ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: საქართველო მდებარეობს რთულ, და კიდევაც საშიშ სამეზობლოში, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეია აცხადებს, რომ კანონპროექტი “MEGOBARI” ნათლად ადასტურებს, რომ ვაშინგტონში საქართველოს ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის გამო ორპარტიული შეშფოთება არსებობს. ამის შესახებ მან civil.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა, როდესაც თბილისში ჩამოტანილ გზავნილებზე მიუთითებდა. _როგორც მოგეხსენებათ, საქართველო მყიფე რეგიონში, რუსეთის, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის სიახლოვეს მდებარეობს…ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი აცხადებს, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დღის წესრიგი, ასევე აშშ-სა და ევროკავშირთან დაახლოება წარმოშობს პოლიტიკურ არასტაბილურობას და აზიანებს ეროვნულ უსაფრთხოებას. თქვენ, როგორც ადამიანი, რომელსაც უმუშავია კონფლიქტებისა და მშვიდობის საკითხებზე და ვისაც ახლა სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პორტფელი აქვს ჩაბარებული, როგორ უპასუხებდით ამ მოსაზრებას? უზრა ზეია: ჩემთვის ძალიან ემოციური იყო შეხვედრა იმ მამაც ქართველ ქალებთან, რომლებიც რუსეთის აშკარა აგრესიის ფონზე იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, კარ-მიდამოები, ოჯახები. ქართველებმა ძალიან კარგად იციან პუტინის აგრესიის შედეგები, თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. რუსეთმა დაამსხვრია მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ სივრცეში და ამავდროულად, ის ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას. მეორე მხრივ, ჩვენი პრინციპული მიდგომა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართ, გვთავაზობს განსხვავებულ გზას, რომელიც აძლიერებს სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მდებარეობს რთულ, და კიდევაც საშიშ სამეზობლოში, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რათა დაჩქარდეს და გაღრმავდეს პარტნიორობები, რომლებიც რუსული თუ სხვა მავნე განზრახვების წინააღმდეგ უსაფრთხოებისა და მედეგობის გაძლიერებას ემსახურება.
რუმინეთი, კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე შეხვედრის ორგანიზებას, სექტემბრისთვის გეგმავს - მედია
2024 წლის სექტემბერში, რუმინეთი, ბუქარესტში, აზერბაიჯანის, რუმინეთის, საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ტრანსპორტის მინისტრებს შორის შეხვედრას უმასპინძლებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შეკრება კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ახალ პროექტს უკავშირდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქმენეთმა დაადასტურა თავისი განზრახვა, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას კასპია ზღვა-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ. საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და რუმინეთი კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შეთანხმებას გააფორმებენ - მედია
უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით, აშშ-მ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ფართო კონსულტაციები გამართა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ფართო კონსულტაციები გამართა. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განუცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უახლესი ბრძანებულება საზღვაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე, ასახავს კიევის სტრატეგიას შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შეიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის საზღვაო ძალების გაძლიერებისკენ, მათ შორის, სტრატეგია ითვალისწინებს NATO-ს ძალების მუდმივ ყოფნას შავ ზღვაში. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ეკონომიკური ზონა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები
სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკის შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიას უკვე ახორციელებს
EXCLUSIVE Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უდასტურებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყოვლისმომცველი სტრატეგია უკვე აამოქმედა. სტრატეგია, რომელსაც Europetime გაეცნო, გულისხმობს გაზრდილ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩართულობას და სხვა მნიშვნელოვან აქტივობას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ხედვას ეფუძნება. „შეერთებული შტატები ამ სტრატეგიას უკვე ახორციელებს და მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო კოორდინაციას გავაგრძელებთ, რათა სტრატეგია, საერთო მიზნების მისაღწევად წინ წავწიოთ. მისი განხორციელების ვადები მიზანზე ან აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ზოგიერთი მიზანი, როგორიცაა, გაზრდილი პოლიტიკური ჩართულობა და შეტყობინებების გაგზავნა, მიმდინარე პროცესია; ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია. ჩვენი სტრატეგია უზრუნველყოფს მთლიანი მთავრობის ხედვას და ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მიმდინარე ძალისხმევა, განვავითაროთ სამომავლო ინიციატივები და განვაცხადოთ დაფინანსების მოთხოვნის შესახებ, მისი განხორციელების მხარდასაჭერად,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. რა არის შავი ზღვის სტრატეგია? სახელმწიფო დეპარტამენტში, Europetime-თან ამბობენ, რომ 2023 ფისკალური წლის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (NSC) აშშ-ის კონგრესი სთხოვდა, შავი ზღვის რეგიონის მხარდასაჭერად, შეემუშავებინა და განეხორციელებინა სტრატეგია, რომელიც გვთავაზობდა უსაფრთხო, აყვავებულ, ურთიერთდაკავშირებულ და მავნე ზეგავლენისგან, ეკონომიკური იძულებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრთხისგან თავისუფალ გარემოს, NSC-მ სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშის შემუშავების უფლებამოსილება უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე გადასცა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა გაზარდონ პოლიტიკური და დიპლომატიური ჩართულობა, უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ამერიკის მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ აცხადებენ აშშ-ის საგარეო უწყებაში. ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია - ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ეკონომიკური ზონა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები
სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად ხავიერ კოლომინა დაინიშნა
სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა გახდება. შესაბამისი ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა. „ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონები ჩვენი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია. ხავიერ კოლომინას NATO-ს პარტნიორებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა სამხრეთში NATO-ს მნიშვნელოვან მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. კოლომინა იქნება პასუხისმგებელი სამხრეთში NATO-ს ძალისხმევის კოორდინაციასა და ხილვადობის გაზრდაზე - გააძლიერებს პარტნიორებთან ჩართულობას. ცნობისთვის, ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაზრდის NATO-ს ჩართულობას ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰელის რეგიონში. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ამ გეგმის ნაწილია. შეგახსენებთ, ხავიერ კოლომინა პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია ამ დრომდე ეკავა.
ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი კიმბერლი ჩიტლი გადადგა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლიმ გადადგომის შესახებ განაცხადა. BBC-ის ცნობით, პერსონალისადმი მიწერილ წერილში, ჩიტლი აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის "სამსახურის საჭიროებებს აყენებდა პირველ ადგილზე" და რომ გაუჭირდა ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადებაში მიუთითა, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩიტლის საჯარო სამსახურისთვის მადლიერია. ბაიდენმა განმარტა, რომ მალე ახალ დირექტორს დანიშნავს. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლიმ გადადგომის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მოსმენიდან მეორე დღეს გამოაცხადა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა 13 ივლისს ტრამპზე მომხდარი თავდასხმის დროს საიდუმლო სამსახურის ქმედებები გააკრიტიკეს. მაშინ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა გადადგომაზე და განმარტა რომ ის ყველა კვალიფიციური ადამიანია ამ თანამდებობისთვის. კონგრესმენები აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორს 22 ივლისს ოთხ-ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უსვამდნენ მწვავე შეკითხვებს. თავის გამოსვლაში ჩიტლიმ 13 ივლისს მომხდარ თავდასხმას უწოდა „საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარუმატებლობა ბოლო ათწლეულებში“ და ეს ინციდენტი შეადარა აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობას 1981 წელს. ცნობისთვის, აშშ-ის საიდუმლო სამსახური პასუხისმგებელია პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, მათი ოჯახის წევრებისა და მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატების უსაფრთხოებაზე. ჩიტლი საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელად 2022 წელს დანიშნა. მან მანამდე 27 წელი იმუშავა სააგენტოში სხვადასხვა ამპლუაში. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი: ჩვენი მისია ქვეყნის ლიდერების დაცვაა, ეს ვერ შევძელით - ნებისმიერ შეცდომაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ
NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისიას იწყებს
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო. NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი ხუთი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი თანაშემწეებისგან შედგება. გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 22 ივლისის კვირაში ჩამოვიდნენ და საქართველოში ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან. გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატურ საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიასა და საინფორმაციო გარემოს, აგრეთვე გენდერისა და ინკლუზიის საკითხებს. გუნდი ასევე შეხვდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედიის წარმომადგენლებს. „აღნიშნული მისია არის NDI-ის წინასაარჩევნო შეფასების მისიის გაგრძელება და წარმოადგენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ორგანიზებული ფართო საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო პროგრამის ნაწილს. მომავალი თვეების განმავლობაში NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა,“ აცხადებენ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტში. IRI საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას იწყებს
სუს-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. სუს-ის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. მათივე განმარტებით, საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარება. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით,“ - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა აწუხებს ქართველ ხალხს“ - მოსმენა აშშ-ის კონგრესში
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა აწუხებს ქართველ ხალხს და ნათელია, რომ ახლანდელ მმართველ პარტიას ის სხვა მიმართულებით მიჰყავს,“ - ამბობს კონგრესმენი ბილ კიტინგი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის შემდეგ დემოკრატი კონგრესმენი აცხადებს, რომ სურს, ქართველმა ხალხმა იცოდეს, ამერიკა განაგრძობს მისი ნების მხარდაჭერას. „ჩვენ არ დავშორდებით ქართველი ხალხის ნებას. მაგრამ ჩვენ დავაწესებთ სანქციებს და მივიღებთ სხვა ზომებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ქართველი ხალხი სხვა მიმართულებით, რუსეთის მიმართულებით მიჰყავს, ასეთ კრიტიკულ დროს, როდესაც უკრაინაში მისი უკანონო ომი ასეთ განადგურებას იწვევს,“ - ამბობს კონგრესმენი კიტინგი. კონგრესში, 23 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის - „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მაღალჩინოსნებს მოუსმინეს იმის შესახებ, თუ როგორია ან როგორი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვის მიმართ - ქვეყნების, რომლებშიც ოქტომბერში მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა გაიმართოს. ევროპის ქვეკომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჯოშუა ჰაკმა ისაუბრა "ქართული ოცნების" იმ ნაბიჯებზე, რომელთა გამოც მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა გადაწყვიტა. „ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით [საქართველოს] ხელისუფლებას, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გამოსახატად არის “უცხოეთის გავლენის კანონის” უკან გაწვევა, არადემოკრატიული კანონების შეწყვეტა და იმის გარანტირება, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება,” - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯოშუა ჰაკი. კონგრესში გამართული მოსმენისას თბილისის ქმედებები არაერთხელ შეადარეს კიშინოვის გადაწყვეტილებებს და განაცხადეს, რომ მაშინ, როცა მოლდოვა დასავლეთისკენ მიიწევს, საქართველოს მმართველი გუნდის ნაბიჯები მისი მიზნების თაობაზე შეშფოთებას აჩენს. ამერიკელ თუ ევროპელ მეგობრებზე თავდასხმა და რუსული მმართველობის სტილის გადაწყვეტილებები კი, ვაშინგტონისგან უპასუხოდ არ დარჩება. „ქართულმა ოცნებამ“ კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოეთის აგნეტების“ კანონი მიიღო, რათა ზეწოლა მოეხდინა სამოქალაქო საზოგადოებაზე და ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაზე. დღეს მე ორი რამ მაქვს სათქმელი საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისათვის. პირველი - საქართველოს მთავრობას: თქვენი ქმედებები არ ჩავლილა და არ ჩაივლის უპასუხოდ. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სამოგზაურო შეზღუდვები ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე. იქამდე, ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვას, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია გააგრძელებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების დაწესებას, საჭიროების მიხედვით,“ - ამბობს კონრესმენი ბილ კიტინგი. კონგრესმენმა ქართველ ხალხსაც მიმართა და მათ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიუხედავად, დახმარებას დაჰპირდა. „ქართველ ხალხს: თქვენი ამბიცია ევროკავშირსა და NATO-ში თქვენი მომავლის შესახებ, ამ კონგრესში და ადმინისტრაციაში ძალიან კარგად იციან და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ მიზნების მისაღწევად, როგორც ამას ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც მე გასულ თვეში წარვადგინე და „მეგობარი აქტი“, რომელიც ჩემმა მეგობარმა ჯო უილსონმა წარადგინა, აჩვენებს ჩვენს მხარდაჭერას თქვენი დემოკრატიული მომავლისადმი მაშინაც კი, როდესაც თქვენი მთავრობა არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ ვალდებულებას, რომ გზა გაიკვალონ ევროკავშირისა და NATO-სკენ,“ - აღნიშნა კონგრესმენმა. მოსმენაზე მოწმეების სახით იკითხებოდნენ ჯოშუა ჰაკი და კრისტოფერ სმიტი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან და ასევე ალექსანდრ სოკოლოვსკი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროდან. ჯოშუა ჰაკმა განაცხადა, რომ ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტი ახლოს აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს ოქტომბრის არჩევნების წინ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის მიზნით დანიშნულ შეხვედრაზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი “უცხოეთის გამჭვირვალობის გავლენის კანონს.” „მათ [საქართველოს მთავრობამ] მიღეს ანტიდემოკრატიული კანონი, მოახდინეს სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, დაუშვეს ძალადობის ესკალაცია და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით და გაავრცელეს დეზინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ათწლეულებია მხარს უჭერენ საქართველოს,” - ამბობს ჯოშუა ჰაკი. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან დეტალურად ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რაც გასული ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას დაუწესა. მან ასევე განმარტა, რომ ამერიკის უმაღლესი დონის თანამდებობის პირებმა პირადად განუმარტეს საქართველოს ხელისუფლებას, რა შედეგები მოჰყვება მათ ქმედებებს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინოს 30 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება საქართველოსთვის. ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა თქვა, რომ პენტაგონი საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო წვრთნებს წყვეტდა. მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუკი მთავრობა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს: „იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები თავიანთ ქმედებებს გადახედავენ, დააბრუნებენ საქართველოს თავის დემოკრატიულ გზაზე და შეასრულებენ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით [საქართველოს] ხელისუფლებას, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გამოსახატად არის “უცხოეთის გავლენის კანონის” უკან გაწვევა, არადემოკრატიული კანონების შეწყვეტა და იმის გარანტირება, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ოქტომრბის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება,” - განმარტავს ჰაკი. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ "მეგობარ აქტს" კენჭი 11 ივლისს უყარა და მის პალატაში სრულ კენჭისყრაზე გატანას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს პროდასავლური მომავლის მხარდაჭერას და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო შემზრუდავი ზომების დაწესებას გულისხმობს, ახლა 16 წარმდგენი კონგრესმენი ჰყავს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მას "არამეგობრულ აქტს" უწოდებენ. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საჭიროა ორი ქვეყნის ურთიერთობების გადატვირთვა.
ბაიდენმა ერისადმი მიმართვისას განმარტა, რომ საპრეზიდენტო რბოლა დემოკრატიის გადასარჩენად დატოვა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართა ერს მას შემდეგ, რაც მან 21 ივლისს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა მოხსნა. ბაიდენმა გადაწყვეტილება მისი პარტიის წევრების, დემოკრატების მხრიდან რამდენიმეკვირიანი ზეწოლის შემდეგ მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ჩირაღდნას ახალ თაობას გადასცემს.“ „გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას. ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზა ეს არის.“ „პატივს ვცემ ამ პოსტს, მაგრამ ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს,“ - აღნიშნა ბაიდენმა. მან ერისადმი მიმართვისას განმარტა, რომ საპრეზიდენტო რბოლა დემოკრატიის გადასარჩენად დატოვა. ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მიღწევები, მსოფლიოში მისი ლიდერობა და ქვეყნის მომავლის ხედვა მეორე ვადას იმსახურებს, მაგრამ დემოკრატიის გადარჩენის გზას წინ არაფერი უნდა გადაეღობოს და ეს ეხება პირად ამბიციებსაც. „დიდებული რამ ამერიკის შესახებ ისაა, რომ აქ მეფეები და დიქტატორები არ მართავენ. ხალხი მართავს. ისტორია თქვენს ხელშია. ძალაუფლება თქვენს ხელშია. ამერიკის იდეა - თქვენს ხელშია,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მანვე დაადასტურა, რომ უფლებამოსილების ამოწურვამდე პრეზიდენტად დარჩება. ამ 6-თვიანი პერიოდის პრიორიტეტებად ჯო ბაიდენმა დაასახელა უზენაესი სასამართლოს რეფორმა, NATO-ს განმტკიცება, პუტინის შეკავება და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა. ერისადმი მიმართვისას, ბაიდენმა ასევე ისაუბრა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზე, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატატ წარდგენისთვის მხარი მალევე დაუჭირა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის ბრძოლას გამოეთიშა. „სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ამერიკელი ხალხი, ამერიკის მომავლის კურსს ირჩევს,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. „ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მემსახურა თქვენს პრეზიდენტად. მაგრამ,დემოკრატიის დაცვა, რომელიც სასწორზე დევს, ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. ძალას ვიღებ და სიხარულს ვგრძნობ ამერიკელი ხალხისთვის მუშაობაში,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი შეფასებით, ამერიკელ ხალხს მოუწევს, არჩევანი გააკეთოს წინსვლასა და უკუსვლას შორის და რომ ახლა არის მომენტი, როცა გადაწყვეტილებები განსაზღვრავსარამხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ, ასევე მთელი მსოფლიოს მომავალ ათწლეულებს. „მე ნათლად განვაცხადე, რომ მჯერა ამერიკა გადახრის წერტილშია. ეს ისტორიის ერთ-ერთი იშვიათი მომენტია, როდესაც გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ვიღებთ, ჩვენი ერისა და მსოფლიოს ბედს, მომავალი ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს. ამერიკას მოუწევს, გააკეთოს არჩევანი, განაგრძოს წინ სიარული თუ უკან წავიდეს, მოუწევს გააკეთოს არჩევანი იმედსა და სიძულვილს შორის, ერთიანობასა და განხეთქილებას შორის. ჩვენ უნდა გადავწყვითოთ, გვჯერა თუ არა პატიოსნების, წესიერების, პატივისცემის, თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის.“ ბაიდენი, რომლის პოლიტიკური კარიერა 1972 წელს 29 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც სენატორად აირჩიეს და მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი სენატორი გახდა, თეთრ სახლში 2025 წლის 20 იანვარს დაასრულებს თავის ვადას, როგორც ამერიკის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი. მას ამ პერიოდისთვის 82 წელი შეუსრულდება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი გაიწვიეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტიდან გაიწვიეს სადავო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე აპარტამენტის მშენებლობას და უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცნობით, ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი თავად ინიციატორმა დეპუტატებმა გაიწვიეს. წარმოებიდან პროექტის მოხსნის დოკუმენტს ხელი მოაწერა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ. ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია „დაძაბულობის მოხსნის და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“ და „საზოგადოების აზრის“ გათვალისწინებით. კანონპროექტმა, ოფიციალური სახელწოდებით „ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ზომების შესახებ“, ოკუპირებბულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები გამოიწვია. დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები აცხადებდნენ, რომ კანონის მიღება იქნებოდა „სახელმწიფოებრიობის საფუძველში ჩადებული დემოგრაფიული ნაღმი“. კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათ შორის „უხუცესთა საბჭო" და „სამამულო ომის" ვეტერანები. ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღების მოწინააღმდეგე ახალგაზრდულმა მოძრაობამ „ჩვენი ბიჭვინთა" განაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევა დროებითი გადაწყვეტილებაა, ამიტომ დაუყოვნებლივ მოითხოვენ გარანტიებს და მორატორიუმის გამოცხადებას.
„დემოკრატიული ქვეყნები, ისევე როგორც საქართველო, ვალდებულნი არიან, მოუსმინონ თავიანთ ხალხს“ - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში იური კიმმა ოთხშაბათს, 24 ივლისს ისაუბრა ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელ პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიის მიმართ და განაცხადა, რომ რეგიონში სამივე ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. „პრეზიდენტ ალიევს აქვს ოქროს შესაძლებლობა მსოფლიოსთვის, რომლის წარმომადგენლებიც ბაქოში, ამ წლის ნოემბერში, COP 29-ისთვის ჩავლენ. მან უნდა გადაწყვიტოს, რა არის აზერბაიჯანი - თანამედროვე აზერბაიჯანი - მისი მმართველობის დროს? რა სურს მას, წარუდგინოს მსოფლიოს? ვფიქრობ, მას აქვს დიდი შესაძლებლობა...თუ გამოიყენებს მას,“ განუცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარმა მოადგილემ, იური კიმმა აუდიტორიას Carnegie Endowment of International Peace-ში, გლობალურ ანალიტიკურ ცენტრში, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს. კიმმა ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც რუსეთი ქმნის მის სამეზობლოში და რომ „რუსეთის ყველა მეზობელს „ცალი თვალით უნდა ეძინოს.“ რაც შეეხება სომხეთს, კიმის შეფასებით, „გონივრულია, რომ ერევანმა ალტერნატივები ეძებოს.“ „სომხეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთის ურთიერთობები რუსეთთან უარესდება. შენ ცხოვრობ იქ, სადაც ცხოვრობ და უნდა ისწავლო მეზობელთან ცხოვრება. ეს არ შეიცვლება... ჩვენ ძალიან გვსურს, რაც შეიძლება მეტად დავუჭიროთ მხარი სომხეთის ძალისხმევას ურთიერთობების დივერსიფიკაციისთვის, გააძლიეროს მისი უნარი, უზრუნველყოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა თავისი ხალხისთვის,“ აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველო კიმმა საქართველოს მიერ ახლახან მიღებულ ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე განაცხადა, რომ „დემოკრატიული ქვეყნები, ისევე როგორც საქართველო, ვალდებულნი არიან, მოუსმინონ თავიანთ ხალხს.“ „და მათი ხალხი თანმიმდევრული და აბსოლუტური იყო იმაში, რომ მათ სურთ ევროპასთან ყოფნა - არამხოლოდ ეკონომიკის ინტეგრაციის, არამედ, ინსტიტუციური კულტურული ღირებულებების თვალსაზრისით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ კანონი, რომელიც ქართველებმა ახლახან მიიღეს უცხოელ აგენტებზე, არის ზუსტად არასწორი საქმე. ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე, რომელიც არსებითად ბაძავს კრემლს... ეს ისეთი ცუდი კანონია...“ აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. კიმმა განმარტა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სამწუხარო იყო, რადგან საქართველო რეგიონში ოდესღაც ლიდერი იყო. „ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ჩვენი სიახლოვე და ჩვენი კავშირი ქართველ ხალხთან რჩება ისეთივე მჭიდრო, როგორც არასდროს, მაგრამ ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“ არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით,“ აღნიშნა იური კიმმა. „როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ, ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, რომ „გლობალური ომის პარტია“არსებობს რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა,“ - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ. იური კიმმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ერთი რამ განაცხადო და მეორე გააკეთო. „არ შეიძლება, განაცხადო, რომ შენ შენს ხალხს წარმოადგენ, მომავალი ევროპაში და აშშ-სთან მყარი ურთიერთობა გსურს, და შემდეგ აკეთებ იმას, რაზეც შენი ხალხი და მეგობრები გეუბნებიან, რომ არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს. ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული,“ - აღნიშნა კიმმა. „რუსეთი რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეიჭრა, გარდა ისტორიის უცნაური შეცვლის სურვილისა და რწმენისა, რომ ახლო საზღვარგარეთს კრემლი უნდა მართავდეს. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. არ ვარ დარწმუნებული, რომ გონივრულია მეგობრობის მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს,“ მიიჩნევს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. მან ჩინეთზეც ისაუბრა. „უამრავი ცნობა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტექნოლოგიას, სესხებს, ვალის ხაფანგს, ინფრასტრუქტურის პროექტებში მის მონაწილეობას, რათა დამოკიდებულებები შექმნას, რასაც საბოლოოდ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებელი არ მოაქვს და რაც ფაქტობრივად, მათ ზიანს აყენებს. ჰკითხეთ მონტენეგროელ ხალხს, როგორი იყო ვალის ხაფანგში მოხვედრა. ჰკითხეთ შრი-ლანკას. ეს სია გრძელია. ჰკითხეთ რეგიონში მეზობლებს, როგორია ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა“, - აღნიშნა კიმმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ ვაშინგტონს ასევე გაცხადებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ. სწორედ ამის ფარგლებში, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
აზერბაიჯანი და ყაზახეთი ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის გაყვანას დაიწყებენ
აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის პრაქტიკული სამუშაო სავარაუდოდ, 2024 წელს დაიწყება. ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში ალიმ ბაილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს. „პირველ რიგში საჭიროა კაბელის დამზადება, შემდეგ კასპიის ზღვაში ჩაყვანა და ფსკერზე ჩაშვება. პროექტის უმეტესი ნაწილი დასრულდება წელს და მომავალ წელს,“ - აღნიშნა ელჩმა. ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის პროექტი, კასპიის ზღვის ფსკერზე, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებს შორის მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების გაყვანას გულისხმობს. პროექტის მიზანია აზერბაიჯანის გავლით ევროპასა და აზიას შორის ციფრული აბრეშუმის გზის ჩამოყალიბება მაგისტრალური საკაბელო ხაზების გაყვანით, რაც კასპიის ზღვის ფსკერზე დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემის საშუალებას იძლევა.
ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 6 თვეში 700 000 ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი განახორციელა
2024 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მთავარი საექსპორტო მილსადენით 700 000 ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა, იუწყება KazMunayGaz-ი. კომპანიისვე ცნობით, KazMunayGaz-ის (KMG) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ასხატ ხასენოვი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა. „მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყაზახეთის ნავთობის სტაბილურ მიწოდებას. 2023 წელს აქტაუს პორტიდან 1,057 მილიონი ტონა ნავთობი გაიგზავნა, ხოლო 2024 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 700 000 ტონაზე მეტი იყო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ხასენოვმა აღნიშნა, რომ KazMunayGaz-ის მიზანია ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდა. ამჟამად KazMunayGaz პარტნიორებთან ერთად სწავლობს ყაზახეთის ნავთობის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობებს ტრანსკასპიის მარშრუტზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ორი კომპანიის ერთობლივი ინიციატივები წარმატებით განხორციელდება.
ლიეტუვა Piorun-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს სხვა ქვეყნებთან ერთად შეიძენს
ლიეტუვა და სამი სხვა ქვეყანა ერთობლივად შეიძენენ პოლონური წარმოების Piorun-ის მოკლე დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემებს, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს, იუწყება The Baltic Times. სისტემების შესყიდვა მიმდინარეობს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების ფარგლებში, ნათქვამია პრესრელიზში. ლიეტუვამ, პოლონეთმა და ორმა სხვა ქვეყანამ, რომელიც არ სახელდება, ერთობლივ შესყიდვაში მონაწილეობენ - მათ ევროკავშირისგან ნაწილობრივი დაფინანსება მოითხოვეს. "საჰაერო თავდაცვის გაძლიერება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ჩვენ საკუთარ თავს დავაკისრეთ. ამიტომ, ჩვენ მოხარულები ვართ მომავალი შესყიდვით, ისევე როგორც ჩვენს ახლო მოკავშირესა და მეზობელ პოლონეთთან თანამშრომლობით," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასციუნასმა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა, რომ Piorun-ის სისტემა შექმნილია ფიქსირებული ფრთების თვითმფრინავების, ვერტმფრენების და დრონების განადგურებისთვის, რომელთა ჩამოგდებაც შესაძლებელია 8 კმ მანძილზე.“ ლიეტუვას ამჟამად პოლონური წარმოების Grom-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ძველი ვერსია აქვს და ასევე იყენებს სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის იარაღს.
სომხეთი ინდოეთიდან იარაღის უმსხვილესი მყიდველია
სომხეთი ინდოეთიდან იარაღის უმსხვილესი მყიდველი გახდა. „არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ აღნიშნულია ინდური IADN საინფორმაციო სააგენტოს მიკრობლოგში გაკეთებულ ჩანაწერში, რომელიც ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ ქვეყნის პარლამენტისთვის წარმოდგენილ ანგარიშს ეყრდნობა. ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2024-2025 ფინანსურ წელს სომხეთის მიერ ინდური წარმოების შეიარაღების შესყიდვების საერთო მოცულობამ 600 მილიონ დოლარს მიაღწია. სომხეთი 2021 წლიდან ინდოეთიდან ყიდულობს რაკეტებს, საარტილერიო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღებს.
აშშ სომხეთის მხარდაჭერის ვარიანტებს განიხილავს - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარმა მოადგილემ იური კიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, დაამყაროს კავშირები ერევანსა და ბაქოს შორის, რათა ხელი შეუწყოს სამშვიდობო შეთანხმებას. მან ასევე დაამატა, რომ აშშ განიხილავს სომხეთისთვის მხარდაჭერის სხვა ვარიანტებს, მათ შორის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით. „მიმდინარე ფინანსურ წელს დახმარება დაახლოებით 77 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მხოლოდ ორი წლის წინ იყო. ეს თანხები მიმართული იქნება სომხეთის სტაბილურობისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კლიმატი და სასურსათო უსაფრთხოება, ასევე, იზოლაციიდან სომხეთის გამოყვანის მცდელობებს,“ - განაცხადა კიმმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ სომხეთისთვის მხარდაჭერის გაფართოების შესახებ გამოაცხადა
ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს
Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ეტაპზე, აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის. ვაშინგტონი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მასშტაბირების საჭიროებაზე მიუთითებს. „ზოგადად, ჩვენ მივესალმებით და ვახალისებთ მრავალმხრივ ძალისხმევას, დასავლეთ ევროპისკენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული კავშირის მხარდასაჭერად. ასეთი ძალისხმევა ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, მდგრადი და აყვავებული რეგიონის შექმნას. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის “ინვესტორთა ფორუმი, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის საკოორდინაციო პლატფორმა და USAID Trade Central Asia მხოლოდ რამდენიმეა იმ პროგრამებიდან, რომლითაც შეერთებული შტატები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციის მხარდაჭერას აგრძელებს, ცენტრალურ აზიაში ჩვენს პარტნიორებთან კავშირის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით. C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონული თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, რომელიც ეხმარება რეგიონს, გადაჭრას საერთო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი (ცენტრალურ) აზიელი პარტნიორების ავტონომია და სუვერენიტეტი. 2023 წლის სექტემბერში გამართული C5+1 საპრეზიდენტო სამიტის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის მიზანიცაა PGI-ის მეშვეობით, ტრანსკასპიური დერეფნის დაკავშირებადობა, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მასშტაბირება, ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. PGI-ის მეშვეობით, შეერთებული შტატები ამჟამად აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება, ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ინფორმაციისთვის, PGI (აშშ) არის კოორდინატორის ოფისი გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების პარტნიორობისთვის (PGI) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აშშ-ის პრეზიდენტის G7+ ფლაგმანურ ინიციატივას სტრატეგიული, ღირებულებებზე ორიენტირებული და მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების განვითარებისთვის დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. ასევე წაიკითხეთ: ბულგარეთის ელჩი: საბორნე მიმოსვლის ხელშეკრულებას უფრო კონკრეტული და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს
სვანეთში დაკარგული ორივე ახალგაზრდა ცოცხალია
სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე ცოცხლები იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში“ განაცხადეს, რომ დაკარგული ახალგაზრდები ოჯახის წევრებს დაეკონტაქტნენ. ისინი ცოცხლები და უვნებლები არიან. შეგახსენებთ, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. დღეს დილიდან მათი ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.
„უკრაინის რკინიგზა“ ევროპული ლიანდის სარკინიგზო ქსელის განვითარებისთვის, ევროკავშირისგან 43 მილიონ ევროს მიიღებს
„უკრაინის რკინიგზა“ ევროკავშირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსების ინსტრუმენტის "ევროპის შეკავშირების ფონდის" [Connecting Europe Facility - CEF] მეშვეობით, 42,95 მილიონ ევროს მიიღებს. „უკრაინის რკინიგზის“ პრესსამსახურის ცნობით, ფონდის საკოორდინაციო კომიტეტმა უკრაინული კომპანიის საპროექტო განაცხადი 16 ივლისს დაამტკიცა. გამოყოფილი თანხა ევროპული ლიანდის სარკინიგზო ქსელის განვითარებას მოხმარდება. პროექტის საერთო ღირებულება 85,91 მილიონ ევროს შეადგენს. ფონდი CEF 50 %-ს, ხოლო დანარჩენს - უკრაინული მხარე დააფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს რკინიგზის ობიექტების გეგმიურ რეკონსტრუქციას და ევროპული ლიანდის (1435 მმ) სარკინიგზო ხაზის გაყვანას ჩოპიდან ლვოვამდე. ჩოპი მსხვილი სატრანსპორტო კვანძია უკრაინას, უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლვოვის სარკინიგზო კვანძის რეკონსტრუქციის სტრატეგიის შემუშავება უკრაინაში ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების პერსპექტივის გათვალისწინებით. ასევე დაგეგმილია ელექტრიფიცირებული ევროპული ლიანდის დაპროექტება და აშენება მონაკვეთზე - პავლოვო 2-დან მატოვცემდე უკრაინა-სლოვაკიის საზღვარზე უზჰოროდამდე და ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი ევროპული ლიანდი ჩოპი-უჟჰოროდის მონაკვეთზე. როგორც ცნობილია, „უკრაინის რკინიგზამ“ 2024 წლის აპრილში დაიწყო რკინიგზის მშენებლობა ჩოპი-უჟჰოროდის მონაკვეთზე. ცნობისთვის, 2022 წელს, ევროკომისია, ევროკავშირში შემავალ ყველა ქვეყანაში, სტანდარტული სიგანის (1435 მმ) ლიანდის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. განსხვავებული სიგანის ლიანდი აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ირლანდია, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პორტუგალია და ესპანეთი. 2022 წლის 27 ივლისს ევროკომისიამ შეიტანა ცვლილებები თავის 2021 წლის დეკემბრის შეთავაზებაში, რომელიც ეხება ე.წ. TEN-T Regulation-ის (ევროპის პარლამენტის და საბჭოს რეგლამენტი ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის TEN-T განვითარების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ) გადასინჯვას. „ჩვენი შეთავაზება, გაფართოვდეს ევროპის სატრანსპორტო დერეფნები უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიებზე - მარიუპოლის და ოდესის პორტების ჩათვლით, - ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დაკავშირებულობის გაუმჯობესებას ამ ორ ქვეყანასა და ევროპის კავშირს შორის, გაადვილებს რა ეკონომიკურ გაცვლა-გამოცვლას და უზრუნველყოფს უკეთეს მიმოსვლას ადამიანებისთვის და კომპანიებისთვის. აღნიშნული დერეფნები უპირველესი პრიორიტეტი გახდება აგრეთვე უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენის დროს ომის დასრულების შემდეგ. უკრაინიდან „სოლიდარობის ზოლებით“ (Solidarity Lanes) ხორბლის ექსპორტის უზრუნველყოფისაკენ მიმართულმა ჩვენმა ძალისხმევამაც წარმოაჩინა ინტეროპერაბელობის მნიშვნელობა სატრანსპორტო სისტემის შეგნით და გაზარდა ევროპის კავშირის ქსელში თანდათანობითი დაახლოების დონის ამაღლების აუცილებლობა, რათა გახდეს ის უფრო სიცოცხლისუნარიანი, ხოლო შიდა ბაზარი - უფრო ძლიერი,“ - განაცხადა ტრანსპორტის საკითხების კიმისარმა, ადინა ველეანმა.