ძებნის რეზულტატი:
საპატრიარქო: ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია
ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებული მოვლენებს საქართველოს საპატრიარქო დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს და განცხადებას ავრცელებს. საპატრიაქროს განცხადებით, მარტვილში განვითარებული მოვლენები მასმედიით ნაწილობრივ გაშუქდა. "გუშინ მარტვილში (ჭყონდიდის ეპარქია) განვითარებული მოვლენები მასმედიით ნაწილობრივ გაშუქდა და მოსახლეობას გარკვეული წარმოდგენა შეექმნა. მათთვის კი, ვისაც არ უნახავს კადრები ან მხოლოდ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვს, განვმარტავთ: 1. ა.წ. 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, წმინდა სინოდმა, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად განაწესა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი). 2. საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობის შესაბამისად (მართვა-გამგეობის დებულება), ეპარქიის ყველა მღვდელმსახური ვალდებულია, დაემორჩილოს წმ. სინოდის განჩინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პირი სასჯელს ექვემდებარება. 3. მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) სიტყვიერი და წერილობითი შეგონების მიუხედავად, ორმა დიაკონმა დემონასტრაციულად უარი განაცხადა მღვდელმთავართან თანამწირველობაზე, რაც არის საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა; ამიტომაც შესაბამისი საეკლესიო სასჯელი დაედოთ. 4. პროტესტის ნიშნად მათ და მათთან დაკავშირებულმა სასულიერო პირთა მცირე ჯგუფმა, აგრეთვე გარკვეულმა საერო პირებმა მღვდელმთავრის რეზიდენციის ეზოში თავი მოუყარეს მომხრეებს და უხეში ზეწოლით შეეცადნენ, ჩაეშალათ მეუფე სტეფანეს მიერ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული საეპარქიო კრება. 5. აღნიშნული სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ადამიანები და ასევე ჟურნალისტები, გაფრთხილების მიუხედავად, ძალმომრეობით შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში, რასაც მოჰყვა აივნის მოაჯირის მორღვევა და ხუთი ადამიანის დაშავება (ამ ფაქტის გამო გამოვთქვამთ ჩვენს მწუხარებას)", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ეპარქიისა და, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. "ვაცხადებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ეს შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. გუშინდელმა კადრებმა დაგვანახა ისიც, რომ ვინც ამ პროცესებს გეგმავს, ყოველგვარ უღირს საქციელზე წამსვლელია. მათთვის კარგა ხანია აგრესია, სიცრუე, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ახლა კი უკვე ძალმომრეობასაც აღარ მოერიდნენ. მიგვაჩნია, რომ გუშინდელ აქციაში მონაწილეებს მრევლის წევრებად ვერ მივიჩნევთ, რადგან მრევლისთვის ასეთი ქცევა მიუღებელია. ყველას მოვუწოდებთ, შეინარჩუნოს სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, მით უმეტეს, ამას არც მალავენ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ხალხი და, კერძოდ, ჭყონდიდის ეპარქიის მოსახლეობა, გამოიჩენს ჩვეულ სიბრძნესა და კეთილგონიერებას და ღვთის წყალობითა და საერთო ძალისხმევით მშვიდობა დამყარდება და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ უკანონი მოქმედებები აღიკვეთება", - ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა
სააგენტო Anadoly-ს ინფორმაციით, თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო კიდევ რამდენიმე ბრალდებულს სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა. ელჩის მკვლელობის საქმეში სულ 28 ბრალდებული ფიგურირებდა, მათგან 9-ის, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის საქმე ცალკე გამოიყო. ცნობისთვის, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 2016 წლის დეკემბერში მოკლეს. მას ანკარაში გამოფენაზე გაუხსნეს ცეცხლი. თავდამსხმელი მევლუთ ალთინაში პოლიციამ მოკლა.
დიმიტრი პესკოვი: რუსეთი არასდროს მონაწილეობდა სხვა ვაქცინების საწინააღმდეგო კამპანიებში
ოფიციალური კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსული სადაზვერვო სამსახურები Covid19-ის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. Reuters-ის ინფორმაციით, კრემლის სპესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს მონაწილეობდა ვაქცინების საწინააღმდეგო კამპანიაში და არც მომავალში აპირებს. ,,ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით ვაქცინებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირებას. რუსეთი არასდროს მონაწილეობდა და არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს სხვა ვაქცინების საწინააღმდეგო კამპანიებში", - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისგან მხარდაჭერილი ონლაინგამოცემები Covid19-ის ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებენ.
ბერა ივანიშვილი: ,,ტრიტრი" საიდან გაიგეს არ ვიცი, მე და ირაკლი ერთმანეთს ფრანგულად ვეხუმრებოდით
პარტია ,,ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერები 2011 წელს უკავშირდება, თუმცა არ აპირებს ამ ჩანაწერების ავთენტურობაზე საუბარს. ,,ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, ეს უბრალოდ შოკისმომგვრელი, იყო, მსგავსი წყევლა კრულვა ჩემი ოჯახის მისამართით არასოდეს ყოფილა. ამ ამბავში ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე თავდასხმა, ისეთ საზიზღობებს ამბობდნენ, რასაც ვერ ვიტყვი. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის. ისინი მივიდნენ და გაესაუბრნენ რამდენიმე თინეიჯერის მშობელს ყველა წესის დაცვით. მე არ დავიწყებ იმაზე საუბარს, ეს იყო თუ არ იყო ავთენტური, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე მე დედას შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ. ყველა ქართველი კაცი ასე მოიქცევა. ,,ტრიტრი" საიდან გაიგეს არ ვიცი, მე და ირაკლი ერთმანეთს ფრანგულად ვეხუმრებოდით", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა. ამასთანავე, დღეს, პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
ევროკავშირის ანგარიში: გერმანია არის რუსეთის დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, გერმანიის წინაღმდეგ აქტიური დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გერმანია ყველაზე ხშირად ხდებოდა რუსული დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით. როგორც ანგარიშიდან ჩანს, 2015 წლის ბოლოდან გერმანიის წინააღმდეგ 700 – ზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. „ევროკავშირის არც ერთი სხვა ქვეყანა არ ჰყოფილა დეზინფორმაციის სამიზნე ისე ძლიერად, როგორც გერმანია. 2015 წლიდან EU vs. Disinfo-ის მონაცემთა ბაზამ გერმანიის წინააღმდეგ მიმართული 700-მდე შემთხვევა დააფიქსირა. შედარებისთვის, საფრანგეთის წინააღმდეგ 300 შემთხვევა იყო, იტალიის წინააღმდეგ - 170 და ესპანეთის წინააღმდეგ - 40 შემთხვევა“, - ნათქვამია ანგარიშში.
კატალონიის ყოფილი ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისა და რამდენიმე კატალონიელი პოლიტიკოსისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. Euronews-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის ხელისუფლებას პუჩდემონისა და მისი მოკავშირეების ბელგიიდან ექსტრადირების პროცესის განახლების შესაძლებლობას აძლევს. ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება ბელგიის სასამართლომ უნდა მიიღოს. პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას 400 ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა, 248 წინააღმდეგი იყო, ხოლო 45 პარლამენტარმა თავი შეიკავა. ცნობისთვის, 2018 წლის 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა და კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გასცა. ამის შემდეგ კატალონიაში საპროტესტო აქციები დაიწყო. 18 ოქტომბერს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა.
ჯანმო: მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია
მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა პანდემიის განმავლობაში. „ქალთა მიმართ ძალადობა ყველა ქვეყანასა და კულტურაში ენდემურია, რაც მილიონობით ქალს და მათ ოჯახებს ზიანს აყენებს, ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის დროს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, ყველაფერი გააკეთონ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ჟოზეპ ბორელი: ყველა მხარემ უნდა შეიტანოს წვლილი კომპრომისის მიღწევაში
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჟოზეფ ბორელი მოელის, რომ პოლიტიკური პარტიები წინ წაიწევენ დიალოგის კუთხით და ყველა მხარე გადადგამს ნაბიჯებს სიტუაციის განმუხტვისთვის. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს ბორელმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ამან შესაძლოა, საქართველოს დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს „საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოსთან ასოცირების ამბიციური შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება საქართველოში და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამან შესაძლოა საქართველოს დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს. ვიმეორებ, ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისთვის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ახლახან ეწვია საქართველოს და ჩვენ მოველით, რომ პოლიტიკური პარტიები წინ წაიწევენ დიალოგის კუთხით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე შეუწყობს ხელს ამ მედიაციას. ყველა მხარემ უნდა შეიტანოს წვლილი კომპრომისის მიღწევაში. ქართველი ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა იყოს. ყველა აქტორმა თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან. პროგრესის თვალსაზრისით, ევროკავშირი პრიორიტეტად განიხილავს დემოკრატიის კონსოლიდაციას, მათ შორის საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა“, - განაცხადა ბორელმა.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას შუქი ჩაქრა
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს საკითხის განხილვა მიმდინარეობდა ელექტროენერგია გაითიშა. შუქის ჩაქრობის გამო, სხდომაზე მცირე შესვენება გამოცხადდა. როგორც ცნობილია, პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, თუმცა დებატები არ განახლებულა. ცნობისთვის, ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში, დღეს ევროპარლამენტარები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები იმართება.
ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრები: საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის დროა, პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს
ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფიდან, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი ეხმაურებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მხარეებს პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ. „მე არ ვეთანხმები ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას, რაც კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას. ხელისუფლებაში მყოფთ ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ დაძაბულობის განმუხტვაზე, შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამოსავლის ძიებაზე და იმაზე, რომ არ უპასუხონ პროვოკაციებს არაპროპრციულად. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ძალიან რთულია და არ არის მხოლოდ შავი და თეთრი. დაძაბულობა მაღალია მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ოდირმა გარკვეული დარღვევების მიუხედავად, არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს და ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს. მოვუწოდებ ოპოზიციას, დაუბრუნდეს პარლამენტს და მოვუწოდებ მათ მოკავშირე პარტიებს ევროპარლამენტში, მხარი დაუჭირონ ამ მოწოდებას. საქართველოს პარლამენტი არის პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებისა და საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე მუშაობის გაგრძელების ადგილი“, – ნათქვამია ევროპარლამენტის წევრის, საქართველოს საკითხზე მომხსენებლის სვენ მიქსერის განცხადებაში. მიქსერი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაზე საუბრობს: „ქართველი ხალხის დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი ლეგიტიმური მისწრაფებების, ასევე ქვეყნის სტაბილურობა და ევროატლანტიკური მომავალი არ შეიძლება, იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების მძევალი. შესაბამისად, როგორ მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციაში ზომიერმა პირებმა უპირატესობა უნდა მოიპოვონ, პოლიტიკურ დაყოფაზე მაღლა დადგნენ და გადაჭრან მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი“, – აღნიშნულია სვენ მიქსერის განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში მოცემულია ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მოსაზრებაც, რომელიც აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა საქარველოში ორიენტირება უნდა მოახდინონ სამომავლო ამოცანებზე. „საქართველო წლების განმავლობაში ევროკავშირის მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის მაგალითად მიიჩნეოდა, რომელსაც აქებდნენ მისი სოციალ-ეკონომიკური და პროევროპული რეფორმებისთვის. სამწუხაროდ, ყველა ეს მიღწევა ახლა რისკის ქვეშაა. დასაკარგი დრო არ არის: პოლიტიკურ დაპირისპირებებში პარტიების ფსონების გაზრდის ნაცვლად, საქართველოს პოლიტიკურმა მოქმედმა პირებმა ორიენტირება უნდა მოახდინონ სამომავლო ამოცანებზე, კერძოდ, პანდემიის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებსა და პროევროპულ რეფორმებზე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში. არსებული პოლიტიკური კრიზისი ხაზს უსვამს მიმდინარე სასამართლო რეფორმების მნიშვნელობას, სასამართლოს დამოუკიდებლობისა გაზრდისა და უმაღლესი სასამართლო სტანდარტების დასამკვიდრებლად. ეს ძირითადად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ეხება. სოციალ-დემოკრატთა ჯგუფი მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და მისი პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვალდებულებას, პარტიები მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს და ყოვლისმომცველ შეთანხმებას მიაღწიოს“, – წერს კალიურანდი.
არჩილ თალაკვაძე: მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ირაკლი ღარიბაშვილს
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერების შემდეგ, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. "ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა-ჩემი მხრიდან, მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს", - აცხადებს თალაკვაძე. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.
სამეფო ოჯახი მეგან მარკლის განცხადებას სამწუხაროს უწოდებს
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი დუმილს არღვევს და სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მწუხარებას გამოთქვამენ მარკლის მიერ გაკეთებული განცხადების გამო და ასევე შეშფოთებულები არიან. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ინტერვიუში გაჟღერებული ბრალდებებისა ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის ოჯახის საყვარელი წევრები იქნებიან. ბუკინგემის სასახლეში განცხადება ინტერვიუდან 36 საათის შემდეგ პირველად გაკეთდა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი რასიზმსა და სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც ოპრა უინფრისთან ტელეკომპანია СBS-თვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში მარკლი აცხადებს, სამეფო ოჯახმა იგი თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანა.
ანდრიუს კუბილიუსი: მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ ნამდვილი ევროპელებივით მოქცევა
ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის თანაპრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ნამდვილი ევროპელებივით მოიქცნენ და არ ჩააგდონ მოლაპარაკებების შესაძლებლობა. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს კუბილიუსმა ხაზი გაუსვა პროცესებში შარლ მიშელის ჩართულობის მნიშვნელობას. ,,ძალიან რთულია საქართველოს ხილვა ასეთ გრძელ და განგრძობად პოლიტიკურ კრიზისში, რადგან ეს დემოკრატიის კრიზისია. დემოკრატიის სიმწიფე არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და მართლმსაჯულების პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლებას, დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებას და სამართლიან საპარლამენტო პროცესს ნიშნავს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიის თანათავმჯდომარის რანგში, ერთი წლის წინ გულწრფელად მივულოცე მმართველ პარტიას და ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების გაფორმება და გამოვთქვი იმედი, რომ ქართული დემოკრატია ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ საქართველო უფრო უარეს სიტუაციაშია, ვიდრე აქამდე. არ ვაპირებ ურთიერთბრალდებების პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას. უბრალოდ მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ ნამდვილი ევროპელებივით მოქცევა, რომლებსაც ევროპული საზოგადოების წევრობა სურთ. გამოვიყენებ შესაძლებლობას და შევაქებ შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ საქმეს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქართველი მეგობრებს ესმით, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი ჩართულობა მათი კრიზისის გადასაწყვეტად. მოვუწოდებ ჩვენს ქართველ მეგობრებს, არ ჩააგდონ ეს შესაძლებლობა", - განაცხადა კუბილიუსმა.
პრემიერ მინისტრის სახლთან „მოძრაობამ საქართველოსთვის" საპროტესტო აქცია გამართა
„მოძრაობამ საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა საღებავებით ასფალტზე წარწერები გააკეთეს და პრემიერის გადადგომა მოითხოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების უფლება არ მისცა. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა. ამასთანავე, დღეს, პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
ბერა ივანიშვილი: ჩანაწერების ავთენტურობაზე არ დავიწყებ საუბარს, თუმცა თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც მოვთხოვ
პარტია ,,ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილი ვაჟი, ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერები 2011 წელს უკავშირდება, თუმცა არ აპირებს ამ ჩანაწერების ავთენტურობაზე საუბარს. ,,ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, ეს უბრალოდ შოკისმომგვრელი, იყო, მსგავსი წყევლა კრულვა ჩემი ოჯახის მისამართით არასოდეს ყოფილა. ამ ამბავში ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე თავდასხმა, ისეთ საზიზღობებს ამბობდნენ, რასაც ვერ ვიტყვი. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის. ისინი მივიდნენ და გაესაუბრნენ რამდენიმე თინეიჯერის მშობელს ყველა წესის დაცვით. მე არ დავიწყებ იმაზე საუბარს, ეს იყო თუ არ იყო ავთენტური, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე მე დედას შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ. ყველა ქართველი კაცი ასე მოიქცევა. ,,ტრიტრი" საიდან გაიგეს არ ვიცი, მე და ირაკლი ერთმანეთს ფრანგულად ვეხუმრებოდით", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა. ამასთანავე, დღეს, პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
„რამდენიმე თინეიჯერის მშობელს შეხვდნენ და გაესაუბრნენ“: ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ვალდებული იყო, შეურაცხყოფის შესახებ დაცვისთვის ეცნობებინა
პარტია ,,ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილი ვაჟი, ბერა ივანიშვილი მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ვალდებული იყო, შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, დაცვის სამსახურისთვის ეცნობებინა. მისი თქმით, დაცვის სამსახური რამდენიმე თინეიჯერის მშობელს შეხვდა და გაესაუბრა. ,,ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, ეს უბრალოდ შოკისმომგვრელი, იყო, მსგავსი წყევლა კრულვა ჩემი ოჯახის მისამართით არასოდეს ყოფილა. ამ ამბავში ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე თავდასხმა, ისეთ საზიზღობებს ამბობდნენ, რასაც ვერ ვიტყვი. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის. ისინი მივიდნენ და გაესაუბრნენ რამდენიმე თინეიჯერის მშობელს ყველა წესის დაცვით. მე არ დავიწყებ იმაზე საუბარს, ეს იყო თუ არ იყო ავთენტური, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე მე დედას შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ. ყველა ქართველი კაცი ასე მოიქცევა. ,,ტრიტრი" საიდან გაიგეს არ ვიცი, მე და ირაკლი ერთმანეთს ფრანგულად ვეხუმრებოდით", - განაცხადა "იმედის" ეთერში ბერა ივანიშვილმა. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა. ამასთანავე, დღეს, პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო ექსპერტები, ევროპარლამენტარები და დიპლომატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ღია წერილს ავრცელებენ
საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ღია წერილს ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო ახლა დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის გზაგასაყარზეა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მომდევნო კვირები გადამწყვეტ გავლენას მოახდენს ქვეყნის დემოკრატიასა და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებაზე. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ დროა, დასავლეთი შეეწინააღმდეგოს მოკავშირის დაკარგვას. „23 თებერვალს, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია პოლიტიკური გაერთიანების ცენტრალურ ოფისში დააკავეს. მომდევნო კვირები გადამწყვეტ გავლენას მოახდენს ქვეყნის დემოკრატიასა და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებაზე. აშშ-ის და მისი ევროპელი მოკავშირეების აქტიური ჩართულობის გარეშე, საქართველოს მიერ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიღწეულ შესანიშნავ პროგრესს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქართველებს,მნიშვნელოვანია, რომ მათ გააცნობიერონ თავიანთი მისწრაფება. ტრანსატლანტიკური საზოგადოების ლიდერებმა მტკიცედ უნდა განსაზღვრონ საქართველოს მიმართ თავიანთი მიდგომა, რათა თავიდან აიცილონ ავტოკრატიაში ჩაფლობა და დასავლეთისგან დაშორება. ამისთვის კარგი დასაწყისი იქნებოდა ნამდვილი პოლიტიკური დიალოგი, ასევე, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ჩვენ, დასავლეთმა ჩვენი პოლიტიკის ცენტრში უნდა დავაყენოთ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური ინტერესები, იცხოვრონ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანაში. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ მათზე, ისევე როგორც ჩვენს საკუთარ რეპუტაციასა და ნდობაზე, რომ ისინი დასავლეთის მოკავშირეები არიან. საქართველო იმსახურებს მაღალ შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერთა შორის. ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული რეფორმებით, რაც მისი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, 2012 წლის არჩევნებმა სამხრეთ კავკასიის ისტორიაში პირველად მოახდინა მთავრობის მშვიდობიანი ტრანზიცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ როგორ შეუძლია პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს რუსეთის გავლენის სფეროდან გაქცევა. აშშ-მ და მისმა ევროპულმა პარტნიორებმა ვერ მოახდინეს რეაგირება საქართველოს დემოკრატიის რეგრესის პირველ ნიშნებზე. ამიტომ, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ თანდათან შეკვეცა ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მოკლევადიანი პოლიტიკური მიღწევების სანაცვლოდ. ეს მოვლენები შეშფოთებას იწვევს საქართველოს დემოკრატიულობის სანდოობისადმი და საბოლოოდ, მის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიუთითეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების შესახებ, რომლის ძალაუფლება მას შიდა პოლიტიკაში ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, ქართველები მოწმენი არიან სასამართლო სისტემის მზარდი პოლიტიზირების, მმართველობის დეინსტიტუციონალიზაციის და კანონის თვითნებური გამოყენების. სასამართლო სისტემაში კორუფცია შეუთავსებელია იმ ღირებულებებთან, რომლისკენაც ისწრაფვიან ქართველები და მათი მთავრობა. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამაც განაახლონ მოლაპარაკებები კრიზისის მოგვარების მიზნით და განახორციელონ 8 მარტის შეთანხმება საარჩევნო რეფორმისთვის. საჭიროა საქართველოს სწორი მიმართულებით სვლა. პოლიტიკურ მეტოქეებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს დემოკრატიის უკუსვლას, რომელიც აზიანებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ამბიციებს. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-სა და ევროკავშირს, დაეხმარონ თავისუფლებისმოყვარე ქართველებს, შეაჩერონ მთავრობის ტენდენცია ავტორიტარული ქცევისკენ. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უნდა მოითხოვონ არსებული პოლიტიკური დაპირისპირების მოგვარება ჭეშმარიტი პოლიტიკური დიალოგის გზით, კანონის უზენაესობის სულისკვეთების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: წერილს ასევე ხელს აწერს 2009-2013 წლებში, საქართველოს ელჩი ავსტრიაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ცნობისთვის, დღესვე, საქართველოს მეგობრებმა და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, გასპარიანი თავისუფლებამოსილებას დღეიდან აღარ შეასრულებს. მას შემდეგ, რაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენების შესახებ პრემიერის მიერ გაგზავნილ მოთხოვნას კონსტიტუციის გათვალისწინებულ კონკრეტულ ვადებში ხელი ორჯერ არ მოაწერა და საქმე არც საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნა, ფაშინიანმა გენშტაბის მეთაური გადააყენა. შეგახსენებთ, ქვეყანაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გაათავისუფლა. ამას გენშტაბის მხრიდან განცხადება მოჰყვა, სადაც ისინი პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენერალური შტაბის უფროსის გადაყენება მოითხოვა.
ჯო ბაიდენი იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის ლიდერებს ვირტუალურად შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის ლიდერებს ვირტუალურად შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ონლაინ შეხვედრის განსახილველი საკითხი ჩინეთის სამხედრო და ეკონომიკური ძალების დაბალანსება იქნება. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება თუ რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნული ქვეყნებისა და შეერთებული შტატების კავშირს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს, გააძლიეროს კავშირები მთავარ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რადგან ჩინეთი ატარებს უფრო მკაცრ საგარეო პოლიტიკას აზიასა და სხვა ქვეყნებში. ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებითვე, შეხვედრაზე დაგეგმილია ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების გაზრდის ხელშესაწყობად შეთანხმების გამოცხადება. ფსაკის ამბობს რომ მიზანი არის შეამცირონ ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებული შეფერხებები და კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა გამოწვევები. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა მხარეების თანამშრომლობისთვის და ისინი განიხილავენ პანდემიასთან ბრძოლის საერთო ძალისხმევას. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხება რეგიონულ უსაფრთხოებასა და კლიმატის ცვლილებასაც. აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, თვის ბოლოს, შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ასევე თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევიან. ეს იქნება მათი პირველი ვიზიტი თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე – საგანგებო დავალებათა ელჩი. მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა. ილია დარჩიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე თანამდებობიდან 24 თებერვალს გადადგა. კახაბერ ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, გიორგი გახარიამ 4 თებერვალს დანიშნა. მანამდე ის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.