ძებნის რეზულტატი:

თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების15 შემთხვევა დაფიქსირდა. თურქეთი 33-ე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Newyorktimes ავრცელებს. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჩამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ შტამით ინფიცირებული 15 ადამიანი იზოლაციაში იმყოფება. ამჟამად მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების დადგენა და მათი კარანტინში გადაყვანა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული შემოწმების დროს, ვირუსი ბრიტანეტიდან დაბრუნებული ადამიანების გარდა, სხვას ადამიანებს არ დადასტურებია. „ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსის მუტირებული ვარიანტი 15 ადამიანს გამოუვლინდა. აღნიშნული პირები თურქეთში დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდნენ. დიდი ბრიტანეთიდან თურქეთში შემოსვლა დროებით შეჩერებულია“, - ეს განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა Twitter-ზე გაავრცელა.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლო კონცერტი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა

ახალი წლის ღამეს #2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლო კონცერტი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიებაში ჩართვის სურვილი 14-მა ხელოვანმა გამოთქვა და მათ მსჯავრდებულებს 2021 წლის დადგომა სხვადასხვა ნომრებით მიულოცეს. არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა საახალწლო თემაზე შესრულებული კომპოზიციები მოისმინეს, შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრებიც. ცნობისთვის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად, ბენდის თანხლებით აღნიშნავდნენ ხოლმე. წელს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლო ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

2020 წელს მსოფლიოში ავიაკატასტროფისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ფრენების შემცირების მიუხედავად, 2020 წელს მსოფლიოში ავიაკატასტროფისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. გასული ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ავიაკატასტროფისას დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი, ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანია To70-ზე დაყრდნობით, ავრცელებს. 2020 წელს, საავიაციო სფეროში 40 ინციდენტი დაფიქსირდა, საიდანაც ხუთი ფატალური აღმოჩნდა და შემთხვევებს, ჯამში, 299 ადამიანი ემსხვერპლა. 2019 წელს 86 ინციდენტი აღწერეს, მათგან რვა დასრულდა ფატალურად და ჯამში, 257 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

ირანი ურანის 20 პროცენტით გამდიდრებას გეგმავს

გაერო-ს ინფორმაციით, ირანი ურანის 20 პროცენტით გამდიდრებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში“ აცხადებენ, რომ ირანმა გაერო-ს ორგანიზაციას გეგმების შესახებ თავად აცნობა. თეირანში აცხადებენ, რომ ურანის გამდიდრება „ფორდოუს“ ბირთვულ ქარხანაში მოხდება, რომელიც მთებში მდებარეობს. გაეროს ატომური მეთვალყურეობის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების დარღვევა. „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს“ ინფორმაციით, ირანი კონკრეტულ დროს არ ასახელებს, როდის გეგმავს ურანის გამდიდრების დაწყებას. გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ირანმა ურანის გამდიდრების მაჩვენებლის ზრდა, ქვეყნის ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის შემდეგ გადაწყვიტა. შესაბამისი დადგენილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებით, ირანი ვალდებული იყო, ურანის გამდიდრების მაჩვენებელი 4-პროცენტიან ზღვარზე შეენარჩუნებინა. ბირთვული ბომბის დასამზადებლად ურანის 90-პროცენტიანი გამდიდრებაა საჭირო.

დაღესტანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დაღესტანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ გეჯუხიდან 7 კილომეტრში და ქალაქ დერბენტიდან 12 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე აღინიშნა.

ბისმილა აიმაკი მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც ავღანეთში მოკლეს

ავღანელი ჟურნალისტი ბისმილა აიმაკი, შეიარაღებული პირებებმა ცეცხლსასროლი იარაღით ავღანეთში, ღორის ცენტრალურ პროვინციაში მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი ბისმილა აიმაკი, სულ მცირე, მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც ავღანეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში მოკლეს. გავრცელებული ინფრომაციით, აიმაკი ერთი თვის წინ გადაურჩა სიკვდილს. გამოცემის თანახმად, ინციდენტების უმეტესობა ნებისმიერი შეიარაღებული ჯგუფის მიერ შეიძლება ორგანიზებული, მაგრამ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მკვლელობების უმრავლესობაში თალიბები დაადანაშაულეს.

მანჰეტენის უბანში მდებარე ბინაში გაერო-ს დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს

გაერო-ს დიპლომატი ნიუ-იორკის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NewYorkPost-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ქალი მანჰეტენის უბანში მდებარე ბინის საძინებელში აღმოაჩინეს, რომელსაც კისერზე ქამარი ჰქონდა შემოხვეული. პოლიციელებმა ასევე აღმოაჩინეს ანტიდეპრესანტის ანოტაციები და ორი ბოთლი მელატონინი – ერთი ცარიელი და მეორე თითქმის ცარიელი. მედიის ცნობით, გაერო-ს დიპლომატი ბინაში ორი წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა. რომელი სახელმწიფოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობდა გარდაცვლილი დიპლომატი ან რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

4 იანვარს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების გაუქმების საკითხზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი 4 იანვარს ჩანიშნულ რიგგარეშე სესიაზე, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვაზე იმსჯელებს. პატრიოტთა ალიანსმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. პარლამენტში შესვლაზე თანხმობა მხოლოდ ერთმა წევრმა ავთო ენუქიძემ განაცხადა. საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მიმართეს. საპარლამენტო უფლება მოსულების შეწყვეტა რამდენიმე კვირის წინ მოითხოვეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, გარდა „გირჩი“-სა და „მოქალაქეები“-სა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში პროპორციული სიით 36 მანდატი მოიპოვა. „ევროპულმა საქართველომ“ - 5, „სტრატეგია აღმაშენებელმა “-4, „ლელომ“-4, „გირჩმა“ - 4, „პატრიოტთა ალიანსმა“- 4 „მოქალაქეებმა“ - ორი , „ლეიბორისტულმა პარტიამ“ კი - ერთი. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

CNN: ბოლო 48 საათში ირანმა სპარსეთის ყურის საზღვაო ძალებში საბრძოლო მზადყოფნის დონე გაზარდა

აშშ და ირანი ერთმანეთს სპარსეთის ყურეში საომარი დაძაბულობის გაზრდაში ადანაშაულებენ. CCN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა დაადგინა რომ გასული 48 საათის განმავლობაში ირანმა სპარსეთის ყურის საზღვაო ძალებში საბრძოლო მზადყოფნის დონე გაზარდა. როგორც ამერიკულ ტელეკომპანიას აშშ-ის სადაზვერვო უწყებიდან აცნობეს, ირანს ერაყის ტერიტორაზე მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გადააქვს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, 3 იანვარს ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობიდან სამი წელი სრულდება და შესაძლოა ირანი შურისძიებას თავდასხმის სახით გეგმავდეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა კვირის დასაწყისში თქვა, რომ აშშ თეირანთან ომის გაჩაღებისთვის საბაბს ეძებს და ამას მოწმობს სადაზვერვო ინფორმაცია.

უისკონსინის შტატში დააკავეს ფარმაცევტი, რომელმაც, სავარაუდოდ,  კორონავირუსის ვაქცინის 500-ზე მეტი დოზა გაანადგურა

უისკონსინის შტატში დააკავეს ფარმაცევტი, რომელმაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ვაქცინის 500-ზე მეტი დოზა გაანადგურა, - აღნიშნულ ინფორმაციას NBCnews ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარმაცევტი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან ავრორას საავადმყოფოს მაცივარში კორონავირუსის ვაქცინის 500-ზე მეტი ფლაკონი არ მოათავსა და შენახვის წესები დაარღვია. გრაფტონის პოლიციამ ფარმაცევტის დაკავების შესახებ განაცხადა ხუთშაბათს გააკეთა, მაგრამ არ დაუსახელებია ფარმაცევტის ვინაობა და მოტივი. პოლიციის თქმით, ფარმაცევტის მიერ მიყენებული ზარალი "სავარაუდოდ 8000-დან 11000 აშშ დოლარამდე იყო." თავდაპირველად, აღმოჩნდა, რომ Moderna ვაქცინის 57 ფლაკონი - რომელიც ფარენგეიტის 36 – დან 46 გრადუსამდე უნდა ინახებოდეს - შემთხვევით მაცივრის გარეთ დატოვეს ღამით, ეს არის ძირითადი ღირებულებების დარღვევა. - განაცხადეს ავრორას საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. როგორც ცნობილია, თითოეულ ფლაკონში დაახლოებით 10 დოზა ვაქცინაა.

NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა

2020 წლის 1 იანვრიდან NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 2014 წელს უელსის სამიტზე გადაწყდა. ეს იყო ალიანსის პასუხი რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე. NATO-ს პრესსსამსახურის ცნობით, პირველი იანვირდან სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში 4 200 თურქი სამხედრო იმსახურებს. ასევე, წარმოდგენილი იქნება თურქეთის მიერ წარმოებული უახლესი ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანმანქანები, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები და ჰაუბიცები. 2021 წელს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში საერთო ჯამში იმსახურებს 6 400 ჯარისკაცი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოებიდან.

ინდოეთმა AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება ოფიციალურად დაუშვა

ინდოეთმა დაამტკიცა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც AstraZeneca- სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შეიქმნა. - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ეს არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, რომლის გამოყენებაც ინდოეთში ოფიციალურად დაუშვეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ინდოეთის ინფორმაციის მინისტრმა დაადასტურა, ინდოეთის მთავრობა კიდევ სამი ვაქცინის ავტორიზაციის შესახებ მსჯელობს. ინდოეთი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყენაში აღრიცხულია ვირუსის 10 მილიონზე მეტი შემთხვევა.

ხვალიდან სავაჭრო ცენტრები ისევ დაიკეტება

3 იანვრიდან სავაჭრო მოლები ისევ დაიხურება. ჯერჯერობით უცნობია სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეზღუდვა რამდენი ხნით გაგრძელდება. 2 იანვარი საქართველოს მასშტაბით მდებარე სავაჭრო ცენტრებისთვის ბოლო სამუშაო დღეა. 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან გაიხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღაზიების სამუშაო საათები დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე განისაზღვრა. მოქალაქეებს მაღაზიებში საყიდლებზე წასვლა დღეს 19:00-მდე შეეძლებათ.ხვალიდან სავაჭრო სექტორზე ისეთივე შეზღუდვები გავრცელდება როგორიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა.

თელავში აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ერთი პირი

თელავის პოლიციის შენობასთან კარვების გაშლის მცდელობისას, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. დაკავებული მოძრაობა „საქართველოს“ წევრი გივი ცინცაძეა. ინცინდენტის დროს პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა. დაზიანდა კარავიც. ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. აქციის მონაწილეები 1 იანვარს მომხდარი შემთხვევის დროულად გამოძიებას და ინცინდენტისთვის ტერორისტული აქტის კვლიფიკაციის მინიჭებას მოითხოვდნენ. 1 იანვარს, თელავის თეატრის წინ გაშლილი აქტივისტების კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა. აქციის მონაწილეების თქმით, ინციდენტის დროს მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ამ დროისთვის ადგილზე ვითარება უკვე განმუხტულია. მანამდე აქტივისტებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.

ოზურგეთში ხანძრისას წმინდა ნინოს დედათა მონასტრის სენაკები დაიწვა

შემოქმედის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს დილით, 07:00 საათზე ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს ცეცხლი გაუჩნდა. სენაკები სრულად არის დამწვარი. „მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა", - ვკითხულობთ შემოქმედის მიტროპოლიტის, იოსების "Facebook"-ზე გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ეპარქიის გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალაში ჩანს,განადგურდა სენაკები, დაიწვა ხატები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

კორონავირუსის ახალი შტამი უკვე 33-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა, უკვე მსოფლიოს 33-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. - ამის შესახებ ინფორმაციას NewYorktimes-ი ავრცელებს. ბრიტანეთის გარდა, ვირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: შეერთებული შტატები, თურქეთი, ავსტრალია, ბელგია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, ჩინეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია , ისლანდია, ინდოეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, იორდანია, ლიბანი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაკისტანი, პორტუგალია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და არაბთა გაერთიანებული საემიროები, აგრეთვეა ტაივანი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შტამი დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაშიც. ვირუსის ახალი შტამის გავრცელება, ძირითადად, ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის. გავარცელებული ინფორმაციით, Covid-19-ის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთმა ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ განცხადება 8 დეკემბერს გააკეთა. ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრძალა, თუმცა, ევროკავშირმა ქვეყნებს მოუწოდა, შეზღუდვები გაემარტივებინათ.

ყაზახეთში სიკვდილით დასჯა გაუქმდა

ყაზახეთმა გააუქმა სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, რომლის გამოყენებაზე 20 წლის განმავლობაში მორატორიუმი იყო გამოცხადებული ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში. პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას 2 იანვარს ხელი მოაწერა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. ამ აკრძალვის შემდეგ, ყაზახეთი შეუერთდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტზე დამატებულ მეორე ფაკულტატიურ პროტოკოლს. დოკუმენტის მეჯლისში (პარლამენტში) წარდგენის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუხტარ ტლეუბერდიმ განაცხადა, რომ პროტოკოლის რატიფიკაციის შემდეგ, ყაზახეთი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიყენებს სიკვდილით დასჯას - ომის დროს სერიოზული სამხედრო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ. ყაზახეთის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დარჩა სამი ქვეყანა - რუსეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი, რომლებსაც არ მოუწერიათ ხელი მეორე ფაკულტატიურ პროტოკოლზე. ბელარუსი კი რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დღემდე გამოიყენება სიკვდილით დასჯა.

იანვრიდან პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, 70 წლისა და ამ ასაკს გადაცილებულთათვის კი 25 ლარით გაიზარდა

2021 წლის იანვრიდან პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკისთვის 25 ლარით გაიზარდა. „ფასების ზრდა აღარ გამოიწვევს პენსიის მსყიდველუნარიანობის შემცირებას, რადგან ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლების გათვალისწინებით ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. 2020 წელს პენსიები გაიზარდა 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის - 50 ლარით. 2020 წელს ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმი - ეს არის პენსიების ყოველწლიური ზრდის წესი და მკაფიოდ განსაზღვრავს პენსიის ყოველწლიურ მატებას.

თელავში სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას დაკავებული აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

თელავში აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს დაკავებული მოძრაობა „საქართველოს“ წევრი გივი ცინცაძე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსით დაიწყო. დღეს თელავის პოლიციის შენობასთან კარვების გაშლის მცდელობისას, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. აქციის მონაწილეები 1 იანვარს მომხდარი შემთხვევის დროულად გამოძიებას და ინცინდენტისთვის ტერორისტული აქტის კვლიფიკაციის მინიჭებას მოითხოვდნენ. 1 იანვარს, თელავის თეატრის წინ გაშლილი აქტივისტების კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა. აქციის მონაწილეების თქმით, ინციდენტის დროს მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ამ დროისთვის ადგილზე ვითარება უკვე განმუხტულია. მანამდე აქტივისტებმა გზის გადაკეტვაც სცადეს. აქციის მონაწილეების თქმით, მორიგი აქციას ჯერ პროკურატურასთან, შემდეგ კი თელავის საკრებულოსთან გამართავენ. .

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. აღნიშულ ინფორმაციას theguardian ავრცელებს. ვირუსის ახალი შტამი 44 წლის ქალს დაუფიქსირდა, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან ვიეტნამში 22 დეკემბერს დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის ახალი შტამი პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა. ამჟამად ვირუსის ახალი შტამი 33-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.