ძებნის რეზულტატი:

ჩეხეთში, ხალხმრავალ ადგილებში რესპირატორის ან ერთდროულად ორი პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

22 თებერვლიდან ჩეხეთში, ხალხმრავალ ადგილებში რესპირატორების ან ერთდროულად ორი პირბადის ტარება იქნება სავალდებულო. ამის შესახებ ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მინისტრი თქმით, სახლშიო დამზადებული ნიღბები და ნაჭრის პირბადეები თავდაცვის საშუალებად აღარ ჩაითვლება. კონკრეტული ადგილები, თუ სად იქნება სავალდებულო ორი პირბადის ტარება სავალდებულო, ორშაბათს დაზუსტდება. ჩეხეთში გამკაცრებული ზომები 22 თებერვლიდან ამოქმედდება. როგორც ცნობილია, გამკაცრებული ზომები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იმოქმედებს. ასევე რეკომენდებულია სამედიცინო ნიღბის ტარება სამსახურშიც.

Wizzair: არ ვიცით ზუსტი თარიღი, თუ როდის აღვადგენთ ფრენებს საქართველოდან, მარტი საკმადო ადრეა ამისთვის

"ჩვენ კვლავაც არ ვიცით ზუსტი თარიღი, თუ როდის აღვადგენთ ფრენებს საქართველოდან", - განაცხადა Wizzair-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ "ბიზნეს-ფორმულას" ეთერში. მისი თქმით, ფრენების აღდგენა მეტწილად დამოკიდებულია იმ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია დაფრინავს. "ფრენების აღდგენა მეტწილად დამოკიდებულია იმ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც Wizzair-ი დაფრინავს. დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მისცემენ ისინი მესამე ქვეყნებს ევროკავშირში მარტივად შესვლის უფლებას. თუმცა, როგორც კი ჩვენ მოთხოვნას დავინახავთ, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ქართველი მგზავრები ევროკავშირის მიმართულებით გადავიყვანოთ, ხოლო ევროპელი მგზავრები საქართველოს მიმართულებით, ჩვენ განვაახლებთ ოპერირებას. რაც, ვფიქრობს, საქართველოს ეკონომიკისთვისაც მნიშვნეოვანი იქნება", –ამბობს რადო. Wizzair-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზის დაბრუნება სწორედ შეზღუდვების მოხნასთან არის დაკავშირებული. როგორც ანდრაშ რადომ განაცხადა, მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად. "გვინდა, რომ 2021 წელს საქართველოდან ვიფრინოთ, დავაბრუნოთ ბაზა, დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის მიღმაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ, ინდივიდუალური ნებართვები მივიღოთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის საფრენად, მაგრამ ეს ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერც ერთი მიმართულება მოვიძიეთ, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენას შევძლებთ, ამიტომ, ვფიქრობთ, მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად, ახლა რთულია თარიღებით სპეკულირება, იმედი გამოვთქვათ, რომ ზაფხული კარგი სიახლეების მომტანი იქნება ჩვენთვის" - თქვა ანდრაშ რადომ.

10-მდე აქტივისტი, რომლებიც პარლამენტთან კარავს შლიდნენ, პოლიციამ დააკავა

სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან გაშლილი კარვის პარლამენტის შენობის წინ გადმოტანა სცადეს. პოლიციამ მათ ამის განხორციელებაში ხელი შეუშალა და დაახლოებით 10-მდე პირი დააკავა. ქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობის წინ ხელახლა სცადეს კარვის გაშლა. სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალებას არ მისცეს და კარავი წაართვეს.

ისრაელის მთავრობა კოვიდპასპორტებს დაარიგებს

ისრაელის მთავრობა მოსახლეობას კოვიდპასტორტებს დაურიგებს. ჯანდაცვის სამინისტრო უკვვე მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცლებს. პასპორტების დარიგება სავარაუდოდ 21 თებერვლიდან დაიწყება და ე.წ. „მწვანე პასპორტებს“ ყველა ის პირი მიიღებს, ვისაც კოვიდვაქცინა აქვს გაკეთებული ან კორონავირუსი უკვე გადაიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდპასპორტიან მოქალაქეებს სპორტულ დარბაზებში, აუზებზე, გამოფენებსა და სხვა სივრცეებში სიარულის უფლება მიეცემათ. როგორც ისრაელის ჯაბდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პასპორტების გაყალბების მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. ცნობისთის, საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეების მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების საფუძველზე, მოგზაურობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტსაბჭოს მთავრობის განახლებული შემადგელობა წარუდგინა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი მინისტრი იქნება წარდგენილი. დანარჩენი მინისტრები კი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩებიან. თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. „კაბინეტის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს უკვე წარვუდგინეთ და კენჭისყრა კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში გაიმართება. ბოლოს, მე მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც ცხრა ცლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე ხუთი პრემიერ - მინისტრის მთავრობას და მე მინდა, მას კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალ მინისტრთა კაბინეტში მაია ცქიტიშვილი აღარ იქნება

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგელობა წარმოადგინა. ახალ მინისტრთა კაბინეტში მაია ცქიტიშვილი აღარ იქნება. „მე და ირაკლი ღარიბაშვილი 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ საერთაშორისო ფონდ „ქართუში“. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაური იყო, მე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი და ახლა გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ჩემი ცხოვრების ეს ძალიან საინტერესო 9-წლიანი პერიოდი დავასრულო. ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია, რომ ის და ჩემი არსებული მოადგილეები, გააგრძელებენ ამ საქმეებს. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე ქვეყნისთვის სხვადასხვა პოზიციაზე. მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას, რომლის კაბინეტშიც ვიცე-პრემიერი ვიყავი. წარმატებას ვუსურვებ ყველას. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომლის პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ვიზიარებდი „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და ყოველთვის ვიქნები ამ პარტიის მხარდამჭერი და გულშემატკივარი. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მაია ცქიტიშვილის შემცვლელი დაასახელა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დრომდე, ირაკლი ქარსელაძე მაია ცქიტიშვილის პირველი მოადგილე იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი დაასახელა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დრომდე, ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მინისტრობის კანდიდატურებს საკომიტეტო და ფრაქციების ფორმატში განიხილავენ. ნდობას მთავრობას პარლამენტი უკვე მომავალ კვირაში გამოუცხადებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

საქართველოს პარლამენტი მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას 22 თებერვალს უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტი მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას 22 თებერვალს უყრის კენჭს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „კომიტეტების ოთხი ბლოკი თემატურად იქნება ჩამოყალიბებული. შაბათ-კვირას, კომიტეტების ფარგლებში, მოსმენები ჩატარდება, ორშაბათს პრემიერმინისტრი და მისი კაბინეტის წევრები ოპოზიციისა და ოპოზიციის პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდებიან და ორშაბათსვე, პლენარულის სხდომის ფარგლებში, ნდობის გამოცხადებაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვალდებული ვარ, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რათა მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა 2021 წლის 22 თებერვლის 15:00 საათიდან. ეს სხდომა მთლიანად დაეთმობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო: მელიას საქმის მოსამართლის მიმართ, ცილისმწამებლური კამპანია გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემისა და იკა მელიას საქმის მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებბს ეხმაურება და შეურაცხმყოფელ, დაუსაბუთებელ, ცრუ ბრალდებებს უწოდებს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ თემაზე დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა. საბჭოს განცახდებით, ამ დღეებში სასამართლოსა და საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და ცრუ ბრალდებებსა და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა. "საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნიკანორ მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობითშეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. გვსურს საზოგადებას განვუმარტოთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულიგირაოს პირობები. მისთვის ცნობილი იყო ის სამართლებრივი შედეგები, რაც ახლავს გირაოს პირობების დარღვევას. მან გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად აარიდა თავიკანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რის თაობაზეც არაერთხელსაჯაროდ განაცხადა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გირაოსპირობების მიზანმიმართულად/გაცნობიერებულად დარღვევა და კანონის მოთხოვნების აშკარა უგულებელყოფა ერთმნიშვნელოვნად არის აღკვეთის ღონისძიების - გირაოსპატიმრობით შეცვლის საფუძველი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიბრალდებულის მიერ გირაოს პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, სხვაალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ იძლევა. ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებსყველას, თავი შეიკავონ სასამართლოს პოლიტიზირებისა და დისკრედიტაციისმცდელობისგან. სასამართლო არ დაუშვებს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებას და გარკვეული ჯგუფების დაუსაბუთებელი ბრალდებების თავიდანაცილების მიზნით კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას", - აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

ევროკავშირმა COVAX პლატფორმის დაფინანსება მილიარდ ევრომდე გაზარდა

ევროკავშირმა ვაქცინების ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVAX) დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ვაქცინების ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVAX) ფონდში შენატანი ევოკავშირმა მილიარდ ევრომდე გაზარდა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდება მალე დაიწყება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუზუსტებია. „თუ მსოფლიო უსაფრთხოდ არ იქნება, უსაფრთხოდ ჩვენც ვერ ვიქნებით. ამიტომაც ევროკავშირი აორმაგებს COVAX-ის ფონდში შენატანს“, აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. დღეს ასვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ COVAX-პლატფორმას 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, COVAX-ი ოთხ მილიარდ დოლარს 2021-2022 წლებში მიიღებს.

The Associated Press: ბაიდენის ადმინისტრაცია გაეროში ირანის სანქციებს აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაეროში ირანის სანქციებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. The Associated Press-ის ინფორმაციით, გაეროში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რიჩარდ მაილსმა 18 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს შეატყობინა რომ აშშ-ს უკან გააქვს პტრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სამი წერილი, რომლის საფუძველზეც აშშ-მ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციები განაახლა. მაილსის წერილის The Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, წერილში წერია, რომ სანქციების ზომები, რომლებიც 2015 წელს, უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დასრულდა და პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით სექტემბერში აღდგა, „კვლავ მოხსნილია“.

ომბუდსმენი: დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული

„დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას", - აღნიშნული განცხადებით ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, პარლამენტის წინ, აქტივისტების დაკავებას გამოეხმაურა. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიცია თავს უნდა იკავებდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან. შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება. საყურადღებოა ისიც, რომ გავრცელებული კადრების შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია სამართალდამცავთა კორდონით, რაც საჯარო სივრცეში შეკრების სასურველ ადგილას გამართვის შესაძლებლობის გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს. ამასთან, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აწარმოოს აქციების მონაწილეებთან", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. პარლამენტის მიმდებარედ პოლიციამ დღეს პოლიციამ 19 აქტივისტი დააკავა - ისინი პარლამენტის უკან განთავსებული კარვების წინ გადმოტანას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ არ მიეცათ. სამოქალაქო აქტივისტები 82 დღეა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პარლამენტთან კარვები აქვთ გაშლილი. შსს-ის ცნობით დაკავებული აქციის მონაწილეები ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.

არჩილ თალაკავაძე ირაკლი კობახიძის საპარლამენტო ორდენით დაჯილდოების ინიციატივით გამოდის

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვების ინიციატივით გამოდის. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული ინიციატივით, ბიუროს უკვე მიმართა. როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ეს ჯილდო ირაკლი კობახიძის მიერ საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას უკავშირდება. მისივე თქმით, ორდენი ფულად ჯილდოსაც მოიცავს, რომელიც კობახიძის სურვილით ონკოდაავადებულ ბავშვებს გადაეცემათ. "მოგმართავთ, რომ პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე წარვადგინეთ თავისუფლების საპარლამენტო ორდენზე და დავაჯილდოვოთ ამ ორდენით. მოგეხსენებათ, რომ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. ის პირადად ხელმძღვანელობდა ამ რეფორმას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე... მოგმართავთ, რომ კობახიძე დავაჯილდოვოთ ამ ორდენით. ვფიქრობ, რომ ეს იქნება სიმბოლური და მოკრძალებული აღნიშვნა, იმ წვლილის, რაც მან შეიტანა კონსტიტუციის შესაბამისად, დემოკრატიის განვითარების პროცესში. კანონმდებლობით საპარლამენტო ორდერის დაჯილდოების ნაწილი არის ფულადი ჯილდოც. მქონდა მასთან კონსულტაცია და მინდა გითხრათ მისი სურვილის შესახებ. ის გეგმავს, რომ ეს თანხა გადაურიცხოს ონკოლოგიური დიაგნოზების მქონე ბავშვებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამერიკა დაბრუნდა. წინ აღვუდგები რუსეთის მცდელობებს, დაემუქროს და დაჩაგროს სხვა ერები - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ წინ აღუდგება რუსეთის მცდელობებს, დაემუქროს და დაჩაგროს სხვა ქვეყნები. მიუნხენის კონფერციაზე სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ განაახლებს NATO-სადმი ერთგულებას, ალიანსის, რომელსაც ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა. ბაიდენმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერისკენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით. ვირტუალურ კონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კრემლი თავს ესხმის აშშ-ის დემოკრატიას, რათა სისტემას გამოუთხაროს ძირი. "რუს ლიდერებს სურთ, ხალხი ფიქრობდეს, რომ ჩვენი სისტემა ყველაზე კორუფციულია, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ ეს სიმართლე არ არის", - აღნიშნა ბაიდენმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაასახელა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას, განათლების და მეცნიერების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაასახელა. მიხეილ ჩხენკელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე პარლამენტი უკვე მეოთხედ უყრის კენჭს. „ხვალ და ზეგ ჩაინიშნება კომიტეტების გაერთიანებული სხდომები, სადაც მოვუსმენთ პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო პროგრამას. ორშაბათიდან უკვე მოხდება ფრაქციასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრა და შემდგომ, ორშაბათსვე ჩაინიშნება პლენარული სხდომა, სადაც მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა და დამტკიცება. საჭირო არის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედი, 76 ხმა და ეს მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ექნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას ორშაბათს დაამტკიცებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ, კონსტიტუციის თანახმად პრემიერობის ახალმა კანდიდატმა პარლამენტს დასამტკიცებლად ახალი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა. მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად პირველად 2017 წლის 13 ნოემბერს, მეორედ კი 2019 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა, მესამედ მის კანდიდატურას კენჭი პარლამენტმა მაშინ უყურა, როდესაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტი ახლად არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს, იუსტიციის მინისტრის გამოკლებით, უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა.

შსს: დღეს პარლამენტთან პოლიციამ სხვადასხვა აქციის 25 მონაწილე დააკავა

შსს-ის ცნობით, დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე 25 პირი დააკავეს. სამინისტროს განცხადებით, არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. "შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, თავი შეიკავონ მძიმე პროვოკაციული ქმედებებისგან, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ყველა დაკავებული გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გათავისუფლდა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. დღეს პარლამენტთან აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. რის გამოც აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოლიცია თავს უნდა იკავებდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან. „დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ

საპარლამენტო ფარქცია „ევროპელი სოციალისტები“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიირებენ. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მათი ფრაქცია კენჭისყრის დროს თავს შეიკავებს. „ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, ამას დრო აჩვენებს. ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო გუნდი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 18 თებერვალს პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმაც განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მათი პარტია მხარს არ დაუჭერს. ამ დროისთვის პარლამენტში სულ ორი ოპოზიციური პარტია იმყოფება - "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები"

Financial time: Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ სამედიცინო მაცივარში შენახვა შესაძლებელი გახდა

ახალი კვლევების თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ სამედიცინო მაცივარში შენახვა შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial time ავრცელებს. სტაბილურობის მონაცემები, რომელიც კომპანიამ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს წარუდგინა, აჩვენებს, რომ ვაქცინის დოზის შენახვა ჩვეულებრივ სამედიცინო საყინულეში შეიძლებ -150C-დან -250C-მდე. მანამდე კი შენახვის მოთხოვნები -600C-დან -800C-მდე ტემპერატურას საჭიროებდა. უგურ საჰინმა, BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ ვაქცინის უფრო მაღალ ტემპერატურაზე შენახვის შესაძლებლობა ვაქცინაციის ცენტრებს მეტ მოქნილობას მისცემს. მისივე თქმით, კომპანია განაგრძობს ახალი შემადგენლობების შემუშავებას, რათა ვაქცინის დოზების ტრანსპორტირება და გამოყენება კიდევ უფრო გამარტივდეს.

ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ თბილისის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე შეხვედრას გეგმავს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალიდნა ის მუშაობას აგრძელებს და თბილისის სხვადასხვა ნაწილში გეგმავს გადაადგილებას. მისივე თქმით, ხვალ ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან პარტიის ოფისში შეხვედრას გამართავს. „10:30 საათზე მაქვს შეხვედრა ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც ხვალ დილით ჩამოფრინდება თბილისში. გაიმართება შეხვედრა. მოდის პარტიის ოფისში. ამის შემდეგ ვაპირებ გასვენებაში მისვლას, იქიდან მოსვლას. შემდეგ შეხვედრების გამართვას. ჩვეულებრივად ვმუშაობ. მოსკოვის პროსპექტზე მივდივარ ხვალ გასვენებაში. დათო ჟღენტს გარდაეცვალა ბაბუა“, - განაცხადა ნიკა მელიამ პირველი არხის ეთერში. შეგახსნეებთ, რომ 17 თებერვლას სამსართლომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის", ოფისში მიაკითხა, მაგრამ პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა მათ მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ რომ პოლიციას წინააღდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ. აღნიშნული მოვლენების შემდეგ, მეორე დღეს, 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა და მიზეზად მელიას საქმეზე "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობა დაასახელა. პრემიერის გადადგომის შემდეგ კი შსს-მ გაავრცელა განცხადება რომ შექმნილი ვიტარებიდან გამომდინარე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს.