ძებნის რეზულტატი:
საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. ბიძგები 21:04 საათზე დაფიქსირდა.
ჯანმოს ხელმძღვანელი: პანდემია შორს არის დასრულებისგან
„როცა კვირაში თითქმის 50 000 ადამიანი იღუპება, პანდემია შორსაა დასრულებისგან, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბერლინში გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტზე. მისი თქმით, პანდემია მაშინ დასრულდება, როცა ამას მსოფლიო გადაწყვეტს. ჯანმოს დირექტორმა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მოუწოდა, ვაქცინების განაწილების რიგში თავიანთი ადგილი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს დაუთმონ. გებრეისუსის თქმით, პანდემიის დასრულება საზოგადოების ხელშია. „მსოფლიოს ყველა ინსტრუმენტი აქვს პანდემიის დასასრულებლად, თუმცა საჭიროა მათი სათანადოდ გამოყენება. ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი რაც გვჭირდება: ეფექტური საზოგადოებრივი და სამედიცინო საშუალებები, მაგრამ მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები კარგად არ გამოიყენა. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, დაასრულოს პანდემია დანარჩენ მსოფლიოსთან იზოლაციით. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა, თუ არ იმოქმედებს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად“, - განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.
მსოფლიო პატრიარქი საავადმყოფოში გადაიყვანეს
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე აშშ-ში ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ამერიკის ბერძნული მართლმდადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის ეპარქიის ცნობით, პატრიარქი ბართლომე ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოშია მოთავსებული. მათივე ინფორმაციით, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარებამდე მსოფლიო პატრიარქმა თავი შეუძლოდ იგრძნო ხანგრძლივი ფრენისა და გადატვირთული გრაფიკის გამო. ექიმმა პატრიარქზე დაკვირვების მიზნით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, ღამე საავადმყოფოში გაატარა. მას, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსისგან 4650 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამასთან, გუშინ საქართველოში 22 847 ტესტი ჩატარდა. მათ შორის 13 643 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 204 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 694 182-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 635 611-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 788 პირი ემსხვერპლა. 24 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.5%, ბოლო 14 დღის - 9.05%, 7 დღის 9.04%. თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა - 93, იმერეთი - 438, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 84, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757, საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 362, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 263. ამ ეტაპზე 1 549 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 570, აჭარაში - 132, იმერეთში - 480. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 318 ადამიანი, მათგან თბილისში - 173, აჭარაში - 34, იმერეთში - 33. 1 022 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 595 - თბილისში, 222 - აჭარაში. 41 569 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 24 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 265 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 39 329 ადამიანი.
ბოლო 24 საათში საქართველოში მხოლოდ 1 877 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ 1 877-მა ადამიანმა გაიკეთა. ეს არის ვაქცინაციის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი რაც კი აქამდე დაფიქსირებულა. სულ ქვეყანაში 1 950 693 დოზა აცრა გაკეთდა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757 საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 549 ინფიცირებული, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 ადამიანი. 41 569 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გსაცხოვრებელ ბინაში გადის. ჯანმოს ხელმძღვანელი: პანდემია შორს არის დასრულებისგან
საქართველოს საპატრიარქო: საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. ,,ტროლებისა" და ,,ბოტების" შეტევა გახშირდა
"ბოლო დროს გახშირდა სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. ,,ტროლებისა" და ,,ბოტების" შეტევა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში საპატრიარქოს ოფიციალური გვერდის უკლებლივ ყველა მასალა "ტროლებისა" და "ბოტების" სამიზნე აღმოჩნდა. "სამწუხაროდ, ჩვენს facebook-გვერდზე ბოლო სამი დღის განმავლობაში განთავსებული უკლებლივ ყველა მასალა მორიგი ასეთი შემოტევის სამიზნე აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ დაპირისპირებული ძალა მსგავს მანიპულაციებს ახორციელებს ისეთი ვიდეოების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიციის გამოსაკვეთად. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ცდილობს, ობიექტური, სანდო და ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას თავისი მედიარესურსების საშუალებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სუდანის არმიამ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის რამდენიმე წევრი დააკავა
სუდანში სავარაუდო სამხედრო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. საერთაშორისო მედიის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის 4 წევრი დააკავეს. „დოიჩე ველე“-ს ცნობით, დაკავებულები შინა პატიმრობაში იმყოფებიან. ქვეყნის დედაქალაქში დახშულია სატელეფონო სიგნალი და ინტერნეტი. ამბოხებულების მიერ გადაკეტილია ხართუმის აეროპორტიც. სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა ერთი თვის წინ. ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეა დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაცემას ითხოვდნენ, ზოგი კი არმიას გარდამავალი მთავრობის დამხობისკენ მოუწოდებდა. სუდანში, 2019 წელს დიქტატორის ომარ ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, ხელისუფლებაში მოვიდა სუვერენული საბჭო, რომელიც შედგება მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროებისგან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სუვერენულმა საბჭომ დაიწყო ეკონომიკური რეფორმების სერია, რის შედეგადაც გაუქმდა სახელმწიფო სუბსიდიები საწვავზე. ამ და სხვა მრავალმა ღონისძიებამ გამოიწვია მოსახლეობის ფართო უნდობლობა არსებული ხელისუფლების მიმართ. სუდანში ისედაც, რთულ ვითარებას ამძაფრებს მაღალი ინფლაცია, ეკონომიკური სირთულეები და ღრმა პოლიტიკური განხეთქილება. სუდანის არმიამ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის რამდენიმე წევრი დააკავა
იუსტიციის მინისტრი: რატომ დატოვა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია
"რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კოსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. შევეცდები, რომ გავესაუბრო და ამ მიზეზში გავერკვიო", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც ფაღავას მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი კონსილიუმის დატოვებას გამოეხმაურა. როგორც ბერგაძემ აღნიშნა, ფაღავასა და მას შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. "თითქოსდა ჩემსა და ფაღავას განცხადებებს შორის უთანხმოებაა და დაპირისპირება გვქონდა, სიცრუეა. საზოგადეობა შეცდომაში ნუ შეგყავთ. რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. შევეცდები, რომ გავესაუბრო და ამ მიზეზში გავერკვიო. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ ყველა ექიმს მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ბერგაძემ.
კარდიოლოგი ზურაბ ფაღავა მიხეილ სააკაშვილის ექიმთა კონსიულიუმის დატოვების მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს
ექიმმა ზურაბ ფაღავამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი დატოვა. როგორც კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ფაღავა აცხადებს, კონსილიუმის დატოვების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდარადგან ოქტომბრის თვეში მან კორონავირუსი გადაიტანა. "შაბათს, ბოლო კონსილიუმის შემდეგ თავი შეუძლოდ ვიგრძენი და წერილით მივმართე პენიტენციური სამსახურის ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსს, შეჩერებულიყო ჩემი წევრობა კონსილიუმში. თუ ჩამანაცვლებენ, ჩამანაცვლონ, თუ არადა, როცა უკეთ გავხდები, შეიძლება, დავბრუნდე. გამოვჯანმრთელდი, გადამდები აღარ ვარ, მაგრამ ჩემი მდგომარეობა არ არის ბოლომდე რეაბილიტირებული“,- განაცხადა ექიმმა ზურაბ ფაღავამ. მიხეილ სააკაშვილი უვე სამი კვირაა შიმშილობს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მისი ჯანმრთელობის მონიტორინის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა. კონსილიუმში შედის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც. რადენიმე დღის წინ კოსილიუმა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას თანხდება. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები კი ექსპრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევას დათანხდა, თუმცა შიმშილობას არ წყვეტს. 24 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა, რომელშიც შედიან ძალიან მაღალი დონის ექიმები, პირადად მოინახულა მიხეილ სააკაშვილი, გაეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე პატიმარი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
ბათუმში, არასრულწლოვანზე თანატოლების მხრიდან ძალადობის ფაქტზე შშს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. "შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოც მუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით," - აცხადებენ უწყებაში. ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოზარდებმა სოციალურ ქსელ TikTok-ში ატვირთეს. როგორც ირკვევა, მე-8 კლასელი გოგონა თანატოლებმა მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
დანიაში, კოვიდვაქცინირებულებს ტესტის გაკეთების ვალდებულება არ აქვთ
დანიაში, კოვიდვაქცინირებულების ტესტის ჩატარების აუცილებლობა არ არის. ამის შესახებ Europetime-ს კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგმა, სხივურვა თერაპევტმა ზაზა უჯმაჯურიძემ განუცხადა. ის კონკრეტულ მაგალითზე საუბრობს. „თუ აცრილი ხარ, ტესტიც კი აღარ გჭირდება, ამასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია მიმდინარეობს. მაგალითად, ჩემმა კოლეგამ გუშინ მითხრა, რომ მთელ ოჯახშია გავრცელებული ვირუსი, მათ შორის პატარებში, 10 და 6 წლის ბავშვებში, თუმცა თავად იზოლაციაში არ მიდის, რადგან გადამდები არ არის, ბავშვებმა კი სავარაუდოდ, სკოლიდან მოიტანეს ვირუსი. ჩემს კოლეგას ტესტიც კი არ მოსთხოვეს, ორჯერ აცრილია და აღარც სჭირდება. ეს მოსალოდნელიც იყო, რომ რაღაც პერიოდში, შესაძლოა, მესამე და მეოთხე აცრა დაგვჭირდეს, როგორც სეზონური გრიპის დროს, ამას უნდა შევეგუოთ. ეს აცრების არაეფექტურობაზე კი არ მიუთითებს, თავისი კონდიციები აქვს მას“, აღნიშნავს ზაზა უჯმაჯურიძე. დანია იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოსახლეობის 90% სრულად არის აცრილი და სექტემბერში პირველი სახელმწიფო იყო ევროპაში, რომელმაც აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა მოხსნა, როდესაც 70% სრულად ვაქცინირებული აღრიცხა. ადამიანები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ნიღბებისა და სადეზინფექციო ხსნარების გარეშე. ერთადერთი ბერკეტი, რასაც ეს ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების ყოველდღიურად დაბალი მაჩვენებლის ფონზე იყენებს, ისევ ვაქცინაციაა, თუმცა დანიაში უკვე აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია მესამე დოზებზე და ელიან, რომ ის გრიპის ვირუსის მსგავსად, მუდმივად იქნება საჭირო.
იუსტიციის მინისტრი: სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებას ექიმი რეანიმატოლოგი ნამდვილად ჰყავს
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას დასკვანში ფაქტობრივი შეცდომაა, რადგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებას ექიმი რეანიმატოლოგი ნამდვილად ჰყავს. ამის შესახებ ბრეგაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჯგუფის საქმიანობაში, ასევე ქალბატონი ნინო ლომჯარიაა ჩართული. რაც შეეხება მის დასკვნას, ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო: ექიმი რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე ნამდვილადაა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, - განაცხადა ბრეგაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 24 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სარფის საბაჟოზე ჯანმრთელობისთვის საშიში იმპორტირებული კარტოფილი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი, 25 ტონა კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში არ შემოუშვეს. მიზეზი კართოფილში არსებული ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები გახდა, რომელიც საბჟოს ლაბორატორიაში აღმოაჩინეს. "ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ (მონიტორინგის გეგმის შესაბამისად), კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. "საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ითვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ციციშვილის კლინიკის დირექტორი: მკურნალობაზე მომართვიანობა მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება
კლინიკაში, 108 პაციენტი მკურნალობს, მომართვიანობა მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება, მაგრამ რაც მთავარია, ზრდის ტენდენცია აღარ შეინიშნება, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა. როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, კლინიკაში ინფიცირებული ბავშვთა მშობლებიც მკურნალობენ და არცერთი მათგანი ვაქცინირებული არ არის. "კლინიკაში, ამ ეტაპზე, მკურნალობს 108 პაციენტი, მომართვიანობა ნარჩუნდება მაღალ ციფრებზე, მაგრამ რაც მთავარია, აღარ შეინიშნება ზრდის ტენდენცია. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, არცერთი კრიტიკულად მწვავე არ არის. ინტენსიურში ადგილი ამ ეტაპზე არ არის, თუმცა დღეს გადაგვყავს პაციენტები განყოფილებებში, ასე რომ დაახლოებით 1 საათში ინტენსიურში ადგილები გათავისუფლდება.ჩვენთან 51 მშობელი მკურნალობს, მათგან, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინირებული არ არის", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
უძრავ ქონებაზე ფასების კლების წლიურმა ინდექსმა 8,9% შეადგინა
საქსტატის ცნობით, 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9 პროცენტიშეადგინა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 6.2 პროცენტით არის გაზრდილი.RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელიუძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლებისსეგმენტებს. "2021 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების კლება დაფიქსირდაროგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში(-4.6 პროცენტი).2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში -კერძო სახლებზე 13.5 პროცენტით, ხოლო ბინებზე 7.3 პროცენტით.
პარლამენტის აპარატის ცნობით, პარლამენტის შენობაზე რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგმება
საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მეორე ეტაპად ჩატარდება „C“ კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები და საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას. „საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით. საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტრო სავალდებულო ვაქცინაციას მხარს არ უჭერს
ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის იძულებითი ღონისძიების საჭიროებას ვერ ხედავს. ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ გვჭირდება სავალდებულო ვაქცინაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და დაამატა, რომ ვაქცინაციის მარათონი წარმატებით მიმდინარეობს. ტიკარაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა და არა იძულება. მინისტრის თქმით, ეს არის უწყების პოზიცია და საკოორდინაციო საბჭოზეც განიხილება ეს საკითხი. მისივე ინფორმაციით, ასევე ხვალ განიხილება კოვიდპასპორტების საკითხი. როგორც ცნობილია, NCDC-ს ხელმძღვანელი მხარს უჭერს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის გახდეს სავალდებულო, რაზეც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია. ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას. მანამდე კი, ამირან გამყრელიძე უთხრა ჟურნალისტებს, რომ მომხრე „იქნებოდა აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიების“. „სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება. რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებში როცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი როგორც ჩანს ეს ზღვარი არის 35-37 % ფარგლებში. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ახალი კვლევის თანახმად, Covid-19 გრიპის მსგავსად, სეზონური ინფექციაა
გამოცემა Nature Computational Science-ში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის თანახმად, კორონავირუსი, გრიპის მსგავსად, ტემპერატურასა და ტენიანობაზე დამოკიდებული სეზონური ინფექციაა. კვლევა ბარსელონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ჩაატარეს. მეცნიერებმა ხუთ კონტინენტზე განლაგებულ 162 ქვეყნაში კორონავირუსის გავრცელებასა და ტემპერატურას/ტენიანობას შორის არსებული კავშირი გააანალიზეს. მეცნიერები იკვლევდნენ, Covid-19 არის თუ არა წლის ნებისმიერ სეზონზე ერთნაირად გადამდები.კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირების ხშირი შემთხვევები დაბალ ტემპერატურასა და ტენიანობას ემთხვეოდა ამ საკითხზე მეტის გასაგებად, მათ იმდროინდელ მონაცემებზე გაამახვილეს ყურადღება, როცა სახელმწიფოებში შეზღუდვები ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული. "კლიმატსა და კორონავირუსის პირველ, მეორე და მესამე ტალღებს შორის იგივე დამოკიდებულება გამოიკვეთა ქვეყნების, რეგიონების და ქალაქების დონეზეც კი. SARS-CoV-2-ის პირველი ტალღები ტემპერატურისა და ტენიანობის მატების პარალელურად დასრულდა, თუმცა ზაფხულში ყველაფერი შეიცვალა. ახალგაზრდების მრავალრიცხოვან შეკრებებსა და სხვა მსგავს ფაქტორების გამო", - აღნიშნულია სტატიაში. მეცნიერებმა ეს მოდელი დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროზეც გამოსცადეს, სადაც ვირუსმა ოდნავ მოგვიანებით ჩააღწია. უნდა ითქვას, რომ აქაც ზემოხსენებული ტენდენცია გამოიკვეთა. ინფექციის გავრცელებაზე კლიმატის ყველაზე თვალსაჩინიო გავლენა 12-დან 18°C-მდე ტემპერატურისა და 4-დან 12 კგ/მ3 ტენიანობის პირობებში შეიმჩნეოდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უკანასკნელი მიგნება კორონავირუსის ახალი ტალღების წინასწარ განსაზღვრასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ზოგიერთი დაკვირვებით ვარაუდობენ, რომ COVID-19-ის საწყისი გავრცელება ჩინეთში მოხდა 30-დან 50 გრადუსამდე ჩრდილო-განზე, დაბალი ტენიანობით და დაბალი ტემპერატურით (5 გრადუსიდან 11 გრადუსამდე C-მდე). "ვირუსის გადაცემის მაღალი სიჩქარე ასოცირდება დაბალ ტემპერატურასთან და ტენიანობასთან. შემდეგ ჯგუფმა გააანალიზა, როგორ განვითარდა ეს კავშირი კლიმატსა და დაავადებებს შორის დროთა განმავლობაში და იყო თუ არა ის თანმიმდევრული სხვადასხვა გეოგრაფიულ მასშტაბებში. ამისათვის მათ გამოიყენეს სტატისტიკური მეთოდი, რომელიც სპეციალურად შემუშავებული იყო ვარიაციის მსგავსი შაბლონების (ანუ ნიმუშის ამოცნობის ხელსაწყოს) დასადგენად დროის სხვადასხვა ფანჯარაში. კიდევ ერთხელ, მათ აღმოაჩინეს ძლიერი ნეგატიური კავშირი ხანმოკლე ფანჯრებთან დაავადებას (შემთხვევების რაოდენობა) და კლიმატს (ტემპერატურა და ტენიანობა) შორის, თანმიმდევრული შაბლონებით პანდემიის პირველი, მეორე და მესამე ტალღების დროს სხვადასხვა სივრცითი მასშტაბით. პირველი ეპიდემიური ტალღები შემცირდა ტემპერატურისა და ტენიანობის მატებასთან ერთად, ხოლო მეორე ტალღა გაიზარდა ტემპერატურისა და ტენიანობის დაცემით. თუმცა, ეს ნიმუში დაირღვა ზაფხულის განმავლობაში ყველა კონტინენტზე. "ეს შეიძლება აიხსნას რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის ახალგაზრდების მასობრივი შეკრებებით, ტურიზმითა და კონდიცირებით, სხვათა შორის", - განმარტავს ალეხანდრო ფონტალი, ISGlobal- ის მკვლევარი და კვლევის პირველი ავტორი.
ივანე ჩხაიძე სავალდებულო ვაქცინაციის საკითხის განხილვას ემხრობა, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს სავალდებულო ვაქცინაციას, როდესაც აცრების მაჩვენებელი დაბალია. მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ აგვსტოში გვქონდა კარგი მაჩვენებელი, როდესაც ყოველდღიურად იცრებოდა 24-25 ათასი ადამიანი. ახლა ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია, რაც ნიშნავს, რომ რაღაც ღონისძიებაა მისაღები, რომ ეს პროცესი გააქტიურდეს. ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის მარათონის დაწყებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და იმედოვნებს, რომ ეს თვის ბოლოსთვის შედეგს გამოიღებს. ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ თუ ისევ მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდა ინფექციის გავრცელების, გარკვეული ჯგუფისთვის სავალდებულო ვაქცინაციის განხილვა შესაძლებელია. „თუ ინფიცირების მაჩვენებელი დარჩა მაღალი, მაშინ ქვეყანამ უნდა აირჩიოს სავალდებულო ვაქცინაციის საკითხის განხილვა, ოღონდ გარკვეულ ჯგუფებში. აქ არ იგულისხმება ყველა. ბევრი ქვეყანა ამ გზას ირჩევს, შეიძლება, ეს იყოს სამედიცინო პერსონალი, მასწავლებელი, საბიუჯეტო დაწესებულებებში მომუშავეები, ბევრ ვარიანტია. ეს არის ის ჯგუფი, სადაც ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედიასთან საუბრისას. „სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მოსაზრეობა ერთია, პრემიერ-მინისტრის - მეორე. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ქვეყანაში დადგეს ისეთი დრო, მაღალი იყოს ინფიცირების მაჩვენებელი, ვერ მოხერხდეს იმუნიზაციის მოცვის გაზრდა და მაშინ შესაძლებელია, სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი განხილული იყოს. მე არ გამოვრიცხავ, შესაძლებელია, ქვეყანას ეს გადასაწყვეტი ჰქონდეს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. მისივე თქმით, ახლა გაცილებით ნაკლებად მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ეს იყო 17-დან 25 აგვისტომდე პერიოდში, თუმცა ეპიდვითარება რთულია და საქართველოსთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია 4, 5 ათასი. „ინფიცირებულთა მატება შეწყდა. ნახტომისებური მრუდი აღარ გვაქვს. აქტიური შემთხვევების რაოდენობა მაშინ 62 000 იყო, ახლა 44 000-ს შეადგენს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთივე მდგომარეობა გვექნება ხვალ და ზეგ“, - განუცხადა ივანე ჩხაიძემ მედიას. ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის იძულებითი ღონისძიების საჭიროებას ვერ ხედავს. ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ გვჭირდება სავალდებულო ვაქცინაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა და დაამატა, რომ ვაქცინაციის მარათონი წარმატებით მიმდინარეობს. ტიკარაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა და არა იძულება. მინისტრის თქმით, ეს არის უწყების პოზიცია და საკოორდინაციო საბჭოზეც განიხილება ეს საკითხი. მისივე ინფორმაციით, ასევე ხვალ განიხილება კოვიდპასპორტების საკითხი. როგორც ცნობილია, NCDC-ს ხელმძღვანელი მხარს უჭერს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო, რაზეც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია. ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას. მანამდე კი, ამირან გამყრელიძე უთხრა ჟურნალისტებს, რომ მომხრე „იქნებოდა აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიების“. „სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება. რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებში როცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი როგორც ჩანს ეს ზღვარი არის 35-37 % ფარგლებში. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცესკო: მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 მილიონ 88 ათას 722-ს შეადგენს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 მილიონ 88 ათას 722-ს შეადგენს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი დაასრულა. „თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 მილიონ 2 ათას 525-ია, მათგან, 41 ათას 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 2 069. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან, პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა 22 ოქტომბერს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მონაცემების დასამუშავებლად ვადა 28 ოქტომბრამდე ჰქონდა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიმ უკვე დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფა და განახლებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწყვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციაბისა და ამომრჩევლებისთვის. უკვე დაიწყო განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიის და სამაგიდე სიების ბეჭდვის პროცესიც“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. საარჩევნო ოლქები, სადაც კანდიდატებმა პირველ ტურში გაიმარჯვეს, მეორე ტურს გამოეთიშა, შესაბამისად ამომრჩეველთა რაოდენობამ იკლო.