ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირმა და აშშ-მა 2030 წლისთვის მეთანის ემისიის შესამცირებლად გლობალური პარტნიორობა გამოაცხადეს
ევროკავშირმა და აშშ-მა 2030 წლისთვის მეთანის ემისიის შესამცირებლად გლობალური პარტნიორობა გამოაცხადეს. აშშ-ის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩათვლით, „მეთანის გლობალურ პაქტს“, 90-მდე ქვეყანა შეუერთდა. ჩინეთმა, რუსეთმა და ინდოეთმა კი უარი განაცხადეს შეთანხმების მიხედვით, მეთანის გამოყოფა 2030 წელს 2020 წელთან შედარებით 30%-ით ნაკლები უნდა იყოს. „ჩვენ ვერ მოვიცდით 2050 წლამდე. ჩვენ სწრაფად უნდა შევამციროთ გამონაბოლქვის გამოყოფა. მეთანის ემისიების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რამ არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია გლობალური დათბობის შესამცირებლად“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, მეთანი ერთ-ერთი მთავარი სათბური გაზია და მისი ემისია კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ითვლება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მეთანის ემისიების შემცირება გლობალური დათბობის შეჩერებაზე, სავარაუდოდ, სწრაფ ზეგავლენას მოახდენს.
ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილი ტესტების ჩატარებას დათანხმდა, დღეს ბევრად ცუდადაა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი გუშინდელთან შედარებით უფრო სუსტადაა. მისი თქმით, ხვალ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით სხვადასხვა ტესტები ჩაუტარდება. „დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი იყო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. ყველანაირი ტესტები გაუკეთდება. ციხის ექიმებთან ერთად ჩვენ ვთხოვეთ ექიმებს, რომ თუ შეიძლება კიდევ ერთი ტესტი ჩავატაროთ, არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. დასუსტებული იყო, წნევის თამაში იყო, პულსი სხვადასხვა იყო დღის განმავლობაში”, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 33 დღეა შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი. რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა ექიმთა კონსილიუმთან კომუნიკაციაზე უარი თქვა და მედიკამენტოზურ ჩარევაზე უარი განაცხადა.
ვენისა და ბერლინის მიმართულებით, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები განახლდა
ვენისა და ბერლინის მიმართულებით, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები განახლდა. Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულდება დაიწყო. ავსტრიის დედაქალაქის მიმართულებით ავიაკომპანიის თვითმფრინავი კვირაში ორჯერ იფრენს. ხოლო, გერმანიის დედაქალაქის მიმართულებით, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთხელ. საქართველოს მოქალაქეებს გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში PFIZER-ით აცრას მხარი დაუჭირა
"აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო „PFIZER“-ის ვაქცინის გამოყენებას 5-11 წლის ასაკის ბავშვებში მხარი დაუჭირა",- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ ასაკის ბავშვებში აცრა, შესაძლოა, ოთხშაბათიდან დაიწყოს. “ვიცით, რომ მილიონობით მშობელს სურს შვილების ვაქცინაცია და ამ გადაწყვეტილებით ახლა ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, ვაქცინა დაახლოებით 28 მილიონმა ბავშვმა მიიღოს,“- აღნიშნა როშელ ვალენსკიმ.
ჩინეთში COVID19-ის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში COVID19-ის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ახალი შემთხვევებიდან 35 ქალაქ ხეიხეში დაფიქსირდა. ამასთან, მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქებს შორის გადაადგილებისგან. ასევე, ქორწილებზე და მასობრივ შეკრებებზე უარი თქვან. ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 97 423 შემთხვევაა გამოვლენილი.
ნიუ-იორკის მერი ყოფილი პოლიციელი, აფროამერიკელი ერიკ ადამსი გახდა
ყოფილმა პოლიციელმა ერიკ ადამსმა ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ყოფილი პოლიციელი შშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყო. ერიკ ადამსი ნიუ-იორკის უკვე მეორე აფროამერიკელი მერია. აღსანიშნავია, რომ ყოფილი სამართალდამცველის საარჩევნო კამპანიის ძირითადი თემა ნიუ-იორკის უსაფრთხოება იყო. „ჩემი საარჩევნო კამპანია წარმატებული იყო. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ამისრულდა ოცნება და ნიუ-იორკის მერი გავხდები. ესაა ქალაქი, რომელიც ძალიან მიყვარს“, - დაწერა ადამსამა Twitter-ზე. მისი კონკურენტი, რესპუბლიკური პარტიიდან კი ორგანიზაცია Guardian Angels-ის დამფუძნებელი კერტის სილვა იყო.აღნიშნული ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივისტებისგან შედგება და კრიმინალურ ჯგუფებს ებრძვის. აღსანიშნავია, რომ პანდემიის ფონზე, ნიუ-იორკის მერობის ორივე კანდიდატის გამოცდილება კრიმინალთა ბრძოლას უკავირდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა
"ჩვენ ჩამოვედით. ისინი არ გამოცხადნენ. როგორ აკეთებთ ამას და მერე ლიდერობის მანტიაზე გაქვთ პრეტენზია?", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რითაც ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის არჩასვლას გამოეხმაურა. „ჩვენ ჩამოვედით. ისინი არ გამოცხადნენ. ეს გიგანტური საკითხია, მათ კი ამას უბრალოდ გვერდით ჩაუარეს. როგორ აკეთებთ ამას და მერე ლიდერობის მანტიაზე გაქვთ პრეტენზია?“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა. გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციას 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.
ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოს ტერიტორიაზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა
Reuters-ის ცნობით, ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოს ტერიტორიაზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მომხდართან დაკავშირებით ისრაელში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. ისრაელმა დამასკოს მიმართულებით რაკეტები 31 ოქტომბერსაც გაუშვა. დაბომბვა, როგორც ახლა, მაშინაც დამასკოს ერთ-ერთი გარეუბნის მიმართულებით გახორციელდა. 31 ოქტომბერს სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრმა განაცხადა, რომ, ისრაელის სამიზნე ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ მოკავშირე დაჯგუფების იარაღის საწყობები გახდა.მათი განცხადებით, სარაკეტო შეტევის შედეგად ორი სირიელი ჯარისკაცი დაშავდა და რამდენიმე ობიექტი დაზიანდა. ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მათი ქვეყანა, სირიაში ირანის პოზიციების გაძლიერებას არ დაუშვებს.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 6024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 6024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 58 291 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 818 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 10.33%. "Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის - 9.13% ხოლო 7 დღის - 9.46%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 818 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 673 640-მდე. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 185 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 237 შემთხვევა, აჭარა - 229, იმერეთი - 1 148, ქვემო ქართლი - 417, შიდა ქართლი - 508, გურია - 183, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 553, მცხეთა-მთიანეთი - 124, სამცხე-ჯავახეთი - 163, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 114 საიდანაც: 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 490, აჭარაში - 529, იმერეთში - 1 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 588 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 600, აჭარაში - 109, იმერეთში - 499. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 ადამიანი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 40, იმერეთში - 33. 1 091 პაციენტია მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 206 - აჭარაში. 41 477 პაციენტი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 2 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 36 770 ადამიანი.
საქსტატი: ბოსტნეულზე ფასები 43%-ით გაიზარდა, პურპროდუქტებზე-19%-ით, ზეთსა და ცხიმზე - 31%-ით, რძის ნაწარმზე - 18% - ით, ტრანსპორტზე - 19%-ით
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში ინფლაციის ახალ მაჩვენებელს აქვეყნებს. 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ოქტომბერში, გასულიწლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიურისაბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.2 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული -43.0 პროცენტი, ზეთი და ცხიმი - 31.6 პროცენტი, პური და პურპროდუქტები - 19.4 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი - 18.2 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 18.0პროცენტი, თევზეული - 16.0 პროცენტი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელებიდა ნატურალური წვენები - 13.0 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 11.2 პროცენტი, ხილიდა ყურძენი - 9.3 პროცენტი, ყავა, ჩაი და კაკაო - 6.4 პროცენტი. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 პროცენტით, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 28.9 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურებაზე 2.8 პროცენტით. ამასთან,ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე _ -1.3 პროცენტი. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9 პროცენტიანი მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულიაქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 13.9 პროცენტი, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 7.3 პროცენტი, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5 პროცენტი; ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია - 8.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფისწვლილმა წლიურ ინდექსში 0.65 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინოპროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 12.7 პროცენტი, საავადმყოფოების მომსახურების - 5.3 პროცენტი და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 3.6 პროცენტი, ქვეჯგუფებზე. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასებისცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც თვისინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), თევზეული(4.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-1.1 პროცენტი);ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე0.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (17.8 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3.7 პროცენტი) ქვეჯგუფზე.
როდიდან მიიღებენ სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ერთჯერად ვაუჩერს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელების მიზნით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კონკრეტული დავალებები მისცა. აღნიშნულ დავალებებს შორის არის დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პროგრამის ბოლომდე მიყვანა, ასევე, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი ვაუჩერების პროექტის იანვრიდან შეუფერხებლად დაწყება. "მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერის თემა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო. მომდევნო წლიდან სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იანვრიდან, უკვე წლის ნებისმიერ დროს, მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტები შეიძინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებზე. "ჩვენ მოსახლეობისთვის მიცემული გვაქვს დაპირება, რომ არცერთი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა არ იქნება თბილისში. 10 000-მდე ოჯახს დავეხმარეთ, გავაბედნიერეთ და სიხარული დავუბრუნეთ სახეზე. ესენი იყვნენ „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ ადამიანებმა იციან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს და ეს პრობლემა მათთვის მოგვარებული იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად უნდა იქნეს მოწესრიგებული და ანალოგიური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მათაც, რაც სხვა სამშენებლო კომპანიების შემთხვევაში იყო", - განაცხადა თბილისის მერმა. აღნიშნული პროგრამების განხორციელება მერის მოადგილე ილია ელოშვილის დაევალა.
კახა კალაძე: უკლებლივ ყველას მერი ვარ
"ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ უკლებლივ ყველას მერი ვარ", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. „ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, ყველაზე კომფორტულ, ყველაზე მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ. ამ მიზნების მისაღწევად თითოეული თბილისელის ჩართულობა და აქტიურობაა საჭირო, მე თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების, მშრომელი და განათლებული ახალი თაობის აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, რადგან ჩემი გულწრფელი სურვილია, ამ ქალაქის ისტორია ერთად დავწეროთ და ერთად ვაქციოთ ეს ქალაქი ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის. მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად, აბსოლუტურად გახსნილები ვართ კომუნიკაციისთვის. მზად ვართ ყველა თაობის ადამიანს მოვუსმინოთ“, - განაცხადა კალაძემ.
ვალერი გელბახიანი: სააკაშვილმა და მე ძველი წყენა დავივიწყეთ
"ძველი წყენა დავივიწყეთ. ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვს და მეც ვალდებული ვარ როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე გვერდში დავუდგე", - ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა. ვალერი გელბახიანის თქმით, მზადაა სააკაშვილს პროფესიული მომსახურება გაუწიოს. "შემომითვალა და მისი თანხმობით შევდივარ. მე მასთან ვიდრე დააპატიმრებდნენ რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ჩვენი ძველი წყენა დავივიწყეთ. ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვს და ბუნებრივია, თანადგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან და მათ შორის, მეც ვალდებული ვარ როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე დავუდგე გვერდში და თუ რამეში დასჭირდება ჩემი თავი, ჩემი მომსახურეობა, მე მზად ვარ. მე გაცნობილი არ ვარ დეტალებში, მაგრამ რასაც ვუსმენ, როგორც იურისტმა შემიძლია ვთქვა, რომ სასაცილოა, მის მიმართ აბსურდული ბრალდებებია", - განაცხადა გელბახიანმა.
საქართველოში კოვიდვაქცინით 33.1% სრულად აიცრა
საქართველოში, 3 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 986 729 COVID19-ის საწინააღმდეგო აცრა. ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 36.6 %. სრულად ვაქცინირებულია 944 520 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 33.1%. ცნობისთვის, 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.
ფინანსთა სამინისტრო: 2021 წლის 9 თვეში სახელმწიფომ საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს 1.4 მილიარდი ლარი დაუბრუნა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვეში სახელმწიფომ საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს 1.4 მილიარდი ლარი დაუბრუნა, რაც ძირითადად დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სახით განხორციელდა. “როგორც იცით, ფინანსთა სამინისტრიოს ერთ-ერთი პრიორიტეტია საგადასახადო ზედმეტობების დასაბრუნებლად საგადასახადო ზედმეტობების ქვეანგარიშზე თანხების მიმართვა. წლის დასაწყისისთვის ნაშთი საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების ქვეანგარიშზე შეადგენდა 534,400,000 ლარს. 2021 წლის 9 თვის განმავლობაში ამ ანგარიშზე მიმართულია 1,370,000,000 ლარი, ხოლო ზედმეტობების სახით ამავე პერიოდში დაბრუნებულია 1,382,700,000 მლნ ლარი,” - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ვიოლა ფონ კრამონი: ბოსნიაში დასავლეთის პოზიციების შესუსტება, ნიშნავს, პუტინის პირდაპირ მოწვევას, იმოქმედოს არამხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში
დასავლეთი ბოსნიაში პოზიციების შესუსტებას თუ დაუშვებს, ეს იქნება პუტინის მოწვევა, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. „P-3-ის და ევროკავშირის სისუსტე ბოსნიაში გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე: ნათელი გამოცდა კრემლის კიდევ უფრო მეტად აგრესიული საგარეო პოლიტიკისთვის. დასავლეთი თუ დაუშვებს, რომ ეს მოხდეს ბოსნიაში და დეიტონის შეთანხმება მოკვდება, ეს არის მოწვევა პუტინისთვის, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, გახსენებთ უკრაინასა და საქართველოს“ – წერს ევროდეპუტატი. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო მიმდინარე კვირაში განიხილავს „იუფორის“ (EUFOR) სამშვიდობო მისიის მანდატის ერთი წლით გახანგრძლივებას ბოსნიაში. ბოსნია და ჰერცეგოვინის დაშლის და ახალი კონფლიქტის პერსპექტივები ძალიან რეალურია, თუ ეთნიკური სერბების ჯარები ბოსნიის არმიიდან გავლენ, – ამის შესახებ ბოსნიის და ჰერცეგოვინის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კრისტიან შმიდტმა განაცხადა. საერთაშორისო დესპანის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის პატარა ქვეყანას შეიძლება შეექმნას ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეზღუდავს ბოსნიელი სერბების სეპარატისტულ ქმედებებს. გერმანელი დიპლომატის განცხადებით, ბოსნიელი სერბები საფრთხის ქვეშ აყენებენ არამხოლოდ ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს შეთანხმების გაუქმება, რომელმაც დაასრულა ბოსნიის ომი 1995 წელს.
დღეს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება
საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს - დიპლომატიის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ცნობილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, სულხან- საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. „დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება, რომელიც 2004 წელს დაწესდა საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტექსტში.
USAID-ის მისიის დირექტორი: განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირთან და NATO-სთან უფრო ღრმა ინტეგრაციას
60 წლის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ აშშ-ის საერთაშორიო განვითარების სააგენტო დააფუძნა. ამ დღესთან დაკავშირებით, USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი საქართველოს მოსახლეობისათვის დღემდე გაწეულ მხარდაჭერასა და მომავალში პარტნიორობის გაღრმავების გეგმებზე საუბრობს. „ჩვენი დაარსების დღიდან ზუსტად 60 წლის შემდეგ, ჩვენ ვართ აშშ-ის მთავრობის წამყვანი სააგენტო, რომელიც მთელ მსოფლიოში ხელს უწყობს ადამიანებს, თემებსა და საზოგადოებებს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში. საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას მხარს ვუჭერთ 1992 წლიდან. ხელს ვუწყობთ მოსახლეობას, შექმნან ძლიერი საზოგადოება, ანგარიშვალდებული დემოკრატია, ინკლუზიური ეკონომიკა. გარდა ამისა, 2022 წელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ, რაც დაკავშირებულია აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასთან. მათ შორისაა, ენერგოსისტემა, რომელიც სითბოსა და ელექტროენერგიას აწვდის მოსახლეობას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარება, როგორიცაა ტუბერკულოზი, ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების განხორციელება, რომლებიც დააჩქარებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და სხვა. ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა, ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს მომავალზე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა მიაღწიოს იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობა მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირთან და NATO-სთან უფრო ღრმა ინტეგრაცია. ვაგრძელებთ დღეს არსებული გამოწვევების გადალახვისთვის საჭირო მხარდაჭერას, როგორიცაა კორონავირუსი, კიბერშეტევა, ანგარიშვალდებული დემოკრატიის საჭიროება. მზად ვართ, გავაგრძელოთ პარტნიორობა საქართველოს მოსახლეობასთან და ხელი შევუწყოთ მათ მომავალი გამოწვევების გადალახვაში“, - აღნიშნავს პიტერ ვიბლერი ვიდეომიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს: მოემზადეთ, გადადეთ ფული, ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას
"ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება", - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან ქართველ ემიგრანტებს. სააკაშვილის მიმართვა მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გააცნო. „დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც მთელ მსოფლიოში აწყობს აქციებს. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
თამარ გაბუნია: ეპიდსურათი უკიდურესად რთულია
„ეპიდსურათი უკიდურესად მძიმეა და ამ ვითარებაში კლინიკური ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ახალი მედიკამენტების დანერგვის ხელშეწყობა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მსჯელობა გაიმართა, როგორ მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, რომელიც ქვეყანას გერმანიამ რამდენიმე დღის წინ გადასცა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, Roche-ს წარმოების კოვიდის საწინააღმდეგო წამლები გამოიყენება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის, რომლებსაც დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, 65 წელს გადაცილებული, თანხმლები დაავადების მქონეები, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა და ასე შემდეგ. ამ პრეპერატს კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკები მიიღებენ, ამასთან, გაწერილია მოხმარების დეტალური ინსტრუქცია. ქვეყანამ მონოკლონური ანტისხეულები ასევე მიიღო აშშ-სგან და ის შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის გამოიყენება, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე და ის გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც კოვიდსტასტუმროში ან ბინაზე მკურნალობენ.