ძებნის რეზულტატი:
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში ძალიან მაღალი დინამიკა შეიმჩნევა
"მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში ძალიან მაღალი დინამიკა შეიმჩნევა", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი ვიზიტები, ისევე როგორც პირადი კონტაქტები მთავრობის წევრებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. „მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში ძალიან მაღალი დინამიკა შეიმჩნევა. მიხარია, რომ თავდაცვის მინისტრის ვიზიტით ეს დინამიკა მზარდია. ჩვენ საქართველოსთან ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით და ძმური ურთიერთობების განვითარებით ვართ დაინტერესებული. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები, ისევე როგორც პირადი კონტაქტები მთავრობის წევრებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
ბრიტანეთის საელჩო: საერთაშორისო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დასაძლევად
"მოხარული ვართ, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას #COP26, რომელიც გლაზგოში, ტარდება", – აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენცია #COP26 დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს. „მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ესწრება სამიტს, საერთაშორისო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დასაძლევად“, – აღნიშნულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში. 1-ელ ნოემბერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე სიტყვით წარსდგა და კავკასიაში გლობალური დათბობის კუთხით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას (COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები მსჯელობენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტს მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი ესწრება. დიდი ოცეულის ქვეყნები კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად, ღარიბი ქვეყნებისთვის, ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს გამოყოფენ
სემეკი: მოქალაქეებისთვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ ძვირდება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განმარტავს, რომ მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება. აღნიშნული განცხადება სემეკმა რეგიონებში გაზის ტარიფის 20 თეთრით გაძვირების შესახებ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოაქვეყნა. სემეკის განმარტებით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „ინტერ გაზის“ მიერ გავრცელებული განცხადება ბუნებრივი გაზის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს. "როგორც თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, ასევე რეგიონებში – შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“ დ შპს „ინტერ გაზის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკი არ ადგენს ბუნებრივი გაზის მიწოდება/მოხმარების ტარიფებს. კომისია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ადგენს მხოლოდ ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N69 ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დერეგულირებულია და არ ექვემდებარება სემეკის სატარიფო რეგულირებას. შესაბამისად, კომპანიები არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს საბაზრო პრინციპების შესაბამისად განუსაზღვრავენ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურს და ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულნი არიან ერთი თვით ადრე აცნობონ“, – აცხადებენ სემეკში. "არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით. ტარიფი მხოლოდ პურის მწარმოებელ კომპანიებს არ გაუძვირდებათ", - ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ფასის ცვლილება გამოწვეულია მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით. "2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს სოკარ ჯორჯია გაზის საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს სოკარ ჯორჯია გაზის მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: ჩვენს რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ყველა კოვიდპაციენტი აუცრელია
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ყველა კოვიდპაციენტი აუცრელია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი არცერთი პაციენტი ვაქცინირებული არ არის. „ინფექციის პრევენციის ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია. დღეში 30 ათასის ნაცვლად, 3-5 ათასი ვაქცინირებული, ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. რაც მეტი ვაქცინირებულია, მით ნაკლებია მძიმე პაციენტი. ჩვენი კლინიკის მაგალითზე გეტყვით - 70 პაციენტიდან, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, არცერთი არ არის ვაქცინირებული. ყველა მძიმე შემთხვევა, რომელიც მკურნალობს კლინიკაში, აუცრელია“, - აღნიშნა ლევან გოფოძემ „იმედთან“. 2 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 982 593 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 038 193 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %. სრულად ვაქცინირებულია 942 397 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.0%. პირველ ნოემბერს 3 369 ადამიანი აიცრა. 31 ოქტომბერს მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1 877. მანამდე კი 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი - 2265 იყო.
ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის ტემპზე: ასე პანდემიას ვერ დავამარცხებთ
3, 4 და 5 ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედად, ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. „ყოველდღიურად ვაქცინირებულ ადამიანთა შორის, უდიდესი ნაწილი მეორე დოზაზეა მისული, რაც ნიშნავს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებითი რესურსი, მკვეთრად გაიზარდოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, არ არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „იმედთან“. 2 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 982 593 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 038 193 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %. სრულად ვაქცინირებულია 942 397 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.0%. პირველ ნოემბერს 3 369 ადამიანი აიცრა. 31 ოქტომბერს მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1 877. მანამდე კი 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი - 2265 იყო.
2022 წლისთვის შაჰ-დენიზის მილსადენი 20 მლრდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს და საქართველო ტარიფის სახით მეტ გაზს მიიღებს
2022 წლისთვის შაჰ-დენიზის მილსადენი 20 მლრდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს და საქართველო ტარიფის სახით მეტ გაზს მიიღებს. როგორც კორპორაციაში განმარტავენ, აღნიშნული მოცულობა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ვინაიდან ამ მილსადენის მაქსიმალური დატვირთვა ჯერჯერობით 22 მლრდ კუბურ მეტრს აღწევს. "შესაბამისად, საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა მომდევნო წელს აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტიდან კიდევ უფრო მეტ დაბალფასიან ბუნებრივ აირს მიიღებს. მაგალითად, თუ მიმდინარე წელს ჯამურად საქართველომ 1.014 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიიღო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.500 კუბურ მეტრს მიაღწევს", - ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. რეგიონებში გაზი 20 თეთრით ძვირდება ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს „გაზპრომი“ მოლდოვას ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობს ჟოზეფ ბორელი: ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
ამირან გამყრელიძე: ნებაყოფლობით, ძლიერი წახალისების და შეზღუდვის გარეშე, მეტი ადამიანი აღარ აიცრება
საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 30-35% აღმოჩნდა და თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება, მიიჩნევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. გამყრელიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 18 წელს გადაცილებული მოსახლეობის 33%-ია, ხოლო ერთჯერადად მოზრდილი მოსახლეობის 36.6%. „საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, რომ აცრების ყოველდღიურმა რაოდენობამ მოიმატოს. მიუხედავად იმისა, რომ დავდივართ რაიონებში და ცნობადობა გაიზარდა, მოსახლეობის მხრიდან რეზისტენტობა მაღალია. მთელი რიგი ღონისძიებაა დაგეგმილი, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი. ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. ზოგიერთი ქვეყნისთვის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 20% იყო და ზემოთ ვეღარ წავიდნენ, ზოგიერთისთვის 40%, ზოგიერთისთვის 50%. ჩვენთვის ეს მაჩვენებელი 33-35%-ის ფარგლებში აღმოჩნდა. ასე რომ, თუ რაიმე ძლიერი წამახალისებელი არ იქნება ან რაიმე შეზღუდვა არ იქნება შემოღებული, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება, აცრები აღარ გაიზრდება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 2 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 982 593 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 038 193 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %. სრულად ვაქცინირებულია 942 397 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.0%. პირველ ნოემბერს 3 369 ადამიანი აიცრა. 31 ოქტომბერს მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა რუსეთი მოგზაურობისთვის ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა
რუსეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების გამო, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ქვეყანას საფრთხის უმაღლესი, მეოთხე კატეგორია მიანიჭა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. CDC-ი ამერიკელებს ურჩევს, თავი აარიდონ რუსეთში მოგზაურობას, ხოლო მოგზაურობის შემთხვევაში, დარწმუნდნენ, რომ სრულად ვაქცინირებული არიან და დაიცვან ისეთი ზომები, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია. ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსის 39 008 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 178 ადამიანი გარდაიცვალა. მოსკოვში 28 ოქტომბრიდან დაიკეტა სკოლები და საბავშო ბაღები, ასევე ყველა მაღაზია, გარდა იმ მაღაზიებისა, სადაც ძირითადი მოხმარების პროდუქტები იყიდება. 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულებს სახლიდან გასვლა 4 თვით აეკრძალათ.
რუმინეთს მძიმე კოვიდინფიცირებულები გერმანიაში გადაჰყავს
რუმინეთის საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მძიმე კოვიდინფიცირებულები გერმანიაში გადაიყვანოს. რუმინეთიდან უკვე გადაიყვანეს პაციენტები უნგრეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში გადაყვანა, რადგან ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიის მეოთხე ტალღის დროს პაციენტების ძალიან დიდ რაოდენობას ვერ უმკლავდება. რუმინეთი ევროკავშირის ქვეყნებში მეორეა ბულგარეთის შემდეგ, სადაც მხოლოდ 37%-ია სრულად აცრილი.
ევროკავშირის ელჩი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული", - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა. .31 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. როგორც კარლ ჰარცელი აღნიშნავს, ეს დანიშვნები მოხდა ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს; როდესაც მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა. "ამ თანამდებობებზე აქამდე მომუშავე ორმა ქალბატონმა თავიანთი თანამდებობები მოულოდნელად, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დატოვა. დანიშვნებამდე კანდიდატების გამოცხადება არ მომხდარა. დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ის მოჰყვა 12 ივლისს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, რომელსაც ეუთო/ოდირი-ს შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა 7 სექტემბერს; დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა. ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი–საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, – აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. 31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასდიოდათ, თუმცა, როგორც ფორმულას იუსტიციის საბჭოში უთხრეს, თავისი ნებით დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი არჩეულ კანდიდატებს ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრად მიიჩენევენ, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ. მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოში გიორგი გოგინაშვილი და პაატა სილაგაძე აირჩია
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ. მომიტინგეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. "რუსთავის ციხესთან შევიკრიბეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნით, ეს არის თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს. 33-ე დღეა ეს ადამიანი შიმშილობს.საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩამოვიდა ქვეყანაში იმისთვის, რომ დაეხმაროს ქვეყანას და ივანიშვილმა გამოკეტა ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება", - განაცხადა აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა. რუსთავსა და ბათუმში აქციები პარალელურად მიმდინარეობს. მოქალაქეები და პოლიტიკური ლიდერები ბათუმის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. როგორც აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, მთელმა საქართველომ უნდა იბრძოლოს მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად. „ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა. ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც ეს თავისუფლება შეზღუდული აქვთ, იქიდან გავათავისუფლებთ. ვინც ახლა გვებრძვის, საშინელებებს კადრულობდნენ, ფული ფულად, დაშინება დაშინებად, ძალადობა ძალადობად, მოსყიდვა მოსყიდვად, მუქარა მუქარად, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ მოიგეს არჩევნები. გაყალბებაც იმდენად გაუჭირდათ, რომ ბათუმში ერთპროცენტიანი სხვაობის დაწერაზე მეტი ვერ შეძლეს. ამიტომ, არ ჩათვალოთ მუქარად ბიძინა ივანიშვილო. ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა, რომ ჩვენ შეიძლება, თქვენთან ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი შემოვიდეთ საჭიროების შემთხვევაში. თქვენ ხართ დიქტატორი, ადამიანი, რომელიც აბუჩად გვიგდებთ, მაგრამ ამას ვეღარ გააგრძელებთ. არ მიყვარს თარიღების დაკიდება, არ ჟღერს ეს სერიოზულად, სიურპრიზებსაც მოგიმზადებთ, რომელიც გაგაკვირვებთ და გაახარებს ამ ქვეყნის ბევრ ქომაგს", - განაცხადა ნიკა მელიამ. "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, რა დამოკიდებულება ჰქონდა სააკაშვილთან "შევარცხვინე ის ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედას შეაგინებს. ეს არ არის საქართველო. ასე არ შეიძლება, ეს არ არის ქართველობა. მე გამოვედი, რომ ვიდგე თქვენს გვერდით, ვიყო ერთ-ერთი თქვენგანი, ამით ჩემს თავს ვუთხარი, რომ არანაირი უკან გადასადგმელი ნაბიჯი არ მექნება. არ ვიქნებოდი მართალი, გესაუბროთ მიტინგზე და შემდეგ პარლამენტის სავარძლიდან გესაუბროთ. მე ვიქნები თქვენთან ერთად მშვიდობიანად, მტკიცედ და ვიქნები, მანამ, ვიდრე ამ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, ვიდრე არ იქნება სამართლიანი სასამართლო, ვიდრე ეს ბიჭები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ, არ დაამთავრებენ შავ მენტალიტეტს საქართველოში. ძველი ბიჭების დრო უნდა დავამთავროთ", - განაცხადა აქციაზე ხაზარაძემ. აქციაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
თენგიზ ცერცვაძე: კლინიკური სექტორი გადატვირთულია, მალე ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება
"კლინიკური სექტორი გადატვირთულია. მოლოდინია, რომ კკორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევები 50 ათას აჭარბებს რაც ძალიან მაღალი ციფრია, 6500-ზე მეტი ადამიანი კი ჰოსპიტალიზებულია. მისი თქმით, შეღზუდვების გამკაცრებას არ ელოდება და პირადად ის არც ემხრობა ამას. "ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის უკანსვლა და ადამიანების ცხოვრების გაუარესება, მაგრამ ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრებას. ამაზე მე პირადად ვსაყვედურობ ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას. რაც შეეხება გარდაცვალების რიცხვს, რაც არის 40-დან 50-მდე - ეს ძალიან მაღალი რიცხვია ჩვენი ზომის პატარა ქვეყნისთვის და თითოეული გარდაცვლილი ადამიანი დიდი ტკივილი და დიდი დანაკარგია ოჯახისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ თუ მივუდგებით გლობალურად, შევადარებთ სხვა ქვეყნებს, კლინიკური სექტორის ძირითადი მაჩვენებელი არის ერთადერთი - ყველა კოვიდავადმყოფიდან გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში არის ძალიან დაბალი, უფრო დაბალი, ვიდრე აშშ-ში და უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის 32 ქვეყანაში. ეპიდსიტუაცია სამწუხაროდ რჩება მძიმე, სერიოზული. გასულ ორ კვირაში იყო ერთგვარი სტაბილიზაცია - 4000 ახალი შემთხვევის ფარგლებში, დღეს უკვე 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო. მოლოდინია, რომ ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება. კლინიკური სექტორი ამჟღავნებს ძალიან სერიოზულ მდგრადობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ასეთი გადატვირთვის მიუხედავად, არცერთი ავადმყოფი ჯერჯერობით არ დარჩენილია ექიმის და სრულფასოვანი მომსახურების გარეშე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი.
თენგიზ ცერცვაძე: მომხრე ვარ ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული პრივილეგიები მიეცეთ. ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტი შემოვიღოთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის ემხრობა მოსაზრებას ვაქცინირებული ადამიანებისთვის გარკვეული პრივილეგიების დაწესების შესახებ. მისი თქმით, მომხრეა ქვეყანაში ე.წ მწვანე კოვიდპასპორტები ამოქმედდეს. „შეზღუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე, არ ვემხრობი. ერთგვარად ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის რეცესია და ადამიანების ცხოვრების დონის გაუარესება, შესაბამისად, მათი გაღიზიანება. უფრო ხშირად ისმოდა ასეთი ფრაზა, „რა მნიშვნელობა აქვს კოვიდისგან დავიღუპები თუ შიმშილით“. თუმცა, ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას. ამაში მე პირადად ვსაყვედურობ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას. ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას, ანუ ერთგვარი, ირიბი ვალდებულება, ირიბი იძულება. არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა, მაგრამ შეიძლება არაპირდაპირი მექანიზმები ამოქმედდეს, როგორიც მუშაობს აშშ-სა და მთელ ევროპაში. ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, რომ ის ორჯერ ვაქცინირებულია, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს კოვიდი, ან წარმოადგენს უარყოფით "პისიარ" ტესტს, მას მიეცეს პრივილეგიები გარკვეულ სივრცეებში აქტივობისთვის. თუ არ გინდა აცრა, შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს, არავინ გსჯის შენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძე: კლინიკური სექტორი გადატვირთულია, მალე ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება
თენგიზ ცერცვაძე: მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, მიუღებელია როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მიერ გამართული ხალხმრავალი შეკრებები
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე მიუღებელია პერმანენტული ხალხმრავალი აქციები. ცერცვაძის თქმით, მისთვის მიუღებელია როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მიერ გამართული ხალხმრავალი შეკრებები. „ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები, ქელეხები, ეს არ გვყოფნიდა და ახლა პოლიტიკური აქციები დაემატა. ახლა ვიღაც იტყვის, თვითონ ხელისუფლებამ ჩაატარა ერთი დიდი აქცია - ჩაატარა და სამედიცინო თვალსაზრისით, ეს არ იყო კარგი, ისევე როგორც არ იყო კარგი ოპოზიციის მიერ ჩატარებული ხალხმრავალი აქცია, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრება, პოლიტიკური აქტივობა ამას მოითხოვდა. ხელისუფლებამ ერთი ხალხმრავალი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია ახლა აანონსებს პერმანენტულ ხალხმრავალ აქციებს - ეს არის განსხვავება. ცუდია ის ერთიც, მაგრამ სად ერთი და სად პერმანენტული აქციები?!“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძე: კლინიკური სექტორი გადატვირთულია, მალე ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება თენგიზ ცერცვაძე: მომხრე ვარ ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული პრივილეგიები მიეცეთ. ე.წ. მწვანე Covid პასპორტი შემოვიღოთ
შვეიცარიის პროკურატურამ UEFA-ს და FIFA-ს ყოფილ პრეზიდენტებს თაღლითობის ბრალდება წაუყენა
შვეიცარიის პროკურატურამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIFA) და ევროპის საფეხბურთო ასოციაციების ფედერაციის (UEFA) ყოფილ პრეზიდენტებს, ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის თაღლითობის ბრალდება წაუყენა. ინფორმაციას შვეიცარიის პროკურატურა ავრცელებს. Euronews-ის ცნობით, UEFA-ს და FIFA-ს ყოფილ პრეზიდენტებს ბრალი ედებათ ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის მითვისებასა და საბუთების გაყალბებაში. აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებამ 2015-2016 წლებში ბლატერისა და პლატინის გადადგომა გამოიწვია. ორივეს აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული თანამდებობების დაკავება ჯერ 8 წლით, შემდეგ კი - კიდევ ექვსი წლით. გამოძიება კიდევ რამდენიმე ბრალდებაზე მუშაობს, მათ შორის კორუფციის ბრალდებაზე, სპორტული ჩინოვნიკებისთვის თანხების გადახდასთან დაკავშირებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც ჟურნალისტებს დევნის
"აშშ-ის ხელისუფლება სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, პასუხი აგებინონ დამნაშავეებს, ვინც დევნის და აშინებს ჟურნალისტებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა უზრუნველყოფს ლიდერების ანგარიშვალდებულებას, იცავს მოქალაქეთა უფლებებს, საზოგადოების ინფორმირებულობის გარანტია. "ბერვ ქვეყანაში ჟურნალისტები პირისპირ ეჯახებიან ძალადობის მუქარას, ან პატიმრობას. უფრო ხშირად ეს მუქარები მოდის ხელისუფლებისგან, ცდება მათი სახელმწიფოს საზღვრებს, მათ შორის, ციფრული სათვალთვალო ტექნოლოგიების არასათანადო გამოყენების გზით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ჟურნალისტების კომუნიკაციებს და ადგილსამყოფელს, რათა შეზღუდონ მათი შესაძლებლობა გააშუქონ სამთავრობო კორუფცია და რეპრესიები. სახელმწიფო დეპარტამენტი ისწრაფვის მასმედიის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში და საზღვარგარეთ და მოვუწოდებთ სხვა ხელისუფლებებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც დევნის, აშინებს და იყენებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულისა და დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელდა . ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულისა და დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2013 დაწესდა, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მედიიის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პრობლემებზე. კელი დეგნანი: გვაქვს ინფორმაცია მედიაზე, დამკვირვებლებზე თავდასხმების, ასევე მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ "მედია ტოტალური მოსმენების და ძალადობის სამიზნე იყო" - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
ცესკო: 1830 საარჩევნო უბნიდან გადათვლილია 201 უბანი, რასაც შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 1830 საარჩევნო უბნიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადათვლილია 201 უბნის შედეგები, რასაც მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. როგორც ცესკოში აცხადებენ, გადათვლის შედეგად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში 21 ხმა დააკლდა, 28 კი მოემატა. ხოლო „ქართულ ოცნებას“ დააკლდა 10 ხმა და მოემატა - 23. ,,საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში 1-ელ ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები. წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკას გადათვლის საბოლოო შედეგების თაობაზე. მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. 2 ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა, იხილეთ ბმულზე: https://cesko.ge/geo/list/show/127465-munitsipalitetis-organota-archevnebis-meore-turis-gadatvlis-statistika-“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ამერიკის საელჩო: დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, წარმოეჩინა გამჭვირვალობა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის დანიშვნაზე ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშავს, რომ დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით. „31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი. პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა. დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას. [რეფორმებს] შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფისთვის. სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს.ეთიკური სასამართლო სისტემა ქვეყნის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის ხერხემალია. ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხალხს ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური ზრდისა და ქართული და უცხოური ბიზნესინვესტიციების მოსაზიდად. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც გაზრდის ანგარიშვალდებულებას, პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობას და დაეხმარება საქართველოს, მიიღოს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღიშნულია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, 31 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენცია გაიმართა. მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს - პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. “მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩია. ვულოცავ პაატა სილაგაძეს და გიორგი გოგინაშვილს და ვუსურვებ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა საბჭოში წარმატებული და ნაყოფიერი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის”, - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა. კონფერენციას 266 მოსამართლე დაესწრო.
Facebook-ი სახის ამოცნობის ფუნქციას გათიშავს
Facebook-ი სახის ამოცნობის ფუნქციას გააუქმებს. იტყობინება Associated Press-ი. Meta-ს ვიცე-პრეზიდენტმა მომხმარებლებს აცნობა, რომ ყოველდღიურად მომხმარებელთა მესამედზე მეტმა გამოიყენა ეს სისტემა. საუბარია 600 მლნ ადამიანზე. ჯერომ პესენტის თქმით, კომპანია ცდილობდა, გაეანალიზებინა ტექნოლოგიის გამოყენების დადებითი მხარეები „მზარდი სოციალური შეშფოთების წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მარეგულირებლებს ჯერ კიდევ არ აქვთ დადგენილი მკაფიო წესები". Facebook-მა 2019 წელს დაასრულა სახის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ატვირთულ ფოტოებშიმეგობრების იდენტიფიცირებას გულისხმობდა და ავტომატურად შესთავაზა მათ მონიშვნის ფუნქცია. კომპანიას ამის გამო ილინოისში უჩივლეს კიდეც. ცნობისთვის, კომპანია Facebook-მა სახელი 28 ოქტომბერს შეიცვალა.
AP: CIA-ს დირექტორი მოულოდნელად მოსკოვს ეწვია და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი რუსეთს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ. ბერნსი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა და მიზანი აშშ-რუსეთის ურთიერთობების განხილვა იყო. იუწყება პატრუშევის ოფისი. ამასთან, Reuters-ი რუსეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უილიამ ბერნსი აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ დელეგაციას ხელმძღვანელობს. „დელეგაცია რუსეთის მთავრობის წევრებს ხვდება, რომ ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი საკითხები განიხილოს“, - აღნიშნავს საელჩოს წარმომადგენელი. „ორ ქვეყანას შორის კავშირები დაიძაბა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული აჯანყების მხარდაჭერის, ჰაკერული თავდასხმების და სხვა საკითხების გამო“, - წერს ამერიკული მედია. მედია ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში, ივნისში გამართეს შეხვედრა რათა თავიანთ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი გაეხადათ.