ძებნის რეზულტატი:
ინფიცირების ყველზე მაღალი მაჩვენებლი კვლავ თბილისში ფიქსირდება კორ
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17 029 ტესტი ჩატარდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა აჭარა-228, იმერეთი-489, ქვემო ქართლი-229, შიდა ქართლი- 160, გურია-64, სამეგრელო-ზემო სვანეთი-227, კახეთი-145, მცხეთა-მთიანეთი-87, სამცხე-ჯავახეთი-55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-15. საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც, 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 896, აჭარაში-815, იმერეთში-1 379. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-520, აჭარაში-140, იმერეთში-246 მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში-209, აჭარაში-50, იმერეთში-62. 2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 806-თბილისში, 1 062-აჭარაში, 135-იმერეთში. 21 102 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 471 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-248, აჭარაში-76, ხოლო იმერეთში-7.
ახალი კანონონპროექტით, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს არ ითვისებენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიცირების სახით შევიდა საკანონმდებლო პროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმეგ არის მიმართული. მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას და შეწყვეტას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო მიზეზით არ ესწრებიან საპარლამენტო სხდომებს. "ამ პროექტის მიხედვით პარტიას რომლის წევრებსაც გააუქმდება საპარლამენტო მანდატები (რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან), სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანხმად, იგივე პარტიები ასევე ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩვენებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შომის ანაზღაურების განულებას იმ დეპუტატებისთის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორიელებელნ რადიკალური ოპციზიციური პარტების წარმომადგენლები და მათი ბულინგის და შანტაჟის ქვეშ მყოფი პარტიები, არის სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისკენ მიმართული ქმედება. რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამ გვარ რეაგირებას ითვალსიიწნებ კანონპროექტები რომელიც პარლამეტშია ინიცირებული და მომავალი კვირიდან დამტკიცდება", -განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. პარტიებს მიმართვის უკან გასაწვევად 7 დღის ვადა აქვთ. მანდატების გაუქმება ჯერ არ მოითხოვია შემდეგ პარტიებს : "გირჩს" ,"მოქალაქეებს" და "პატრიოტთა ალიანსს"
საქართველოში „რემდესივირი“ შემოიტანეს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში "რემდესივირი" უკვე ჩამოიტანეს. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრეპარატი უკვე საქართველოშია. „გუშინ შემოვიტანეთ ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება - დღეს საქართველოშია უკვე პრეპარატი რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგიზ ცერცვაძის ხელძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად გადანაწილდება პაციენტებზე. საუბარია პაციენტებზე, რომელთა შემთხვევაშიც პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობის პრეპარატი ჩამოვიდა საქართველოში. მისი თქმით, 21 დეკემბრიდან, პრეპარატი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება და შესაბამისი ცვლილიბები შევა პროტოკოლში.
შსს-მ ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღევეისთვის 553 პირი დააჯარიმა
მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტზე შსს-მ ბოლო 24 საათში 553 პირი დააჯარიმა. ყველაზე მეტი დარღვევა პირბადის ტარების წესის დარღვევაზე გამოვლინდა. 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 476 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. გადაადგილების შეზღუდვას არ დაემორჩილა 77 პირი. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად,
ჯანდაცვის მინისტრი: ქართული წარმოების პირბადე ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგზე ისაუბრა. „ ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად უსაფრთხოდ გამოიყენონ ის პირბადეები, რომელიც წარმოდგენილია დღესდღეობით ბაზარზე. მეც ქართულ პირბადეს ვიყენებ და ვარ დაცული.“ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის სტანდარტები, რომლებიც ნებისმიერმა სამედიცინო ბიზნესსექტორის წარმომადგენელმა უნდა დაიცვას", - აღნიშნა ტიკარაძემ. ბრიფინგზე ასევე მინისტრა ხარისხის კონტროლზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს პირბადის ბაზარზე შემოსვლამდე და მხოლოდ ამის შემდგომ იძლევა სამინისტრო გაყიდვის უფლებას.
ილია მეორე: გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები. როდესაც საკმარისი შეგროვდება, გამოვცეთ წიგნად
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები, რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, უნდა მიმართოთ და გამომიგზავნოთ მე“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. „წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული რწმენისა. პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის, აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახლაგაზრდების, ჩვენი ხალხისა“, - აღნიშნა პატრიარქმა. „ღვთის გარეშე არაფერი ხდება და უფალს უნდა სთხოვონ, რომ სიმშვიდე იყოს. ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რაც ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა?! არაფერი ხდება ღვთის გარეშე. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დალოცოს თავისი ერი. ითხოვდეთ და მოგეცეს, ეძიებდით და ჰპოვოთ. აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენით განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებასა და სულში, დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები, რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, უნდა მიმართოთ და გამომიგზავნოთ მე. მე მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც საკმარისი შეგროვდება, გამოვცეთ წიგნად“, - აღნიშნა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
ემანუელ მაკრონს Covid-19 დაუდასტურდა
საფრანგეთის საპრეზიდენტო სასახლემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღო. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მაკრონის იზოლაციაში გადასვლა დაადასტურა. პრემიერის თქმით, პრეზიდენტი მუშაობასა და მოვალეობის შესრულებას დისტანციურად განაგრძობს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონისა და ბრაზილიის პრეზიდენტის, ჯაირ ბოლსონაროს შემდეგ, მაკრონი ბოლო მსოფლიო ლიდერია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს განცხადება უკვე გავრცელდა პროკურატურის ვებგვერდზე. „საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ნანემსრების კვალი არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით უარყოფილია ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. თვითმკვლელობისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა ასევე გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი. 22 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩენილია ხელნაწერი ფურცელი ტექსტით - „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ“, რომელიც, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია თავად თამარ ბაჩალიშვილის მიერ. დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით არის მოწყვლადი ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელი, რომელსაც სუბიექტური აღქმით ყველა მიმართულებით წარუმატებლობის ფონზე აღარ სურს, ან ძალიან ურთულდება კრიზისულ სიტუაციაში კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება, არის სუიციდის განხორციელების მაღალი რისკი და ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, დასაშვებია მის მიერ სუიციდის ჩადენის ფაქტი. არ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების ვერსია სოციალურ ქსელებში არსებული მიმოწერისა და სხვა აქტივობის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის შეცვლის ან წაშლის თაობაზე. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული მასალები შედარდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის ფარგლებში დათვალიერებულ სოციალურ ქსელში მისივე აქტივობას, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ისინი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და იდენტურია ერთმანეთის იმ განსხვავებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან კომპიუტერული ექსპერტიზის მიერ სრულად აღდგენილია სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებების შინაარსობრივი ანუ ტექსტობრივი ინფორმაცია, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ მასალაში მითითებულია იგივე აქტივობის მხოლოდ დრო, კომუნიკაციის მეორე მხარის ვინაობა და სხვა ტექნიკური მონაცემები. თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება ვებ პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებული ვებ - პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ - პროგრამირება. რაც შეეხება ე.წ. ფლეშკას, მასზე აღმოჩნდა აუდიო მუსიკალური ფაილები. გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარადა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იყო შემოთავაზებული, შესწავლილია მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, წამოგიდგენთ გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილ ვიდეომასალას, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიცია პარტიების დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტს არაკონსტიტუციურს და შანტაჟის ბერკეტს უწოდებს
ოპიზიციის წარმომადგენელები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ საკანონდებლო ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს არის შანტაჟის ენით საუბარი, რაც ოპოზიციას უფრო კონსოლიდირებულს გახდის. „გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, სახელწიფო დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს. „პირველ რიგში დაფინანსება „ქართული ოცნებას“ უნდა მოეხსნას. დაფინანსების შეწყვეტის გზით, მათ უნდათ, ოპოზიცია დათმობაზე წავიდეს, რაღაცეებს დათანხმდეს და პარლამენტში შევიდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში ოპოზიციური პარტიებისთვის ეს იქნება პრობლემა იმიტომ, რომ წლების განმვალობაში ისინი დამოკიდებული იყვნენ ამ ბიუჯეტის დაფინანსებაზე. სინამდვილეში, თუ ეს მართლა მოხდება, ეს გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას. პოლიტიკური პარტიები გაჩნდებიან, რომლებიც მართლა ადამიანებიდან, მხარდამჭერებიდან ეცდებიან საკუთარი დაფინანსების მოძიებას ისე, როგორც ვაკეთებ მე, როგორც აკეთებს „გირჩი“. ეს არის სწორი!“, - განაცხადა ჯაფარიძემ. “ლელოს“ წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივად სახიფათოს და არაკონსტიტუციურს უწოდებს. „უმრავლესობის ლიდერის დღევანდელი გზავნილები იყო პოლიტიკურად - დამარცხებული ძალის ხმა. თუ უმრავლესობის ლიდერი საჯაროდ მსგავსი დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება ოპოზიციონერ ლიდერებს, კითხვებსაც აღარ აჩენს, თუ როგორ ესაუბრებიან ისინი საჯარო მოხელეებსა და მათზე დაქვემდებარებულ სხვა ადამიანებს, არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერის მიერ დღეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებისას. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, პარტიული დაფინანსება მეტი დემოკრატიულობისა და პარტიების მრავალფეროვნებისათვის არსებობს, ეს კანონპროექტი კი არის ანტიკონსტიტუციური ბოდვა. მისი თქმით, ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილს „სტკივა თავისი გაყალბება“. ოპოზიციის გეგმა უცვლელია და რაც უფრო მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო კონსოლიდირებული გახდება ოპოზიცია. „პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება სამარცხვინო იყო, ხოლო სიტყვა „საბოტაჟი“, რომლითაც ის გამოირჩეოდა, აახლოებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და პუტინის რუსეთთან. შინაარს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვნებისთვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვანს, უკვე დეფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანონსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში”, - აცხადებს გიგი უგულავა. უგულავას პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილიც „თუ ჰგონიათ, რომ შეგვეშინდება დაფინანსების მოხსნის, სარეკლამო დროის გაუქმების და ამის გამო შევცვივდებით ახლა პარლამენტში, ძალიან ცდებიან. ჩვენ ამომრჩეველმა ხმა მოგცა ჩვენი იდეის გამო, იმ იდეის გამო, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებას ეხება და არანაირ ფულზე არ გაიცვლება ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს არის მხოლოდ იმის მცდელობა, რომ დააშანტაჟონ, დაემუქრონ ოპოზიციას, რაც ძალიან მწარედ შემოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“ უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ეს არის შანტაჟის ენით საუბარი, „ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება პოლიტიკაში, პლურალიზმი და იყოს დერმოკრატია“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი სალომე სამადაშვილი კი ამ ფაქტს პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნას უკავშირებს. მისი თქმით, სააკაშვილი სულ რომ არასდროს არც ერთ ტელეეკრანზე არ გამოჩნდეს, ასობით ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის ის იქნება სასურველი პოლიტიკური ლიდერი. კომიკურია, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა განახორციელა და ყოფილ პრეზიდენტს მოუწია პოლიტიკურ დევნილობაში წასვლა, დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის თავზე „ქართული ოცნება“ ისევ ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, როგორც მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო იმიტო, რომ სააკაშვილი სულ რომ არასდროს არც ერთ ტელეეკრანზე არ გამოჩნდეს, ასობით ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის ის იქნება სასურველი პოლიტიკური ლიდერი. ეს არის რეალობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტში ინიცირებული ორი ახალი კანონპროექტი წარადგინა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, ასევე „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ ლიდერების შესაბამისი განცხადებების საფუძველზე, პარტიული სიები უკვე გააუქმა და კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნა. ოპოზიციური პარტიები ხელიუსფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.
მსოფლიო ლიდერები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ
საფრანგეთის საპრეზიდენტო სასახლემ დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 დეკემბერს, კორონავირუსზე დადებითი შედეგი მიიღო. მაკრონი მსოფლიოს ბოლო ლიდერია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კოვიდით ოქტომბერში დაინფიცირდა. თეთრი სახლის კრიტიკოსების თქმით, პრეზიდენტი ტრამპი წესებს არ იცავდა სათანადოდ და ხალშიც ნიღბის გარეშე, ხშირად გამოჩენილა. დონალდ ტრამპმა იზოლაციაში სულ რამდენიმე დღე დაჰყო და მალევე განაცხადა, რომ ის სავსებით ჯანმრთელი იყო, იზოლაციიდან პირველ სახალხო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ ამერიკელმა ექიმებმა მას ისეთი პრეპარატი შეუყვანეს, რომ ის თავს „სუპერ გმირივით“ გრძნობდა. ბევრი მსოფლიო ლიდერისგან განსხვავებით, ბრიტანეთის პრემიერის კორონავირუსზე მკურნალობამ არც ისე მარტივად ჩაიარა. ბორის ჯონსონი, კორონავირუსისთ მარტში დაინფიცირდა. ათდღიანი სიცხის შემდეგ, ჯონსონი საავამყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, რის შემდეგაც ის გაწერეს. დონალდ ტრამპის მსგავსად, ბრაზილიის პრეზიდენტიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა ვირუსს. ჟაირ ბოლსონარუ ვირუსით ივლისში დაინფიცირდა. მისი თქმით, Covid-19 სხვა არაფერია, ვიდრე „სავალალო გაციება“. მაშინაც კი, როდესაც ბრაზილიამ პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგები მიიღო. პრეზიდენტი პოლიტიკურ მიტინგებში მონაწილეობდა და მის მხარდამჭერებს ნიღბის გარეშე ხვდებოდა.
ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო მანდატის გაუქმება მოითხოვა
საპარლამენტო მანდატის გაუქმება "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს მოითხოვა. მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. „ამ ბოიკოტის რეჟიმს პროცედურულად აღსრულება სჭირდება, პირადად მე ვაპირებ ახლა აღვასრულო“,-აცხადებს ჯაფარიძე. ჯერ უცნობია იზიარებენ თუ არა ზურაბ ჯაფარიძის პოზიციას "გირჩის" დანარჩენი წარმომადგენლები. „გირჩის“, „მოქალაქეების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, მანდატების გაუქმება, თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ 16 დეკემბერს მოითხოვა. ლეობორისტულმა პარტიამ 15 დეკემბერს. "გირჩის" ლიდერის პარლამენტში მისვლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარდგენილი ორი ახალი კანონპროექტი დაანონსა. კანონპროექტის თანახმად პარტიას რომლის წევრებსაც გააუქმდება საპარლამენტო მანდატები (რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან), სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანხმად, იგივე პარტიები ასევე ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩვენებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შომის ანაზღაურების განულებას იმ დეპუტატებისთის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. „გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, სახელწიფო დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს. „დაფინანსების შეწყვეტის გზით, მათ უნდათ, ოპოზიცია დათმობაზე წავიდეს, რაღაცეებს დათანხმდეს და პარლამენტში შევიდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში ოპოზიციური პარტიებისთვის ეს იქნება პრობლემა იმიტომ, რომ წლების განმვალობაში ისინი დამოკიდებული იყვნენ ამ ბიუჯეტის დაფინანსებაზე. სინამდვილეში, თუ ეს მართლა მოხდება, ეს გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას. პოლიტიკური პარტიები გაჩნდებიან, რომლებიც მართლა ადამიანებიდან, მხარდამჭერებიდან ეცდებიან საკუთარი დაფინანსების მოძიებას ისე, როგორც ვაკეთებ მე, როგორც აკეთებს „გირჩი“. ეს არის სწორი!“, - განაცხადა პარლამენტში მისვლამდე ზურაბ ჯაფარიძემ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, ასევე „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ ლიდერების შესაბამისი განცხადებების საფუძველზე, პარტიული სიები უკვე გააუქმა და კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნა. ოპოზიციური პარტიები ხელიუსფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.
ამერიკის საელჩო: ყალბი დოკუმენტებით მოვაჭრე პირების დაკავების საქმე საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია
„გასულ კვირას საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ დააკავა ყალბი დოკუმენტებით მოვაჭრე ორი პირი, რომლებიც ქმნიდნენ და მოტყუებით გასცემდნენ აშშ-ის ყალბ ვიზას 8,600 დოლარის სანაცვლოდ“, - ნათქვამია საელჩოს მიერ facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საელჩოს განცხადებით, ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. განცხადებაში აშშ-ის საელჩო აფასებს სამმართველოს ძალისხმევას საბუთების გაყალბების წინააღმდეგ და მიესალმება აღნიშნულ კრიმინალურ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებას.
თენგიზ ცერცვაძე: ორშაბათიდან "რემდესივირი" იქნება უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი
„ორშაბათიდან „რემდესივირი" უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. „ქვეყნის ხელმძღვანელობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა „რემდესივირის" საცდელი პარტია, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ამჟამად მიმდინარეობს თვითმფრინავის განტვირთვა. არის გარკვეული ლოჯისტიკური საკითხები. ვვარაუდობთ, რომ „რემდისივირის" გამოყენება პაციენტებთან დაიწყება არაუგვიანეს ორშაბათისა. ორშაბათიდან ის იქნება უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი" - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, შემოტანილია 4 000 ფლაკონი „რემდესივირი". „მე რამდენადაც ვიცი, შემოტანილია 4 000 ფლაკონი, რადგან ყველა კლინიკამ შეძლოს გამოყენება. თუ ექსპერტების შეფასებით მედიკამენტის გამოყენებამ გაამართლა, შეამსუბუქა და გააუმჯობესა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, შემოიტანოს ახალი პარტია იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც იქნება მოთხოვნა. საქართველოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო შემოტანილი „რემდესივირი", იმ უბრალო მიზეზით, თუ მსოფლიოში ის ყველასთვის ხელმისაწვდომია, ქართველი პაციენტი რატომ უნდა დაიჩაგროს?! საქართველოშიც უნდა იყოს ის ხელმისაწვდომი. თვითონ ექიმებმა და პაციენტებმა გადაწყვიტონ ეს მედიკამენტი გამოიყენონ თუ არა." - ნათქვამია ცერცვაძის განცხადებაში. თენგიზ ცერცვაძე ასევე განმარტავს იმას, თუ ვის შეეძლება აღნინშული პრეპარატის გამოყენება. მისი თქმით, პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში, „რემდესივირის“ გამოყენება აკრძალულია. „მინდა ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის ის წინააღმდეგ ნაჩვენებია და არ შეიძლება მისი გაკეთება ისევე, როგორც ყველა სხვა მედიკამენტის. ვის სჭირდება „რემდესივირი“? დავიმახსოვროთ კარგად, პაციენტებმაც და პირველ რიგში, ექიმებმაც. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც „რემდესივირი“ სჭირდება. ზოგადად, ჟანგბადის მიწოდების რამდენიმე ფორმა არსებობს. „რემდესივირი“ იმ პაციენტებს სჭირდება, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით ან ე.წ მაღალი ნაკადით, რომელიც ყველაზე ეფექტიანი და კარგი საშუალებაა ჟანგბადის მიწოდების პაციენტებისათვის”, - განაცხადა ცერცვაძემ. მისივე განმარტებით, „რემდისივირი" ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე. „პაციენტისთვის, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, „რემდისივირის" გამოყენება არ შეიძლება. ვერ ვცდით, იმიტომ, რომ მსოფლიო წამყვანი ორგანიზაციები ამას უარყოფენ. გარდა ამისა, "რემდისივირი" ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე. შემდეგ თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად გავაკეთებთ", - განაცხადა ცერცვაძემ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში "რემდესივირი" უკვე ჩამოიტანეს. ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრეპარატი უკვე საქართველოშია.
იაგო ხვიჩია: სადეპუტატო მანდატზე უარის თქმა შეცდომაა
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია, ზურაბ ჯაფარიძის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას აფასებს და არასერიოზულ ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, „გირჩის“ პოზიციები არ შეცვლილა, ჯაფარიძის წასვლის შემდეგაც იგივე პოზიციაა პარტიაში. „ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის ახალ პარტიას გააკეთებს და მალე ექნება ყრილობა. ამ წუთას „გირჩის„ სტრატეგია არის ის, რომ ჩვენ არ ავყვეთ არც ერთ იმ სპექტაკლს, რომელსაც ჩვენ ვნახავთ. ზურაბ ჯაფარიძე წავიდა „გირჩიდან“, მე მასზე ვერ ვიტყვი, რომ ის „გირჩი" არ არის, ამაზე მან თვითონ თქვა უარი. მე მგონია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ პარტიიდან წასვლით შეცდომა დაუშვა, ახლაც შეცდომას უშვებს იმით, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. შეიძლება, არც ჩვენ შევიდეთ პარლამენტში, თუ შევალთ ოპოზიციასთან ერთად მოხდება ეს, ცალკე გიჟები კი არ ვართ ეს გავაკეთოთ. ახლა კი, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას წერს სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე, ამით ხაზს უსვამს იმას, რომ თითქოს ვინმეს, მისი პარტიიდან პარლამენტში შესვლა უნდოდა და თვითონ ამით უფრო მაგარი ოპოზიციონერი გამოჩნდა, რაც არასერიოზულია“, - განაცხადა „დღის კურიერის“ ეთერში იაგო ხვიჩიამ. „გირჩის“ თავმჯდომარის განცხადებით, მათ პარტიას ნამდვილი ბოიკოტი უნდა და არა ეს „პლასტმასის ბოიკოტი“. „ჩემზე მკაცრი ბოიკოტის მომხრე მე იქ არ მინახავს, ოღონდ თუ მართლა ბოიკოტს ვაპირებთ, გეგმა დამანახონ, ყველაფერზე თანახმა ვარ, თუ გეგმას ვნახულობ. მაგრამ თუ გეგმას არ ვნახულობ და არათანმიმდევრულობას ვხედავ, მაშინ ვაკრიტიკებ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია. შეგახსენებთ, გირჩის ლიდერმა და საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის პარლამენტს დღეს მიმართა.
მედიკოსები COVID19-თან ბრძოლის წინა ხაზზე
გოგა ჩანადირის სვეტი და ფოტორეპორტაჟი სპეციალურად „ევროპათაიმისთვის“ არამხოლოდ ფიზიკურად, ემოციურადაც დამღლელი იყო კოვიდკლინიკებში ფოტოგადაღებები. მე ვიყავი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოსა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეს შეგრძნებები მსგავსიც იყო და განსხვავებულიც: იცი, შენ წინ კორონავირუსები დაფრინავენ, მაგრამ ვერ ხედავ და თან, შეგრძნება გაქვს, რომ ცხვირში შემოგიძვრებიან, მიუხედავად იმისა, რომ სრულად ხარ დამცავი საშუალებებით აღჭურვილი. ვერ ხედავ ამ უმცირეს ნაწილაკებს, მსოფლიო და ჩვენი ყოველდღიურობა რომ შეცვალა, მაგრამ ხედავ,შენ წინ აჩრდილებივით მოფუსფუსე ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, ლაბორატორიის თანამშრომლებს, სასწრაფოს პერსონალს. ლამის, ერთი წელია ასე არიან. მაგალითად, თამუნა ექიმს ორი თვე ოჯახი ნანახი არ ჰყავდა, მოხუც დედას შინ ვირუსი არ მივუტანოო. მერე თავად დაინფიცირდა. და მხოლოდ ის? - არაერთი მედიკოსი. ოცდააათამდე მათგანი გარდაიცვალა, ამ მშრალი ციფრის მიღმა სიცოცხლესა და პაციენტებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის ცხოვრება და მათი ოჯახებია. ახლაც, უძილო ღამეებგამოვლილები, დაღლილები, მაინც ფხიზლად დარაჯობენ თითოეული პაციენტს, ზუსტად იციან, არ შეიძლება არცერთი წუთით ყურადღების მოდუნება. უმძიმესი სანახავი იყო პაციენტებით სავსე რეანიმაციები. ერთგან დაინფიცირებული ჩვილი იწვა. ვიცი, ეს პატარა ნამდვილად კარგად იქნება, მაგრამ გული მეწვოდა. ერთხანს ვიდექი გამჭვირვალე კედლის წინ და ვუყურებდი კოვიდპაციენტებთან მოფუსფუსე მედიკოსებს. შინაგანად ვიწვოდი სიცხისგან, აღჭურვილობისგანაც, განცდებისგანაც. მტანჯველი შეგრძნებები ადი-ჩადიოდნენ სხეულში. ექიმები? ალბათ, ისინიც ასე არიან, უარესად თუ არა. წარმოდგენაც არ მინდა, ოდესმე იმ არჩევანის წინაშე დადგნენ, რომელი პაციენტი გადაარჩინონ. ჩვენ მათ ადამიანების გადარჩენას, კოვიდზე გამარჯვებას ვთხოვთ, ისინი კი მეტ პასუხისმგებლობას გვთხოვენ. ახლაც, როცა ამ ტექსტს ვწერ, დათო ექიმი ლეილა დეიდას გადარჩენას ცდილობს. ვიცი, გადაარჩენს კიდეც. მერე გამოვა რეანიმაციიდან და მაშინღა გაიზრებს, რომ მთელი დღე არაფერი უჭამია და მგონი, წყალიც არ დაულევია, თავიდან ბოლომდე ოფლში გაწურული, დაღლილი თვალებით, უსიტყვოდ გადმოგცემს რა ხდება ბოქსირებულ განყოფილებაში. იქ ყველაფერს კითხულობ. მათ შორის იმედსაც... მჯერა, მალე გაივლის ეს ყველაფერი. მალე შევძლებთ ერთმანეთს ისევ გადავეხვიოთ, ხელი ჩამოვართვათ, დღესასწაულები ვიზეიმოთ. მაგრამ, ახლა, როცა მხოლოდ ერთმანეთის თვალებში ვირეკლებით, როცა გვენატრება ადამიანური სიახლოვე, ისე არაფერს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ასევე იმ შანსს, რომ მომავალ ახალ წელს ჩვენ ყველა, უკლებლივ ყველა, ერთად აღვნიშნავთ ახლობელ, ძვირფას ადამიანებთან დღესასწაულს. ეს დღე მალე დადგება, მანამდე კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის შრომას და ძალისხმევას, რომ პანდემია დავამარცხოთ.
კლინიკა „ვივამედში“ ინცინდენტს დაცვის თანამშრომლის დაჭრა მოჰყვა
კლინიკა „ვივამედში“ დღეს ინცინდენტი მოხდა, რასაც დაცვის თანამშრომლის დაჭრა მოჰყვა. ადგილზე, გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და როგორც ჟურნალისტებს ზურაბ ჩხაიძემ, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა, „ ინცინდენტის დროს, 3 ან მეტი ადამიანი შენიშნეს, ინვენტარი კი განადგურებულია. „სკამები, შუშები, შემოსასვლელი კარები ჩალეწილია; რეგისტრატურის დაფები და ა.შ. და უმძიმესად არის დაჭრილი დაცვის თანამშრომელი“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციაც. როგორც ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, თავდასხმის მიზეზი უცნობია. „გაურკვეველია მიზეზი. ეს იყო უმძიმესი პაციენტი. არაერთხელ იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში, პატიმრობის პერიოდშიც. ძირითადად, მოჰყავდათ ხოლმე სუიციდის მცდელობებზე, თვითდაზიანებებით, უცხო სხეულის ყლაპვებით. რამდენჯერმე ოპერაციაც გაუკეთეს, ბოლოს, სასიცოცხლო ფუნქციებდაკარგული შემოიყვანეს“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პაციენტის ან გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები თავს დაესხნენ საავადმყოფოს თანამშრომლებს.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხე თბილისის მერმა კახა კალაძემ საზეიმო ვითარებაში აანთო. „ეს საახალწლო განათებები, ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, შეუგუებლობა იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო." - განაცხადა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.
კახა კალაძე: წელს სოლიდარობის ქალაქად თბილისს ვაცხადებთ
„ჩვენ წელს სოლიდარობის ქალაქად თბილისს ვაცხადებთ. ვინაიდან, მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს გვაქვს ქვეყანაში", - განაცხადა თბილისის მერმა მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. კალაძემ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, რადგან მათ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ ნაძვის ხის ანთების ცერემონიას. „მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ აქ არ ხართ. ეს ასეა საჭირო, იმიტომ რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. დღეს ბარბარობაა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, ჩვენ ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით. ეს საახალწლო განათებები, ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, შეუგუებლობა იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო." - განაცხადა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ზურაბ ჯაფარიძე: 26 დეკემბერს ახალი "გირჩი" დაფუძნდება
„26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი „გირჩის" ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი" დაფუძნდება", - განაცხადა პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ახალ პარტიას იგივეს სახელი და ლოგო ექნება და შესაბამისად, ქვეყანაში ორი გირჩი იქნება. „26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი „გირჩის" ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი" დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რა ვიცი, ორი გირჩი იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი, იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. ვაპირებ იგივე გავაგრძელო", - განაცხადა ჯაფარიძემ. . ჯაფარიძის თქმით, „გირჩში" ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკით „გირჩის" მეშვეობით დაინტერესდნენ. შეგახსენებთ, რომ პარტია "გირჩი" გაიყო. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა.
„ვივამედის“ დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა
„ვივამედის“ დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ცხელ კვალზე, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, 1995 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს კი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლინიკა "ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომელს - 1995 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.გ.-მ უსაფრთხოების თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებული ზ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული შ.ბ.-ის მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“,- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.