თეგი: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. "ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღლი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 ამასთან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო. როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წვერი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, კავშირზე დარჩნენ უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. „ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17; (093) 544 01 47 ამასთანავე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოქალაქეთა დახმარების მიზნით, ქალაქ ლვოვში დამატებითი საკონსულო პუნქტი ამოქმედდება
"მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქალაქ ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები ქ. კიევსა და ქ. ოდესაში აგრძელებენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვების და ჰუმანიტარული კუთხით. მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქალაქ ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს მოქალაქეებმა დახმარების მიზნით უნდა მიმართონ იმ წარმომადგენლობას რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან ამ მომენტისათვის. საქართველოს მთავრობა, მუდმივ მონიტორინგს უწევს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჰუმანიტარული დერეფნების გამოცხადების შესაძლებლობას და ასეთის შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, მზადაა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საგარეო საქმეთა სამინისტრო: 38 სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ ჰააგის სასამართლოს მიმართა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის
დავით ზალკალიანმა სენატორ ბენ კარდინთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთიბათა კომიტეტის წარმომადგენელთან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, სენატორ ბენ კარდინთან. საუბრის მთავარ თემას უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება წარმოადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები, მიმართულია არამარტო უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის წესებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მთლიანად ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. "დავით ზალკალიანმა საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და უსაფრთხოების რთულ გარემოზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორს იმ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-ის სენატში საქართველოს მიმართ არსებობს. თავის მხრივ, სენატორმა კარდინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. სენატორი კარდინი მიესალმა საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საუბრისას აღინიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს და ხაზი გაესვა ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით
"საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას "რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში", რომელიც მიღებულ იქნა საგანგებო დებატების შედეგად და რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინაში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2022 წლის 4 მარტს, გაეროს ადამიანის ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო დებატების ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას. "საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას "რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში", რომელიც მიღებულ იქნა საგანგებო დებატების შედეგად და რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინაში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - ნათქვამია უწყების მიერ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მათივე ცნობით, რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს; კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ძლიერ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან იგი მოუწოდებს რუსეთს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს სამხედრო ძალები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები; ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლად ჩამოყალიბების თაობაზე. ამასთან, საგამოძიებო კომისიის მანდატი, მათ შორის მოიცავს, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულობების გამოძიებას და ასევე მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „უკრაინის მთავრობა ქვეყნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მგზავრობა უფასოა! განრიგი ახლდება ყოველდღიურად“, - აცხადებენ სამინისტროში. საგარეო უწყება ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების განრიგსაც აქვეყნებს. 01:00 - «Інтерсіті+» დარნიცა - ხარკოვი06:23 - №142 ლვოვი - ლიმანი06:23 - №114 ლვოვი - ლიმანი07:00 - №722 დარნიცა - ხარკოვი07:00 - №732 დარნიცა - დნეპრი07:36 - №1 ივანო-ფრანკოვსი - კონსტანტინოვკა08:00 - №705 დარნიცა - ლვოვი12:06 - №45 უჟგოროდი - ლიმანი13:34 - №114/142 ლიმანი - ლვოვი14:07 - №749 კიევი - ივანო-ფრანკოვსკი14:25 - №769 კიევი - კამენეც-პოდოლსკი15:02 - №55 კიევი - რახივი17:00 - №743 კიევი - ლვოვი17:12 - №13 კიევი - სოლოტვინო17:42 - №792 კიევი - კრემენჩუკი17:42 - №790 კიევი - კროპივნიცკი18:30 - №81 კიევი - უჟგოროდი19:06 - №44 კიევი - ივანო-ფრანკოვსკი19:48 - №95 კიევი - Рахів20:05 - №29 კიევი - უჟგოროდი20:12 - №49 კიევი - ტრუსკავეცი20:21 - №59 კიევი - ჩოპი20:21 - №57 კიევი - ვოროხტა21:07 - №38 კიევი - ზაპოროჟიე21:15 - №105 კიევი - ოდესა21:22 - №97 კიევი - კოველი22:03 - №149 პოლტავა - ჩერნოვეცი22:10 - №17 ხარკოვი - უჟგოროდი22:22 - №7 კიევი - ჩერნოვეცი22:37 - №91 კიევი - ლვოვი22:47 - №46 ლიმანი - უჟგოროდი23:46 - №771 კიევი - ხმელნიცკი
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1 500-მდე მოქალაქეს გაუწია დახმარება
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინიდან და მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან, საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს საკონსულო დაწესებულებებმა სამშობლოში დამატებით საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მათ შორის, გრძელდება ლვოვიდან ვარშავაში მოქალაქეთა ორგანიზებული გადაყვანა. ავტობუსის სპეციალური რეისები 12 მარტის ჩათვლით ყოველდღე ხორციელდება. ამ დროისთვის სპეციალური რეისით 400-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეები ორგანიზებულად ტოვებენ ოდესას. ასევე, ხდება მათი გადაადგილების უზრუნველყოფა მოლდოვა-რუმინეთის, იქიდან კი საქართველოს მიმართულებით. შეგახსენებთ, უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე, საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უკრაინასა და მოსაზღვრე სახელმწიფოებში ახორციელებენ მოქალაქეთა გადაყვანას უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში და შემდგომ მათ საქართველოში გამომგზავრებას. ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 1500-მდე მოქალაქე. მთავრობის დავალებით, საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები. მათ დაევალათ საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა და სამშობლოში გამომგზავრების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-ის 2022 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტი საქართველოს მხარდასაჭერ ფორმულირებებს შეიცავს
აშშ-ის სენატის აპროპრიაციის კომიტეტმა გაასაჯაროვა აშშ-ის მთავარი საბიუჯეტო კანონის – 2022 ფისკალური წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტი, რომელსაც კონგრესი უახლოეს დღეებში უყრის კენჭს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი კვლავ შეიცავს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ფორმულირებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. „გარდა ამისა, შენარჩუნებულია საქართველოსთვის დაფინანსების უმაღლესი ნიშნული – 132 მილიონ დოლარზე მეტი (132, 025 000), რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკურ, მზაობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული კანონპროექტი 2017 წლიდან მოიცავს ცალკე ფორმულირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. „აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სენატის მხრიდან, ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომელიც ადასტურებს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონპროექტი „რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ ფარგლებში ითვალისწინებს არანაკლებ 295 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. ნათელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ს საკანონმდებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ხსენებული ე.წ. არჩევნების ჩატარება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. „იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა, ხსენებულ ე.წ. არჩევნებს, ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ზემოხსენებულ ფაქტს ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში. შემაშფოთებელია, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით, რასაც ემატება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევა და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ ფონზე, კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს, ისევე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ. განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგ უკანონო ნაბიჯზე. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება
საგარეო უწყება: ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონეა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო რუსეთის პრეზიდენტის მიერ დუმისთვის ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგ მოქალაქეობაზე დადებული ე.წ. შეთანხმების სარატიფიკაციოდ წარდგენის საკითხს ეხმაურება. როგორც უწყებაში აცხადებენ, საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. „რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყენებს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ არალეგიტიმურ ნაბიჯს და ჰიბრიდულ ინსტრუმენტს. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას და ერთიანია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის დაგმობასა და ზოგადად ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯების მიმართ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარი ნარჩემაშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა ასზე მეტი საქართველოს მოქალაქე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაბრუნდა ასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით. „მიმდინარე კვირას, საერთო ჯამში საქართველოს მთავრობის ჩართულობით, საქართველოს 220 მოქალაქეს გაეწევა მსგავსი სახის დახმარება. ასევე, სახელმწიფოს ხელშეწყობით გრძელდება ქ. ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული ევაკუაციის პროცესი. სპეციალური რეისები ხორციელდება 15 და 16 მარტს, ქ. ლვოვში საქართველოს საკონსულო პუნქტის ორგანიზებით. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, საქართველოს დიპლომატიური მისიების უკრაინის ტერიტორიაზე და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში მუშაობენ 24-საათიან საგანგებო რეჟიმში. ამასთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დაევალათ, უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში დაბრუნების ორგანიზება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე: საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ
უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით სპეციალური ავტობუსები დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქალაქ ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით ავტობუსის სპეციალური რეისი გავა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას. „შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან. ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 21 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან. ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64 უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სახელმწიფოს დახმარებით, სამშობლოში უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს 2 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს დახმარებით სამშობლოში უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს 2 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა. „სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა 80-მდე საქართველოს მოქალაქე, მიმდინარე კვირაში კი, საერთო ჯამში 242 მოქალაქე. ხოლო რუმინეთიდან მიმდინარე კვირაში საქართველოს საელჩოს დახმარებით დაბრუნდა საქართველოს 75 მოქალაქე. ასევე გრძელდება უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო განაგრძობს ქ. ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, მორიგი რეისი 20 მარტს არის დაგეგმილი. საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ გაყვანას ახორციელებს საქართველოს საპატიო საკონსულო ქ. ოდესაში, მოქალაქეები მოლდოვის მიმართულებით მიემგზავრებიან, საიდანაც რუმინეთის გავლით ხორციელდება მათი სამშობლოში დაბრუნება. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სახელმწიფომ უზრუნველყო სამშობლოში ორგანიზებულად 2 000-მდე მოქალაქის დაბრუნება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს
სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმალობაში პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 80-მდე მოქალაქე, მიმდინარე კვირას კი საერთო ჯამში 242 მოქალაქე. „ასევე გრძლდება უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო განაგრძობს ქ.ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, მორიგი რეისი 20 მარტს არის დაგეგმილი. საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ გაყვანას ახორციელებს საქართველოს საპატიო საკონსულო ქ. ოდესაში, მოქალაქეები მოლდოვას მიმართულებით მიემგზავრებიან, საიდანაც რუმინეთის გავლით ხორციელდება მათი სამშობლოში დაბრუნება. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველიდი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სახელმწიფომ უზრუნველყო სამშობლოში ორგანიზებულად 2000-მდე მოქალაქის დაბრუნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საგარეო უწყება: უკრაინიდან პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად სპეცრეისები დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინიდან პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად სპეცრეისები დაინიშნა. „შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან. ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 23 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან. ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ლვოვიდან პოლონეთში გაემგზავრებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ლვოვიდან პოლონეთში გაემგზავრებიან. „სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების პროცესს. დღეს ქ. რივნოდან ქ. ლვოვის მიმართულებით ორგანიზებულად მოხდა ქ. მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, საიდანაც ისინი უკვე პოლონეთის მიმართულებით, კერძოდ ქ. ვარშავაში გაემგზავრებიან. მიუხედავად სირთულეებისა საქართველოს საელჩო უკრაინაში მუდმივად ინარჩუნებდა კავშირს მარიუპოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა აღნიშნულ ჯგუფთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდება უკრაინის ტერიტორიიდან, კერძოდ ლვოვიდან და ოდესიდან საქართველოს 60 მოქალაქის გადაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, საიდანაც ისინი გამოემგზავრებიან საქართველოში. „უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრების ორგანიზება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სახელმწიფომ უზრუნველყო 2 000-ზე მეტი მოქალაქის სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნება. ასევე, როგორც ცნობილია, სახელმწიფო უზრუნველყოფს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, უვიზო რეჟიმის ამოქმედება ყველას საერთო მონაპოვარია. „დღეს, 28 მარტს, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა, რაც ყველა ჩვენგანის საერთო მონაპოვარია. სავიზო ბარიერების გაუქმებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფლად მიმოსვლისა და მოგზაურობის მარტივად დაგეგმვის საშუალება მიეცათ, საქართველომ კი ევროკავშირის სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი განიმტკიცა და ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. უვიზო მიმოსვლამ ჩვენს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობები გაუჩინა და ხელშესახები შედეგები მოგვცა ტურიზმის, ბიზნეს კავშირების, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, პროფესიონალური კავშირებისა და ზოგადად, ხალხებს შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. არსებული მონაცემებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღემდე, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებს საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე ესტუმრა და თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა“, – აცხადებენ უწყებაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: მთელმა მთავრობამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად
დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა
დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და მათი განვითარების პერსპექტივებს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე.
საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი ეწვევა
საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი ეწვევა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტი 30 მარტსაა ჩანიშნული.ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.„შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ როგორც საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, ისე რეგიონსა და მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მნიშვნელოვანი თემებს“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით. ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
დავით ზალკალიანი: დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან და წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში
წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ რომ ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, ეს 30 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევებით აღსავსე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან, ატაშე გახლდით როდესაც 1992 წელს მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ამ უწყების ხელმძღვანელი. მადლობას ვუხდი გუნდს იმ ნდობისთვის, რომელმა გამომიცხადა მე ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პროცესში. ბევრი იყო მიღწევები, როგორც ჩვენი მთავარი საგარეო კურსის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, რაც არის ოკუპაცია და საქართველომ შეძლო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ვიყავით ყველგან წარმოდგენილი, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები, ყველა თემატიკის განხილვისას ჩვენი საკითხი იყო აქტუალური. მე მეამაყება რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში დავამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო უმაღლესი ლეგიტიმაციის მატარებელი და სადაც იყო მკაფიოდ გაწერილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მე მეამაყება ასევე, რომ პრემიერთან ერთად მიღებული მაქვს მონაწილეობა ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში. შემდეგ უკვე ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა სავიზო ვიზალიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო, ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აქ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ყველას ერთიანობა“, - განაცხადა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. „ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონ დავითს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელი ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მიღებული მონაწილეობა 30 წლის განმავლობაში. ჩვენი მთავრობის დროს ბატონი დავითი ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ მინისტრის რანგში მონაწილეობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ევროკავშირში თუ ნატოში ინტეგრაცია. ჩვენი გუნდის და მთავრობის სახელით, მინდა დათოს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა
საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. „საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით. მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 4 აპრილს ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.
საგარეო უწყება მკაცრად გმობს რუსეთის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას გამოეხმაურა. "აბსოლუტურად გამანადგურებელია იმის ნახვა, როგორ ახორციელებს რუსეთი დარტყმას კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, რომელიც მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს "ტვიტერზე" საქართველოს საგარეო უწყება. დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლე კირილენკოს განცხადებით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა. 38 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 საავადმყოფოში. მისივე თქმით, დაჭრილია 98 ადამიანი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ მიღებული. სარაკეტო დარტყმა კრამატორსკში სადგურს 8 აპრილის დილით მიაყენეს. ავიადარტყმის დროს სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდნენ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 10 აპრილს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. "მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას. საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ამასთან, არანაირი სამართლებრივი შედეგის მომცემი არ იქნება ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რომელიც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ უკანონო ნაბიჯზე", - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ჩინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვან ის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, ვან იმ ქართველ კოლეგას მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამავე ინფორმაციით, საუბრისას, მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დადებით დინამიკას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას გლობალური პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. ილია დარჩიაშვილთან საუბრისას, ვან იმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველი კოლეგა ვიზიტის განსახორციელებლად პეკინში მიიწვია.
საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები
საქართველო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე. ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებს. საქართველოს საგარეო სამინისტრო გმობს მიმდინარე წლის 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზინდენტო არჩევნების მეორე ტურს. მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიოდაა დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო სამინისტრო ეხმიანება და გმობს მიმდინარე წლის 8 მაისს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიოდაა დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
დარჩიაშვილმა მალტელ მინისტრთან შეხვედრისას ევროინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყნის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ქალაქ ტურინში, შეხვედრა გამართა მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრთან იან ბორგთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა, რაც აისახება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში სხვადასხვა საკითხზე კონსტრუქციულ თანამშრომლობაში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მალტის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ევროპული მისწრაფებებისა და მომავლის მიმართ. ამ კონტექსტში, მალტის მხრიდან აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული შედეგები და გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერილი იქნება როგორც საქართველოს პროგრესი, ასევე მისი შემდგომი ინტეგრაციული მისწრაფება. ამ მხრივ, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მიმართ მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერას. მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მალტის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა მალტის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას და ურთიერთ მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ყოველთვის გამოირჩევა მალტის პოზიცია. ამ კონტექსტში, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ევროპის საბჭოს ფარგლებში და ხაზი გაუსვეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ორგანიზაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებს. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მიმოიხილეს თანამშრომლობის განვითარების პოტენციური სფეროები და ყურადღება გამახვილდა საზღვაო სფეროში გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის კარგ პრაქტიკაზე. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალტის მხარეს მალტის დიპლომატიურ აკადემიასთან საქართველოს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის კავშირების გააქტიურებაზე, მათ შორის ვიზიტების განხორციელების მხრივ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისსა და ქუთაისში დამთვალიერებელს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებს გააცნობს,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება. „26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომლის მთავარი თემაც წელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისსა და ქუთაისში ცალკეული ღონისძიებები გაიმართება, რომელიც საზოგადოებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე მიღწევებს გააცნობს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, რომელიც იყოფა თემატურ ნაწილებად. ერთი ნაწილი ეთმობა საქართველოსა და ევროპის ისტორიულ კავშირებს, სადაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ვიზუალური მასალა და ცნობები. მეორე ნაწილი უკვე გადმოსცემს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებს, 1991 წლიდან დღემდე, სადაც ასახულია ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან. 2022 წელს საქართველოს აღნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანასთან, შესაბამისად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სივრცეში დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა თუ რომელ ქვეყნებთან აღინიშნება საიუბილეო თარიღი, წარმოდგენილი იქნება ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოს აქვს დიპლომატიური მისიები. პავილიონი ასევე აერთიანებს სხვადასხვა გასართობ აქტივობებს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელი იქნება ევროპის ქალაქებში ვირტუალურად მოგზაურობა, 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმოწერა და სამახსოვრო ფოტოს გადაღება და სხვა. ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმალობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება. ცენტრალურ მოედანზე ასევე მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არსებულ მიღწევებს, ასევე სპეციალური საგამოფენო სივრცე მიეძღვნება ქუთაისს, ისტორიულად მის საზოგადოებრივ, კულტურულ და შემოქმედებით კავშირს ევროპულ ღირებულებებთან და კულტურასთან. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისში ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი ხელოვნების ანსამბლების კონცერტი. სტუმრებს ასევე ექნებათ სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა. გაიმართება ტურნირი მოყვარულთა შორის სამაგიდო თამაშებში. პატარებისთვის მთელი დღის განმალობაში დაგეგმილია გასართობი პროგრამა და ასევე თეატრალური წარმოდგენა. 17:10-ზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები კი საღამოს 20:00 საათზე, გალა-კონცერტით დასრულდება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგარეო უწყება: საფრანგეთში ელჩმა, თეა კატუკიამ ვერ უზრუნველყო მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ელჩმა თანამდებობა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე დატოვა. სამინისტრო თეა კატუკიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ცილისმწამებლურს უწოდებს. მათივე ცნობით, საფრანგეთში ელჩმა, თეა კატუკიამ ვერ უზრუნველყო მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. „გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა. მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სმაინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, საფრანგეთში საქართველოს ელჩმათეა კატუკიამ თანამდებობა დღეს დატოვა და მიზეზად „საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლა” დაასახელა. მისივე განცხადებით, ფუნქციის შესრულება შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში უწევდა, რაც დიპლომატის შეფასებით, „სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური პრაქტიკიდან“. ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობის დატოვებაზე: დანიშვნის პირველივე დღიდან ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასაც მოიცავს
„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც 2023 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპროექტი საქართველოს მხრადამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტი მკაფიოდ ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას NATO-სა და ევროპელი პარტნიორებისადმი რეგიონში არსებული საფრთხეებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც 2023 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. კანონპროექტი მკაფიოდ ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას NATO-სა და ევროპელი პარტნიორებისადმი რეგიონში არსებული საფრთხეებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე და ხაზს უსვამს ძლიერი ალიანსებისა და პარტნიორობების მნიშვნელობას აშშ-ისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის. კანონპროექტი საქართველოს მხრადამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტის ფარგლებში დაამტკიცა კონგრესმენ ოსტინ სკოტის მიერ ინიცირებული და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადამ სმიტის მიერ წარდგენილი შესწორება, რომელიც მოიცავს აშშ-ის კონგრესის ხედვას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, კერძოდ: კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ღირებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და NATO-ს ასპირანტი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად მიისწრაფვის საერთო ღირებულებებისა და ინტერესების განმტკიცებისკენ. ხაზგასმულია, რომ პარტნიორობის 30 წლის მანძილზე აშშ-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფის პროცესში. აქვე აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის ფონზე. ხაზგასმულია, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებისა და სტრატეგიული ინტერესებისთვის შავი ზღვის რეგიონში. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ენერგო-ტრანზიტისა და ვაჭრობის საერთაშორისო ჰაბია და როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განუყოფელ ნაწილი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და მომარაგების სტრატეგიული მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით. აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია, დე-ფაქტო ანექსიის მცდელობები და ჰიბრიდული ომის ტაქტიკა საქართველოს ეროვნული და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა განამტკიცოს მხარდაჭერა და გადადგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიმართულებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით და აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად. განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის გზით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. განაგრძოს ძლიერი მხარდაჭერა და არსებითი მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად და საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. განაგრძოს პრესის თავისუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობა, რათა დაეხმაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პრიორიტეტად დასახოს და გააღრმაოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაციის, საქართველოს აღჭურვილობის მოდერნიზაციის გეგმების გაზრდილი დაფინანსების გზით, რათა განმტკიცდეს საქართველოს შეკავების, ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობები, ასევე, NATO-სთან თავსებადობა. შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მხარი დაუჭიროს არსებულ და ახალ თანამშრომლობის ფორმატებს, რათა გაზარდოს NATO-ს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობა. გააძლიეროს კიბერ-სფეროში საქართველოს მხარდაჭერა, ტრენინგების, განათლების და ტექნიკური დახმარების გზით. განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტულ კამპანიებთან გამკლავების მიზნით, რომელიც მიმართულია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობას და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ანგარიშში ხაზგასმულია აშშ-ის მიერ უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობა ისეთ პარტნიორებთან, როგორებიც არიან საქართველო, ფინეთი, შვედეთი და მოლდოვა. კანონპროექტი აშშ -ის თავდაცვის მდივანს ავალებს ანგარიშის წარდგენას, რომელშიც ასახული იქნება სტრატეგია და რესურსების გეგმები GDDEI -ის ფარგლებში წვრთნებისა და მოდერნიზაციის პროგრამების დასაჩქარებლად. განმარტებითი ანგარიში, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ ანგარიშის მომზადებას, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უნდა წარუდგინოს წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტს არაუგვიანეს 2023 წლის 1 მარტისა. თავდაცვის მდივანმა სამხედრო კომიტეტში ასევე უნდა უზრუნველყოს ბრიფინგი აშშ-ისა და საქართველოს შორის კიბერ-სფეროში არსებული თანამშრომლობის შესახებ. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე მუშაობა აშშ კონგრესში აქტიურ ფაზაშია შესული. პროცედურის თანახმად, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას, ასევე, დაამტკიცებს აშშ-ის სენატი, რის შემდეგაც კონგრესის ორივე პალატის ვერსიები შეჯერდება ე.წ. კონფერენციაზე და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ აქტი კანონის ძალას შეიძენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი. ეს იქნება გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მხარეთა მიერ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. ამასთან, საქართველოში ყოფნისას, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას. „ამასთან, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს,სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაეროს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაეროს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა კახეთის რეგიონს, რათა გაეცნოს რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს.
ილია დარჩიაშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მუხტარ ტლეუბერდს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, საუბრისას განხილული იქნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რომელიც მოიცავს აქტიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური დერეფნის ფუნქციონირების ეფექტურობისა და გამტარიანობის გაზრდის საკითხებს. კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა, მათ შორის საერთაშორისო სტრუქტურებში კანდიდატურების მხარდაჭერის მიმართულებით. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის ეფექტურობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება 2022 წლის ბოლოს საქართველოში. შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა ხაზი ასევე გაუსვეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.
ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ სტამბოლში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წარმატებით ვითარდება მრავალი მიმართულებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით. „მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ურთიერთკავშირების გააქტიურებას. კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით, ამ მხრივ საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტს საქართველოში. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც ყოვლისმომცველი ფორმატია მრავალმხრივი მიმართულებით ურთიერთობების განსამტკიცებლად და იმედი გამოითქვა ახლო მომავალში საბჭოს ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და მათი შემდგომი განვითარების დიდ პოტენციალს. აღინიშნა ამ მხრივ უკვე მიღებული წარმატებული შედეგები, მათ შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა. მინისტრები შეთანხმდნენ, უწყებების დონეზე იმუშაონ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების გამყარებისთვის. დაიგეგმა საქართველო-თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური საბჭოს მორიგი შეხვედრის ჩატარება. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მაღალი დონე. ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის ხმამაღალი პოზიციისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მხრივ ხაზი გაესვა თურქეთის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში. საგარეო უწყების ცნობით, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას თავის მხრივ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში. „ამ მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა თბილისში გამართულ პირველ შეხვედრას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალშიც პოზიტიურ როლს შეასრულებს კონკრეტულად ამ პროცესსა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობებს და განსაკუთრებულად აღნიშნეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი და მის ფარგლებში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც წარმატებით ვითარდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მჭიდრო ხალხთაშორის კავშირებს და მინისტრები მიესალმნენ ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას. კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავი. მინისტრებს საჩუქრად გადაეცათ თურქეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, სპეციალურად საიუბილეო თარიღისთვის დამზადებული სამახსოვრო მედალიონი“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს სოლიდარობას ვუცხადებთ
ოფიციალური თბილისი უსამძიმრებს ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთში მომხდარი აფეთქების შესახებ მწუხარებას გამოთქვამს. ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა „ინფორმაცია სომხეთში, ერევანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ შოკისმომგვრელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს“, – ნათქვამია საგარეო უწყების წერილში. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და მექსიკას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მექსიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდ კასაუბონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა გაბუნიამ. "ზემოაღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და მექსიკას შორის თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროში. შეთანხმების თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზაობას, ხელი შეუწყონ უწყებათაშორისი კავშირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარებას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა გაცვლის პროგრამების მეშვეობით საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, აგრეთვე კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის. ამასთან, შეთანხმების თანახმად, მხარეები ორიენტირებულნი არიან, წაახალისონ ხელოვანთა ჯგუფების ურთიერთგაცვლა და სხვა ტიპის ღონისძიებები მუსიკის, სახვითი და საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის გზით. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ელჩმა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შეთანხმების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს
2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა - კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია, - ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. „2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა. 27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთის ოკუპაცია, ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა და ასობით ათასი ადამიანის საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევა მოჰყვა. ჩვენ დღეს ვიგონებთ ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია — დეოკუპაცია და მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს საგარეო უწყება: უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. „რუსეთის ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
საგარეო უწყება: საელჩო ყველაფერს აკეთებს, რომ სტამბოლის კლინიკაში დაღუპული 16 წლის ბავშვის ცხედარი საქართველოში გადმოასვენონ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტამბოლის კლინიკაში დაღუპული 16 წლის ბავშვის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს. „თურქეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო დაწესებულება პროცესში პრობლემის წარმოქმნისთანავე ჩაერთო და ახლაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხდეს. საკონსულოს წარმომადგენლები ყოველდღე იმყოფებიან კლინიკაში და ასევე, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზე არიან,“ - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 16 წლის მარიამ გოგიაშვილი გარდაიცვალა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: თურქეთში გარდაცვლილ მარიამ გოგიაშვილს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ
თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ, გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, 16 წლის მარიამი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარს საავადმყოფოდან არ ატანენ, რადგან მარიამის სახელზე 44 ათასი დოლარის დავალიანება ირიცხება.
საგარეო უწყება რეორგანიზაციას „საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს“ უკავშირებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი უწყებაში რეორგანიზაციის შესახებ საუბრობს მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორაციას მისი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ. სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის წერილობით კომენტარში აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია 2022 წლის სექტემბერში გამოცხადდა და ამ პროცესის შესახებ თანამშრომლები ინფორმირებულნი იყვნენ. „[რეორგანიზაციის] მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე რიგი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების საჭიროება, მათი გამსხვილება დეპარტამენტიდან დირექტორატის ფორმატში, რამაც მოითხოვა შესაბამისი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. მათ შორის ცვლილება შეეხო დეპარტამენტს, სადაც საქმიანობდა ჩვენი კოლეგა ნატა ქორიძე. კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, აღნიშნულმა ცვილილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება. დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში. მათ შორის ნატა ქორიძეს გაფრთხილება სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მიუვიდა კანონით დადგენილ ვადებში და ასევე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში. ნატა ქორიძე პოლიტიკური პარტია „გირჩის-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლეა. პოლიტიკოსი ხსენებულ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. დღესვე, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ წევრს გიორგი ვოლსკის. „თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია, არ შეიძლება იგი უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღე და მგონია, რომ სწორედ ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურა ჯაფარიძე. მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს რეალობა, მე არ ვიცი. ეტყობა რაღაც მიზეზი იყო ამისათვის. არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა“, - განუცხადა მედიას ვოლსკიმ.
საგარეო უწყება: მკაცრად ვგმობთ რუსეთის დუმის თავმჯდომარის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩასვლა, მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას; ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: გამოვხატავ იმედს, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ამპლუაში შეხვდება
უკვე მიღებული გვაქვს გზავნილი, რომ გაფართოების პაკეტში საქართველოს შეფასება გაზაფხულიდან დაიწყება - გამოვხატავ იმედს, რომ საქართველო ალბათ 2024 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ამპლუაში შეხვდება! - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ გააკეთა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თებერვლისთვის ის ყველა სამუშაო დასრულდება, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ჩარჩოს ფარგლებში კეთდება. როგორც ჯანჯალიამ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, უზარმაზარი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ პროცესი წარმატებით დასრულდეს. მისი თქმით, საქართველოს შეფასება წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო, თუმცა ევროკომისიამ ითხოვა დრო იმისთვის, რომ შეფასება უფრო ეფექტურად მოხდეს. “თავდაპირველი მოლოდინი იყო, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეფასება მიმდინარე წლის ბოლოსთვის მოხდებოდა, თუმცა კვლავ და კვლავ ევროკავშირის ინსტიტუციებიდან და კომისიიდან გამომდინარე ჩვენ დავინახეთ, რომ მათ არ ჰქონდათ სურვილი იმისა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გაწეული საქმიანობის შეფასება ფორსმაჟორულ ვითარებაში მოეხდინათ. ამიტომ გვითხრეს: - მოდით, უფრო მეტი დრო ავიღოთ. ამასთან ერთად მათ გვითხრეს, რომ საქართველო აღარ მოხვდება და აღარ შეფასდება დამოუკიდებლად, არამედ მოხვდება გაფართოების ერთიან პაკეტში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროგრესი და შეფასების მხრივ მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ჩვენ კანდიდატ წევრ ქვეყნებთან ერთად ერთ კალათაში ვართ. ჩვენი შეფასება მათთან ერთად მოხდება“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ისაუბრა.
საგარეო უწყება: სამწუხაროა, რომ პროტოკოლური განლაგების წესი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა
სამწუხაროა, რომ პროტოკოლური განლაგების წესი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას აუქმებს საქართველოს საგარეო უწყება ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს. საგარეო უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის, მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში. ზურაბიშვილის ადმინისტრაციის შეფასებით, ელჩების კონფერენციაზე, პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრით, პროტოკოლი უხეშად დაირღვა „ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები. მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო ოთხი ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი. პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეშ დარღვევას, კერძოდ ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილი არ განისაზღვრა.
ბელგიის პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა
ბელგიის პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. ოფიციალური შეტყობინება მისი გარდაცვალების შესახებ ბელგიაში, საქართველოს საელჩოში დღეს შევიდა. ასევე, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. „საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან“, - აცხადებენ სამინისტროში. ამ დროისთვის, ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მედიამ 5 იანვარს გაავრცელა.
მკაცრად ვგმობთ ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას - საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი მიუღებელია. „მკაცრად ვგმობთ ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას. ნებისმიერი დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი აბსოლუტურად მიუღებელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლის ოჯახს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი პირი.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე გარდაცვლილი იპოვეს - საგარეო უწყება
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქ. ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ილია დარჩიაშვილმა ისრაელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ისრაელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან ელი ქოენთან გაცნობითი ხასიათის საუბარი გამართა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, ორ ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებზე. ასევე ყურადღება დაეთმო საქართველო ისრაელს შორის ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში ურთიერთობების განვითარებისთვის გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებს და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა გამოიხატა. მაღალი შეფასება მიეცა ხალხთაშორის კავშირებს. ილია დარჩიაშვილმა მიულოცა კოლეგას მინისტრის პოსტზე დანიშვნა, წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და დაუდასტურა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.
ბელგიაში საქართველოს საელჩო იზოლატორში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია - საგარეო
ბელგიაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საკითხის მოგვარების პროცესში საკონსულო ჩაერთო პირველივე დღეებიდან. „ბელგიაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო და ახლაც რჩება როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ბელგიის შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან, ასევე ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების პირველივე დღიდან კონსული გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარა ადვოკატის და დამკრძალავი ბიუროს მოძიების საკითხში და განხორციელდება საჭირო პროცედურები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით. ბელგიის იზოლატორში ქართველი პატიმრის შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიაში საქართველოს კონსულს უახლოეს მომავალში შეხვედრა აქვს დანიშნული ბელგიის საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში. ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა.
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს 13-14 მარტს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან: საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტობიას ბილსტრომთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, კრისტიან დანიელსონთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, დიანა იანსესთან. „აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში. შესაბამისად ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული თანამშრომლობის საკითხების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობას და შვედეთის მხარდაჭერას ამ გზაზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გერმანიისა და საქართველოს პირველი დიპლომატების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. ანალენა ბერბოკი საქართველოშია ოფიციალური ვიზიტისას გათვალისწინებული შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებით დაიწყო. ის დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. დაგეგმილია სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისშიც. ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.
საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. „სამინისტრო და საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტში არიან სუდანში მყოფ მოქალაქეებთან, მათი ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან; აგრეთვე, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დამატებით ხორციელდება სამუშაოები სუდანში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვებისა და სასმელი წყლის მისაწოდებლად. ასევე, უწყება თვალს ადევნებს სუდანში მიმდინარე პროცესებს და ინფორმირებულია იქ არსებული ვითარების შესახებ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში. მათივე ცნობით, სუდანში საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება. ცნობისთვის, სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩს გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული, პირველი ანგარიში გადასცა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა. "ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადება თებერვლის ბოლოს ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო და პროცესს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა.პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო ხელისუფლება. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს. ევროკომისიის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდება 2023 წლის შემოდგომაზე, რის საფუძველზეც, 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს. ანგარიშთან ერთად, ევროკავშირის ელჩს გადაეცა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრისადმი, საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ, გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი მოიცავს ყოვლისმომცველ ინფორმაციას, მათ შორის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს ყველა მიმართულებით", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად „გუშინ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან,“- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. "ქართველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს პერიოდში მათ ეგვიპტეში გადაიყვანენ. ეგვიპტიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საელჩოების ჩართულობით, ჩვენი პარტნიორების, კომპანიების აქტიური ჩართულობით ეს ევაკუაცია წარმატებულად განხორციელდა და არცერთი საქართველოს მოქალაქე, დღეს, ამ მომენტისთვის, სუდანში არ იმყოფება", - თქვა მინისტრის მოადგილემ. სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
საგარეო უწყება პოლონელი მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოში 26-28 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, ზბიგნევ რაუს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.
საქართველში ვიზიტით გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან
30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საქართველოს ვიზიტით გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, უცხოელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს თანამშრომლობაზე როგორც გაეროსთან, ისე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან. ელჩების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოში სახელმწიფო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. გარდა ამისა, დიპლომატები მოინახულებენ წეროვანში არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვევიან, სადაც გაეცნობიან ადგილზე არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ასევე გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც გაიმართება შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საერთო ინტერესების საფუძველზე თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტარციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალური პარტნიორობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საუბარი შეეხო ეფექტიანი რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე გამოითქვა სხვადასხვა სფეროში წარმატებული და საერთაშორისოდ აღიარებული ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბენინის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი მარკ ჰერმან გნინადოუ არაბა, კომოროს მუდმივი წარმომადგენელი ისიმაილ ჩანფი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ჟორჟ ნზონგოლა ნტალაჯა, დომინიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ხოსე ალფონსო ბლანკო კონდე, ლიბიის მუდმივი წარმომადგენელი თაჰერ ელსონი, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენელი მენისა მარსელ რამბალი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. ამის შესახებ განცხადება სამინისტრომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა. სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა „ბელგრადიდან გამანადგურებელი ამბავი მოვიდა სკოლაში მომხდარი სროლის შესახებ. ყველაზე გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ამ საშინელი შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, დილით სერბეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. მოკლულია რვა ბავშვი და დაცვის ერთი თანამშრომელი. ასევე დაშავდა ექვსი მოსწავლე და მასწავლებელი.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრას ბერლინი უმასპინძლებს
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა ბერლინში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას გახსნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. „სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა და გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. „აღსანიშნავია, რომ კანადაში უკვე მესამედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარას ჩანჩქერზე გამოჩნდება საქართველოს დროშის გამოსახულება. ასევე, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვას ცენტრალური ხიდები, კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი; ავსტრალიაში კი ავსტრალიის ეროვნული კარილიონის შენობა. 26 მაისის აღსანიშნავად, არგენტინაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით. ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC”-ის შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, საუდის არაბეთში ცნობილი შენობა - “Kingdom Tower”, თურქეთში კი, იზმირის მთავარი სიმბოლო - საათის კოშკი. აზერბაიჯანში, 26 მაისის აღსანიშნავად, განათდება „ჰეიდარ ალიევის ცენტრი", კვიპროსში კი, ნიქოზიის ცენტრალური მოედანი. ასევე, განათდება კორეის რესპუბლიკაში სეულის მერიის შენობა, სომხეთში კი, საქართველოს დროშა გამოიხატება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე. ირლანდიაში, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოიფინება საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთში კულტურის ეროვნული სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდება, საბერძნეთში - ათენის ცენტრალური შადრევანი. სლოვაკეთში განათდება კოშიცეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობა და საქართველოს საელჩოს ისტორიული ფასადი, ინდონეზიაში კი - ეროვნული მონუმენტი და შადრევანი. ბარსელონაში ქალაქის მთავარი შადრევანი განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით, თესალონიკში კი - მერიის შენობა. ამასთან, ნიუ-იორკში გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია, სან ფრანცისკოში ქართული დროშა აღიმართება მერიის შენობაზე, ხოლო იტალიაში, ბარიში ქართული დროშა გამოიფინება მერიის შენობაზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება. ასევე, ნიდერლანდებში, ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც. აშშ-ში, 26 მაისთან დაკავშირებით, კონგრესის ბიბლიოთეკაში იგეგმება ქართველი მხატვრის ქეთევან პაიჭაძის გამოფენის მოწყობა, ასევე ვაშინგტონის ლუთერანულ ეკლესიაში გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ. აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის ფარგლებში გამოცემული საფოსტო მარკა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება იაპონიაშიც, სადაც მოეწყობა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული გამოფენა, ასევე მოეწყობა ქართული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ცეკვები, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, ქართული ენისა და ანბანის ამსახველი ფოტოები, რუმინეთში კი მოეწყობა ფიროსმანის სურათების ფოტოგამოფენა. შვეიცარიაში, ბერნში 26 მაისის აღსანიშნავად, გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართველი და შვეიცარიელი მუსიკოსების მონაწილეობით, ამასთან მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. ავსტრიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში გაიმართება საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია, ხოლო უნგრეთში გაიმართება საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია. ეროვნული დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საფოსტო მარკის პრეზენტაცია. კუბაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოეწყობა ფოტო-გამოფენა, დოკუმენტური ფილმის - „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება, ასევე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ცეკვის, მუსიკალური ფოლკლორის, ბუნების ამსახველი კლიპები. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები ასევე მოეწყობა გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ვატიკანში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ესტონეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, პოლონეთში, ლატვიაში,სლოვენიაში, მოლდოვაში, სერბეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელში, იორდანიაში, ირანში, არგენტინაში, მექსიკაში, მალაიზიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ეთიოპიაში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ჟენევაში. ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში დაიბეჭდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კორეის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, თურქეთში, სლოვაკეთში, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების ინტერვიუები. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ
თითქმის 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს
საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს. ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში გადმოასვენეს. როგორ მოხდა ნეშტის მოძიება, Europetime ამასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს ესაუბრა: ამ საკითხში პირადად ვიყავი ჩართული მთელ საელჩოს გუნდთან ერთად. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს შევძელით. გულწრფელად გეუბნებით, ეს იყო ჩემი, როგორც ელჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია. მადლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს,საქართველოს პარლამენტს, თბილისის მერიას, მათი უშუალო ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით მოხერხდა ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტის გადმოსვენება. ასევე, მადლობა უზბეკეთის ხელისუფლებას, ჩემს უზბეკ მეგობრებს, რომლებიც, მუდმივად გვერდში მედგნენ, ჩვენი ქვეყნებისთვის ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომლებიც კიდევ უფრო აღრმავებდა და განამტკიცებდა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს. მე როგორც ელჩი, დღეს ამაყი ვარ, რადგან ჩემი მოქალაქეობრივი, მამულიშვილური მოკრძალებული წვლილი შევიტანე და თითქმის 100 წლის შემდეგ, შევძელით და მშობლიურ მიწას მივაბარებთ მისი ღირსეული შვილის ნეშტს“, - განუცხადა Europetime-ს საქართველოს ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში. როგორც ელჩი Europetime-თან ამბობს, 2019 წელს, საქართველოს პარლამენტის სახელით, გია ვოლსკის წერილის საფუძველზე დაიწყეს საფლავის ძიება. „როგორც აღმოჩნდა, იგი დაუკრძალიათ ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე, შემდეგ იყო უკვე მისი საფლავის მოძიების პროცესი. მოგეხსენებათ, ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს, პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. ხოლო, 1919 წელს, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს, ის დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს. ცნობისათვის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ილია დარჩიაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები
ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, უკრაინა არის ომში და ყველაფერი კეთდება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. „ტრადიციულად, ჩვენი პოზიცია გვაქვს და ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მისამართით. ჩვენ ხშირ შემთხვევაში წამოსულ გაუგებარ კომენტარებზე არ ვაკეთებთ პოზიციონირებას, პასუხს არ ვცემთ, რადგან გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის ომში და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ და გვერდში ამოვუდგეთ. საქართველოს საკითხი დღეს აქტუალური იყო, როგორც მრგვალი მაგიდის ფორმატში, ისე გახსნის ცერემონიაზე. რამდენიმე ლიდერმა ისაუბრა საქართველოზე, საქართველოსთვის მხარდაჭერაზე და ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კოლეგებთან ერთად ესაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე და ევროინტეგრაციაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდთან დაკავშირებით, საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდთან დაკავშირებით, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართა, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. უწყების თანახმად, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ამასთან, ქართულმა დელეგაციამ ასევე დააყენა ის მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარეობს, როგორიცაა, უკანონო სამხედრო წვრთნები, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ხაზი გაესვა მათი გადაჭრის აუცილებლობას. აშშ ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზე: მოვუწოდეთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან „რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა.
საგარეო უწყება მედვედევის განცხადებაზე: ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობაა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. „2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს,“ - განაცხადა მედვედევმა. მიხეილ სარჯველაძე მედვედევის განცხადებაზე: ვერ შევურიგდებით ოკუპაციას
საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია. უწყების ცნობით, საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „შეშფოთებას გამოვთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ. მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია,“ - აღნიშნულია განცხადებაში. პუტინი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა. ბჟანიას თქმით, რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს.
საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი
„აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,“ – აცხადებენ უწყებაში. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა
საგარეო უწყება: დანიის ელჩს განმარტება ეთხოვა ფაქტობრივ უზუსტობებსა და არაობიექტურ შეფასებებსთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხევედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნე ტოფტ სორენსენთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩი სამინისტროში გამოიძახეს და მას განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს „დანიურ გამოცემაში „Jyllandsposten" გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით.“ „როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, დანიური მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იყო გამოყენებული, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის - დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას. შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანიის საელჩო: დანიური სტატიის ამონარიდი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება
საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. საგარეო საქმეთა საკინისტროს ცნობით, შეხვედრა, რომელშიც საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. „სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას. სამოქმედო გეგმა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მეოთხე სამოქმედო გეგმაა. 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება ორგანიზაციის მიერ დადებითად შეფასდა,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა დაეყრდნობა არსებულ მიღწევებს: „ის ემყარება ევროპის საბჭოს უახლეს შეფასებებს, მონიტორინგის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს, ასევე რეიკიავიკის დეკლარაციას, რომელიც გასულ მაისს შეთანხმდა ევროპის ლიდერებს შორის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე. რაც მთავარია, სამოქმედო გეგმა ეფუძნება თავად საქართველოს პრიორიტეტებს.“ ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის თანახმად, ევროპის საბჭო და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობითი პროგრამების საშუალებით, ერთობლივად განახორციელებენ რეფორმებს, რომელთა მიზანია, გაფართოვდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხორციელება ეროვნულ დონეზე; ეროვნული კანონმდებლობა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას; გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება; გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა; დამატებითი რეფორმები ჩატარდეს პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში; ეროვნული პრაქტიკა მედიისა და ინტერნეტის სფეროებში შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი; გაძლიერდეს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა დაცვა; განვითარდეს ახალგაზრდული პოლიტიკა; ხელი შეეწყოს იურიდიული პროფესიის ახალგაზრდა წარმომადგენელთა დასაქმებას და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღებაში ყველა დონეზე.
საგარეო უწყება: ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
„ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით,”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ “X” - ზე გამოქვეყნდა. „საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების აშკარა დარღვევით უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წელი გავიდა. ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. საქართველოს სახელით ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით,“ - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
საგარეო უწყება საფრანგეთს არაობიექტურობაში ადანაშაულებს: „არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ „არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას.“ როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მათი თქმით გარკვეული ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ. „გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ. მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცველები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ. არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება,” - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს. „საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.