თეგი: ჯონ კირბი
კირბი El País-ის ინფორმაციაზე: ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ ესპანურ გაზეთ El País-ში გამოქვეყნებული რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ის წერილობითი პასუხი ავთენტურია. „ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია ეს დოკუმენტი, თუმცა ის ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. ჩვენს საჯარო და კერძო განცხადებებს შორის შეუსაბამობა არ არის“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამასთნ, El Pais-ის ცნობით, აშშ-მ და NATO-მ საპასუხო წერილში რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს.
პენტაგონი: ლოიდ ოსტინმა Minuteman III რაკეტის გამოცდა გადადო
თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინ მაგალითი აჩვენა, თუ როგორ უნდა მოიქცეს პასუხისმგებლიანი ბირთვული სახელმწიფო და გადადო ამერიკული Minuteman III რაკეტის დიდი ხნის დაგეგმილი საცდელი გაშვება, განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ დღეს პრესკონფერენციაზე. ოსტინის ბრძანება პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომელმაც რუსეთის ბირთვული ძალები სპეციალური მზადყოფნის რეჟიმში მოიყვანა. „ახლა, გაზრდილი დაძაბულობის დროს, შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებმა სამართლიანად აღიქვეს [პუტინის ქმედებები], როგორც საშიში და უპასუხისმგებლო და ... არასაჭირო“, - განაცხადა კირბიმ. მისივე თქმით, შეერთებული შტატები და რუსეთი დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას შესაძოა, დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. „ორივე ქვეყანა თანხმდება, რომ „ატომური ომი“ არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და ის არ უნდა იყოს გამოყენებული ბრძოლის იარაღად", - განაცხადა კირბიმ.
ჯონ კირბი: აშკარაა, რომ რუსეთის ძალები ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე პასუხისმგებელნი არიან
აშკარაა, რომ რუსეთის ძალები ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე პასუხისმგებელნი არიან, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. „ვფიქრობ, საკმაოდ აშკარაა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
ჯონ კირბი: ძალიან გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ
უკრაინელები ძალიან აფასებენ აშშ-ისა და NATO-ს სხვა მოკავშირეების სამხედრო დახმარებას. მაგრამ კითხვა ღიად რჩება: რა არის აშშ-ის საბოლოო მიზანი უკრაინაში? მხოლოდ ის, რომ ქვეყანა გადარჩეს, თუ მისცეს მას ამ ომში გამარჯვების საშუალება? როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს ამ ომის დასასრული, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ნაცისტური სახელმწიფოს აღზევების აშკარა ნიშნებია? ამ შეკითხვით 12 აპრილს, მედიასთან გამართულ ონლაინშეხვედრაზე მიმართა უკრაინელმა ჟურნალისტმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში და პენტაგონის პრესსპიკერს ჯონ კირბის. „პირდაპირ გეტყვით და ეს არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ გვინდა უკრაინის გამარჯვება. ჩვენ გვსურს, უკრაინას მივცეთ ყველა შანსი, რომ დავეხმაროთ მათ, დაიცვან თავი რუსეთის ამ არაპროვოცირებული შემოჭრისგან. ჩვენ ძალიან მკაფიო ვართ ამის შესახებ. მდივანი ოსტინი ასე ხშირად ამიტომ ესაუბრება მინისტრ რეზნიკოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებებით, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ და რომლებსაც ძალიან, ძალიან ეფექტიანად იყენებენ. და სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე ძალიან ბევრს ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა კოორდინირება გავუწიოთ სხვა საშუალებების მიწოდებას, რაც მათ აქვთ, რაც ჩვენ არ გვაქვს და ვიცით, რომ უკრაინელებს შეუძლიათ, გამოიყენონ. ასე რომ, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ჩვენ ძალიან, ძალიან ღია ვიქნებით ამ საკითხში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება, ომი დასრულდეს, არ მგონია, ეს ახლა ვინმემ შეიძლება, იცოდეს. მე შემიძლია გითხრათ, რა სურს შეერთებულ შტატებს. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა იყოს მთლიანი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც სრულად პატივს სცემენ და რომელსაც აქვს აღდგენის შანსი, ცხადია, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიას სცენ პატივი. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი დაცული იყოს. ჩვენ გვინდა, რუსეთის ძალებმა დატოვონ უკრაინა. მაგრამ როგორ მივალთ აქამდე? ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ ზელენსკის ლიდერობას, მისი მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელობას, ისევე როგორც მის სამხედროებს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ უნარს, იბრძოლონ ამ ომში ისე, როგორც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ უნარს, განსაზღვრონ ამ ომის დასასრული ისე, როგორც უკეთესია უკრაინელი ხალხისთვის. ასე რომ, როგორ გამოიყურება გამარჯვება პრაქტიკული აღქმისა და ფიზიკურად, რეალური შედეგების თვალსაზრისით, ეს არის ის, რაც ბატონმა ზელენსკიმ უნდა განსაზღვროს და ჩვენ პატივს ვცემთ მის შესაძლებლობებს. ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ბატონ ზელენსკის ვუკარნახოთ კონკრეტული პირობები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს გამარჯვება. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ მივცეთ მას შესაძლებლობა, თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილებები და გააკეთოს ეს დამაჯერებლად და მტკიცედ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩის მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
პენტაგონის პრესსპიკერი: რუსეთის ძალები ქმნიან პირობებს უფრო მასშტაბური და ღია თავდასხმებისთვის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში
"მარიუპოლი არ დაცემულა, რუსეთის მხრიდან შეტევის მიუხედავად", - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ პრესბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ავიადარტყმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასში და სამხრეთით, განსაკუთრებით მარიუპოლის გარშემო და შიგნით. უკრაინის ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის სულ უფრო აგრესიულ ქმედებებს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს
ჯონ კირბი: ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი
"შორი მოქმედების 90 ჰაუბიცის რაოდენობის ნახევარზე მეტი, რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის, უკვე შეტანილია ქვეყანაში", - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „დღეს, სრული რაოდენობის დასახელების გარეშე გეტყვით, რომ ამ ჰაუბიცების ნახევარზე მეტი უკვე უკრაინაშია. ჰაუბიცების გამოყენების მიზნით მომზადება 50-მა უკრაინელმა გაიარა. ისინი ქვეყანაში დაბრუნდებიან და ცოდნას საკუთარ თანაგუნდელებს გაუზიარებენ“, - განაცხადა კირბიმ. შეგახსენებთ, 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: „ფენიქსის აჩრდილი“: რა არის ცნობილი უკრაინისთვის შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ ჯონ კირბი: აშკარაა, რომ რუსეთის ძალები ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე პასუხისმგებელნი არიან ჯონ კირბი: ძალიან გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ პენტაგონის პრესსპიკერი: რუსეთის ძალები ქმნიან პირობებს უფრო მასშტაბური და ღია თავდასხმებისთვის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში
ჯონ კირბი: მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში, ეს არის მიმდინარე ომის ზონა
`კვლავ მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში. ეს არის მიმდინარე ომის ზონა. ეს არ არის ადგილი, სადაც ამერიკელები უნდა წავიდნენ", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. ჯონ კირბიმ ამერიკელები გააფრთხილა, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში. ეს არის მიმდინარე ომის ზონა. ეს არ არის ადგილი, სადაც ამერიკელები უნდა წავიდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, 22 წლის უილი ჯოზეფ ქენსელი, რომელიც 25 აპრილს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს, უკრაინაში მარტის მეორე ნახევარში ჩავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. BBC: უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩართული ორი ბრიტანელი მოხალისე დააკავეს
აშშ-მ უკრაინაში მისი მოქალაქეების სიკვდილით შესაძლო დასჯაზე მოსკოვის განცხადებას შემაძრწუნებელი უწოდა
სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ კრემლის სპიკერის განცხადებას უკრაინაში დატყვევებული ამერიკელი სამხედროების შესახებ, საგანგაშო უწოდა. კირბიმ განაცხადა, რომ პესკოვის ან ვლადიმერ პუტინის თავებში ჩახედვას ვერ შეეცდება, მაგრამ მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა სიკვდილით დასჯის პერსპექტივა რეალური იყო თუ ჰიპოთეტური. კირბის თქმით, ყველა შემთხვევაში შემაშფოთებელი და საგანგაშოა მოსკოვის რიტორიკა. სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ამერიკის სამი მოქალაქის დაკარგვის შესახებ იუწყება „შემაძრწუნებელია, რომ რუსეთში საჯარო მოხელე უკრაინაში მყოფი ორი ამერიკელი მოქალაქისთვის სიკვდილით დასჯასაც კი გვთავაზობს. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, გავიგოთ მეტი ამ ორი პირის შესახებ. გავაგრძელებთ მცდელობებს, რათა ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია", - განაცხადა ჯონ კირბიმ. როგორც პესკოვმა 21 ივნისს განაცხადა, რუსეთს არ შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ უკრაინაში დატყვევებულ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანენ.
კირბის თქმით, რუსეთი უკრაინის მეტი ნაწილის ანექსიას გეგმავს და ცდილობს, 2014 წლის ანექსიის სახელმძღვანელო გამოიყენოს
რუსეთი უკრაინის მეტი ნაწილის ანექსიას გეგმავს და ცდილობს, 2014 წლის ანექსიის სახელმძღვანელო გამოიყენოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „ნაბიჯები, რომლებსაც რუსეთი გეგმავს, შეიძლება, მოიცავდეს ყალბ რეფერენდუმს, არალეგიტიმური მარიონეტული რეჟიმების დაყენებას, რუსული რუბლის ოფიციალურ ვალუტად დაწესებას და უკრაინის მოქალაქეების იძულებას, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა“, - განაცხადა ჯონ კირბი. აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შეეცდება ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას მაისის შუა რიცხვებში და რომ იგეგმება მსგავსი ე.წ. „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნა. მსგავსი გეგმა არსებობს ხერსონთან დაკავშირებითაც, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტი გამართულ ბრიფინგზე აცხადებდა. ცნობისთვის, რუსეთის სქემაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა პირველად, 29 აპრილს ისაუბრა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კირბის თქმით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩასატარებლად ემზადება
მოსკოვმა დაავალა ოფიციალურ პირებს, მოემზადონ იმ რაიონებში, რომლებიც მის კონტროლს ექვემდებარებოდა, მათ შორის, ხარკოვში, ხერსონში, ზაპოროჟიეში, დონეცკსა და ლუგანსკის ნაწილებში, ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „პირველი რეფერენდუმი შეიძლება, გამოცხადდეს ამ კვირის ბოლოს. აშშ და საერთაშორისო საზოგადოება არ განიხილავს არცერთ ასეთ „არჩევნებს“ ლეგიტიმურად“, - აღნიშნა კირბიმ. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს 25 აგვისტოს გამართავს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.
კირბი: კონფლიქტი მხოლოდ პუტინის სურვილით ხანგრძლივდება
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია არ იძლევა იმედს, რომ პუტინი მზადაა, უკრაინაში ომი დაასრულოს. „პუტინმა გადაწყვიტა ომის დაწყება უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. სამწუხაროდ, არაფერი, რასაც დღეს ვხედავთ, არ გვაძლევს რაიმე იმედს, რომ ის მზადაა, დაასრულოს ეს ომი და შეაჩეროს მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობები”, - განაცხადა ჯონ კირბიმ. რუსი ოფიციალური პირების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს, კირბიმ განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ პუტინის სურვილით ხანგრძლივდება”. „პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ დათანხმდება ჯარების გაყვანას და შეუერთდება ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება“, - აღნიშნა კირბიმ.
აშშ აცხადებს, რომ ალასკაზე გაურკვეველი ობიექტი ჩამოაგდო
თეთრი სახლის განცხადებით, ბოლო ერთი საათის განმავლობაში ალასკაზე ობიექტი ჩამოაგდეს. სპიკერმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ობიექტი იყო „პატარა მანქანის ზომა" და იმ დროისთვის იშვიათად დასახლებულ ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისივე თანახმად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოეგდოთ ობიექტი, რომელიც გაურკვეველი წარმოშობის იყო. კირბის თქმით, მანამდე, სიტუაცია მას შემდეგ შეფასდა, რაც მოიერიშე თვითმფრინავი მიუახლოვდა გაურკვეველ ობიექტს. კირბის განმარტებით, ობიექტი ალიასკის თავზე 40000 ფუტის სიმაღლეზე მოძრაობდა და შესაძლოა, საფრთხე შეექმნოდა სამოქალაქო თვითმფრინავებს. დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა ობიექტის შესახებ ხუთშაბათს საღამოს შეიტყვეს. 5 თებერვალს, აშშ-მ ქვეყნის სანაპიროსთან ჩინეთის კუთვნილი აეროსტატი ჩამოაგდეს, რომელიც ამერიკის საჰაერო სივრცეში გუშინ გამოჩნდა.
ჯონ კირბი: ვლადიმერ პუტინი გენერლებს წინდებივით ცვლის
თეთრი სახლის წარმომადგელის განცხადებით, რუსეთის ძალებს ბრძოლის ველზე კვლავ ვერ უმკლავდებიან პრობლემებს, რომლებიც ერთი წლის წინ ჰქონდათ. თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები კვლავ განიცდიან იმ პრობლემებს, რაც ერთი წლის წინ ჰქონდათ, კერძოდ, ეს მიმართულებების ლოგისტიკა, თვითუზრუნველყოფა, ერთობლივი ცეცხლის ინტეგრაცია, ცოცხალი ძალა, პერსონალი, დანაყოფის ერთიანობა. „შემიძლია, კიდევ გავაგრძელო. რუს სამხედროებს ეს პრობლემები ჯერ კიდევ არ გადაულახავთ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბის თქმით, ამას ისიც მოწმობს, რომ ვლადიმერ პუტინი ხშირად ცვლის გენერლებს. „ამას ისიც ადასტურებს, რომ, მოგეხსენებათ, ის აგრძელებს გენერლების შეცვლას ისე, როგორც მე ვიცვლი წინდებს“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბი: ასადის რეჟიმის მიმართ ჩვენი პოლიტიკის ცვლილებას არ ველით
იქნება თუ არა რაიმე ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში ასადის რეჟიმის მიმართ? ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა ონლაინ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ. მისი შეფასებით, რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის. „ჩვენი სანქციები კვლავ ძალაშია, მაგრამ, როგორც თქვენ ალბათ ნახეთ, ერთი კვირის ჩვენ ასევე ხელი შევუწყვეთ კიდევ უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების გადინებას. როდესაც ხალხი იღუპება და მათ ძალიან უჭირთ, შეერთებული შტატები უპასუხებს ამას. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ამას ვაკეთებთ ჩვენი პარტნიორების დახმარებით - ზოგიერთი ასეთი საკითხი მე ახლახან განვიხილე. მაგრამ არანაირი ცვლილება არ მომხდარა და არც ველით ცვლილებას ჩვენს პოლიტიკაში ასადის რეჟიმის მიმართ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ. ე.წ. მიწისძვრის დიპლომატიაზე ჰკითხეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ნედ პრაისს, როდესაც თურქეთში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შეფასება სთხოვეს. „ჩვენ დაინტერესებული ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით“, - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას „რა თქმა უნდა, მივესალმებით მსოფლიოს ქვეყნების ძალისხმევას თურქეთის ხალხისთვის, სირიის ხალხისთვის, რომლებიც განადგურებულნი არიან 6 თებერვალს მომხდარი საშინელი მიწისძვრებით. მირზოიანი: სომხეთი დაინტერესებულია თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ჩავუშოღლუ: სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს რიგმა ქვეყნებმა აჩვენეს სულისკვეთება, რომელიც აუცილებელი იქნება მიწისძვრის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად. შეერთებული შტატები მაგალითის მიცემას ცდილობს. ჯერჯერობით, ჩვენ უკვე შევიტანეთ ან გამოვაცხადეთ $85 მილიონის მხარდაჭერა თურქეთსა და სირიაში რეაგირებისთვის. მდივანს ექნება შესაძლებლობა, გაემგზავროს თურქეთში უახლოეს დღეებში და უფრო მეტი გვეცოდინება, რას გავაკეთებთ ჩვენი თურქი მოკავშირეებისთვის და სირიის ხალხისთვის უახლოეს დღეებში“. „ჩვენი გზავნილი როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისადმი, ასევე, მთლიანად რეგიონისადმი, არის ის, რომ მოიძებნოს დაძაბულობის დეესკალაციის გზები, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე. ჩვენ ამ ძალისხმევაში ვიყავით ჩართული როგორც ორმხრივად, ისე მრავალმხრივ დონეზე და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ამ საქმის წინსვლისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნები ზუსტად იგივე მესიჯს გამოაგზავნიან“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. სამხრეთ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 38000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ სოლიდარობის გზავნილები ასზე მეტი ქვეყნისგან მიიღო.
ჯონ კირბი: მოხარული ვართ, რომ კანონპროექტი გაწვეულია, საჭიროა მეტი რეფორმა
„მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანს შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს გამოცემა The Hill-ის ჟურნალისტი. მისი ინფორმაციით, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს და ჯეიკ სალივანს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონმდებლობის წინააღმდეგ პროტესტი. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ეს კანონმდებლობა დამაზიანებელ გავლენას მოახდენდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე“. „მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა კირბიმ და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი რეფორმა. „ჯეიკ სალივანმა ნათლად განუცხადა პრეზიდენტს, რომ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მათთან ამაზე მუშაობა“, - განაცხადა ჯო კირბიმ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
აშშ-მა მიიღო ზომები, რათა შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს - კირბი
აშშ-მა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს, - ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ გააკეთა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსეთის ელჩი დაიბარა "აშშ-ის ინტერესებში არ არის, რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად დაზიანებული სადაზვერვო უპილოტო აპარატი სხვამ ჩაიგდოს ხელში", - განაცხადა კირბიმ. რუსული თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე აშშ-ის უპილოტო საჰაერო ხომალდს შეეჯახა
რუსეთს სურს, საკვების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეისგან იარაღი მიიღოს - ჯონ კირბი
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან საკვები პროდუქტების სანაცვლოდ იარაღის მიღება სურს. კირბის შეფასებით, რუსეთს მიზანია, ჩრდილოეთ კორეისგან მეტი საბრძოლო მასალა მიიღოს, რათა უკრაინაში საკუთარი სამხედრო ქმედებები გააძლიეროს. „ჯერ კიდევ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ჩრდილოეთ კორეა შემდგომ დახმარებას გაუწევს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ - ვფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს, ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი საბრძოლო მასალა მიიღოს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
კირბის თქმით, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ეგვიპტე რუსეთს იარაღს აწვდის
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეგვიპტე რუსეთს იარაღს აწვდის. მანმდე, სავარაუდოდ, გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, კაირო ფარულად აპირებდა მოსკოვისთვის რაკეტების მიწოდებას. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე მინიშნება იმისა, რომ ეგვიპტე რუსეთს იარაღს აწვდის“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, მიიღოს პასუხები რაც შეიძლება მალე, რათა დადგინდეს, თუ სად იყო დარღვევა. Reuters-ის მიერ მოპოვებული სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის საიდუმლო ფაილების ნაწილია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში სოციალურ მედია ქსელში (Discord) გამოჩნდა. მას შემდეგ პენტაგონმა გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს მათი წყარო. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზოგიერთი გაჟონილი დოკუმენტი შეცვლილი იყო. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის CNN და New York Times-ი იტყობინებიან, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბევრი დოკუმენტი ნამდვილია. უკრაინამ, თავის მხრივ, უარყო გაჟონილი ფაილების ნამდვილობა და მას რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა.
ბრაზილია მექანიკურად იმეორებს რუსულ და ჩინურ პროპაგანდას - კირბი
ვაშინგტონმა მწვავედ გააკრიტიკა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელმაც შეერთებული შტატები უკრაინაში ომის წახალისებაში დაადანაშაულა. ლულა და სილვას კომენტარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. თებერვალში ჩინეთმა გამოაქვეყნა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ცალსახად არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დატოვებისკენ. „ბრაზილია მექანიკურად აწარმოებს რუსულ და ჩინურ პროპაგანდას ფაქტების გარეშე,” - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. კირბიმ აღნიშნა, რომ ლულას კომენტარები "უბრალოდ მცდარი იყო". „არ ვიცი, როგორ ან რატომ მივიდა მან ამ დასკვნამდე, მაგრამ სრულიად არ ვეთანხმები“. ბრაზილია არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და უარი თქვა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრაზილიაში ლათინური ამერიკის ტურნეს დაწყებისას განაცხადა, რომ რუსეთი „მადლიერია ბრაზილიელი მეგობრების, რომლებიც მკაფიოდ აცნობიერებენ უკრაინაში არსებულ სიტუაციას.
კირბის თქმით, აშშ „ვაგნერის“ შესაძლებლობების შეზღუდვას განაგრძობს
ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზე“ ზეწოლას, რომ მის დაქირავებულ მებრძოლებს ჩამოართვან შესაძლებლობა, დათესონ ქაოსი და ძალადობა მსოფლიოში. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თანახმად, ნაადრევია იმის თქმა, თუ სად წავა „ვაგნერი“, როგორც ორგანიზაცია, ან სად წავა მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამ კომპანიის ხელმძღვანელობის თვალსაზრისით. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „თქვენ იცით, ვმუშაობთ იმაზე, რომ „ვაგნერს” პასუხისმგებლობა დაეკისროს. ის ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების სიაშია შეტანილი. ჩვენ მათ სანქციები დავუწესეთ. გავაგრძელებთ საჭირო ზომების მიღებას, რათა შევზღუდოთ მათი შესაძლებლობები, გააგრძელონ ქაოსისა და ძალადობის დათესვა, სადაც არ უნდა იყვნენ“, - განაცხადა კირბიმ. The Wall Street Journal-მა ორი დღის წინ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინმა ამბოხების მცდელობა მოაწყო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, აფრიკაში „ვაგნერის“ „ოქროს ბიზნესის" წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების დაწესება გადაედო. პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია. 26 ივნისს, მან 11-წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა არ გაუმხელია, სად არის ჩაწერილი ეს მიმართვა. ამავე საღამოს სატელევიზიო გამოსვლაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელორუსში წასვლა შეუძლიათ. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერდა პრიგოჟინი დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კირბის თქმით, უკრაინულმა კონტრშეტევამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა კონტრშეტევამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, აშშ დახმარების გაწევას გააგრძელებს. კირბის თანახმად, კონტრიერიშის შესახებ აშშ-სა და უკრაინას მუდმივი კავშირი აქვთ. “საქმის კურსში გვამყოფებენ, და ყველაფერი შესაძლებლის კეთებას ვაგრძელებთ, რათა კონტრშეტევაში დავეხმაროთ, იქნება ეს წვრთნებით - და როგორც იცით, ისინი ჯერ კიდევ გადიან ბრიგადების დონეზე წვრთნას - თუ დამატებითი შესაძლებლობებით და, რა თქმა უნდა, რჩევებითა და ინფორმაციით”, - განაცხადა კირბიმ. მან აღნიშნა, რომ კონტრშეტევის მიმართულებისა და ტემპის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინული მხარე იღებს. “[უკრაინელებმა] გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. და ისინი თავად ამბობდნენ იმის შესახებ, რომ ის ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც მათ უნდოდათ, მაგრამ, კიდევ ერთხელ, იმაზე ვართ კონცენტრირებული, რათა დავრწმუნდეთ, რომ საჭირო ყველაფერი აქვთ, და ამის კეთებას გავაგრძელებთ”, - განაცხადა კირბიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
ჯონ კირბი: აშშ შავ ზღვაში რუსეთის ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შავ ზღვაში. მისივე თქმით, შავ ზღვაში სამოქალაქო გემები ცდილობენ, მიაწოდონ საკვები პროდუქტები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. “ვაგრძელებთ რუსეთის მიმართ მოწოდებას, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორი ქმედების გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმ სამოქალაქო გემზე თავდასხმისთვის, რომელიც უკრაინის საკვები პროდუქტებისთვის მიემართება. ცნობისთვის, იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე შეინიშნება ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების ზრდა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბარში.
ჯონ კირბი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელის აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიებია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს ისინი ოკუპირებული. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და ეს მოიცავს სამხედროების გაყვანას კონფლიქტამდე პოზიციებზე," - განაცხადა ჯონ კირბიმ. 6 დასავლური ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს აგვისტოს ომი მე-15 წლისთავზე, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
ჯონ კირბი: არცერთი ერი დედამიწაზე, არავინ არ უნდა ეხმარებოდეს პუტინს უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობაში - ჩრდილოეთ კორეა შედეგებს შეეჯახება
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შემთხვევაში აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს. მან პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ აშშ სიტუაციას მჭიდროდ აკვირდება. ვაშინგტონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს მხარი არ დაუჭიროს. „არც ერთი ერი დედამიწაზე, არავინ არ უნდა ეხმარებოდეს პუტინს უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობაში,” -აღნიშნა კირბიმ. „თუ ჩრდილოეთ კორეა გადაწყვეტს, რუსეთს რაიმე სახის იარაღით დაეხმაროს, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ და შესაბამისად გავუმკლავდებით ამას. როგორც ჯეიკ სალივანმა წინა კვირას თქვა, ჩრდილოეთ კორეა შედეგებს შეეჯახება - როგორც შეერთებული შტატების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. პუტინი რასაკვირველია არტილერიას ეძებს. დონბასსა და უკრაინის სამხრეთში მხარეები ერთმანეთს ესვრიან, რაც ძალიან არის დამოკიდებული არტილერიაზე. ასე რომ, შესაძლებელია, ეს საბრძოლო მასალის სულ მცირე ერთი სახეობააა, რომელსაც პუტინი ეძებს. შესაძლოა, საუბარი საბრძოლო მასალის სხვა სახეობებზეც მიმდინარეობდა, მაგრამ მკაფიო სურათი ჯერ არ გვაქვს,” - განაცხადა ჯონ კირბიმ.
თეთრი სახლი განმარტავს, რა საკითხებით დაინტერესდება ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრაზე
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, რათა მისგან პირადად მოისმინოს ინფორმაცია უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევაში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით. თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მისვლასაც გეგმავს: „კონგრესის წევრებისთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირ პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმინონ ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი მოისმენს მისგან“, - აღნიშნა კირბიმ. „პრეზიდენტი მოუთმენლად ელის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმინოს ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევის შესახებ, ისევე როგორც პროგრესის შესახებ, რომელსაც ისინი აღწევენ - ერთგვარი საკუთარი შეფასება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება სიტუაცია ბრძოლის ველზე," - აღნიშნა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, შეხვედრა "კრიტიკულ მომენტში" იმართება იმ ფონზე, როცა უკრაინის სამხედრო ძალები აგრძელებენ წარმატების მიღწევას კონტრშეტევაში, რუსეთი დახმარებისთვის ისეთ ქვეყნებს მიმართავს, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა და საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება უკრაინის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით "რამშტაინის" ფორმატში.
ჯონ კირბი: „ჰამასის“ მიზანი ისრაელის გენოციდია - მათ სურთ, ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალონ
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიზანი ისრაელის გენოციდია. კირბიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ უდანაშაულო ადამიანების დახოცვას, მხოლოდ „გენოციდის განზრახვა“ შეიძლება, ეწოდოს. „ეჭვგარეშეა, რომ „ჰამასის“ მიზანი გენოციდია. მათ სურთ ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალონ. მათ ამაზე საჯაროდ არაერთხელ ისაუბრეს. მათ თქვეს, რომ არ გაჩერდებიან. ასე რომ, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, ისევ და ისევ განმეორდება. ისრაელი ცდილობს, თავი გენოციდის ტერორისტული საფრთხისგან დაიცვას,“ - აღნიშნა კირბიმ.
კირბი განმარტავს, რა ფასის გადახდა მოუწევს ამერიკას, თუ აშშ უკრაინის მიმართ დახმარებას შეწყვეტს
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ. „თუ ფიქრობთ, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის საფასური მაღალია, დაფიქრდით, რამდენის გაღება მოგვიწევს ეროვნული ხაზინიდან და რამდენი ამერიკელის სისხლის ფასი დაჯდება, თუ ჩვენ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად დავიწყებთ მოქმედებას,” - განაცხადა ჯონ კირბიმ. როგორც კირბიმ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი მოელის იმას, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება. „თუ თქვენ ზრუნავთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თქვენ უნდა განიხილოთ ბატონი პუტინი ისეთად, როგორიც ის არის და გესმოდეთ, რომ უკრაინის დახმარება, ეს ჩვენი და ევროპის ყველა ჩვენი მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია,“ - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს განარჯვების უფლება არ უნდა მიეცეს. შესაბამისი ვიდეო და პოსტი სოციალურ ქსელებში ბაიდენის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მან 6 დეკემბერს “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ვრცლად გაეცანით: რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად
კირბი: მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა იმოქმედოს
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი გადასცა რისთვისაც დაფინანსება იყო გამოყოფილი. კირბის თქმით, ასეთი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა. „დიახ. ჩვენ გავეცით მარაგში არსებული დახმარების ბოლო პაკეტი, რომლისთვისაც დაფინანსება გვქონდა,“ - აღნიშნა კირბიმ. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის განცხადებით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარება შეჩერებულია და მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა იმოქმედოს. „დახმარება, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით, ახლა უკვე შეჩერებულია, რუსების მხრიდან თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა იმოქმედოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნაზე, რათა შემდგომი დაფინანსება მივიღოთ,“ - განმარტა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინას დახმარება ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით კი ზამთრის თვეებში.
ჯონ კირბი: მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება
შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სჯერა, რომ უკრაინის ბრძოლის ველებზე მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გადამწყვეტი იქნება მისი მთლიანი თავდაცვითი ძალისხმევისთვის, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. ამიტომ, უკრაინის სარდლობას უკვე უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება. ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დახმარების, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების, მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. გარდა ამისა, რუსებმა ჩამოაყალიბეს დრონების და სხვა იარაღის სისტემების საკუთარი წარმოება. ამ კონტექსტში კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას უკრაინის გამარჯვება სურს. „ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს ამ შედეგის მიღწევა,“ - აღნიშნა კირბიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
კირბის თქმით, უკრაინის მიერ ავდიივკის დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგია
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ავდიივკის დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგია. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა რუსეთის თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, ვიდრე საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა. „განსაკუთრებით საბრძოლო მასალის საარტილერიო სახეობები, რომლებიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ძალებისთვის უკრაინულ თავდაცვით ხაზებამდე მისვლასა და ამ პოზიციების დაპყრობაში შეეშალა ხელი,” - განაცხადა კირბიმ. მან აღნიშნა, რომ უკრაინელების მიერ ავდიივკადან გამოსვლა არ უკავშირდება სიმამაცის, სამხედრო მმართველობის, ტაქტიკური გამბედაობის ან უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უნარების ნაკლებობას. „ეს კონგრესის უმოქმედობის გამო მოხდა. ვაფრთხილებდით კონგრესს, რომ მისი უმოქმედობის შემთხვევაში უკრაინა დანაკარგებს განიცდის ბრძოლის ველზე, რაც მოხდა”, - განაცხადა კირბიმ. სირსკი: ავდიივკას მაინც დავაბრუნებთ თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება.“ „ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება - ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, რუსეთის უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში,“ - განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიზეზი, თუ რატომ არიან უკრაინელი სამხედროები იძულებულნი „საკუთარი თავი გაწირონ და მოკვდნენ“, იმაში მდგომარეობს, რომ “ვიღაცები ჯერ კიდევ განიხილავენ გადაწყვეტილებას.” „პატივს ვცემ [აშშ-ის] შიდა პოლიტიკას და მასში არ ჩავერევი, მაგრამ მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ ერთ ადგილში დებატების ყოველი დღე სხვა ადგილში კიდევ ერთ სიკვდილს უდრის,” - განაცხადა კულებამ.
ჯონ კირბი: აშშ ცდილობს დამატებითი შესაძლებლობების მოძიებას უკრაინის დასახმარებლად
აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს დამატებითი ვარიანტები უკრაინის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად, რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული უშიშროების კოორდინატორმა სპიკერმა ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას ამ დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესაძლო წვლილის შესახებ. ეს არ ნიშნავს რომ ისინი არ აკეთებენ ამას - აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ჩვენს საკუთარ სისტემაში, ჩვენს მთავრობასა და მთელ ადმინისტრაციაში, რათა დავინახოთ, არის თუ არა რაიმე სხვა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა კირბიმ. აქვს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას გეგმა B, კირბიმ ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მუშაობდა დამატებითი შესაძლებლობების მოსაძებნად, რომელიც შეიძლება, გამოეყენებინათ უკრაინის დასახმარებლად. მანვე განმარტა, რომ ეს ვარიანტები ვერ ჩაანაცვლებს კონგრეში წარდგენილი პაკეტის მნიშვნელობას.
ჯონ კირბი: ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისრაელის დელეგაცია ვაშინგტონში აღარ ჩამოვა
თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულები არიან, რომ ისრაელის დელეგაცია ვაშინგტონს აღარ ეწვევა. „ეს იმედგამაცრუებელია. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი ვაშინგტონში არ ჩამოვლენ, რათა რაფაჰში ოპერაციის ეფექტური ალტერნატივების შესახებ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონოდა,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდებიან, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება. „ჩვენი შეხედულება, რომ რაფაჰში სახმელეთო ოპერაცია დიდი შეცდომა იქნება, არ შეცვლილა,“ - აღნიშნა ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, დღეს, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა. აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის, ვიზიტი გააუქმა.
ჯონ კირბი: აშშ ეძებს გზებს უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების უზრუნველსაყოფად
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინელებისთვის სასწრაფო დახმარების გაწევის გზების ძიებას, როგორც ეს გასულ თვეში გააკეთა. „ჩვენ უკვე შემოვიღეთ გარკვეული გადაუდებელი ზომები. თქვენ ნახეთ, როგორ შეძლო პენტაგონმა მიეღო 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გადაუდებელი დახმარების პაკეტი მათთვის. გავაგრძელებთ ძებნას და ვნახოთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ“, - აღნიშნა კირბიმ. კითხვას, არსებობს თუ არა ბოლო ვადა, რომლის შემდეგაც, მთავრობა დაიწყებს მეტის გაკეთებას უკრაინის მხარდასაჭერად, კირბიმ უპასუხა, რომ ეს ვადა დიდი ხანია დადგა, როდესაც პრეზიდენტმა კონგრესს დახმარების პაკეტით მიმართა. მანვე აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატაში კანონმდებლების უმოქმედობის გამო, უკრაინელი მეთაურები ადგილზე იღებენ რთულ გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, როგორ დაზოგონ საბრძოლო მასალა პოზიციების შესანარჩუნებლად.
სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს
თეთრმა სახლმა გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა „მსუსხავი ეფექტი“ შეიძლება, ჰქონდეს შემოთავაზებულ კანონმდებლობას ქართველების უნარსა და სურვილზე, გამოხატონ საკუთარი აზრი. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის თვალსაზრისით,“ აღნიშნა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. დღეს კომენტარი გააკეთა ბლინკენის მრჩეველმა დერეკ შოლემ. უფრო ადრე კი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიიწვიეს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები, თუმცა ქართულმა მხარემ ამ მიწვევაზე უარი განააცხადა. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი