თეგი: დამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს თბილისში, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. უწყების ცნობით, 23 მაისს, 24:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ყველა ქუჩაზე. „25 მაისს, 24:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანი სრულად დაიკეტება. ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით. მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას. 27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ამასთან, კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. როგორც მერიაში აცხადებენ, ცვლილება შეეხება მხოლოდ მაჩაბელის ქუჩას, რომელზეც გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის ქუჩაზე ასათიანის ქუჩიდან. „რუსთაველის გამზირზე შეზღუდვა იმოქმედებს ჯავახიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით რესპუბლიკის მოედანზე შემთხვევით სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „რუსთაველის“ მხრიდან ზეთისხილის ხემდე და ბარათაშვილის ხიდიდან პუშკინის ქუჩამდე. მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, როგორც პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, ასევე, ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მარშრუტებით: ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N388, N397, ასევე, მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541, პ. მელიქიშვილის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რომლის შემდეგაც, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით. ავტობუსები: N301, N306, N331, N337, N345, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით, რუსთველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით, დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, შემდგომ კი იხელმძღვანელებენ უკვე არსებული სქემით. მიკროავტობუსები: N472 და N540 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველთან“. შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ; ავტობუსები – N344, N350, N371 და მიკროავტობუსი – N547, N580 გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით; ავტობუსები: N305, N320, N325, N309, N393, N359 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით. ავტობუსები: N324, N380, N390, N374, N316 და N382, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, ავტობუსი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). რაც შეეხება N364 ავტობუსს, იგი ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
26 მაისს, 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც
თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. ხვალ, 26 მაისს, ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან. წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. 26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს. „საქართველოს თავდაცვის ძალები ემზადება 26 მაისის ღონისძიების აღსანიშნავად, დღეს გაიმართება გენერალური რეპეტიცია. ხვალ ყველა დიდ ქალაქში მოხდება ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა, ასევე თბილისის გარდა 5 ლოკაციაზე გაიმართება სამხედრო ფიცის დადება. გვექნება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, როგორც სუ 25-ების, ასევე მი 24-ების და იროკეზების, რომელივ არის მოდერნიზებული. ჩვენი პირადი შემადგენლობა წარმოდგენილი იქნება ახალი შეიარაღებით, აღჭურვილობით და სამხედრო ტექნიკით. ერთი ბატალიონის ზომის ქვედანაყოფი დადებს სამხედრო ფიცს“, - აღნიშნა ჯონი ტატუნაშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან. 26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს. „საქართველოს თავდაცვის ძალები ემზადება 26 მაისის ღონისძიების აღსანიშნავად, დღეს გაიმართება გენერალური რეპეტიცია. ხვალ ყველა დიდ ქალაქში მოხდება ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა, ასევე თბილისის გარდა 5 ლოკაციაზე გაიმართება სამხედრო ფიცის დადება. გვექნება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, როგორც სუ 25-ების, ასევე მი 24-ების და იროკეზების, რომელივ არის მოდერნიზებული. ჩვენი პირადი შემადგენლობა წარმოდგენილი იქნება ახალი შეიარაღებით, აღჭურვილობით და სამხედრო ტექნიკით. ერთი ბატალიონის ზომის ქვედანაყოფი დადებს სამხედრო ფიცს“, - აღნიშნა ჯონი ტატუნაშვილმა.
ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, 26 მაისი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის დღესასწაულია – დამოუკიდებლობის დღე, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს. ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს „1918 წლის 26 მაისს აღსრულდა ყველა ქართველის ოცნება – ეროვნულმა საბჭომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო, რაც ახალი ერის დაბადების ტოლფას მოვლენად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება (1918-1921), მისი მემკვიდრეობა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსათვის დღემდე უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად და მომავალი განვითარების ორიენტირად რჩება. გზა, რომელსაც დღეს ვადგავართ და მიზნები, რომლებისთვისაც დღეს ვიბრძვით, სწორედ 1918 წელს დაწყებული საქმის გაგრძელებაა. დღეს საქართველო დემოკრატიული და ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ქართველი ხალხისთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიული მთლიანობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს ის მძიმე საფასურია, რომელსაც საქართველო სწორედ თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვისთვის იხდის. საქართველოს გაცხადებული პოლიტიკა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უკავშირდება, რადგან ეს ის სივრცეა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე, განათლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება, ისევე როგორც დღემდე მოტანილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება, სიამაყესთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. არაერთი მაგალითი გვახსოვს, თუ როგორ იღებდნენ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები, რომელთა სიყვარული და თავგანწირვა სამშობლოს მიმართ ჩვენთვის მასწავლებლად უნდა იქცეს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გმირები მხოლოდ წარსულში არ არიან, ისინი ჩვენს გვერდითაც ცხოვრობენ, ყოველდღიურად აკეთებენ ქართულ საქმეს და წარმატებული მომავლისთვის იბრძვიან. სწორედ ამიტომ, არჩევანი ისევ ჩვენზეა, რადგან ჩვენ თავად ვართ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის შემოქმედნი – და ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან. დღეს საერთაშორისო საზოგადოება როგორც არასდროს, ისე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს და ჩვენს ევროპულ მისწრაფებას! მტკიცედ ვადგავართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!“, – წერს ილია დარჩიაშვილი „ფეისბუქზე“. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისსა და ქუთაისში დამთვალიერებელს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებს გააცნობს,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება. „26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომლის მთავარი თემაც წელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისსა და ქუთაისში ცალკეული ღონისძიებები გაიმართება, რომელიც საზოგადოებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე მიღწევებს გააცნობს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, რომელიც იყოფა თემატურ ნაწილებად. ერთი ნაწილი ეთმობა საქართველოსა და ევროპის ისტორიულ კავშირებს, სადაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ვიზუალური მასალა და ცნობები. მეორე ნაწილი უკვე გადმოსცემს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებს, 1991 წლიდან დღემდე, სადაც ასახულია ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან. 2022 წელს საქართველოს აღნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანასთან, შესაბამისად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სივრცეში დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა თუ რომელ ქვეყნებთან აღინიშნება საიუბილეო თარიღი, წარმოდგენილი იქნება ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოს აქვს დიპლომატიური მისიები. პავილიონი ასევე აერთიანებს სხვადასხვა გასართობ აქტივობებს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელი იქნება ევროპის ქალაქებში ვირტუალურად მოგზაურობა, 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმოწერა და სამახსოვრო ფოტოს გადაღება და სხვა. ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმალობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება. ცენტრალურ მოედანზე ასევე მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არსებულ მიღწევებს, ასევე სპეციალური საგამოფენო სივრცე მიეძღვნება ქუთაისს, ისტორიულად მის საზოგადოებრივ, კულტურულ და შემოქმედებით კავშირს ევროპულ ღირებულებებთან და კულტურასთან. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისში ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი ხელოვნების ანსამბლების კონცერტი. სტუმრებს ასევე ექნებათ სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა. გაიმართება ტურნირი მოყვარულთა შორის სამაგიდო თამაშებში. პატარებისთვის მთელი დღის განმალობაში დაგეგმილია გასართობი პროგრამა და ასევე თეატრალური წარმოდგენა. 17:10-ზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები კი საღამოს 20:00 საათზე, გალა-კონცერტით დასრულდება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება თბილისში, რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან. 26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: გულითადად მწამს, რომ როგორც ახლა, მომავალშიც შევიტანთ წვლილს რეგიონის მშვიდობის საქმეში
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანენ თავის წვლილს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში. „თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანენ თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და აღორძინება“, – აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
სალომე ზურაბიშვილი: აღვნიშნავთ 26 მაისს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა, ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, Twitter-ის გვერდზე წერს. „26 მაისს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ ყველას, ვინც ამისთვის იბრძოდა და მოგვიტანა ის დღემდე, ვინც ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება შეინარჩუნა. მათ სისხლი გაიღეს და თავიანთი სიცოცხლე შესწირეს, რათა ჩვენ ჩვენი სახელით ლაპარაკი, საქართველოს მომავლის არჩევა და ჩვენი ევროპელობის მოთხოვნა შეგვძლებოდა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
აშშ-ის საელჩო: საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო - 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მათი თქმით, საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო და 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის. ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე „საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის. სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. ყოველი 26 მაისი ამ დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია.გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო“, – ნათქვამია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ, ისრაელი და საქართველო ახლოს არიან ერთმანეთთან
მოხარული ვარ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე ისრაელის პრეზიდენტების სასახლიდან. ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის თბილი, სტაბილური კავშირი, რომელიც სხვადასხვა დარგში საამაყო პარტნიორობას მოიცავს, – ამის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისრაელის პრეზიდენტის ისააკ ჰერცოგის მილოცვაშია ნათქვამი. „ჩემო მეგობარო პატივცემულო ელჩო, ძვირფასო ლაშა, მეგობრებო, მოხარული ვარ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე ისრაელის პრეზიდენტების სასახლიდან. ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის თბილი, სტაბილური კავშირი, რომელიც სხვადასხვა დარგში საამაყო პარტნიორობას მოიცავს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობებსა და პარლამენტებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არის ახლო პირადი ურთიერთობების მთელი წყობა კულტურებს და ხალხებს შორის ათასწლოვანი წარსულით და რა თქმა უნდა, საქართველოში ებრაული თემის ცხოვრების არაჩვეულებრივი ისტორია. ისრაელი და საქართველო გვანან ერთმანეთს და ახლოს არიან ერთმანეთთან. ჩვენი ორივე ქვეყანა გზაჯვარედინებზე არიან განლაგებული – გეოგრაფიულ გზებზე, რომლებიც იშლებიან კონტინენტებს, მთებსა და მდინარეებს შორის. მეტიც, რელიგიურ, კულტურულ და ისტორიის გზაჯვარედინებზე. ძველსა და ახალს შორის, მემკვიდრეობასა და განახლებას შორის. ჩვენს ხალხებს შორის არნახულად კარგი და ემოციური გადაკვეთა პრეზიდენტების სასახლიდან არც ისე შორს, ჯვრის ველზე, ჯვრის მონასტერში შედგა, როდესაც საქართველოს ცნობილი პოეტი შოთა რუსთაველი, რომლის პოემის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მოვიდა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, რომელიც აქ, ისრაელის პრეზიდენტების სასახლესთან ახლოს მდებარეობს. შოთა რუსთაველის და წმინდა მიწის ერთმანეთთან შეხვედრის შედეგი ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილია „ვეფხისტყაოსანით“. შესანიშნავი პოემა, ხელოვნების ნიმუში და მთელი მსოფლიოს კულტურული მონაპოვარი შეიქმნა აქ, ამ მიწაზე. ისე, რომ გზაჯვარედინისკენ მომამვალმა ერთმა მოსახვევმა ასე მოიყვანა გამორჩეული ქარველი პოეტი ისრაელში და მსოფლიო კულტურა განსაცვიფრებელ სიმაღლეებზე. ჩვენ დღესაც ვართ გზაჯვარედინებზე და ამჯერად ჩვენი ორივე ერი ერთად მიუყვება გზას საერთო ბილიკზე. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებმა ფესვები გაიდგა და ბევრი შედეგი გამოიღო. მათ შორის, თითქმის 3 000-წლიანი საერთო ისტორია, ქართველების არაჩვეულებრივი თემი ისრაელში, როგორც უკვე ვახსენე და ებრაელთა წარმატებული თემი საქართველოში“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შვეიცარიის საელჩო: წელს დავიწყეთ ახალი ოთხწლიანი თანამშრომლობის პროგრამა, რაც საქართველოს მიმართ შვეიცარიის უწყვეტი მხარდაჭერის დასტურია
30 წელია, შვეიცარია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით, - საქართველოში შვეიცარიის საელჩო ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, თქვენი მეგობრობისა და სიკეთის მადლიერი ვართ და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას. წელს ჩვენ აღვნიშნავთ შვეიცარიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. 30 წელია, შვეიცარია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. შვეიცარიას წვლილი შეაქვს მშვიდობის დამყარებაში. წელს დავიწყეთ ახალი ოთხწლიანი თანამშრომლობის პროგრამა, რაც შვეიცარიის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერის დასტურია“, – ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ემანუელ მაკრონი: უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, ქართველებმა დაადასტურეს სრული ერთგულება ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებების მიმართ
"უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, ქართველებმა დაადასტურეს სრული ერთგულება ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებების მიმართ", - საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად გისურვოთ თქვენ და მთელ ქართველ ხალხს ბედნიერება, კეთილდღეობა და მშვიდობა. თითქმის სამი თვეა, რაც ევროპის კონტინენტი შეიგრძნობს რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ მკვლელ აგრესიულ ომს. ამ თავდასხმის წინაშე, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც არასდროს, აუცილებელია, ევროპის ოჯახმა შეინარჩუნოს ერთიანობა. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს. ჩემთვის ასევე ცნობილია თქვენი სურვილი, განამტკიცოთ კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, სახელდობრ სასამართლო სისტემაში – შეგიძლიათ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ გზაზე. მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა „ამილახვარის“ სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით. მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არც ერთ ფსევდო-რეფერენდუმს. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური“, – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვავითარეთ ჩვენი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები – იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის წარმატებული თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – აღნიშნულია წერილში. მატეუშ მორავეცკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდაჭერას, მათ შორის, ევროკავშირში წევრობის განაცხადის განხილვისას. პოლონეთის პრემიერი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შემდგომ გაძლიერებას, ხოლო მთავრობის მეთაურს ქვეყნის სამსახურში წარმატებას უსურვებს. „რეგიონისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა შიდა სტაბილიზაცია და სოციალური ნდობის განმტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება მოწონებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, – აღნიშნავს მატეუშ მორავეცკი. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
კარლ ჰარცელი: ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება. „მთელი გულით ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება. ამ რთულ დროს ჩვენ უკრაინისადმი სოლიდარობა გვაერთიანებს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს. გვინდა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. 3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას გამოხატავს. საქართველომ არჩევანი გააკეთა საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“, – ნათქვამია კარლ ჰარცელის მილოცვაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ჩემი თხოვნა და თქვენდამი მუდარა ორ სიტყვად ითქმის - ძალა ერთობაშია
ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ჭვრეტას გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად, ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს და ერთიანობას დასჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდათ ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელი სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს! დღეს თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ იცით და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და მოითხოვს ღირსებასა და თავდადებას. 26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება. ამგვარად, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას - კარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება სურს „ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის მილოცვის ტექსტში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. „მთელი გულით ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება. ამ რთულ დროს ჩვენ უკრაინისადმი სოლიდარობა გვაერთიანებს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს. გვინდა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. 3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას გამოხატავს. საქართველომ არჩევანი გააკეთა საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“, – წერია კარლ ჰარცელის მილოცვაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
შალვა პაპუაშვილი: ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო, ძალიან დიდია
გამორჩეულ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავდაუხრელად იბრძოლეს, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა, თავისუფლებას და შეგვინარჩუნეს სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე აცნობიერებენ პასუხისმგებლობას, რომ გაგრძელდეს წინსვლა და განამტკიცონ დამოუკიდებლობა. „საქართველოს ყველა მოქალაქეს, სამხედრო მოსამსახურეს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი გამოხატულების, დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს არის დღე, რომელიც თავდადებისა და ბრძოლის შესახებ მეხსიერებას ინახავს. ამიტომ გამორჩეულ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავდაუხრელად იბრძოლეს, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა, თავისუფლებას და შეგვინარჩუნეს სახელმწიფო. ამავე დროს, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე, რომ გავაგრძელოთ წინსვლა და განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა. განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ჩვენი გმირები – სამხედროები, პოლიციელები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ერთგულად იცავენ საქართველოს ხილული და უხილავი საფრთხეებისგან; ჩვენი პედაგოგები, რომლებმაც აღგვზარდეს ჩვენ და ახლა ჩვენს შვილებს უზიარებენ თავიანთ ცოდნას, ფასეულობებს; სპორტის, მეცნიერების და კულტურის წარმომადგენლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი წინაპრების მსგავსად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის წინაშე; ჩვენი მშობლები, რომლებიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იდგნენ თითოეული ჩვენგანის და ქვეყნის უკეთესი მომავლის სადარაჯოზე; მშობლები იმ რეკრუტების, რომლებიც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცის დადების ცერემონიალის მოწმენი იყვნენ, რადგან მათ ასეთი პატრიოტი ადამიანები აღზარდეს. აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძნელბედობის მიუხედავად, გვერდით ედგნენ ჩვენს ქვეყანას, საგარეო ასპარეზზე იცავდნენ მის ინტერესებს და თავიანთი ღვაწლით განამტკიცეს საქართველოს დამოუკიდებლობა. 1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ დიდხანს არ გასტანა – ქვეყანა ანექსიის მარწუხებში მოექცა. თუმცა, დამოუკიდებლობის სამი წელიც კი საკმარისი იყო, რომ საქართველოს იმ დროისთვის მოწინავე კონსტიტუცია მიეღო, რომელიც ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნებოდა, კრძალავდა სიკვდილით დასჯას, ხაზს უსვამდა ქალებისა და კაცების თანასწორობას, სამართლებრივ საფუძველს უქმნიდა ახალ პოლიტიკურ სისტემას. წითელი არმიის შემოჭრამ და დამოუკიდებლობის დაკარგვამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისწრაფებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დაიწყო ბრძოლის ახალი ტალღა, რომელიც 26 მაისის თავისუფლების იდეებს ეფუძნებოდა. ამ ბრძოლაში ხალხს განსაკუთრებულ ძალას რწმენა და პროგრესული ღირებულებები აძლევდა, რომლებიც ოდითგანვე საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებდა საქართველოს მოსახლეობას და მას ევროპულ სამყაროსთან აკავშირებდა. ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების ფონზე, დღევანდელ 26 მაისს განსაკუთრებული იმედით აღვნიშნავთ. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული ნაბიჯები გადადგა, იშრომა და იბრძოლა ევროპული მომავლისთვის. მათ შორის, გადავდგით მთავარი ნაბიჯი – ჩვენ ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო, ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს, სათანადოდ დააფასებს. საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე, განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვას, განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, მშვიდობიანი ქვეყნის სამსახურს. ღმერთი ჰფარავდეს თითოეული თქვენგანის ოჯახს. ღმერთი ჰფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ქართველ კოლეგას - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის წევრებს უკრაინის მხარდაჭერისა და ვიზიტისას გამოვლენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.„უკრაინის უმაღლესი რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. ასევე, დიდად ვაფასებ თქვენი ვიზიტის დროს გამოვლენილ სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან, რომელიც ცდილობს, აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განმეხილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთმომგებიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და ჩვენს წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. გისურვებთ, ბატონო თავმჯდომარევ, წარმატებებს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო თქვენს თანამემამულეებს -სტაბილურობას და კეთილდღეობას“,- ნათქვამია უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მისალოც წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
სალომე ზურაბიშვილი: ევროპული შანსის ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ
პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების განმავლობაში არა თუ შენელდა, არამედ გაძლიერდა, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა, ვინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატებას მიაღწევს, განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებს ქვეყნის ისტორიაში. „ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა. ეს გზა ევროპისკენ არ გახსნილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს! ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან. და მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი: 1) სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ. 2) ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ის რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა - შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც. 3) ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას. 4) დაბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავის“ და „დარბაზის“ სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა. ამგვარად კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახები ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ პირიქით - ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა. დღეს, პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიაში უნიკალურ ადგილს და დაფასებას. არჩევანი თქვენია! არჩევანი ჩვენია!“, - განაცხადა პრეზიდენტმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. ამ კონტექსტში, საქართველოს მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი გადამწყვეტი - ჩეხეთის პრემიერი
ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას მისალოც წერილშია აღნიშნული, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ კონტექსტში, საქართველოს სტაბილურობა და მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - გადამწყვეტი. „გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი ქვეყნის დღესასწაულთან - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან - დაკავშირებით. მსურს გარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგომას. გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, - აღნიშნულია მისალოც წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
ჯუანშერ ბურჭულაძე: ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში, ისინი ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოსა და თავისუფლებას
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ჩვენი ერის ერთიანობის და სიამაყის დღესასწაული. ეს დღე გამოხატავს ჩვენი ხალხის გმირულ წარსულს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე ახსენებთ პასუხისმგებლობას, დაიცვან სამშობლო, მისი დამოუკიდებლობა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ სამშობლოს და მის თავისუფლებას. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ჩვენი ერის ერთიანობის და სიამაყის დღესასწაული, ეს დღე გამოხატავს ჩვენი ხალხის გმირულ წარსულს, მის ისტორიას, დიდ კულტურას და იმ ღირებულებების ერთგულებას, რასაც ჩვენი მომავალი განვითარება ეფუძნება. დღევანდელი დღე ამასთანავე გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, დავიცვათ სამშობლო, მისი დამოუკიდებლობა და ვიბრძოლოთ მისი წარმატებული მომავლისთვის. ამიტომ დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს. გზა ევროპისკენ ყოველთვის იყო ქართველთა საუკუნოვანი ოცნება, რადგან ჩვენი კულტურა თავისი არსით იყო ევროპული ფესვებიდან აღმოცენებული და მასზე გაზრდილი. ჩვენი ხალხის ნება ურყევი და მტკიცეა, ჩვენი ხალხი ვერასოდეს დაუპირისპირდება თავის ევროპულ იდენტობას. გზა ევროპისკენ არის მისი ღირებულებითი არჩევანი. ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა ჯარისკაცებს და ვეტერანებს. „მინდა, ჩვენ ჯარისკაცებს და ვეტერანებს განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე. დამოუკიდებლობა ჩვენი გმირი მეომრების თავგანწირვაზე დგას, ქედს ვიხრი ყველა მათგანის ხსოვნის წინაშე, მათი თავდადების წინაშე, ვინც გმირულად დაიღუპა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში. მინდა, დღევანდელი დღე ასევე მივულოცო ჩვენი საზოგადოებისა და ჯარის მნიშვნელოვან, გამორჩეულ ნაწილს, ჩვენს დაჭრილ, დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც დღესაც ერთგულად და თავდადებულად აგრძელებენ ქვეყნის სამსახურს. მინდა, მივესალმო და დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს რეკრუტებს, რომლებმაც დადეს ფიცი და შეუერთდნენ თავდაცვის ძალებს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ღირსეულად ატარებთ ქართული ჯარის ფორმას და გააგრძელებთ ჩვენი წინაპრების მხედრულ ტრადიციებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლი კეციანის თქმით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. „ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებებს.ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია. ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობის ფარგლებში, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ურთიერთობებს და მეგობრობას ჩინეთსა და საქართველოს შორის და მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს“, - აღნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი.
ყაზახეთის პრემიერი: დარწმუნებული ვარ, ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა გაძლიერდება
„დარწმუნებული ვარ, რომ ტრადიციულ მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, მომავალშიც განაგრძობს გაძლიერებას ჩვენი ხალხების სასიკეთოდ“, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვის მილოცვაშია ნათქვამი. ალიხან სმაილოვი ხაზს უსვამს, რომ საქართველო თავდაჯერებულად მიიწევს თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების გზაზე. „მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველო თავდაჯერებულად მიიწევს თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების გზაზე. ეს წელი განსაკუთრებულია ჩვენი ურთიერთობებისთვის, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირების დამყარების 30-ე წლისთავს. დარწმუნებული ვარ, რომ ტრადიციულ მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, მომავალშიც განაგრძობს გაძლიერებას ჩვენი ხალხების სასიკეთოდ. ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ენერგიას, დიდ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ქართველ მეგობრულ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - აღნიშნავს ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლ ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ წერილში.
ელისაბედ მეორემ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ, - დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულება, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ“, – აღნიშნულია დედოფალ ელისაბედის მილოცვაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
მაკრონი ზურაბიშვილს: მნიშვნელოვანია, თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს სანქციებზე რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს
მაკრონის შეფასებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. „მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს“, - საფრანგეთის პრეზიდენტის ამ გზავნილს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მისალოც ტექსტში ვკითხულობთ. საქართველოს პრეზიდენტისადმი გაზგზავნილ მილოცვაში მაკრონი აღნიშავს, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. ამასთანავე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. „ჩემთვის ასევე ცნობილია თქვენი სურვილი, განამტკიცოთ კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, სახელდობრ სასამართლო სისტემაში – შეგიძლიათ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ გზაზე. მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა „ამილახვარის“ სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით. მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არც ერთ ფსევდო-რეფერენდუმს. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური“, – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
პრეზიდენტი: საქართველო არ აპირებს, „დრო იხელთოს“ და ძალით დაიბრუნოს ტერიტორიები, ეს რუსული დეზინფორმაციაა
ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს საქართველომ შეიძლება, „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება – ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული შანსის ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ჩემი თხოვნა და თქვენდამი მუდარა ორ სიტყვად ითქმის - ძალა ერთობაშია სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს მათ წინააღმდეგ. „ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს საქართველომ შეიძლება, „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება – ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენ წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ, რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივებისა და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტოები საქართველოში სომხეთის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება. „საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩ რუბენ სადოიანის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებით გაანათეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ბლინკენის მილოცვა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულება. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, იღწვოდეს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების, წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მომავლის კეთილდღეობის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ამ საზეიმო დღეს ყველგან ქართველებისთვის, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების განგრძობით ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობაში მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერია განცხადებაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
აზერბაიჯანის პრემიერი: მჯერა, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალშიც მოემსახურება
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილშია აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებული თანამშრომლობა, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას. „ნება მომეცით, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე და გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები. აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებთ ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დღეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობა ეფუძნება ამ დიდი ტრადიციების ერთგული ჩვენი ხალხების ნებას. მჯერა, რომ ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივად განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტები და თანამშრომლობა, რომელიც დღითიდღე უფრო ფართოვდება, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრებს და გულწრფელ განხილვებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობათაშორისი კომისიების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და მიღწეული შეთანხმების რეალიზება ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებ მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს
„საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი იდენტობის და რელიგიური ღირებულებების შენარჩუნების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც ტექსტში აცხადებს. სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის - საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი იდენტობის და რელიგიური ღირებულებების შენარჩუნების თვალსაზრისით. რთულ ისტორიულ ჟამს, ჩვენ, მეგობრობის სულისკვეთებით, ყოველთვის ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. დარწმუნებული ვარ, რომ მრავალმხრივი თანამშრომლობის გამოცდილება, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი და ურთიერთსასარგებლო მიღწევებით, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეთა კეთილდღეობას, დაგვეხმარება რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევაში და უზრუნველყოფს წინსვლას. გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას. მოძმე ქართველ ერს კი ვუსურვებ კეთილდღეობას და მშვიდობას“, - აღნიშნულია მილოცვაში.
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს!, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს! ძვირფასო თავმჯდომარევ, 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ახალი ბიძგი მისცა ქვეყნის პროგრესსა და აღმასვლას. დაე, ჩვენი კავშირები, ჩვენი მოძმე ერების უკეთესი მომავლისთვის, კიდევ უფრო განმტკიცდეს შემდეგი ათწლეულების მანძილზე“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
უკრაინა 23 აგვისტოს დროშის დღეს აღნიშნავს
23 აგვისტოს უკრაინის ყველა მოქალაქე ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს. თავად დღესასწაული შედარებით ახალია და უკრაინის მეორე პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ბრძანებულებით 2004 წლის 23 აგვისტოს დაწესდა. უკრაინის ეროვნული დროშა უმაღლესმა რადამ 1992 წლის 28 იანვარს დაამტკიცა. „დროშის ფერების ყველაზე პოპულარული ინტერპრეტაციის თანახმად, მისი ლურჯი ზოლი განასახიერებს მოწმენდილ ცას, ხოლო ყვითელი - ოქროს ხორბლის მინდვრებს“, - წერს უკრაინული მედია. ოფიციალურ სიმბოლოებში ლურჯი და ყვითელი ელემენტების კომბინაცია 1 256 წელს გამოიყენეს. კერძოდ, ლვოვის დაარსების დღეს და ქალაქის გერბს ლურჯ ფონზე ოქროს ლომი ამშვენებდა.
დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა
24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ არამხოლოდ გვჯერა, არამედ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს უკრაინის პრეზიდენტმა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ზელენსკი უკრაინის მხარდამჭერებთან მიმართებით მადლიერებას გამოხატავს. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს „მადლობა ყველას, ვინც იცავს ნამდვილ ღირებულებებს. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას. მადლობა ყველას ვინც, 24 თებერვლიდან მოყოლებული, აირჩია ბრძოლის გზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, რისთვისაც ღირს ცხოვრება. ძალიან მალე, უკვე ხვალ, ჩვენ ვიზეიმებთ ჩვენთვის უმთავრესს - დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბევრი აქტივობაა დაგეგმილი. „ბევრი აქტივობა დავგეგმეთ - ისეთი, რაც ხაზს გაუსვამს ჩვენ მიერ ერთად განვლილ გზას უკრაინაში, თავისუფალ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინელები ყველგან იბრძვიან, მათ შორის საზღვარგარეთ - ყველა იბრძვის, ვინც უკრაინის შესახებ სიმართლეს ავრცელებს; ყველა, ვინც მოუწოდებს, იბრძოლონ უკრაინისთვის. არცერთი დამპყრობელი არ იგრძნობს თავს დაცულად დედამიწაზე, ყველა კოლაბორატორმა იცის, რომ მათ მომავალი არ აქვთ. ჩვენ არამხოლოდ გვჯერა, არამედ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინამ სახელმწიფო დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.
ზელენსკი: ოკუპანტს სჯეროდა, რომ ჩვენი დედაქალაქის ცენტრში აღლუმს ჩაატარებდა. დღეს ეს „აღლუმი“ ხრეშჩატიკზე შეგიძლიათ, ნახოთ
უკრაინის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ერმა, რომელიც ხელახლა დაიბადა, ევროპა გამოაღვიძა. ზელენსკის თქმით, „ოკუპანტს სჯეროდა, რომ რამდენიმე დღეში ის ჩვენი დედაქალაქის ცენტრში აღლუმს ჩაატარებდა“. „დღეს ეს „აღლუმი“ ხრეშჩატიკზე შეგიძლიათ, ნახოთ. მტკიცებულება იმისა, რომ მტრის ტექნიკა კიევის ცენტრში მხოლოდ ასეთი ფორმით შეიძლება, გამოჩნდეს. დამწვარი, დანგრეული და განადგურებული. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი ჯარი გყავთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მიწა. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - ამბობს ზელენსკი. „უკრაინელმა ხალხმა და მათმა გამბედაობამ შთააგონა მთელი მსოფლიო. მათ კაცობრიობას ახალი იმედი მისცეს, რომ სამართლიანობამ ბოლომდე არ მიატოვა ჩვენი ცინიკური სამყარო. და, მასში არა ძალა, არამედ სიმართლე იმარჯვებს. ფული კი არა, ღირებულებები იმარჯვებს. ჩვენი დროშა იქნება ყველგან, სადაც უნდა იყოს. როგორც დონბასში, ასევე ყირიმში. მტერს ეგონა, ყვავილებით და შამპანურით დავხვდებოდით, ამის ნაცვლად, გვირგვინები და მოლოტოვის კოქტეილები მიიღეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი ამავე ვიდეომიმართვაში.
ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. ჯონსონი: ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, ეს ჯონსონის მესამე ვიზიტია. ის კიევში ვოლოდიმირ ზელენსკითან ერთად იმყოფება. „რაც ახლა ხდება უკრაინაში მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ამიტომ ვარ დღეს კიევში. ამიტომაც დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერას. მჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს", - წერს ჯონსონი Twitter-ზე. 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, სანდუმ უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და ევროკავშირში მისი გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უსამართლო ომი მკაფიოდ გვაჩვენებს თავისუფლების ფასს. კიშინიოვში, ეროვნული საბჭოს მოედანზე მოლდოვის დამოუკიდებლობის 31-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მაია სანდუმ ასევე განაცხადა, რომ „ეს ომი დასრულდება და შევძლებთ, ამ კრიზისებიდან გავიდეთ უფრო გაძლიერებულები. წელს მოლდოვა გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. მოლდოვა მხოლოდ ევროპული ქვეყნების ოჯახში შეძლებს, იყოს რეალურად ძლიერი და დაიცვას თავისი მოქალაქეები", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. მოლდოვას გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან და ომის დაწყების შემდეგ ასი ათასობით უკრაინელი მიიღო. რუსეთს მოლდოვის სეპარატისტულ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ დნესტრისპირეთის რეგიონში 1500-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული. სანდუსთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა და პარლამენტის სპიკერი, იგორ გროსუ.
საქართველოს საგარეო უწყება მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ტექსტი უწყების Twitter გვერდზე განთავსდა. „ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს კოლეგებს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე, როგორც მოლდოვის ხალხსა და მთავრობას. ვინაიდან ჩვენი ქვეყნები ისწრაფიან საერთო ევროპული მისწრაფებების მისაღწევად, გისურვებთ ყველანაირ წარმატებებს ამ უაღრესად მნიშვნელოვან გზაზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მილოცვაში.
მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა
საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად ევროკავშირის დროშა აღარ გამოიყენეს. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ "წელს 26 მაისის გზავნილია - "თავისუფლების სიყვარულით". დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო "ევროპისკენ" , მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ "რადიო თავისუფლებისთვის" მიწოდებულ განმარტებაში. ევროკავშირის დროშა - ევროკავშირის წევრობა, ყველა ბოლო კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ. მთავრობის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქნებიან წარმოდგენილები. მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე ასევე მოეწყობა სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა -კონცერტით დასრულდება. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
როგორ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. „აღსანიშნავია, რომ კანადაში უკვე მესამედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარას ჩანჩქერზე გამოჩნდება საქართველოს დროშის გამოსახულება. ასევე, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვას ცენტრალური ხიდები, კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი; ავსტრალიაში კი ავსტრალიის ეროვნული კარილიონის შენობა. 26 მაისის აღსანიშნავად, არგენტინაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით. ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC”-ის შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, საუდის არაბეთში ცნობილი შენობა - “Kingdom Tower”, თურქეთში კი, იზმირის მთავარი სიმბოლო - საათის კოშკი. აზერბაიჯანში, 26 მაისის აღსანიშნავად, განათდება „ჰეიდარ ალიევის ცენტრი", კვიპროსში კი, ნიქოზიის ცენტრალური მოედანი. ასევე, განათდება კორეის რესპუბლიკაში სეულის მერიის შენობა, სომხეთში კი, საქართველოს დროშა გამოიხატება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე. ირლანდიაში, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოიფინება საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთში კულტურის ეროვნული სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდება, საბერძნეთში - ათენის ცენტრალური შადრევანი. სლოვაკეთში განათდება კოშიცეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობა და საქართველოს საელჩოს ისტორიული ფასადი, ინდონეზიაში კი - ეროვნული მონუმენტი და შადრევანი. ბარსელონაში ქალაქის მთავარი შადრევანი განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით, თესალონიკში კი - მერიის შენობა. ამასთან, ნიუ-იორკში გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია, სან ფრანცისკოში ქართული დროშა აღიმართება მერიის შენობაზე, ხოლო იტალიაში, ბარიში ქართული დროშა გამოიფინება მერიის შენობაზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება. ასევე, ნიდერლანდებში, ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც. აშშ-ში, 26 მაისთან დაკავშირებით, კონგრესის ბიბლიოთეკაში იგეგმება ქართველი მხატვრის ქეთევან პაიჭაძის გამოფენის მოწყობა, ასევე ვაშინგტონის ლუთერანულ ეკლესიაში გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ. აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის ფარგლებში გამოცემული საფოსტო მარკა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება იაპონიაშიც, სადაც მოეწყობა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული გამოფენა, ასევე მოეწყობა ქართული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ცეკვები, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, ქართული ენისა და ანბანის ამსახველი ფოტოები, რუმინეთში კი მოეწყობა ფიროსმანის სურათების ფოტოგამოფენა. შვეიცარიაში, ბერნში 26 მაისის აღსანიშნავად, გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართველი და შვეიცარიელი მუსიკოსების მონაწილეობით, ამასთან მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. ავსტრიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში გაიმართება საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია, ხოლო უნგრეთში გაიმართება საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია. ეროვნული დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საფოსტო მარკის პრეზენტაცია. კუბაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოეწყობა ფოტო-გამოფენა, დოკუმენტური ფილმის - „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება, ასევე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ცეკვის, მუსიკალური ფოლკლორის, ბუნების ამსახველი კლიპები. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები ასევე მოეწყობა გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ვატიკანში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ესტონეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, პოლონეთში, ლატვიაში,სლოვენიაში, მოლდოვაში, სერბეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელში, იორდანიაში, ირანში, არგენტინაში, მექსიკაში, მალაიზიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ეთიოპიაში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ჟენევაში. ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში დაიბეჭდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კორეის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, თურქეთში, სლოვაკეთში, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების ინტერვიუები. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ
ვაშინგტონის მერიის ინიციატივით, 26 მაისი ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
ვაშინგტონის მერიის ინიციატივით, 26 მაისი ვაშინგტონში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, დავით ზალკალიანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ამ დღესთან დაკავშირებით, ფრედერიკ დუგლასის სახელობის მემორიალური ხიდი საქართველოს დროშის ფერბში განათდა. ზალკალიანის შეფასებით, ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რაც ქვეყნებს შორის მეგობრულ და პარტნიორი ურთიერთობის გამოვლინებაა. „მიუხედავად დღევანდელი გამოწვევებისა, მჯერა ჩვენი ქვეყნის და რეგიონის ნათელი მომავლის“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას - აშშ-ის საელჩო
თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ბლინკენი აშშ-ის საელჩო განცხადებასთან ერთად აზიარებს ფოტოს, ილია ჭავჭავაძის ფრაზით: „ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენსს საიმედო ყმაწვილ-კაცობას“. „ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”- ნათქვამია განცხადებაში. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
ახალ თაობას ორი რამ მინდა შთავაგონოთ, პირველი, შევინარჩუნოთ იდენტობა და მეორე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება - ბურჭულაძე
მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიების დაწყებამდე განუცხადა. აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ბლინკენი „მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების. ეს დღე არის ჩვენი ძალიან ძვირფასი დღე, როგორც აწმყოში, ასევე მომავალში. რა თქმა უნდა, მე მინდა მივულოცო ჩვენი გმირების ოჯახებს, ახალწვეულებს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი. ორი რამ, რაც მინდა, რომ ახალ თაობას შთავაგონოთ ეს არის - პირველი - ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ შევინარჩუნოთ იდენტობა და მეორე - არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მთავარი გამოწვევა - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაშიც აღნიშნეს
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. დერეკ ჰოგანმა და თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ლორა კუპერმა. საღამოს საქართველოს დესპანი აშშ-ში ხათუნა კვესელავა უძღვებოდა. აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ბლინკენი "მოწვეულმა სტუმრება დამსწრე საზოგადეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ხაზი გაუსვეს თაობების მანძილზე საქართველოს თავდადებულ ბრძოლას, და დღევანდელი გამოწვევების ფონზე, საქართველოს თავისუფლების გასამყარებლად საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას.ღონისძიება ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების კომპონენტებს მოიცავდა. საქართველოსა და აშშ-ის ჰიმნები ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ შეასრულა. Lსპეციალური მოწვევით, მუსიკალური ნომრებით წარდგნენ თეატრალურის კვარტეტი და კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი. გაიმართა ქეთი პაიჭაძისა და Art Cross Foundation-ის ქართული თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Rooted in Culture - rootedinculture.art. ღვინის ეროვნული სააგენტოს კამპანიის - Wines of Georgia - ფარგლებში და ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიების ჩართულობით (Silk Road Wine, Georgian Wine House, Interbalt Wines and Fine Spirits) მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაციის კუთხე. ღონისძიებას 600-მდე სტუმარი ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებიდან, კონგრესიდან, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციებიდან, დიასპორული ორგანიზაციებიდან, და ასევე დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროდან", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“ - ზურაბიშვილი
გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია - სალომე ზურაბიშვილი წვევამდელებს პრეზიდენტი დაინტერესდა, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის. განსაკუთრებით კი ისეთს ფეროებში როგორიცაა, ჯანდაცვა და განათლება. ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა დადაწესებული გადასახადების გადაუხდელობა. ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი. ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა: სად გაქრა სიტყვები, „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“? „ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ, სახელმწიფოს მშენებლობასა და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით“. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა მისივე თქმით, არ შეიძლება, ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან ერთი მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. მან მთავრობას პარტნიორებთან ურთიერთობის ენა დაუწუნა. ზურაბიშვილმა მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ „არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის“. „უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები, ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობასა და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს! შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
გერმანიის საელჩო: ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად
გერმანიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. დიპლომატიური წარმომადგენლობა ტექსტს შესაბამის ფოტოს ურთავს. „გერმანიის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად! შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
ისრაელის ელჩი: ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი უნიკალურია, ორივეს გვესმის, რაოდენ ძვირფასია დამოუკიდებლობა
საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჩემთვის დიდი პატივია ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1918 წელი საქართველოს ისტორიაში იყო გადამწყვეტი, როდესაც ერი გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპების გარშემო. დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე თქვენ უდიდესი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ თქვენ ყოველ ჯერზე აჩვენეთ ურყევი ნება და სწრაფვა სახელმწიფოებრიობისკენ. თქვენ განუწყვეტლივ მიისწრაფვით პროგრესისკენ, რათა შექმნათ საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება ღირებული და დაცული. ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი და მეგობრობა უნიკალურია, და ის საერთო ღირებულებებით არის განმტკიცებული. ჩვენ ორივეს გვესმის, თუ რაოდენ ძვირფასია სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
ლიეტუვის საგარეო უწყება: ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს
ლიეტივის საგარეო უწყება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მილოცვაში აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს. ლიეტუვის საგარეო უწყების ტექსტის მილოცვის ნაწილი ქართულ ენაზეა დაწერილი: კერძოდ: ლიეტუვა ულოცავს ქართველ ხალხს! „გულითადად გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს", - წერია ლიეტუვის საგარეო უწყების მილოცვაში, რომელსაც შესაბამის ფოტოს ურთავს. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენს თავისუფლების ზეიმს, ეს არის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია - პრემიერი
სრულფასოვანი თავისუფლება ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს. დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ. ღრმად მწამს, რომ სწორედ ერთიანობა არის გზა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის თავისუფლებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. „ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და განვითარებით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენის გზა არის უალტერნატივო. მე მჯერა ჩვენი საერთო მომავლის, მჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ძალისხმევით, ჩვენ ერთად შექმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისათვის, აფხაზთა, ოსთა, ქართველთა მომავალი თაობებისათვის,” – აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე გზა ჯერ კიდევ გასავლელია. „დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის; ეს კი საკუთარი ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს; თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გულისხმობს ისეთ სახელმწიფოს, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, გულისხმობს კანონის უზენაესობას, მარადიული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას, თავისუფლება გულისხმობს ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ოჯახის სიძლიერე - ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და, ამავე დროს, სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია; თავისუფლება გულისხმობს საზოგადოებას, რომელიც ესწრაფვის არა მხოლოდ ტერიტორიულ, არამედ ღირებულებრივ და შინაარსობრივ ერთიანობას, სადაც ერთმანეთს ხვდება ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, საკუთარი ხალხის დაცვა და ქვეყნის გადარჩენაა. „დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
აშშ ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას - კელი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ამ ქვეყანას ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა. ენტონი ბლინკენი: ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი „ქართველ მეგობრებს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლის თავს, რომელიც ასე ლამაზად აღნიშნა დღეს თავდაცვის ძალების მონაწილეობით. ისინი ძალიან შთამბეჭდავები არიან და ნამდვილად თავგანწირვით იბრძვიან, რომ საქართველომ დაიცვას თავისი საზღვრები, ამ საშინელი აგრესიის ფონზე, რომელიც რეგიონში ხდება. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქართველი ხალხი ერთგულია იმ მიზნის რომელიც დაისახა იმ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც არა წლებს, არამედ, საუკუნეებს ითვლის. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ამ ქვეყანას ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში", - განუცხადა ელჩმა მედიას „მთავარი არხის“ ცნობით. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლაზე: ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, გვართმევს ამ დღეს
დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე უპასუხა მედიის შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, როდესაც ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა პრეზიდენტის კრიტიკულ სიტყვას. „მე შემიძლია, ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით გესაუბროთ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებას ვერ გავაკეთებ. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, ეს არის ის, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ეს არის ის ხედვა, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი ხალხი. ეს დადასტურდა სულ ახლახან შუალედურ არჩევნებზეც და არაერთ არჩევნებშიც. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე რომ, ამ სულისკვეთებაში დავრჩები. მთლიანად საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია და ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ., გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც თავისი დღე და ბოლომდე იზეიმოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისამი მიძღვნილ სიტყვაში, მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე დაუსვეს შეკითხვა, თუ ვინ მიმართა სალომე ზურაბიშვილს სიტყვა „მოღალატით“ და ვინ შეაწყვეტინა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა. „დღეს დამოუკიდებლობის დღეა და ერთადერთი განწყობა, რაც უნდა იყოს, არის პოზიტიური განწყობა. უნდა იყოს გააზრება ჩვენი დიდი ისტორიისა, ჩვენი ახლო წარსულისა და ჩვენი სამომავლო გეგმების. არ მგონია, დღეს ის დღე იყოს, როდესაც ნეგატივზე უნდა ფიქრობდეს ჩვენი ერი თუ პოლიტიკოსები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა მაღალი რისკის ფასად საფრანგეთიდან ჩამოიტანა
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების სასახლეს ცნობილმა მუსიკოსმა ანზორ ერქომაიშვილმა 2016 წელს გადასცა. მან ეს ძვირფასი რელიქვია მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, მაღალი რისკის ფასად, პარიზიდან ჩამოიტანა საქართველოში და საბჭოთა რეჟიმის გამო დიდხანს საიდუმლოდ მალავდა. „ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი, რადგან ყველაფერს ველოდით ანზორ ერქომაიშვილის არქივში, გარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა და ეს აქტი რომ აღმოჩნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი შენაძენი. ეს იყო საბჭოთა პერიოდი, დაახლოებით 70-იანი წლების ბოლო, 80-იანი წლების დასაწყისი და ანზორ ერქომაიშვილისთვის ძალიან დიდი რისკი იქნებოდა მისი ჩამოტანა. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობა იყო, რომ ეს დოკუმენტი მან შეინახა, საბჭოთა საქართველოში ეს დოკუმენტი შეინახა იმის მოლოდინით, რომ დადგებოდა ოდესღაც მომენტი, როდესაც ეს დოკუმენტი ქართველ ხალხს დასჭირდებოდა, ამ ისტორიაში ეს მომწონს, რომ მან არამხოლოდ წამოიღო, არამედ, შემდეგ შეინახა უკეთესი დროის მოლოდინით და საბედნიეროდ, ეს მომენტი დადგა და დღეს დამოუკიდებლობას ვზეიმობთ“, - აცხადებდა საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია Europetime-თან ინტერვიუში. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ეს ეგზემპლიარი ხელოვნების სასახლემ პირველად ეროვნული სასახლის მთავარ დარბაზში 2018 წლის 26 მაისს გამოჰფინა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, გოლოვინის პროსპექტზე, მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ანზორ ერქომაიშვილის არქივი შეიცავდა არამხოლოდ მისი წინაპრების, ქართული მუსიკალური ფოლკლორული ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც, რომელიც მანამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი. ბატონი ანზორის თქმით, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საფრანგეთში მოგზაურობის დროს, ერთ-ერთმა ემიგრანტმა ლევილში გადასცა. მას 30 წლის განმავლობაში გურიაში ინახავდა, რადგან მაშინ ამის შესახებ საუბარი არ შეიძლებოდა. დოკუმენტის ორი ვარიანტი არსებობს, ეს შეიძლება იყოს ემიგრანტების მიერ საქართველოდან წაღებული აქტის ერთ-ერთი პირი, ან საფრანგეთში, ემიგრაციის მიერ შექმნილი. ეს დოკუმენტი ერთი რამით არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო, ძალიან ძვირფასი ყდა აქვს, ოქროს გერბით და გაფორმებული ემალის თვლებით. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დამოუკიდებლობის აქტი არსებობდა, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ან საგანგებოდ ლევილისთვის შექმნილი პირი...როგორც ჩანს, საქართველოდან ნაწილებად, ფრაგმენტებად გაიტანეს. შემდეგ, ჩვენ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვუკეთებდით რესტავრაციას და დღეს ეს დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების ეროვნულ სასახლეში ინახება. ეს გახლავთ ერთ-ერთი უნიკალური პირი...ეს ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განუცხადა გიორგი კალანდიამ Europetime-ს შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
ფაშინიანმა და ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს
აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სომხეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტისადმი მილოცვის ტექსტში ხაზ უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობარ ხალხს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც სათავეს იღებს საუკუნეების განმავლობაში მეგობრობის, მეგობრული მეზობლობისა და ჰარმონიის პირობებში მცხოვრები ჩვენი ხალხების ნებიდან, კმაყოფილებას იწვევს. ურთიერთდახმარება და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორები. დღეს კარგი შესაძლებლობებია ჩვენი ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისა და გამდიდრებისთვის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობას და ჩვენი პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე ამაღლებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, მივაღწევთ აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და ჩვენი ეფექტიანი ურთიერთქმედების შემდგომ გაფართოებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე. ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის მილოცვაში. ნიკოლ ფაშინია კი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია პრეზიდენტისადმი მისალოც გზავნილში. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი წერილში ფაშინიანი აღნიშნავს: გზა სახელმწიფოებრიობისაკენ ყოველთვის არ იყო გლუვი, მაგრამ სომეხმა და ქართველმა ხალხებმა, თანმიმდევრული ბრძოლის წყალობით, დაადასტურეს თავიანთი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და დღეს, თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო მშენებლობის საკითხში. დარწმუნებული ვარ, არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების მონდომება გააგრძელებს ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. ძალიან ვაფასებ მეგობარი საქართველოს მიღწევებს. გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასე დარჩება. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შრომას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია მისალოც წერილში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. „ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში“. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
ევროპელი მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ბლინკენი „დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრიადას წარმოადგენს. პოლონეთისა და საქართველოს ისტორიულმა გამოცდილებამ ამ ფასეულობებისადმი პატივისცემისა და ერთგულების მყარი საფუძველი შექმნა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - ნათქვამია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნიევ რაუს წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა. ზბიგნიევ რაუს სიტყვებით, საქათველოს ევროინტეგრაციის პროცესში, პოლონეთი თავიდანვე მხარს უჭერდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა „ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა კეთილდღეობას. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ამ გზაზე“, - ნათქვამია წერილში. ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს რუმინელი კოლეგა, ბოგდან აურესკუ. მისალოც წერილში ის საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილ დეკლარაციას ეხმაურება, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების დინამიკას განსაზღვრავს, მათ შორის, აუთვისებელი პოტენციალის მქონე სფეროებში. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და მზადაა ამ მიმართულებით თავისი გამოცდილების გასაზიარებლად“ - წერს ბოგდან აურესკუ. ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კი, ამ არჩევნის რეალიზებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მდგრადობა და სტაბილურობა. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას“, - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში. ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ვლაჩოვსკი. თავის წერილში ის საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის ოქმს ეხმაურება და წერს, რომ ეს ოქმი „თვისებრივად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი. წერილში ნათქვამია, რომ გასულ წელს აღინიშნა შვედეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი და ამავე დროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვენოვანესი ეტაპის დაწყება, რომელიც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებას უკავშირდება. საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის მისალოც წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები, რომლებსაც ბოლოდროინდელი შეხვედრები და ვიზიტები ადასტურებს. წერილში ნათქვამია, რომ საბერძნეთი საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთგულია და მხარი უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში, საქართველოს წინსვლას და კეთილდღეობას უსურვებს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი. „საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი“ - ნათქვამია წერილში. ივიცა დაჩიჩი მადლიერებას გამოხატავს საქართველოს პრინციპული პოზიციისა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ილია დარჩიაშვილის სახელზე გამოგზავნილ მისალოც წერილში, ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან გრლიჩ რადმანი ხორვატიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას. „მზად ვართ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ხორვატია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ არჩევანს და მომავალშიც განაგრძობს ამ მხარდაჭერას“ - ნათქვამია წერილში. „მჯერა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს აერთიანებს, ძლიერ იმპულსს შესძენს ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას“ - ნათქვამია წერილში, რომელიც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კონდოვმა თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ბულგარეთი უაღრესად აფასებს საქართველოსთან, როგორც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორთან აქტიურ თანამშრომლობას. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავეხმარებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოკლე ვადებში მიღებაში“ - ნათქვამია წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ხოლო ოქტომბერში დაგეგმილი სამთავრობო სამიტი დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენს ურთიერთობებს“ - წერს პიტერ სიიარტო თავისი ქართველი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს. „სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, ხოლო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია წერილში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ასევე ეხმიანება ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ალეინიკი და საქართველოსთან აქტიური დიალოგის გაგრძელების მზაობას გამოთქვამს. მისი თქმით, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და მდგრადი სახელმწიფოსა და საერთაშორისო არენაზე აქტიური მოთამაშის იმიჯის ჩამოყალიბებაში“. საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილებს ასევე უგზავნიან ფილიპინების რესპუბლიკის, ინდონეზიის რესპუბლიკის, კამბოჯის, პარაგვაის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და საერთო ინტერესის ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვემენ. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები რუსთაველის ძეგლთან გაშალეს
პარტია „ლელოს“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები რუსთაველის ძეგლთან გაშალეს. მანამდე, აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გამართეს. „მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის. ჩვენი მსვლელობა შოთა რუსთაველის ძეგლთან შეგნებულად დამთავრდა, იმიტომ, რომ იმ სახალხო მოძრაობაში დისონანსი არ შეგვეტანა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მინდა ანა ნაცვლიშვილს ვთხოვო, ეს ორი უმშვენიერესი დროშა წაიღოს და ჩვენი ქართველი ხალხის სახელით პარლამენტის შენობიდან გადმოფინოს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ოპონენტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა არ გამოფინეს. მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისამი მიძღვნილ სიტყვაში, მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა პარტნიორებისადმი დამოკიდებულების გამო და იმის გამო, „არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთდან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის“. ზურაბიშვილმა მთავრობას გავრილოვის მაგალითი შეახსენა და აღნიშნა, რომ რთული დასაჯარებელია, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები, ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. პრეზიდენტისთვის გაუგებარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, რადგან იმ ფონზე, როცა კონსტიტუციაში კი არის ევროპა ჩაწერილი, თუმცა ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ: აქედან გამომდინარე პრეზიდენტის თქმით, „ისმის კითხვა: სად გაქრა სიტყვები, „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“? შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“ - ზურაბიშვილი „მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობასა და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს! არ შეიძლება, ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან ერთი მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ძალა ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შემწყნარებლობით და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი. ეს ყოველივე არამხოლოდ წარსულითაა დამტკიცებული, ქართველ და ებრაელთა 26 საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 000-მდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს. დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. სახელმწიფოებრიობა ისაა, როცა ქვეყანა წესებით და კანონებით იმართება. ესაა სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ამიტომ გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი ისეთს ფეროებში როგორიცაა, ჯანდაცვა და განათლება. ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა დადაწესებული გადასახადების გადაუხდელობა. ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი. ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა: სად გაქრა სიტყვები, „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“? ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ, სახელმწიფოს მშენებლობასა და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით. შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“ - ზურაბიშვილი ჩვენმა წინაპრებმა, დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგადი ცოდნენ, თუმცა ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასოდეს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით, ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება (რაც ადვილია იმქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს) ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: გიორგი ანწუხელიძის, შმაგი სოფრომაძის, შინდისის გმირებისაა ეს დღე, სიცოცხლე რომ უყვარდათ, მაგრამ სიკვდილს თვალისდაუხამხამებლად ჩახედეს თვალებში
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს. „ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი დღეა - დამოუკიდებლობის დღე. საერო ცხოვრებაში, თუ რაიმე სიტყვას უხდება დღე-სასწაული, ეს დღეა. თუ რაიმე გვკრავს, გვაერთიანებს, ემოციურად გვმუხტავს, ეს დღეა და ეს დღე მართლაც ჩვენია, ჩვენი საერთო დღესასწაულია. არ არსებობს, უფრო აღმატებული, უფრო ამაღლებული, ვიდრე ფასეულობებია და ამ ფასეულობებისთვის ბრძოლაა. თავისუფლება სწორედ ასეთი ფასეულობაა. სიმბოლურია, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა. ის ამბობდა, რომ თავისუფლებას შენარჩუნება უნდა, არასდროს უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის. ასეა, მოპოვებულსაც დაფასება და მუდმივი მოფრთხილება სჭირდება. ჩვენი ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის შრომა გვჭირდება, განათლება, ბევრი პროფესიონალი, რადგან პროფესიონალიზმი პატრიოტიზმიცაა, ხოლო თავისუფლება პასუხისმგებლობაა პირველ რიგში. რამდენი მამულიშვილის ოცნება იყო ამ დღეს მოსწრებოდა, რამდენს მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს დღე გარდაუვალად დადგებოდა და სიცოცხლეს სწირავდა, რადგან სწამდა, სჯეროდა, ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის. ეს დღე მათი გამარჯვების დღეა, გულაგებში, გადასახლებებში, ომებში დაღუპული, დახვრეტილი, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას თავშეწირული თანამემამულეების დღეა, გიორგი ანწუხელიძისაა ეს დღე, შმაგი სოფრომაძის, შინდისის გმირების, სიცოცხლე რომ უყვარდათ, მაგრამ სიკვდილს თვალისდაუხამხამებლად ჩახედეს თვალებში, იმ ბიჭების და გოგოების გამარჯვების დღეა. გაუმარჯოს ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გაუმარჯოს! დიდება გმირებს! წინ ევროპისკენ! წინ განვითარებისკენ!
ზელენსკი: საქართველოს ვუსურვებ, რომ ჩვენთან და სხვა ყველა ევროპულ ერთან ერთად იყოს მშვიდობიან ევროპულ ოჯახში
საქართველოს ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად, მშვიდობიან ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. "მივესალმები ქართველ ხალხს და ვუსურვებ მათ, რომ ჩვენთან და სხვა ყველა ევროპულ ერთან ერთად იყვნენ თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსული ოკუპაციის ქვეშ არიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთი უძველესი და პატივსაცემი ისტორიული ძალაა და ეს ძალა დაუმარცხებელია, ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი დამარცხდება,” - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
26 მაისი მსოფლიოში
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა ან გაფორმდა. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც შესაბამისი ღონისძიებები უკვე მოეწყო. ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქის სკოპიეს მთავარი - მაკედონიის მოედანი ლიეტუვაში, კაუნასში ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანი და ქ. კლაიპედის მერიის ძველი შენობა (რატუშა) საქართველოს დროშის ფერებით განათ სან-ფრანცისკოს მერიის შენობა, საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ისრაელი, იერუსალიმის ცენტრი, YMCA კომპლექსი ესტონეთი, ტალინი, თავისუფლების მოედანი. იტალიაში, ბარის მერიის შენობაზე საქართველოს დროშა გამოიფინა. ბაქოში, 26 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებით განათდა „ჰეიდარ ალიევის ცენტრი". ირლანდიაში, ქ. დუბლინში ქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა. ბერნის მერიის შენობაზე საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
ჯო ბაიდენი: ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამისი წერილი საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის Facebook გვერდზე გავრცელდა. „ამერიკელი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს თქვენ და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა ხელს უწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებას რეგიონსა და მთელ მსოფლიოში. ორივე ქვეყნის ხალხების მდგრადი და მტკიცე ურთიერთობა ეფუძნება ჩვენს მჭიდრო კავშირებსა და საერთო ღირებულებებს, რომლებიც მოიცავს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობების წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იდგება. მომდევნო წლებში, მოუთმენლად ველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ჩვენი ხალხების უფრო უსაფრთხო, წარმატებული მომავლისთვის“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.