ძებნის რეზულტატი:
მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთმა უპრეცედენტო ძალა განათავსა უკრაინის საზღვართან, ისევე როგორც ბელორუსში - 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან და 30 000-მდე ჯარისკაცი, თუ არა მეტი, ბელორუსის შიგნით. ელჩის თქმით, რუსეთი კბილებამდე შეიარაღებულია. აშშ-მ რუსეთს ორი არჩევანი შესთავაზა - „დიპლომატიის და დიალოგის“, ან „მასიური შედეგების“ გზა. გუშინ და დღეს მოლაპარაკებები ერთდროულად ვაშინგტონში, მოსკოვსა და შემდეგ უკვე კიევში გაიმართა. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა გზას აირჩევს რუსეთი? ამ შეკითხვით Europetime-მა ეუთოში (OSCE) აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს მაიკლ კარპენტერს მიმართა. „რუსეთმა მოაგროვა უპრეცედენტო ძალა უკრაინის საზღვართან ისევე როგორც ბელორუსში - 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან და 30 000-მდე ჯარისკაცი, თუ არა მეტი, ბელორუსის შიგნით. ის კბილებამდე შეიარაღებულია. მას აქვს ყველაფერი - არტილერია, საბრძოლო შვეულმფრენები, საბრძოლო თვითმფრინავები და ყველანაირი საშუალება, რომელიც მზადაა, შეტევისთვის, ბრძანების გაცემის შემთხვევაში. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კრემლისთვის არჩევანი მკვეთრი გავხადეთ. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მიერ არჩეულ გზას, რომელიც არის დიპლომატიის და დიალოგის გზა, მათ შორის აქ, ეუთოში, NATO-ში და ასევე - ორმხრივად. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა შეშფოთება, რომლის განხილვაც რუსეთს სურს მაგიდასთან.მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენც ვაპირებთ ჩვენი შეშფოთებების წამოჭრას ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად. თუმცა ჩვენ მზად ვართ, ეს საუბარი გულწრფელად და ღიად წარიმართოს. მეორე მხრივ, თუ რუსეთი აირჩევს სამხედრო ესკალაციის გზას - ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ასე იქნება - მაშინ ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ მასიური და უპრეცედენტო ზომები. „ჩვენ“-ში ვგულისხმობ არამხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ დიდ შვიდეულს, მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, NATO-ს, ისევე როგორც ევროპულ საბჭოს, რომელიც ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია შეერთებულ შტატებთან. ასე რომ, არჩევანი პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააკეთოს, მე ვერ გეტყვით, რა არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ოლაფ შოლცი: საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ერთიანი მიზანი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება რას სთავაზობს NATO რუსეთს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს
საია: ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. საიას ცნობით, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. რუსეთს კი ევროპული სასამართლოს კითხვებზე პასუხისთვის ვადა 2022 წლის 2 მაისამდე აქვს. რუსეთის ფედერაციამ უნდა განმარტოს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება და მათთან დაკავშირებული მე-13 სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლები. „2022 წლის 07 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი) დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორის არის საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება” - წერია საიას განცხადებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 350-ზე მეტ ადამიანს იცავს. ორგანიზაციას სასამართლოში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელთა შორის 12-ზეც ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა 7 თებერვლიდან დაიწყო. 2021 წლის იანვარში ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი, (8-დან 6 მუხლი) საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები. გადაწყვეტილება მიიღო დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგებლობით.
ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ უკრაინის საკითხი განიხილეს
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს NATO-ს შემდგომი კოორდინაციის გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი ესკალაციისა და აგრესიის საფრთხის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთო ვალდებულებას და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ გადაწყვეტას. პირველმა დიპლომატებმა ასევე განიხილეს აშშ-სა და თურქეთს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობები. ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზეც ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა განიხილეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი და დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც აშშ-ს შეუძლია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად გადადგას.
ევროკომისიამ პოლონეთს აცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, თანხებს დაუკავებს
ევროკომისიამ პოლონეთის მთავრობას აცნობა, რომ ქვეყანას დაფინანსებას დაუკავებს, რათა პოლონეთის მიერ გადაუხდელი ჯარიმები დაიფაროს. ეს არის პირველი შემთხვევა ევროკავშირის ისტორიაში, როდესაც ევროკომისია შეაჩერებს ევროკავშირის საბიუჯეტო ტრანსფერებს წევრი სახელმწიფოსთვის, რადგან მან უარი თქვა ბლოკის უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმის გადახდაზე. „კომისიამ აცნობა პოლონეთს, რომ გააგრძელებს ჯარიმების კომპენსირებას“, - განაცხადა ბალაზ უჯვარმა, ევროკომისიის სპიკერმა ბიუჯეტის საკითხებში. ევროპულმა სასამართლომ სექტემბერში პოლონეთს 500,000 ევროს (570,800 აშშ დოლარი) დღიური ჯარიმა დააკისრა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვართან ტუროვის მაღაროს დახურვაზე უარი თქვა. პრაღის მიერ შეტანილ საჩივარში პოლონეთთან საზღვრის მიმდებარე რაიონებში ცხოვრების დონის დაქვეითების თაობაზე იყო საუბარი. ასევე მითითებული იყო მიწისქვეშა წყლის დონის მკვეთრ კლებასა და მოსახლეობის უკმაყოფილებაზე, რომელსაც მტვერი და ხმაური იწვევდა. ევროკავშირმა ჩეხეთის სარჩელი დააკმაყოფილა და პოლონეთს „ტურნოვის“ საქმიანობის შეწყვეტა დააკისრა. პოლონეთი მაღაროდან ნახშირის მოპოვებას ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აგრძელებდა და ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა. პოლონეთი ამტკიცებდა, რომ მაღაროს დახურვა საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის ენერგომომარაგებას, ჯარიმა კი, არაპროპორციულია. ჯარიმის თანხა ჯამში 15 მილიონი ევროა (17 მილიონი დოლარი). პოლონეთის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ გაასაჩივრებს საბიუჯეტო შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას. ცნობისთვის, ჩეხეთმა სარჩელი უკან გაიტანა და პოლონეთისგან 45 მილიონი ევრო მიიღო. ვარშავამ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხმაურის, ჰაერის დაბინძურებისა და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი აწარმოოს.
ოლაფ შოლცი: საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ერთიანი მიზანი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაა
გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის ლიდერები უკრაინის უკრაინის კრიზისის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მხარეები უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო, დაძაბულობის დეესკალაციის გზებს განიხილავენ. „ჩვენი საერთო მიზანია ევროპაში ომის თავიდან აცილება“, - განაცხადა შოლცმა გერმანიაში მიმდინარე მოლაპარაკებების წინ. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება რას სთავაზობს NATO რუსეთს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს
იტალიაში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის
იტალიაში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის. უცხოური მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე მიიღო. ამასთან, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით, 11 თებერვლიდან 31 მარტამდე პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ თავშეყრის ადგილებსა და შიდა სივრცეებში. ცნობისთვის, იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 101 864 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 415 ადამიანი გარდაიცვალა.
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, განგრძობადი სამხედრო გაფართოება გრძელდება. „არ არსებობს მტკიცებულება, თუმცა რასაც ვხედავთ, არის განგრძობადი სამხედრო გაფართოება, უფრო მეტი და მეტი ძალა, სამხედრო ჰოსპიტლები და ლოჯისტიკა. ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის შემცველ რიტორიკას რუსეთის მხრიდან, თუკი არ დავთანხმდებით მათ მოთხოვნებს, დადგება, როგორც თვითონ უწოდებენ, სამხედრო-ტექნიკური შედეგი. ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, დაესწრება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 587 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 032 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 555 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 34.66%, ბოლო 14 დღის - 29.26% ხოლო 7 დღის - 32.45%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 16 789 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 141 231. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 351 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა, აჭარა - 2 011, იმერეთი - 3 730, ქვემო ქართლი - 1 421, შიდა ქართლი -1 530, გურია - 642, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 253, მცხეთა-მთიანეთი - 597, სამცხე-ჯავახეთი - 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 106. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 219 007 საიდანაც: 6 036 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 452, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 250. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 483, აჭარაში - 149, იმერეთში - 407. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 290 პაციენტი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 42, იმერეთში - 31. 1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 185 - თბილისში, 487 - აჭარაში. 211 070 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 566 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 566-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 759 753 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 375 615 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 141 231, გარდაიცვალა 15 351 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.
მეწყერს კოლუმბიაში სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა
მეწყერს კოლუმბიაში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა კი 35 მოქალაქე. ამის შესახებ Al Jazeera წერს. ამასთან, ცენტრალურ კოლუმბიაში, დოსკებრადასის მუნიციპალიტეტში, რისარალდაში, ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. „ძალიან ძლიერი ხმა გავიგეთ. გარეთ გამოვედით და დავინახეთ, რომ მთის ნაწილი შენობების სახურავებზე იყო ჩამოსული. მივედი ახლოს და დავინახე, რომ ტალახში ადამიანები იყვნენ. ეს კატასტროფა იყო“, - ამბობს ტაქსის მძღოლი, რომელიც შემთხვევას შეესწრო.
ოფიციალური კიევი: უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაირღვა
უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაირღვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. მათივე ცნობით, სროლა დასახლება პესკისთან ნაღმმტყორცნებიდან განხორციელდა. ოფიციალური კიევის ცნობით, ოკუპანტებმა ასევე გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები. ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. შედეგად დაღუპულები არ არიან. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომებია მიღებული
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება მოვლენები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. „პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, თუ როგორი განვითარება მოჰყვება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებულ საკითხს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. შეგახსენებთ, რომ თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
„თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს
შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება ახალ დირექტორს სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების დაძლევაში დაეხმარება. „მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს „თბილსერვის ჯგუფს“. დავით ფაჩულია არის მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მქონე კადრი, რომელიც წლების განმავლობაში, კერძო სექტორში, სხვადასხვა ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. ის გახლავთ ბიზნესის მართვის მაგისტრი. განათლება აქვს მიღებული ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკონომიკის მიმართულებით და თვითონაც, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სასწავლებელში, წლების განმავლობაში, ტურიზმის სფეროში ლექციებს კითხულობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, დავით ფაჩულია 2020 წლიდან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ, დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
ანზორ ჩუბინიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა
ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება არანაირი შეხება არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მოწმის სახით გამოძახებულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა. „ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს ეტაპი და ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდის განმავლობაში მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ მქონდა. მე აქ გამოძახებული ვარ დაცვის მხარის მოწმედ. მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე", - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ
მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ. რა მნიშვნელობა აქვს, გინდა დახურეთ და გინდა მოხურეთ. ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს, - ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს, რომელიც სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს იხილავს. „თუ გგონიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ნათქვამი ვინმემ გაიგო და მოისმინა, ძალიან ცდებით. ისე ნუ გააკეთებთ, რომ წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სხდომა დავხურო. ვინაიდან თქვენი გამოსვლა არის შეურაცხმყოფელი როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის, მე გაძლევთ შენიშვნას და თუ თქვენი მონაწილეობა ხელს შემიშლის სხდომის გაგრძელებაში, დავხურავთ სხდომის დარბაზს და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებთ საქმის განხილვას. შეურაცხყოფას აქ არავინ არ მოითმენს“, - განაცხადა მოსამართლემ. შეგახსენებთ, რომ თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრი იქნება ლევან დავითაშვილი, მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შეუნარჩუნდება. ოთარ შამუგია იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. პრემიერმა ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა. „რჩება ჩვენი გუნდის წევრად, მას თავის გეგმები აქვს და ამის შესახებ თავად მოგახსენებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი შეცვლის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. ამ პოსტზე მას ლევან დავითაშვილი შეცვლის, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა. დავითაშვილის ნაცვლად ოთარ შამუგია იქნება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილს ვიცე-პრემიერის თანამდებობაც შეუნარჩუნდება. ამავე თემაზე: საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია
ნათია თურნავა: მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები
"ეკონომიკის მინისტრის რანგში გატარებული 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის", - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „3 წელი ვიყავი ამ მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ეს იყო მართლაც რთული წლები, მაგრამ, რაც მთავარია, შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება. ახალი ინიციატივების პერიოდი მოდის, ახალი გამოწვევები დგას და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. წარმატებებს ვუსურვებ მას. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ეს 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თქვენ მას გაგანდობთ. მადლობა ძალიან დიდი მედიას რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავითაშვილის შემცვლელი კი ოთარ შამუგია იქნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილის მოადგილე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა. ამჟამინდელი მინისტრი, ლევან დავითაშვილი კი ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე გადაინაცვლებს. „ოთარი არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ წარმატებული მინისტრი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შამუგია მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სულ 5 მოადგილე ჰყავდა. პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილია.