ძებნის რეზულტატი:
ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შემთხვევები იმატებს, თუ არ ავიცერით, ძალიან რთული ნოემბერი გველის
"ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. სხვადასხვა გათვლით, დღეს იმუნური ფენა გვაქვს 50-55 პროცენტის ფარგლებში. თუ ეს არ იქნება დაახლოებით, 80 პროცენტი ანუ გადატანილი, პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა, თუმცა ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. "უკვე ბოლო სამი დღეა, წინა ორ კვირასთან შედარებით, სამშაბათიც ოთხშაბათიც, ხუთშაბათისც გვაქვს დაახლოებით სამასი ერთეულით მეტი ახალი შემთხვევა, ვიდრე იყო წინა სამშაბათს, წინა ოთხშაბათს და წინა ხუთშაბათს, ასევე ორი კვირის წინ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. „ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ ის, რომ ქვეყანაში დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ახლა 7 000, 8 000, 9 000-ის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო ერთი კვირა გვაქვს საშუალოდ 8 000 მაჩვენებელი და ეს არის დაახლოებით სამჯერ ნაკლები, ვიდრე გვქონდა აგვისტოში და დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლები, ვიდრე საშუალოდ გვქონდა სექტემბერში. ეს არის ძალიან ცუდი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება ტვინდემია- გრიპის და კორონას დატყუპება, სამწუხაროდ გვექნება ძალიან რთული ნოემბერი
„ოქტომბრის ბოლოს, გამოჩნდება გრიპი. უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელი – ტვინდემია. ტვინდემია არის ამ ორი ინფექციის, გრიპისა და „კოვიდის“ დატყუპება. სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განცხადა. ამირან გამყრელიძე გამოსავალს მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციაში ხედავს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს აცრისკენ. „ბოლო დღეებში ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს. თან ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები. ეს ძალიან საყურადღებოა. ამიტომ მინდა, მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. თუ არ ავიცერით და თუ არ დაგროვდა ქვეყანაში კრიტიკული მასა იმუნური ფენისა, სხვადასხვა გათვლით, დღეს გვაქვს 50-55 პროცენტის ფარგლებში იმუნური ფენა. თუ ეს არ იქნება დაახლოებით 80 პროცენტი ანუ გადატანილი, პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, ყველა ტელევიზიას გთხოვთ უმორჩილესად, დიდი დრო დაუთმეთ, ხალხთან ჩვენთან ერთად მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევა, 28 გარდაცვლილი და 959 მძიმე პაციენტი ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 815 ადამიანი აიცრა, ორი დოზით მოსახლეობის მხოლოდ 29%-ია აცრილი
რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი შევიდა
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა. მან ჟურნალისტებს მანამდე განუცხადა, რომ პატრიარქის კურთხევა ჰქონდა ციხეში შესვლასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
უკრაინელმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვი თანამდებობიდან გადააყენეს
უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გადააყენა პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვი. შესაბამის გადაწყვეტილებას ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 284 დეპუტატმა, მათ შორის 215-მა მმართველი პარტიიდან. რაზუმკოვი, რომელიც მანამდე, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერი იყო, უმაღლესი რადას სპიკერად 2019 წლის აგვისტოში აირჩიეს. დმიტრო რაზუმკოვისთვის უნდობლობის გამოცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ინიციატივით მოხდა. ის ვლადიმერ ზელენსკის მიერ ინიცირებული პროექტის სწრაფად მიღების წინააღმდეგი იყო. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ოლიგარქების გავლენის შემცირებას ისახავდა მიზნად. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ოლიგარქების გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად პარლამენტის თავმჯდომარ კანონის მიღებამდე, ვენეციის კომისიაში მის გადაგზავნას უჭერდა მხარს.
პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა
კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. „დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი შევიდა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. „ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა, გადავცე რომ მას პატივს სცემს. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ჩვენ როგორც წესი, პატიმრებს, რომლებსაც აქვთ ხოლმე ასეთი მოთხოვნები შიმშილობასთან დაკავშირებით, მე რაც მეხსიერება მაქვს, მივდივართ ხოლმე და ვთხოვთ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა“, - აღნიშნა დეკანოზმა. პატრიარქის მდივნის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა, პატრიარქისთვის გადაეცა, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და მის დაბრუნებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1-ელ ოქტობერს თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ექსპრეზიდენტს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის საქართველოს საზღვრის უკანონოდ დარღვევა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რატი ბრეგაძესა და ისრაელის შს მინისტრ აიალეტ შაკედს შორის გამართულ შეხვედრაზე, მთავარი განსახილველი საკითხი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, მობილური აპლიკაცია „JustApp“ და იუსტიციის სამინისტროს კიდევ არაერთი ინოვაციური პროექტი იყო. მოგვიანებით ისრაელის შს მინისტრმა რატი ბრეგაძეს მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ოფისი დაათვალიერებინა. იუსტიციის სახლის მსგავსად, სამსახური სახელმწიფო სერვისებს გასცემს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ფუნქციების გაცნობის შემდეგ აიალეტ შაკედს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია გააცნო; ისაუბრეს სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის, ახალდანერგილ ინოვაციურ პროექტზე „მობილური იუსტიციის სახლი“. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სერვისების ხელმისაწვდომობის სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის საერთო ინტერესების სფეროებში არსებული მჭიდრო პარტნიორობა მომავლში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე რატი ბრეგაძეს ისრაელის იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა უმასპინძლა. მხარეებმა ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი სერვისების ხელმისაწვდომობის, ეფექტური მმართველობის, თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დღესვე, რატი ბრეგაძე ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ომერ ბარლევსაც შეხვდება, სადაც გაიმართება პრეზენტაცია ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების შესახებ. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ხვალ იერუსალიმის პატრიარქს და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
გიორგი გახარია: „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას" ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს ვთავაზობთ, დაბალანსებული საკრებულოების მიღების მიზნით
პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ. ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც „ქართული ოცნება”, ისე „ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობს, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს. „მინდა გითხრათ, რომ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის წარმოდგენილი როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს მსხვილ ქალაქებში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით, სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, ოცნება, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა გვთავაზობს და ცდილობს ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიონ ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ხოლო მეორე მხრიდან „ოცნება“ ცდილობს საკრებულოს ჩვენს წევრებზე სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მათი გადაბირების შედეგი დააყენოს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს მსხვილ მუნიციპალიტეტებში, მსხვილ ქალაქებში ერთპარტიული საკრებულოები, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ეს არის ის დავალება, რაც ჩვენმა ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცა ვებრძოლოთ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიამ პარტია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. „ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა არ შეიქმნას კრიზისი მუნიციპალიტეტის დონეზე, ქალაქებმა უნდა იფუნქციონიროს, საკრებულოებმა უნდა იფუნქციონირებს. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება, საკრებულოების საკადრო შემადგენლობის მიღება. ჩვენ მზად ვართ უპირობოდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - უპირობოდ, დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი რამეთუ მივცეთ 2 ძალას შესაძლებლობას მოილაპარაკონ, ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცეს, ისე რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული საკრებულოები. ჩვენ ამ პროცესში არ გვაქვს არანაირი პრეტენზია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ უპირობოდ დავეთანხმებით ამ ფორმატში მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს. ხოლო თუ ამ ფორმატში რომელიმე მხარე არ ისურვებს მონაწილეობის მიღებას ან ამ ფორმატში ვერ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩვენი პარტია „საქართველოსთვის“ იმოქმედებს იმავე ჩვენთვის ფუნდამენტური პრინციპით - ძალთა ბალანსის, რომ არ დავუშვათ არც ერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია - ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის დავალება ჩვენი ამომრჩევლების.ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არც ერთი მუნიციპალიტეტის დონეზე არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას არც ოცნებისთვის და არც ნაციონალური მოძრაობისთვის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მეორე ტურში სად რა შანსები აქვს ოპოზიციას და რომელ ქალაქებში დაკარგა საკრებულოს უმრავლესობა ხელისუფლებამ
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, უფლებამოსილება შეუჩერდა
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახური უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გასვლის საკითხს იძიებს. გამოძიებულია უკრაინიდან მისი გამგზავრების გარემოებები და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტი. ყველა ინფორმაცია დეტალურად შემოწმდა, როგორ დატოვა მან უკრაინა“, - განუცხადა უკრაინულ მედიას სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ. მისივე თქმით, დღეისათვის სამხრეთ რეგიონალური დირექტორატის რიგ მოხელეებს შეჩერებული აქვთ თავიანთი მოვალეობები გამოძების დასრულებამდე. „არის თუ არა მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის შესახებ, მე ვერ ვიტყვი, რადგან ეს არის პირადი ინფორმაცია პიროვნები“, - განაცხადა სპიკერმა. ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია. ამავე თემაზე მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის: მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს
2 ოქტომბრიდან დღემდე, არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკოს ელექტრონულ ბაზაში 1702 საჩივარია დაწერილი
ცესკოს ცნობით, საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს და არჩევნების მომდევნო დღეებში, ცესკოს ელექტრონულ ბაზაში 1702 საჩივარია დაწერილი. ამ საჩივრების მესამედი (561) ადგილობრივმა დამკვირვებლებმა დაწერეს. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს. კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში 1141 საჩივარი წარადგინეს. როგორც ცესკო განმარტავს, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას შეეხება 825 განცხადება/საჩივარი, ხოლო დანარჩენი - უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და პროცედურულ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას. "აღსანიშნავია, რომ საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეულ საარჩევნო ოლქში განხილვების შედეგების თაობაზე", - აღნიშნავენ ცესკოში.
საქართველოს პრეზიდენტი: ევროინტეგრაციის გზაზე ყველა პარტნიორის მხარდაჭერა გვჭირდება
მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესი დონის ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტი გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა გლობალური პანდემიის გამო გადაიდო. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობით პანდემიას სწრაფად დაამარცხებს და ურთიერთობების ჩვეულ ფორმატს დაუბრუნდება. მხარეებმა განიხილეს, საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური მოცემულობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და მონტენეგროს მიერ საქართველოსათვის ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველა პარტნიორის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება. საქართველოს პრეზიდენტმა, თავის კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. დღეს, მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიაზე შესრულდა მონტენეგროს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. დახვედრის ცერემონიაში მონაწილებდნენ საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ ჯანჯალია, საქართველოს ელჩი მონტენეგროში ელჩი ზაალ გოგსაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ლიანა ჯერვალიძე. მონტენეგროს მხრიდან: მონტენეგროს ელჩი საქართველოში დრაგიკა პონორაკი, მონტენეგროს პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი მილან როჟენი, მონტენეგროს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თამარა ბრაჟოვიჩი. ცნობისთვის, საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის 29 ოქტომბერს დამყარდა.
Pfizer-ი FDA-ს 5-11 წლის ბავშვებში ვაქცინაციის ნებართვას სთხოვს
Pfizer-ი FDA-ს მიმართავს, 5-11 წლის ბავშვებში ვაქცინაციის ნებართვა მიიღოს. კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოთხოვნით განაცხადი უკვე შეიტანა. აშშ-ში, ამჟამად ვაქცინა არ არის ხელმისაწვდომი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. FDA-მ ადრე განაცხადა, რომ ის სწრაფად გადახედავდა განაცხადს და ეს არ მოითხოვს თვეებს. „ჩვენ კლინიკური კვლევების მონაცემებს შევაფასებთ“, - განაცხადა FDA-ს კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯანეტ ვუდკოკმა.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს
თბილისში, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს. ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გ.კ.-სთან ერთად მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი - ა. ჭ. და გ.კ. ქალაქ თბილისში, წყნეთში დააკავეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
NATO-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოშია
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სამხედრო კომიტეტი, ახალი თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის მეთაურობით ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდნენ. როგორც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე NATO-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფროგაღრმავების გზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარულის ხდომა გაიმართება, სადაც NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ. NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები NATO-საქართველოს წვრთნებისა დაშეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან. „საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს NATO-ს სამხედრო კომიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა დაევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. 2019 წლის შემდეგ, საქართველო ისევ მასპინძლობს NATO-ს სამხედრო კომიტეტს. ბოლოს, NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები, კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საქართველოში 2019 წლის მარტში იმყოფებოდნენ. კომიტეტს ახალი ხელმძღვანელიჰყავს - ადმირალი ბაუერი, რომელიც პირველად სტუმრობს საქართველოს. ეს ვიზიტი ჩვენს საკმაოდ დატვირთული საქმიანობის კალენდარში შედის დასაქართველოს და NATO-ს შორის არსებული დიალოგის ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველო NATO-ს უნიკალური პარტნიორია. აღნიშნული ვიზიტი მოგვცემ სშესაძლებლობას, განვაახლოთ საუბარი რეგიონული და შავის ზღვის უსაფრთხოებისსაკითხებზე, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და NATO-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ“, - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. ამავე თემაზე: საქართველში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გაიმართება საქართველოს დღეს NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა
როსარია პუგლისი: საქართველო NATO-ს უნიკალური პარტნიორია
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში როსარია პუგლისმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი შეაფასა. დიპლომატი სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია პირველად, 2019 წლის შემდეგ. ადმირალ რობ ბაუერი სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარეა და ის საქართველოშ პირველად ჩამოვიდა ვიზიტით. ეს არის ჩვენი ძალიან აქტიური საქმიანობისა და დიალოგის ნაწილი NATO-სა და საქართველოს შორის. საქართველო NATO-ს უნიკალური პარტნიორია და ეს ვიზიტი მოემსახურება შესაძლებლობას, რომ განვაახლოთ მოლაპარაკებები უსაფრთხოებაზე რეგიონულ დონეზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა როსარია პუგლისმა. საქართველოს ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სამხედრო კომიტეტი, ახალი თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის მეთაურობით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარულის ხდომა გაიმართება, სადაც NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ. NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები NATO-საქართველოს წვრთნებისა დაშეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან. ამავე თემაზე NATO-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოშია
პრეზიდენტი მონტენეგროელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ: დასავლეთ ბალკანეთსა და ასევე კავკასიაში, ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა
„საერთო დასკვნამდე მივედით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დასავლეთ ბალკანეთში, ასევე კავკასიაში უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზის დაძლევაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონტენეგროს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ვერ წარმოიშობა ევროკავშირის სერიოზული საგარეო პოლიტიკა თუ ასევე, არ იქნება გათვალისწინებული ევროკავშირის პოზიცია ამ ორ რეგიონთან მიმართებით, თუ რა უნდა იყოს ეს პოზიცია და როგორი უნდა იყოს დაცული. „ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოს და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში. თქვენი ვიზიტი შარშან ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ, როგორც ვიცით, გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, იძულებულები გავხდით გადაგვედო და მოხარული ვარ, რომ შევძელით ამ ვიზიტის ორგანიზება. მინდა ასევე გამოვთქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობით, პანდემიის სწრაფად დამარცხებას შევძლებთ და დავუბრუნდებით ურთიერთობების ჩვეულ ფორმატს, რომელიც ჩვენთვის, შედარებით პატარა ქვეყნებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის და ჩვენ ეს დიპლომატიური აქტივობა ძალიან გვჭირდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ამის საწყისია. თქვენი ვიზიტი საქართველოს მომავალი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა, რადგან, 2 ოქტომბერს ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პირველი ტური და ახლა ვემზადებით მეორე ტურისთვის და პირადად მე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩატარდება მშვიდობიანად, ღიად და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სტაბილურობისა და დემოკრატიის გამყარებისთვის. პრეზიდენტ ჯუკანოვიჩთან ერთად, განვიხილეთ საქართველოს და მონტენეგროს გეოპოლიტიკური სიტუაცია. პრეზიდენტს ავუხსენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, რომელიც იმ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობისათვის ყოველდღიურ წნეხს წარმოადგენს, თუმცა, ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას - ევროინტეგრაციის გზას. ამან არცერთი დღით არ გადაგვახვევინა ამ გზიდან, არ შეგვაცვლევინა მყარი პოზიციები და არც მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა ამ გზის მიმართ, რაც ამ კუთხით ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა. ამ გზაზე ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველა პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა და ამავდროულად გამოცდილების გაზიარება. ამ კუთხით მონტენეგრო ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რამეთუ მან 2017 წელს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში გაწევრიანება შეძლო და ის, თავის ევროპულ გზაზე ჩვენთან შედარებით წინაა წასული, რადგან გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს, რაც ვიტყოდი, რომ ჩვენი ოცნებაა. საინტერესო იქნება, მათი გამოცდილების გაზიარება დღეს, როცა ჩვენ 2024 წლისთვის და ჩვენი კანდიდატურის განცხადებისთვის ვემზადებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს და ახლა მივიღოთ სწორედ ეს კონკრეტული გამოცდილების გაზიარება, რათა გადავდგათ იმ მიზნამდე მისასვლელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ერთობლივი და დიდი ეროვნული მიზანია. შეხვედრისას გავაანალიზეთ ჩვენი ქვეყნების გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც ბევრი კუთხით შეიძლება ძალიან განსხვავებული ჩანდეს, რეალურად კი, ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენ საერთო დასკვნამდე მივედით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დასავლეთ ბალკანეთში, ასევე კავკასიაში უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზის დაძლევაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო 19 აპრილის დოკუმენტი, მაგრამ, ახლო მომავლისთვის, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რომ ევროკავშირმა თავის საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ რეგიონებს, რომლებიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ვერ წარმოიშობა ევროკავშირის სერიოზული საგარეო პოლიტიკა თუ ასევე, არ იქნება გათვალისწინებული ევროკავშირის პოზიცია ამ ორ რეგიონთან მიმართებით, თუ რა უნდა იყოს ეს პოზიცია და როგორი უნდა იყოს დაცული. განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხები - ეს იქნება საპარლამენტო თუ პოლიტიკური კონსულტაციების დონეზე: ეკონომიკური, ტურიზმისა და კულტურული კუთხით, რამეთუ ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ჩვენს ურთიერთობას რეალურ და კონკრეტულ სახეს მისცემს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის რეალური დამეგობრებისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ამავე თემაზე: საქართველოს პრეზიდენტი: ევროინტეგრაციის გზაზე ყველა პარტნიორის მხარდაჭერა გვჭირდება
ირაკლი ღარიბაშვილი: შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში NATO-ს აქტიური ჩართულობა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს
რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში NATO-ს აქტიური ჩართულობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ NAT0-ს უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების საქართველოში ვიზიტი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერის მაჩვენებელია. პრემიერის განცხადებით, საქართველო, როგორც NATO-ს მოკავშირე, უსაფრთხოების საერთო პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულია და უერთდება გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოკავშირეების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რისი დასტურიცაა საქართველოს როლი მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდეგ, ავღანეთიდან ტრანზიტისა და ევაკუაციის ძალისხმევის ხელშეწყობაში. „პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულია და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. საუბარი შეეხო თავდაცვის შესაძლებლობების და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით საქართველოში ამბიციური თავდაცვის რეფორმების განხორციელებას, საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და ნატო-სთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას. ხაზი გაესვა NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) მნიშვნელობას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს NATO-ს სტანდარტებს და მზად არის, მოკავშირეებს მრავალეროვნული სწავლებებისთვის მაღალი სტანდარტების სასწავლო გარემო შესთავაზოს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის სამხედრო მრჩეველი, ბრიგადის გენერალი დატლევ სიმონსი, NATO-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი, გენერალ-მაიორი ფრანჩესკო დიელა, საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს ელჩი NATO-ში ვიქტორ დოლიძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე ესწრებოდნენ“, - აღიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპატრიარქო: პატრიარქის და მღვდელმთავრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გავრცელებული „კრებსები“ საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას და დისკრედიტაციას ემსახურებოდა
"პატრიარქის და მღვდელმთავრების შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ გავრცელებული „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, შეკრება უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ანალიზსა და შეფასებას დაეთმო. "მღვდელმთავრები უკანასკნელი მოვლენების შესაფასებლად შეიკრიბნენ დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს შეხვდა. შეკრება უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ანალიზსა და შეფასებას დაეთმო. შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „კრებსები“ შეიცავს ზოგიერთ საჯაროდ გაცხადებულ ფაქტს, მათში მაინც მრავალი მცდარი ინფორმაცია წერია. გარდა ამისა, გამოიკვეთა ნაწილობრივი თანხვედრა ზოგიერთი თელოგისა და სასულიერო პირისაგან შემდგარი ჯგუფის საჯარო განცხადებებთან, რაც უკანასკნელ წლებში საპატრიარქოსა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. გაკრვეულ შემთხვევაში კი აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები ბოროტად სარგებლობდნენ მაღალი იერარქიის სახელით. მღვდელმთავრებმა აღნიშნეს, რომ სახეზეა ამავე ჯგუფისა და ე.წ. კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების შეთანხმებული მოქმედება. ტელევიზიები ამ ჯგუფის დახმარებით საეკლესიო საკითხების შესახებ ცილისმწამებლური შინაარსის სიუჟეტებს ამზადებდნენ და, ფაქტობრივად, მათი გეგმის განხორციელებაში იყვნენ ჩართულნი. სწორედ მათი ეთერით გახმოვანდა საპატრიარქოს შტურმისა და სინოდის წევრების დაპატიმრების გეგმის შესახებ. ამ ტელევიზიებს ყოველ შაბათსა და კვირას თავიანთ გადაცემებში იერიში აქვთ მიტანილი საპატრიარქოს წინააღმდეგ. ამისთვის კი საგულდაგულოდ იძიებდნენ და ჩხრეკდნენ მღვდელმთავრების პირად ცხოვრებას, რითაც ცდილობდნენ მოემწიფებინათ საზოგადოებრივი აზრი სასულიერო პირების გასასამართლებლად და დასასჯელად. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უკანონო მოსმენები ყოვლად მიუღებელია და ეკლესია აუცილებლად ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას. რაც შეეხება საეჭვო ჩანაწერებს, სადაც სასულიერო პირების ზნეობრივ გადაცდომებზეა საუბარი, ყველა საშუალებით მოხდება მათი გადამოწმება. მღვდელმთავრებმა ასევე გარკვევით აღნიშნეს, რომ ამ თუ სხვა ნებისმიერი გარე შემოტევის წინაშე სინოდი ერთსულოვანი იქნება", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
მონტენეგროს პრეზიდენტის გზავნილები საქართველოში ვიზიტის დროს
მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები გაიმართა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. მხარეებმა განიხილეს, საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური მოცემულობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და მონტენეგროს მიერ საქართველოსათვის ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. საქართველოს და მონტენეგროს პრეზიდენტებმა შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ პრესისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. Europetime ამ განცხადებებიდან მონტენეგროს პრეზიდენტის გზავნილებს გთავაზობთ: პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია თქვენს მიზნებს მიაღწიოთ ჩვენ საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ასევე პოლიტიკურ სიტუაციას თქვენს რეგიონში აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელვანია თქვენი სულისკვეთება და ძალისხმევა, რასაც გაიღებთ იმისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია, თქვენს მიზნებს მიაღწიოთ. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს და საქართველოს ნაბიჯებს ამ პოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას სტაბილურობის მიღწევისკენ. მონტენეგროს არც ისე მარტივი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს მაგრამ ჩვენ, რეალურად შევძელით, მყარად დავმდგარიყავით და ამ ეტაპზე ვართ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. საქართველო არის საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყანა, ძლიერი ქვეყანა, თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები და ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თქვენ ამბიციებს, სწრაფვებს და განვაგრძობთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭრას. მონტენეგრო ამ ეტაპზე ახალ და საინტერესო პოლიტიკურ გამოცდილებებს გადის. 30 წლის განმავლობაში ერთი პოლიტკური პარტია იყო ხელისუფლებაში და დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ შევცვალეთ მთავრობა. შესაბამისად, ახალი მთავრობა მოიტანს ახალ ღირებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კომპლექსური პოლიტიკური გარემო გვაქვს, ეს არის დემოკრატიული პროცესი. რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთი არის ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის და დიდი იმედი მაქვს, საქართველოში იგივე ნაბიჯები იქნება გადადგმული და ისევე წარმატებულად, როგორც ეს მონტენეგროში მოხდა. დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ. ევროკავშირის ზრდის ინტერესი კლებულობს მაგრამ მნიშვნელოვანია, გავაღვიძოთ ეს ინტერესი. ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. სლოვენიაში, ლუბლიანაში სამიტი გაიმართა და ამ ყველაფერმა ჩასახა ახალი იმედი იმ თვალსაზრისი, რომ დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირს შორის შესაძლოა, ბევრად უფრო აქტიური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ჩვენ ძალიან აქტიური დიალოგი გვქონდა გამართული, პოლიტიკური ვაკუუმი ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე მხარის ინტერესი ძალიან აქტიური იქნება. გეოპოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ რთული თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როლები სწორად გადანაწილდეს და რეგიონებს საშუალება მიეცეთ, თავინთი მიზნები აასრულონ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდება ორივე რეგიონში. ძალიან ბევრი შესძლებლობა არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით. უმაღლესი დონის მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. შეგვიძლია, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, კულტურის და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობა გავაღრმაოთ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობა გავაუმჯობესოთ და შევქმანთ ისეთი პირობები, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს გააცნონ. რა თქმა უნდა, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და გვსურს, ეს მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ვეწვიე. საქართველოს საუკეთესო სურვილებს ვუსურვებ. დიდი იმედი მაქვს, თქვენი სტრატეგიული მიზნები განხორციელდება და მომავალში ყველა მიზანს მიაღწევთ“, - განაცხადა მილო ჯუკანოვიჩმა. საქართველო მონტენეგროსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია როდესაც ვსაუბრობთ NATO-ს ოპერაციებზე. საქართველო მონტენეგროს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვიმედოვნებ, რომ საქართველო თავის სტრატეგიული მიზნებს განახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღრმავდეს, აქტივობები, რაც განხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს. რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციებს, მონტენეგრო საქართველოს ძალიან აქტიურად უდგას მხარში. საქართველო მონტენეგროსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია როდესაც ვსაუბრობთ NATO-ს ოპერაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო სხვადასხვა ნაწილში მშვიდობა აღდგეს. ჩვენ მსგავსი ღირებულებები გვაქვს. საქართველოში ვიზიტის ჩემი ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღმავებულიყო, გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ასევე, მონტენეგრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ აქტიურად გიჭერთ მხარს თქვენ და თქვენს არჩევანს. საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ ვიზიტს ისტორიული უწოდა, ეს პირველი ვიზიტია ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ. ცნობისთვის, საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის 29 ოქტომბერს დამყარდა.
ბურკა, იარაღი და შიში ქალების დამალულ თვალებში - თალიბანის ახალი რეჟიმი ქაბულის ქუჩებში
გაინტერესებთ როგორ შეიცვალა ქაბულის ქუჩებში თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში? - ამ სტატიის საშუალებით ახალ ქაბულში იმოგზაურებთ. სულ რამდენიმე კვირა გავიდა რაც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ახალი რეჟიმი დაამყარა. იმ მძიმე დღეების ამსახველმა ფოტოებმა მსფლიო მედია მოიარა: თალიბანი პრეზიდენტის სასახლეში, ქაოსი აეროპორტში, სასოწარკვეთილი ხალხი, რომლებიც ახალი რეჟიმიდან გაქცევას ცდილობს. როიტერის ფოტოგრაფი ხორხე სილვა ახალ ქაბულს ესტუმრა და დედაქალაქის ქუჩები დაათვალიერა. მან გადაიღო ყოველდღიური ცხოვრება ქალაქში, როდესაც ამ დროს თალიბები პატრულირებენ. სილვას ფოტოობიექტივში მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ პასპორტის აღებას, რათა ქვეყნიდან გააღწიონ. ავღანელი ქალი მიკროფონით ანტი-პაკისტანური საპროტესტო აქციის დროს ქაბულში, ავღანეთი, 2021 წ. 7 სექტემბერი. პატარა გოგონა ბურკიან ქალებთან ერთად, ქაბულის საავადმყოფო, ავღანეთი, 2021 წლის 5 ოქტომბერი მაღაზიაში მიმავალი ბურკიანი ქალი - ქაბული, ავღანეთი, 2021 წლის 6 ოქტომბერი. ბურკიანი ქალი საცხოვის წინ ზის - ქაბული, ავღანეთი, 2021 წლის 4 ოქტომბერი. ავღანელი ქალები, რომლებიც ძალადობას გამოექცნენ და დროებით თავშესაფარში ცხოვრობენ, ქაბული, ავღანეთი, 2021 წლის 4 ოქტომბერი. ავღანელი ქალი ქუჩაში გადაადგილდება, კედელზე კი იარაღით ხელში ქალია დახატული, ქაბული, 6 ოქტომბერი, 2021 წელი. ბურკით შემოსილი ქალი ქაბულის ქუჩებში, ავღანეთი, 2021 წლის 3 ოქტომბერი. ავღანელი გოგონა გასართობ პარკში - ქაბული, ავღანეთი, 2021 წლის 13 სექტემბერი. გოგონა ქაბულის ერთ-ერთ ქუჩაზე კალმებს ყიდის, ავღანეთი, 2021 წლის 3 ოქტომბერი. ავღანელი გოგონები ქაბულის სკოლაში, ავღანეთი, 2021 წ. 18 სექტემბერი.
პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ: ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესების მიზეზი
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხაც შეეხო. „ვისაუბრეთ ბევრ თემაზე და, რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ საკითხსაც, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია და ყველას აინტერესებს - ეს არის სააკაშვილის გამოპარვა უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად ქმნის უხერხულობას ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ, რაც ეხებოდა საზღვრების უკანონო კვეთას. ორივე მხრიდან ცალსახად იყო ხაზგასმული, რომ ვერცერთი ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნვ მაინც გაუარესდეს. ექსტრადიციაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვართ ძალიან მეგობრული ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები და მხოლოდ ამ ურთიერთობების გამყარებაზე ვფიქრობთ.ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ჩრდილი მიაყენოს მეგობრობას და ამას უნდა ყველა შეეგუოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ. „ჩვენ ვართ ძალიან მეგობრული ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები და ამის მხოლოდ და მხოლოდ გამყარებისთვის ვფიქრობთ“, - დაამატა კახა კუჭავამ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიღებაზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, უფლებამოსილება შეუჩერდა „ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიხეილ სააკაშვილზე საერთოდ არ გვისაუბრია. მიღება იყო და სულ სხვა ღონისძიება. ვიყავით ცერემონიაზე სხვა ქვეყნის სპიკერებთან ერთად და გვქონდა საუბარი სხვა თემებზე. მე ზელენსკის პირველად შევხვდი და ამ თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია“, - განაცხადა კახა კუჭავამ. ამავე თემაზე: პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინას ეწვევა