ძებნის რეზულტატი:
ირაკლი კობახიძე: "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება
"ნაციონალურ მოძრაობას" რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ თავისუფლების მომხრეა. "რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ. თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს კონტრაქციაა, თუ ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ თავისუფლების მომხრეა, სურს ბოროტების დამარცხება, სურს ამ ქვეყანაში თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე“, - აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას 27 ოქტომბერს გამართავს.
ეკატერინე ტიკარაძე მის მეორე დოზით აცრაზე: შეგატყობინებთ. ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ მეორე დოზით ვაქცინაცია ჯერ არ უგვიანდება და მედიას აუცილებლად შეატყობინებს, როდის აიცრება. „შეგატყობინებთ. საერთოდ ვთვლი, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი და არ შეიძლება ამის გასაჯაროება“, - განუცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს. „ქალბატონო მინისტრო, პირველი მანიპულაცია ხომ გადაგვაღებინეთ? - მიმართა ჟურნალისტმა მინისტრს. „იმდენად ცხოველური ინტერესი გაგაჩნდათ, რომ ეს გავაკეთე, მაგრამ ეს არღვევს ადამიანის უფლებას“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ბოლოს მინისტრს აგვისტოში ჰკითხეს, როდის აპირებდა მეორე დოზით ვაქცინაციას, მაშინ განმარტა, რომ მალე უწევდა კოვიდვაქცინით აცრა და არ დააგვიანებდა. ეკატერინე ტიკარაძე 2021 წლის მარტში აიცრა Astrazeneca-ს ვაქცინით. ივნისში მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობისთვის, ოფიციალურად Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. პირველი ნოემბრიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ამ ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით Pfizeri-ით, Sinopharm-ით ან Sinovac-ით ვაქცინაცია შეეძლებათ. როგორც ცნობილია, ამ ვაქცინაზე მოთხოვნის შემცირების გამო, საქართველო მის ადმისტრირებას აღარ ახდენს. „სამწუხაროდ, ვაჩერებთ Astrazeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება რეგისტრაცია. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა Astrazeneca მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, COVAX-ი თუ მოგვაწვდის Astrazeneca-ს", - განუცხადა ამირან გამყრელიძემ მედიას 5 სექტემბერს.
კახა კალაძე: ლისის ფერდზე, მიწის მცირე ნაწილის ჩამოშლა საპანიკო არ არის
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლისის ფერდზე, მიწის მცირე ნაწილის ჩამოშლამ საზოგადოების პანიკა არ უნდა გამოიწვიოს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, აღნიშნულ ტერიტორიას იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც მერიამ სამუშაოები აწარმოა კავშირი არ აქვს. "ამ ადგილს საერთოდ კავშირი არ აქვს იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც ჩვენ გარკვეული სამუშაოები ვაწარმოეთ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირი საპანიკო არ არის. არანაირი პრობლემა არ იქნება. ჩვენი სამსახურები ჩართულია, ეს სამშენებლო კომპანია დაჯარიმებულია და სამუშაოები შეჩერებულია, მანამდე სანამ გამაგრებითი სამუშაოები არ იქნება", - განაცხადა კალაძემ.
ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ევროკავშირთან ურთიერთობების გააქტიურებას და ევროინტეგრაციის ხელშემწყობი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ
ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა ონლაინ-ფორმატის შეხვედრაზე ევროკავშირთან ურთიერთობების გააქტიურებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის საკითხებზე, მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართული შეხვედრისას, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ასოცირებულ ტრიოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დიალოგისა და თანამშრომლობის გააქტიურებას ევროინტეგრაციის საკითხებში, მათ შორის ასოცირების შეთანხმებების განხორციელების პროცესში გამოცდილების ურთიერთგაზიარების კუთხით. საუბარი ასევე შეეხო ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გააქტიურებას, მათ შორის სექტორული დიალოგების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ასოცირებული ტრიოს ფარგლებში დღემდე გაწეული ძალისხმევა და ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან გამართული ერთობლივი შეხვედრები, რომელთა გაგრძელებაც მნიშვნელოვანია სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მოლოდინები პარტნიორობის მომავალ მიზნებზე, ასოცირებული ქვეყნების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის გათვალისწინებით. მათ ხაზი გაუსვეს ასოცირებულ ქვეყნებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობას სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში და იმედი გამოთქვეს, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე. ცნობისთვის, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი კიევში, 17 მაისს გააფორმეს. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, უკრაინა გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში შეხვედრა უახლოეს მომავალში გამართულიყო. ექსკლიზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
ჯანდაცვის სამინისტრო რეგულირების სააგენტოს დაავალებს, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება განმეორებით შეისწავლოს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტოს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების შესწავლას განმეორებით დაავალებს. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის შესწავლის შემდეგ დასკვნა გასაჯაროვდება. "გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, თუ რომელ ტიპს შეესაბამება კლინიკა, რა ხარისხისაა, დავავალებ რეგულირების სააგენტოს განმეორებით შეისწავლონ ეს კლინიკა, შესაბამისი დასკვნა დადოს კლინიკის მზაობის შესახებ და გასაჯაროვდეს, რათა აღარ იყოს კითხვები იმასთან დაკავშირებით. თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ინტერესი დაცული თანაბრად იყოს", - განაცხადა ტიკარაძემ.
კოვიდპასპორტების გამოყენებაზე ხვალ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს
„კოვიდპასპორტზე ჩვენ პროგრესი გვაქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მედიასთან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდპასპორტის შემოღებაზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ და ასევე გაკეთდება განცხადებები ევროპაში მის გამოყენებაზეც. „კოვიდ პასპორტს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს პროგრესი. ამასთან დაკავშირებით, ასევე საბჭოზეც „გაჟღერდება“ გარკვეული კომენტარები, ასევე, უკვე მის შემოღებასთან დაკავშირებით და ევროპაში გამოყენებაზე გაკეთდება განცხადებები“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის იძულებითი ღონისძიების საჭიროებას ვერ ხედავს. ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ გვჭირდება სავალდებულო ვაქცინაცია. ტიკარაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა და არა იძულება. მინისტრის თქმით, ეს არის უწყების პოზიცია და საკოორდინაციო საბჭოზეც განიხილება ეს საკითხი. როგორც ცნობილია, NCDC-ს ხელმძღვანელი მხარს უჭერს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის გახდეს სავალდებულო, რაზეც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია. ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვაქცინაციის მარათონი წარმატებულია
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის მარათონს წარმატებულს უწოდებს. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ის ჯგუფი აიცრა, რომელიც, როგორც გამოიკვეთა, თავისი ინიციატივით ნამდვილად არ აიცრებოდა. „ჩვენ გავზარდეთ როგორც ხელმისაწვდომობა, ასევე ინფორმაციის მიწოდება ყოველი სახლის კარამდე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს არამხოლოდ იმ 50 სოფელში, რომელიც ამ ეტაპზე იყო ამორჩეული. 3 000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა და ჩვენ დიდი სოფლები ამოვარჩიეთ. ჩვენ შემდეგ ეტაპზე უნდა გადავინაცვლოთ შედარებით მცირე ზომის სოფლებში, სადაც ასევე ჩავატარებთ მსგასვსი ტიპის მარათონებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1 877. მანამდე კი 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი - 2265 იყო. ამავე თემაზე: ბოლო 10 დღეში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 6 837 იყო
გაერო: ავღანეთში 22,8 მილიონი ადამიანი, მათ შორის 3,2 მილიონი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა
გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიხედვით, ავღანეთში 22,8 მილიონი ადამიანი, მათ შორის 3,2 მილიონი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის განცხადებით, ავღანეთში მსოფლიოში ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისია და კატასტროფამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი. სექტემბერში საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთისთვის დახმარების სახით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, თუმცა მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომე ეს ზღვაში წვეთია და მდგომარეობის გამოსასწორებლად თვეში დაახლოებით 220 მილიონი დოლარის მობილიზებაა საჭირო. როგორც BBC გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, ავღანეთში შეიარაღებულმა კონფლიქტმა, გვალვამ, კორონავირუსის პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ნეგატიური გავლენა იქონია ავღანელებისთვის სურსათის ხელმისაწვდომობასა და ცხოვრების დონეზე. გაეროს ანგარიშის თანახმად, ბოლო 16 თვეში ავღანეთში მოშიმშილეთა რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. "წლის ბოლომდე არასაკმარისმა კვებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ხუთ წლამდე ასაკის 3,2 მილიონი ბავშვის ჯანმრთელობაზე, ხოლო მათგან დაახლოებით ერთი მილიონი შესაძლოა დაიღუპოს, თუ არ მიიღებენ სასწრაფო დახმარებას. ავღანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 40 პროცენტი საგარეო დახმარებაზე მოდის. ამჟამად, ავღანელთა უმეტესობა საკუთარ ქონებას ყიდის, რათა საკვები შეიძინოს. არსებული ვითარება უფრო გამწვავდა დაჯგუფება „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რადიკალური დაჯგუფების თალიბანის მიერ ფორმირებულ მთავრობას საზღვარგარეთულ აქტივებზე წვდომა შეუზღუდეს, რის გამოც სახელმწიფო მოხელეები და სხვა მუშაკები ვერ იღებენ ხელფასს.
ეკატერინე ტიკარაძე თვლის, რომ საქართველოში კორონავირუსის „მეხუთე ტალღა“ არ დაწყებულა და „მეოთხე ტალღის“ დაღმავალი პროცესია
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თვლის, რომ საქართველოში კორონავირუსის „მეხუთე ტალღა“ არ დაწყებულა და „მეოთხე ტალღის“ დაღმავალი პროცესია. მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ არის. „ვინაიდან ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტების, ე.წ. RT-ეს შემცირებას, რომელიც დღესდღეობით უკვე 1,03 არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემდგომი დღეების განმავლობაში მოხდება აბსოლუტურ რიცხვებში, ასევე ინფექციის კლება. რაც შეეხება რესურსებს, ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ ვმართოთ ყველა პაციენტის საჭიროება, იმ შემთხვევაში თუ გართულდა, გვაქვს ალტერნატიული გზებიც, რომლებიც ერთხელ უკვე გამოვიყენეთ, ასეთია საველე ჰოსპიტალი, თუმცა დღევანდელი მაჩვენებლებით არ ჩანს იმის საჭიროება, რომ საველე ჰოსპიტალი დაგვჭირდეს “, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე. შეგახსენებთ, 15 ოქტომბერს, კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებურ ზრდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძე „მეხუთე ტალღის“ დასაწყისად მიიჩნია. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი, 4 467 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის იძულებითი ღონისძიების საჭიროებას ვერ ხედავს. ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ გვჭირდება სავალდებულო ვაქცინაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და დაამატა, რომ ვაქცინაციის მარათონი წარმატებით მიმდინარეობს. ტიკარაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა და არა იძულება. მინისტრის თქმით, ეს არის უწყების პოზიცია და საკოორდინაციო საბჭოზეც განიხილება ეს საკითხი. როგორც ცნობილია, NCDC-ს ხელმძღვანელი მხარს უჭერს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო, რაზეც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია. ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.
დღეიდან მოქალაქეები იუსტიციის სახლების სერვისით წინასწარი ჯავშნის გარეშე ისარგებლებენ
დღეიდან იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჯავშნის მოხსნა უკავშირდება იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას. „ასევე, ჯავშნის მოხსნა უკავშირდება მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინასწარი დაჯავშნის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, ერთკვირიანი მოლოდინი იყო საჭირო. რიგის მართვა ხორციელდება კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი. იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს. ჯავშნის მოხსნის პირველივე დღეს, 12:30 საათისთვის, იუსტიციის სახლი უკვე მოემსახურა 2 600 -ზე მეტ მომხმარებელს, რაც წინასწარი ჯავშნის პირობებში, მხოლოდ დღის 16:00 საათისთვის ხერხდებოდა. ყველა იუსტიციის სახლის შიდა სივრცე აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატურით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და დაცულია ყველა შესაბამისი რეგულაცია“, – აღნიშნულია, იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.
ეკატერინე ტიკარაძე: ციხის საავადმყოფოში, ყველა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა
"ციხის საავადმყოფოში, ყველა ის საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა, რომელიც ექიმების მხრიდანაა გაწერილი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, თუ მე-18 დაწესებულება მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მაშინ რისკის ქვეშ სხვა პაციენტებიც დგანან. "რაც შეეხება ციხის საავადმყოფოს, ციხის საავადმყოფოში, ამ ეტაპისთვის, ყველა ის საჭირო ინსტრუმენტულ- ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა, რომელიც ექიმების მხრიდანაა გაწერილი. აქედან გამომდინარე, საბჭო პატიმრისა და პაციენტის ინტერესების სასარგებლოდ მიიღებს მისთვის საჭირო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი სიცოცხლის უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი", - განაცხადა ტიკარაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი: მოგიწოდებთ, თქვენს ბელადზე მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ
"მოგიწოდებთ ყველას, მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის შეკითხვას. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში კარგად ეპყრობიან. "მე გეტყვით, რომ ვარ პრემიერმინისტრი და არა ექიმი, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა მიმართეთ ექიმებს. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი. აი ასეთი აგრესია, სიძულვილი უნდა დავასრულოთ, უმსაგვსო საქციელი, როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი, ხალხისთვის არის ძალიან ცუდი. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილის კარგად ვუპატრონებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირმა უკრაინისთვის 600 მილიონი ევრო გამოყო
ევროკავშირმა 600 მილიონი ევრო გამოყო უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების სახით, რაც ნაწილია პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებას. ევროპის კომისია აცხადებს, რომ დადებითად შეაფასა უკრაინის მიერ გატარებული რვა რეფორმა, მათ შორის საჯარო ფინანსების მენეჯმენტში, მმართველობაში, კანონის უზენაესობასა და ბიზნესის კლიმატის გაუმჯობესებაში. "დღეს 600 მილიონი ევროს გამოყოფა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების სახით ნასესხებ თანხას 4,4 მილიარდ ევრომდე ზრდის. ეს თანხები წარმოადგენს არა მხოლოდ ხელშესახებ მტკიცებულებას უკრაინის ხალხისადმი ჩვენი ერთგულებისა, არამედ ასევე აჩვენებს უკრაინის მიერ აუცილებელი რეფორმების შესრულებას, როგორც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და კომისიასთან" - თქვა ევროკავშირის ეკონომიკის კომისარმა, პაოლო გენტილონიმ. ევროპული კომისიის ცნობით, ეს არის მეორე და საბოლოო ტრანში, უკრაინის მიმდინარე MFA-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოსდევს 2020 წლის დეკემბერში 600 მილიონი ევროს გამოყოფას. .უკრაინისთვის გამოყოფილი ეს დახმარება ნაწილია 3 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდისა, რომელიც გათვალისწინებულია სამეზობლოს და გაფართოების ათი პარტნიორი ქვეყნისთვის, პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად. ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინის სამხედრო განვითარება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია
ირაკლი ღარიბაშვილი: ესაა ჩვეულებრივი, მშვიდობიანი აქცია
"ზოგიერთმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს კონტრაქციაა, არა, მეგობრებო, ესაა ჩვეულებრივი, მშვიდობიანი აქცია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გამოაცხადონ. "ჩვენი ამოცანაა მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ. ამ არჩევნებს ყველგან მოვიგებთ. ზოგიერთმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს კონტრაქციაა. არა, მეგობრებო, ესაა ჩვეულებრივი, მშვიდობიანი აქცია. კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მშვიდობა გვჭირდება. ყველას მივმართავ, ჩვენს მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, შევიკრიბოთ 27 ოქტომბერს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იენს სტოლტენბერგი: ჯერ ნაადრევია კომენტარის გაკეთება ერდოღანის განცხადებაზე
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჯერ ნაადრევია კომენტარის გაკეთება თურქეთის გადაწყვეტილებაზე, გამოაცხადოს 10 ქვეყნის ელჩები „პერსონა ნონ გრატად“. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინსტოსთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსისთვის უცნობია, რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს მოვლენების ამგვარ განვითარებას. შეგახსენებთ, ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა,10 დასავლური ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ეს ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ თურქი ბიზნესმენის ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები. ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან გააკეთა კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი, რომელთა შორის ასევე არის აშშ-ის ელჩი. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან გადაწყვეტილებაში სიცხადის შეტანას და განმარტებებს ითხოვს. დეპარტამენტი ახლა დიპლომატიურ არხებს იყენებს, რომ ანკარისგან ვითარებაში გასარკვევად პასუხი მიიღოს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებას ასახავს. Europetime-თან საუბრისას, მეთიუ ბრაიზა ამ დაპირისპირების ერთ-ერთ ბოლო გამოვლინებად თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას მიიჩნევს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ახლა ერდოღანი მთავრობაში არსებული ორი ბანაკიდან იღებს რჩევებს, ერთი, რომელიც ეწინააღმდეგება ურთიერთობების გაუმჯობესებას განსაკუთრებით აშშ-სთან და მეორე, რომელსაც ამ ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამასთან, მეთიუ ბრაიზას აზრით, არიან ისეთებიც, ვინც შესაძლოა, სხვა მიმართულებით, ხშირად კი, რუსეთისკენ იყურებოდეს.
ევროკავშირი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაზე: შექმნილ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება შექმნილ ვითარებას მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დასავლური ქვეყნების ელჩები „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადოს. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანომ ორშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება TASS. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ თურქი ბიზნესმენის ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები. სტანომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია სიტუაციის შესახებ კომენტარის გაკეთება, რადგან ანკარისგან ჯერ ოფიციალური ცნობა არ უცნობა არ მიუღიათ ხსენებულ ქვეყნებს. ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან გააკეთა კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი, რომელთა შორის ასევე არის აშშ-ის ელჩი. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან გადაწყვეტილებაში სიცხადის შეტანას და განმარტებებს ითხოვს. დეპარტამენტი ახლა დიპლომატიურ არხებს იყენებს, რომ ანკარისგან ვითარებაში გასარკვევად პასუხი მიიღოს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებას ასახავს. Europetime-თან საუბრისას, მეთიუ ბრაიზა ამ დაპირისპირების ერთ-ერთ ბოლო გამოვლინებად თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას მიიჩნევს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ახლა ერდოღანი მთავრობაში არსებული ორი ბანაკიდან იღებს რჩევებს, ერთი, რომელიც ეწინააღმდეგება ურთიერთობების გაუმჯობესებას განსაკუთრებით აშშ-სთან და მეორე, რომელსაც ამ ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამასთან, მეთიუ ბრაიზას აზრით, არიან ისეთებიც, ვინც შესაძლოა, სხვა მიმართულებით, ხშირად კი, რუსეთისკენ იყურებოდეს. ამავე თემაზე იენს სტოლტენბერგი: ჯერ ნაადრევია კომენტარის გაკეთება ერდოღანის განცხადებაზე
თურქეთში აშშ-ის საელჩო ვენის კონვენციის 41-ე მუხლზე მიუთითებს
თურქეთში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვენის კონვენციის 41-ე მუხლზე მიუთითებს. „18 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვების საპასუხოდ, აშშ აღნიშნავს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს იცავს“, - ნათქვამია თურქეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ეხ მუხლი გულისხმობს შემდეგს: თავიანთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, ყველა პირი, ვინც ასეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს, ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან, არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. შეგახსენებთ, ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა,10 დასავლური ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ეს ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ თურქი ბიზნესმენის ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები. ბიზნესმენი ოსმან კავალა ოთხი წელია, ციხეშია, ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება და 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი და სწრაფი გადაწყვეტა და მისი „სწრაფი გათავისუფლება“. ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან გააკეთა კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი, რომელთა შორის ასევე არის აშშ-ის ელჩი. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან გადაწყვეტილებაში სიცხადის შეტანას და განმარტებებს ითხოვს. დეპარტამენტი ახლა დიპლომატიურ არხებს იყენებს, რომ ანკარისგან ვითარებაში გასარკვევად პასუხი მიიღოს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებას ასახავს. Europetime-თან საუბრისას, მეთიუ ბრაიზა ამ დაპირისპირების ერთ-ერთ ბოლო გამოვლინებად თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას მიიჩნევს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ახლა ერდოღანი მთავრობაში არსებული ორი ბანაკიდან იღებს რჩევებს, ერთი, რომელიც ეწინააღმდეგება ურთიერთობების გაუმჯობესებას განსაკუთრებით აშშ-სთან და მეორე, რომელსაც ამ ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამასთან, მეთიუ ბრაიზას აზრით, არიან ისეთებიც, ვინც შესაძლოა, სხვა მიმართულებით, ხშირად კი, რუსეთისკენ იყურებოდეს.
შს მინისტრის მოადგილე: თუ ვინმეს პოლიტიკური გეგმები აქვს, ბუნებრივია, ისინი ტოვებენ პოლიციას
პოლიცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და თუ ვინმეს რაიმე პოლიტიკური გეგმები აქვს, ისინი ბუნებრივია, ტოვებენ პოლიციას, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ მედიასთან, როდესაც რამდენიმე თანამშრომლის მიერ შსს-ს დატოვებაზე დაუსვეს შეკითხვა. „სამინისტრო არის ძალიან დიდი უწყება, 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, გარკვეული ნაწილი ტოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხდება ახალი კადრების მიღება. მთავარი პრინციპი რაც არის და კანონის დონეზეა გაწერილი - პოლიცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და თუ ვინმეს რაიმე პოლიტიკური გეგმები აქვს, ისინი ბუნებრივია, ტოვებენ პოლიციას და აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. ცნობისთვის, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამსახურს პროტესტის ნიშნად ტოვებს. ანალოგიურ ფორმას მიმართეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ და საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, გიორგი ბერიშვილმა. საქმე ეხება თბილისსა და სამეგრელოში მათი კოლეგების დაკავებას, რასაც ისინი უკანონოდ მიიჩნევენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. მისივე ცნობით, სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ჩატარდა. ფაქტს გამოეხმაურა პრემიერი. „პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იყო ყოფილი პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ ვინმე რაიმე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს“, - განაცხადა თემის კომენტირებისას ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ოქტომბერს.
მოსკოვში, 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულებს გარეთ გასვლა 4 თვით აეკრძალათ
რუსეთში პანდემიის გავრცელების შემდეგ, დღეს ყველაზე მეტი, 37,930 ინფიცირებული გამოავლინეს. გარდაიცვალა 1,069. ამ შაბათს, ყველაზე მეტი, 1,075 გარდაიცვალა კორონავირუსით. პარალელურად, ზოგიერთ რეგიონში სამსახურები დაიხურა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის ფონზე. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით გადაიხედება არასამუშაო დღეების საკითხი, მაგრამ აღნიშნა, რომ ყველა რეგიონს შეუძლია, გაახანგრძლივოს ან უფრო ადრე დაიწყოს ეს პერიოდი, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. მოსკოვში 28 ოქტომბრიდან იკეტება სკოლები და საბავშო ბაღები, ასევე ყველა მაღაზია, გარდა იმ მაღაზიებისა, სადაც ძირითადი მოხმარების პროდუქტები იყიდება. 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულებს სახლიდან გასვლა 4 თვით აეკრძალათ. ხელისუფლების განცხადებით, COVID19-ის შეზღუდვები არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთის მოსახლეობის 80% არ იქნება ვაქცინირებული.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ „ნარკანის“ რეცეპტის გარეშე გაყიდვის რეკომენდაცია გასცა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, გასცეს რეკომენდაცია პრეპარატ „ნარკანის“ ურეცეპტოდ შეძენაზე ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევაში, რათა ლეტალობის დაზღვევა მოხდეს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტში შექმნილი ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა იმ პასუხისმგებელ უწყებათა წარმომადგენლებთან გაიმართა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ნარკოპოლიტიკის ფორმატში კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და დარგის სპეციალისტებთან ერთად პრეპარატ „ნარკანის“ სააფთიაქო ქსელიდან გაცემის წესის საკითხზე იმსჯელეს. „ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეულ იყოს ლეტალური შემთხვევები, ამ დროს საჭირო მოხმარების პრეპარატი ე. წ. „ნარკანი“ ხელმისაწვდომი იყოს ყველა აფთიაქში და ის რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს. ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში ქვეყანაში შემცირდეს ლეტალობის შემთხვევები. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის“ დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.