ძებნის რეზულტატი:

ჯანმოს გუნდი უხანში საავადმყოფოს ეწვია, სადაც პირველ ინფიცირებულებს უმკურნალეს

ჯანმოს გუნდი უხანში საავადმყოფოს ეწვია, სადაც პირველ ინფიცირებულებს უმკურნალეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩინელ მეცნიერებთან შეხვედრის შემდეგ, ჯანმოს ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი უხანის, ჰუბეის პროვინციის საავამდყოფოს ესტუმრა. სწორედ ჰუბეის პროვინციის ექიმი, ჯანგ ჯიქსიანი, იყო პირველი, რომელმაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი კორონავირუსის შემთხვევა პირველმა დააფიქსირა. ჯანმოს ჯგუფის ერთ-ერთი ექსპერტის, პიტერ დასზაკის თქმით, მას საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა საავადყოფოს თანამშრომლებთან, რომლებიც პირველები იყვნენ, ვინც ახალი კორონავირუსის შემთხვევა დააფიქსირეს. ჯერჯერობით უცნობია ექსპერტთა ჯგუფის ზუსტი განრიგი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ხზღვის პროდუქტების ადგილობრივ ბაზარსაც დაათვალიერებენ. ჯანმოს გუნდს ასევე იმედი აქვს, რომ მათ ექნებათ წვდომა უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაზე, სადაც ინახება ვრცელი არქივი, რომელიც 2003 წლის SARS პანდემიის შემდეგ შეიქმნა.

არჩილ თალაკვაძე: ველით, რომ პარლამენტში ოპოზიცია უფრო გაფართოვდება

პარლამენტის თავმჯდამრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ელის, რომ პარლამენტში ოპოზიციური წარმომადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ "მოქალაქეებთან" შეხვედრის შემდეგ განაცხადა და დასძინა რომ პარტია ალეკო ელისაშვილთან მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა. "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან. „გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს პოზიტიური შედეგით დასრულდა - გავაფორმეთ დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩვენს მიერ საჯაროდ გაცხადებული პირობა საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპზე. ეს რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება. დოკუმენტი ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც და შეუძლიათ შეთანხმებას მათაც მოწერონ ხელი და პარლამენტში შემოვიდნენ. რაც შეეხება შეთანხმების იმ ნაწილს, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რათა შემოუერთდეს პროცესს კიდევ მინიმუმ იმდენი წარმომადგენელი ოპოზიციიდან, რაც იქნება საკმარისი ამ ცვლილებების განხორციელებისთვის. ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენ, როგორც სახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განვაცხადეთ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, რომ ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განხორციელდეს საქართველოს პარლამენტში, ჩვენ გაუმჯობესებული კანონმდებლობით შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს", - განაცხადა თალაკვაძემ. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, "გირჩი" აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლაზე მხოლოდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხდება. "გირჩის" მოთხოვნაა, თუ 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციამ მმართველ პარტიაზე მეტი ხმა აიღო, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ასევე მოითხოვენ საარჩევნო ბარიერის დაწევას. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას საკონსტიტუციო უმრავლესობა ესაჭიროება, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის გამო ამ ეტაპზე პარლამენტში არ არსებობს. ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, საბოლოოდ 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

ოსკაროსანი მსახიობი სისელი ტაისონი გარდაიცვალა

სისელი ტაისონი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ყოფილი მოდელისა და მსახიობის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. სესილი ტაისონს 1974 წელს, ორი EMMY-ს ჯილდო აქვს მოპოვებული. ის პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელმაც წინა საუკუნის 60-იან წლებში, სატელევიზიო სერიალში მთავარი პერსონაჟის როლი მოირგო. 2016 წელს, მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცეს.

რა საარჩევნო ცვლილებებს ითვალისწინებს „მოქალაქეებსა“ და მმართველ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განმარტავს, რომლის შეცვლის დამტკიცების სანაცვლოდ, საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტში შესვლაზე დათანხმდა. როგორც ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამივე საკითხის ინიცირება პარლამენტში პირველი მარტიდან უნდა მოხდეს, საბოლოოდ კი პირველ მაისამდე უნდა დამტკიცდეს, წინააღდეგ შემთხვევაში "მოქალაქეები" ისევ დატოვებენ პარლამენტს. „ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტური ცვლილება. პირველი ეს არის ელექტრონული არჩევნების წესი, კარუსელის ნებისმიერი სახის პრევენციისთვის ხმის მიცემა მოხდება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას. სამი კამერა იქნება, სადაც "ლაივსტრიმი" წამოვა ყველა უბნიდან ისე, რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკო-ში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", არამედ 7-ვე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი", - განაცხადა ელისაშვილმა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, "გირჩი" აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლაზე მხოლოდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხდება. "გირჩის" მოთხოვნაა, თუ 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციამ მმართველ პარტიაზე მეტი ხმა აიღო, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ასევე მოითხოვენ საარჩევნო ბარიერის დაწევას. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას საკონსტიტუციო უმრავლესობა ესაჭიროება, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის გამო ამ ეტაპზე პარლამენტში არ არსებობს. ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, საბოლოოდ 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.

პენტაგონი: თალიბანი ავღანეთის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს

პენტაგონის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მაისისთვის, ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვალდებულებას არ შეასრულებს, რადგან თავად თალიბებმა არ შეასრულეს შეერთებულ შტატებთან ნაკისრი ვალდებულებები. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „თალიბანი არ ასრულებს ვალდებულებებს, შეამციროს ძალადობა და გაწყვიტოს კავშირი ალ-ყაიდასთან", - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე. ჯონ კირბის თქმით, ვალდებულებების შეუსრულებლობა სამომავლოდ შეთანხმების მიღწევას ართულებს. კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ თალიბებსა და ავღანეთის მთავრობას შორის მოლპარაკებების უზრუნველყოფას ისევ ცდილობს. ცნობისთვის, გასული წლის თებერვალში, აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმებით ავღანეთი უცხოეთის ყველა ძალამ უნდა დატოვოს 2021 წლის მაისამდე, ექსტრემისტული ჯგუფის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების, მათ შორის, ალ-ყაიდასთან კავშირის გაწყვეტის სანაცვლოდ. შეთანხმებამ თალიბანს დააკისრა ვალდებულება, შეწყვიტოს თავდასხმები აშშ-ის ძალებზე, შეამციროს ქვეყანაში ძალადობა და სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოოს ავღანეთის მთავრობასთან.

The Courier: გავრცელდა ფილმის ტრეილერი, სადაც მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს

Lionsgate-მა გამოაქვეყნა, The Courier-ის ოფიციალური ტრეილერი, სადაც მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენდედიქტ ქამბერბეჩი და ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობენ. ფილმი დაფუძნებულია ბრიტანელი ბიზნესმენის გრევილ ვინის შესახებ გადაღებულ ნამდვილ ამბავზე. მერაბ ნინიძე ფილმში, ოლეგ პენკოვსკის, საბჭოთა კავშირის ოფიცრის როლი შეასრულა. ფილმის პრემიერა 18 თებერვალს გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ბარიერის დაწევას  საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მოუწოდებს პარტია “მოქალაქეებთან“ დღეს გაფორმებულ შეთანხმებას შეუერთდნენ. მისი ცნობით, დოკუმენტში, რომელსაც დღეს ორმა პარტიამ მოაწერა ხელი, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხიც არის გათვალისიწნებული და ღიაა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის. „პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და დღეს მათი წარმომადგენლები ირიცხებიან საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში, ისინი არიან დეპუტატები, ვიდრე მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ და მათ აქვთ საშუალება, რომ ამ დოკუმენტს შემოუერთდნენ. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან დაწყებული, მათ მიერ დაყენებული საკითხებით გაგრძელებული, მაგალითად, როგორიც არის, ნულიდან 3%-იან ბარიერამდე მსჯელობა, ანუ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით რომ 4 და 5%-იან ბარიერის ფარგლებში არ ვიმსჯელებთ. მსჯელობა იქნება მხოლოდ ნულიდან 3%-მდე, ანუ 3%-იანი უკვე გარანტიაა, დანარჩენი უკვე მოლაპარაკებების და კონსულტაციების შედეგად შეიძლება გადაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს“, - აცხადებს მდინარაძე. მისი თქმით, იქ არის უამრავი სხვა საკითხი. ე.წ. 100 მეტრიან დისტანციასთან, ასევე, ელექტრონულ სისტემასთან, შტრიხ კოდთან დაკავშირებით. „ ამ დონეზე ჩავედით სიღრმეებში და თუ თავსებადი იქნება სხვა ინოვაციებთან და ტექნოლოგიებთან, რომელიც შემოვიტანეთ ჩვენ ამ შეთანხმების ნაწილად ამ შემთხვევაში, იქნება შტრიხკოდებზეც საუბარი რომ თეორიული შანსიც კი გამოირიცხოს ე.წ. კარუსელის და ა.შ. უამრავი საკითხია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ. მისივე თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, მათივე მონაწილეობით შეიქმნება კომისია და დადგინდება ჰქონდა თუ არა, არჩევნებზე გაყალბებას, გადაცდომას, ხარვეზს ადგილიდ ა ამან „ქართულ ოცნებას თუნდაც 1%-იანი „სარგებელი“ მოუტანა, მაშინ ხელისუფლება თანახმაა ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის. "მოქალაქეების" მიერ საპარლამენტო უმრავლესობასთან გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს: არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებას, თითის ანაბეჭდით იდენტიფიკაციით; ყველა საარჩევნო უბანზე სამი კამერის დამონტაჟებას და ლაივსტრიმის" ჩართვას; ასევე ცესკო-ში ბარიერგადალახული ყველა პარტიის წარმოდგენას. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, "გირჩი" აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლაზე, მხოლოდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხდება. "გირჩის" მოთხოვნაა, თუ 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციამ მმართველ პარტიაზე მეტი ხმა აიღო, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ასევე მოითხოვენ საარჩევნო ბარიერის დაწევას. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას საკონსტიტუციო უმრავლესობა ესაჭიროება, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის გამო ამ ეტაპზე პარლამენტში არ არსებობს. ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, საბოლოოდ 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან რა საარჩევნო ცვლილებებს ითვალისწინებს „მოქალაქეების“ მიერ მმართველ პარტიასთან გაფორმებული მემორანდუმი არჩილ თალაკვაძე: ველით რომ პარლამენტში ოპოზიცია უფრო გაფართოვდება

საქსტატი: საქართველოს მოსახლეობაში დემოგრაფიული დაბერების პროცესი შეინიშნება

"ამჟამად საქართველოს მოსახლეობაში შეინიშნება დემოგრაფიული დაბერების პროცესი: 2000 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, 65 წლის და უფროსი ასაკის ქალების წილი ქალების მთლიან რიცხოვნობაში გაიზარდა დაახლოებით 22%-ით, მაშინ როცა მამაკაცებში იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის გაზრდილი", -ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში 2020“ წერია. სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიხედვით, ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ჩვეულებრივ, ბიჭი უფრო მეტი იბადება, ვიდრე გოგო. იგივე ტენდენცია, წლების მანძილზე, საკმაოდ სტაბილურად არის გამოხატული საქართველოშიც. ახალშობილი ბიჭების წილი 52%-ს შეადგენს. 30 წლამდე ასაკში, მამაკაცების რიცხვი აღემატება ქალების რაოდენობას. თუმცა 30 წლის და უფროს ასაკში, ქალების რიცხოვნობა სჭარბობს კაცების რიცხოვნობას, ამ უკანასკნელის მაღალი მოკვდაობის გამო. საერთაშორისო მასშტაბით, კაცებში მოკვდაობის მაღალი მაჩვენებელი გარკვეულწილად ქცევით ხასიათს ატარებს: გენდერული განსხვავება ალკოჰოლის მოხმარებაში, მწეველებში, სარისკო აქტივობებში მონაწილეობაში, ისეთები, როგორიცაა ავტომანქანის მართვა, განსაზღვრავს ქალების სიცოცხლის უფრო მაღალ ხანგრძლივობას კაცებთან შედარებით. „გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას უფრო მაღალია, ვიდრე კაცების. ამასთან, სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაში სქესის მიხედვით განსხვავებები არსებითია, ქალებისთვის შეადგენს 78.4 წელს, ხოლო კაცებისთვის 69.8 წელს“ - აღნიშნულია საქაღთველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ევროკომისიის პრეზიდენტი AstraZeneca-სგან განმარტებებს ითხოვს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეინი AstraZeneca-სგან სარწმუნო პასუხს ელის, თუ რატომ ვერ შეძლო კომპანიამ შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში ვაქცინის მიწოდება. ფონ დერ ლეინის თქმით, კომპანიის გადასაწყვეტია, თუ როგორ მიაწვდის დაპირებულ დოზებს ქვეყნებს, თუმცა ის ამავდროულად ბრიტანული ვაქცინის მწარმოებლისგან გამჭვირვალობას ითხოვს. „AstraZeneca-სგან, ისევე როგორც სხვა კომპანიებისგან გვინდა, რომ მიწოდების ხელშეკრულება შესრულდეს", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. „ჩვენ გვინდა, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მივიღებთ შეძენილ დოზებს", - დასძინა ფონ დერ ლეინმა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პასკალ სორიომ განაცხადა, კომპანია ხარვეზების გამოსასწორებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.

საქსტატი: 2019 წელს ემიგრანტების 56%-ს კაცები შეადგენდნენ

"2019 წელს კაცები შეადგენდნენ იმიგრანტების 59%-ს და ემიგრანტების 56%-ს", - ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში 2020“. "მიგრაცია კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაში. ტრადიციულად მაღალია მობილობა კაცებს შორის: 2019 წელს კაცები შეადგენდნენ იმიგრანტების 59%-ს და ემიგრანტების 56%-ს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა

"რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკმა, 2009-2019 წლებში, სტაბილური ზრდა აჩვენა: ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2009 წელს 26.5-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს - 29.7-ს", - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში 2020“ არის აღნიშნული. საქსტატის ინფორმაციით, კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად იყო გამოხატული, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა შესაბამისად 30.2 და 32.6 წელი შეადგინა. ცნობისთვის, პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2019 წლის ძირითად ტენდენციებს.

ენტონი ფაუჩი: ვირუსის შემდგომი მუტაციების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა საზოგადოების ვაქცინაციაა

"კორონავირუსის შემდგომი მუტაციების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა საზოგადოების ვაქცინაციაა", - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ეს ვირუსი განვითარებასა და მუტირებას განაგრძობს. ვირუსის შემდგომი მუტაციის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისი გამრავლების პრევენციაა და ეს ვაქცინაციით კეთდება“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

ევროკავშირის პრეზიდენტი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდება

ევროკავშირის პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდება. ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. ოფიციალურ გვერდზე გამოქვენყებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს მრავალმხრივი დისკუსია გაიმართება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის ურთიერთობებზე, უკრაინასა და მისი მოზობლებთან, ასევე საუბარი ირანის ბირთვულ შეთანხმებას, კლიმატის ცვლილებასა და კორონავირუსის პანდემიას შეეხება. ვიზიტის განმავლობაში, ბორელი მოსკოვში შეხვედრებს რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აკადემიური საზოგადოების წევრებთანაც გამართავს. "რუსეთთან ურთიერთობები ევროკავშირისთვის, ერთ-ერთი ყველა კომპლექსური რამაა. უახლოესი მოვლენები ჩემი მოსკოვში ჩასვლის საჭიროებას კიდევ ერთხელ უსამს ხაზს",- აღნიშნავს ბორელი.

საპატრიარქო განმარტავს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლე არ არის

"ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. „ბევრი ზარია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს, იგი არც კორონათი დაავადებულა“, - აცხადებს დეკანოზი.

ISFD-ის პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილების საკითხი ისევ აქტუალურია

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ცდომილებასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა. ISFED-ის განცხადებით, ხმების პარალელური დათვლის ახალი მონაცემებით, შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტში მეტობა დაფიქსირდა. „დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა. ვაპირებთ, დავუშვათ გამონაკლისი და შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტი, სადაც დაფიქსირდა მეტობა, დეტალურად გავიაროთ ცესკო-სთან ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან, რათა ნებისმიერი ეჭვი აღმოფხვრას და ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს გამჭვირვალობის მაქსიმალური სტანდარტი”, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ. 2020 წლის ნოემბერში „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები ცესკო-ს მონაცემებთან 4 პროცენტიან ცდომილებაში მოდიოდა. რის საფუძველზეც ოპოზიცია ხელისუფლებას და ცესკოს ხმების დათვლის შემაჯამებელი ოქმების და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. 11 დეკემბერს კი ISFED-მა არჩევნების მონიტორინგის შედეგების გადამოწმებული, დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ცესკო-ს მონაცემები, მათ მონაცემებს ემთხვეოდა. 8%-იან ცდომილების ბრალდებასთან დაკავშირებით, ISFD-ის დღევანდელ ბრიფინგს, ცესკო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მორიგ არასწორ ინფორმაციას აქვეყნებს. „სამწუხაროა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაუზუსტებელი მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმა გამოიწვია. დღეს უკვე, 8-პროცენტიან დისბალანსზე საუბრისას „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის განუყოფელი ნაწილია. ასეთი დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში”, - აღნიშნავს ცესკო-ს პრესსპიკერი. „სამართლიანი არჩვენების“ დღევანდელ პრესკონფერენციას "ნაციონალური მოძრაობაც" გამოეხმაურა. „კარგია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ხელახლა გადათვალა ოქმები და კვლავ დისბალანსური ოქმების რაოდენობა რვა პროცენტს შეადგენს. პოლიტიკური პარტიების სრული მონაცემებით, ბევრად უფრო მეტია. რა თქმა უნდა, შემდგომი მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ოქმებს ასწორებდა და საბოლოო ჯამში, განსხვავება „სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების 0.4 პროცენტსა და ცესკოს ანალოგიურ მონაცემებს შორის შესაძლოა, დიდი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ ოქმები რიგ შემთხვევებში კანონდარღვევით ჩასწორდა. სწორედ ამას ვამბობთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასაც კი აღარ აქვს აზრი, რადგან მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში ეს ოქმები სწორდებოდა კანონდაღვევებით, თუ კანონის მოთხოვნების მოშველიებით“, – განაცხადა „"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნები“ დღესაც მანიპულაციას ახდენს. “ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ის რასაც “სამართლიანი არჩევნები" თვენახევრის განმავლობაში ამბობდა, ოპოზიციისთვის რევოლუციაზე სალაპარაკოდ ყველაზე დიდი იარაღი იყო. პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ჯერ კიდევ დეკემბერში განცხადა რომ, ოპოზიციის არგუმენტებიდან, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ISFED-ის პირველადი შედეგები იყო. მისი თქმით, ოპოზიციას ეს არგუმენტი ხელიდან გამოეცალა დღეს ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში შესვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. დანარჩენ პარტიებს კი, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, გადაწყვეტილების შცვლა 2 თებერვლამდე შეუძლიათ. როგორც დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, ოპოზიციას, რომელთა წარმომადგენლებიც ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში ირიცხებიან, მოუწევთ ახსნა, რის გამო არ უერთდებიან პარლამენტს და საარჩევნო ცვლილებების იმ დოკუმენტს, რომელზეც უკვე ორმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი. „პრაქტიკულად მათ უკვე არგუმენტები აღარ რჩებათ”, - განაცხადა მდინარაძემ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის 12 დეკემბრის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ნოემბერშივე იცოდა რომ „სამართლიანი არჩვენების“ პირველადი მონაცემები მცდარი იყო. მისი თქმით, ხმების ხელახალ გადათვლას ISFD მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დათანხდა და დაზუსტების შემდეგ მათი მონაცემები ცესკოს მონაცემებს დაემთხვა. აღნიშნული ცდომილება ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა. მისი თქმით, ცესკოს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა ცესკოს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 11 დეკმებრს გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3%-ია, მინიმალური კი - 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ "ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი - 45.1%. დეკემბერში ISFD-ის თავმჯდომარემ ორგანიზაციის შეცდომა აღიარა და ISFD-ის გამგეობის მოთხოვნით, თანამდებობიდან გადადგა.

The Guardian-ი: Johnson & Johnson -ის ერთდოზიანი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია

Johnson & Johnson -ის ერთდოზიანი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. აშშ-ის კომპანიების მეხუთე ვაქცინის გამოცდა რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა და ყველგან დამაჯერებელი შედეგი აჩვენა. ის ფაქტი, რომ ვაქცინას მხოლოდ ერთი დოზა სჭირდება კორონავირუსის დასაძლევად, განვითარებადი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის საკმაოდ დამაიმედებელია. "ერთდოზიანი ვაქცინა პანდემიის პირობებში, ჯანმოს სტანდარტებით საუკეთესო ვარიანტია. ვაქცინა გააუმჯობესებს მიწოდების პროცესებსა და ხილმისაწვდომობასაც",- აცხადებს Johnsons & Johnson-ის მთავარი სამეცნიერო ოფისერი, პოლ სტოფელსი. Janssen-ის შვილობილ კომპანიას 44,000-ზე მეტი მოხალისე სამ ქვეყანაში ჰყავდა, კომპანია მომავალ კვირას FDA-ისგან საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ნებართვას ელის. Johnson & Johnson-ს აშშ-ისთან უკვე შეთანხმება აქვს. აშშ კომპანიისგან 100 მილიონ დოზას შეისყიდის. კომპანია ასევე მოელაპარაკა Covax-ს, პლატფორმა კომპანიის 50 მილიონ დოზას შეიძენს.

უკრაინაში რუსული ვაქცინის შეტანა აიკრძალა

უკრაინაში რუსული ვაქცინის შეტანა აიკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. უკრაინაში რუსეთიდან ვაქცინების შეტანა იკრძალება, მთავრობის ინფორმაციით, უკრაინაში ამჟამად Pfizer/BioNTech-ის ვაქცინების 200 000 დოზას ელოდებიან. ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინას არ აქვა ავტორიზაცია უკრაინაში, თუმცა მარეგულირებლის თქმით, ქვეყანაში რუსული ვაქცინით არ აიცრებიან. უკრაინა ვაქცინას Covax-ის პლატფორმით შუამავლობით ელოდება.

რუმინეთში საავადმყოფოში ხანძარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთში საავადმყოფოში ხანძარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ცეცხლი Covid საავადმყოფოში გაჩნდა, სადაც რამდენიმე ინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა. ბუქარესტის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი ელექტროგაყვანილობაში მომხდარმა დაზიანება გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.

პანდემიის მიუხედავად Apple–ის გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

პანდემიის მიუხედავად Apple–ის გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. უახლეს ტელეფონებზე, ლეპტოპებსა და გაჯეტებზე განსაკუთრებულმა მოთხოვნამ ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიას 111 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. გამოცემის თქმით, ახალი რეკორდი განპირობებულია პანდემიის პერიოდში ონლაინაქტივობების გაზრდით. კომპანიის თქმით, მათ გაყიდვებს დადებითი გავლენა ჩინეთის ბაზარზე Apple-ის პროდუქტის მოთხოვნის ზრდის დამსახურებაცაა. Apple-ის თქმით, 5G ტექნოლოგიების განვითარებამაც საგრძნობი როლი ითამაშა მათი შემოსავლის რეკორდულ მაჩვენებელზე. კომპანიის გაყიდვები ჩინეთში 57%-ით გაიზარდა. ევროპაში გაყიდვების წილმა 17% შეადგინა, ხოლო ამერიკაში - 11%.

თბილისში ელექტრო მოპედების გაზიარების სერვისი გამოჩნდა

თბილისში ელექტრო მოპედების გაზიარების სერვისი სახელწოდებით "Qari Electric"-ი გამოჩნდა. გაქირავების სერვისის გამოსაყენებლად საჭიროა კომპანიის აპლიკაციის ჩამოტვირთვა. რეგისტრაციის შემდეგ მოხმარებელს შეეძლება რუკაზე მითითებული მოპედების აყვანა და მგზავრობა. მოპედით სარგებლობის შემდეგ, მომხმარებელს მოპედის დატოვება პარკერებისა დასრულებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში შეუძლია, რომლებიც აპლიკაციაშია მითითებული. კომპანიის მოპედის სამართავად მართვის მოწმობა აუცილებელია. Qari-ს თქმით, მათი მოპედები ელექტროა და გარემოსთვის უსაფრთხოა. ამ ეტაპზე აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს.