ძებნის რეზულტატი:

ნიკა მელია ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ: თუ ასე გააგრძელებს ეს ხელისუფლება, ვერ აცდება იმ მკაცრ სასჯელს, რასაც სანქციას ვუწოდებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ ის თემები ჩამოთვალა, რომლებზეც ამერიკელ მაღალჩინოსანს ესაუბრა. მისი თქმით, პრაქტიკულად არჩევნები არის გაუქმებული, ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას აქვს დაკარგული: „ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, გუშინდელ განხორციელებულ საარაკო სიგიჟეზე“, - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი. „ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, გუშინდელი განხორციელებული საარაკო სიგიჟე, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ, მიტაცებული სახელმწიფო, მოპარული არჩევნები და ქუჩაში მიმდინარე პროცესები. ეს პროცესები იქნება ძალიან მშვიდობიანი, ძალიან მტკიცე, განგრძობადი, იქნება ორგანიზებული, ხალხმრავალი საპროტესტო მოძრაობა. ამ ყველაფერზე ძალიან გულახდილად ვესაუბრე. ვესაუბრე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად არჩევნები არის გაუქმებული, ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას აქვს დაკარგული, რაც ძალიან ცუდია. ვცდილობდი, რომ საზოგადეობაში გამეღვივებინა იმედი, რომ არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია, მაგრამ იქ, სადაც არც პროკურატურა არ არის პროკურატურა, იქ, სადაც არც სასამართლო არ არის სასამართლო, არც მართლსაჯულება არ არის მართლსაჯულება, არც ცესკო და ყველაფერი, რომ ერთ ადამიანს ექვემდებარება რაზეა საუბარი. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რომ გვაქვს ოლიგარქიული თუ დემოკრატიული წესწყობილება, ორივე ერთად ვერ გექნება. ეს იყო ძალიან გულახდილი, მეგობრული საუბარი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ყველაფერს ხედავს, მკაფიოდ, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი მოვლენების შემდეგ ხედავს ფართო სურათს. ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაქცია და რეაგირება. ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უზარმაზარი პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიცია აქვს საქართველოში განხორციელებული, იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესები განვითარებულიყო, და არა პირიქით, წყალს წაეღო, ამას არავინ დაუშვებს. ისინი აუცილებლად დაუჭერენ დემოკრატიულ პროცესს მხარს. შეთანხმებული არის ცივილიზებული სამყარო და თუ მკაფიო განცხადებები გვაკლია, გაკეთდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ. „ამ რეჟიმისთვის უმნიშვნელო არ არის რას იტყვიან ვაშინგტონში, ევროპის წამყვან დედაქალაქებში, ჯერჯერობით, არ არის უმნიშვნელო და ვიდრე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, შესაბამისი ქმედებები აუცილებელია. ამ ყველაფერზე მე პირადად მქონდა მეგობრებთან ერთად საუბარი. ასე გაგრძელდება, რეაქციაც და ნაბიჯებიც იქნება შესაბამისი. შეუძლებელია, მთვარი სტრტეგიული პარტნიორი გულხელდაკრეფილი უყურებდეს საქართველოს და ხედავდეს როგორ ეფლობა ღრმად ოლიგარქიულ ჭაობში. რა თქმა უნდა, პერსონალურ სანქციებზე, ჩემი და ჩემი მეგობრების მხრიდანაც იყო საუბარი და ვამბობ, თუ ასე გააგრძელებს და როგორც ჩანს, გააგრძელებს ეს ხელისუფლება, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერ აცდება იმ მკაცრ სასჯელს, რომელსაც სანქციას ვუწოდებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს. ყოველდღე მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება. ვიდრე არ დაბრუნება მიტაცებული სახელმწიფო, მოპარული არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი და ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა დაცული“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. პოლიტიკოსების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ხვდება. ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრებენ მართლმსაჯულების საკითხზე და ასევე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებზე. „ეს შეხვედრა როცა დაიგეგმა, ჯერჯერობით არ იყო მომხდარი ის, რაც გუშინ მოხდა. ძირითადი ინტერესი, რომელიც ჩვენს სტუმარს ჰქონდა და და რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ, ვისაუბრებთ მართლმსაჯულების პრობლემებზე, ასევე, რა თქმა უნდა, დაველოდებით იმ შეკითხვებს, რომელიც ექნება სტუმარს იმ ფაქტებზე, რაც გუშინ მოხდა“, - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

ირაკლი კობახიძე: გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, რადიკალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მტკიცებით, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, „რადიკალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს“. დღეს გამართულ ბრიფინზე კობახიძემ განაცხადა, რომ „ჩიხში შესული რადიკალებისგან დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც, რამდენიმე დღის წინ, სუს-მაც გაავრცელა განცხადება“. განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. რადიკალები კანონის შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამართალდამცველებს, პოლიციელებს, გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი სკამებს დახარბებული, სამარცხვინო ავანტიურისტებისგან - მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან შეურაცხყოფის მოსმენა. მადლობა პოლიციელებს, რომელთაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ღირსებით შეასრულეს და სახელმწიფო დაიცვეს. მადლობას ვუხდი სამართალდამცველ უწყებებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის. რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„რადგან ცხოვრება „ქონთინიუ“ არის  და გამარჯვებას ათასჯერ შევძლებ...“ - გელა ჩარკვიანის ლეგენდარული კლასი, შვილები, მეუღლე და ცხოვრების ბოლო წლები

დღეს, თბილისში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, პედაგოგი გელა ჩარკვიანი. ადამიანი, რომელიც საქართველოში გამორჩეულად უყვარდათ... გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და ოფთალმოლოგ თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. თბილისის სკოლაში ექვსი წელი სწავლობდა, სანამ ოჯახი მოსკოვში გადავიდოდა საცხოვრებლად. მისი კლასელები იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი... მოგვიანებით, სკოლასთან დაკავშირებით იხსენებდა... „დედაჩემი თამარ ჯაოშვილი და ზვიად გამსახურდიას დედა მირანდა ფალავანდიშვილი კლასელები იყვნენ. სხვათა შორის, მათი ჩანაწერები სასკოლო ალბომებში, ახლაც მაქვს სადღაც შენახული. მახსოვს, რომ ერთ-ერთი პირველი ბავშვი, რომელიც გავიცანი, ზვიადი იყო. ალბათ, ოთხი წლის ვიქნებოდი. ისინი კიკეთში იყვნენ, ჩვენ – წყნეთში და სტუმრად ჩამოვიდნენ. მე და ზვიადიც კლასელები ვიყავით, ოღონდ ექვსი კლასი, მე მეშვიდე კლასიდან მოსკოვში გადავედი, მამაჩემის გათავისუფლების გამო. თბილისში როცა ჩამოვდიოდი, კლასელებს ყოველთვის ვნახულობდი. მახსოვს, სამი წლის მერე რომ ჩამოვედი, მთაწმინდაზე ავედით ბიჭები, ჩვენი თავები უკვე დიდები გვეგონა და ცოტა ღვინოც დავლიეთ...“ ლეგენდარული ოთხეულიდან დღეს არცერთი აღარ არის ცოცხალი, გურამ დოჩანაშვილი, წელს, 3 აპრილს გარდაიცვალა. გელა ჩარკვიანი საზოგადოებაში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. მწერლის შვილები ირაკლი და თეონა მამის გზას არ გაჰყოლიან. ირაკლი საზოგადოებამ თავისი ხმამაღალი მუსიკალური მეტსახელით გაიცნო, მაშინ იცინოდნენ, რომ ირაკლი ჩარკვიანმა ქართული მუსიკის მეფედ წარადგინა თავი. გავიდა წლები და ის სხვადასხვა თაობის საყვარელ მომღერლად იქცა. გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში 55 წლის იუბილეზე დედა ენის ბაღში ძეგლი დაუდგეს. მეორე შვილმა თეონამ ბალეტი აირჩია და მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა. წარმატებული მოცეკვავის კარიერის შემდეგ, დღეს ლონდონსა და თბილისში მსურველებს ცეკვას ასწავლის. გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში იყო განსაკუთრებული ადამიანი, ნანა თოიძე, ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა. „ნანას ცოტა რთული ისტორია­ ჰქონდა, მამამისი რეპრესირებული იყო, დახვრეტილი... მაშინ მამაჩემი აღარ იყო ცეკას პირველი მდივანი, მაგრამ მაინც პარტიული ელიტის წრიდან ვიყავი... მოსკოვში გოგოს რომ გავიცნობდი, პირველ თუ არა, მეორე შეხვედრაზე მაინც უნდა მეკოცნა. ნანას მხოლოდ 5 თვის შემდეგ ვაკოცე და ეს ერთ-ერთ მაშინდელ ლექსში მაქვს კიდეც:"შორეულ ზაფხულზე სტიროდნენ ხეები, მე კი ყველასდა გასაკვირველად, მცხელოდა ოქტომბრის სუსხიან დღეებში. გახსოვს, ოქტომბრის ქარიან დღეებში გაკოცე პირველად". 2 წლის შემდეგ ვიქორწინეთ....“ - იხსენებდა წლების შემდეგ. შვილის გარდაცვალებიდან მალე, დიდ ბრიტანეთში ელჩად წავიდა. მასთან ერთად იყო მეუღლე და ირაკლის უმცროსი შვილი ნანა, რომელიც ბაბუას დაჰყავდა სკოლაში. მძიმე მდგომარეობიდან რომ გამოსულიყო გარემოს შეცვლამ უშველა. საქართველოში დაბრუნებიდან ერთ წელიწადში საყვარელი მეუღლე გარდაეცვალა. "ნანა ბოლო დღეს სავარძელში იჯდა, თეონამ ჰკითხა, როგორ ხარო. კარგადო, უპასუხა და უცებ გაეყინა თვალები. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ირაკლის ტრაგედიის შემდეგ, ირაკლიც მე აღმოვაჩინე გარდაცვლილი ლოგინში..." - იხსენებდა ჩანაწერებში. ბოლო წლებში გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში აქტიურობდა. ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ხშირად აქვეყნებდა მოკლე ჩანაწერებს საავტორო წიგნებიდან. აქვეყნებდა ვიდეოებს გადაცემებიდან, რომელთაც თავად სტუმრობდა და მუსიკალურ ექსპრომტებს, თავისი ავტორობით... გუშინ ბოლო პოსტად თავისივე წიგნ „ნაგერალად“ ნაწყვეტი გამოაქვეყნა... „ადამიანის ერთადერთი ნამდვილად ულმობელი მტერი არის დრო. სხვა ხიფათებთან მოილაპარაკებ, ან აიცილებ, ან ალბათობა დაგზოგავს – არ აღმოჩნდები იქ, სადაც ცუნამი მოგორავს, არ აიკიდებ შიდსს. დრო კი „სისტემური“ მტერია, დევს თავად ამ სამყაროს არსში, ან იქნებ სულაც შენში. „დროის და ხორცის დასრულდა კორიდა, დაჰგავეთ პარტერი, ბებერო ქალებო“. – ირაკლი... გელა ჩარკვიანი თავისივე დაწერილ მუსიკალურ დრამა „ნარგიზაში“ მღეროდა.... „ვიცი ტრიუმფი, ვიცი უარი, გულგახეთქილი არა ვსდევ შედეგს, რადგან ცხოვრება ქონთინიუ არის და გამარჯვებას ათასჯერ შევძლებ...“

ელენე ხოშტარია მის მოწამვლაზე კობახიძის განცხადებას არარელევანტურ საკითხზე ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილება. „დროას“ ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყურადღების გადატანას ცდილობს, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. „ეს მათი ფანტაზიის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე, ეს არის მცდელობა, ყურადრება გადაიტანონ არაადეკვატურ საკითხზე, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს და ჩემს ჯანმრთელობაზე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლია, გადაწყვიტოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის პრობლემა - ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა, (ვციტირებ ომბუდსმენს) და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა. ამიტომ, ლაპარაკი რაღაც შეთქმულებაზე, ჩემს კოლეგებთან დაპირისპირებაზე ან ყურადღების გადატანა არ გამოუვათ“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ და დაამატა, რომ ამით „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. ელენე ხოშტარია მედიკამენტებს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება. ის მერვე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს. გუშინ მას სასწრაფო სამჯერ დასჭირდა. ელენე ხოშტარიას შეფასებით, რუსთავის საპატიმროდან გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ველური, სასტიკი შურისძიების აქტი უწოდა. „ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს ზღვარი არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას. მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ამავე თემაზე ირაკლი კობახიძე: გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, რადიკალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს

ეკა გიგაური ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მიზნობრივი სანქციების გამოყენება კონკრეტული მოსამართლეების მისამართით

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ექსპრეზიდენტის საქმე მკაფიო მაგალითია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საშუალება, რომ სამართლიანი სასამართლოთი ისარგებლოს. ამის შესახებ ეკა გიგაურმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, იყო თუ არა საუბარი მართლმსაჯულების პრობლემების კონტექსტში სააკაშვილის საქმეზეც. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ექსპრეზიდენტის საკითხი ამის ერთ-ერთი მაგალითია. მისი შეფასებით, სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი, ამიტომ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები. „ეს რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა იცით, რომ სხვა საქმეებიც არის“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა. ეკა გიგაურის თქმით, საუბრის ძირითადი თემა სასამართლოში არსებული კლანი იყო. „ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ზუსტად ის, რომ შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი, რომ მიზნობრივი სანქციები იყოს გამოყენებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მისამართით. ამავდროულად, ვსაუბრობდით იმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კლანის ქმედებებს სასამართლოს სისტემაში“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ბექა ბასილაია: აბსოლუტურად ჯოჯოხეთური მდგომარეობაა

"აქ არის აბსოლუტურად ჯოჯოხეთური მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი აქ იმისთვის გადმოიყვანეს, რომ მისი ლიკვიდაცია მოხდეს", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლანდელი ვითარება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებას სერიოზული რისკს უქმნის. „როდესაც ჩვენ შევედით, მთელი ციხე, ყველა კორპუსი, ორგანიზებულად, ადვოკატებსაც კი საშინელ ობსტრუქციას გვიწყობდნენ. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. მათი სურვილია კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილსა და მის დამცველებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. გუშინ 15 წლის ბავშვი ელოდებოდა მამასთან პაემანს. როგორ წამოგიდგენიათ, 15 წლის ბავშვმა იმ კორპუსში როგორ უნდა გაიაროს? ხვალ ჩამოდიან უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები. ლიზა იასკომ და დელეგაციის სხვა წევრებმა იქ როგორ უნდა გაიარონ? მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, იქ როგორ უნდა გაიაროს? მხოლოდ გავლაზე არაა საუბარი - პენიტენციურ სამსახურს პრევენციის არც თავი აქვს და არც სურვილი. ყოველი მორალური ტერორი, ობსტრუქცია და მუქარა მიმართულია სინამდვილეში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების და პოლიციელებისადმი. ეს არის კრიმინალის ხელახლა აღზევება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს მიმართულია მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისკენ. სადაც სააკაშვილი არის მოთავსებული, იქ არის ერთგვარი პოსტი, რომელზეც 1-2 თანამშრომელი იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ დერეფანში მოძრაობა არის თავისუფალი, რაც ნიშნავს, რომ დაგეგმვისა და ორგანიზების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის შესაძლებლობა არსებობს. დაუყონებლივ უნდა მოხდეს აქედან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა“, - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატი: ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ

"საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გლდანის ციხესთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. „სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს სასამართლო დარბაზში. ახლა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებული არიან სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. ხვალ, მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რომელიც ქართველ ხალხშია", - განაცხადა ადვოკატმა.

სახალხო დამცველის მოადგილემ ერიკა ოლსონს სააკაშვილის საქმის მონიტორინგის შედეგები გააცნო

სახალხო დამცველის მოადგილემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა იყო. გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა ხარვეზებზე, რომლებიც გამოსასწორებელია. „ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლიდით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხს. მივაწოდე ჩვენი მონიტორინგის შედეგებზე ინფორმაცია. გავცვალეთ ინფორმაცია. ისინი აკვირდებიან ამ პროცესს“, - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო ინტერვენცია და იმ ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა, რომელიც კონსილიუმის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ეკა გიგაური ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მიზნობრივი სანქციების გამოყენება კონკრეტული მოსამართლეების მისამართით

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის დაბმა სცადეს

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით, 10-მდე სპეცრაზმელმა, ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია მანქანიდან პატიმრების მხრიდან ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილზე მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა დაიწყეს. „საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით, 10-მდე სპეცრაზმელმა, ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია მანქანიდან პატიმრების მხრიდან ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე. ამ პატიმრებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პირების თანამზრახველებმა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავდათ. დაიწყეს მორალური, ფსიქოლოგიური შეტევა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება არც მესამე პრეზიდენტსა და არც მის უფლებადამცველებზე", - განაცხადა ადვოკატმა.

ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იმავე დღის წესრიგი აქვთ

ირაკლი კობახიძის თქმით, სახალხო დამცველსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იმავე დღის წესრიგი აქვთ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“. „რაც შეეხება სახალხო დამცველისა და სხვა „ნაციონალების“ განზრახვას, მიზეზი არის მარტივი - სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად უფრო მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინაც ვიხილეთ. ნინო ლომჯარია აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის, რადგან ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ძალიან რთული ეპიდვითარებაა

"ძალიან რთული ეპიდვითარებაა ქვეყანაში. ყველა ინდიკატორი არის გაუარესებული", - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუსტერი ხალხმრავალი შეკრებებია. „მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს - ჯანმრთელობა დგას ყველაფერზე მაღლა. ეს არის ყველაზე დიდი უფლება უფლებათა შორის - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, გავუფრთხილდეთ. ყოველდღიურად 70 გარდაცვლილს გადავაჭარბეთ. 15 გვაქვს მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენთვის ზღვრული არის 8-9. ამ დროს სერიოზული ზომები უნდა მივიღოთ. 35 პროცენტზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც აცრის შემდეგ ყველაზე დამცველი საშუალებაა. გუშინ ოდნავ მოიმატა, 5 ათასს გადააჭარბა [აცრების რაოდენობამ]. 5 ათასი არაფერია, როცა 20-25 ათასს ვაკეთებდით დღეში, მაგრამ ცოტა გამიხარდა, რომ რაღაც ტენდენცია თითქოს გამოჩნდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ივანე ჩხაიძე: გვაქვს მოლოდინი, რომ მწვანე პასპორტების ამოქმედება იმუნიზაციის მაჩვენებელს გაზრდის

"გვაქვს მოლოდინი, რომ მწვანე პასპორტების ამოქმედება იმუნიზაციის მაჩვენებელს გაზრდის", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა გაიზარდოს იმ ობიექტების ნუსხა, სადაც მწვანე პასპორტის მოქმედება გავრცელდება. ​​„ჩვენ გვაქვს ჩამოთვლილი ობიექტების პირველადი შეფასება, მაგრამ ეს იქნება პირველი ნაბიჯი და შესაძლებელია ამ ობიექტების სია გაფართოვდეს. დეტალურადაა ნაჩვენები, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მწვანე პასპორტები ამოქმედდა, ყველგან მნიშვნელოვნად გაიზარდა იმუნიზაციის მაჩვენებელი. ჩვენც ველოდებით იმუნიზაციის მაჩვენებლის ზრდას. კარგი იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება ადრე ყოფილიყო მიღებული“, - განაცხადა ჩხაიძემ. ე.წ. „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.

საია-ს თავმჯდომარე აშშ-ის შესაძლო ნაბიჯებზე: ერთ-ერთი გზა შეიძლება, იყოს პერსონალური სანქციები

საია-ს თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს რეფორმის აუცილებლობასა და იმ ნაბიჯებზე ესაუბრა, რომლებიც მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის უნდა გადაიდგას. ნიკა სიმონიშვილმა ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აქ დისკუსია არ ყოფილა, სჭირდება თუ არა ქვეყანას ეს რეფორმა, ეს პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი და კითხვა არ დასმულა, გვჭირდება თუ არა ამ ნაბიჯების გადადგმა. „ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმა განხორციელდეს. ერთი არის სამართლებრივი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას აქვს გადასადგმელი და ის რეფორმა, რომელიც განსახორციელებელი აქვს სახელმწიფოს და მეორეა, პოლიტიკური ნება, რომელიც პირდაპირ შეგვიძლა ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, არც ექნება ამის სურვილი, რომ რამე შეცვალოს იმიტომ, რომ პოლიტიკური სისტემა აძლევს იმის საშუალებას, რომ მიიღოს სასურველი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა. კითხვაზე, რა ნაბიჯებია მოსალოდნელი აშშ-სგან, ნიკა სიმონიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ერთ-ერთი გზა შეიძლება, იყოს პერსონალური სანქციები, რომლებიც გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს სისტემაში და ეს შეიძლება, გარკვეული სიგნალი იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ რაღაც წესრიგში არ არის და ცვლილებები განსახორციელებელია. ეკა გიგაური ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მიზნობრივი სანქციების გამოყენება კონკრეტული მოსამართლეების მისამართით

ივანე ჩხაიძე: 5 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება

„უახლოესი თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, 5 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. „უახლოესი თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, 5 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახანს დაიწყო ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია. ასევე, სულ რამდენიმე ქვეყანაა, მსოფლიოში, რომელიც ამ ასაკობრივ კატეგორიას ცრის - ჩინეთი, კუბა, ისრაელი... მცირე რაოდენობის ქვეყნებია“, - განაცხადა ჩხაიძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის დაწყება იყო პრიორიტეტული. „მთავარია, დავიწყოთ უფრო მეტად მობილურ და აქტიურ ფენაში ვაქცინაცია. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი დადგება. არავინ ამბობს, რომ საქართველოში მინიმალური ასაკი 5-12 წელი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ პირველი ნაბიჯის გადადგმა გვინდა და ეს პირველი ნაბიჯი 12-დან 15 წლამდე ასაკია, რომელიც ახლა აუცილებელი იყო“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის შესახებ მორიგი მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა

საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის შესახებ მორიგი მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. სამთავრობო მოლაპარაკებების დასრულებისთანავე საზეიმო ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ფინანსური თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების სფეროში 5,24 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფაზე დაიდო შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. ამ შეთანხმებით შესაძლებელი გახდება ბიომრავალფეროვნების დაცვისათვის განკუთვნილი დაახლოებით 24 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელება. "ამ მწვანე პაკეტის განხორციელებას დაასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის განსაკუთრებული, 40 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც გამოეყო კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) სამხრეთ კავკასიაში ბუნების დაცვისათვის. ამ თანხის მეშვეობით მხოლოდ საქართველოში ფინანსდება 12 დაცული ტერიტორია და შესაძლებელია, მათ რიცხვს კიდევ სხვა ტერიტორიებიც დაემატოს, რადგან კიდევ იგეგმება ხუთამდე დაცული ტერიტორიის შექმნა. შესაბამის ხელშეკრულებას გასულ კვირას ხელი მოაწერეს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა და CNF-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა თობიას მიუნხმაიერმა.ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ცენტრალურ სფეროშიც, რომელიც ეხება „ენერგიას“, არსებულ პაკეტს დაემატა გაღრმავებული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს საპილოტე პროქტის შექმნას ახალ, მწვანე წყალბადის სფეროში. KfW-სა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით დაგეგმარების კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა საპილოტე პროექტისათვის. ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას საჯაროს სკოლებში ენერგოეფექტურობის პროგრამის განსახორციელებლად", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კელი დეგნანმა ბათუმში, ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკო

8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ბათუმში პირველი ვიზიტისას, ელჩმა კელი დეგნანმა ამერიკელი ხალხის სახელით ყვავილებით შეამკო ის ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. ამასთან, ამერიკის საელჩო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ბათუმის საზოგადოებას.

აშშ-ში შესვლა Sinovac-ით და Sinopharm-ით აცრილებსაც შეუძლიათ

აშშ-ში შესვლა Sinovac-ით და Sinopharm-ით აცრილებსაც შეუძლიათ. აშშ მიიღებს ნებისმიერ ვაქცინას, რომელიც დამტკიცებულია რეგულარული ან გადაუდებელი გამოყენებისთვის აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. CDC-ის ვებგვერდზე განთავსებულ სიას, რომელიც მოიცავდა შემდეგ ვაქცინებს: Pfizer, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca, დაემატა, ჩინური Sinopharm-ი და Sinovac-ი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრები მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წელიწადნახევრით იყო ჩაკეტილი. ამავე თემაზე: შეზღუდვების მოხსნის დაანონსების შემდეგ, აშშ-ში შესვლის მსურველი უცხოელებისთვის CDC-მ გაიდლაინი განაახლა აშშ-მა სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრები 8 ნოემბრიდან გახსნა.

კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა

ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში მართლმსაჯულების რეფორმის საკითხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ეს თემა 19 აპრილის შეთანხმებაშიც იყო შეტანილი. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საიას მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა. „როგორც საქართველოს ახლო პარტნიორი, ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში დემოკრატიულ წინსვლას აქტიურად უჭერდა მხარს. ეს მოიცავდა ინსტიტუციურ მშენებლობას, მუშაობას საარჩევნო და სხვა რეფორმებზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას, სადამკვირვებლო მისიებს, და სხვა საკითხებთან ერთად პარტიათა შორის დიალოგისა და მედიაციის ხელშეწყობას. ჩვენმა ჩართულობამ ხელი შეუწყო 2020 წლის 8 მარტს და 2021 წლის 19 აპრილს მიღწეულ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებმაც არსებული მოკლევადიანი კრიზისებიდან საქართველოსთვის გრძელვადიანი, კონსენსუსზე დაფუძნებული ხედვისკენ მიმართული გამოსავალი გვიჩვენა. საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მოვალეობად რჩება ამ ხედვების სრულყოფილად დანერგვაზე ზრუნვა, მათ წინაშე წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობის აღება და ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს არამხოლოდ არსებული მდგომარეობა შეინარჩუნოს, არამედ სრულად გახსნას თავისი პოტენციალი. პოლარიზაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების აღწერის თანმხლებ ტერმინად იქცა. არჩევნების კონტექსტში გამოიკვეთა ტენდენცია პოლარიზაციის - ყოველ ჯერზე - პოლიტიკურ კრიზისამდე მიყვანისა. შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები განსაკუთრებით ტურბულენტური იყო. ამ კონტექსტში, 19 აპრილის შეთანხმება მართლაც მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენდა. ამ შეთანხმებამ პოლიტიკური ბოიკოტი დაასრულა, მისცა პარლამენტს ქვეყნის წინაშე არსებულ მრავალ გარდაუვალ გამოწვევასთან გამკლვების რეალური შანსი და შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისთვის ამბიციური და მეტად საჭირო დღის წესრიგი ჩამოაყალიბა. ასევე, პოლიტიკური დაპირისპირების ბურუსში შეთანხმებამ ნათელი მოჰფინა წინსვლის საერთო გზის ხედვას. ამჟამად არსებული მდგომარეობის მიუხედავად, 19 აპრილის შეთანხმება უკვე წარმატებულია, თუნდაც იმის გამო, რომ გვიჩვენებს შედეგების მიღწევის გზას, დიალოგისა და კომპრომისის საშუალებით ნაცვლად ეფექტის მოხდენაზე მიმართული ქცევისა და „ყველაფერი გამარჯვებულს“ მენტალიტეტით. და როგორც კი ეს გახდება ნორმა, და არა გამონაკლისი, საქართველოს დემოკრატიაში ნამდვილად გადაიშლება ახალი ფურცელი. ნათელია, რომ შეთანხმების ყველა სკითხში შესვლის გარეშე, მისი ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი უკვე საქართველოს სასარგებლოდ განხორციელდა. დანარჩენზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, განსაკუთრებით აღსანიშნავია დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირებას მომავალი, სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნებისთვის. მხედველობაში მივიღეთ მთავრობის დაპირება მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმებთან (მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმებთან) დაკავშირებული ვალდებულებების შეასრულების შესახებ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი, 19 აპრილის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები, გზამკვლევად რჩება. საქართველოში არჩევნებს „ეგზისტენციურ“ პოლიტიკურ შეჯიბრებად გადაქცევის ტენდენცია ახასიათებს და გამონაკლისი არც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო. ჩვენ მათ ყურადღებით ვაკვირდებოდით და თქვენ ნახავდით ჩემს განცხადებებს, რომლებიც ორივე ტურის შემდეგ, ევროკავშირის კოლეგებთან ერთად გავაკეთე. ამ განცხადებებში მივესალმეთ ბოლოს გატარებული საარჩევნო რეფორმის პოზიტიურ გავლენას და არჩევნების დღეს კარგად ადმინისტრირებულ ხმის მიცემის პროცესს. ამავდროულად, ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის იყო კანდიდატებისა და ამომრჩევლების დაშინება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და რესურსების მკვეთრი დისბალანსი, რამაც არათანაბარი საასპარეზო პირობები შექმნა. პირველი ტურის შემდეგ გამოვთქვით მოსაზრება, რომ აღნიშნული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში არჩევნების ნორმად არ უნდა იქცეს. სამწუხაროდ, მეორე ტურში, გულწრფელად რომ ვთქვათ, არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ამგვარი შეშფოთება აღარ ყოფილიყო გამოთქმული. საბოლოო ჯამში, ძნელია სხვა დასკვნის გაკეთება, გარდა იმისა, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა იყო. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები სწრაფად და მიზანდასახულად შეასრულებენ ოდირის საბოლოო ანგარიშის რეკომენდაციებს, როდესაც ის გამოქვეყნდება. ამ საკითების მიმართ ევროკავშირის ყურადღება ძალიან დიდი იქნება. მართლმსაჯულების მდგომარეობა და სასამართლო რეფორმა 19 აპრილის შეთანხმებისა და ზოგადად, ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობების კიდევ ერთი საყრდენია. ამ მხრივ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლოდროინდელი დანიშვნები კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული დანიშვნები მართლმსაჯულების მიმართ ნდობას, მის ანგარიშვალდებულებას და ხარისხს უბრალოდ არ ზრდის. და ეს უნდა დავუმატოთ ჩამონათვალს იმ წარუმატებლობებისა, რომლებიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვიხილეთ, მათ შორისაა უზენაეს სასამართლოში დანიშვნები, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობის გამო ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებული შეთანხმების შეუსრულებლობა, მღელვარება, რომლითაც ყველამ გავიგეთ რიგით მოქალაქეებზე ფართოდ გავრცელებული თვალთვალის შესახებ და 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობის არასათანადო გამოძიება. ცხადია, დროა დავიწყოთ ამ ჩამონათვალში არსებული პრობლემების მოგვარება და მისი შემოკლება და არ დავუშვათ მასში ახალი ელემენტების დამატება. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას ციხეში სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა სახალხო დამცველი. თავიდანვე, ევროკავშირმა ნათლად ცხადყო, რომ მისი უფლებების დაცვა და სათანადო სამართლებრივი პროცესი საკვანძო მნიშვნელობისაა და საქართველოს ხელისუფლების სრულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ეს უფლებები მოიცავს სასამართლოს წინაშე წარდგომას გამჭვირვალე, სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესის ფარგლებში და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, ასევე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების უფლებას ციხეში ყოფნისას. ამ უფლებების სრულად დასაცავად საქართველოს მთავრობამ ყველა ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლის თვალსაზრისით, ასოცირების შეთანხმება კვლავ ჩვენს საერთო გზამკვლევს წარმოადგენს. ჩვენი ურთიერთობა ემყარება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებს და ასრულებს ეკონომიკური ზრდის, ვაჭრობის, კავშირებისა და მოდერნიზაციის დაპირებას ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ. როგორც ევროკავშირი, ჩვენ კვლავ ვართ ორიენტირებული საქართველოსთან თანამშრომლობაზე ამ შეთანხმების განსახორციელებლად, რათა მისი სრული პოტენციალის რეალიზება მოვახდინოთ. „მეტი მეტისთვის“ მაგრამ ასევე „ნაკლები ნაკლებისთვის“ კვლავაც ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებია. ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ საქართველოს მიერ გამოცხადებული ამბიციების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო რეფორმებზე მიმართულ ძალისხმევას გააძლიერებს, განსაკუთრებით დემოკრატიული და სასამართლო რეფორმის გზაზე, სადაც წინსვლა შენელდა და რამდენიმე წარუმატებლობაც ვიხილეთ. ჩვენ პარტნიორები და მეგობრები ვართ. გადაწყვეტილი გვაქვს, საქართველოს ხალხის მხარდაჭერა. უფრო აქტიურად შევეცდებით იმის მიღწევას, რომ საქართველოს დემოკრატიამ თავის მოქალაქეებს კარგი შედეგები მოუტანოს. ამით, ნება მომეცით მადლობა გადავუხადო საიას დღევანდელი ღონისძიების მასპინძლობისთვის, მაგრამ რაც მთავარია, მნიშვნელოვანი დემოკრატიული საქმიანობისთვის, რომელსაც ის საქართველოში ახორციელებს“, - განაცხადა ელჩმა ჰარცელმა.

არასამთავრობოები: მესამე პრეზიდენტი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ

არასამთავრობო ოგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს. ამასთან, მესამე სექტორი მიმდინარე მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მათი გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებითა და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, რაც მისი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება და თანმდევი შედეგები, პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მყოფი პირების პროვოცირების რისკებს შეიცავდა. სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, გუშინ ღამევე, 8 ნოემბერს მოინახულა. მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრების მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები ისმოდა. პატიმრისთვის ასეთი გარემოს შექმნას სახალხო დამცველი ღირსების შემლახველად მიიჩნევს. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ სამკურნალო დაწესებულება სრულად ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და არ არის ტექნიკურად სათანადოდ აღჭურვილი. სახალხო დამცველი აღნიშნულ საფრთხეებზე რამდენიმე კვირაა საუბრობს. ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები მიუთითებს, რომ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მათი ჩართულობითა და სურვილით, კონსილიუმისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფით არის მიღებული. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მათი გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი. არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლების გაუმართლებელი ნაბიჯების შედეგად ქვეყანა შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციის მიმართულებით. მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იმ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI); „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF); „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „უფლებები საქართველო“ (Rights Georgia); „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR).

ვიოლა ფონ კრამონი: მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისე შორს არიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ რეალური სწრაფვისგან, როგორც არასდროს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მმართველი გუნდი ევროკავშირში გაწევრიანებისგან ისე შორსაა, ვიდრე არასდროს. „მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველდღე სცილდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა საჭიროა ფინანსური რეაგირება. არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის, ბევრი მისი ბევრი დაპირების შესასრულებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა. მისივე თქმით, ეს რეფორმები არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის.