ძებნის რეზულტატი:

შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტაფი: კორონავისურისადმი მიდგომა წარუმატებელია

შვედეთის მეფემ კარლ XVI გუსტაფმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიასთან მოდუნებული მიდგომით ვერ შეძლო ხალხის გადარჩენა. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. "მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დავმარცხდით. ჩვენ უამრავი ადამიანი გვყავს დაღუპული და ეს საშინელებაა" - აღნიშნა გუსტაფმა. შვედეთში, სადაც არასოდეს დამდგარა სრული ლოქდაუნის საკითხი, თითქმის ვირუსის 350,000 შემთხვევა დაფიქსირდა. 7 800-ზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა. ეს რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე მისი სკანდინავიელი მეზობლების ერთად აღებული. როგორც შვედეთის პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოფვენმა განაცხადა, ის ეთანხმება მეფის შენიშვნებს. ”რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ამდენი დაიღუპა, ვერ ჩაითვლება სხვა რამად, თუ არა ქვეყნის წარუმატებლობად”, - განუცხადა ბატონმა ლოფვენმა ჟურნალისტებს.

გიორგი გახარია: ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების კუთხით საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია

"ეკონომიკურ კრისიზთან გამკლავების კუთხით, ასევე, კოვიდინფექციის პირობებში ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია", - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. "მიმდინარე წელს, გამოწვევების დროს, საქართველომ რამდენიმე რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით(OECD) საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით." - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. პრემიერ მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "ეკონომიკურ კრისიზთან გამკლავების კუთხით, ასევე, კოვიდინფექციის პირობებში ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია. მადლიერი ვართ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ მხარდაჭერისთვის, რომლის დახმარებითაც ავამოქმედებთ სტრუქტურულ რეფორმებს, რათა 2021 წელს უზრუნველვყოთ ეკონომიკირი ზრდა." - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

საქართველოს დღეს ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ეწვევა

დღეს თბილისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდება. უწყების პირველი პირი ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს სამინისტროში უმასპინძლებს და ონლაინ კლინიკას დაათვალიერებინებს, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებით გამოვლენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, მინისტრთან ერთად, ადგილზე პირადად გაეცნობა კლინიკურ სასტუმროებსა და კოვიდკლინიკებში არსებულ მდგომარეობას. ეწვევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-საც. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება.

პარლამენტი მთავრობის ახალ კაბინეტს რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს ნდობას

ახლად შეკრებილი პარლამენტი დღეს, 18 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს და მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს. უმაღლესი საკანონდებლო ორგანო მინისტრთა ახალ კაბინეტს და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დეკემბრის ბოლომდე რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს ნდობას. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. დღეს პარლამენტში ჩანიშნულია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ასევე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა. დღესვე გაიმართება ბიუროს სხდომაც.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 244 პირი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 002 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

16 870 ტესტის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2635 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, ჩატარებული 16 870 ტესტის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2635 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელი ნარჩუნდება. სიჭინავას ცნობით, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სახეზეა ინფიცირების შემთხვევების შემცირების ტენდენცია. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 870 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 011 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 859 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ დადასტურებული შემთხვევების სტაბილური მაჩვენებელს და იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც დაწესებული გვაქვს, სახეზეა ინფიცირების შემთხვევების შემცირების ტენდენცია. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 204 003-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 244 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 171 526-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა", - აღნიშნა ბრიფინგზე ბერდია სიჭინავამ. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარა - 230, იმერეთი - 338, ქვემო ქართლი - 216, შიდა ქართლი - 169, გურია - 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 867, აჭარაში - 798, იმერეთში - 1 350. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 148 პირი, მათ შორის, თბილისში - 523, აჭარაში - 134, იმერეთში - 269. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 53. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 775 - თბილისში, 1 062 - აჭარაში, 124 - იმერეთში. 21 586 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 468 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 87, ხოლო იმერეთში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 610 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 175 პირი, აჭარაში - 7 037, იმერეთში - 6 233“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 134 დადასტურდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 134 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში - 230, იმერეთში - 338, ქვემო ქართლში - 216, შიდა ქართლში - 169, გურიაში - 66, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 199, კახეთში - 186, მცხეთა-მთიანეთში - 46, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 12. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 30 449, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 867, აჭარაში - 798, იმერეთში - 1 350. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 148-ს შეადგენს, მათ შორის, თბილისში - 523, აჭარაში - 134, იმერეთში - 269. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 53. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 775 - თბილისში, 1 062 - აჭარაში, 124 - იმერეთში. 21 586 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 468 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 87, ხოლო იმერეთში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 610 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 175 პირი, აჭარაში - 7 037, იმერეთში - 6 233“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

427 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პაციენტი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 53. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 775 - თბილისში, 1 062 - აჭარაში, 124 - იმერეთში. 21 586 კოვიდპაციენტი ბინაზე მკურნალობს. ამ ეტაპზე კოვიდინფიცირების 30 449 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 867, აჭარაში - 798, იმერეთში - 1 350. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 148-ს შეადგენს, მათ შორის თბილისში - 523, აჭარაში - 134, იმერეთში - 269.

თენგიზ ცერცვაძე: თბილისის მოსახლეობის 9.1 პროცენტს Covid-19  უკვე გადატანილი აქვს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის მოზრდილი მოსახლეობის 9,1 პროცენტს კოვიდინფექცია უკვე გადატანილი აქვს. ცერცვაძის თქით, კვლევა ჯერ მხოლოდ დედაქალაქში ჩატარდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა. „გაზაფხულზეც გვქონდა ასეთი კვლევა და იქ მაჩვენებელი 0,9 პროცენტი იყო. რანდომული კვლევა ჩატარდა, არსებობს მეთოდიკა, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვილეთ ათასი მოქალაქე და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კოვიდის მიმართ და იქ დადგინდა, დედაქალაქში ცხრა პროცენტზე ოდნავ მეტ პროცენტი მოსახლე არის ინფექციაგადატანილი. მსგავსი კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც ჩატარდა. ნიუ-იორკში 25 პროცენტი იყო, ჟენევაში - 14 პროცენტი, ვიტყოდი, რომ 10 პროცენტი მოსახლეობის ინფიცირება, ეს არის საშუალო ევროპული პროცენტი“, - განაცხადა ცერცვაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 204 003-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 171 526 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფეციის 30 449 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

ამ ეტაპზე კოვიდინფიცირების 30 449 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 867, აჭარაში - 798, იმერეთში - 1 350. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 148-ს შეადგენს, მათ შორის თბილისში - 523, აჭარაში - 134, იმერეთში - 269.

ვახტანგ გომელაური: დანაშაული 10 პროცენტით შემცირდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით დანაშაულმა 10 პროცენტით იკლო. როგორც გომელაურმა 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ოპონენტები ხშირად აცხადებენ რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, თუმცა სტატისტიკა სხვას აჩვენებს. შს მინისტრის ცნობით გასულ წელთან შედარებით ყაჩაღობის ფაქტები 42%-ით შემცირდა, გამოძალვა -34%,-ით, ძარცვა - 25%-ით ქურდობა -12%-ით, მკვლელობის მცდელობა -5%-ით. „მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ოპონენტების განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. რა თქმა უნდა გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5 პროცენტით, მკვლელობამ 11 პროცენტით იმატა, რაც 7 - ერთეულით მეტია. იცით რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა. აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: • ყაჩაღობა -42% • გამოძალვა -34% • ძარცვა -25% • ქურდობა -12% • შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%. • მკვლელობის მცდელობა -5% თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - აღნიშნავს შიანაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

თეა წულუკიანი: მოლოდინია, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება, იუსტიციის მინისტრის გარდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება წარდგენილი. როგორც ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, დადგენილ ვადებში დღე დღეზე ელოდებიან მთავრობის შემადგენლობის წარდგენას. „საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება, ვინც ჩემი ყოფილი კოლეგები იყვნენ. კომიტეტის მხრიდან იქნება დარგობრივი განხილვა და მოხდება მათი მხარდაჭერა. დეპუტატი ვარ და ვინ სად დარჩება, არ ვიცი, მაგრამ მოლოდინი არსებობს, რომ ძირითადად იგივე შემადგენლობა იქნება, იუსტიციის მინისტრის გარდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

კოვიდინფიცირებული ინფექციონისტი მოქალაქეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს

კოვიდინფიცირებული ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა სახლში განაგრძობს მკურნალობას. როგორც მან გადაცემაში „იმედის დილა“ ჩართვისას განაცხადა, ორი დღეა, მაღალი სიცხე, 38,6 უფიქსირდება. „დღეს დილით შედარებით უკეთესად ვარ. პირველ რიგში ვცდილობ, რომ ვიმოძრაო, თუმცა სიცხის დროს მოძრაობა ძალიან მიჭირს. ძალიან ძლიერი საერთო სისუსტე მაქვს, თუმცა როგორც კი სიცხე ნორმალიზდება, ვცდილობ, ფიზიკურად აქტიური ვიყო, რაც შეიძლება მეტი სითხე მივიღო. ასევე, სიცხის დამწევები, როდესაც ამის საჭიროება არის. ჯერჯერობით, დაავადების დასაწყისია, ამიტომ პირველი სამი-ოთხი დღის შეფასება გამიჭირდება, რადგან მაინც ითვლება, რომ სიმპტომური პაციენტი ვარ. მაღალი სიცხეებით დაიწყო ვირუსი და მესამე დღეა უკვე, ასე მიდის. ახლა, უახლოესი ორი დღე იქნება გადამწყვეტი - თუ ტემპერატურა კლებისკენ წავა, ეს ნიშნავს, რომ საგანგაშო არაფერია. თუ მაღალი ტემპერატურა დარჩება, მეტად საყურადღებოა და შეიძლება, საჭირო გახდეს გარკვეული კვლევების ჩატარება. ჯერჯერობით ვაკვირდები“, - ასე აღწერს ის თავის მდგომარეობას. ინფექციონისტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გამხნევება, მოტივაცია სხვა ადამიანების მხრიდან, რათა მოგცეს ძალა, რომ ეს რთული მდგომარეობა გადაიტანო“. „როდესაც მაღალი ტემპერატურა მაქვს, ვიცი, რა წესები უნდა დავიცვა, მაგრამ ძალიან მიჭირს სისუსტის გამო და ხშირ შემთხვევაში მეც ვერ ვახერხებ რეკომენდაციების დაცვას, რასაც გულუხვად ვარიგებდი ხოლმე. ვცდილობ, დადებითი ემოციები შევინარჩუნო და რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე, რათა დავუბრუნდე ჩემს საქმიანობას და განვაგრძო ამ დაავადებასთან ბრძოლა. ახლა უფრო კარგად გავიცანი ვირუსი, პირადი შეხება მქონდა მასთან და პირიქით, ამ ყველაფერმა, შეიძლება, გამიადვილოს პაციენტებთან ურთიერთობაც - ხშირ შემთხვევაში ისეთი მიმდინარეობა აქვს დაავადებას, რომ პაციენტს ვერ მოსთხოვ ბევრ რამეს. ძალიან მნიშვნელოვანია გამხნევება, მოტივაცია სხვა ადამიანების მხრიდან, რათა მოგცეს ძალა, რომ ეს რთული მდგომარეობა გადაიტანო“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კორონავირუსი კიდევ 2 635 ადამიანს დაუდასტურდა, 2 244 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი ახალგაზრდებში 0.5-0.7 %-ია, 80 წელს ზემოთ 5 %

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკა „რუსთავში“ 29 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს უკვე საკმაოდ მძიმე იყო. მედიასთან საუბრისას ​მინისტრმა ლეტალობის სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ, რომ ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან. „ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან. 80 წელზე ზევით მოქალაქეებში 5 პროცენტიანი ლეტალობის მაჩვენებელი ფიქსირდება, 70-80 წლამდე ეს მაჩვენებელი 2, 5-პროცენტია. რაც შეეხება ახალგაზრდების სტატისტიკას, მაჩვენებელი არის 0,5-0,7 პროცენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა ყოველი ლეტალობის შემთხვევა ძალიან მტკივნეულია. დღევანდელი 2 შემთხვევიდან, ერთ შემთხვევაზე უკვე მაქვს ინფორმაცია, რომელიც 29 მოქალაქეს ეხება. ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ სტაციონარში მოთავსების მომენტში მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. 8 დღის განმავლობაში ექიმები პაციენტის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ სასიკეთო შედეგით ეს ვერ დამთავრდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე. რუსთავში კორონავირუსით 29 წლის კაცი გარდაიცვალა. მას კლინიკა "რუსთავში" ერთი კვირა მკურნალობდნენ. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. კლინიკაში განმარტავენ, რომ ახალგაზრდა კაცს მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.

ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენი მოწოდებაა, შეზღუდვები მინიმალურად მოიხსნას

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე, წინასაახაწლოდ დაწესებული შეზღუდვების მინიმალურად შემცირების მომხრეა. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა. „რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ქართველმა სტუდენტმა პანდემიის დროს 161 საერთაშორისო სერთიფიკატი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის მიმართულების ბაკალავრმა ოთარ მურმანიშვილმა, კოვიდპანდემიის პირობებში, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო კურსი შეისწავლა და შესაბამისი 161 სერთიფიკატი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, ოთარ მურმანიშვილმა პირველი სერთიფიკატი ქსელური ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედი მოწინავე კომპანია Cisco Systems Inc-გან მიიღო, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იმყარებს პოზიციას მსოფლიო კომპანიათა ტოპ ასეულში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე საქართველოშია. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს არის ამ ქვეყანაში ჩემი პირველი ვიზიტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის რანგში. ჩემს ვიზიტს 3 მიზანი აქვს: პირველ რიგში, რომ ვიმუშაოთ ჯანდაცვის მუშაკებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად კორონავირუსის საკითხებზე. ჩემი მეორე მიზანია, შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. მე მინდა მივულოცო ეკატერინე ტიკარაძეს, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, საქართველოში მაინც გრძელდება უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა. მე-3 მიზანია ჯანმოს საქართველოს ოფისის მუშაობის გაძლიერება. რასაც მე ვხედავ, კორონავირუსზე რეაგირება საქართველოში ძალიან კარგად მიმდინარეობს და მას ეკატერინე ტიკარაძე და ჯანდაცვის სისტემა ერთად უძღვებიან, რადგან ყველა მხრიდან იყო ჩართულობა, როგორც მეცნიერების, ასევე საზოგადოების მონაწილეობა იყო ძლიერი და აქტიური. მე ვნახე მთელი რიგი ინოვაციები, რომლებიც ამ მიმართულებით ქვეყანას კარგ სამსახურს გაუწევს, მაგალითად როგორც ცხელების ცენტრები, ასევე ონლაინ კლინიკები, რომელსაც მე დღეს ვესტუმრე, ასევე კოვიდსასტუმროები. ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან და ამ ბრძოლას ჩვენ ვერ მოვიგებთ ისე, თუ ეს ფოკუსი სხვა მიმართულებით არ იყო გადატანილი, მაგალითად კოვიდსასტუმროებში. ჩვენ ვისაუბრეთ ქალბატონ მინისტრთან და ნამდვილად გვირაბის ბოლოში ჩანს სინათლე, რადგან როგორც იცით ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა საბოლოო შედეგამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი, მაგრამ ამ გარდამავალ შუალედურ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან და რეგულაციებთან და ამის დაცვა, როგორც ევროპისთვის, ასევე საქართველოსთვის. ეს ზომებია ხელის დაბანა, დისტანცია, რესპირატორული ჰიგიენა, ნიღბის ტარება და თუ თავს კარგად ვერ გრძნობთ სახლში დარჩენა, ეს ზომები არ მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებს, მაგრამ ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს თუ ჩვენ მათ მივსდევთ და შევასრულებთ. მე მინდა გითხრათ, რომ თუკი შევხედავთ მონაცემებს, ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ზომების განხორციელებას დღეს საქართველოში დადებითი ტენდენცია აქვს. ჩვენ მომდევნო 5 დღის განმავლობაში ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ვიმუშავებთ და უფრო მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ და მეტი გვეცოდონება. მინდა გითხრათ, რომ საქართველო ჩემთვის პრიორიტეტული ქვეყანაა, კიევიდან აქ ჩამოსასვლელად 24 საათი დამჭირდა, მაგრამ ეს არის ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია, ჩვენ ჩვენი მხრიდან გამოცდილებას და ცოდნას გავცემთ და ასევე ვსწავლობთ ქვეყნისგან“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

ბიძინა კულუმბეგოვი: Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი

Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები მდიდარ ქვეყნებს უკვე შეძენილი აქვთ, ამიტომ, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ეს არ იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „იმედის დღე“. მისი თქმით, „ჩვენ ალბათ უფრო მივიღებთ რამდენიმე პერსპექტიულ ვაქცინას, მათ შორის არის „ასტრაზენეკას“. „კომპანიებს არ აქვთ ულიმიტო შესაძლებლობები, 300 მლნ დოზა ევროკავშირმა იყიდა, აშშ-მა 100 მლნ. ასევე - იაპონიამ, ისრაელმა. ასე რომ, მდიდარმა ქვეყნებმა უკვე შეიძინეს. კანადას შეძენილი აქვს ვაქცინების ისეთი რაოდენობა, რომელიც მას მისცემს საშუალებას, წინასწარი გადახდით ხუთჯერ აცრას თავისი მოსახლეობა. ამიტომ, მდიდარმა ქვეყნებმა მსოფლიო ვაქცინების 52% მიისაკუთრეს. შესაბამისად, ჩვენ სხვა ვაქცინებზე აქცენტის გაკეთება მოგვიწევს“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვირუსით დაინფიცირებამ დაამძიმა. „გუშინ, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე. მამა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რემდესივირის“ საქართველოში შემოტანას გამოეხმაურა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რემდესივირის საქართველოში შემოტანას გამოეხმაურა. „გუშინ გაჟღერდა, რომ შემოტანილია რემდესივირის საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ „გაამართლებს“, ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტური აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია მიუღებელია შემდეგი არგუმენტების გამო: 1. ჯერ არ ვიცით, მედიკამენტი ეფექტურია თუ არა, რადგან ვსვამთ კითხვას, „გაამართლებს“ თუ არა. მაშინ რატომ შემოვიტანეთ? 2. თუ არ ვიცით, რომ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა, რაღაც ასეთს? - „ჯერ არ ვიცით, გაამართლებს თუ არა, მაგრამ მოდით თქვენზე მოვსინჯავთ და მერე გადავწყვეტთ, სხვა პაციენტებშიც გამოვიყენოთ თუ არა“. 3. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, ესე იგი, ეს კლინიკური გამოყენება კი არა, კვლევა გამოდის და პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ კვლევას ვატარებთ. 4. თუ კვლევაა და არა კლინიკური გამოყენება, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს კვლევის სახით შესაბამისი წესების დაცვით. 5. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, მაშინ საკონტროლო ჯგუფიც უნდა გვყავდეს, აბა ისე როგორ უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობს? პაციენტებს და ექიმებს უნდა ვკითხოთ, „მოუხდა“ პაციენტს თუ არა? 6. წინასწარ გაწერილი გვაქვს კრიტერიუმები, რას ვუწოდებთ „გაამართლას“? თუ უბრალოდ ბოლოს ვიღაცა გამოგვიცხადებს, რომ კი, გაამართლა. რა შემთხვევაში ჩავთვლით, რომ პრეპარატმა დაიმსახურა შემდეგი პარტიის შემოტანა? როგორ ვაკვირდებით და ვაფასებთ ამ ყველაფერს?“, - დაწერა მაია ბუწაშვილმა Facebook-ზე. საქართველოში „რემდესივირი“ შემოიტანეს.