ძებნის რეზულტატი:

იტალიის ახალი მთავრობის ფორმირება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბანკირს, მარიო დრაგის დაავალეს

დღეს, 3 თებერვალს, კვირინალების ბორცვზე (როგორც ამ ბორცვზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეს ეძახიან იტალიელები), პრეზიდენტმა მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა და ფაქტობრივად იტალია ჩააბარა. იტალიაში კრიზისის ფონზე, სერჯო მატარელამ დეპუტატთა ქვედა პალატიდან რობერტ ფიკო მიიწვია და ახალი კოალიციის შექმნისთვის ნიადაგის მოსინჯვა დაავალა. ფიკომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტს შეატყობინა, რომ ვერ შეძლო დავალების შესრულება. მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა. მარიო დრაგის, ანუ „სუპერ მარიოს“ ავტოგრაფი ევროს ყველა კუპიურაზეა. დრაგი მსოფლიოში ერთერთი წარმატებული ეკონომისტ-რეფორმატორია. 2002 წლიდან 2011 წლამდე იტალიის ბანკს ხელმძღვანელობდა. მანამდე, რამდენიმე წელიწადი სახელმწიფო ხაზინას. 2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრამდე კი ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი იყო. კვირინალებზე მინისტრთა კაბინეტის შერჩევა-დასახელება მიმდინარეობს. იტალიელები სკეპტიკურად უყურებენ დრაგის კანდიდატურას - ეს ბოლო წლებში რიგით მეორე ე.წ. ტექნიკური მთავრობაა. პირველმა, მარიო მონტემ იტალიელები "დასაჯა" და არნახული გადასახადები დაუწესა ბერლუსკონისგან გათამამებულ ხალხს, უბრალო პენსიონერებსაც კი. მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ მარიო დრაგის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდება საჭირო. ჯუზეპე კონტემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციური მთავრობიდან იტალიის ექს პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტია გავიდა

ენტონი ფაუჩი: თუ კორონავირუსით ინფიცირებული იყავით, ახალი ვარიანტით რეინფიცირების შანსი ძალიან მაღალია

"თუ კორონავირუსით ინფიცირებული იყავით, ახალი ვარიანტით რეინფიცირების შანსი ძალიან მაღალია", - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ სამხრეთ აფრიკაში ჩვენი კოლეგების გამოცდილება მიუთითებს, რომ თუ კორონავირუსის ახალი შტამი დომინანტური გახდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვირუსის ორიგინალური სახეობით დაინფიცირებული იყავით, რეინფიცირების შანსი ძალიან მაღალია. ეს მინიმუმ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს ეხება, რომლის შესახებაც ჩვენ ყველაზე მეტი ვიცით, როდესაც საქმე რეინფიცირებას ეხება,“- განაცხადა ფაუჩიმ. ენტონი ფაუჩიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის აუცილებლობას მძიმე და პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადების თავიდან ასაცილებლად. „რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვახორციელოთ ადამიანების ვაქცინაცია. გთხოვთ, აიცრათ, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტებისგან დაცვა შემცირებულია, ის საკმარისად გიცავთ იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ დაავადების მძიმე ფორმა, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა. ასე რომ, ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

Emirates-ის ავიახაზები განვითარებად ქვეყნებს ვაქცინის მიწოდებაში დახმარებას სთავაზობს

არაბთა გაერთიანებული საემიროები ავიახაზები ვაქცინის მიწოდებაში განვითარებად ქვეყნებს დაეხმარება. ავიახაზები ადგილობრივ ლოჯისტიკურ კომპანიასთან და ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელ კომპანიებთან გაერთიანდა და დუბაიში ვაქცინის დისტრიბუციის ჰაბის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. Emirate Airline-ს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა წამლის მიწოდებაში და სათანადო ინფრასტრუქტურა აქვს სპეციალური პირობების შესაქმნელად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადასატანად. დუბაი აქტიურად ცდილობს, ვაქცინის მიწოდების პროცესში ჩართვას. ავიაკომპანიამ ეს ინიციატივა კვირა დღეს გააცნო საზოგადოებას. მათი მიზანია, დაჩქარდეს კორონავირუსის ვაქცინების განაწილება მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ მსოფლიოს ღარიბი ქვეყნები იჩაგრებოდნენ ვაქცინების მიწოდების კუთხით.

საქართველოში ინდოეთის საელჩო იხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის ელჩმა საქართველოში კაშან დენ დიუალმა ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი განიხილეს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია ინდოეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ინდოეთის ელჩმა დაადასტურა ინდოეთის რესპუბლიკის მზადყოფნა, მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ უფრო ინტენსიური გახდეს. უკვე დასრულებულია შესაბამისი მიზანშეწონილობის კვლევა და ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, უახლოეს მომავალში შედგება.

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადაგომას ითხოვენ

სომხეთში ნიკოლ ფაშიანიანის გადადგომას ითხოვენ, აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. ჰაიკ მამაჯანიანი, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელის თქმით," ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ფრონტზე მუშაობას, ჩვენ მცირედ წარმატებებსაც მივაღწიეთ, თუმცა ყველაზე მთავარი საკითხი- ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა, კვლავ აქტუალურია". მამიჯანიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარტიას გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც დღეს იმოქმედებენ, მისი თქმით რამდენიმე "სიურპრიზია მოსალოდნელი". დემონსტრანტები ფაშინიანის გადაყენებას ითხოვენ და მას აქციაზე "მოღალატედ" მოიხსენიებდნენ. დაკავებულებს შორის ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელიცაა.

ევროპის ლიდერები ნავალნისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმიანებიან

"ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან", - ასე გამოეხმაურა ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. გერმანიის კანცლერი რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან. ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს,” – ნათქვამია გერმანიის კანცლერის გავრცელებულ განცხადებაში. ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი სასჯელი მიუღებელია საფრანგეთის პრეზიტენტისთვისაც. "ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი მიუღებელია, პოლიტიკური უთანხმოება დანაშაული არ არის", – ასე გამოეხმაურა ემანუელ მაკრონი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ პატიმრობის მისჯას. მან ამის შესახებ Twitter-ში დაწერა. მაკრონი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „ალექსეი ნავალნის განაჩენი მიუღებელია. პოლიტიკური უთანხმოება არასდროსაა დანაშაული. მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების პატივისცემის საკითხი არასდროს გადაიხედება.“ – წერს ემანუელ მაკრონი. გაეროს ადამიანთა უფლებების სპიკერი, რავინა შამადასანი აცხადებს, რომ ის " შეძრწუნებულია ოპოზიციონერის დაკავების ფაქტით", მისი თქმით, ნავალნის საქმე ევროპულმა სასამართლომ 2017 წელს "ერპიროვნულად" დაასვკნა, რომ ოპოზიციონერის საქმე "უკანონო, უსამართლო და არაკეთილგონივრულია". "ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თითოეული ადამიანი, ვინც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის, გუშინ და გასულ კვირას დემონსტრაციების დროს დააკავეს, რუსეთის მასშტაბით" - განაცხადა რავინა შამადასანიმ. ნავალნის დაკავების საქმეს გამოეხმაურად ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარი პეინი. მისი თქმით, ის "ღრმად შეშფოთებულია" ნავალნის დაკავებით. "ჩვენ მოვითხოვთ ოპოზიციონერი დუაყოვნებლივ და უპირობო განთავისუფლებას". - განაცხადა მარი პეინმა. პეინმა ყურადღება გაამახვილა სამართალდამცელების ცუდ მობყრობაზე, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. რუსი ოპოზიციონერის დაკავების საკითხს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება სუფთა სიმხდალე იყო. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 თებერვალს ნავალნის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ყინწვისის საქმეზე" დაკავებული 12 ყოფილი მსჯავრდებული გაამართლეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ "ყინწვისის საქმეზე" 12 ყოფილი მსჯავრდებულიდან 10 სრულად გაამართლა, 2 პირი - ნაწილობრივ. ღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, ეს მათი შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამამართლებელ განაჩენს წინ უსწრებდა დეპარტამენტში წარმოებულ საქმეზე მათი დაზარალებულად ცნობა, რომელზედაც გამოძიება ამ პირთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. რის შემდეგაც პროკურორებმა მხარი დაუჭირეს შესაბამის შუამდგომლობას. "დეპარტამენტის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება იქნა ჩატარებული. დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურის განცხადებით, "გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქ. თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ,,ეროვნულ სარწმუნეობრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის“ წევრები და მათი ახლობლები, ნიკოლოზ გოგუაძე, დავით შუკაკიძე, რამაზ ღვალაძე, ოლეგ კეშელავა, ჯემალ სურამელაშვილი, ბაქარ ჩიგოგიძე, მიხეილ ცილიკიშვილი, ზაზა გვიმრაძე, მახარე სისაური, დავით თუთარაშვილი, ჯემალ გუნდიშვილი და ირაკლი ჩარბაძე. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა". დაკავებულ პირებს, 2011 წლის 28 მაისს, დაკავებულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის მუხლით, წაუყენეს. მათგან სამს, ნიკოლოზ გოგუაძეს, ბაქარ ჩიგოგიძეს და მიხეილ ცილიკიშვილს, აგრეთვე, დამატებით ამავე კოდექსის 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის. ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, ნიკოლოზ გოგუაძე, დავით შუკაკიძე, რამაზ ღვალაძე, ოლეგ კეშელავა, ჯემალ სურამელაშვილი, ბაქარ ჩიგოგიძე, მიხეილ ცილიკიშვილი, ზაზა გვიმრაძე, მახარე სისაური, დავით თუთარაშვილი, ჯემალ გუნდიშვილი და ირაკლი ჩარბაძე აღიარებულები იქნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად. "თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას დადგინდა, რომ ნიკოლოზ გოგუაძის, დავით შუკაკიძის, რამაზ ღვალაძის, ოლეგ კეშელავას, ჯემალ სურამელაშვილის, ბაქარ ჩიგოგიძის, მიხეილ ცილიკიშვილის, ზაზა გვიმრაძის, მახარე სისაურის, დავით თუთარაშვილის, ჯემალ გუნდიშვილის და ირაკლი ჩარბაძის მხრიდან მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარეთა პოზიციები და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 2 თებერვალს, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე სოფლის მკვიდრი დააკავეს. უწყების ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. "უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართლებით", - ნათქვამია განცხადებაში.

მარია ზახაროვა ევროპელ ლიდერებს: არ არის საჭირო სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა

მარია ზახაროვა, ევროპელი ლიდერების განცხადებებს ეხმიანება, რომლებიც ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნისა და დაკავებული ატივისტების გათავისუფლებას უკავშირდება. „არ არის საჭირო სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა. უმჯობესია, ყველა საკუთარი პრობლემებით დაკავდეს. დამიჯერეთ, ამ ქვეყნებს საკუთარი პრობლემა ცოტა არ აქვთ. მათი განცხადებები თითქოს კოპირებულია, ეს ან რეალობისგან სრული მოწყვეტაა და იმის უცოდინრობა, თუ რაზე იყო დღეს საუბარი სასამართლოში, ან უბრალოდ პოლიტიკური ანგაჟირება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ მედიის წარმომადგენლებთან. სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ალექსეი ნავალნი აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ. ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავებოდა.

პრეზიდენტის სასახლის წინ, პოლიციამ „ქართული მარშის“ ორი წევრი დააკავა

საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ „ქართული მარშის“ ორი წევრი დააკავა. "ქართული მარშის" წარმომადგენელები აქციას პრეზიდენტის სასახლის წინ მართავდნენ. აქციის წევრებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები გააპროტესტეს და გარეჯის ტერიტორიის დაკარგვაში სალომე ზურაბიშვილი დაადანაშაულეს. დაკავებულებს შორის არის "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა. "მარშის" წევრები პრეზიდენტთან 10 წუთიან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარზე ბოქლომის დაკიდება სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. შსს-ის ინფორმაციით აქციის მონაწილეები დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ევროპის ლიდერები ნავალნისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმიანებიან.

ყირგიზეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ყირგიზეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. ინფორმაციას Eurasianet-ი ავრცელებს. პრემიერ-მინისტრ ულუკბეკ მარიპოვის მიერ წარდგენილი ახალი მთავრობა პარლამენტმა 3 თებერვალს დაამტკიცა. მარიპოვის თქმით, მას უფრო მობილური მთავრობა სურს. ახალი მთავრობა საგრძნობლად შეკვეცილია წინასთან შედარებით. კაბინეტში ახლა 16 წევრია 48-ის ნაცვლად. წევრების შემცირებას პრეზიდენტი დადებითად შეხვდა. ჯაპაროვი კაბინეტის წინა წევრებს ფულის დიდი რაოდენობის გაფლანგვისთვის აკრიტიკებდა. "მინისტრთა შეკვეცა სახელმწიფოს, მხოლოდ ენერგეტიკის სისტემაში ორ მილიარდს დაუზოგავს", - აცხადებს სადირ ჯაპაროვი. ვიდრე ახალი მთავრობა ფიცს დადებს, პარლამენტის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. ყირგიზეთი პოლიტიკურ კრიზისშია მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რაც მთავრობისა და მაშინდელი პრეზიდენტის, სოორონმაი ჟეენბეკოვის გადადგომით დასრულდა.

თეა წულუკიანი: ძლიერ ვისურვებდი ელჩ ჰარცელის მიღებას პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან დაკავშირებით

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ევროკავშირის ელჩს პარლამენტში იწვევს. „ძლიერ ვისურვებდი ელჩ ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან დაკავშირებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა. ევროკავშირის ელჩმა დღეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება არა ეთიკურად მიაჩნია. „სიფრთხილით მოვეკიდები, მაგრამ ამავე დროს ღია პასუხს გაგცემთ. გეტყვით, რომ როდესაც ეს ვნახე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, კონფიდენციალურობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მე ეს არაეთიკურად მივიჩნიე. რაც შეეხება იმას, რაც ჩემს შეფასებას სცდება, ეგ ჩემი განსასჯელი არ არის. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის ამას მონაცემთა დაცვის კუთხით. ვნახოთ, როგორი იქნება მათი შეხედულებები ამ საკითხზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. 2 თებერვლას იუსტიციის ყოფილმა მიისტრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას ნომერი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. „ბატონო ალეკო, თქვენ აქ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ ხოლმე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, შემდეგ ამაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - განაცხადა წულუკიანმა. 2 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ტელეფონის ნომერი შეახსენა. მოგვიანებით, თეა წულუკიანის განცხადებას ნიკა გვარამიამ უპასუხა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს და დეპუტატს მადლობა გადაუხადა მისი ტელეფონის საჯაროდ გამოცხადებისთვის. გვარამიას თქმით, მას შემდეგ რაც მისი ნომერი გასაჯაროვდა მის ტელეფონზე ბევრი პოზიტიური ზარი შევიდა. მოქალაქეები მადლობას უხდიდნენ მისი აქტივობებისთვის და პოზიციისთვის.

„ქართული ოცნება" არჩევნებთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ქმნის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა კუჭავას ცნობით, ფრაქცია "ქართული ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას იწყებს. კუჭავას განცხადებით, საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული პირის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიების ჩართულობით იმუშავებს. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ. "დავაინიცირეთ კონკრეტული პროექტი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება კონკრეტული კომისია და კეთილი ინებონ, მოვიდნენ, მიიღონ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, თავადვე გამოიძიონ. მაქსიმუმ 20-დღიანი, მინიმუმ 14-დღიანი ვადა არის იმისთვის, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ამ კომისიაში მუშაობისთვის მაინც, რასაც ისინი ეუბნებიან საზოგადოებას, თუ ოდნავ მაინც ჯერათ, შემოვიდნენ, თავად გამოიძიონ, თავად დადონ მტკიცებულებები და შემდეგ რიგგარეშე არჩევნებსაც კი ჩავატარებთ, ეს მოცემულობაა და როდესაც ამაზე უარს ამბობენ, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ ისინი იტყუებიან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი: გაზაფხულზე და ზაფხულში მოსახლეობის ნაწილის აცრა, ეპიდემიის გავრცელებას შეამცირებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში მოსახლეობის ის რაოდენობა აიცრება ვაქცინით, რომელიც ეპიდემიის გავრცელების შემცირებაზე დიდ გავლენას მოახდენს. „ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გვიანი გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში მოვახდენთ იმ ძირითადი მასის მოსახლეობის აცრას, რომელიც შემდგომში იქონიებს ძალიან დიდ გავლენას ეპიდემიის გავრცელების შემცირებაზე,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა იმ ვაქცინის მწარმოებელთან, რომელიც მომავალში მიიღებს ლიცეზენციას. „ამ ეტაპისთვის „კოვაქს პლატფორმა“ არ გულისხმობს დამატებითი მოცულობის მოწოდებას, თუმცა სამინისტრო პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა იმ მწარმოებელთან, რომელსაც დღესდღეობით გააჩნია სანდო ვაქცინა. „ფაიზერთანაც“ გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები, „ასტრაზენეკასთანაც“ და ყველა იმ პერსპექტიულ ვაქცინის მწაროებელთან, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს ლიცენზირებას და დასტურს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და მკაცრი მარეგულირებიდან“,- განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, ასევე მზად არის სარეგისტრაციო ბაზა, სადაც აღირიცხება ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციას გაივლის. ტიკარაძის განმარტებით, ადამიანის პირადი ინფორმაცია დაცული იქნება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თუ მაგალითად, ადამიანს სამსახურში წარსადგენად ან სამოგზაუროდ დასჭირდება ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ის საბუთის ამობეჭდვას შეძლებს. „კლინიკებში გაგზავნილია უკვე კითხვარი და ასევე მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მათ უნდა მოგავაწოდონ ყველა იმ პირზე ინფორმაცია, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულია. დღეს ეწურებათ კლინიკებს ამ ინფორმაციის მიწოდების ვადა. თვითონ სარეგისტრაციო ბაზა ძალიან დიდი ხანია მზად არის. უბრალოდ, ჩვენ არსებული ვაქცინაციის პორტალს ვამატებთ კიდევ დამატებით მოთხოვნებს, რომელიც არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე და ამ ბაზაზე უკვე აღირიცხება ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციას გაივლის. ვინაიდან ეს არის პირადი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დაცულია და საჯარო ინფორმაცია ვერანაირად ვერ იქნება, თუმცა, თითოეულ ადამიანს ექნება წვდომა, რომ მიიღოს საკუთარ თავზე ინფორმაცია. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თუ მას სამსახურში წარსადგენად ან სამოგზაუროდ დასჭირდება დოკუმენტი, რომ ის არის ვაქცინირებული, შეეძლება თვითონვე ამობეჭდოს ეს დოკუმენტი, რომელიც იქნება დაცული ყველანაირი სტანდარტით. მას ექნება სპეციალური ნუმერაცია, რომელიც ამ დოკუმენტის სანდოობას უზრუნველყოფს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ვინ შეძლებს იტალიაში შესვლას პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში

ვინ შეძლებს იტალიაში შესვლას პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში - ამ თემაზე სტატია უცხოურმა მედიამ მოამზადა, რომლის თარგმანსაც Europetime-ი გთავაზობთ. პანდემიის გამო იტალიაში 30 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. იტალიას განსაკუთრებით მძიმე პერიოდი ჰქონდა ვირუსის გავრცელების პირველი ტალღისას, თუმცა ქვეყანა ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ივნისში საზღრები გახსნა. საზღვრების გახსნა ძირითადად მაინც ევროკავშირის ქვეყნებს ეხებათ. პანდემიამ პოლიტიკური არეულობა გამოიწვია, პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე 26 იანვარს გადადგა. ქვეყნის მთავრობის მომავალი ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვის შეუძლია ქვეყანაში ჩასვლა ქვეყანაში, კარანტინის გზით შესვლის უფლება ორი ტიპის ქვეყნისთვისაა დასაშვები: დაბალი რისკის ქვეყნები: ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, რუანდა, სინგაპური და ტაილანდი. ამ ქვეყნების მცხოვრებლებს შეეძლებათ შესვლა შეზღუდვის გარეშე, მაგრამ მათ 14-დღიანი კარანტინი მაინც უნდა გაიარონ. იტალიაში ასევე დაშვებულია ჩასვლა ევროპის უმეტესი ქვეყნისთვის: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უნგრეთი, ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ანდორა, მონაკო და შვეიცარია. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორმა უნდა წარმოადგინოს Covid19 -ზე ტესტის უარყოფითი შედეგი. დიდი ბრიტანეთიდან შესვლა (იტალიის მცხოვრებლების, ან გადაუდებელი საჭიროებების მქონე პირების გარდა) მინიმუმ 5 მარტამდე აკრძალულია. ასევე არ დაიშვებიან პირები, რომლებიც ბრაზილიაში 15 თებერვლამდე იყვნენ. ამასთან ერთად, ფრენები ბრაზილიიდან, ან ბრაზილიის მიმართულებითაც შეჩერებულია. ვიზიტი შტატებიდანაც აკრძალულია, ერდღიანი დარჩენის უფლებისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო. 6 იანვრამდე აიკრძალა ფრენები იტალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის, ბრიტანეთიდან დაშვებულია მხოლოდ იტალიის მოქალაქების მიღება. რა შეზღუდვები მოქმედებს იტალიაში ევროპიდან ჩასულებმა უნდა წარმოადგინონ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, ჩაფრენიდან 48 საათში. მათ ასევე მოეთხოვებათ დეკლარაციის ფორმის შევსება (სადაც გაეცნობიან მოქმედ შეზღუდვებს და ხელს მოაწერენ თანხმობას) და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოებისთვის გაგზავნა. მათ, ვინც ტესტის უარყოფითი შედეგის გარეშე შევა, უნდა გაიარონ 14-დღიანი კარანტინი, ჩამოსვლის შემდეგ გაკეთებული ტესტის შედეგის მიუხედავად. ნებისმიერი პირი, რომელიც მოგზაურობს აუცილებელი მიზეზების გამო, იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ჩვეულებრივ ეკრძალებათ იტალიაში შესვლა, ასევე ვალდებულია 14-დღიანი კარანტინი გაიაროს. ვირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, 6 იანვრამდე აიკრძალა ფრენები იტალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის, ბრიტანეთიდან დაშვებულია მხოლოდ იტალიის მოქალაქებისთვის მიღება. ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს. იტალიის ყველა რეგიონი, ხუთის გარდა, „ყვითელ ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის საათებში მუშაობას განაახლებენ ბარები და რესტორნები და შემსუბუქდება მგზავრობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. აპულია, სარდინია, სიცილია, უმბრია და ბოლცანო „ნარინჯისფერი ზონაშია “, მათ ახალი შემსუბუქებული ზომები არ ეხებათ. ამ ეტაპზე ქვეყანას არც ერთი „წითელი ზონა “(მაღალი რისკი) არ აქვს.

ევროკავშირი ნავალნის უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. "რუსეთის სასმართლოს განაჩენი მიუღებელია, რადგან ის პოლიტიკურად არის მოტივირებული და ეწინააღმდეგება რუსეთის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს", - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული. ბორელის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის გადაწყვეტილებით უკვე დაადგინა, რომ ბ-ნი. ნავალნის ნასამართლეობა თვითნებური და აშკარად დაუსაბუთებელი იყო. 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ 2 წელი და რვა თვე მიუსაჯა კრემლის კრიტიკოსს ალექსეი ნავალნს, რომელსაც ძველი პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს. ნავალნის ახალი ბრალდება, პირობითი პატიმრობის წესების დარღვევა გახდა. როგორც ბორელი აღნიშნავს, ნავალნის ბრალად ედება გამოუცხადებლობა იმ პერიოდში, როცა ის გერმანიაში მკურნალობდა, რადგან რუსეთში საბრძოლო ქიმიური იარაღით მოწამლეს. „ევროკავშირი კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე ის მოქალაქეები და ჟურნალისტები, რომლებიც დააკავეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისას. ეს მოვლენები ადასტურებს უწყვეტ უარყოფით ტენდენციას, რომ რუსეთის ფედერაციაში მცირდება სივრცე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ხმებისთვის,“ - ნათქვამია საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში. ბორელის თქმით, ევროკავშირი ამ საკითხს დაუბრუნდება საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე და იმსჯელებს შესაძლო შედეგებსა და ნაბიჯებზე.

„საკითხს დაწვრილებით უნდა გადავხედოთ“: ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის პროცესს ამ ეტაპზე აჩერებს

გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის პროცესი რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე დროებით შეჩერებულია, ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია პირველ თებერვალს გავრცელდა, როდესაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას პენტაგონი გადახედავს. როგორც ცნობილია, ეს პროცესი ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაიგეგმა. სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას ამ თემას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც შეეხო და აღნიშნა, რომ აშშ გერმანიიდან ჯარს ამ ეტაპზე არ გაიყვანს. ჯო ბაიდენის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა დაწვრილებით უნდა მოვიკვლიოთ ეს გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებს. „ტრამპმა გადაწყვეტილება, გერმანიის კრიტიკის შემდეგ მიიღო. ყოფილი პრეზიდენტის აზრით, გერმანია ფინანსურად სარგებლობდა ტერიტორიაზე ამერიკული ჯარის განლაგებით და ხშირად იმეორებდა, რომ გერმანია საკუთარი შეიარაღებისთვის საკმარის რესურსს არ ხარჯავდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა შტატებშიც, სადაც კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ამერიკის ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებით, კონტინენტზე რუსული აგრესიის შეკავება უფრო გართულდება. კრიტიკა ისმოდა გერმანიის მხრიდანაც, ქალაქ ვილსეკის მერმა ჰანს-მარტინ შერტლიმ ჯარისკაცების დისლოკაცია „მწარე დანაკარგად" მოიხსენია“, - წერდა მედია. ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ ბაიდენი უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან. ამ საკითხზე ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა. ამერიკის სამხედრო ძალების კონტინგენტი გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, შემდეგ არიან იტალია, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი.

საზოგადოება 4 წლის ქეით ახვლედიანის დასახმარებლად ერთიანდება

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები 4 წლის ქეით ახვლედიანის დასახმარებლად ერთიანდებიან. პატარა ქეითმა ორი წლის წინ ლეიკემია დაამარცხა, თუმცა ცოტა ხნის წინ რეციდივი განუვითარდა. ამჟამად მას საზღვარგარეთ ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება. 4 წლის ქეითის გადასარჩენად საზოგადოების თანადგომაა საჭირო. დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ სპეციალურ ნომერზე - 0901200127, ზარის ღირებულება ერთი ლარი. ასევე გახსნილია ანგარიში "საქართველოს ბანკში" - GE95BG0000000345929036, მიმღები: დედა კარინა გრიგორიანი და "თიბისი ბანკში" -GE60TB7108745064300024, მიმღები: ქეითის მამა, დავით ახვლედიანი

გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, შტეფან ზაიბერტი ალექსეი ნავალნის დაკავების გამო რუსეთისვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "მოსკოვმა ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპები დაარღვია ნავალნის საქმის განხილვის პროცესში", - აცხადებს ზაიბერტი. შტეფან ზაიბერტის თქმით, გერმანია ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გაივლის. ევროპის ლიდერები რუსეთს ოპოზიციონერის დაკავებისთვის აკრიტიკებენ. "ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან", - ასე გამოეხმაურა ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ალექსეი ნავალნი აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ. ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავებოდა.

ბრიტანეთში Covid19 -ით გარდაცვლილ ვეტერანს, კაპიტან ტომ მურს ტაშით გამოემშვიდობნენ

ბრიტანეთში Covid19 -ით გარდაცვლილ ვეტერანს, კაპიტან ტომ მურს ტაშით გამოემშვიდობნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ბრიტანეთის პრემიერმაც მიაგო პატივი. მურმა გასულ წელს კორონავირუსთან მებრძოლი ხალხისთვის ათასი გირვანქის შეგროვება გადაწყვიტა და ჯამში 33 მილიონი შეაგროვა. კაპიტანი ტომი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, მას დედოფალმა გასული წლის ივლისში რაინდის წოდება მიანიჭა.