ძებნის რეზულტატი:
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი 2022 წლის პირველ კვირებში უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება
რუსეთი 2022 წლის პირველ კვირებში უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. ამის შესახებ ამერიკულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Associated Press-ი წერს. დაზვერვის ინფორმაციით, საბრძოლო ქმედებებში 175 ათასამდე რუსი სამხედრო შეიძლება იყოს ჩართული, რომელთა ნახევარი უკვე უკრაინის საზღვრებთან იმყოფება. არსებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში რუსეთი უკრაინის საზღვართან კიდევ 100 ბატალიონური ტაქტიკური ჯგუფის, ჯავშანტექნკის, არტილერიისა და სხვა ტექნიკის გადასროლას გეგმავს. ამასთან, პირველ დეკემბერს, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა. 2 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება.
თურქეთის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან ის ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ლირა რეკორდულად გაუფასურებას, ინფლაციის მაჩვენებელი კი მკვეთრად ზრდას განაგრძობს. ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13.73 თურქულ ლირას შეადგენს, ქვეყანაში ინფლაციის დონე კი 20%-იან ნიშნულს აღწევს. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დოლარის კურსი 7.98 ლირას შეადგენდა. მიუხედავად ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა, ერდოღანი ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის წინააღმდეგია. Reuters-ის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის, ლუთფი ელვანის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი მისი ერდოღანთან უთანხმოება იყო, ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის მსგავსად, ევანიც ინფლაციის გასაკონტროლებლად საპროცენტო განაკვეთის ზრდას უჭერდა მხარს. ამასთან, ნოემბერში ერდოღანმა პირობა დადო, რომ მიუხედავად მაღალი ინფლაციის დონისა, ის ყველანაირად შეეცდებოდა ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. სწორედ ამ მიზნით მან ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნურედინ ნებათი დაინიშნა, რომელიც ერდოღანის მოსაზრებებს იზიარებს.
ნიკა მელია გამოკითხვაზე დაიბარეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. საქმე ეხება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას. მელიას მოწმის სახით გამოკითხავენ. "რეჟიმის პარანოია გრძელდება.სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე" გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ამირან გამყრელიძე: ახლა ახალი რეალობაა „ომიკრონთან“ დაკავშირებით, პასპორტი უვადო არ შეიძლება იყოს
"პასპორტი უვადო არ შეიძლება იყოს, მითუმეტეს როცა ახლა ახალი შტამების გავრცელების მხრივ სხვაგავარი სიტუაციაა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, უვადო პასპორტთან დაკავშირებით პოზიცია უნდა გადაიხედოს. "ახლა ახალი რეალობაა „ომიკრონთან“ დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს პოზიცია უნდა გადაიხედოს, რომ უვადო არ შეიძლება, იყოს პასპორტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა
ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBCავრცელებს. ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ვულკანთან ახლოს მდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს. ამ ეტაპზე, მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გარდა ამისა, ადგილობრივმა სააგენტოებმა ავიაკომპანიები გააფრთხილეს, რომ ვულკანიდან ამოფრქვეულმა ფერფლის ღრუბელმა შესაძლოა, 15 ათას მეტრს მიაღწიოს.
ეუთოს 28-ე მინისტერიალზე „ოთხეული“ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა
ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთოს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს (STOCKHOLM “QUADRIGA” STATEMENT: OUR COMMITMENTS, OUR SECURITY, OUR OSCE). დოკუმენტში ე.წ. „ოთხეულმა“ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო. „ოთხეული”, ეუთოს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მილაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად უხელმძღვანელოს ამ ფორმატს. აგრეთვე, ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე -ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პორთა დაბრუნება - პროგრესის საჭიროება. დოკუმენტში „ოთხეული“ ასევე მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ოთხეულის“ განცხადება არის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ეუთოს გასული წლისა და მომდევნო თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და იტალიის არმიის ცენტრს შორის შეთანხმება გაფორმდა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის დირექტორმა პოლკოვნიკმა დელ გაუდიო ანტონიომ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროფესიული და სასწავლო ტრენინგ-კურსების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და DIBS-ის კვალიფიკაციასა და პროდუქტიულობას გაუსვა ხაზი. თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს თავდაცვის იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და თავდაცვის ატაშე ეტორე გაგლიარდი დაესწრნენ.
შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ დალუქა
შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ინსპექციის თანამშრომლებმა კლუბი გასულ ღამეს დააჯარიმეს, ხოლო მისი დალუქვა ცოტა ხნის წინ განხორციელდა. შრომის ინსპექციის მიერ Facebook გვერდზე გავრცელებული ცბოით, ზედამხედველობისას, კლუბში აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინეს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ „ხიდზე“ აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება. მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით. აქვე აღსანიშნავია, რომ „მწვანე ზონების“ კონცეფციის შექმნის მიზნით ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება. შრომის ინსპექცია აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მწვანე ზონების უსაფრთხო კონცეფციის მონიტორინგის კუთხით, ასევე ზედამხედველობას უწევს აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამოვლენის ფაქტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ენტონი ბლინკენი: NATO-ს კარი ღიაა მათ შორის უკრაინისთვის და საქართველოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი Euronews-თან ინტერვიუს დროს NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხსაც შეეხო. ენტონი ბლინკენის შეფასებით, NATO-მ მრავალი წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა მათ შორის უკრაინისთვის და საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაწევრიანებაში, თუ/როდესაც დააკმაყოფილებენ წევრობის მოთხოვნებს. „ვაშინგტონისა და NATO-ს ხელშეკრულებაში მკაფიოდ გაწერილია, რომ ალიანსის კარი ღია იქნება მათთვის, ვისაც გაწევრიანება სურს და კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია. ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ეს NATO-ს ბოლო შეხვედრაზე: NATO-ს კარი ღიაა, მაგრამ ეს არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, რადგან NATO თავდაცვითი ალიანსია. ეს გამჭვირვალე ალიანსია. ის არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. რეალურად, სამწუხაროდ, ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროატლანტიკურ სივრცეში ბოლო წლებში, იყო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ. და ჩვენ არ გვსურს ამის განმეორება უკრაინაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ცნობისთვის, რიგაში NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იყო, მოკავშირეებმა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმინეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათი ხედვები და იმსჯელეს როგორც რეგიონიულ, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობდა რიგაში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართა კოლეგა მინისტრებს.
საქართველოში 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
დღეს, თბილისის დროით 18:26 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ დიზისთან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გაემგზავრა
4 დეკემბერს, განსუს პროვინციის ქალაქ უვეიდან, საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა. სატვირთო მატარებლის საბოლოო დანიშნულების ადგილია თბილისი, სადაც ტვირთი 10-12 დღეში ჩავა. "მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებს რეგულარული ხასიათი მიეცემა, როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებითაც. საქართველოს მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებლის გამგზავრებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიმ და დამსწრე საზოგადობას სიტყვით მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპრტო დერეფნის განვითარებას და საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებას. თავის მხრივ, განსუს პროვინციის ვიცე - გუბერნატორმა აღნიშნა საქართველოს მზარდი როლი სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, რასაც ხელს უწყობს მსგავსი პროექტების განხორციელება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, პროვინციის მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ უვეის მერი და სხვა საპატიო სტუმრები", - ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური მისიების ინფორმაციაში.
ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე ხვდებიან. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ სააგენტოს განუცხადა, რომ პრეზიდენტები თავად გადაწყვეტენ, რამდენ ხანს გაგრძელდება საუბარი. როგორც ცნობილია, ლიდერები განიხილავენ ჟენევაში, შვეიცარიაში, წინა შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხს, ავღანეთში, ირანში, ლიბიასა და სირიაში არსებულ სიტუაციებს, ასევე უკრაინის კრიზისს. რუსი ოფიციალური პირის თქმით, დღის წესრიგში შესაძლოა, იყოს ნავთობის ბაზარი, კლიმატის ცვლილება და COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე წაკითხეთ: პუტინი გარანტიებს ითხოვს, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება გენერალი მარკ მილი: აშშ თვალყურს ადევნებს საკმარის შემაშფოთებელ ინდიკატორებს უკრაინის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების მოქმედებების შესახებ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი 2022 წლის პირველ კვირებში უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე ხანგრძლივად ისაუბრებს. კითხვაზე, მოსკოვი მის საზღვრებთან NATO-ს ინფრასტრუქტურის შემდგომ დაახლოებას და უკრაინის ტერიტორიაზე ჰიპერხმოვანი შეიარაღების განთავსებას წითელ ხაზებად მიიჩნევს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის არავის წითელ ხაზებს არ აღიარებს. „ჩვენ დიდი ხანია, ვიცით რუსეთის ქმედებების შესახებ და ჩემი მოლოდინი, რომ გვექნება ხანგრძლივი დისკუსია პუტინთან”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს. ამასთან, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ NATO-ში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი. „NATO-ს წევრები წყვეტენ, ვინ გახდება ალიანსის წევრი. ამას რუსეთი არ წყვეტს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, საიდან მოდის პროვოკაციული ქმედებები. ეს აშშ და უკრაინა არ არიან“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან მანამდე, პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები შავ ზღვაში პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს ახორციელებენ. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია დაგეგმა ბლინკენი ლავროვს: თუ უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მოსკოვს ეს ძვირი დაუჯდება ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში. ამავე თემაზე ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან უკრაინის დასაცავად ინიციატივათა ახალ პაკეტს განიხილავს
თეთრი სახლი: მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, საიდან მოდის პროვოკაციული ქმედებები. ეს არ არის შეერთებული შტატები და არც უკრაინა
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ NATO-ში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, საიდან მოდის პროვოკაციული ქმედებები და მათ შორის აშშ და უკრაინა არ არიან“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. „NATO-ს წევრები წყვეტენ, ვინ გახდება ალიანსის წევრი. ამას რუსეთი არ წყვეტს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, საიდან მოდის პროვოკაციული ქმედებები. ეს არ არის შეერთებული შტატები, ეს არ არის უკრაინა“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. ამავე თემაზე: ამერიკის ელჩი სერგეი ლავროვს: ნათლად ჩანს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა უკრაინიდან, ან საქართველოდან სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან ენტონი ბლინკენი: NATO-ს კარი ღიაა მათ შორის უკრაინისთვის და საქართველოსთვის ცნობისთვის, რიგაში NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იყო, მოკავშირეებმა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმინეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათი ხედვები და იმსჯელეს როგორც რეგიონიულ, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობდა რიგაში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართა კოლეგა მინისტრებს.
შრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა თუ დალუქვის სახით. განცხადებას წინ უძღვის კლუბ „ხიდის“ გარშემო განვითარებული მოვლენები, როდესაც გავრცელდა შრომის ინსპექციის განცხადება, რომ ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა, თუმცა როგორც ირკვევა, ადგილის დასაცლელად პოლიციამ ღამის კლუბს ვადა მისცა. „ხიდის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამუნა აქსანდერმა მედიას განუცხადა, რომ მათ არ უნდათ, პოლიციამ ძალა გამოიყენოს, ამიტომ, სავარაუდოდ, დღეს იქაურობას დატოვებენ და პარალელურად, სამართლებრივ დავას დაიწყებენ: „პოლიციამ მოგვცა გონივრული ვადა, რომ წავიღოთ ჩვენი აპარატურა, თუმცა, არც იმას გვეუბნებიან რამდენი ხნით აპირებენ კლუბის დალუქვას, და არც ის აგვიხსნეს, პირველივე დაჯარიმებიდან რატომ ლუქავენ - გვითხრეს, „გავასაჩივროთ და განცხადება დავწეროთ“. მისივე თქმით, „ხიდი“ 21 თვეა დახურულია, კლუბს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა და მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა პირველი დეკემბრის რეგულაცია, „მწვანე პასპორტების“ შესახებ, მიიღეს კლუბის გახსნის გადაწყვეტილება. შრომის ინსპექციის სამსახურის განცხადებით კი, მას შემდგომ, რაც პირველი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა მწვანე პასპორტის კონცეფცია, შრომის ინსპექციამ აქტიურად დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ღამის კლუბების ასოციაციასთან, რომლის დროსაც განიხილეს საქმიანობის უსაფრთხო აღდგენის საკითხები. „შეხვედრაზე მიღწეული იყო შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში სექტორი განაახლებს ფუნქციონირებას, რისთვისაც მწვანე პასპორტებთან ერთად შრომის ინსპექცია სხვა კომპეტენტური უწყებების ჩართულობით შეიმუშავებს უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ივენთებზე მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენი მხრიდან აქტიურად მიეწოდა სექტორში რეგისტრირებულ სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი, რეგულაციების გვერდის ავლით, კვლავ განაგრძობს არანებადართული ივენთების ორგანიზებას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად უარესდება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარება. სწორედ ამიტომ, შრომის ინსპექცია რეაგირებას მოახდენს ყველა არანებადრთული ეკონომიკური საქმიანობის გამოვლენის ფაქტზე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ შრომის ინსპექციის მიერ, მერიის, ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით გრძელდება მუშაობა უსაფრთხოების სექტორულ პროტოკოლზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფექციის გავრცელების რისკებს. სექტორული რეკომენდაციის/პროტოკოლის დამტკიცების შემდგომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სექტორის ფუნქციონირების განახლება“, - აცხადებს უწყება.
თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონის“ საფრთხეებზე საუბარი გაზვიადებულია
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობას კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გამო პანიკაში ჩავარდნის საფუძველი არ აქვს. თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“, თუმცა „ომიკრონის“ საფრთხეებზე საუბარი გაზვიადებულია. „კარგი ის არის, რომ ჯერჯერობით არ არის მონაცემები, რომ ეს შტამი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და სასიკვდილო დაავადებას, უფრო მეტიც, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ინფორმაცია, სიკდვილი ამ შტამისგან არ დაფიქსირებულა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი და ყველაზე საინტერესო - გვიცავს თუ არა ვაქცინა ამ შტამისგან, ამაზე ძალიან ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ვაქცინამ ეფექტურად ვერ დაგვიცვას ამ შტამისგან, ან დაგვიცვას ნაწილობრივ, თუმცა, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს მუტაციები მთლიანად არ გამოთიშავს ვაქცინის შედეგად ინდუცირებული იმუნიტეტის დამცავ თვისებებს ამ ვირუსის მიმართ და ვარაუდობენ, რომ ვაქცინა დაგვიცავს, ან ნაწილობრივ მაინც დაგვიცავს. თუ ეს შტამი საქართველოში გავრცელდება და ალბათ, რაღაც დროს გავრცელდება, შესაძლოა, მოიმატოს ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, არ მოიმატებს მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის რაოდენობა, მით უმეტეს, რომ ჩვენ ის მედიკამენტები გვაქვს არსენალში, რომლის მიმართაც ეს შტამი მგრძნობიარეა. ამიტომ, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ დრამატულად არაფერი ცუდისკენ არ შეიცვლება, ხოლო რაც შეეხება ამ ვირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ზომებს, აბსოლუტურად იგივე რჩება, რაც წინა შტამის დროს იყო. ეს არის ვაქცინაცია, სანამ არ დამტკიცებულა, რომ ვაქცინა ეფექტური არ არის და მეორე, ეს არის რა თქმა უნდა, პირბადე. ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე არის უნივერსალური საშუალება კორონავირუსის ყველა შტამის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე. ამავე თემაზე: რით განსხვავდება „ომიკრონი“ კორონავირუსის სხვა შტამებისგან
თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ. მწვანე პასპორტის ამოქმედებას არ ემხრობა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ. მწვანე პასპორტის ამოქმედებას არ ემხრობა. თენგიზ ცერცვაძე თვლის, რომ ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ არმქონე პირების მგზავრობის აკრძალვა საზოგადოებისთვის მტკივნეული იქნება. „მწვანე პასპორტის“ არეალი რომ გაფართოვდეს, ეს კარგია, ეს ინფექციის გავრცელებას და სიკვდილობას შეამცირებს, მაგრამ რიგში დგას ტრანსპორტი, სადაც ყველაზე მეტი ალბათობაა დასნებოვნების. თუმცა, ერთია კარგი სურვილები და მეორეა, ამის აღსრულების შესაძლებლობა. რთულია, ტრანსპორტში ყველგან წარადგინო „მწვანე პასპორტი“, მოხდეს კონტროლი, ტრანსპორტი ხშირად გადატვირთულია, რიგები დგას და ტრანსპორტში არშეშვება „მწვანე პასპორტის“ არმქონე ადამიანების, გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის, ვიდრე რესტორანში ან საკონცერტო დარბაზში არშეშვება. ურესტორნოდ ბოლოს და ბოლოს მოითმენს, მაგრამ ტრანსპორტის გარეშე სამსახურში როგორ უნდა იაროს? ამიტომ ჯერჯერობით, ტრანსპორტში ამის შემოღებას არ ვემხრობი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. „ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2 დეკემბერს.
თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სანზონაში არასრულწლოვანი მოკლეს. შსს-ში განაცხადეს, რომ მკვლელობის გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ბრაზილიის პრეზიდენტის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო
ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ დაიწყო გამოძიება პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს დეზინფორმაციულ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც ამტკიცებდა, რომ კოვიდვაქცინამ შეიძლება გაზარდოს შიდსით დაინფიცირების შანსი. ბოლსონარუმ ვაქცინაციის ეფექტურობა ეჭვქვეშ არაერთხელ დააყენა. Facebook-ის პირდაპირ ეთერში, ბოლსონარუმ ბრიტანეთის ხელისუფლების არარსებულ „ოფიციალურ ანგარიშებზე“ დაყრდნობით თქვა, რომ სრულად აცრილებში შიდსი უფრო სწრაფად ვრცელდება. ამის შემდეგ Facebook-მა ეს ვიდეო წაშალა, YouTube-ზე პრეზიდენტის არხი კი ერთი კვირით დაიბლოკა. ცნობისთვის, ეპიდვითარების გაუარესებაში პრეზიდენტ ბოლსონარუს არაერთხელ დასდეს ბრალი როგორც ოპოზიციონერებმა, ასევე ვაქცინაციის მოლოდინში მყოფმა მოსახლეობამ. სენატში გამართული მოსმენებისას გაირკვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა Pfizer-ისგან ელექტრონულ ფოსტაზე მისულ ასზე მეტ წერილს არ უპასუხეს. სენატში საგამოძიებო მოსმენებზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა, Pfizer-ის წარმომადგენელმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიის მთავრობა ვაქცინის შესყიდვას თვეების განმავლობაში ბლოკავდა და კომპანიის თხოვნას უპასუხოდ ტოვებდა. ამავე თემაზე: ბრაზილიის პრეზიდენტს Covid-19-ის პანდემიასთან გამკლავებისას ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალს წარუდგენენ
ბელარუსი იუწყება, რომ უკრაინის სამხედრო ვერტმფრენი მის ტერიტორიაზე შევიდა
ბელარუსის სასაზღვრო დაცვამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ვერტმფრენი ერთ კილომეტრამდე შევიდა ბელარუსის ტერიტორიაზე. ბელარუსის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თქმით, საზღვრის გადმოკვეთა მოხდა სამხედრო წვრთნის დროს. უკრაინის ხელისუფლებას ბელარუსის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
კახა კალაძე: კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ
„კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერი აცხადებს, რომ საკლუბო ბიზნესი აღარ უნდა გაჩერდეს. „კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ, იმიტომ რომ ისინი ძალიან მოწესრიგებულები არიან და კონტროლის რეალური შესაძლებლობა აქვთ, ისე ვერ შევა ვერც ერთი ადამიანი, თუ არ ექნება მწვანე პასპორტი. ეს ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნეს გაჩერების შესაძლებლობას არ მივცემთ და ადამიანებსაც კლუბში მისვლისა და გართობის შესაძლებლობა მიეცემათ“, - განაცხადა თბილისის მერმა BM.ge-სთან. 21 თვეა, კლუბები კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულები არიან. მოლაპარაკებებს მთავრობასთან უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ჩატარდა საპილოტე წვეულებებიც, სადაც რეგულაციების დაცვის პირობებში ვირუსის დადებითობის მაჩვენელი მხოლოდ 0.5%-ი იყო.