ძებნის რეზულტატი:
წინასწარი პროგნოზით, საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 214 ათას დოზას მიიღებს
COVAX-მა ვაქცინების განაწილების პროგნოზი გამოაქვეყნა. წინასწარი პროგნოზით, COVAX-პლატფორმის საშუალებით, საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 214 ათას დოზას მიიღებს. პლატფორმა 2021 წლის პირველ ნახევარში კოვიდვაქცინის 240 მილიონი დოზის გავრცელებას გეგმავს. ამის შესახებ ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის გენერალურმა დირექტორმა სეტ ბარკლიმ განაცხადა. COVAX-ის პროგრამა მიზნად ისახავს დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის შეტანის ხელშეწყობას. პროექტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.
გერმანია საქართველოსთვის СOVAX-ის ფარგლებში ვაქცინების გადაცემას მიესალმება
გერმანია COVAX პლატფორმის ფარგლებში ვაქცინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თებერვალში 18 საპილოტე ქვეყანა მიიღებს ვაქცინას, მათ შორის გერმანიის უშუალო სამეზობლოს ქვეყნები საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა. გერმანია COVAX პლატფორმის შექმნის დღიდან მას მხარს უჭერს და ევროკავშირთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი დონორია. ცნობისთვის, COVAX-მა ვაქცინების განაწილების პროგნოზი გამოაქვეყნა. წინასწარი პროგნოზით, საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 214 ათას დოზას მიიღებს
მოლდოვა სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს
12 თებერვლიდან შიდა სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „მოლდოვას რკინიგზა“ ქვეყნის შიგნით მატარებლების გადაადგილებას შეაჩერებს. მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ქვეყნის პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც რკინიგზაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობას დაეთმო. „მოლდოვას რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მათ მფლობელობაში არსებული მატარებლები მოძველდა და მგზავრების გადაადგილებას საფრთხე ექმნება. მათივე თქმით, კომპანია სახელმწიფოსგან სუბსიდიებს აღარ იღებს, ხოლო პანდემიის გამო რკინიგზას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა. როგორც ცნობილია, საერთაშორისო გადაზიდვები მოლდოვაში შარშან გაზაფხულზე შეწყდა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 583 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა - 671, გარდაიცვალა - 19 კოვიდინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნიბით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 688 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 260 480-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 251 748-მდე. ჯამში 3 240 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 583 ახალი შემთხვევიდან 243 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 34, იმერეთი - 98, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 31, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. აქტიური შემთხვევა: 5 466, საიდანაც: 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 109, აჭარაში - 184, იმერეთში - 463. მძიმე პაციენტი: 529, მათ შორის, თბილისში - 231, აჭარაში - 45, იმერეთში - 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა: 153 ადამიანი, მათგან თბილისში - 107, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 277 ადამიანი მიყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 185 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 848 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 200, ხოლო აჭარაში - 126. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 438 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 963 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 132 პირი, აჭარაში - 759, იმერეთში - 1 541
საქართველში მუნიციპალური ტრანსპორტი განაახლებს მუშაობას
"8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი განაახლებს მუშაობას", - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ. მსჯელობის შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან., საქართველოში, სრული მასშტაბით, ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი. რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც.ამოქმედდება მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსები", - განაცხადა გახარია. როგორც ცნობილია, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ცნობისთვის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა ჯერჯერობით არ განახლდება.
საკლასო ოთახებში სწავლის განახლების თარიღი ცნობილია
"15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში", - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „შემდგომი ორშაბათიდან, საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სკოლაში, სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, კერძო და საჯარო ბაღები მუშაობას არ განაახლებენ.
ღია და დახურული ბაზრობები 8 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას
ღია და დახურული ბაზრობები 8 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობამ ღია და დახურული ბაზრობების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. „8 თებერვლიდან ღია და დახურული ბაზრობები სრულად ამოქმედდება“, - განაცხადა გახარიამ. როგორც ცნობილია, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.
მთავრობის ადმინისტრაციას კახა ქემოკლიძე უხელმძღვანელებს
მთავრობის ადმინისტრაციას კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქემოკლიძე ღირსეული საჯარო მოხელეა და ქვეყნის მსახურებაში დიდი გამოცდილება აქვს. „მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, კახა ქემოკლიძე, ის წლებია, ჩვენს გუნდში მუშაობს და არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში თავის ქვეყანასა და გუნდს ემსახურება. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი იყო. ის მონაწილეობდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიცაა ჟენევის მოლაპრაკებები, IPRM-ის შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას“, - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
ღია სივრცეში კვების ობიექტები გაიხსნება
"15 თებერვლიდან შემდგომი ორშაბათიდან, კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერის განცხაებით, შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება 15 თებერვლიდან, 1 კვირის თავზე განიხილება. „15 თებერვლიდან, შემდეგი ორშაბათიდან, კვების ობიექტები, რესტორნები, შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში. ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება, 15 თებერვლის შემდგომ და ამ შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე. ჩვენ, შემდგომ მთავრობის სხდომაზე, შევძლებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ასევე ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები იქნება მოხსნილი“, - აღნიშნა პრემიერმა. როგორც ცნობილია, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, არსებული ჯარიმა ორმაგდება
შეზღუდვების ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია გაორმაგდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „შეზღუდვების შემსუბუქება ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას - არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ ყველა სახის ორგანიზაციის. შემსუბუქებასთან ერთად, წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია გაორმაგდება. თანამედროვე მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ ვერ შექმნა ვერაფერი უფრო ეფექტური, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და ვაქცინაცია. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს წესები დავიცვათ. ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან წესების მიზანმიმართულად დარღვევას, როგორც შედეგი, მოჰყვება უმკაცრესი დასჯა. გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებასა და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ისინი მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ვერც ერთ ღონისძიებაში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, ამჟამად, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარია.
ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კვირაში ორი დღით შენარჩუნდება
ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კვირაში ორი დღით, შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორი გახარიამ განაცხადა. "8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და ბაზრობები.15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში და ასევე კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები ამოქმედდება ღია სივრცეში. შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას", - განაცხადა გახარიამ.
კომენდანტის საათი ისევ იმოქმედებს
"21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება", - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი, არის კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელება. " 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ასევე გადაადგილება იზღუდება შაბათ-კვირასაც. შაბათ-კვირასას შეზრუდვები არ მოიხსნება. ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა შეზღუდვების, არის კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელება. უკვე ერთი წელია, ვცხოვრობთ ამ ვირუსთან ერთად, და ყველამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მობილობის კონტროლი და ისეთი ტიპის აქტივობის არდაშვება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ვირუსის გავრცელებას. ყველასათვის ცნობილია, რომ სწორედ 21:00 საათის შემდეგ ხდება ხოლმე ოჯახებს შორის შეკრებები და ასეთი ტიპის სოციალური ინტერაქცია, რომელიც, როგორც წესი, პირბადის გარეშე მიმდინარეობს. ასეთი ტიპის შეზღუდვები, და ბევრად უფრო მკაცრიც, მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. ევროპის ბევრ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა მთელი დღის განმავლობაში მოქმედებს. ამიტომ მოვუწოდებ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც, ვინაიდან ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში შეზღუდვების გამკაცრება იქნება აუცილებელი", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება
საქართველოს პარლამენტმა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი აირჩია. ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. იოსელიანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა. ამასთან, ოპოზიციის კუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ ადგილი ავთანდილ ენუქიძემ დაიკავა. ცნობისთვის, იმ მიზნით, რომ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესულ ცალკეულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დაკავება შესძლებოდათ, მმართველმა გუნდმა რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შეიტანა, რაც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოქმედებს.
პრემიერი: შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფო მხარდაჭერას და სუბსიდიას ვეღარ მიიღებენ
ორგანიზაციები დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, გარდა უმკაცრესი რეაგირებისა, ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით", - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის თქმით, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც გამოავლენს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობას. „მიზანმიმართული დარღვევა ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, დაწესებული წესებისა, გარდა იმისა, რომ ამას როგორც შედეგი მოყვება უმკაცრესი რეაგირება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ის არსებული საჯარიმო სანქცია, რომელიც არის დაწესებული, კვლავ იმოქმედებს. "ამ თვალსაზრისით, სანქციებია დაწესებული ბიზნესისთვის როგორც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ასევე ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, მათ შორის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გათვალისწინებული, ასეთი მიზანმიმართული განმრეობითი ქმედებისთვის. ბუნებრივია, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის იქნება ბიზნესი, ეხება რესტორნებსაც, ბაზრობებსაც და სხვა ბიზნესსუბიექტებსაც, მიზანიმიმართულად აიგნორებს შეზღუდვებს, ჩვენი რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მთავრობის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, ამიტომ შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყება. 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა; მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება. ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა; გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა; ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით: ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);
ჰარცელი წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ: არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები
„მივესალმები შეხვედრას, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ვიცით, რომ თეა წულუკიანი არ იყო მოხარული ჩემი გუშინდელი კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა“, - განაცხადა ჰარცელმა. „ამ მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა, ეს მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ გავიგეთ ერთმანეთის პოზიციები. ჩემთვის ეს არის უფრო ფართო საკითხი და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის წარმოჩენა მედიაში. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური დისკუსია. შეხვედრის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, როგორ წარიმართება დისკუსია“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, იუსტიციის ყოფილმა მიისტრმა,პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას ნომერი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება, არაეთიკურად მიიჩნია. ამ შეფასების შემდეგ, თეა წულუკიანმა ევროკავშირის ელჩი პარლამენტში მიიწვია. ევროკავშირის ელჩი წულუკიანის მიერ გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას არაეთიკურად მიიჩნევს თეა წულუკიანი: ძლიერ ვისურვებდი ელჩ ჰარცელის მიღებას პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან დაკავშირებით
რესტორატორთა ასოციაცია ხვალ განიხილავს, შეცვლიან თუ არა დაუმორჩილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა ხელისუფლების მხრიდან მისასალემებელი ნაბიჯია. ამის შესახებ მან Europetime-ს განუცხადა. რაც შეეხება პანდემიის რეგულაციების საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას, შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით პერსონალურად ვერ უპასუხებს და ასოციაციის წევრები ხვალ შეკრიბებიან. დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა. "კვების ობიექტების გახსნა ეს არის ამოსავალი წერტილი, მუშაობის შესაძლებლობის მიცემა. მთვარობის ეს გადაწყვეტილება მისასალმეებელია. რეალურად ეს ნაბიჯი არის ყინულის დაძვრა. ეს არის მესიჯი და ამ მესიჯს რა თქმა უნდა მოჰყვება შემდგომი ნაბიჯები, რათა ბიზნესმა რეალურად ამოისუნთქოს. რაც შეეხება სხვა სახის მხარადჭერას, გახსნის გარდა თუ რა სახის მხარდაჭერა სჭირდება სექტორს, დახმარებები სახელმწიფოსგან უკვე გვქონდა, საშემოსავლოსთან დაკავშირებით, შეღავათები სუბსიდირებასთან დაკავშირებით. დღეს დღეობით, ამ ეტაპზე გახსნა იყო პრიორიტეტული და ეს მივიღეთ. შემდეგ ნაბიჯები შიდა სივრცეებში გახსნის აუცილებლობაა. რაც შეეხება შაბათის აქციას, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გავიაროთ საორგანზიაციო ჯგუფმა და ხვალისთვის გვეცოდინება სრული გადაწყვეტილება. ყველას მაგივრად, პერსონალურად მე ვერ გიპასუხებთ, გაუქმდება თუ არა ეს აქცია, სანამ ყველა ერთად არ განვიხილავთ", - განუცხადა Europetime-ს შოთა ბურჯანაძემ. ორგანიზაციები დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, გარდა უმკაცრესი რეაგირებისა, ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით", - აღნიშნა პრემიერმა. ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა; გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა; ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით: ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება); 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა; მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
ნიდერლანდები Covid19-ის გამოსავლენად ახალ მეთოდს გამოიყენებს
ნიდერლანდები კორონავირუსის დასადგენად სწრაფ ახალ ტესტებს გამოიყენებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამსტერდამის კლინიკებში SpiroNose-ის აპარატების დამონტაჟება დაიწყეს, რომლებიც ვირუსზე ტესტს ადამიანის მიერ ამონასუნთქი ჰაერის ანალიზით გაკეთებს. ეს მეთოდი სტანდარტულ ნაცხის ტესტზე ბევრად მოსახერხებელია და 95%-თ ეფექტურია. SpiroNose-ზე ჰოლანდიური კომპანია რამდენიმე თვე მუშაობდა. იმ შემთხვევაში, თუ სუნთქვის სწრაფი ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს, PCR ტესტის გავლა მაინც სავალდებულოა. ბელგიელი ვირუსოლოგის, მარკ ვან რასთის თქმით, (SpiroNose) „დამაიმედებელი ტექნოლოგია შედეგს რამდენიმე წუთში იძლევა“.
თეა წულუკიანი: ჰარცელის განცხადება მისი პირადი აზრია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია
იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ელჩთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ კარლ ჰარცელის გუშინდელი განცხადება მისი პირადი აზრია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია. „ჩემი მოწვევით ბატონი ჰარცელი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში, მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დეტალებს მასთან შეთანხმებით ვერ გაგიმხელთ, ასე შევთანხმდით. შეხვედრის დროს გაირკვა, რომ ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია, მისი პირადი აზრი. ჩვენ შევთანხმდით რომ, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ იმ ძალიან კარგ თანამშრომლობას, რაც ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მასთან, მისიასთან და ევროკავშირთან გვქონდა. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს მისი პოზიციაა და არა ევროკავშირის. შევთანხმდით, რომ ადამიანს აქვს თავისი პირადი პოზიცია. ეს არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია", - განაცხადა წულუკიანმა. 2 თებერვალს, თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას ნომერი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რაც კარლ ჰარცელმა არაეთიკურად მიიჩნია. ამავე თემაზე: ჰარცელი წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ: არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები
ნავალნის საკითხზე, ევროკავშირის მიერ რუსეთის მკაცრი კრიტიკის შემდეგ, ჯოზეფ ბორელი მოსკოვს ეწვევა
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, მოსკოვში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დღეს ჩადის. ნავალნისთვის პატიმრობის მისჯისა და რუსეთის მასშტაბით დემონსტრანტების დაკავების ფონზე, ჯოზეფ ბორელი მოსკოვს "მკაფიო გზავნილებით" ეწვევა. წერს Republic World-ი. „ნავალნისადმი რუსეთის ქმედება და დემონსტრაციების ჩახშობა მთავარი თემებია რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ბორელის შეხვედრის დროს. ეს 2017 წლის შემდეგ ბორელის მოსკოვში პირველია ვიზიტია. რუსეთის ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლის, ვლადიმერ ჩიზოვის თქმით, ბორელის ვიზიტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობას ხელს შეუწყობს“, - წერს გამოცემა. რუსეთში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებისთვის. სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრიტანეთი Covid19-ის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა ვაქცინის შერევის ვარიანტს განიხილავს
ბრიტანეთი მოსახლეობისთვის პირველი და მეორე დოზებისთვის სხვადასხვა ვაქცინის გაკეთების ვარიანტს განიხილავს, ასევე შესაძლოა ქვეყანამ სტანდარტი შეცვალოს და ორივე დოზა, ერთ მოქალაქეს არ გაუკეთოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ინიციატივის ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინაციის დისტრიბუციიის პრობლემებთან გამკლავებაა. მეცნიერების თქმით, შესაძლოა ვაქცინების შერევამ უკეთესი დაცვა უზრუნველყოს. ვაქცინაციის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრის, ნადიმ ზაჰავის თქმით, ჯერჯერობით არ იგეგმება იმუნიზაციის პროცესში ცვლილება.