებობს ვაქცინების დეფიციტი და იმ ადამიანებს, რომლებსაც დაავადება გადატანილი აქვთ, სთხოვენ, 3 ან 6 თვის შემდეგ აიცრან. თუმცა სამეცნიერო და ბიოლოგიური თვალსაზრისით, აცრა შეგიძლიათ კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე,“- აღნიშნა ჯანმოს მეცნიერმა. მისივე თქმით, ჯანმოს მიერ დამტკიცებული ყველა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ხელს უშლის დაავადების მძიმე მიმდინარეობას და ჰოსპიტალიზაციას. სვამინათი ამბობს, რომ მიუხედავად ვაქცინისა, აუცილებელია პირადი სიფრთხილის ზომების მიღება: ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა. ,,ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ჯანმომ დაამტკიცა გადაუდებელი გამოყენებისთვის, ხელს უშლის დაავადების მძიმე მიმდინარეობას და ჰოსპიტალიზაციას ვირუსის ყველა არსებული ვარიანტის მიმდინარეობის დროს. თუმცა, ჩვენ მაინც გვჯერა, რომ პირადი სიფრთხილის ზომები, როგორიცაა ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენის დაცვა და ხალხმრავალი და დახურული ადგილებში შეკრებების თავიდან აცილება აუცილებელია, ისევე, როგორც სხვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომები, რომლებიც მთავრობებმა მიიღეს. აუცილებელია ამ რეკომენდაციების დაცვა, რადგან მსოფლიოში საკმარისად არ არის აცრილი ადამიანები", - განაცხადა სვამინათმა.

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 59 პაციენტი მკურნალობს

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 59 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია. ,,ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობას 59 პაციენტი აგრძელებს. გუშინ ერთი პაციენტის მცხეთის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანეს. პაციენტის გადაყვანის მიზეზი ზოგადი მდგომარეობის გაუარესება გახდა. ამ დროის ყველა პაციენტი არის ჟანგბად დამოკიდებული, საშუალო სიმძიმის პაციენტი. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას”, - განაცხადა ჩიქოვანმა. ცნობისთვის, კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში რამდენიმე საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. პირველი ასეთი ტიპის ჰოსპიტალმა პაციენტები 20 აგვისტოს მიიღო. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 021 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი. 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

საქართველოში 11,2% სრულად ვაქცინირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ 1 038 292 აცრა ჩატარდა. NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში 28 295 ადამიანი აიცრა. როგორც ცნობილია, ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 719 380 შეადგენს, რაც მოსახლეობის 25,2%-ია. ხოლო, სრულად ვაქცინირებულია 318 912 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 11,2%-ია. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 021 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი. 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ავღანელი პოპ ვარსკვლავი ქაბულიდან გაქცევას იხსენებს

ავღანელმა მომღერალმა, რომელმაც თავისი პოპულარობა ქალთა უფლებების დასაცავად გამოიყენა, „თალიბანის“ მიერ ქვეყნის დაკავების შემდეგ, ქაბული დატოვა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. არიანა საიდი ქალაქიდან გაიქცა, როგოროც კი „თალიბანმა“ ქაბულს ალყა შემოარტყა. მანამდე კი, ამავე ქალაქში ნათესავის სახლში აფარებდა თავს. „ვგრძნობდი, რომ აქ მოვკვდები, უიმედოდ ვიყავი. სასწაულია, რომ ჩვენ გამოვედით“, - ამბობს პოპ მომღერალი. „გადატვირთული კომერციული რეისი ძლივს აფრინდა“- ჰყვება მომღერალი ახლა უკვე ვაშინგტონის სასტუმროდან. მისი თქმით, ბორტზე პანიკა იყო, ისროდა სროლის ხმაც. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარალიმპიური თამაშების ფინალშია

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ფინალშია. თიბილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან ორ შეხვედრაში იმარჯვა და ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე უკრაინელი ევჰენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა. ფინალში თიბილაშვილის მეტოქე ჩინელი ძინ ბიანი იქნება. რაც შეეხება კიდევ ერთ პარამოფარიკავეს, ირმა ხეცურიანს, მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 5-დან სამი შეხვედრა მოიგო, მეოთხედფინალში კი იტალიელი როსანა პასკინო 15:14 დაამარცხა. ნახევარფინალში ხეცურიანის მეტოქე ჩინელი შუმაი ტანი იყო, რომელთანაც ხეცურიანი 8:15 დამარცხდა. ირმა ხეცურიანს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე ჩინეთის წარმომადგენელი რონ ქსიაო იქნება. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო 14 პარასპორტსმენით სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.

მერკური მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა აღარ არის

მზისთვის უახლოესი პლანეტა მერკური აღარ არის. მეცნიერებმა ვარსკვლავის ახალი უახლოესი მეზობელი გამოავლინეს. ახალი აღმოჩენა ასტრონომებმა ჩილეში, ახალი ტელესკოპის გამოყენებით გააკეთეს. იტყობინება Forbes-ი. ასტეროიდ 2021 PH27- ს აქვს ელიფსური და ძლიერ დახრილი ორბიტა, რომელიც ვენერას და მერკურის ორბიტებს კვეთს. მერკურის ორბიტალური პერიოდი 88 დღეს გრძელდება. 2021 PH27-მა ახლახან დაიწყო მოძრაობა მზის უკან და აღარ იქნება ხილვადი 2022 წლის დასაწყისამდე. ამის შემდეგ არის დაგეგმილი მასზე უფრო მეტი დაკვირვება. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ის ასტრონომებს დაეხმარება, გაერკვნენ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინონ ერთ დღეს დედამიწაზე ასტეროიდებმა.

გაერო ავღანეთში რჩება

გაერო ავღანეთში დარჩება. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. „გაერო ავღანეთის ხალხისთვის და მასთან ერთად ათწლეულების განმავლობაში მუშაობს. ჩვენ ქვეყანაში დავრჩებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, როგორც პერსონალის უსაფრთხოებისთვის, ასევე ავღანელი ხალხისთვის, რომელიც ასე დაზარალდა“, - წერს Twitter-ზე გაეროს გენერალური მდივანი. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა სამივე მათგანი პატიმრობიდან თავისუფლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში სამივე ბრალდებული - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე მათგანი დღესვე გათავისუფლდება. ტელეკომპანია ,,ფორმულა"-ს წამყვანი ვახო სანაია სამარცხვინოს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, სრულად გამართლდა. ივლისში შეეძლოთ გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელეს, იმიტომ, რომ 25 -ში 6 თვე შესრულებულიყო. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაათავისუფლა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლემ სპეციალურად აქამდე მიიყვანა ჟურნალისტზე თავდასხმის, ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმე. ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი, ჩვენი კოლეგის მკვლელობა. მოსამართლემ დღეს რომ გამოუშვა ეს ადამიანები, იქნება იმის მაგალითი და გადამდები სხვებისვის, რაც ამ ქვეყნაში ხდება - დაუსჯელობის სინდრომი“,- განაცხადა ვახო სანაიამ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველი: ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება დისკრიმინაცია ან უფლებების შელახვა არ არის

დისკრიმინაციულია თუ არა ვაქცინაციის საბუთის ვალდებულება შრომით ურთიერთობებში, მომსახურების სფეროსა და ჯანდაცვის, განათლების სფეროში, საჯარო სამსახურში და სხვა, ამ თემაზე სახალხო დამცველმა ბრიფინგი გამართა. სახალხო დამცველმა ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის საფუძველზე აღნიშნა, რომ კოვიდვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება არ არის დისკრიმინაცია ან უფლების შემლახავი პრაქტიკა. ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებულებისა და არავაქცინირებულებისთვის არ იქნება დისკრიმინაციული მათ სათანადო დასაბუთების პირობებში. „შესაბამისად, დამსაქმებლებს და მომსახურების გამწევ პირებს უფლება აქვთ, დასაქმებულს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის დოკუმენტი, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარდგენა“, - აღნიშნა ლომჯარიამ. მისივე თქმით, ეს წესები უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლისებსაც, მაგალითად, როდესაც პირი წარადგენს სამედიცინო ცნობას ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის თაობაზე. „ასევე, დისკრიმინაციულ პრაქტიკად არ არის აღიარებული ისეთი რეგულაციები, რომლის თანახმადაც განსაზღვრულ საჯარო ადგილებში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის, ხოლო არავაქცინირებულებისთვის ტესტის უარყოფითი პასუხია სავალდებულო. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ საჯარო სივრცეში უშვებენ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ბოლო პერიოდში კორონავირუსი გადაიტანეს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკით, ვაქცინაციის ჩატარების დავალდებულება მართალია, გამოიწვევს პირის ინდივიდუალურ უფლებებში ჩარევას, თუმცა ასეთი ჩარევა გამართლებულია მაშინ, როდესაც ის ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, საზოგადოების, ჯანდაცვის და ადამიანის სიცოცხლის დაცვას. შექმნილი ვითარებიდა გამომდინარე, ვაქცინა უნდა განიმარტოს არამხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მანვე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი რეგისტრაციის საკითხში დახმარებას განაგრძობს.

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა

სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ზურაბ ზვიადაურსა და მის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა. ზვიადაურის ადვოკატების ინფორმაციით, ისინი ასაჩივრებდნენ 18 აგვისტოს სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას და ასევე საჩივართან ერთად, ადვოკატების ცნობით, მათ წარადგინეს თავდებობის სია. ადვოკატი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურთან შეხვედრას აპირებს. ისინი ისაუბრებენ, გაასაჩივრებს თუ არა მხარე გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. „სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა საჩივრის განხილვაზე. განიხილა სხვა საკითხები, რომლებიც შემხებლობაში არ იყო ჩვენს დავასთან, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და ის მოქმედი კანონმდებლობით აღარ საჩივრდება. შესაძლებელია, მისი გასაჩივრება მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ზურაბთან“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ერთ პირს ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი 18 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. „ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს, სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ. სამართალდამცველებმა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგვისტოს დააკავეს. ზ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ ჯ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. ამავე თემაზე: ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს

ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ მიმართა პოლიტიკოსებს და ეპიდემიოლოგებს, დაიწყონ მსჯელობა არჩევნების გადადების საკითხზე, რადგან არჩევნების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდაა მოსალოდნელი. შესაბამისად, ლომჯარია სვამს შეკითხვას, „არის თუ არა ამისათვის მზად ჯანდაცვის სექტორი, ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას, თუ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ მეტი მოქალაქის გარდაცვალება, რატომ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს?“. „ჩემი მიმართვის ადრესანტი იყო პრემიერ-მინისტრი, მას აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი თავის მხრივ არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ასევე, მივმართავ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსაც, ეპიდემიოლოგებსაც, გააკეთონ თავიანთი პროგნოზები და გვითხრან, თუ რამდენად ზრდას ელოდებიან ინფიცირებულების არჩევნების შემდგომ და არის თუ არა ამისათვის მზად ჯანდაცვის სექტორი, ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას, თუ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ მეტი მოქალაქის გარდაცვალება, რატომ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს?", - აცხადებს ნინო ლომჯარია. არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი არ არის მხოლოდ წმინდა პოლიტიკური საკითხი. უფრო მეტად ეს არის ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხი. ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჯანდაცვის სექტორი არის გადატვირთული. თუ ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას და შესაბამისად, ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და როდესაც დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე“, - აცხადებს ნინო ლომჯარია. ამავე თემაზე: საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს

ამირან გამყრელიძე ნინო ლომჯარიას არჩევნების გადადების საკითხზე დებატებისთვის საკოორდინაციო საბჭოზე იწვევს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეუძლია საკოორდინაციო საბჭოზე მივიდეს და პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქ იმსჯელონ. ამის შესახებ მან ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ,,უაღრესად პატივმცემელი ვარ ამ ინსტიტუტის. ეს არის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი განვითარების ღერძი. პატივს ვცემ ქალბატონ ნინოს. მაგრამ არ უნდა იყოს ეს პოლიტიკურ თემად აწეული. ქალბატონი ნინო შეიძლება მობრძანდეს, მას აქვს უფლება საკოორდინაციო საბჭოზე [ყოფნის] და იქ იყოს ამ საკითხებზე დებატები", - აღნიშნა გამყრელიძემ. კითხვის პასუხად, გამყრელიძე აღნიშნავ, რომ სახალხო დამცველს შეუძლია რეკომენდაციები მოისმინოს ყველა საკითხთან დაკავშირებით: ,,ყველაფერთან დაკავშირებით, მარტო არჩევნებთან დაკავშირებით არა, ზოგადად, ეპიდსიტუაციასთან, ქვეყანაში პროცესის მიმდინარეობასთან და ა.შ. სჯობს იქ იყოს დებატები, ვიდრე ახლა ჩვენ საჯაროდ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს და იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვინ მეტ პოლიტიკურ ქულას დაიწერს. არ ვერევი ამ პოლიტიკაში და დამანებონ, რა, თავი", - ამბობს გამყრელიძე. ცნობისთვის, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე. ამავე თემაზე: ნინო ლომჯარია: რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა ასეთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო ტრაგიკული საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს ივანე ჩხაიძე: თუ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ასეთი ეპიდვითარება იქნება, არჩევენების ჩატარება სარისკოა ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის

თამარ გაბუნია: დღეს პირბადეს მხოლოდ 50% ატარებს

დღეს პირბადეს მხოლოდ 50% ატარებს, როდესაც მაისში ეს მაჩვენებელი 75%-მდე იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, დიდია მობილობა. თამარ გაბუნია ამ მიმართულებებით სიტუაციის დასტაბილურებას ვაქცინაციასთან ერთად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საჭიროა დღეში 40 000 აცრა, რომ ეპიდემიის გავრცელება შეფერხდეს. რაც შეეხება არჩევნების გადადების საკითხს, თამარ გაბუნიას თქმით, არჩევნები უკავშირდება მობილობის გაზრდას და ბუნებრივია, რომ ამას რისკებიც მოჰყვება. „ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელებიც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან არის დაკავშირებული. დღეს ვმუშაობათ ცესკოსთან, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური არჩევნებში მონაწილეთათვის და ასევე, რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ავღანეთში არსებული ვითარება განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ავღანეთში არსებული ვითარება განიხილეს. „მხარეებმა საუბრისას განიხილეს ავღანეთთან დაკავშირებით არსებული თანამშრომლობა და ძალისხმევა, რომელიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების, მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხო და რეგულარული ევაკუაციისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ ფრაისმა. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

ტაილანდმა რობოტექნიკა შექმნა, რომელსაც ფლაკონიდან Astrazeneca-ს ვაქცინის 12 დოზის ოთხ წუთში ამოღება შეუძლია

ტაილანდელმა მკვლევრებმა COVID-19-ის ვაქცინის დოზების უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის და მარაგების ოპტიმიზაციისთვის რობოტექნიკა შექმნეს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ამ მექამიზნის გამოყენებით, AutoVacc სისტემას ფლაკონიდან Astrazeneca-ს ვაქცინის 12 დოზის ოთხ წუთში ამოღება შეუძლია. აპარატს ვაქცინაციის ცენტრში მომდევნო კვირიდან გამოიყენებენ. „ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ AstraZeneca-ს ვაქცინით 1 მილიონ ადამიანზე მეტს ვცრით, ამ აპარატს შეუძლი,ა დოზების რაოდენობა გაზარდოს 1,2 მილიონ ადამიანამდე“, - ამბობს მკვლევარი ჯუთამას რატანავარაპორნი. ჯერჯერობით, ტაილანდის მოსახლეობის 66 მილიონზე მეტი, 9% სრულად არის ვაქცინირებული, ხოლო გავრცელებას ხელს უშლის ვაქცინის მარაგის ნაკლებობა. ქვეყანას აღრიცხული აქვს 1,1 მილიონი შემთხვევა, 10,085 გარდაცვალება, რის გამოც ჯანდაცვის სისტემის ნაწილი ზღვარზეა.

ბავშვებში კოვიდინფექციის გავრცელების ზრდა აღარ შეინიშნება

კოვიდინფექციის გავრცელების პროპორციული მატება ბავშვთა ასაკში აღარ შეინიშნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია, თუმცა არა ისეთი, როგორიც ეს იყო თავიდან. „ბავშვების ნაწილი რჩება ბინაზე, მშობლები მეტად თამამად ართმევენ თავს ბავშვების ბინაზე მართვას. იყო მცირე რაოდენობა მძიმე შემთხვევების, რომელიც კლინიკაში რჩება და იმართება. მატება პროპორციულად ბავშვთა ასაკში აღარ აღინიშნება, პირველი ნაკადის შემდეგ ეს გაჩერდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. რაც შეეხება 12 წელს გადაცულებულების აცრის შესაძლებლობას, გაბუნიას თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც „კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან“. 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. ავტორიტეტული ორგანიზაციები ამას უკვე აკეთებენ და ჩვენც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მათი გადაწყვეტილების შესაბამისად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ ბავშების ვაქცინაციის გარეშე პანდემია ვერ დასრულდება. ამავე თემაზე: ისრაელში, 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს სკოლაში, გაკვეთილების დროს აცრიან ამირან გამყრელიძე: ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს რა შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში ბავშვების ვაქცინაცია თბილისში, კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა, არის მსხვერპლი

გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის ამსახველ კადრებს TV25 ავრცელებს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს შემთხვევა გუშინ მოხდა. ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 2 დაშავდა , ერთი კი გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. მან საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. ფინალში ის ჩინელ ბიან ძინთან 7:15 დამარცხდა. თიბილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან ორ შეხვედრაში იმარჯვა და ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე უკრაინელი ევჰენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა.