ძებნის რეზულტატი:

შსს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან მომხდარ ინციდენტს ძალადობის მუხლით იძიებს

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტზე სიხსხლის სამართლის საქმე აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეს 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებენ. ინციდენტისას დაშავდა 5 ადამიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი და „ქართული ოცნების“ ორი მომხრე. შავლეგ მანდარია, რომელმაც თვალის არეში დაზიანება მიიღო, 24 ოქტომბერს გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ორ წევრთან ერთად, რომლებმაც ასევე მიიღეს დაზიანებები სახის არეში. მედიაში გავრცელებული ცნობებით, გავრცელებულ კადრებში ინციდენტის ადგილზე ასევე ჩანან რუსთავის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. საკრებულოს წევრმა ნინო ტაბატაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის და ამირან ჯანჯღავა, საკრებულოს წევრი, ჩხუბის დროს იქვე, „ქართული ოცნების“ შტაბში იყვნენ მხარდამჭერებთან ერთად. „ჩვენ ჩვეულებრივ ვმუშაობდით, როცა გარეთ ხმაური გავიგეთ. გავედით და შევესწარით დაპირისპირებას, შევეცადეთ ვითარების განმუხტვას, როგორ დაიწყო ჩხუბი, არ დამინახავს... ბალახაძეს მხოლოდ ქალაქიდან ვიცნობ, ვიცი, რომ რეპრესირებულია“, - განაცხადა ჯანჯღავამ. რუსთავის მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან ნინო ლაცაბიძემ დღეს, გამართულ ბრიფინგზე დავით კირკიტაძე ძალადობაში, მისი საარჩევნო შტაბი კი პროვოკაციაში დაადანაშაულა. დავით კირკიტაძემ, რომლის, ინციდენტში მონაწილეობის შესახებაც გავრცელდა ვიდეო, დაპირისპირების შემდეგ განაცხადა, რომ ოფისის ფიზიკურად დაცვა მოუწიათ.

ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი „მოგვარებულია“

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი მიესალმა დასავლეთის ქვეყნების რამდენიმე საელჩოს განცხადებას, შეერთებული შტატების ჩათვლით, რომ ისინი იცავენ დიპლომატიურ კონვენციას და რომ არ ერევიან მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. განცხადებები გაკეთდა თითქმის ერთდროულად, როდესაც ერდოღანი შევიდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რათა განეხილათ 10 ელჩის გაძევების საკითხი, ეს იქნებოდა ნაბიჯი, რომელიც გახსნიდა თურქეთის ღრმა დიპლომატიურ უთანხმოებას დასავლეთთან ბოლო 19 წლის განმავლობაში. „შეერთებული შტატები აღნიშნავს, რომ იცავს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს”, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს Twitter- ზე. დანარჩენმა ცხრა საელჩომ (გერმანია, საფრანგეთი, კანადა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვედეთი, დანია, ფინეთი) ასევე გამოაქვეყნეს მსგავსი შეტყობინებები ან ხელახლა გამოაქვეყნეს აშშ-ის გზავნილი. „დიპლომატიური მისიების ამ პრინციპით მუშაობა ყოველთვის მისასალმებელია მათსა და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაუმჯობესების თვალსაზრისით", - განაცხადა ომერ ჩელიკმა, პრეზიდენტ ერდოღანის AK პარტიის წარმომადგენელმა, საელჩოების განცხადების კომენტირებისას. ერდოღანის ბრძანება საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ შეუსრულებია, თუმცა საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. ორშაბათს განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, თურქულმა ლირამ ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულს, 9.85 აშშ დოლარს მიაღწია. დასრულდა თუ არა კრიზისი ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი „მოგვარებულია“, - განუცხადა ადგილობრივ მაუწყებელს ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (METU) საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა ჰუსეინ ბაღჯიმ. დიპლომატიური წყაროების თქმით, საელჩოები ამას იმედოვნებენ, მაგრამ გაურკვეველია, რას გადაწყვეტს ერდოღანი საბოლოოდ. თურქეთის სახელმწიფო მედიამ საელჩოების განცხადება დასავლური ქვეყნების მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. საგულისხმოა, რომ 10 ელჩი წარმოადგენს NATO-ს მოკავშირეებს, სავაჭრო პარტნიორებს და ევროკავშირის წევრებს, რომლისკენაც თურქეთი მიისწრაფვის ბლოკთან არსებული უთანხმოების გაღრმავების მიუხედავად. უნალ ჩევიკოზმა, ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) დეპუტატმა და თურქეთის ყოფილმა ელჩმა Twitter-ზე დაწერა: „გასაგებია, რომ 10 ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების თავიდან აცილების მცდელობებმა შედეგი გამოიღო. დიპლომატიის წარმატება კიდევ ერთხელ დავინახეთ“. ბიზნესმენი ოსმან კავალა ოთხი წელია, ციხეშია, ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება და 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. თავად ბიზნესმენი და ფილანტროპი აცხადებს, რომ აღარ დაესწრება მის სასამართლო პროცესს, რადგან პრეზიდენტის ბოლოდროინდელი კომენტარების შემდეგ სამართლიანი განხილვა შეუძლებელია. თურქეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით, ინვესტორების შეშფოთებას დიპლომატიური დაძაბულობა დაემატა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა, ერდოღანის ზეწოლის ქვეშ, გასულ კვირას, მოულოდნელად შეამცირა საპროცენტო განაკვეთები 200 პუნქტით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია თითქმის 20%-მდე გაიზარდა. პარლამენტის სპიკერმა მუსტაფა სენტოპმა დღეს განაცხადა, რომ ელჩების განცხადება მიუთითებს აშკარად უპატივცემულო ჩარევაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კავალას გათავისუფლება ორი წლის წინ მოითხოვა და თქვა, რომ არ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან დანაშაული ჩაიბიდა, დაკავების მიზანი კი მისი გაჩუმება იყო. მასალა მომზადებულია Reuters-ის მიხედვით. ამავე თემაზე ექსკლუზივი: აშშ ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხზე თურქეთისგან განმარტებებს ითხოვს ექსკლუზივი: მეთიუ ბრაიზა: ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებაზე მიუთითებს

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. კანონიერი ქურდების მიერ მართული 50-კაციანი დაჯგუფება დააკავა

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, სუმის ოლქში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას 50 კაცისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი კოორდინაციაში იყვნენ სოხუმ-ქუთაისის ე.წ. კლანის, „კანონიერ ქურდებთან“ (მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში). ასევე, რუსეთის ტერიტორიიდან. „ისინი აშინებდნენ მოქალაქეებს, ატერორებდნენ მეწარმეებს და ფულს სძალავდნენ. დაზარალებულებზე კრიმინალები ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. მიღებული თანხები მიემართებოდა ე.წ. ქურდული სალაროს შესავსებად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ონთან იყო. „დღეს, თბილისის დროით 22:09 საათზე, ონთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ექსპრეზიდენტის პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება. „უკვე 25 დღეა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შიმშილობს. მისი შიმშილობა უკვე იმ ფაზაშია შესული, როცა ნებისმიერ წუთში შესაძლებელია უკიდურესად დამძიმდეს და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაწევა. 2021 წლის 23 ოქტომბერს გამართული ექიმების კონსილიუმის სხდომაზე, კომისიამ უმაღლესი კვალიფიკაციის შემადგენლობით დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მაღალი კლასის კლინიკაში, როგორსაც ციხის საავადმყოფო არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს, სწორედ ციხის საავადმყოფოში, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე, უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას. იგივე დასკვნები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც, რის გამოც, „ქართულმა ოცნებამ“ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო. საქართველოს ხელისუფლების სახელით, დღეს გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა, სამთავრობო ტრიბუნიდან, მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ პრემიერ - მინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები. აქვე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში, აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელს არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება. საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს. აქვე მივმართავთ ქართულ საზოგადოებას, ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპატიების, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში. მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება ხელისუფლების მიერ მისი მკვლელობის ტოლფასია და კიდევ ერთი უმძიმესი შედეგები მოყვება, როგორც პოლიტიკურ ასევე ისტორიულ ჭრილში. კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებისგან, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებისგან მიიღებთ უმძიმეს პასუხს და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში პასუხისმგებლობა სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულად გეკისრებათ თქვენ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს მესამე პრეზიდენტი”, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

ხატია დეკანოიძის მიერ ქუთაისში წარდგენილ ვიცე-მერობის 4 კანდიდატს შორის ანა ნაცვლიშვილიც არის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური გუნდის ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში წარადგენს. ასეთ შემთხვევაში ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები იქნებიან: „ლელო“ - ანა ნაცვლიშვილი; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - იმედა კლდიაშვილი; სპორტსმენი - რევაზ ჩომახიძე; თემურ ცამციშვილი. „როგორი უნდა იყოს ქუთაისი? პირველი და უპირველესი, რაც არის ჩვენი გუნდის ამოცანა, ეს იქნება ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაბრუნება. მას უნდა დაუბრუნდეს ადმინისტრაციული სტატუსი, სტატუსი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, ქუთაისს ეს სტატუსი წაართვა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ჩვენ წარსულზე არ ვილაპარაკებთ, ჩვენ ვიქნებით მომავალზე ორიენტირებული. არავინ მოგვატყუოს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ამას მერი ვერ შეძლებს, ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა მმართველი გუნდი ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენას ფარსს უწოდებს

სუდანში ჯარისკაცებსა და ქუჩის მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"სუდანში ჯარისკაცებსა და ქუჩის მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, სუდანში განვითარებულ მოვლენებს "თვალს დიდი შეშფოთებით ადევნებს". „ევროკავშირი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და რეგიონალურ პარტნიორს, გარდამავალი პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნონ“, - ვკითხულობთ ბორელის განცხადებაში. ამასთან, სუდანში სამხედროებმა გარდამავალ მთავრობას ძალაუფლება წაართვეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭო სუდანის საკითხზე დღეს, დახურულ კარს მიღმა იმსჯელებს.

მარკ ცუკერბერგი: „ფეისბუქის“ შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად კოორდინირებულად მუშაობენ

კომპანია „ფეისბუქის“ დამფუძნებელის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, „ფეისბუქის“ შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად კოორდინირებულად მუშაობენ. ამის შესახებ ცუკერბერგი სოციალურ ქსელში წერს. ცუკერბერგი მსხვილი ორგანიზაციების შემოწმების აუცილებლობას ეთანხმება. „მსურს, განვიხილო ჩვენი კომპანიის გარშემო ბოლო დებატები. მჯერა, რომ მსხვილი ორგანიზაციები უნდა შემოწმდეს და მე ვისურვებდი, რომ მეცხოვრა ისეთს საზოგადოებაში, სადაც ეს ხდება. კეთილსინდისიერი კრიტიკა გვეხმარება, რომ გავხდეთ უკეთესები. თუმცა, არის გაჟონილი დოკუმენტების შერჩევითად გამოყენების კოორდინირებული ძალისხმევა ჩვენი კომპანიის შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად“, - წერს ცუკერბერგი.

თბილისსა და იმერეთში ყალბი კოვიდ-პასპორტების გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში 9 ადამიანი მიეცა

"თბილისსა და იმერეთში ყალბი კოვიდ-პასპორტებისა და COVID-19-ის ტესტის უარყოფითი შედეგის ამსახველი ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენებისთვის 9 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მათგან ერთი დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს ორი ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი თითო 70 ევროდ დაუმზადა. "ბრალდებულმა შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა როგორც ხსენებული ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები, ასევე, სხვა მოქალაქეებზე გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი კოვიდ-პასპორტები და მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა", - ნათქვამია განცხადებაში. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მეორე შემთხვევაში იმერეთის რეგიონში მხილებულია რვა პირი, რომლებმაც საზღვრის კვეთისას რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ტესტის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები. ამასთან, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობა. დანაშაული 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯო ბაიდენმა საერთაშორისო სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განკარგულებას საერთაშორისო სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის შესახებ ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ აცრილი უცხოელი მოგზაურებისთვის შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან მოხსნის. თეთრმა სახლმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყველა ქვეყნიდან ჩასული მგზავრისთვის ვაქცინაცია მოთხოვნა იქნება. სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ. მგზავრებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის მტკიცებულება და აჩვენონ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი. უცხოელ ვიზიტორებს, რომლებიც გადაკვეთენ სახმელეთო საზღვარს, არ სჭირდებათ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. მგზავრები აცრილი უნდა იყვნენ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს, ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინით. „სრულად აცრილი მოგზაურები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაინფიცირდნენ და გაავრცელონ SARS-CoV-2 და ახლა უკვე შეუძლიათ, დაბალი რისკის ქვეშ იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში. ნიღბის ტარება საჭიროა თვითმფრინავებში, ავტობუსებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აეროპორტებსა და სადგურებში. მოგზაურებს არ მოეთხოვებათ ნიღბის ტარება სატრანსპორტო საშუალების გარე პერიმეტრზე (მაგალითად, ბორანის ღია გემბანზე ან ავტობუსის ზედა ღია გემბანზე). სრულად აცრილ ავიამგზავრებს, რომლებიც ჩამოდიან შეერთებულ შტატებში საზღვარგარეთიდან, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს, კვლავ მოეთხოვებათ, ჰქონდეთ SARS-CoV-2 ვირუსული ტესტის უარყოფითი პასუხი ან COVID19-სგან გამოჯანმრთელების დოკუმენტაცია. შეერთებული შტატები ჩასულ საერთაშორისო მოგზაურებს კვლავ ურჩევს, გაიკეთონ კოვიდტესტი მოგზაურობიდან 3-5 დღის შემდეგ, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა. სრულად აცრილ მოგზაურებს არ სჭირდებათ თვითიზოლაცია შეერთებულ შტატებში საერთაშორისო მოგზაურობის შემდეგ“, - წერს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. შეგახსენებთ, Washington Post-ი წერდა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს გარდა, შესაძლოა, ჩინური Sinovac-ი და Sinopharm-იც იყოს მისაღები ვაქცინა შეერთებულ შტატებში. თუმცა Europetime-მა CDC-ის განახლებულ სახელმძღვანელოს გადახედა, რომელშიც ჯერჯერობით, შემდეგი მითითებაა წარმოდგენილი: ადამიანები განიხილებიან სრულად ვაქცინირებულად: Pfizer-BioNTech-ის ან Moderna-ს მეორე დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ, ან Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრები მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წელიწადნახევრით იყო ჩაკეტილი. აშშ-ს საქართველო, წითელ, მეოთხე დონის კატეგორიაში, რისკის ზონაში ჰყავს შეყვანილი. „მოერიდეთ ამ მიმართულებებით მოგზაურობას. თუ თქვენ უნდა იმოგზაუროთ ამ მიმართულებებით, დარწმუნდით, რომ სრულად ხართ აცრილი მოგზაურობამდე“, - აღნიშნულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებაში ქვეყნების შესახებ, რომელთა სიაში საქართველოც არის. ცნობისთვის, თუ საქართველოს მოქალაქე უკვე აცრილია ორი დოზა Sinopharm-ით ან Sinovac-ით და მისთვის სასურველი ქვეყანა არ აღიარებს ამ კონკრეტულ ვაქცინას, შეუძლია, დამატებით აიცრას, მაგალითად, Pfizer-ით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 43 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 43 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3953 პირი. გუშინ საქართველოში 48 090 ტესტი ჩატარდა.

იაპონიის პრინცესამ კოლეჯში გაცნობილ შეყვარებულზე ქორწინების შემდეგ სამეფო სტატუსი დაკარგა

იაპონიის პრინცესა მაკომ კოლეჯში გაცნობილ შეყვარებულზე ქორწინების შემდეგ სამეფო სტატუსი დაკარგა. BBC წერს რომ იაპონური კანონმდებლობის თანახმად, საიმპერატორო ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები თუ ტიტულის არმქონე მოქალაქეზე დაქორწინდებიან, წოდებას კარგავენ და ფინანსურ დახმარებასაც ვერ მიიღებენ. მაკომ და კეი კომურომ ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს. ისინი დროებით ტოკიოში იცხოვრებენ, მოგვიანებით კი ამერიკაში გადასვლას გეგმავენ, სადაც კუმორო ადვოკატად მუშაობას აპირებს. „ძალიან ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის და მადლობელი ვარ მათი, ვინც აგრძელებდა ჩემს მხარდაჭერას. ჩვენთვის ეს ქორწინება აუცილებელი არჩევანი იყო“, - განაცხადა პრინცესამ.

ჩინეთი 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას აანონსებს

ჩინეთში 3 წლის ასაკიდან ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან, ადგილობრივმა მთავრობამ 5 პროვინციაში უკვე გამოაცხადა, რომ 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს ვაქცინაციას ჩაუტარებენ. როგორც ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიამ განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ოთხი განსუში, სადაც დღეიდან ყველა ტურისტული ადგილი დაიხურა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ Moderna-ს ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა

„მოდერნას“ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის აცრის რეკომენდაცია ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უკვე გასცა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, მესამე დოზით აცრა მეორე დოზის მიღებიდან 6-8 თვეში უნდა მოხდეს. „ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მედიკამენტების კომიტეტმა დაასკვნა, რომ Spikevax-ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის მიღება შეიძლება განიხილებოდეს 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში", - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: „დელტა+“-ის ახალი შტამი საქართველოში არ დაფიქსირებულა

"ლაბორატორიული კვლევებით, ჩვენთან ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც რამდენჯერმე დავაფიქსირეთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება და აღნიშნული ფაქტი გარკვეულად ახალ შტამს უკავშირდება. „ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. ყურადღების ქვეშ მყოფი შტამი. ის ცირკულირებს მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობლად რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ. სხვა გენეტიკური ვარიანტია", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: დამატებით შეზღუდვებზე მსჯელობა არ არის

"ამ ეტაპზე არ ყოფილა მსჯელობა დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საბჭოზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს ვაქცინაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით. "ამ ეტაპზე არ ყოფილა მსჯელობა დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამავდროულად საბჭოზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს ვაქცინაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გამყრელიძემ.

NCDC-მ საკოორდინაციო საბჭოს „მწვანე პასპორტების“ პაკეტი წარუდგინა

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებული პაკეტი, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ვფიქრობ, გადაწყვეტილებები უნდა იყოს. მე ჩემს გამოსვლებში აღვნიშნე, რომ სავალდებულოობა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მარტივი“, - ამის შესახებ NCDC-ს ხელმძღვაელმა ამირან გამყრელიძემ სავალდებულო ვაქცინაციის თემაზე დასმულ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მე, ერთი ადამიანი, ექიმი, ამირან გამრელიძე ამას ვემხრობი. საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება. იქ მიიღება განხილვის და კონენსუსის წესით შეთანხმებული გადაწყვეტილებები. გიდასტურებთ, რომ სავალდებულოობა აცრებში არის ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება, იგივე, წარმატებული ქვეყნები იყენებენ ირიბი მანდატორიზმის მექანიზმებს, ანუ „მწვანე პასპორტებს“, ამაზე მიმდინარეობს ახლა დისკუსია, თუ რა ტიპის სისტემა იყოს შემოღებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ქვეყნებს რომლებმაც 50%-ს მიაღწიეს, ყველგან, მაგალითად, ისრაელმა მოცვა ვეღარ გაზარდა, ვიდრე დამატებითი ბერკეტები არ შემოიღო. „ჩვენთან, ალბათ, ვაქცინაციის ნებაყოფლობითობის ზღვარი იქნება 35-37%, შეიძლება 40-ზე ავიდეთ. იმის ზემოთ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის შემოღება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რომ რა არგუმენტი აქვთ საბჭოზე, როდესაც სავალდებულო ვაქცინაციას არ ემხრობიან. „საბჭოს დოსკუსიებს გარეთ ვერ გამოვიტან. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის ადამიანის უფლებების არგუმენტი“, - დაამატა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის იძულებითი ღონისძიების საჭიროებას ვერ ხედავს. ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ გვჭირდება სავალდებულო ვაქცინაცია. ტიკარაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა და არა იძულება. ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას. მანამდე კი, ამირან გამყრელიძე უთხრა ჟურნალისტებს, რომ მომხრე „იქნებოდა აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიების“. „სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება. რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებში როცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი როგორც ჩანს ეს ზღვარი არის 35-37 % ფარგლებში. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საპასუხოდ კი, პრემიერმა განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.

ჯანდაცვის მინისტრი: სავალდებულო ვაქცინაციას ნეგატიური პროცესები მოჰყვება

"სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლის. მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან მეტი კომინიკაცია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, იძულებითი წესის გამოყენება არ შეიძლება. „დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომინიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება, ისევ და ისევ, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ“, - აცხადებს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს სასიცოცხლო რისკი არ შეექმნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არც ერთი სასიცოცხლო რისკი არ შეექმნება. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული არ აქვს. "რეკომენდირებული იყო დოპლერის გაკეთება პაციენტისთვის, რაც გუშინ შესრულდა და პაციენტს არ აღენიშნება არანაირი გართულება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კლინიკური დასაბუთება რომ პაციენტს ეს ნამდვილად ესაჭიროება და გარწმუნებთ, რომ არც ერთი სასიცოცხლო რისკი არ შეექმნება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამირან გამყრელიძე: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის 12 000 ადამიანია აცრილი

"ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის 12 000 ადამიანია აცრილი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძემ განსაკუთრებით ორსულ ქალებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. "12 000 ადამიანია ამ ერთ თუ 2 კვირაში აცრილი უკვე. ძირითადად მედიცინის მუშაკები, მაგრამ ამავე დროს სხვა რისკჯგუფები. უპირველესად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულ ქალებს, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია. კვირას, თუ არ ვცდები, კიდევ 65 000 დოზა შემოვიდა, მომავალ კვირას კიდევ შემოვა“, - განაცხადა გამყრელიძემ.