ძებნის რეზულტატი:

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ჯოშუა ჰაკის ვიზიტის მთავარი მიზანი დაასახელა

Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მდივნის თანაშემწის მოადგილის, ჯოშუა ჰაკის საქართველოში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ჰაკის ვიზიტი რეგიონში დაგეგმილი დიპლომატიური ხასიათის მოგზაურობის ნაწილია. „მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი საქართველოს ეწვია რეგიონში რეგულარულად დაგეგმილი დიპლომატიური ხასიათის ვიზიტის ფარგლებში. ის შეხვდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ეკონომიკური და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, რათა განეხილათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები; აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დასავლეთში შემდგომი ინტეგრაციისთვის; საქართველოს ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორობა,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. რა მიმართულებებით მუშაობდა ბლინკენის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება  

პრეზიდენტი: 9 დეკემბერს არასამთავრობოების მარშს ვუერთდებით

საქართველოს პრეზიდენტი 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სახალხო მარშს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენების მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მარშს შეუერთდებიან, რათა ეს იყოს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი. „ვიცი, ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად, ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!“ - განაცხადა პრეზიდენტმა. თბილისში, 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება. დემოკრატიის მცველების“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მარშის მთავარი მიზანია, სტატუსის მონიჭებამდე, ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაწვდინოს საკუთარი ხმა ევროპას. მშვენიერაძის თქმით, მარში 9 დეკემბრის 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა გაიშლება.  

დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე: როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას და ახლაც იგივე მოხდა. დარსალიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისგან არცერთ საკითხზე არ ჩანს მზაობა, რომ ისაუბრონ. „ექვსპუნქტიანი შეთანხმების არცერთ პუნქტზე, სამწუხაროდ, პროგრესი არ ფიქსირდება. როგორც ყოველთვის, როგორც კი საკითხი მიდის დევნილთა დაბრუნების თემაზე და იწყება საუბარი, რუსეთის ფედერაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას. ამ რაუნდზეც იგივე ვითარება გვქონდა. ამას ემატება ის მძიმე ფონი, რომელიც ჩვენ გვაქვს. პირველ რიგში, ვგულისხმობ თამაზ გინტურის მკვლელობას. აღნიშნულ საკითხზეც აბსოლუტურად არაკონსტუქციული მიდგომა დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველ წელს ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როდესაც ძალის გამოყენება ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. სამწუხაროდ, წელს ეს მკვლელობით დასრულდა. რუსეთის ფედერაცია ყოველთვის იყენებს ასეთ საკითხებს შანტაჟისა და ზეწოლისთვის, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ ხისტი მიდგომა აქვს რუსეთის ფედერაციას და რამდენად არ წარმოადგენს მისთვის არანაირ მნიშვნელობას ადამიანების ბედი,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მანვე აღნიშნა, რომ ცალსახად გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია: „ამაზე, როგორც ყოველთვის, პასუხი აქვთ, რომ ეს არის „სუვერენული“ გადაწყვეტილება რუსეთისა და აფხაზეთის ან ცხინვალის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისევ ცინიკური მიდგომაა.“ დარსალიას თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატები და სწორედ საერთაშორისო სამართალი გახდება კონფლიქტის მოგვარების საფუძველი, ხოლო ამ მხრივ საქართველოს პოზიციები მყარია. „ისრების გადატანის მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტრადიციული საკითხია, როდესაც ისინი თავის თავს ეძახიან მედიატორებს, ამბობენ, რომ მხარეები არიან საქართველო და თითქოსდა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, თუმცა ყველასთვის ცხადია, საერთაშორისო სამართლისთვისაც, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომ ვალდებულებები, პირველ რიგში, აქვს რუსეთის ფედერაციას, მათ შორის 6-პუნქტიანი შეთახმებით, რომელიც არის ხელმოწერილი საქართველოსა და რუსეთის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატები – ამაში ვგულისხმობ როგორც საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, რეზოლუციებს და ა.შ. დღეს იქნება თუ ხვალ, სწორედ საერთაშორისო სამართალი გახდება საფუძველი ამ კონფლიქტის მოგვარების და ამ მხრივ საქართველოს პოზიციები არის მყარზე მყარი,“ – აღნიშნა ლაშა დარსალიამ. თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება, გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს. „ჩვენი მხრიდან ხაზს ვუსვამდით, რომ ყველა მონაწილემ უნდა იფიქროს, როგორ შეიქმნას ატმოსფერო, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს არ შეეშინდებათ წასვლა ეკლესიაში, სასაფლაოებზე, რომ შეიძლება, ამის გამო ან დააკავონ, ან მოკლან. ჟენევის პლატფორმა არის ერთადერთი, რომელიც გვაქვს. არ არის იდეალური, ამ შეხვედრებს, 15 წელია, ვატარებთ და ალბათ სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კარგი იქნებოდა, გქვონდეს მეტი პროგრესი. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ყველანი ვისურვებდით, რომ უფრო მეტი შედეგი გვქონდეს 15 წლის შემდეგ,“ – განაცხადა ტოივო კლაარმა. ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი მიმდინარეობდა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

ტოივო კლაარი: ჟენევის მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება, გაკეთდეს, რათა მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება, გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს. „ჩვენი მხრიდან ხაზს ვუსვამდით, რომ ყველა მონაწილემ უნდა იფიქროს, როგორ შეიქმნას ატმოსფერო, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს არ შეეშინდებათ წასვლა ეკლესიაში, სასაფლაოებზე, რომ შეიძლება, ამის გამო ან დააკავონ, ან მოკლან. ჟენევის პლატფორმა არის ერთადერთი, რომელიც გვაქვს. არ არის იდეალური, ამ შეხვედრებს, 15 წელია, ვატარებთ და ალბათ სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კარგი იქნებოდა, გქვონდეს მეტი პროგრესი. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ყველანი ვისურვებდით, რომ უფრო მეტი შედეგი გვქონდეს 15 წლის შემდეგ,“ – განაცხადა ტოივო კლაარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ისრაელმა ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა მიიღო

ისრაელში მე-200 სატვირთო თვითმფრინავით ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ჩავიდა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. აშშ-ის ცნობით, ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დაწყებიდან, 7 ოქტომბრის შემდეგ, აშშ-მ ისრაელში 10 000 ტონა სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა, მათ შორის ჯავშანტექნიკა, შეიარაღება, ჯარისკაცების დამცავი აღჭურვილობა, სამედიცინო მარაგი, საბრძოლო მასალა და სხვა. პირველი ამერიკული სატვირთო თვითმფრინავი ისრაელში 11 ოქტომბერს ჩავიდა. აშშ ისრაელის უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერია, რომელიც ყოველწლიურად, ისრაელს 3,8 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას უგზავნის.  

ჯო ბაიდენი: რესპუბლიკური პარტია მზად არის, პუტინს უდიდესი საჩუქარი გადასცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ და „დიდი შვიდეული” მზად არიან, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ. ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კონგრესმენებმა ეს საკითხი საშობაო დღესასწაულებამდე უნდა მოაგვარონ. „ეს სასწრაფო საკითხია. კონგრესმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარება უნდა დაამტკიცოს,” - განაცხადა ბაიდენმა. მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტია მზად არის, პუტინს მისცეს უდიდესი საჩუქარი, რომლის იმედიც შეიძლება, ჰქონდეს და უარი განაცხადოს ჩვენს გლობალურ ლიდერობაზე. „ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ზურგს აქცევს თავისუფლების მიზნებს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში. ბაიდენმა აღნიშნა, რომ მზად არის "მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდეს სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. „ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა. თეთრმა სახლმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ს უახლოეს კვირებში ამოეწურება უკრაინის მხარდასაჭერი სახსრები, თუ კონგრესი ზომებს არ მიიღებს. აშშ უკრაინისთვის 175 მილიონი დოლარის ღირებულის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, HIMARS სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, მაღალი სიზუსტის რადარსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ცეცხლსასროლი იარაღისთვის საბრძოლო მასალას, ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავ აღჭურვილობას, და ა.შ. „თუ კონგრესი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ეს უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება, რომლის მიწოდებასაც შევძლებთ უკრაინისთვის,” - ნათქვამია განცხადებაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.  

აშშ უკრაინისთვის 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

აშშ უკრაინისთვის დამატებით 175 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, HIMARS სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, მაღალი სიზუსტის რადარსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ცეცხლსასროლი იარაღისთვის საბრძოლო მასალას, ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავ აღჭურვილობას, და ა.შ. „თუ კონგრესი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ეს უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება, რომლის მიწოდებასაც შევძლებთ უკრაინისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „მადლობელი ვარ, ჯო ბაიდენმა, კონგრესმა და ამერიკელმა ხალხმა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დღეს გამოაცხადეს. დამატებითი საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისთვის, HIMARS-ისთვის და არტილერიისთვის ძალიან საჭიროა ახლა ფრონტის ხაზზე. მუდმივი მხარდაჭერა თავისუფლების მტკიცე დაცვის საშუალებას იძლევა," - დაწერა ზელენსკიმ. დღესვე აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, მიიღონ მისი ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსებაზე მოთხოვნა, რომლის თანახმადაც კიევის სამხედრო დახმარებისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა.  ბაიდენის თქმით, „თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ამაზე არ გაჩერდება" და  თავს დაესხმება NATO-ს მოკავშირეებს. „შემდეგ „ჩვენ გვეყოლება ამერიკული ჯარები, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ჯარებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ პუტინს გამარჯვებას,“ - აღნიშნა ბაიდენმა.

იტალიური ოპერა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

იტალიური საოპერო სიმღერა გაეროს კულტურული მემკვიდრეობის სიას დაემატა. UNESCO-მ განაცხადა, რომ მათ იტალიური ოპერა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კატეგორიაში შეიყვანეს, სადაც უკვე წარმოდგენილია იტალიური პიცის დამზადება. კულტურის მინისტრი, ჯენარო სანჯულიანო UNESCO-ს გადაწყვეტილებას მიესალმა. ”ეს რაღაც ისტორიულია... ”ბელ კანტოს” ოპერის დიდი აღიარება UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით,” - განაცხადა მინისტრმა.  

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაბლოკეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორმს ბერნი სანდერსმა მისცა. მედიის ინფორმაციით, კანონპროექტმა სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები ვერ მიიღო. დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. ჯო ბაიდენი: რესპუბლიკური პარტია მზად არის, პუტინს უდიდესი საჩუქარი გადასცეს რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. სენატში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლიტიკური შანტაჟი უწოდა რესპუბლიკელების მუქარას, რომ მათი მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის მხარდაჭერის გარეშე უკრაინის დახმარება შეწყდება. კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, აშშ-ში საშობაო არდადეგები ახლოვდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

სი ძინპინი: ჩინეთმა და ევროკავშირმა გლობალურ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა გლობალურ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ. პეკინში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდნენ. შეხვედრაზე ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებმა სავაჭრო ურთიერთობები და უკრაინის საკითხი განიხილეს. „ჩვენ გლობალურ გამოწვევებს ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ და მსოფლიო სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა სი ძინპინმა ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით. ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის ბოლო შეხვედრა 2019 წელს გაიმართა.  

ბრაზილია ვენესუელის საზღვართან ჯარებს აგზავნის

ბრაზილიის ხელისუფლებამ ვენესუელას საზღვართან ახლოს ჯარების განლაგება გადაწყვიტა. ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, ქვეყნის არმია სრულ სამხედრო მზადყოფნაშია და რეგიონში მშვიდობას დაიცავენ. ესკიბოს რეგიონი, სადაც ნავთობის დიდი მარაგებია, ვენესუელასა და გაიანას შორის დავის საგანს მე-19 საუკუნიდან წარმოადგენს. მანამდე ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი. მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა  

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ისრაელს ეწვევა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, გრანტ შეპსი მიმდინარე კვირაში ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს ეწვევა. ის ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს. მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო მუშაობს იმისთვის, რომ გამოინახოს საუკეთესო გზა დახმარების სწრაფად მიწოდებისთვის. ეს მოიცავს ვარიანტებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. გრანტ შეპსი, ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და ისრაელის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. ის ასევე შეხვდება პალესტინის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ ზიად ჰაბ ალ-რეჰს, რათა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების შესახებ ესაუბროს. „მიმდინარე კვირაში ჩემი ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა განვიხილო მცდელობები, რათა დაჩქარდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის და ყველა დარჩენილი მძევლების გათავისუფლება,“ - აცხადებს გრანტ შეპსი.  

ვენესუელა-გაიანის საზღვართან სამხედრო ვერტმფრენი გაუჩინარდა

ვენესუელა-გაიანის საზღვართან სამხედრო ვერტმფრენი გაუჩინარდა. ვერტმფრენის ეკიპაჟის ორ წევრს, ხუთი სამხედრო ოფიცერი სასაზღვრო ზონის შესამოწმებლად გადაჰყავდა. შესაბამის ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს. მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა გაიანის ხელისუფლების ცნობით, სამხედრო ვერტმფრენი ვენესუელის საზღვართან გაუჩინარდა, თუმცა არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მასზე შეტევა განხორციელდა. 3 დეკემბერს, ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი. ბრაზილია ვენესუელის საზღვართან ჯარებს აგზავნის  

ევროკავშირის ლიდერები სი ძინპინს: განსხვავებები უნდა გადაიჭრას

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს განუცხადა, რომ ბლოკმა და მისმა უდიდესმა სავაჭრო პარტნიორმა უნდა მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება - ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი, რომელიც პირველად იმართება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პეკინში დაიწყო. ევროკავშირსა და ჩინეთ შორის არის სფეროები, სადაც ერთმანეთის ინტერესები ემთხვევა, მათ შორის თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით, თუმცა არსებული განსხვავებები უნდა გადაიჭრას. ამ გზავნილით ჩავიდნენ ევროპული ინსტიტუტების ლიდერები ჩინეთში. პეკინში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდნენ. „მკაფიო დისბალანსი და განსხვავებები უნდა გადაიჭრას,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მიშელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბლოკი ეძებს "სტაბილურ და ორმხრივად მომგებიან" ურთიერთობას ჩინეთთან. მაგრამ, მისი თქმით, სამიტზე ევროკავშირი ასევე წამოწევს ევროპულ ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებს.  

ევროკავშირში უკრიანის გაწევრიანების საკითხზე უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ზელენსკი შესაძლოა, ორბანს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა აშშ-ში ვიზიტისას სატელეფონო საუბარი გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა განიხილეს უკრაინის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. „უახლოეს დღეებში უკრაინის უმაღლესი რადა გეგმავს არაერთი მნიშვნელოვანი კანონმდებლობის მიღებას. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს," - ხაზგასმით აღნიშნა ანდრი ერმაკმა. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ დეკემბრის სხდომაზე პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღება. სხდომა 14-15 დეკემბერს გაიმართება უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. თანამოსაუბრეებმა ასევე განიხილეს უკრაინის პრეზიდენტის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა და შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ასეთი შეხვედრისთვის ხელსაყრელი თარიღის განსაზღვრაზე. ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარუდგინა  

G7 რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსული ბრილიანტების იმპორტზე იანვრიდან პირდაპირი აკრძალვა დააწესონ, რათა მოსკოვის შემოსავლები მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე შეაჩერონ. ზომების გასაძლიერებლად, G7-ის ის წევრები, რომლებიც უხეში ალმასის ძირითადი იმპორტიორები არიან, პირობას დებენ, რომ შიდა ვაჭრობის მონიტორინგის გადამოწმების მექანიზმს მომავალი სექტემბრისთვის შეიმუშავებენ. G7-ის ქვეყნები, მათ შორის კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ალმასის მსოფლიო ბაზრის 70%-ს წარმოადგენენ. რუსული ბრილიანტის გაყიდვის აკრძალვას ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს რუსული ალმასით ვაჭრობის სრულ სპექტრს. დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა. ევროკომისიამ რუსული ბრილიანტის აკრძალვა დაამტკიცა - AFP  

ელჩებმა საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს

საქართველოს საპატრიარქოს ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები ეწვივნენ. საპატრიარქის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაპირველად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეხვდნენ, შემდეგ კი მიღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გაგრძელდა. საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და მღვდელმთავრებმა საქართველოს ეკლესიის წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობაზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „დიპლომატებმა ჩვენს ქვეყანას მიულოცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღება და დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. აღნიშნეს ისიც, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და რომ ეს დაახლოება არის ბუნებრივი, რეალური და შემდგომი პერსპექტივის მქონე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მიღებისას თითოეულმა ელჩმა პირადად გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქართველოსა და საქართველოს ეკლესიისადმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოჯახი საქართველოს გარეშე სრულყოფილი არ არის; რომ ქართული ქრისტიანული უნიკალური კულტურა და ტრადიციები მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე საერთო ევროპული სივრცისთვის.  მან ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი იმ დადებითი შეფასებისთვის, რითაც მისი უწმინდესობა გამოეხმაურა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის რეკომენდაციის მიღებას. ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა, დიდი სიყვარული და პატივისცემა დაადასტურა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი; ამასთან დასძინა, რომ იგი აქ უკვე ასობით ადამიანს შეხვდა და ყველა განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებდა მის უწმინდესობასთან ურთიერთობას. დღევანდელი გულთბილი შეხვედრა კი მისთვის ამ ადამიანების დამოკიდებულების ნათელი დადასტურებაა. დიპლომატებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიბულეო თარიღები, - დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წელი მიულოცეს, აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულია საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს მას. თავის მხრივ, მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის და ჩვენი ქვეყნის თანაადგომისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მიღებას ესწრებოდნენ ელჩები  შემდეგი ქვეყნებიდან: ევროკავშირის ელჩი, ვატიკანის საელჩოს წარმომადგენელი, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ისრაელის, იტალიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანის, ნიდერლანდების, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ყატარის, მალტის, იაპონიის, ჩეხეთის, შვედეთის, სლოვენიის,“ - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.    

უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია

სენატში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელების მუქარას იმის შესახებ, რომ მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის მხარდაჭერის გარეშე უკრაინის დახმარება შეწყდება, პოლიტიკური შანტაჟი უწოდა. სენატში უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების დაბლოკვის გადაწყვეტილებას მან „გამაოგნებელი" და საშიში უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე განაცხადა, რომ მზადაა, მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდეს. „თუ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას, რას აპირებს დანარჩენი მსოფლიო? იკითხა ბაიდენმა. ჯო ბაიდენი: რესპუბლიკური პარტია მზად არის, პუტინს უდიდესი საჩუქარი გადასცეს მისი შეფასებით, „რესპუბლიკელები“ მზად არიან, დააჩოქონ უკრაინას ბრძოლის ველზე და ამ პროცესში ზიანი მიაყენონ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.“ „კონგრესში რესპუბლიკელები იმუქრებიან, რომ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი უკიდურესი პარტიზანული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, სუფთად და მარტივად. ფსონები ძალიან მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით,“ - წერს ბაიდენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). კენჭისყრამდე კი, ბაიდენი ამბობდა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება და საბოლოოდ, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ. „ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. ვინ არის შეერთებულ შტატებში მზად, რომ უარი თქვას ამაზე? მე არ ვარ მზად და არ მგონია, ამერიკელი ხალხიც მზად იყოს. თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება. მნიშვნელოვანია აქ გრძელვადიან პერსპექტივაში ხედვა. ის აპირებს გააგრძელოს. მან ეს საკმაოდ ნათლად განაცხადა. თუ პუტინი გააგრძელებს და შემდეგ თავს დაესხმება NATO-ს მოკავშირეს - ჩვენ, როგორც NATO-ს წევრი, ვალდებულნი ვართ, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მაშინ ჩვენ გვექნება ის, რისკენაც არ ვისწრაფვით და რაც დღეს არ გვაქვს : ამერიკული ჯარები იბრძოლებენ რუსული ჯარების წინააღმდეგ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას. რას ითხოვენ რესპუბლიკელები რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. მედია წერს, რომ სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, აშშ-ში საშობაო არდადეგები ახლოვდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

უკრაინა რეკონსტრუქციისთვის იაპონიისგან 4,5 მილიარდ დოლარს მიიღებს

იაპონია მზადაა, უკრაინას გამოუყოს დაახლოებით 4,5 მილიარდი დოლარი ქვეყნის ომის შემდგომი აღმშენებლობისთვის. ამის შესახებ მედია პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცახდებაზე  დაყრდნობით წერს. შეგახსენებთ, ოთხშაბათს იაპონიის თავმჯდომარეობით დიდი შვიდეულის ლიდერების ვირტუალური სამიტი გაიმართა. მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს შორის გამოცხადდა განზრახვა, რომ რუსულ ბრილიანტებზე შეზღუდვები დაწესდეს.  

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსული მედიის ცნობით, ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება პალატამ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო. „დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან,“ - ნათქვამია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილებაში. ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ პოლეტაევის განმარტებით, დადგენილების ძალაში შესვლიდან, ანუ ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან, ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია დაიწყება.