ძებნის რეზულტატი:

რუსეთმა უკრაინის ცხრა კომპანიას სანქციები დაუწესა

რუსეთმა უკრაინის ცხრა კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Rferl.org-ი ავრცლეებს. სანქციები "საგანგებო ეკონომიკური ზომების" ფარგლებში დაწესდა. სანქციების დაწესების შესახებ განცხადება 12 თებერვალს, გვიან გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები შეეხო უკრაინის ხომალდების მშენებელ კომპანია Craneship-ს, ბუქსირის ფირმა Donmar-ს, ტვირთების ოპერატორ Transship-ს და ფოლადის მწარმოებელ კომპანია Maxima Metal-ს. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული სანქციების დაწესების მიზეზები. ამ ნაბიჯით რუსეთის მიერ სანქცირებული უკრაინული კომპანიების საერთო რაოდენობა 84-ს გაუტოლდა. უკრაინის მხრიდან ახალ სანქციებზე ჯერჯერობით განცხადება არ გაკეთებულა.

ბრიტანელი მინისტრი: საქართველო დიდი ბრიტანეთის უახლოესი პარტნიორი და ძლიერი მოკავშირეა

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და ვხვდები ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები. ჩვენ გამოვხატავთ განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მთლიანი რეგიონის სტაბულურობისა და სიცოცხლისუნარიანობის მიმართ.”- ამის შესახებ ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა უენდი მორტონმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. უენდი მორტონმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვარს შევიდა. „აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის და ხაზს უსვამს საქართველოსთან ჩვენი მტკიცე კავშირების მნიშვნელობას“, - აღნიშნა ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა. უენდი მორტონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები მომავლაშიც გაგრძელდეს და გაფართოვდეს. მისი თქმით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებობს უამრავი სფერო, სადაც შესაძლებელია კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება. უენდი მორტონის განცხადებით, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე ხაზი ასევე გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების და ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას. „მე დღეს ვესაუბრე მინისტრ ზალკალიანს იმის შესახებაც, თუ რა შეიძლება ერთობლივად გაკეთდეს მიმდინარე პანდემიასთან გამკლავების მიზნით, ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს ქვეყნებში ეკონომიკური აღდგენის პროცესი მტკიცე და მდგრად “მწვანე“ საფუძველს დაემყაროს.“- აღნიშნა უენდი მორტონმა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უენდი მორტონი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან, საქართველოს პრემიერთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან. მინისტრი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს. საქართველოში პირველი ვიზიტით ბრიტანელი მინისტრი ვენდი მორტონი იმყოფება

გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა

Insider-ის ცნობით, გვინეამ ეპიდემია გამოაცხადა, ქვეყანაში 2016 წლიდან ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გვინეის ქალაქ, გუეკეში ებოლას ვირუსით უკვე სამი ინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს ცნობით, სამივე მათგანი იმ შვიდი დადასტურებული შემთხვევიდანაა, რომელიც ერთ-ერთ სოფელში დაკრძალვაზე იმყოფებოდა. მათი კონტაქტების მოძიება უკვე მიმდინარეობს. ოთხივე ინფიცირებული პაციენტი იზოლირებულია. აფრიკაში 2014-16 წლებში ვირუსით 28,000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა საიდანაც 11,000 გარდაიცვალა. გვინეის გარდა, გასულ კვირაში კონგომაც განაცხადა ებოლათი ინფიცირების შემთხვევების შესახებ.

სახალხო დამცველი: სკოლებში გატარებული ღონისძიებები არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს

სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დრომდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს. ამის შესახებ განცხადენა მის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. ნინო ლომჯარიას შეფასებით, სამინისტროს არ წარმოუდგენია ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურ მართვას, გამოვლენილ ხარვეზებზე სწრაფ რეაგირებასა და საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. "სამინისტროს არ წარმოუდგენია ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურ მართვას, გამოვლენილ ხარვეზებზე სწრაფ რეაგირებასა და საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. უწყების მიერ მიღებული ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, სკოლებმა თავად უნდა შეიმუშაონ პანდემიის პირობებში, საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ერთიანი ხედვის და მიდგომის არსებობისთვის არასაკმარისია. არ არის წარმოდგენილი სრული ინფორმაცია საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემების თაობაზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 7 თებერვლის განცხადების თანახმად, 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. ასევე, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება საკმარისად, რადგან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცახდებაში. მისივე თქმით, დიდკონტიგენტიანი სკოლების შემთხვევაში დისტანციის დაცვის და ნაკადების მართვის მონიტორინგის საკითხი გამოწვევის წინაშე დგას, სკოლების შეზღუდული რესურსების პირობებში. როგორც ლომჯარია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ საჭიროებებზე და აღნიშნულის მიხედვით დაიგეგმოს სასწავლო პროცესი. "დიდკონტიგენტიანი სკოლების შემთხვევაში დისტანციის დაცვის და ნაკადების მართვის მონიტორინგის საკითხი გამოწვევის წინაშე დგას, სკოლების შეზღუდული რესურსების პირობებში. შესაძლოა რისკებთან იყოს დაკავშირებული ისიც, რომ მე-5 კლასამდე მოსწავლეებისთვის არ არის სავალდებულო პირბადის ტარება, რაც თავის მხრივ, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ საჭიროებებზე და აღნიშნულის მიხედვით დაიგეგმოს სასწავლო პროცესი. ამასთან, მაქსიმალურად უნდა გამოიყოს როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსი, რათა სკოლებმა შეძლონ პრევენციული ღონისძიებების ეფექტური განხორციელება პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გაძლიერებული მონიტორინგის პირობებში", - ნათქვამია განცხადებაში.

თანამშრომლების ტესტირება შესაძლოა, რესტორნებისთვისაც სავალდებულო გახდეს

"რესტორნებისთვის, შესაძლოა, სტაფის ტესტირება სავალდებულო გახდეს", - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ეკონომიკის მინისტრა განაცხადა, ამ და სხვა საკითხებზე ის რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმსჯელებს, რომელიც მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. „მუშაობის პროცესი მიმდინარეობს და ვერ ვიტყვი წინასწარ რაზე ვმსჯელობთ, თუმცა, სტაფის სავალდებულო ტესტირება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არა მარტო სამედიცინო მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, კარგი მარკეტინგული სვლაც იქნება რესტორნებისთვის, რადგან მომხმარებელი, მათ შორის უცხოელებიც უფრო ესტუმრებიან რესტორანს და სასტუმროს, რომელშიც ეცოდინებათ, რომ თანამშრომლები პერიოდულად იტესტებიან. ეს უცხოეთში უკვე მიღებული პრაქტიკაა. ამის შესასრულებლად ყველაფერი გვაქვს, მათ შორის სახელმწიფოს მხარდაჭერაც“, - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თანამშრომლების სავალდებული ტესტირებას სავაჭრო ცენტრები და ბაზრები ახორციელებენ.

თამარ კორძაია პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

რესპუბლიკელმა თამარ კორძაიამ საკონსტიტიციო სასამართლოს საჩივრით მიმართა. ის საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რის მიხედვითაც დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე უარი უთხრეს. „ეს იყო უარი ჩემი თავისუფალი ნების აღსრულებაზე, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოა. აქედან გამომდინარე, მე სამართლებრივი მექანიზმებით ვებრძვი იმ ძალადობრივ პარტიას და ხელისუფლებას, რომელიც თრგუნავს ჩემს თავისუფლებას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ. თამარ კორძაია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატად ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ იყო არჩეული. შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

პატრიარქი მეუფე პეტრეზე: დარწმუნებული ვარ სინანული დაისადგურებს და უძღები შვილი დაბრუნდება

"ინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება", - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას ისაუბრა. ილია მეორის ამ განცხადებას “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს. აღნიშნული განცხადებით, ილია მეორე მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და სინოდის მიერ, მისთვის გამოტანილი განჩინებას გამოეხმაურა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მეუფე პეტრე საკუთარი შვილივით გაზარდეს, თუმცა განსაცდელი მოხდა. “თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალაც ეძლევა, მადლიც ეძლევა. მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ყველას გილოცავთ დღესასწაულს! აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა“. ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ”, - ამბობს ილია მეორე. 2020 წელს მეუფე პეტრე (ცაავამ) პატრიარქი მამათმავლობის ცოდვაში დაადანაშაულა, რის გამოც სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიას ჩამოაშორა, მონასტერში წასვლის რეკომენდაცია და მონანიების ვადა მისცა. მეუფე პეტრემ მონასტერში წასვლაზე უარი განცხადა და პატრიაქრის მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთებას დღემდე აგრძელებს. სინოდის 11 თებერვლის სხდომაზე გადაწყდა, რომ მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხზე მსჯელობისთვის, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც მეუფე პეტრეს ქმედებებს განიხილავს.

გერმანიამ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სხვადასხვა ინვენტარი გადასცა

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო სასწავლო ინვენტარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.ბატონმა ქნირშმა მიულოცა პოლკოვნიკ ნიკოლოზ შარაძეს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დანიშვნა და უსურვა მას წარმატება ამ საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს უსაფრთხოების თანამშრომლები, ჯამილა ფიშერი და პატრიკ კრონბერგი.

სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ კლიმატის ცვლილებების საკითხებზე ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და კლიმატის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯონ კერიმ სატელეფონო საუბარში კლიმატის ცვლილებები და კლიმატის სფეროში პარიზის ხელშეკრულების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას Rferl.org-ი ავრცელებს. ლავროვი და კერი შეთანხმდნენ, რომ არქტიკის საბჭოს ფარგლებში ისევ ითანამშრომლებენ, მათ შორის, კონტაქტების განვითარების გზით, „არქტიკის დღის წესრიგში კლიმატის საკითხების მნიშვნელობის გათვალისწინებით“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ სიტყვებს სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს. წელს რუსეთი არქტიკის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ორი წლის ვადით გახდა. ლავროვი მიესალმება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გეგმას, დაუბრუნდეს პარიზის შეთანხმებას - გლობალურ ხელშეკრულებას, რომელიც 200-მდე ქვეყანას ავალდებულებს ზომების გატარებას დათბობის წინააღმდეგ, რათა კლიმატის კატასტროფული ცვლილება თავიდან აიცილონ. „ცნობისთვის, პარიზის ხელშეკრულებიდან აშშ, ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოიყვანა. მან შეთანხმებას ამერიკისთვის „კატასტროფული“ უწოდა. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკვე გადადგა ნაბიჯები ამ ხელშეკრულებაში დასაბრუნებლად.

ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სურთულეების წინაშე - დევიდ კრამერის სტატია

ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სირთულეების წინაშე - ამ სათაურით დევიდ კრამერის წერილი ეკონომიკურმა კვლევითმა ცეტრმა გამოაქვეყნა, რომელსაც Europetime უცვლელად გთავაზობთ. _2021 წლის 20 იანვარს ამერიკის ისტორიის ახალი თავი დაიწყო. ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შვებისმომგვრელი მოვლენა აღმოჩნდა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ბაიდენმა ყურადღება ამერიკელთა ერთიანობაზე გაამახვილა და ეს შეერთებული შტატების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევის აუცილებელ პირობად დაასახელა. სირთულე მართლაც მრავლადაა. კორონავირუსის პანდემიის სტატისტიკა კვლავაც შემაშფოთებელია:ინფიცირების შემთხვევებმა 25 მილიონს მიაღწია, დაღუპულთა რიცხვი კი თებერვლის ბოლოს 500000-ს გაუტოლდება. უმძიმესი დარტყმა მიიღო ეკონომიკამ, რომელიც დანაკარგს ვერ აღიდგენს, ვიდრე ვირუსის გავრცელება კონტროლს არ დაექვემდებარება. ამ ყველაფერს უთანასწორობა, რასობრივი დაძაბულობა, ექსტრემიზმი და პოლარიზაცია ემატება. ბაიდენის ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა ხვდება. სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხების რიცხვზე მეტყველებს 100-ზე მეტი საპრეზიდენტო ბრძანებისა და დირექტივის დაუყოვნებელი ხელმოწერა. მათ შორის იყო პანდემიასთან ბრძოლის საკითხები, მუსლიმთა შეერთებულ შტატებში დაშვების გაუქმება,მექსიკის საზღვარზე დაწყებული კედლის მშენებლობის შეჩერება, პარიზის კლიმატის შეთანხმებაში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნება. ამ ინიციატივათა დიდი ნაწილი საარჩევნო კამპანიისას გაცემული დაპირებების შესრულებაა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების გაუქმებაა. ტრამპი არსად წასულა. სოციალური მედიის პლატფორმებიდან გაუჩინარების მიუხედავად, ტრამპი ინარჩუნებს იმ მნიშვნელოვან გავლენას, რომელიც მან რესპუბლიკურ პარტიაზე დაამყარა. ახლა ამას ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდიდან ახერხებს. მასთან ღია დაპირისპირებას ძალიან ცოტა რესპუბლიკელი კონგრესმენი თუ გაბედავს. ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატის 10-მა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამ გამბედაობის გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მათ დაუყოვნებლივ მოუწიათ: ახლა მათ გადადგომას მათივე თანაპარტიელები ითხოვენ. ეს წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული ტრამპის მეორე იმპიჩმენტია. პირველად კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება 2020 წელს, უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის გამო გადაწყვიტა. კიევზე წნეხის მიზანი საარჩევნო კამპანიისას ჯო ბაიდენის მაკომპრომატირებელი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება იყო. მეორე იმპიჩმენტის ინიცირება 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში და მის გარშემო დატრიალებული მოვლენების წაქეზებამ გამოიწვია. შეერთებული შტატების ისტორიას არ ახსოვს სახელმწიფო მოხელე, რომლის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში ორჯერ დადგა. ტრამპის იმპიჩმენტს მხარი მხოლოდ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტ რომნიმ, დაუჭირა. ამჯერად რესპუბლიკელებს შორის პროცედურის მეტი მხარდამჭერი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა უმრავლესობა ტრამპის მათზე შესაძლო კონტრშეტევას უფრთხის. იმპიჩმენტის განხორციელებისთვის დემოკრატებს 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა სჭირდებათ. ამ სტატიის წერისას მათი მიღების ალბათობა უკიდურესად დაბალია. რესპუბლიკურ პარტიას სხვა პრობლემებიც მრავლად აქვს. კონგრესში ახლადარჩეული გრინისა და ლორენ ბიბერტის მსგავსი რესპუბლიკელები მუქარითა და სიძულვილის ენით გაჯერებული კომუნიკაციით გამოირჩევიან. რესპუბლიკელთა ლიდერები, მათ შორის კევინ მაკკარტი, პარტიის ექსტრემისტულ ფრთასთან დაპირისპირებას თავს არიდებენ. ტრამპთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის იანვრის ბოლოს მაკკარტი მას მარა-ლაგოშიც კი ესტუმრა. რესპუბლიკურ პარტიაში შექმნილი არეულობის ფონზე არ უნდა გამოგვრჩეს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის იმედისმომცემი დასაწყისი. პრეზიდენტმა ხელისუფლების საკვანძო თანამდებობები მაღალკვალიფიციურიდა გამოცდილი პროფესიონალებით დააკომპლექტა. ნელი დასაწყისის შემდეგ, სენატში მათი დამტკიცები სპროცესი სრული სიჩქარით მიმდინარეობს. ენტონი ბლინკენი, რომელიც სენატმა სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დაამტკიცა, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ექსპერტი და პროფესიონალია. ის სენატორი ბაიდენის მიერ საგარო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეობისას მისი უახლოესი მრჩეველი იყო, პრეზიდენტობამას ადმინისტრაციაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მსახურობდა. მდიდარი გამოცდილება გააჩნია ჯეიკ სალივანსაც, რომელიც ბაიდენის უშიშროების საკითხებში მრჩევლის პოზიციას იკავებს. თავდაცვის მდივანად კონგრესმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი დაამტკიცა, ნაკლებად ცნობილი საჯაროა პირია, თუმცა ზურგს მასაც შთამბეჭდავი სამხედრო სამსახური უმაგრებს. აღიარებული პროფესიონალია სახელმწიფო ხაზინის ახალი მდივანი ჯენეთ იელენიც. შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობენ უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელები - ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი. ბაიდენის მიერ შეკრებილი ეს შთამბეჭდავი შესაძლებლობების მქონე გუნდი დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს მუშაობაში. შეერთებული შტატების შიდა პრობლემების მოგვარებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ამ დროს არ შენელდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა საშინაო და საგარეო დღის წესრიგის საკითხები პარალელურად უნდა გადაწყვიტოს. ბაიდენს უყვარს გამეორება, რომ შეერთებული შტატების ლიდერობა არა უბრალოდ მის ძალას, არამედ მისი მაგალითის ძალას უნდა ეფუძნებოდეს. დღეს, როგორც არასდროს, ლიდერის ეს პოზიცია, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეჭვგარეშეა, რომ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკამ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეში გამძაფრდა და 6 იანვარს კაპიტოლიუმის ცნობილი მოვლენებით დასრულდა, შეერთებული შტატების პრესტიჟსა და გავლენას დიდი ზიანი მიაყენა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აჯანყებული ბრბოს კაპიტოლიუმში შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის წევრები შენობაში დაბრუნდნენ, რათა არჩევნების შედეგების აღიარებისთვის საჭირო პროცედურები დაესრულებინათ. ორი კვირის შემდეგ, კაპიტოლიუმის უსაფრთხოების გარღვევისა და პოლიციაზე თავდასხმის ადგილზე პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვიცეპრეზიდენტმა ჰარისმა ფიცი დადეს. ასეთი თვალშისაცემი კონტრასტი შეერთებული შტატების ინსტიტუტების მდგრადობაზე მეტყველებს. ამან არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და ამერიკული პოლიტიკური სისტემის დაცულობის დონე არ უნდა გადავაფასოთ. კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ ბრბოს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკპენსმა და სპიკერმა ნენსი პელოზიმ რამდენიმე წუთით გაასწრეს. მოვლენები გაცილებით მძიმე სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები საშინაო პრობლემების გარდა ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეერთებული შტატების შელახული რეპუტაციით იწყებს. „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ მიერ 11 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბაიდენის გამარჯვებას ევროპელთა უმრავლესობა მიესალმება,მაგრამ 32% ამბობს, რომ ტრამპის შემდეგ ამერიკის ნდობა აღარ შეიძლება. საპირისპირო აზრი გამოკითხულთა მხოლოდ 27%-ს აქვს. ამერიკელებისადმი უნდობლობას გამოკითხულ გერმანელთა 53% ავლენს. ბრიტანელებს შორის ეს მაჩვენებელი 35%-ია, ფრანგებს შორის კი ყველაზე ხშირი პასუხი „არ ვიცი“-ია. საბოლოო ჯამში, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი - ბრიტანელთა 81%, გერმანელთა 71%, ფრანგების 66% -ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა „სრულად“ ან „ნაწილობრივ“ დაზიანებულია.ათი გამოკითხულიდან ექვსი მიიჩნევს, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში ჩინეთი შეერთებულ შტატებზე ძლიერი იქნება. ამერიკის დადებითი ხედვა უფრო ძლიერი მხოლოდ პოლონეთსა და უნგრეთშია, სადაც პოლიტიკური ლიდერები ტრამპისადმი პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი. შეერთებული შტატების სტატუსის აღდგენა ბლინკენისა და ბაიდენის პრიორიტეტია. ეს ადვილი მისაღწევი არ იქნება. სიმართლე რომ ითქვას, შეერთებული შტატების გავლენა წლების განმავლობაში სუსტდებოდა. ტენდენციას სათავე 2003 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ ერაყში ინტერვენციის გადაწყვეტილებამ დაუდო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვებით ევროპაში გამოწვეული ენთუზიაზმი მისი აზიისკენ „შეტრიალების“ პოლიტიკის გამოცხადებისთანავე გაილია: ევროპელთა შორის გამყარდა კონსენსუსი, რომ ამერიკისთვის ამ კონტინენტის მნიშვნელობა წარსულთან შედარებით უმნიშვნელო იყო. ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ამ მოსაზრებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ევროპელთა დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის გამარჯვებას მიესალმა. გასული ოთხი წლის განმავლობაში ტრამპს ხელიდან არ გაუშვია ამერიკის ევროპელი მოკავშირეების დამცირების შესაძლებლობა. საქმე ევროპელ ლიდერებზე პიროვნულ თავდასხმებამდე მიდიოდა. ტრამპის ევროპელი პარტნიორებისადმი დამოკიდებულებას შესანიშნავად ასახავს 2017 წლის ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრაზე გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც ტრამპი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს,მილო ჯუკანოვიჩს, პრესის დასანახად ჰკრავს ხელს. ტრამპმა ევროკავშირი შეერთებული შტატების ერთერთ ყველაზე დიდ მტრად გამოაცხადა. ასეთმა ქცევამ ვაშინგტონის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი ერთგულება დააყენა ეჭვქვეშ. არ უნდა იყოს გასაკვირი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ასეთი გაუარესების ფონზე ტრამპის დამარცხებითა და ბაიდენის გამარჯვებით გახარებული ევროპელების რეაქცია. ევროპელების გულწრფელი სიხარული. ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების მთავრობების ბოლოდროინდელი ქცევა მიგვანიშნებს, რომ ისინი წარსული შეცდომების აღიარებას, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისგან ელიან. ურთიერთობა დათმობებს ორივე მხარისგან მოითხოვს. ვაშინგტონთან ურთიერთობის გამოსასწორებლად ძალისხმევა ევროპელებმაც უნდა გასწიონ. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენები ოპტიმისტურ მოლოდინს არაჩენს. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა 2020 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მიღწეული შეთანხმებაა,რომელიც ნათლად მიანიშნებს ევროპელების მიერ პეკინთან ურთიერთობაში პრინციპულ პოზიციაზე უარის თქმას. უიგურების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისა და ჰონგ-კონგელთა რეპრესიების ფონზე ევროკავშირმა ადამიანთა უფლებების ნაცვლად უპირატესობა კომერციული ინტერესების დაცვას მიანიჭა. ევროკავშირის მეგობრული ჟესტების პარალელურად, პეკინი კატეგორიულ უარს ამბობს კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაზე, ემუქრება ტაივანსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს. შემაშფოთებელია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, მზაობა მიიღონ „ჰუავეის“5G ქსელი მათ ტერიტორიაზე და ამით შეერთებული შტატების პრინციპული პოზიციის უგულებელყოფა. ევროპელები მძიმედ ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ პეკინის მიმართ ხისტი პოზიციის დაკავება მხოლოდ ტრამპისადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო. ჩინეთის კომუნისტური პარტიის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასდემოკრატიული პარტიის ბევრი წევრი ემხრობა. შესაბამისად, ჩინეთი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ნეგატიური ფაქტორი მომავალშიც იქნება. ამჟამინდელი მიდგომით ევროპა ვაშინგტონთან ურთიერთობის გართულების რისკზე მიდის. ცალკე განხილვის ღირსია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და თავდაცვის ბიუჯეტის საკითხები. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა,„ახლა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის აღდგენაა საჭირო. მე ევროპისა და ამერიკის ერთმანეთის გარეშე განვითარების არ მჯერა. მათ მხოლოდ ერთად ვხედავ. დასამალი არ არის, რომდონალდ ტრამპთან მძიმე საუბრები გვქონდა რუსეთზე, შეიარაღებათა კონტროლზე, თავდაცვის ხარჯების გაზიარებაზე და სხვა საკითხებზე“. ამ სადავო საკითხების დიდი ნაწილი ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც შეინარჩუნებს სიმწვავეს. 2006 წელს ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ დადო პირობა, რომ 2024 წლისთვის მათ მიერ თავდაცვაზეგაღებული თანხები მშპ-ს 2%-ს მიაღწევდა. დღესდღეობით შეერთებული შტატების გარდა, ეს პირობა რვა ევროპულმა ქვეყანამ შეასრულა. ამ რვა ქვეყნიდან ექვსი ალიანსს ბოლო 21 წლის განმავლობაშიშემოუერთდა. შესაძლოა ბაიდენის მიერ ალიანსის წევრების მისამართით გამოთქმული რიტორიკა შერბილდეს, მაგრამ სხვისი დანახარჯებით სარგებლობა ვაშინგტონის კრიტიკის საგანი მომავალშიც იქნება. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გართულების კიდევ ერთი ფაქტორი ევროკავშირის მიერ ხუან გაიდოს ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარების გაუქმებაა. დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნისადმი ასეთი აგდებული და უპრინციპო დამოკიდებულება ვაშინგტონში ვნებათა ღელვას გამოიწვევს. ახალმა ადმინისტრაციამ გამოთქვა მზაობა და სურვილი შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებას შეერთებოდნენ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნებულიყვნენ. საერთაშორისო სტრუქტურებში დაბრუნება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი იქნება. სწორედ შეერთებული შტატებისა და ევროპის უკან დახევამ განაპირობა ჩინეთის მიერ ექსპლუატაციისა და მანიპულაციის გზით საერთაშორისო ორგანიზაციების დამორჩილება. ბაიდენმა ირანთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზეც ისაუბრა. ამ და სხვა საკითხებზე ევროკავშირს და ზოგიერთ მის წევრ ქვეყანასკრიტიკული როლის შესრულება შეუძლია. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია მაშინ, როცა ვაშინგტონში ამ ინიციატივის წინააღმდეგი ბევრი რესპუბლიკელი აღმოჩნდა. წინააღმდეგობებით აღსავსე და თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც გერმანიასა და რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს, უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას დაუკარგავს და გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არამარტო ამერიკასა და ევროპის, არამედ თავად ევროპელებს შორის უთანხმოების გამომწვევია. 2018 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშ პოლიტიკურ პროექტად“ შეაფასა. 2021წელს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკანანონო დაპატიმრების შემდეგ, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პროექტის შეწყვეტას. შეერთებული შტატების კონგრესმა გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაკისრებას. 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს. საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოების და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა. ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე ძალაშია. დიდია ალბათობა ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს. რუსეთში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები და ევროკავშირი პუტინის რეჟიმთან მიმართებით საერთო პოზიციით წარსდგნენ. ეს გულისხმობს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებისთვის, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში უკანონო ჩარევისთვის, თავად რუსეთში ადამიანთა უფლებების უმძიმესი ფორმებით შელახვისთვის ახალი სანქციების დაწესებას. დასავლეთმა პუტინს უნდა აგრძნობინოს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურის მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას კრემლისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. არ უნდა იყოს დავიწყებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. საპოვნელია ახალი მიდგომები, რომლებიც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს. რუსეთის მეზობლებს უნდა შეეძლოთ კრემლის ჩარევისგან დაცული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ევროპელებსა და ამერიკელებს მეტი თანამშრომლობა მართებთ პანდემიასთან ბრძოლაში, ვაქცინის შექმნასა და დისტრიბუციაში. ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები და შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პეკინი და მოსკოვი იმ ქვეყნებშიც ცდილობენ პოლიტიკური და დიპლომატიური უპირატესობის მოპოვებას, რომლებსაც დასავლურ ვაქცინებზე ხელი არ მიუწვდებათ. ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა არ უნდა დაუთმონ მოედანი ავტორიტარულ რეჟიმებს, როცა საქმე ნაკლებად უზრუნველყოფილი ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას ეხება. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. 2020 წლის გაზაფხულზე ვირუსის პირველი ტალღის შედარებით მსუბუქად გადავლის შემდეგ, სავალალო შედეგები მოჰყვა ვირუსის მეორე ტალღას. მძიმე დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ, ვითარების გამოსწორების ნიშნები ჯერ არსად ჩანს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებულმა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა გამოიწვია. ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტზე პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა. დასავლეთი შეეცადა მედიატორის როლი ეთამაშა დამხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმებისთვის მიეღწია, წარუმატებლად დასრულდა. დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია, რომლის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემა იყო. მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობა, საქართველოს მოსახლეობის ძლიერი პროამერიკული განწყობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უცვლელი ნება ასეთი მხარდაჭერისთვის საკმარისი მიზეზებია.

მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს - დევიდ კრამერი

„მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს“, - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ გრინის საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების სკოლის უფროსი მკვლევარი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, დევიდ კრამერი სტატიაში საუბრობს, რომელიც ეკონომიკურმა კვლევითმა ცეტრმა გამოაქვეყნა. „2020 წლის გაზაფხულზე ვირუსის პირველი ტალღის შედარებით მსუბუქად გადავლის შემდეგ, სავალალო შედეგები მოჰყვა ვირუსის მეორე ტალღას. მძიმე დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ, ვითარების გამოსწორების ნიშნები ჯერ არსად ჩანს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებულმა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა გამოიწვია. ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტზე პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა. დასავლეთი შეეცადა მედიატორის როლი ეთამაშა დამხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმებისთვის მიეღწია, წარუმატებლად დასრულდა. დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია, რომლის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემა იყო. მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობა, საქართველოს მოსახლეობის ძლიერი პროამერიკული განწყობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უცვლელი ნება ასეთი მხარდაჭერისთვის საკმარისი მიზეზებია“, - წერს დევიდ კრამერი.

ბილ გეიტსი: კორონავირუსის პანდემიის დასრულება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე მარტივია

მილიარდერი ბილ გეიტსი კაცობრიობისთვის ორ მომდევნო შესაძლო საფრთხეს ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Thehill-ი ავრცელებს. ბიულ გეიტსმა ამ თემაზე დერეკ მიულერის YouTube-არხ Veritasium-ზე ინტერვიუს დროს ისაუბრა. ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ იმ გამოწვევებს ეხებოდა, რაც კაცობრიობას ელის წინ. როგორც ინტერვიუში მილიარდერმა ბილ გეიტსმა აღნშნა, ორ მომდევნო შესაძლო საფრთხეს ბიოტერორიზმი და კლიმატური ცვლილებები წარმოადგენს. „ერთი ასეთი გამოწვევა იქნება კლიმატური ცვლილებები. ყოველ წელს კლიმატური ცვლილებების გავლენით სიკვდილიანობა იმაზე მეტი იქნება, რაც, მაგალითად, ამ პანდემიის დროს. ასევე, პანდემიებთან დაკავშირებული საკითხი, რაზეც ადამიანებს არ სურთ საუბარი, ბიოტერორიზმია. ვინმეს თუ სურს მასშტაბური ზიანის გამოწვევა, შეუძლია ვირუსი შექმნას. ასე რომ, ამის შანსი უფრო მეტია, ვიდრე, ვთქვათ, ბუნებრივად გამოწვეული პანდემიისა, როგორც დღეს არის“, - განაცხადა ბილ გეიტსმა. გარდა ამისა, გეიტსმა აღნიშნა, რომ იქნება კიდევ სხვა პანდემიები. თუმცა, ამისგან თავის დასაღწევად, მთავრობებმა უნდა გაზარდონ და გააძლიერონ მზადყოფნა, რათა მსგავს შემთხვევებში სიკვდილიანობა შეამცირონ.

ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს - დევიდ კრამერი

„ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს“, - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ გრინის საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების სკოლის უფროსი მკვლევარი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, დევიდ კრამერი სტატიაში საუბრობს, რომელიც ეკონომიკურმა კვლევითმა ცეტრმა გამოაქვეყნა. _წინააღმდეგობებით აღსავსე და თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც გერმანიასა და რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს, უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას დაუკარგავს და გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არამარტო ამერიკასა და ევროპის, არამედ თავად ევროპელებს შორის უთანხმოების გამომწვევია. 2018 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშ პოლიტიკურ პროექტად“ შეაფასა. 2021წელს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკანანონო დაპატიმრების შემდეგ, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პროექტის შეწყვეტას. შეერთებული შტატების კონგრესმა გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაკისრებას. 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს“. „2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს. საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოების და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა. ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე ძალაშია. დიდია ალბათობა ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს. რუსეთში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები და ევროკავშირი პუტინის რეჟიმთან მიმართებით საერთო პოზიციით წარსდგნენ. ეს გულისხმობს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებისთვის, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში უკანონო ჩარევისთვის, თავად რუსეთში ადამიანთა უფლებების უმძიმესი ფორმებით შელახვისთვის ახალი სანქციების დაწესებას“, - წერს დევიდ კრამერი.

ტყიბულელ მეშახტეებსა და "საქნახშირს" შორის შეთანხმება შედგა

ტყიბულში კომპანიის ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ Europetime-ს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირში განუცხადეს. შახტაში 33 საათით ჩაკეტვის და გაფიცვის შეწყვეტის შემდეგ, მეშახტეები კომპანიასთან რამდენიმე დღიან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რომელიც დღეს დასრულდა. როგორც Europetime-ს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა, შეთანხმების თანახმად ჩამოყალიბდება კომისია, რომელიც შეისწავლის, თუ ვისი ბრალეულობით ვერ შესრულდა ქვანახშირის მოპოვების გეგმა. სწორედ ამის მიხედვით დაითვლიან ახლიდან, მეშახტეთა იანვრის ხელფასების რაოდენობას. „კომისიაში კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, 6 მეშახტეც იქნება წარმოდგენილი. ეს არის ერთობლივი კომისია, რომელიც დაადგენს იანვარში კომპანიის მენეჯმენტის მიზეზით, თუ მეშახტეთა გამო ვერ მოხერხდა ქვანახშირის გეგმის მიხედვით მოპოვება. მეშახტეთა ხელფასები მოპოვებული ქვანახშირის რაოდენობაზეა მიბმული და ამის მიხედვით ანგარიშდება. გარკვეული პრობლემების გამო მეშახტეებმა ბოლო დროს იმაზე ნაკლები ქვანახშირის მოპოვება შეძლეს, ვიდრე სხვა დროს და კომპანიამ იანვარში 50-60 პროცენტით ნაკლები ხელფასი დაუანგარიშა. მუშები კი აცხადებენ, რომ იგივე დატვირთვით მუშაობდნენ და მოპოვებული ქვანახშირის სიმცირე კომპანიის მენეჯმენტის ბრალია და არა მათი. სწორედ ამ საკითხს შეისწავლის კომისია და მათი ხელფასები ახლიდან დაანგარიშდება", - განუცხადა Europetme-ს თამაზ დოლაბერიძემ. 11 თებერვალს ტყიბულში N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა და ამოსვლაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით გაფიცვა შეწყვიტეს და მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლეს.

საჭიროა ახალი მიდგომები, რომლებიც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს - დევიდ კრამერი

„საჭიროა ახალი მიდგომები, რომლებიც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს“, წერს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ გრინის საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების სკოლის უფროსი მკვლევარი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, დევიდ კრამერი. სტატიაში სათაურით, ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო და საშაინაო სურთულეები, ამერიკელი დიპლომატი წერს, რომ დასავლეთმა პუტინს უნდა აგრძნობინოს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურის მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას კრემლისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. „არ უნდა იყოს დავიწყებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. საპოვნელია ახალი მიდგომები, რომლებიც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს. რუსეთის მეზობლებს უნდა შეეძლოთ კრემლის ჩარევისგან დაცული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ევროპელებსა და ამერიკელებს მეტი თანამშრომლობა მართებთ პანდემიასთან ბრძოლაში, ვაქცინის შექმნასა და დისტრიბუციაში. ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები და შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პეკინი და მოსკოვი იმ ქვეყნებშიც ცდილობენ პოლიტიკური და დიპლომატიური უპირატესობის მოპოვებას, რომლებსაც დასავლურ ვაქცინებზე ხელი არ მიუწვდებათ. ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა არ უნდა დაუთმონ მოედანი ავტორიტარულ რეჟიმებს, როცა საქმე ნაკლებად უზრუნველყოფილი ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას ეხება“.

ტრამპის ოთხი კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს

ნიუ-იორკის, მანჰეტენის პროკურატურა დონალდ ტრამპის უძრავი ქონების ოთხი კოპანიისთვის გაცემული სესხების საქმეს იკვლევს. ინფორმაციას huffpost-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უძრავი ქონების კომპანიებისთვის გაცემული სესხები, რომლებიც მთლიანობაში 280 მილიონ დოლარს შეადგენს, "ladder Capital"-ის მიერაა გაცემული, რომელშიც ტრამპის მთავარი ფინანსური მრჩევლის შვილია დასაქმებული. პროკურორის თქმით, ტრამპის კომპანიას, საგადასახადო და სადაზღვეო ფურცლების მონაცემებში „შეუსამობები“ აღმოჩნდა. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება გამოძიების შესახებ, ეს კიდევ ერთი აქტიური გამოძიებაა, რომელიც ტრამპის წინაღმდეგაა აღძრული. გასულ კვირას ჯორჯიის შტატის პროკურატურამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, არჩევნებზე გავლენის მუხლით.

გაერო: ბოლო სამ წელში ავღანეთში მინიმუმ 65 ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი მოკლეს

გაეროს განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავღანეთში მინიმუმ 65 ჟურნალისტი და უფლებადამცველი მოკლეს. ამის შესახებ Gandhara.rferl-ი წერს. ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის მიერ, 15 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ დაღუპულთა შორის 32 უფლებადამცველი და მედიის 33 თანამშრომელია. გამოქვეყნებულ ანგარიშში აღრიცხულია მკვლელობები 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე. ამ პერიოდში ძალადობის რიცხვი იზრდება, როდესაც თალიბანის მებრძოლები აძლიერებენ თავდასხმას მთავრობაზე და სხვა სამიზნეებზე. ანგარიშში ძალადობისთვის კონკრეტულად თალიბანი არ არის დადანაშაულებული.

ფულადი გზავნილების რაოდენობით, რუსეთმა იტალიის შემდეგ, მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რაც პირველი შემთხვევაა

2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $149.8 მილიონი დოლარი, 493.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19.2%-ით ($24.1 მილიონით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ფულადი გზავილების რაოდნეობით პირველ ადგილზეა იტალია - 27 მილიონი დოლარით. რუსეთმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა 23 მილიონი დოლარით. წლების მანძილზე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა ყველა სხვა ქვეყნის ფულადი გზავნილების ნაკადს აღემატებოდა. აღსანიშნავია რომ ქვეყნების უმრავლესობიდან ჩარიცხული თანხის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენელებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. ფულადი გზავნილების მთავარი წყარო ქართველი ემიგრანტები არიან. თანხის რაოდენობის მიხედვით, გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც საქართველოში თანხები ირიცხება. იტალია - 27.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.72% რუსეთის ფედერაცია - 23.18 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.44% საბერძნეთი - 18.62 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 25.25% აშშ -18.07 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 33.24% ისრაელი - 13.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.55% თურქეთი - 7.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.54% უკრაინა - 6.43 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 80.65% გერმანია - 6.06 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 57.15% აზერბაიჯანი - 5.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 213.08% ესპანეთი - 3.51 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.82% საფრანგეთი - 2.39 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.79% ყაზახეთი - 2.20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.21% პოლონეთი - 1.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.94% კანადა - 1.46 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 53.67% გაერთიანებული სამეფო - 1.37 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15.59%

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავზე ოპოზიცია თბილისსა და ბათუმში აქციის გამართვას გეგმავს

25 თებერვალს ოპოზიცია თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი აქცია-მსვლელობის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცახდა. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს, დღეს, როცა 100 წლის წინ ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება მოახერხეს, ეს ყველაფერი მშვიდობიანი მსვლელობა მანიფესტაციით გავაპროტესტოთ. 100 წლის თავზე საქართველო კვლავ იმავე გამოწვევის წინაშე დგას, როცა მტრულად განწყობილი, ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები იგივე საფრთხის შემცვლელები არიან, რა საფრთხის წინაშეც 100 წლის წინ ვიდექით. სამწუხაროდ, მაშინ ამ საფრთხის განეიტრალება ვერ მოხერხდა. იგივე შეცდომა კვლავ რომ არ დავუშვათ და პრობლემა გადავჭრათ, რომლის წინაშეც ვდგავართ, თბილისსა და ბათუმში გაიმართება მშვიდობიანი მსვლელობა-მანიფესტაცია", - აღნიშნა მელიამ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თარიღი სიმბოლურად დაამთხვიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას საბჭოთა კავშირის მიერ 1921 წელს. „რა თქმა უნდა, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და მისი სამარცხვინო გარემოცვა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს“, - ამბობს ბოკერია. მისივე თქმით, მსვლელობის შემდეგ გაიმართება რამდენიმე აქცია რეგიონებში და 31 მარტს კი - ცენტრალური აქცია თბილისში.

რას ავალდებულებს კანონი პროკურატურას ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით

„მოცემულ სიტუაციაში პროკურატურას არათუ შეუძლია არ გამოიყენოს ნიკა მელიას მიმართ რომელიმე აღკვეთის ღონისძიება, არამედ კანონით მას ევალება კიდეც, რომ არ გამოიყენოს", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სანდრო ბარამიძემ განაცხადა. განცხადებას სანდრო ბარამიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ქართული ოცნება“ რომ გაიძახის მელიამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა, გირაო არ გადაიხადა და ამიტომ უნდა დავაპატიმროთო; მელიას დაპატიმრება/არდაპატიმრების საკითხის გადაწყვეტა თავად მელიას ხელში იყოო, გადაეხადა და არავინ დააპატიმრებდაო და სხვ.ეტყობა ძალიან ამაყობენ ამ „მესიჯებით“ - ხედავთ, ეს რა მაგარი პიარული სვლა მოვიგონეთო? სინამდვილეში კი ძალიან სუსტი სვლაა. ვის ატყუებთ? სულ რომ არ გამოიყენოთ აღკვეთის ღონისძიება - არც პატიმრობა, არც გირაო და არც რომელიმე სხვა, ეს ვარიანტი ვინ გამორიცხა, თუ არა თქვენმა პროკურატურამ? სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, „აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილი იყოს განაჩენის აღსრულება". ამასთან, „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ გასულია 20 თვე (წელიწადი და 8 თვე) და ამ ხნის განმავლობაში მელიას მიმართ არ არსებობს არავითარი დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი ან მიიმალება, ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან „ჩაიდენს ახალ დანაშაულს“. ამის მტკიცება პროკურატურას არ შეუძლია. ამდენად, ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება ის იქნებოდა, რომ მელიას მიმართ საერთოდ არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულიყო. მაგრამ კანონიერებაზე „ქოცები“ აცრილები რომ არიან, ამაში პირველად ხომ არ ვრწმუნდებით?", - აღნიშნავს სანდრო ბარამაძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში იკავებდა. პოსტიდან გადადგომის შემდგომ, ჯერ „თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდა, შემდეგ კი პარტია „ევროპულ საქართველოს“. საპარლამენტო უმრავლესობა 16 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტს მოუხსნის. ეს გადაწყვეტილება 13 თებერვალს, უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს, რის შესახებაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, პარლამენტს პროკურატურამ მიმართა. „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თვლის, რომ მის წინააღდეგ აღძრული საქმე პოლიტიკური დევნაა და უკანონოდ მიაჩნია, ამიტომ პროტესტის ნიშნად, ის გირაოს გადახდას არ აპირებს. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა. გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად.