ძებნის რეზულტატი:

თედო ჯაფარიძე: პოლიტიკაში ზოგჯერ სხვადასხვა ინტერესის თანხვედრის გამო იხსნება „შესაძლებლობათა ფანჯარა“. ამგვარი განვითარებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ

„პოლიტიკაში ზოგჯერ ხდება სასწაულები და სხვადასხვა მიზეზის და ინტერესების თანხვედრათა გამო - პროცესების დაჩქარება, ანუ იხსნება ე.წ. „შესაძლებლობათა ფანჯარა“ და ჩვენ, მოვლენების ამგვარი განვითარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რათა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ მივცეთ საბაბი წამოგვაძახონ, „აი, საქართველოს ჰქონდა ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა და ეს შანსი მან ხელიდან გაუშვა შიდა არეულობების გამო“, - აცხადებს Europetime-თან ინტერვიუში თედო ჯაფარიძე, ამერიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფასოვანი ელჩი (1994 – 2002), საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. _ბატონო თედო მადლობა ინტერვიუსთვის, პირველ რიგში საინტერესო იქნებოდა საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდვივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებით რომ დავიწყოთ, თქვენი აზრით, რა გზავნილებს შეიცავდა ეს ვიზიტი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ყარსში სამშვიდობო შეთანხმებამ ახალი რეალობა შექმნა? მე სახელმწიფო მდივნის ბატონ პომპეოს ვიზიტს შევაფასებ მხოლოდ როგორც ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომელმაც ამ ვიზიტის შესახებ უაღრესად შეკვეცილი ინფორმაცია მიიღო საინფორმაციო წყაროების მეშვეობით - ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. გასაგები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ნებისმიერი ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსათვის. ამგვარი ვიზიტი უძლიერესი დიპლომატიური გზავნილია ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეებისათვის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათთვის, ვისაც არ სურს იხილოს სატაბილური და ძლიერი საქრთველო. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს. ზემოთ მოგახსენეთ, რომ ეს საკმაოდ „უცნაური“ ვიზიტი გახლდათ - არ გაკეთებულა რაიმე განცხადება თავად ბატონ პომპეოს მიერ ამ ვიზიტის მიზნებსა და შედეგებზე. იყო რამდენიმე ოფიციალური, მაგრამ დახურული შეხვედრა, საუბარი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის შემადგენლობა აშშ-ის საელჩოს მიერ იყო შერჩეული. ისაუბრეს თუ არა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ და ჩვენმა ოფიციოზმა მთიანი ყარაბაღის მოვლენების თაობაზე და იმ ახალ რეალობაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა - ვერაფერს გეტყვით. იმედია, რომ ისაუბრეს. რა დასკვენები გამოიტანეს, არ ვიცი. გასაგებია, რომ ამ ომმა და სამშვიდობო განცხადებამ (და არა "ხელშეკრულებამ") ახალი რეალიები შექმნა რეგიონში - რუსეთის „სამშვიდობო" შენაერთებმა დაიკავეს პოზიციები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და სამხრეთ კავკასიაში აქტიურად შემოვიდნენ თურქეთის სამხედრო ძალები. ეს უკვე სტრატეგიული ფაქტია. დაიწყო ახალი რეალიების შექმნის პროცესი და თუ როგორ განვითარდება ეს პროცესები, ჯერ ამის თაობაზე ადრეა საუბარი. გასათვალისწინებელია ეს ყველაფერი საქართველოსათთვის? რა თქმა უნდა! იყო ამის თაობაზე საუბარი ბატონ პომპეოსთან? იმედია, რომ იყო. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ ოფიციალური შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხები და პერსპექტივები, მ.შ. „პოსტ-ყარაბაღული“ რეალიები. მოხდა ეს თუ არა, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რასაც დაგვპირდა პრეზიდენტ ტრამპის სახელმწიფო მდივანი, ეს ყველაფერი შესაძლოა „არ მოეწონოს“ პრეზიდენტ ბაიდენის სახელმწიფო მდივანს, თუმცა რამდენადაც მე მახსოვს, ენტონი ბლინკენმა ზედმიწევნით კარგად იცის სამხრეთ კავკასიის პრობლემები და მათთან დაკავშირებული რისკები. ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებებია და ამიტომ, შევთანხმდეთ, რომ აშშ-ის სახემწიფო მდივნის ვიზიტი საქრთველოში მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. _რამდენიმე ხსნის წინ, გენერალმა ჰოჯესმა საქართველოში იფრასტრუქტურისა და როტაციული ჯარების განთავსებაზე განაცხადა. ამას მოჰყვა ქართველი ექსპერტების მიმართვა პომპეოსადმი, რომელშიც ითხოვდნენ ამერიკული ბაზების განლაგებას საქართველოში. ხელმომწერთა შორის თქვენც იყავით. თუ შეიძლება გვითხრათ, რა პერსპექტივა აქვს ამ ინიციატივას და რა მნიშვნელობა ექნება ჩვენი რეგიონისთვის მის განხორციელებას? გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს სტრატეგიული ინტერესების რეალიზების მხურვალე მხარდამჭერია, მ.შ. ნატოსთან დაახლოების და შემდგომ - თუ სავარაუდოდ -კი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების. მე გენერალ ჰოჯესს დიდი ხანია ვიცნობ, ერთად მიგვიღია მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში - კონფერენცისა და ცალკეულ საერთაშორისო დისკუსიებში და ყველა ღონისძიებაზე გენერალი ჰოჯესი გვთავაზობს ახალ მიდგომებს და უსაფრთხოების ახალ მექანიზმებს, რომელთა რეალიზება გააძლიერებდა საქართველოში სტაბილურობას, მის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის დაახლოებას დასავლეთთან და კონკრეტულად ნატოსთან. მაგრამ ამავე დროს, გენერალი ჰოჯესი გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის შიდა პრობლემები - იქნება ეს ინსტიტუციური თუ პოლიტიკური, რომლებიც აფერხებენ საქართველოს ე.წ. დასავლური ვექტორის გაძლიერებას. ჩვენ ამ თემებზე გენერალ ჰოჯესთან და სხვა მრავალ პოლიტიკოსთან და ექსპერტთან გვქონია საუბრები და დისკუსიები და თუ თქვენ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეს შემდეგში მდგომარეობს: ერთია ამ „დასავლური ვექტორის“ დეკლარირება ხელისუფლების თუ ოპოზიციური ძალების მიერ და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ან დასავლეთის დედაქალაქებში ერთმანეთთან გაუთავებელი (უნდა გითხრათ უკვე მომაბეზრებელი კიდევაც!) შეხლა-შემოხლა იმის თაობაზე, თუ ვინ უფრო „პრო-დასავლელი“ ან „პრო-ნატოელია" და მეორეა - და ეს გახლავთ სწორედ მთავარი - პოლიტიკოსების და საექსპერტო საზოგადოების გაერთიანება ამ არსებული შიდა პრობლემების აღმოსაფხვრელად, იმ პრობლემების, რომლებიც ჯერ კიდევ გადაულახავი დაბრკოლებაა დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე - ინსტიტუციური მდგრადობა, დემოკრატიული პროცესებსის და კანონიერების შეუქცევადობა. და კიდევ ერთი და, ჩემი აზრით, მთავარი: დღევანდელ მსოფლიოში თუ შენ გინდა იყო გლობალური პროცესების თანამონაწილე, უნდა შეძლო გარდა დემოკრატიული და კანონიერების ბაზაზე მდგარი სახელმწიფოსი, აგრეთვე გახდე „სასარგებლო" ქვეყანა პარტნიორებისათვის და არა მუდმივი „თავის ტკვილი“ და პრობლემა. გასაგებია, რომ მე ვსაუბრობ საქართველოზე, რომელმაც დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია, თორემ განვითარების სხვადასხვა მოდელიც არსებობს და მ.შ. ჩვენ სამეზობლოში. ამიტომაც, რასაც გვათავაზობს გენერალი ჰოჯესი - საქართველოს ტერიტორიაზე „ნატოს იფრასტრუქტურისა და როტაციული ჯარების განთავსება“ - ეს უაღრესად საინტერესო მოსაზრებაა, თუმცა ეს ყველაფერი მოსაზრებად დარჩება, თუ ჩვენი პარტნიორები არ დარწმუნდებიან, რომ საქართველო ფუნქციონირებადი, ინსტიტუციური დემოკრატიაა, რომ საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები და ეს არჩევნები არ გახლავთ მხოლოდ ბრძოლა ძალაუფლებისათვის, რომელშიც „გამარჯვებული იღებს ყველაფერს (the winner takes all)"... დროა სიმართლეს თვალებში შევხედოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკა, მ.შ. არჩევნები, არ გახლავთ არც კონკრეტული პოლიტიკოსების და არც კონკრეტული პარტიების მრავალჯერადი გამოყენების საგანი. მე ხშირად ვიმეორებ, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკა უნდა გახდეს განმსაზღვრელი ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის და არა პირიქით. წარმოუდგენელია საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს „უმაღლეს ნიშნულზე“ (როგორც ამას ხშირად გვიმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები), თუ ქვეყნის შიგნით იქნება გაუსაძლისი სიდუხჭირე, ეკონომიკური ვარდნა (თუნდაც პანდემიური ეფექტების გათვალისწინებით). ეს თუ არ გამოსწორდა და ამ პრობლემების აღმოფხვრა არ გახდება მთლიანად ჩვენი პოლიტიკური კლასის ამოცანა (ანუ არამხოლოდ ხელისუფლების და ოპოზიციის), გენერალ ბენ ჰოჯესის სტრატეგიული მოწოდებები მხოლოდ მოწოდებებად დარჩება. _თუ სწორად მოახერხა თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტერესების თანხვედრა, ეს ახალი ვითარება აძლევს თუ არა შესაძლებლობას საქართველოს, უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას ნატოში ინტეგრაციისკენ? შევთანხმდეთ, რომ საქრთველოს ევროპული თუ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გრძელვადიანი პროცესია და მის რეალიზება დაკავშირებულია დემოკრატიულ რეფორმებთან და გარდაქმნებთან. ჩვენ შესაძლოა მოვახდინოთ ქვეყნის შთამბეჭდავი მოდერნიზება, მაგრამ თუ ეს არ განხორციელდა პარალელურ რეჟიმში დემოკრატიულ აღმშენებლობასთან ერთად (მ.შ. არჩევნების), ეს გაართულებს ჩვენ სვლას დასავლეთისაკენ. ამიტომ არანაკლებად მნიშვნელოვანია თავად ნატოსა და ევროკავშირში ანგაჟირების ყოველდღიური პროცესი, იმ სტანდარტების, კრიტერიუმების, რეგულაციების რეალიზება, რომლებიც არამხოლოდ აახლოებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან, არამედ თავად საქართველოსაც ხდის უფრო მიმზიდველს და, როგორც ეს მე ზემოთ მოგახსენეთ, უფრო „სასარგებლო“ (a valuable country) ქვეყნად პარტნიორებისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, გააკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველომ არ შეცვალოს თავის საგარეოპოლიტიკური ვექტორი. მე ზემოთ ვთქვი, რომ საქართველოს ნატოშო (ან ევროკავშირში) გაწევრიანება გრძელვადიანი პერსპექტივაა. შესაძლოა, თუმცა პოლიტიკაში ზოგჯერ ხდება სასწაულები და სხვადასხვა მიზეზის და ინტერესების თანხვედრათა გამო ხდება პროცესების დაჩქარება ანუ იხსნება ე.წ. „შესაძლებლობათა ფანჯარა“ (window of opportunity) და ჩვენ მოვლენების ამგვარი განვითარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. მე მხედველობაში მაქვს ჩვენი შიდა რეფორმები და გარდაქმნები, რათა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს არ მივცეთ საბაბი წამოგვაძახონ, „აი, საქართველოს ჰქონდა ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა და ეს შანსი მან ხელიდან გაუშვა შიდა არეულობების გამო!"

საბერძნეთში საშობაოდ ეკლესიები გაიხსნება, ხოლო კარანტინის პერიოდი შემცირდება

"ბიბისის" ინფორმაციით, საბერძნეთში საშობაოდ ეკლესიები გაიხსნება, ხოლო კარანტინის პერიოდი შემცირდება. როგორც გამოცემა წერს, 18 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ქვეყანაში შესულ მგზავრებს კარანტინში ყოფნა სამი დღის განმავლობაში მოუწევთ. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკლესიები შობის დღესასწაულისთვის ისევ გაიხსნება, თუმცა 13 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კომენდანტის საათის იქნება ძალაში. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 121 253 შემთხვევა, მათ შორის 3 370 პაციენტი გარდაიცვალა.

აშშ-მა შესაძლოა, თურქეთს სანქციები დაუწესოს

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ თურქეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, რაც თურქეთის მიერ რუსეთისგან „С-400“-ს შესყიდვასთანაა დაკავშირებული. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი ზომების პაკეტს, სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს რეკომენდაციით. თუმცა, სააგენტოს წყარო არ ასახელებს, რა იგულისხმება სანქციებში. მანამდე კი სააგენტო „როიტერსი“ წერდა, რომ სანქციები, შესაძლოა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვითი შესყიდვების უმაღლესი სააგენტოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესდეს.

ქართველი მეზღვაურები დასაქმებას ესტონეთშიც შეძლებენ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ესტონეთმა ქართული სერტიფიკატები აღიარა და ხელი მოეწერა საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს. სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის შემდეგ 2020 წელს მესამე წევრი ქვეყნის დასაქმების ბაზარი გაეხსნა ქართველ მეზღვაურებს. „ქართულ სერტიფიკატებს მსოფლიოს 54 ქვეყანა და მათ შორის უკვე ევროკავშირის წევრი 20 სახელმწიფო აღიარებს. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 80 პროცენტზე მეტი დაცურავს“, - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

გაერთიანებულ სამეფოში თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე შემცირდა

„ბიბისის“ ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე შემცირდა, ცვლილება კი ძალაში შემდეგი კვირიდან შევა. ცვლილებები „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებული პირების კონტაქტებს, ასევე, სხვა ქვეყნებიდან შესულ მგზავრებს შეეხებათ. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, თვითიზოლაციის დღეების რაოდენობის შემცირება საფრთხეს არ გამოიწვევს.

მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა

მეათე მოწვევის პარლამენტის წინაშე მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა და ახლა მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. პროცედურულად, პარლამენტი ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს. პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა, რის შემდეგაც განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

„გირჩი“ მანდატებზე უარს მოლაპარაკებების წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში იტყვის

პოლიტიკური პარტია "გირჩი" ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების დახმარება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში შედეგს არ გამოიღებს, პარტიის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის დეპუტატის მანდატებზე. პარტია "გირჩის" შეფასებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი, რომელიც დღეს პირველად შეიკრიბა, ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი - 113 ადამიანი. "ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს - ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს, რომელსაც ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრება. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი დღვანდელი დღით შეიძლება კმაყოფილია, მაგრამ ამ პროცესების დასასრული მას ნამდვილად არ დააკმაყოფილებს. „სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა არის დესტრუქცია და ის, გვარამიასთან და ბოკერიასთან ერთად, ყველაფერს აკეთებდა, რომ აეყირავებინა მოლაპარაკების მაგიდა. ის შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომ ნამდვილად არ დააკმაყოფილებს. მისი ორივე პარტია, რომელიც მისი პირმშოა, „ნაციონალური მოძრაობა“ და “ევროპული საქართველო“, ქართული პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება. ეს იქნება ძალიან ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი“, - აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, დღეს მიხეილ სააკაშვილმა Facebook გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს თბილისში მოხდა ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა. „არავის არ ეჯერა, მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება - ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია და მოპარული არჩევნები არავის არ უნდა შერჩეს! ამიტომ, ეს მართლაც არის სასწაული - ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ძალა არის ერთობაში!ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში". მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში. „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები დროზე გამოვიყვანოთ და საქართველოში გაჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში!

ლიეტუვა შეეცდება, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს - სეიმი

ლიეტუვის სეიმმა საგარეო და ევროპული პოლიტიკის გრძელვადიანი ორიენტირების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერასაც ითვალსწინებს. ლიეტუვის სეიმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის საბჭოში 2025 და 2027 წელს პოლონეთისა და ლიეტუვის თავჯდომარეობის პერიოდში ლიეტუვის პარლამენტი შეეცდება, რომ ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორებმა - მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს მათთან ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებები. დღესვე, ქვეყნის ახალმა მთავრობამ, ინგრიდა შიმონიტეს მეთაურობით, ფიცი დადო და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მარდაჭერასაც ითვალისწინებს. „ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ უკრაინისა და საქართველოს მისწრაფების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების აქტიურ მხარდაჭერას. ჩვენ აქტიურ როლს შევასრულებთ ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ სამეზობლოში, გვექნება ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რა დროსაც დავეხმარებით უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირებაში, ასევე ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინაშე მათი მდგრადობის გაძლიერებაში“, – ნათქვამია ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამაში, რომელიც სეიმის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ლიეტუვის ახალი მთავრობა მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ. „ჩვენ უნდა შევქმნათ თანამოაზრე დემოკრატიული ქვეყნების უფრო ფართო კოალიციები, ტრანსატლანტიკური და საერთაშორისო კავშირები, რათა დავეხმაროთ ბელარუსებს თავისუფლებასა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, ასევე, გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივები 2027 წელს ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობამდე“, - ნათქვამია დოკუმენტში. ლიეტუვის ახალი მთავრობა მხარს უჭერს რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ მიზნობრივ და ეკონომიკურ სანქციებს. „ჩვენ არა მხოლოდ დავუჭერთ მხარს მოლდოვის, საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვას, არამედ ასევე გრძელვადიანი პერსპექტივაში დავეხმარებით მათ, დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები“, - წერია ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში, რომელიც სეიმმა დღეს დაამტკიცა.

„მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ ცესკო-სგან დღეს არ მოუთხოვიათ

დღეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების განულების მოთხოვნით მიმართა. ეს პარტიები არიან -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“. სიების ჩახსნის შესახებ განცხადება არ შეუტანიათ „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“. უნდა აღინიშნოს, რომ სიების ანულირება გულისხმობს იმ ადამიანების სიის ჩახსნას, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტის გამსვლელ სიაში. იმ პირებმა, რომელთაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ინდივიდუალური განცხადებები უნდა წარადგინონ პრლამენტში. ამისთვის მათ ერთკვირიანი ვადა აქვთ. „პატიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ პარტიის საარჩევნო სიის ყველა წევრს დაწერილი აქვს განცხადება, რომ არ აპირებს გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მუშაობას. „სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვერ განახორციელეს. ამიტომ მიდიან შედარებით უფრო ხანგრძლივი გზით, რასაც ქვია სიების ჩახსნა, შემდგომ მიმართვა უკვე პარლამენტისთვის. ველოდებით, რომ ოპოზიციური პარტიები მიმართავენ უკვე პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. ჩვენც ამ პერიოდში მივმართავთ პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. სიის ჩახსნის პრობლემა არ გვაქვს“, – აცხადებს თევდორაძე. „გირჩის“ ცნობით, თუ ვერ გამოიყენებენ ბოლო შანსს და წარუმატებლად დაასრულებენ მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან, მათი ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე. ამავე პოზიციაზე არიან „მოქალაქეები“. მათი თქმით, პარლამენტის მანდატს იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება. ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ სიით გასულმა ორმა „რესპუბლიკელმა“, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ განაცხადეს, რომ რადგან გრძელდება მოლაპარაკებები, მანდატებზე უარის თქმის თაობაზე ხელმოწერილი განცხადებებით პარლამენტს მიმართავენ მოლაპარაკების პროცესის დამთავრების შემდეგ.

ირაკლი კობახიძე: კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა პრონციპით შეირჩა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და ხომ არ ითვავალისწინებს ამ პოზიციაზე თეა წულუკიანის დანიშვნა მის თანამდებობრივ ჩამოქვეითებას, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობაა. „კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა, გამომდინარე იქიდან,რომ ყველა კომიტეტი არის პასუხისმგებელი როგორც კანონშიდა მოქმედ საქმიანობაზე, ისე შესაბამისი სამინისტროს, ან სამინისტროების ზედამხედველობაზე. აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდონარე, თხუთმეტივე კომიტეტის თავმჯდომარე ამ პასუხისმგებლობას შეასრულებს ისე, როგორც საჭიროა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა

ცნობილმა უელსელმა არბიტრმა, ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა და სანაკრებო შეხვედრებზე აღარ იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ოუენსმა, „ტვიტერზე“ გაავრცელა. ოუენსმა გასულ თვეში, მე-100 საერთაშორისო შეხვედრაზე, „შემოდგომის ერთა თასზე“, საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე იმსაჯა. აღნიშნული თამაში უელსელი რეფერის საერთაშორისო კარიერაში ბოლო იქნება. ოუენსი 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი იყო და როგორც აცხადებს, კვლავ იმუშავებს „პრო 14“-ისა (PRO14) და უელსის შიდა ჩემპიონატის მატჩებზე. 49 წლის არბიტრის საერთაშორისო დებიუტი 2003 წელს, „ბორჯღალოსნების“ თამაშზე შედგა, როცა საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. With a heavy heart, the time has come to hang up the whistle and boots at international level. I owe more to rugby than rugby will ever owe to me. Thank you for all the support over the many years. 🏉🏴󠁧󠁢󠁷󠁬󠁳󠁿☺️Diolch o galon a hwyl fawr. https://t.co/230HqhLswL — Nigel Owens MBE (@Nigelrefowens) December 11, 2020

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ცესკოს საარჩევნო სიების ჩახსნაზე მიმართა

ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. "სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება ცესკოში ჩავაბარეთ. სტრატეგია აღმაშენებელმა 4 მანდატზე თქვა უარი, მაგრამ სია მთლიანად ჩაიხსნა. დღეს შეიძლება ყოფილიყო სხვა დღე საქართველოში, დღეს შეიძლება ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტი, ყოფილიყო კოალიციური მთავრობის ფორმირება. ამის ნაცვლად მივიიღეთ ერთპარტიული პარლამენტი", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლდიერმა სერგო ჩიხლაძემ. განცხადებას ხელს შემდეგი პარტიები აწერენ: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია. ცსკ-ს განცხადებების განსახილველად 3-დღიანი ვადა აქვს.

მე-10 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია

მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობის პირველ დღეს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია. 15 კომიტეტის თავმჯდომარეების სია ასეთია: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი ბერაია; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ირაკლი კოვზანაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - დავით სონღულაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე;ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - მაკა ბოჭორიშვილი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ბექა ოდიშარია; ჯანდაცვის კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - მიხეილ ყაველაშვილი. მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე გახდა. დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიციური პარტიების არჩეული დეპუტატების დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ, რათა მემორანდუმის ხელმოწერით დაედასტურებინათ უარი პარლამენტის მანდატებზე.

ეკა ბესელია: ძალიან მძიმე სანახავი იყო დღევანდელი პარლამენტი

"დღეს ჩვენ ვხედავდით ერთპარტიულ პარლამენტს, ერთმანეთთან მოლაპარაკე იმ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი იდეოლოგიური საერთო არა აქვთ ერთმანეთთან, გარდა მერკანტელური ინტერესებისა" - ასე აფასებს დღევანდელ მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომას ეკა ბესელია. "ის რომ ჩვენი გზები გაიყო, ეს აღარ არის გასაკვირი. ალბათ გასაკვირი იქნებოდა ის, რომ ამ ღირებულებათა საშინელი სიმწირისა და მთავარი იდეის ღალატის შემდეგ ყოფილიყო საერთო ემოციური ბმა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად, პარლამენტი იყო გარეთ. პარლამენტი იყო სასახლის ეზოში. ხოლო შიგნით დარჩნენ ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ მიიტაცეს ძალაუფლება და არჩევნების გაყალბების გზით, შექმებს ვითარება, რომელმაც, ჩვენი ქვეყანა ბევრი წლით უკან გადაწია. " - აღნიშნა ბესელიამ.

არჩილ თალაკვაძე: ქართული ოცნება არ განიხილავს განმეორებით არჩევნებს

მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების განმეორებით ჩატარებას არ განიხილავს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველომ ჩაატარა არსებითად პროპორციული სისტემით და საერთაშორისო სადამკვირვებლო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც კონკურენტული და ფუნდამენტალური უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები." -აღნიშნა თალაკვაძემ. მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბოიკოტს დემოკრატიას, რომელიც დასავლეთის ყველა სახელმწიფოში არის მიღბული. საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები, ყველანი გაოცებულები არიან იმით, რომ ოპოზიცია, მიუხედავად იმისა რომ მათ ბევრი მანდატი მიიღეს პარლამენტში, უარს აცხადებენ საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე. "დღეს ოპოზიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმართავს ძირითადად რადიკალური ფრთა, რომელიც საზოგადობას ყოველდღიურად ატყუებს. ეს ადამიანები, ვინც ხელმძღვანელობენ ამ პროცესებს, სინამდვილეში თვითონ არ არიან პარლამენტში შესული, მათ არა აქვთ მანდატი და ნდობა მიღებული საზოგადოების მხრიდან. შეიძლება ითქვას, უმანდატო ოპოზიციონერებმა ამ დღეების განმავლობაში ნდობით აღჭურვილ დანარჩენ კოლეგებს, პრაქტიკულად გადააყრევისეს მიღებული მანდატები. თუმცა, ჯერ კიდევ გარკვეული აზრთა სხვადასდხვაობა არის ოპოზიციაში. მე დიდი იმედი მაქვს, ოპოზიციაში პრაგმატული, ჯანსაღი ნაწილი მოიძებნება და ისინი საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შემოუერთდნენ საპარლამენტო პროცესს." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციამ შექმნა ისეთი განწყობა, თითქოს არჩევნები გაყალბდა.

ჯო ბაიდენი წლის ადამიანად დასახელებას გამოეხმაურა

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, საპატიო ჯილდოს მიღებას ტვიტერზე გამოეხმარუა. „მოხარული ვარ რომ კამალა ჰარისსთან ერთად წლის ადამიანად დამასახელეს, სასიამოვნოა ,რომ ამ სიაში მოვხვდი ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად. წინა ხაზზე მომუშავე პერსონალიდან დაწყებული, რასობრივი სამართლის ორგანიზაციებით დამთავრებული , ამერიკელები მომავალ წელს ხვდებიან სიძლიერით, სიმტკიცითა და ნათელი მომავლის მტკიცე რწმენით.“, წერს ბაიდენი Twitter-ზე.

ჰარისონ ფორდი Indiana Jones-ის როლს კიდევ ერთხელ მოირგებს

ჰარისონ ფორდი Disney-სთვის, Indiana Jones-ს ლეგენდარულ როლს კიდევ ერთხელ განასახიერებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჰარისონ ფორდის თქმით, ის სარეჟისორო ჯფუფთან ერთად,ახალ სცენარზე მუშაობს. „მხოლოდ ერთადერთი ინდიანა ჯონსი არსებობს,ეს ჰარისონ ფორდია“- განაცხადა 78 წლის ამერიკელმა ვარსკლავმა. სათავგადასავლო ფილმის მეხუთე ნაწილზე Disney დიდი ხანია მუშაობს, კომპანიამ ფილმის სცენარისტი რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა გამოშვების თარიღზე ყველაზე მეტად მაინც კორონავირუსის პანდემიამ იმოქმედა. ფილმის ახალი ნაწილი 2022 წელს გამოვა, მისი რეჟისორი კი ჯეიმს მენგოლდი იქნებ

ვახუშტი მენაბდე: ყველაფერი რაც ხდება, არაა კარგი, მაგრამ არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე europetime-თან საუბრისას აფასებს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პალამენტი საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფება, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება საპარლამენტო ცხოვრებაზე. " ეს შეიძლება იყოს კრიზისის მანიშნებელი, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოში დამკვიდრებული პოლიტიკის წესის გადახედვაზე და გარკვეული კითხვები გამოიწვიოს. ერთი მხრივ არის საჯარო კრიზისი, მეორე მხრივ კრიზისი არის შესაძლებლობა, რომელიც წარმოაჩენს თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა, ან შეიძლება და რამ გამოიწვია ეს კოლაფსი. მართლა ვდგავართ უფსკრულის პირას და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები"- აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებიდან არც ერთ მხარეს აქვს უნარი და სურვილი, რომ კონსტრუქციული პოლიტიკა გაატაროს. " მთავრობა გამოდის და მათრახით და თაფლაკვერით რაღაც სცენარის გათამაშებას ცდილობს. ერთის მხრივ პარლამენტში ეპატიჟება და კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჰპირდება ოპოზიციას, მეორე მხრივ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას გაუქმებით ემუქრება. ეს ცხადია გარკვეულ დისონასნს იწვევს კომუნიკაციაში. ამას შეიძლება სხვა შედეგები მოჰყვეს. თუნდაც ის, რომ ასეთი განცხადებები მოლაპარაკებებს გაართულებს. ახლა როცა ძალიან მყიფე და ფაქიზია კომუნიკაცია პოლიტიკიკურ პარტიებს შორის, მსგავსი გამოსცვლები და განცხადებები სიტუაციას არ გააუმჯობესებს." - ვახუშტი მენაბდე. მანვე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება არ არის კარგი, მაგრამ არ მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. "რაც შეეხება პარლამენტს, რა თქმა უნდა, ფორმალურად ის შეძლებს ქვეყნის მართვას. გადაწყვეტილებები უმრავლესობით მიიღება. თუმცა, ლეგიტიმურობის თვალსაზრისით იქნება გარკვეული პრობლემები. უმრავლესობას მოუწევს ბევრი რამის დამტკიცება. ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, არის ოპოზიციური სტრატეგია, ვინ როგორც თვლის საჭიროდ ისე მოქმედებს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული სიხისტე ორივე მხარეს ახასიათებს." - აღნიშნა ვახუშტი მენამდემ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა. სხდომას არ დასწრებია ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება

„სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურება 2020 წლის 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხმების პარალელური დათვლის (PVT) შესახებ. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება, ერთი მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მეორე მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უფრო პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა ხმების პარალელური დათვლის (PVT) მრავალშრიანი აუდიტი და დაიწყო შუალედური ანგარიშის მომზადება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როგორც PVT-ს აუდიტის შედეგების, ისე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი მიგნებების შესახებ. შუალედური ანგარიში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.