ძებნის რეზულტატი:
ნიკა მელიას ადვოკატები საკომიტეტო განხილვას ვერ ესწრებიან
პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც გენერალური პროკურორის მიმართვა განიხილება. პროკურატურა პარლამენტისგან ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე, თანხმობას იტხოვს. სხდომაზე დასწრებას გეგმავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები, თუმცა, მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცა. მიზეზის შესახებ საკომიტეტო მოსმენაზე შეკითხვა დასვა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ადვოკატებს კომიტეტისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ და ამასთან, პარლამენტი არ არის სასამართლო, რომ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოუსმინოს და ამით სასამართლოს კომპეტენციაში შეიჭრას. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის მელიას მიმართა, თუ შეკითხვები აქვთ, საბოტაჟი შეწყვიტონ და პარლამენტში სხდომებს დაესწრონ. პროკურატურის არგუმენტები დეპუტატებს წარუდგინა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა. ნიკა მელია, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს ნიკა მელია: არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობაზე თანხმობას სთხოვს უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს
კახეთის პოლიციამ, დედის დაჭრის ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავა
კახეთის პოლიციამ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეების მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის სამ ქვეყანას შორის მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. შეთანხმების საფუძველზე, მოგზაურობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ. შეთანხმებას, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ძალაში 1-ელი აპრილიდან შევა.
რუანდაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
რუანდაში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, რუანდის მთავრობაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, პირველები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ სამედიცინო პერსონალი იქნება. როგორც რუანდის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვაქცინის დოზები "საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შეზღდული რაოდენობით მიიღეს." რუანდა თებერვალ-მარტში Astarazeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 996 000 და 102 000 Pfizer-ის ვაქცინის დოზას ელოდება. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დოზებით დაიწყება ვაქცინაციის მეორე ეტაპი. ასევე, ცნობილია, რომ აღნიშნული ვაქცინის რაოდენობა რუანდამ Covax პლატფორმის მეშვეობით შეიძინა. რუანდის ჯანდაცვის მინისტრის, დანიელ ნგამიჯეს თქმით, ქვეყანა სრულ მზადყოფნაში აქვს ინფრასტრუქტურა მათ შორის, ე.წ. ცივი ჯაჭვი მასობრივი ვაქცინაციის დასაწყებად. ბოლო კვირების განმავლობაში რუანდაში ეპიდემიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც მთავრობას ხელახლა მოუწია მკაცრი შემზღუდავი ზომების მიღება, მათ შორის ჩაკეტილია ქვეყნის დედაქალაქი, კიგალი.
ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი არ მოუხსნას
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. კერძოდ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული. აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს - არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს; მითუმეტეს, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. განცხადების თანახმად, იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით) - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს. „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელონ და სათანადოდ შეაფასონ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის გამოყენება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
„რუსეთიზაციის 9 წელი“ - სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ
პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხის განხილვას აპროტესტებენ. „რუსეთიზაციის 9 წელი“, - ასეთია აქციის ორგანიზატორების მთავარი გზავნილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქტივისტებმა პარლამენტთან მიიტანეს მავთულხლართიც, რომელზეც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების" წევრების სურათები ჩამოკიდეს.
პარლამენტის კომიტეტებმა, პროკურატურის გადაწყვეტილებას ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ, მხარი დაუჭირეს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა "ქართული ოცნების" დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით მიზანშეწონილად მიიჩნიეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც ის პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას, სასამართლოს მიმართოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით. კომიტეტებმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.
ალეკო ელისაშვილი მზადაა, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად თავისი ხელფასი გადაურიცხოს
პარტია "მოქალაქეების ლიდერმა" და უკვე პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზადაა, ნიკა მელიას გირაოსთვის თავისი, დეპუტატის ხელფასი გადარიცხოს. "ნიკამ ამასწინ ეთერში მე მომმართა და თქვა, ერთხელ გირაო გადავიხადე, ახლა კიდევ დამაკისრეს და ამდენი თანხა არ მაქვს, რომ მეორეჯერ გადავიხადოო. გასაგებია, ორჯერ 30 000 ლარი ზედმეტი არავის აქვს, მეც არ მაქვს, მით უმეტეს, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავრიცხო. ეს 30 000 ლარი არ არის, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რამდენია, მაგრამ ადამიანურად მზად ვარ. არა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა გულზე მეხატება", - აღნიშნა ელისაშვილმა. მისი თქმით, პოლიტიკური მართლმსაჯულება ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი სისტემის შედეგია და "ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს მართლმსაჯულება დატოვა. "ეს კაცი, პროკურატურის წარმომადგენელი რომ ლაპარაკობს, ნაციონალურმა მოძრაობამ რაც ასწავლა, იმას ლაპარაკობს და ქართული ოცნების მთავარი პრობლემა და უბედურება ისაა, რომ მთელი ის მართლმსაჯულება დატოვა, მურუსიძეები დატოვა და პროკურორების 95%. ეს არის ჩემი მთავარი სასაყვედურო ქართული ოცნებისადმი და ამ შედეგებს ვიმკით. ციხიდან ეს არ გამოსწორდება, გამორიცხულია", - თქვა ელისაშვილმა. ნიკა მელიამ ელისაშვლის ამ განცხადებას უოპასუხა და აღნიშნა, რომ მას არ სჭირდება, რომ ვინმემ გირაო გადაუხადოს. „ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?- განაცხადა მელიამ.
აშშ თურქეთს მოუწოდებს, არ შეინარჩუნოს რუსული S-400-ის სარაკეტო სისტემა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა ამერიკა-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას. ბლინკენი და ჩავუშოღლუ შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა სირიის კონფლიქტი პოლიტიკური გზით გადაწყდეს. სახელმწიფო მდივანმა მწუხარება გამოთქვა ერაყის ჩრდილოეთით თურქი მძევლების გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები არიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა არ შეინარჩუნოს რუსული S-400-ის სარაკეტო სისტემა.
ამერიკელებმა პრეზიდენტის დღე აღნიშნეს
ამერიკელებმა "პრეზიდენტის დღე" აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Voanews-ი ავრცელებს. ამერიკელები ამ დღეს თებერვლის ყოველ მესამე ორშაბათს აღნიშნავენ. თებერვალში, ამერიკის ორი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტის - პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის და მე-16-ე პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის - დაბადების დღეა. "პრეზიდენტის დღე", ზოგიერთი დასაქმებულისთვის, მაგალითად, ფედერალური საამსახურის თანამშრომლებისა და ბანკის თანამშრომლებისთვის დასვენების დღეა. მაგრამ, ბევრისთვის ეს დღესასწაული დასვენების დღეს არ ნიშავს. გამომდინარე იქიდა, რომ დღესასწაული ზამთარში აღნიშინება, ის არ ასოცირდება ხალხმრავალ შეკრებებთან, პიკნიკებთან და ა.შ. ხშირად, ამ დღესასწაულზე კომპანიები მომხმარებლებს საგანგებო ფასდაკლებებს სთავაზობენ. წელს, ბოსტონში არსებული აუქციონის სახლი RR-auction-ი მსურველებს განსაკუთღებულ ლოტები შესთავაზა. ონლაინ აქუციონზე, აშშ-ის პრეზიდენტებთან დაკავშირებული 300-მდე არტეფაქტი იყო წარმოდგენილი. მათ შორის, პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის ჰარვარდის ჟოლოსფერი სვიტერი, ჯორჯ ვაშინგტონის თმის სამაგრები და აბრაამ ლინკოლნის მიერ ხელმოწერილი ფოტოსურათი. ცნობისთვის, "პრეზიდენტის დღე" სათავეს, პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღის აღნიშვნიდან იღებს. ის 22 თებერვალს დაიბადა. კონგრესმა, პრეზიდენტის დღე ფედერალურ დღესასწაულად 1968 წელს გამოაცხადა. ამავე წელს, მისი აღნიშვნის თარიღად, თებერვლის მესამე ორშაბათი დადგინდა. მაშინ, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ დღესასწაული პრეზიდენტ ლინკოლნის დაბადების დღეზე უნდა ეზეიმათ, რომელიც 12 თებერვალსაა. შესაბამისად, დღესასწაულისთვის, ვაშინგტონის დაბადების დღის ნაცვლად, პრეზიდენტის დღე უნდა ეწოდათ. კონონმდებლებმა იდეა უარყვეს და ოფიციალურად, დღემდე ამ დღესასწაულს ვაშინგტონის დაბადების დღე ჰქვია. ნებისმიერ შემთხვევაში, დღესასწაული მაინც პრეზიდენტის დღედაა ცნობილი და აშშ-ის ყველა პრეზიდენტის დღედ მიიჩნევა.
გაერო ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"ამ ტრაგედიამ გამოაშკარავა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემები, სტიგმა გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და ექსპლოატაციის მსხვერპლთა მიმართ, ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური შეფასების, მხარდამჭერი მომსახურებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები", - ამის შესახებ გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებაში არსებულ პრობლემებია ხაზგასმული და საქართველოს მთავრობას მის გამოსასწორებლად, გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს. "საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოხატავს 14 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო და გულწრფელად უთანაგრძნობს მის ოჯახს. გაერო მოითხოვს გარდაცვალების ზუსტი გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას.გაერო სოლიდარობას უცხადებს და მზად არის მხარი დაუჭიროს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და სხვა პარტნიორებს სისტემური პრობლემების გადაჭრაში, რაც წარმოშობს ასეთ ტრაგედიებს. აუცილებელია დაუყოვნებელი და ენერგიული ზომების მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიის განმეორება და უზრუნველვყოთ ქალებისა და გოგონების უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა ყოველთვის და ყველა სიტუაციაში, ქალებისა და ბავშვების სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს, იქნება ეს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზები სექსუალური ძალადობის შესახებ, სამართალდამცავი უწყებების პროცედურები თუ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა მართლმსაჯულების მთელ სისტემაში. აუცილებელია მართლმსჯულების სისტემაში შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ექსკლუზიურად ბავშვებსა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე იმუშავებენ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სივრცეების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ერთ სივრცეში თავმოყრას. საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური ნორმები და დამოკიდებულება, რომელიც სექსუალურ ძალადობას სოციალურად მისაღებად მიიჩნევს და ადანაშაულებს მსხვერპლს, და ასევე ხელს უშლის პროფესიონალთა მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევების შეტყობინებას, სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი", - აღნიშნულია გაერო-ს განცხადებაში
ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან “ქართული ოცნების” დეპუტატების სახელზე "სერგეი გავრილოვის მისალოცი ბარათები" მიიტანა
პარლამენტის შენობასტან აქცია იმართება. აქციას სამოქალქო აქტივისტები მართავენ. ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან “ქართული ოცნების” დეპუტატების სახელზე "სერგეი გავრილოვის მისალოცი ბარათები" მიიტანა. ელენე ხოშტარიას თქმით, "გავრილოვი ირაკლი კობახიძესა და ყველა დეპუტატს მადლობას უხდის". ის წერილების კანცელეარიაში დატოვებას ითხოვს. „რუსეთიზაციის 9 წელი“ - სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ.
ამერიკა არასდროს დამარცხებულა - ჯო ბაიდენი
პრეზიდენტის დღესთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა</p "დღეს პრეზიდენტის დღეს აღვნიშნავთ, თუმცა ეს დღე არაა მხოლოდ პრეზიდენტზე. ეს არის ამერიკელი ხალხის სიძლიერისა და გამძლეობის, წინაღობების დაძლევის დღე. ეს ის დღეა, როდესაც ლინკოლნმა გადაარჩინა კავშირი, როდესაც ფრანკლინ რუზველტმა გვითხრა, რომ ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს არის შიში, როდესაც კენედიმ ზამთრის სიცივეში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნისთვის მსახურებისკენ მოგვიწოდა, როდესაც ლოიდ ჯონსონმა სისხლიანი კვირის, პეტის ბრიდჯის ხიდის კადრები ნახა და კონგრესისკენ გაეშურა, რათა ხმის მიცემის უფლების გარანტია მოეცა. დღეს ჩვენ გავდივართ კიდევ ერთ ბნელ და დიდ ზამთარს ჩვენი ერის ისტორიის, ვუპირისპირდებით მომაკვდინებელ ვირუსს, უმუშევრობას, შიმშილს, რასობრივ უთანასწორობას, ძალადობრივ ექსტრემიზმს, უიმედობასა და სასოწარკვეთილებას. მჯერა, რომ ამას გადავლახავთ და უკეთესი დღეები დადგება. ეს ვიცი, რადგან ჩვენი ერის ისტორია ვიცი და ვიცი, რომ ამერეკელ ხალხს არასდროს დაუღალატებია ჩვენი ქვეყანა. ამ პრეზიდენტობის დღეს, მე გპირდებით, როგორც პრეზიდენტი, რომ მთელი ჩემი სული არის ჩადებული იმ საქმეში, რომლის გაკეთებასაც ვგეგმავთ და თუ ამას გავაკეთებთ, როგორც ერთიანი ხალხი, ერთიანი ერი და ერთიანი ამერიკა, ჩვენ ეს აუცილებელად გამოგვივა. ამერიკა არასდროს დამარცხებულა",- აცხადებს ჯო ბაიდენი სიტყვით გამოსვლისას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე თანხმობა არ გასცეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, თანხმობა არ გასცეს. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია თავის გვერდზე აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, შესაბამისი უწყებების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი საქმეზე შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აღნიშნავენ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას. „მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას საქმის შეფასება არ უნდა მოხდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში და აუცილებელია, ეს საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში. შესაბამისი უწყებების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე“,-აღნიშნულია განცხადებაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, პარლამენტის მიერ მისი წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნა პოლიტიკური ნაბიჯია. „საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი წინასწარ თანხმობას იძლევა პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე. იურიდიულმა კომიტეტმა დასკვნაში აღნიშნა, რომ კომიტეტი პროკურორს აძლევს თანხმობას სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვაზე. ამგვარი ფორმულირებით საკანონმდებლო ორგანო ცდილობს შეამციროს დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის გაცემის პარლამენტისათვის კონსტიტუციით დადგენილი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად პარლამენტზეა და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო არა პროკურატურის სამართლებრივი დავალებების შემსრულებელი უნდა იყოს, არამედ სრულად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებაზე, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე მრავლად არსებობს კითხვის ნიშნები. ამასთან, გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი. აღნიშნული ქმედებები ცალსახად არაა მიმართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ. მმართველ პარტიას მოვუწოდებთ გაიზიაროს პასუხიმგებლობა ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მისი მოგვარების მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები; არ დაასუსტოს საკანონმდებლო ორგანოს რეპუტაცია უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებით და არ გასცეს ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით თანხმობა. პარლამენტის არასწორი გადაწყვეტილება გააღრმავებს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, რომლის მოგვარება კიდევ უფრო გართულდება“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.
წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
16 თებერვალს ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს ონლაინ სხდომა გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომაზე ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. სამოქმედო გეგმა ოთხ მიზანს ემსახურება: ● არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება; ● არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა; ● არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია; ● არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. "დოკუმენტი სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სხვა პარტნიორ უწყებათა და ორგანიზაციათა რეკომენდაციები. საბჭოს სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 2019-2020 წლებში არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ამ მხრივ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვ. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი უწყებები; სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები; სახელმწიფო ინსპექტორი; სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა
საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ჩრდილოეთ კორეამ Pfizer-ის ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვა სცადა
France24-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ჰაკერები Pfizer-ის ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიის მოპარვას ეცადნენ. გამოცემა ინფორმაციას სამხრეთ კორეის დაზვრევის მიერ მომზადებული მოხსენების საფუძველზე ავრცელებს. "Pfizer-ზე კიბერთავდასხმის მიზანი ვაქცინისა და მკურნალობის მეთოდის ტექნოლოგიის მოპარვა იყო",- აცხადებს კორეის ასამბლეის წევრი, ჰა ტაე-კუნგი ბრიფინგზე. თავდასხმის სხვა დეტალი ჯერჯერობით უცნობია. დიქტატორული რეჟიმის ლიდერი, კიმ ჩენ ინის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. საერთაშორისო ექსპერტები მის ამ განცხადებას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ. ჩრდილოეთ კორეა იანვრიდან ჩაკეტილია, ქვეყანამ კორონავირუსისგან თავის დასაცავად სასაზღვრო კონტროლი მაქსიმალურად გაამკაცრა. საიდუმლო დოკუმენტით ირკვევა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებს კობერთავდასხმების გზით აფინანსებდა.
გერმანიაში, დროებით დასაქმების შესახებ აპლიკაცია, უკვე 35 121 ადამიანმა შეავსო
გერმანიაში, დროებით დასაქმების აპლიკაცია უკვე საქართველოს 35 121 მოქალაქემ შეავსო. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. რაც შეეხება დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალს, სააგენტოს ცნობით, პორტალზე workabroad.moh.gov.ge უკვე 53 274 ადამიანია დარეგისტრირებული. გერმანიაში, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 - 10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი - 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. სამუშაო საათებიც და მინიმალური ხელფასიც გერმანიის კანოდნებლობით მკაცრად განსაზღვრულია და შრომითი ექსპლუატაციისგან, ემიგრანტებიც კი დაცულები არიან. შრომის სპეციალისტები, საქართველოდან მიგრაციის ზრდის ტენდენციას, უმუშევრობის ფაქტორის გარდა, დასაქმებულთა დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს უკავშირებენ. Europetime-სთან საუბარში შრომის უფლებების მკვლევარი გიგა ბექაური აღნიშნავს, რომ კვლევების შედეგად გამოვლინდა ფაქტები, როცა საქართველოში ადამიანები მუშაობენ კვირაში 60-70 საათს და იმდენ ანაზღაურებას იღებენ, რაც წესით მხოლოდ 40-50 საათის მუშაობაში უნდა აეღოთ. „კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი შემთხვევები ყველაზე ხშირი იყო მომსახურების სექტორში. ამას მოპარულ ხელფასს ეძახიან. სწორედ ამიტომ, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საჭიროება დგება. რადგან, მიუხედავად სამუშაო საათების აღრიცხვის ახალი ვალდებულებისა, შესაძლოა, დამსაქმებელმა მიმართოს მანიპულაციას. მაგალითად, სრულ განაკვეთზე დასაქმებულს დაბალი ხელფასი ჩაუწერონ და ზეგანაკვეთური სამუშაოს ხელფასით მიიყვანონ იმ ტარიფამდე, რის მიცემასაც აპირებდნენ. ასეთი აფქტები აქამდეც ხშირი იყო და ახლა უფრო გახშირდება", - აღნიშნავს შრომის უფლებების მკვლევარი. როგორც Europetime-ს დამოუკიდებელი პროფკავშირის, "გილდიას" წარმომადგენელმა მარიამ ალიხანაშვილმა აცნობა, 2019 წელს (პანდემიამდე) საქართველოში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 23 526 ადამიანს. ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 126 665 დასაქმებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრისას შანსს ზრდის. გასული წლის მხოლოდ 3 კვარტლის ჯამური მონაცემებით, სამსახური დაკარგა 137 000 ადამიანმა. სახელმწიფო 200-ლარიან კომპენსაცია, პანდემიის პირველი ტალღის დროს სულ 162 000-მა ბენეფიციარმა მიიღო. აქედან კომპენსაციას 6 თვის განმავლობაში სულ 70 130 ადამიანი იღებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, სულ ცოტა, 6 თვის განმავლობაში. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში 92 380-ით გაიზარდა სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი. აღნიშნული სტატისტიკა ძირითადად პანდემიის მიზეზით, გამოწვეული უმუშევრობა გახდა, თუმცა შრომის სპეციალისტების ცნობით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვი წინა წლებშიც საგრძნობლად იმატებდა, ბევრი სხვა ფაქტორის გამო. აღსანიშნავია, რომ ბოლო სტატისტიკური მონაცმეებით, 2020 წლის იანვარში საარსებო შემწეობას სულ 432 218 მოქალაქე იღებდა, უკვე დეკემბერში იმავე მაჩვენებელმა 524 598 შეადგინა. მოსახლეობის 14.1%-ს შეადგენს, გამოდის, რომ ქვეყნის ყოველი მეშვიდე მოქალაქე დეკლალირებულად სიღარიბის ზღვარს მიღმაა. 2018 წლის მონაცემებით, ბოლო წლებში საგრძნობლად გაზრდილია საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა. ბოლო ოთხ წელში, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 32%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილების ოდენობამ გადააჭარბა, განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. სტატისტიკის თანახმად ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო ქართველი ემიგრანტები არიან. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ იანვრის თვეში უცხოეთიდან ფულადი გზვანილების ნაკადმა 493 მილიონი ლარი შეადგინა, თითქმის ნახევარდი მილიარდი ლარი.
2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში რძის წარმოება 1,9 პროცენტით გაიზარდა
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 99.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3 პროცენტით მეტია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2020 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 572.5 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.9 პროცენტით აღემატება 2019 წლის შედეგს. "ამავდროულად, 2020 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 22.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლისშესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია. 2020 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 69.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს უტოლდება. 2020 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 162.6 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით ნაკლებია. 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა", - ნათქმვამის საქსტატის ანგარიშში.
BBC: ექიმმა ფაუჩიმ "მეცნიერების დაცვისთვის" მილიონი დოლარის ღირებულების პრიზი მიიღო
ბრიტანული გამოცემის ცნობით, აშშ-ის მთავარმა იმუნოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ, ჯანდაცვის სფეროში წარმატებული კარიერისა და "მეცნიერების დავისთვის", ერთი მილიონი დოლარის ღირებულების პრიზი მიიღო. ფაუჩის დენ დევიდის პრიზი გადასცეს, რომლითაც ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს წარმატებული და გამორჩეული საქმიანობისთვის აჯილდოებენ. "გილოცავთ ექიმო ფაუჩი, თქვენ დაავადებათა კონტროლისა და კვლევის გლობალური ლიდერი ხართ",- ნათქვამია დენ დევიდის პრიზის ოფიციალურ გვერდზე. დაჯილდოვების კომიტეტის თქმით, "არაინფორმირებულ ოპოზიციასთან" ფაუჩი მეცნიერებას თამამად იცავდა . ენტონი ფაუჩი ჯანდაცვის საკითხებში აშშ-ის შვიდი პრეზიდენტის მრჩეველი იყო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რთული მისთვის ტრამპთამ მუშაობა აღმოჩნდა. გამოცემის ცნობით, პანდემიის კონტროლზე უთანხმოებითვის მას ხშირად მოუწია ტრამპთან დაპირისპირება. ფაუჩს, აშშ-ისა და მსოფლიოს მასშტაბით, აივი/შიდსის ინფექციასთან ბრძოლაში განსაკუთრებული დამსახურება აქვს, მან ჯორჯ ბუშის მთავრობის დროს, აფრიკაში, "აივის ინიციატივა" დაარსა და ამჟამად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელია.