ძებნის რეზულტატი:

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი საამქრო დაიწვა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი საამქრო დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები, სამაშველო სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებული. მეხანძრე-მაშველები ადგილზე რჩებიან. უცნობია ზარალის ოდენობაც. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დროულად იყო მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ხის საამქროში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მისი ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა. „მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად, ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ხანძარმა სწრაფად მოიცვა დიდი ტერიტორია და თითქმის მთლიანად დაიწვა საამქრო“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

საფრანგეთმა ჯანდაცვის 3000 მუშაკს აუცრელობის გამო, მუშაობის უფლება შეუჩერა

კოვიდვაქცინაზე უარის გამო საფრანგეთში ჯანდაცვის 3000 მუშაკი სამსახურიდან ანაზღაურების გარეშე დაითხოვეს. ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა თქვა, რომ თანამშრომლებს წერილობით ეცნობათ მთავრობის მიერ დაწესებული ვადის გასვლამდე, რომ მინიმუმ ერთი დოზით უნდა აცრილიყვნენ. მისი თქმით, ძალიან ცოტა ექიმი და ექთანი დარჩა არავაქცინირებული. ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა აცრა, ახლა ამის ვალდებულება რეალობად იქცა”, - განაცხადა მინისტრმა. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ულტიმატუმით ორი თვის წინ გამოვიდა, თუმცა ათიათასობით მუშაკი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქციას, რომელიც უკვე ორი თვეა მიმდინარეობს, ჯანდაცვის მუშაკთა ნაწილიც შეუერთდა. ცნობისთვის, საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო სექტორის გაერთიანება, CGT მთავრობას „ჯანმრთელობის კატასტროფის“ შესახებ აფრთხილებს. ამავე თემაზე: საფრანგეთი ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის წესს ამკაცრებს

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს მასთან დაკავშირების არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში უჩივლა. სასამართლოში სარჩელი გაფრინდაშვილმა 16 სექტემბერს შეიტანა. როგორც ცნობილია, სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit -ის (ლაზიერის გამბიტი) დასკვნით ეპიზოდში გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ის 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე. სერიალში ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს: "ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში, მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს". ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი ტყუილია და სექსისტური. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, სულ მცირე, 5 მილიონ დოლარს ითხოვენ. The Hollywood Reporter-ის თანახმად, სარჩელში აღნიშნულია, რომ "მტკიცება, რომლის თანახმადაც გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს, აშკარა სიცრუეა, ასევე უხეშად სექსისტური და დამამცირებელი”. ნონა გაფრინდაშვილი (1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები) მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლებში. 1983 წელს გახდა პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი. 1989 -1996 წლებში ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის" მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.

ენტონი ბლინკენი: საფრანგეთი აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში არის აშშ-ის "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი". ვაშინგტონში აშშ-სა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონს სურდა მოეპოვებინა ყველა შესაძლებლობა ინდო-წყნარ ოკეანეში ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. "ჩვენ წარმოუდგენლად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საფრანგეთთან ინდო-წყნარი ოკეანის ბევრ პრიორიტეტზე, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვაგრძელებთ ასე. ჩვენ ფუნდამენტურ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობას, ამ პარტნიორობას",- განაცხადა ბლინკენმა. თეთრმა სახლმა დაიცვა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, უარყო ჩინეთისა და საფრანგეთის კრიტიკა გარიგების გამო. "ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ჩინეთთან", - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ. ამავე თემაზე: საფრანგეთი ჯო ბაიდენს ზურგში დანის ჩარტყმაში ადანაშაულებს, ანალიტიკოსები კი, „მეხის გავარდნაზე“ მიუთითებენ ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს

ავღანეთიდან მოქალაქეების არასათანადო ევაკუაციის კრიტიკის გამო, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგრიდ კააგმა ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესის კრიტიკის გამო, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატებმა საგარეო და თავდაცვის მინისტრები გააკრიტიკეს, იმის გამო, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს ათობით ავღანელი პერსონალის უსაფრთხო გასვლა ქვეყნიდან, "თალიბანის" ხელში ჩაგდების შემდეგ. ერთი დღით ადრე, კააგმა აღიარა, რომ ადგილობრივი საელჩოს თანამშრომლები და ჰოლანდიური ჯარების თარჯიმნები არ იყვნენ ევაკუირებულები ქაბულიდან. მისი თქმით, ეს განპირობებულია მთავრობის დაბნეული რეაქციით, ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ გაფრთხილებებზე. როგორც ცნობილია, პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგების თანახმად, მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 78-მა დეპუტატმა დაიჭირა, 72 კი წინააღმდეგი წავიდა..

აშშ ავსტრალიაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის

ავსტრალიამ და შეერთებულმა შტატებმა გაფართოებული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ყველა სახის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი როტაციული პრინციპით განლაგდება ავსტრალიაში. აშშ-სა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრის შემდეგ, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონმა თქვა, რომ ორივე მხარე "მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ძალებს შორის თანამშრომლობას, გაზრდის თავსებადობას და გააღრმავებს ალიანსის საქმიანობას ინდო-წყნარ ოკეანეში". "ეს მოიცავს უფრო დიდ საჰაერო თანამშრომლობას, ავსტრალიაში ყველა სახის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების როტაციული განლაგებით”, - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ დატონმა მისივე თქმით, აშშ-ისა და ავსტრალიის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ერთობლივი მატერიალურ ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რათა სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის საქმიანობა გაფართოვდეს, მათ შორის სამხედრო საზღვაო კუთხით. ცნობისთვის, აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს

საქართველოში კორონავირუსი 2 039 ადამიანს დაუდასტურდა, 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 039 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 192 პაციენტი, 56 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 591 766 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 556 810, გარდაიცვალა 8 446 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 378 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 154 PCR ტესტით. 16 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.20%. ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან 716 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 128, იმერეთი - 321, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 104, გურია - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 192, კახეთი - 263, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484, საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 233, აჭარაში - 608, იმერეთში - 1 059. მძიმე პაციენტი: 1 306, მათ შორის, თბილისში - 507, აჭარაში - 146, იმერეთში - 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 352, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 24, იმერეთში - 29. 1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 - თბილისში, 351 - აჭარაში. 19 582 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.

როდის დაიწყება საქართველოში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან წელიწად ნახევრის შემდეგ, მსოფლიოს რიგი ქვეყნები ვირუსთან ბრძოლაში მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენების ეტაპზე არიან. ბოლოს, ასეთი მაგალითი დიდმა ბრიტანეთმა აჩვენა, როდესაც „ბუსტერ“ დოზით აცრა 50 წელს გადაცილებულებში, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მუშაკებში, ხანდაზმულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს და 16-49 წლის ასაკის სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში დაიწყო. მესამე დოზას სავარაუდოდ სექტემბრიდან შესთავაზებს მოსახლეობას პოლონეთი, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის, ადამ ნეძიელსკის განცხადებით, ეს შეეხება სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს. ისრაელი ყველა ვაქცინირებულს ,,ბუსტერ" დოზით აცრას სთავაზობს. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია 20 სექტემბრიდან დაიწყება კვლევა: Johnson&Johnson-ის ვაქცინის „ბუსტერ“ დოზამ ანტისხეულების დონე 9-ჯერ გაზარდა Moderna ევროკავშირისგან ე.წ. „ბუსტერ“ დოზისთვის ავტორიზაციას ელის ჯანმოს მეცნიერთა პოზიციით, ე.წ ბუსტერ დოზით მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია საჭირო არ არის. ამის მიუხედავად, საფრანგეთი აგვისტოს ბოლოს გახდა ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც „ბუსტერ“ დოზების გამოყენება 65 წელს გადაცილებულებში დაიწყო. საფრანგეთი მას მოსახლეობას მეორე დოზიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სთავაზობს. ე.წ. გამაძლიერებელი დოზის გამოყენება აგვისტოს ბოლოს დაიწყო გერმანიამაც და მას სთავაზობს მზრუნველობა მოკლებული სახლების მცხოვრებლებს. გერმანიის რამდენიმე შტატმა უკვე დაიწყო დაუცველი ჯგუფების აცრა, ქვეყნის ვაქცინაციის საკონსულტაციო ჯგუფი უახლოეს მომავალში ასევე გეგმავს, მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები ხანდაზმულთა და იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის. გარდა ამისა, ჩეხეთმა განაცხადა, რომ „ბუსტერ“ დოზას 60 წელს გადაცილებულებს 20 სექტემბრიდან შესთავაზებს. „ბუსტერ“ დოზა საქართველოში გვიანი პერსპექტივა და მისი გამოყენება ამ ეტაპზე არ ხდება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მესამე დოზით აცრა წელს არ იგეგმება. ივანე ჩხაიძის თქმით, მესამე დოზით ვაქცინაციას ძირითადად Pfizer-ის მწარმოებლები განიხილავენ. „რვა თვე უნდა იყოს გასული მეორე დოზიდან, რომ „ბუსტერი“ გაიკეთო. თუ საქართველოში ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, ეს გვიან მოხდება, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დეკემბრისთვის მივაღწევთ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას. თუმცა არის გარკვეული რისკები და აუცილებელია, მომდევნო კვირების განმავლობაში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს რეგიონებზე, რადგან დისპროპორცია თბილისს, ბათუმს, ქუთაისსა და სხვა რეგიონებს შორის მართლაც შესამჩნევია, რეგიონებში აქტივობა ნაკლებია. „ამიტომ არის აუცილებელი აქცენტის გაკეთება რეგიონის მოსახლეობაზე, მათ შორის ვსაუბრობ პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალის აქტიურ ჩართვაზე. ქვეყანას შეუძლია, მარტივად მიაღწიოს მიზანს, სამუშაო ბევრია, ბევრი ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ვაქცინაცია. თავიდან, კორონავირუსის ჩინური ვარიანტის დროს საჭირო იყო მოსახლოების 60%-ის მოცვა, რა თქმა უნდა, რაც უფრო აგრესიულია მუტაცია და გადამდებია ვარიანტი, მით უფრო მეტი აცრაა საჭირო, ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოსთვის მინიმალური მიზანი არის 60%, მაგრამ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გათვალისწინებით, უკვე ბევრი ქვეყანა მიუახლოვდა 80%-იან ზღვარს. იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება და ამ კონტროლის ქვეშ „დელტა“ ვარიანტი იყოს განხილული, უმჯობესია, 80%-იანი მოცვა მოსახლეობის“, - განუცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-ს. „40% მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ „ბუსტერ“ დოზაზე საუბარი დავიწყოთ“, - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის თქმით, მესამე დოზა რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება. თავის მხრივ, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველმა მკვლევარმა Europetime-თან ინტერვიუში საქართველოს მოსახლებასაც ურჩია, გაიკეთონ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. „ბუსტერ“ დოზები პირველ რიგში ხელმისაწვდომია მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უშუალოდ ხდება პროდუქცია. პირველ რიგში საუბარია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებზე, რადგან შეიძლება, ყველას არ ეყოს. ვიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ამასაც დრო სჭირდება. სამწუხაროდ, მოდის ცივი სეზონი, ჩვენ მოგვიწევს გრიპის ვაქცინის გაკეთება და მოვუწოდებდი საქართველოშიც, რომ გაიკეთონ, რადგან გრიპის ვირუსის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია, კოვიდი შეიძლება ძალიან მძიმედ გადაიტანოს ადამიანმა“, - აღნიშნა ნატო ტეტელოშვილმა.

სომხეთი აზერბაიჯანს რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და ჰააგაში უჩივის

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ერევანმა ბაქო რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 1965 წელს. მოსარჩელის განცხადების თანახმად, აზერბაიჯანი "სომხებს ათწლეულების განმავლობაში რასობრივი დისკრიმინაციის ქვეშ აყენებდა", სახელმწიფო "ატარებდა სომხების მიმართ სიძულვილის პოლიტიკას", რის შედეგადაც ისინი "განიცდიდნენ სისტემური დისკრიმინაციას, ხოცვას, წამებას და სხვა სახის ძალადობას " . მომჩივნის თქმით, ეთნიკური ან ეროვნული წარმოშობის სომხები, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, დისკრიმინირებულნი იყვნენ. სომხეთის სარჩელის თანახმად, აზერბაიჯანმა ეს პრაქტიკა ისევ გამოიყენა 2020 წლის სექტემბერში, მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიის დროს და შეიარაღებული კონფლიქტისას სერიოზულად დაარღვია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენცია.

აშშ-მ „ალ-ქაიდას" რამდენიმე წევრს სანქციები დაუწესა

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ახალი სანქციები დაუწესა თურქეთში მყოფ 5 პირს, რომლებიც "ალ-ქაიდასთვის" მატერიალური დახმარების გაწევაში არიან ბრალდებულები. სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი 5 პირიდან, 3 თურქეთის სამი მოქალაქეა, ორი მათგანი კი ეგვიპტიდანაა. ხუთივე მათგანს ბრალად ედება "ალ-ქაიდასთვის" მატერიალური, ფინანსური, ტექნიკური დახმარების გაწევა და სპონსორობა. ”ეს მიზანმიმართული სანქციები ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას, შეწყვიტოს "ალ-ქაიდას" ფინანსური დახმარება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის თურქეთთან, რათა გამოამჟღავნონ და ჩაშალონ "ალ-ქაიდას" ფინანსური დახმარების ქსელები" ,- საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორი ანდრეა გაკი განცხადებაში წერს. ახალი სანქციების თანახმად, დასახელებული პირების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება ან აქტივი უნდა ეცნობოს ფედერალურ მთავრობას, ასევე ეკრძალებათ „ყველა სახის გარიგება ამერიკელებთან ან შეერთებულ შტატებში (მათ შორის ტრანზაქციები შეერთებულ შტატებში).

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს "სამართალდამცველების მიერ, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე - 1999 წელს დაბადებული ა.გ. სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდა. ბ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მის მიერ ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 8000 ლარზე მეტი და 44 აბი „სუბოქსინი“. პოლიციამ ბრალდებული თ.დ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული, „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. რაც შეეხება წარსულში ნასამართლევ ა.გ.-ს, იგი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს შემცველი ნივთიერება. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის, ასევე, ბათუმში დააკავეს ვ.კ. და ო.პ., რომელთა პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 247 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ალფა-პვპ“. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ. და ო.პ ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ. დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეუფე იაკობი: მე რომ მისმენდნენ, ვიცოდი, რამდენჯერმე გავაფრთხილე შესაბამისი უწყებები

ფარული მოსმენები ეს არის დიდი ბოროტება, მაგრამ ჩემთვის უფრო დიდი ბოროტებაა ის, რომ ეს ჩანაწერები ვიღაცამ მოიპარა, გამოიტანა და ტელევიზიეში გავიდა, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. „ამდენი მოსმენა, მანიაკები თუ არ არინ და ძალაუფლება თუ არ გაქვს, ამას ვერ იზამ. გახარიას რომ ძალაუფლება ჰქონდა პრემიერობამდე, ისეთი ძალაუფლება თუ არ გაქვს, ვერ იზამ ამას. რასაც მომიყვნენ ჩემ შესახებ, იყო ასეთი შემთხვევები და ყველაფერი გახარიას პერიოდში იყო. პირადად მე რომ მისმენდნენ, ვიცოდი, რამდენჯერმე გავაფრთხილე ამაზე შესაბამისი უწყებები. მაგრამ ვიცოდი, რა მელაპარაკა და რა - არა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, ჩანაწერების შინაარსი რიგმა ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა დაადასტურეს. ამავე თემაზე: მედიაში გავრცელებული ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ არქიმანდრიტი კონსტანტინე ჭინჭარაული მედიისთვის გაგზავნილ ფაილებში ასახულ შინაარსს ადასტურებს პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“ ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება ოპოზიციის და მმართველი გუნდის კომენტარები ე.წ. ფარულ ფაილებზე მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები ინსპექტორის სამსახური: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა

ეკატერინე ტიკარაძე: ორსულებში ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები "მნიშვნელოვნად არის შემცირებული". როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კოვიდინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პროცესში ყველა წამყვანი სპეციალისტია ჩართული. "ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

2021 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა 29.9%-ით გაიზარდა

2021 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 912.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 29.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 10.3 პროცენტით. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. 2021 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (53.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (42.3 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (133.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (47.0 პროცენტი), მშენებლობა (36.9 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (75.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (45.5 პროცენტი). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3 პროცენტი) და განათლება (-1.4 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.9 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6 პროცენტი), მშენებლობა (8.6პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება(5.4 პროცენტი).

ივანე ჩხაიძე: გრიპისა და კოვიდვაქცინის ერთ დღეს გაკეთება შესაძლებელია

ჯანმოს რეკომენდაციით, გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ერთი დღის განმავლობაში, ერთდროულად შესაძლებელია. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის იყოს შემთხვევების მატება, თუმცა არა ახალი მუტაციის, არამედ ზამთრის სეზონის და დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრის გამო, რაც ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას განაპირობებს. „მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორც მესამე ან მეოთხე ტალღა. გასათვალისწინებელია გრიპის სეზონიც, თუ ჩვენ ამ სეზონს შევხვდებით 60%-ის ვაქცინირებით და გრიპის ვაქცინაციასაც დავიწყებთ, გაცილებით უსაფრთხო შემოდგომა-ზამთარი გველის, როგორიც გვქონდა 2020 წლის ბოლოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან. ამავე თემაზე: ივანე ჩხაიძე: უმჯობესია, მოსახლოების 80% აიცრას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება

ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირების რიცხვმა იკლო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კლება ფიქსირდება, თუმცა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდეს. "აღინიშნება ინფიცირების კლება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდეს. მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტში მგზავრთა გადანაწილება იყოს პროპორციული, ისე როგორც ესაა დადგენილი. რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელების პროვოცირება. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ჯგუფის აცრა, რომელიც რისკის ქვეშაა. მკაფიოდ ჩანს ის ფაქტი, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობა და ასევე ისინი ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები არიან მაღალი რისკის ქვეშ,"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. ცობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 2 039 ადამიანს დაუდასტურდა, 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

მაია რჩეულიშვილი ციხიდან გათავისუფლდა

„ყველას ბოდიშს ვუხდი“, - „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლის პირველი სიტყვებია საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ. ასევე წაიკითხეთ: „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად მერიასა და კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა „უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა. მადლობა უფალს, რომ დასრულდა. ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, რომ მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება“, - აღნიშნა მაია რჩეულიშვილმა. მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად მერიასა და კომპანიებს შორის მემორანდუმის გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ დატოვა. „ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე, სულ ეს იყო, მაგრამ ძალიან ბევრი დრო დასჭირდა“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა. მაია რჩეულიშვილის თქმით, „მიონთან“ დაკავშირებით გაფორმდა საპროცესო, ამ ობიექტებზე კი დასრულებითი სამუაშაო ახლა მიმდინარეობს. ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი.

ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი, წინა დღეებთან შედარებით, დაბალია

17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში, 1 610 309-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 935 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.7% სრულად ვაქცინირებულია 675 215 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.6% 16 სექტემბერს აიცრა 19 148 ადამიანი. ცნობისთვის, სექტემბრის განმავლობაში, ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი 20 000-ზე მეტი იყო. გუშინ, ვაქცინა 25 150-მა ადამიანმა გაიკეთა. 14 სექტემბერს კი 24 941 ადამიანი აიცრა.

პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, მიმართვისა და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვის და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნ.მ., კ.ნ., მ.მ., ა.ა., ა.ც., შ.მ., ბ.გ., პ.ბ., და შ.ქ., აღიარებენ ქურდულ სამყაროს და აქტიური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან. ისინი თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, წყვეტდნენ არაერთ დავას და მოქალაქეებს სისტემატიურად სძალავდნენ ფულად თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავტომანქანასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დავის გადასაწყვეტად, ბ.ა.-მ და ზ.ნ.-მ ქურდული სამყაროს წევრებს მიმართეს. კანონიერი ქურდის დავალებების შესრულებისას კი ბ.მ.-მ, ო.მ.-მ, გ.რ.-მ და გ.გ.-მ თავიანთი აქტიური ქმედებით ქურდული სამყაროს საქმიანობას ხელი შეუწყვეს. ნ.მ.-ს, კ.ნ.-ს, მ.მ.-ს, ა.ა.-ს, ა.ც.-ს, შ.მ.-ს, ბ.გ.-ს, პ.ბ.-სა და შ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბ.მ.-ს, ო.მ.-ს, გ.რ.-ს და გ.გ.-ს ბრალდება 223-ე სამი პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ბ.ა.-ს და ზ.ნ.-ს 223-ე ოთხი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა), რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. ბრალდების მხარე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამავე თემაზე: შსს-მ გორსა და ხაშურში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4 კი პასუხისგებაში მისცა

კამბოჯამ 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო

კამბოჯამ 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ Guardian-ი იუწყება. კამბოჯას სკოლების ხელახლა გახსნის იმედი აქვს და ამ მიზნით ბავშვების აცრა გადაწყვიტა. მედია წერს, რომ კამბოჯის პრემიერ-მინისტრის, ჰუნ სენის შვილიშვილი Sinovac-ის კოვიდვაქცინით უკვე აიცრა და ამის შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.