თეგი: ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გივი თუმანიშვილი წარუდგინა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საბჭოს აპარატის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გივი თუმანიშვილი წარუდგინა. შსს-ს ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დეპარტამენტების დირექტორებმა ახალ უფროსს სტრუქტურული დანაყოფების ფუნქცია-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის უფროსი იყო, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი 11 თებერვალს დანიშნა.

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. მინისტრი დეპუტატებს საიდუმლო შესყიდვებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს. როგორც ცნობილია, შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება. ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურს  "მინისტრის საათის" ფორმატში, 17 მარტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

ვახტანგ გომელაური: საქართველოს საზღვარი კონტროლდება მაღალ დონეზე

უკრაინაში ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში საქართველოში შემოსულია რუსეთის 20 000 მოქალაქე, როდესაც 2019-ში შემოსული იყო 40 000, ანუ თითქმის ორმაგი, ანალოგიური 13 დღის განმავლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. „საზღვარს რაც შეეხება, საზღვარი კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გვაქვს მაქსიმალურად აქცენტი გაკეთებული უსაფრთხოებაზე, როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე გამშვებ პუნქტებზე. იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოს რაღაც უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში. ეს არ არის მართალი. 2020 წელს დაკეტილი იყო მთლიანად. 2019 წელს და 2021 წელს თუ შევადარებთ, დაახლოებით 70 პროცენტია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, იმაზე ნაკლებია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ასევე წაიკითხეთ: პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა

ვახტანგ გომელაური: ომი უკრაინას, რომ არ დაუწყია ყველამ კარგად იცის. ამას რა კითხვა უნდა?!

რუსეთმა პირდაპირ გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. "ეს კითხვა, მგონი, საერთოდ არ უნდა დაისვას, ჩემი აზრით. რუსეთმა პირდაპირ შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ? რა კითხვა უნდა, უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის. ეს კითხვა, ჩემი აზრით, დასასმელი არც არის", - განაცხადა გომელაურმა. ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ გომელაური: საქართველოს საზღვარი კონტროლდება მაღალ დონეზე

ნდობის ჯგუფის წევრებმა ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, რომელმაც უწყების საქმიანობის საიდუმლო ნაწილის შესახებ 2021 წლის ანგარიშზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებებზე, სტრატეგიული მილსადენის დაცვასა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზეც გაამახვილა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი უმნიშვნელოვანესი მანდატიდან გამომდინარე, საქმიანობს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მართლწესრიგის უზრუნველყოფა, დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო საზღვრის მართვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. სამინისტრო თავისი ფუნქციებით სხვადასხვა სფეროში და ჩვენს მოქალაქეებთან ყოველდღიური, მჭიდრო კონტაქტით, საზოგადოებრივი სერვისის ყველაზე დიდი მიმწოდებელია ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ინტერესების გათვალისწინებით, სამინისტროს ამოცანების ეფექტიანი შესრულების მიზნით, უწყების საქმიანობის გარკვეული ნაწილი არ არის საჯარო და ის დახურულია. სწორედ ამ ნაწილზე გვქონდა დღეს საუბარი. ეს ეხება სფეროებს, როგორებიცაა: სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და საიდუმლო შესყიდვები“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ასევე წაიკითხეთ: პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა

ვახტანგ გომელაური: საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში გაფართოვდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოქმედების არეალი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საპატრულო პოლიციაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება განახლების, გადაიარაღებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახვეწა და გააუმჯობესა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდება. „უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საპატრულო პოლიციაში მთელი რიგი განახლების, გადაიარაღების და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახვეწა და გააუმჯობესა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდება; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შეიძინა ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა, კერძოდ: გრაფიკულ სამუშაოებზე ადაპტირებული კომპიუტერული მოწყობილობები, ვიდეოკამერები, ალკომეტრები და შესაბამისი სასერვერო უზრუნველყოფა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის პროცესის გაციფრულებისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის ამოქმედების მიზნით, შეიქმნა და საპილოტე რეჟიმში დაინერგა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვისელექტრონული ბარათები შემუშავებულია ევროკავშირის კადასის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტრონული პლატფორმა უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების GPS -კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციას. საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს ერთიანი მომსახურების ცენტრი გორში, ასევე იგეგმება საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრების მოწყობა ბათუმში", - განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 50 პროცენტითაა შემცირებული

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, დღეს რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 50 პროცენტით არის შემცირებული. „საზღვარზე საუბრისას, მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალის“ გავლით“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური: შსს ყველაფერს აკეთებს, რომ მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა, მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა, მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება, გაძლიერებულია კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე. მოგეხსენებათ, სახელმწიფო საზღვარი არც ერთ ქვეყანას არ აქვს 100%-ით დაცული, მათ შორის არც ჩვენზე დიდ და ძლიერ ქვეყნებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს. „საზღვარზე საუბრისას, მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალის“ გავლით“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 50 პროცენტითაა შემცირებული

ვახტანგ გომელაური: 72 ძებნილი დავაკავეთ დანაშაულიდან ათი წლის შემდეგ, ასევე, ბადრი ესებუას დაკავებაზეც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ 72 ძებნილი დააკავა დანაშაულიდან ათი წლის შემდეგ, 37 ძებნილი დაკავებულია 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ, 20-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 ძებნილი. ვახტანგ გომელაურის თქმით, ეს არის ყველა მძიმე დანაშაულები, მძიმე მკვლელობები, ყველაზე მსუბუქია მკვლელობის მცდელობა. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა. „დავაკავეთ 2013 წლის შემდეგ ძებნილები, 10 წლის ძებნილები, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს ჩაიდინეს დანაშაული, მათ შორის არის პოლიციელის მკვლელობა, პოლიციელის მძევლად აყვანა და წაყვანა თავის მანქანიანად, დედა-შვილის მკვლელობა, ორი ადამიანის ცოცხლად დაწვა და ა.შ. 72 ძებნილი დავაკავეთ დანაშაულიდან ათი წლის შემდეგ. 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაკავებულია 37 ძებნილი, რომლებმაც 15 წლის წინ ჩაიდინეს დანაშაული. 20-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 ძებნილი. ეს არის ყველა მძიმე დანაშაულები, მძიმე მკვლელობები, ყველაზე მსუბუქია მკვლელობის მცდელობა. 27-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია პირი 1992 წელს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის გამო, 2019 წელს დავიჭირეთ ესეც. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არც ჩემს წინა კოლეგებს, შემიძლია, სათითაოდ მოგახსენოთ, რომ არ უნდოდათ, იგივე, პოლიციელის მკვლელის დაჭერა. ვინც არ უნდა იყოს, როგორი ხელმძღვანელიც არ უნდა იყოს, არ არსებობს ასეთი რაღაც, რომ შს მინისტრს, მოადგილეებს და პოლიციელებს ამ ადამიანების დაჭერა არ უნდოდათ, რომლებიც მერე ჩვენ დავიჭირეთ 12-14 წლის შემდეგ. არის პრობლემა, მესმის, ვმუშაობთ, წელიწად-ნახევარი კი ბევრია, მაგრამ შესაძლოა, დავიჭიროთ ან ვერა. მე რომ ვთქვა, რამდენ ხანში დავიჭერ, ვინც საქმის პროფესიონალია, დამცინებენ. აქედან გამომდინარე, ესებუაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ გომელაური: საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში გაფართოვდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოქმედების არეალი  

პრემიერ-მინისტრი: ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება

ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი და დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს პოლიციელებისთვის.  „რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემი და ბატონი მინისტრის დიდი სურვილია და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000 ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი ჯიქიას ქუჩაზე განხორციელდეს, სადაც განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნულ ბაზას სხვა ადგილზე გადავიტანთ და ამ ადგილზე 1000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, რომ 1000 ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს, სექტემბერში ჩაბარდებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს. ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი, ეს უნდა გაგრძელდეს ,დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის და ისევ და ისევ მინდა ვთქავა, რომ ჩვენი ვალია შესაბამისად, ღირსეულად დავუფასოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს წირავენ ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანთან, არმენ გრიგორიანთან შეხვედრა გამართა. ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ მიმართულებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი გააცნო. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესების განხილვას დაეთმო. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას, ასევე, რეგიონული დიალოგის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის თუ სხვა მიმართულებით. ვახტანგ გომელაურმა და არმენ გრიგორიანმა უსაფრთხოების მიმართულებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი - გივი თუმანიშვილი, საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე - გიორგი ღიბრაძე, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი- არშაქ მუსახანიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი - რუბენ სადოიანი. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა  

ვახტანგ გომელაური შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველს, იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოშიოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველთან, იუსტიციისა დაპოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, კარინ კელერ-ზუტერთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავ უწყებებსა დასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე,ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა დაშვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარემოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები.შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.  

ვახტანგ გომელაური უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აზიზბეკ იკრამოვთან შეხვედრა გამართა. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ ქართული მხარის მიერ უზბეკი კოლეგებისთვის გაზიარებული გამოცდილება მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება. უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღე გაგრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვევიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს, მომსახურების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც აღნიშნული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან.  

ელენე ხოშტარია გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და სუს-ის თანამშრომლის, კობა კობიძის სანქცირებას ითხოვს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის და სუს-ის თანამშრომლის, კობა კობიძისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩამოთვლილი პირები ოლიგარქიული მმართველობის წევრები არიან. "ჩვენ წარმოვადგინეთ პატარა ოლიგარქები, ანუ ის კორუფციული სქემა ვითომ ბიზნესმენების, რომელზე დგას რუსეთთან კავშირები... დღეს მინდა აქცენტი გავაკეთო ძალოვან სტრუქტურებზე. ძალოვანი სტრუქტურები არის ის საყრდენი, რომლითაც ოლიგარქიული მმართველობა იტაცებს სახელმწიფოს და ჩართულია რუსეთთან საშიში კავშირების შექმნაში ან დაფარვაში. დეოლიგარქიზაციის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი არის სწორედ ის, რომ ქვეყანას სანქციები ავარიდოთ", - განაცხადა ხოშტარიამ.  

ვახტანგ გომელაური: პარაპლანით ფრენაზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ან შესაძლოა საერთოდ აიკრძალოს

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანით ფრენაზე ლიცენზიის გაცემის საკითხი უნდა გადაიხედოს. მისი თქმით, ამ მიმართულებით რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა „პარაპლანით ფრენები დიდი პრობლემაა ნამდვილად. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის გარდაცვალების ფაქტებიც. ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული, არ ვიცი, აქ რატომ ხდება ასე ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების - ქარია, ხეობებია, ან არიან არაპროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა, საინტერესოა. ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. მანამდე, სანამ ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანით ფრენა და შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია ადამიანებზე, ვინც პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება“, - აღნიშნა გომელაურმა. დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩავარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.  საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.  

ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილზე: ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, ველოდები. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ

ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, მე ველოდები, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, ძალიან ველოდებით. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ. თავად სოსო გოგაშვილზე გული მწყდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს გომელაურის თქმით, აბსურდია ყველაფერი, რასაც სოსო გოგაშვილი ამბობს. ამასთან შს მინისტრის თქმით, გოგაშვილს გუნდისგან იცავდა. „გოგაშვილი გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, აღარ მახსოვს განყოფილების უფროსის მოადგილე თუ განყოფილების უფროსის მოადგილე გენინსპექციაში. მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ირაკლი იყო ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე და ასე ეტაპობრივად. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით. ახლა რასაც აცხადებს, სამწუხაროა. თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე და ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, თურმე გომელაური ციხეში უნდა იჯდეს. თუ არ ვცდები, 2018-ში გათავისუფლდა თანამდებობიდან, რატომ მოხდა ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის, თუმცა ახლა ამას არ ვიტყვი. არაერთხელ დამიცვია ის გუნდისგან“, - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუსის ინფორმაციით, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. თავად გოგაშვილი ბრალდებებს უარყობს და აცხადებს, ოჯახის განადგურებით ემუქრებიან. სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან  ასევე წაიკითხეთ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს  

ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუას ვეძებთ

ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით განაცხადა. "გამოძიების პროცესში ახალი არაფერი არ არის. ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ", - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა.  

ვახტანგ გომელაური: ვერტმფრენი ჩაერთო მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი მაშინ ჩაერთო, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.  მისივე თქმით, ვერტმფრენის მუშაობას ხელს ძლიერი ქარი უშლიდა. „გუშინ ფიზიკურად ვერ იმუშავეს. ისეთი ქარი იყო, რომ ვერტმფრენები ვერ ფრინდებოდნენ. პირველი კერა 19 აგვისტოს გაჩნდა, შემდეგ ორი დღე-ღამე გავიდა. პირველ დღეს არ ჩათვალეს საჭიროდ, შემდეგ ქარი ამოვარდა, ქარმა გაავრცელა ცეცხლი. ის, რომ გაწერილია, ვერტმფრენი, ამ დღეს უნდა ჩაერთოს ან არ უნდა ჩაერთოს, ასეთი რაღაც არ არსებობს. მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიოში არ არსებობს. როცა ჩათვალეს საჭიროდ და გაუჭირდათ, ლოკალიზებას ვერ ახერხებდნენ, გამოიძახეს და ჩამოვიდა“, - განაცახდა გომელაურმა. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების რაოდენობას, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ხუთი სამაშველო ვერტმფრენი ჰყავთ, ოთხი დიდი და ერთი პატარა. მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს საშუალება, რომ 100 და 200 ვერტმფრენი ჰყავდეს. „ჩვენ პირადად დაგვრჩა ხუთი სამაშველო ვერტმფრენი. ოთხი დიდი „მი-8“ ტიპის და ერთი პატარა. ერთი ვერტმფრენი დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს. ჩვენ რომ დიდი პარკი გვქონდეს, 100 და 200 ვერტმფრენი, ეს პრობლემაა, რადგან ამის საშუალება არ აქვს ჩვენს ქვეყანას, არ ვართ ასეთი მდიდრები. შენახვა სჭირდება. მეორეც, ერთი ვერტმფრენი რომ ჰყავდეს ცალკე ვინმეს, იმას იმხელა ხარჯი უნდა, რომ არარენტაბელურია, არასწორია, როდესაც შეიძლება, სასაზღვროს ვერტმფრენი ემსახურებოდეს, იგივე აღჭურვილობა აქვს, ჯალამბარია, იგივე აღჭურვილობაა, რაც უნდა ჰქონდეს სამაშველო ვერტმფრენს. სასაზღვროს ვერტმფრენი ერქმევა, სამაშველოს თუ კრიმპოლის, ამის აზრს ვერ ვხედავ. რატომღაც დაიხვია ოპოზიციამ, აი, არ უნდა ჰყავდეს? ჰყავს ერთი, ერთი ვერტმფრენი უშველის? არასწორია“, – აღნიშნა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური შსს-დან კადრების წასვლაზე: სულ არის ეს თემა, ხალხი მიდის, მოდის

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ ეთანხმება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების დეფიციტია და უწყება 4 000-მა თანამშრომელმა დატოვა. მისი თქმით, ამ ეტაპზე შსს-ში ვაკანსიებია გამოცხადებული. „არ ვიცი, ქვეყნიდან ვინ მიდის, ზოგი მიდის, ზოგი ჩამოდის. 4 000-მა ადამიანმა რომ დატოვა, რამდენი მოვიდა, არ გიკითხავთ? რაც მეტი ხელფასი ექნებათ ჩემს პოლიციელებს და არამარტო პოლიციელებს, ყველას, მე ბედნიერი ვიქნები. გადინება, რა ჰქვია, 4 000 კაცი რომ გავიდა, ახლა გამოვაცხადეთ ვაკანსია, 140 თუ 145 კაცზე. ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ. წარმოიდგინეთ, 145 კაცზე, იქიდან თუ არ ვცდები, იყო 60 თუ 58 სასაზღვროსი, რომელზეც საჭიროა აუცილებლად ინგლისური ენის ცოდნა, იყო ბევრი კანდიდატი, თუმცა ენა არ იცოდნენ იმ დონეზე, რომ დახვდეს ტურისტს, მიიღოს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, 60 დაახლოებით. გამოვაცხადეთ ვაკანსია 145 კაცზე და ამაზე ატყდა ამბავი. ამას მოაბეს მერე 4 000 წავიდა, 4 000 წავიდა, 5 000 მოვიდა, სულ არის ეს თემა. ხალხი მიდის, მოდის“, – განაცხადა გომელაურმა.  

გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო

ბორჯომის ხეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და ცეცხლის მასშტაბმა იკლო. „ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა. მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. გახსოვთ თქვენ, წინა წლებში მომხდარი ბორჯომის ხანძარი, ერთიანად, მთლიანად იწვებოდა ყველაფერი. აქ ასე არ არის, პატარ-პატარა კერებია. ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილი. მაქსიმალურად გადასროლილია სახანძრო მანქანები ქვედა მხარეს და საშიშროება, რომ ცეცხლი გადავა დასახლებულ პუნქტებზე, არ არსებობს, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი არ ამოვარდა. როდის ჩაქრება ხანძარი - ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ეს არის დიდ წილად ამინდზე დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვერტმფრენებიც რომ გვყავდეს მეტი, თუ ქარი იქნება, ვერ იმუშავებენ. ასევე, მსურს აღვნიშნო, როგორც მომახსენეს, სტრატეგიულ მილსადენებზე საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

ვახტანგ გომელაურმა და ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა შენგენის სივრცეში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა ​თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან - ნიკოლ დე მურთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. "ვახტანგ გომელაურმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების თაობაზე. თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული საქმიანობაე.წ. გასვლის კონტროლის მექანიზმის ეფექტიანი განხორციელების კუთხით, რაც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციას. ამასთანავე, ნიკოლ დე მურმა ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს. ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს დელეგაცია ასევე ესტუმრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ადგილზე გაეცნობა მუშაობის სპეციფიკას და არსებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ამასთანავე, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკას ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებით ოპერატიული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამართალდაცვით სფეროში ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.  

ვახტანგ გომელაური: სოსო გოგაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს არ იცნობენ - უკანონო მოსმენების თემა საერთოდ გამორიცხეთ

გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუეა, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ დაავალებდა მოსმენებს, ის მას არ იცნობდა, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ჟურნალისტებთან საუბრისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებას. „ბატონი გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუეა, ბატონი ბიძინა მას ვერანაირად ვერ დაავალებდა მოსმენებს, ის მას არ იცნობდა. როგორ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა ან რა უნდა დაევალებინა? ეს აბსურდია, ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა. ან მე როგორ დამავალებდა? აცხადებს, რომ კრეფსებს, აუდიოჩანაწერის ბეჭდურ ვარიანტს აგზავნიდა ბიძინა ივანიშვილთან, ბატონ პრემიერთან და კობახიძესთანო. უკანონო მოსმენების თემა საერთოდ გამორიცხეთ. უკანონო მოსმენები არ ხორციელდება“, - აცხადებს გომელაური. სოსო გოგაშვილი: არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.  სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს  

ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა

ქუთაისში, სადაც ბანკში თავდამსხმელია შეჭრილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური ჩავიდა. მომეცით რუსეთის დროშა, ვეტმფრენი, 2 მილიონი და ანკესი - ქუთაისის ბანკზე თავდამსხმელის მოთხოვნები ამასთან, გომელაური უკვე "საქართველოს ბანკის" შენობასთან იმყოფება. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

თოთხმეტივე მძევალი უვნებლად გამოვიდა თავდასხმის ტერიტორიიდან ბანკში შეჭრიდან დაახლოებით, 8 საათის შემდეგ, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია.  ამის შესახებ შს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა. 14-ვე მძევალი უვნებლად გამოვიდა შენობიდან. როგორც ცნობილია, მათი ნაწილი მანამდე გათავისუფლდა. ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.  

ვახტანგ გომელაური: ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის დაპირისპირებაზე საქმე აღიძრა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის დაპირისპირების საკითხზე საქმე აღიძრა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“: ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრს შორის დაპირისპირება მოხდა "საქმე აღვძარით, პრაქტიკაში როგორც გვაქვს. ვმუშაობთ და თუ რაიმე გამოიკვეთება, აუცილებლად გაცნობებთ ყველაფერს. საქმე, გუშინ საღამოს აღიძრა", - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.  

ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია

განიხილება თუ არა ლარსის ჩაკეტვა, ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას შს მინისტრმა უპასუხა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, 250 ათასი ადამიანი ნამდვილად არ შემოსულა და ეს სიცრუეა. ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნკურად რუსები მოდიოდნენ, წლებია, დადიან საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური?! ამას უარესი მასშტაბები ჰქონდა, ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და თითო ბოთლ ღვინოს ურიგებდა მანქანებში რუსებს: „შემობრძანდით, ხალხო, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია“. „რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?( საზღვარი. რედ). „რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 250 ათასი ადამიანი შემოვიდა, ეს არასწორია, ტყუილია, ამდენი არ შემოსულა, საიდან მოაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5 ათასიდან 6 ათასამდე, ახლა გაიზარდა სადღაც 40-45%-ით. გუშინ ღამით, 10 ათასამდე იყო, იმის წინ 11 ათასამდე, 200 ათასამდე არ შემოდის. როგორც ჩანს, ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, თუმცა მსოფლიოში უკვე სხვა მიდგომებზე გადადიან, ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ, ზოგი - შემოვუშვათ, რათა ეს ხალხი ომში არ წავიდეს, უკრაინელებს არ ესროლონ და არ მოკლან. იქნებ, ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, უნდა შემოვუშვათ თუ არ უნდა შემოვუშვათ ეს ადამიანები. კრიმინალი შეიძლება, ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, რა თქმა უნდა, ალბათობა არის იმის, რომ გაიზარდოს. შეიძლება, არც გაიზარდოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. კითხვაზე, რამდენი ადამიანი შეუძლია, რომ მიიღოს საქართველომ უცხოეთიდან, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა: ახლა უკვე რთულია, პიკზეა ხედავთ, რიგებია ჩვენს მხარეზეც, გამტარიანობა 20 გეითიანი არ არის, ახლაც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებულია დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. „არ მგონია, ამაზე მეტი გაიზარდოს, ფიზიკურად ვერ გავატარებთ“. მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ უკან გაბრუნებულთა რიცხვი გაიზარდა. „თუ ას კაცში, ათ კაცს უკან ვაბრუნდებით, ათას კაცში პირობითად, 100 კაცი გაბრუნდება უკან“.

ვახტანგ გომელაური, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალად დანიშნულ ხელმძღვანელთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შს სამინისტროს ცნობით, გომელაურმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესაბამისი მიმართულებები და ევროკავშირის სააგენტოებთან წარმატებული ურთიერთობა განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა პაველ ჰერჩინსკის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა რეფორმირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვახტანგ გომელაური საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. "გომელაურმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული შიდა უსაფრთხოების ატაშე - ოლივიე ლეფებვრი წარუდგინა. ვახტანგ გომელაურმა და შალვა ბედოიძემ შიდა უსაფრთხოების ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ვახტანგ გომელაურმა ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მიუსამძიმრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა. ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოხატავენ ღრმა მწუხარებას ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გვსურს, ჩვენი თანაგრძნობა გავუზიაროთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს კოლეგებსა და უკრაინის ხალხს“, – აღნიშნულია ოფიციალურ გვერდზე. ცნობისთვის, უკრაინაში კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.  

მსურს, გამოვხატო ჩვენი თანადგომა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თურქეთში კატასტროფის შედეგად დაზარალდა - გომელაური

მსურს, გამოვხატო ჩვენი თანადგომა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა, - შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო თანაგრძნობას უცხადებს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მზაობას გამოთქვამს, უწყება გვერდში დაუდგეს და დახმარება აღმოუჩინოს ადგილზე მომუშავე კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში. „ბატონო მინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში, მსურს, გამოვხატო ჩვენი თანადგომა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა. აქვე მინდა, დაგიდასტუროთ ჩვენი უწყების მზაობა, გვერდში დავუდგეთ და დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილზე მომუშავე ჩვენს კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას და ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს“, – აღნიშნავს ვახტანგ გომელაური. ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის 10 პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.  

ვალდებული ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ თურქეთს - გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, თურქეთის საელჩოში სამძიმრის წერილის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო თურქეთს გვერდით უნდა დაუდგეს. როგორც გომელაურმა აღნიშნა, მეგობრები ვალდებული ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ თურქეთს. „ძალიან დიდი უბედურება მოხდა. დილითვე, ბატონი პრემიერისგან მივიღეთ ჩვენ დავალება. თქვენ იცით, რომ ჩვენი მაშველები ადგილზე არიან, იმ ეპიცენტრში, სადაც უმძიმესი ვითარებაა და მოხდა დილითვე მობილიზება ჩვენი მაშველების. 60 ადამიანი იქნა თავისი აღჭურვილობით გაგზავნილი თურქეთში, მეორე დღეს 40 ადამიანი დაემატა და დღეს ჩვენი 100 მაშველია. ადგილზე მუშაობენ. სამი გადაარჩინეს, ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 21 დაღუპული იყო. ახლაც მუშაობენ. მაქსიმალურად ბოლომდე ვიქნებით მათ გვერდით, სანამ საჭირო იქნება ჩვენი დახმარება. ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც საქართველოში რაღაც გვიჭირს, ეს არის ხანძრები, თუნდაც ბათუმის ტრაგედია, არა ჩვენი თხოვნით, არამედ პირველი თვითონვე რეკავენ, გვთავაზობენ დახმარებას და პირველები მოდიან დასახმარებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მეგობრები ვალდებულები ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბოლომდე, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ვახტანგ გომელაური: 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით

საქართველოს პოლიციის ატაშეები წარგზავნილნი არიან 16 სახელმწიფოში, საიდანაც ჯამში მათ მიერ იფარება 24 სახელმწიფო. მიმდინარეობს საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება, - ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. მინისტრის თქმით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიციის ატაშეების უშუალო ჩართულობით, 8 ერთობლივი საპოლიციო მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს 45 პირი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტები. „2022 წელს, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის, ევროპოლისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, პარტნიორ სახელმწიფოებთან ხორციელდებოდა ეფექტიანი ურთიერთობა, რაც წელსაც გრძელდება. 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქართველოს პოლიციის მიერ ამოღებულია ინტერპოლის არხებით ძებნილი 56 ავტომობილი. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიციის ატაშეების უშუალო ჩართულობით, 8 ერთობლივი საპოლიციო მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს 45 პირი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტები. საქართველოს პოლიციის ატაშეები წარგზავნილნი არიან 16 სახელმწიფოში, საიდანაც ჯამში მათ მიერ იფარება 24 სახელმწიფო. მიმდინარეობს საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველო წარგზავნის 2 პოლიციის ატაშეს ირლანდიის რესპუბლიკასა და ისრაელში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

ვახტანგ გომელაური: თბილისში აშენდება „პოლიციის ქალაქი“ და 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას

„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია, შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, 2023 წელს გაგრძელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლებისა და გადაიარაღების პროცესი. „2022 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით. სრულად განახლდა სამთო-სამაშველო, მყვინთავი მაშველების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების აღჭურვილობა. სამინისტრომ მეხანძრე-მაშველებისთვის შეიძინა სპეციალური ფორმები, ასევე, ცეცხლგამძლე ტანსაცმელი და მათი საქმიანობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ეტაპზე 10 ერთეულ მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანას შეისყიდის. ვახტანგ გომელაურის თქმით, თბილისში აშენდება „პოლიციის ქალაქი“ და 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას - ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება. „2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ჩვენი პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასების 10%-ით ზრდა. 2023 წლიდან კი, შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების - 10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების. 2022-2023 წლებში, სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა. ასევე, მინდა ვისაუბრო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომლის თანახმად, მუშაობა დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც იცით, ეს „ქალაქი“ აშენდება თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და პირველ ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება. სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე, მათ მეტი მოტივაცია და წახალისება ჰქონდეთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური - გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური. მინისტრის თქმით, შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები, „სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

შს მინისტრი: 2023 წელს რუსეთის დაახლოებით 137000 მოქალაქე შემოვიდა, გასულია - 150913

შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, საქართველოში 2023 წელს, 1-ელი იანვრიდან დღემდე, დაახლოებით რუსეთის 137 000 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 150 913 გავიდა. გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა 2020 - 2021 წლებთან შედარებით გაზრდილია. „2022 წელს რუსეთის 869 874 მოქალაქეა შემოსული, ეს მთლიანად მილიონ 400 კვეთაა. ვიცით, რომ საზღვარზე ძალიან ბევრია, რომელიც „ტაქსაობს“, ტვირთს ეზიდება. შეიძლება, რუსეთის მოქალაქე დღეში 3-ჯერ და 5 ჯერ გადავიდეს და გადმოვიდეს საზღვარზე. 2022 წელს რუსეთის 809 873 მოქალაქე გავიდა უკან. აქ პიროვნებებზეა ლაპარაკი და არა საზღვრის კვეთაზე. 2019 წელს შემოსული იყო მილიონ რუსეთის 64 000 მოქალაქე და გასული იყო მილიონ 67 ათასი მოქალაქე. გეთანხმებით, რომ გაიზარდა 2020 და 2021 წლებთან შედარებით, თუმცა 2019 და 2018 წლებში ბევრად მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, 300 ათასით მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს. ეს არის ფაქტი, ამ ციფრებს მე არ ვიგონებ და არ ვწევთ ჩვენ, ეს არის სტატისტიკა. 2023 წელს, დაახლოებით რუსეთის 137 000 მოქალაქე შემოვიდა და გასულია რუსეთის მოქალაქე - 150 913. 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთის 13 934 -ით მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ის რომ, კატასტროფულად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში და უბედურება ხდება, ნამდვილად არ ხდება. მე არ ვლაპარაკობ საზღვრის კვეთაზე. ერთმა ადამიანმა შეიძლება, დღეში 30-ჯერ გადაკვეთოს და გადმოკვეთოს საზღვარი. ეს ადამიანი არ შეიძლება 30 ადამიანად შევაფასოთ, ის არის ერთი ადამიანი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრის თქმით, გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე შემოსულია 917 000 რუსეთის მოქალაქე და გასულია 866 000 ადამიანი. გარდა ამისა, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქვეყანაში რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების შემოსვლით კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ გაზრდილა. 2022 წელს საქართველოში ჩადენილ 314 დანაშაულში ფიგურირებს რუსეთის მოქალაქე.  

ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრს მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას შს  მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ღონისძიება იდეალურად იყო დაგეგმილი და შესრულებული“. "პირველ რიგში, მინდა საჯაროდ, თქვენი ეთერის საშუალებით, მადლობა გადავუხადო ბატონ  ვახტანგ გომელაურს, ჩვენს მეგობარს, მის გუნდს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელობას, აბსოლუტურად ყველას, ყველა პოლიციელს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება. ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე და ვიცი, რამდენად მაღალპროფესიონალურად შეასრულეს ბიჭებმა ეს ურთულესი გამოწვევა. ძალიან რთული იყო, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ იქ რაღაც უბედურება არ მომხდარიყო, ღმერთმა დაგვიფარა და მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი ძალიან, მეტ-ნაკლებად ნაკლები დანაკარგის, ნაკლები პრობლემების, გართულების გარეშე დასრულდა. ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოიჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სახე - ჰუმანურობა - კიდევ ერთხელ წარმოჩინდა“. რაც შეეხება კრიტიკას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის სიცრუე და სისულელე“. „ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა გირჩის მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.    

თურქეთის შს მინისტრი: მადლობა, რომ მიწისძვრის დროს სოლიდარობა გამოგვიცხადეთ

საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ მადლობა გადაუხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს თურქი კოლეგა ოფიციალურ წერილში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სამადლობელ წერილში აღნიშნავს, რომ ქართველი მაშველების თავდაუზოგავი შრომის შედეგად გადარჩენილია არაერთი მოქალაქის სიცოცხლე. „უდიდეს მადლობას გიხდით მიწისძვრებით გამოწვეული ნგრევისა და ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენი ტკივილის გაზიარების, დაზარალებული რეგიონების მონახულებისა და სოლიდარობისთვის. ჩვენი ხალხი არასდროს დაივიწყებს მთელი ერისთვის ამ ტრაგიკულ პერიოდში საქართველოს მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს, ჩვენი ტკივილის გაზიარებას და ჩვენთვის აღმოჩენილ მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ მადლობა გადავუხადო თქვენს აღმატებულებას, საქართველოს მთავრობასა და თავდადებულ ქართველ მაშველებს, თქვენი სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს სამძებრო სამუშაოების დროს და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს“, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.  

რა საკითხების განსახილველად გამართეს შეხვედრა გერმანიისა და საქართველოს შს მინისტრებმა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს - ნენსი ფეზერს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა გერმანიის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და გერმანულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში მუდმივი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე. ვახტანგ გომელაურმა ქართველი პოლიციის ოფიცრების გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში წარგზავნისთვის მზაობა გამოთქვა და განმარტა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, მეორე მხრივ - უკანონო მიგრაციული ნაკადების კონტროლს. გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. აგრეთვე აღინიშნა, რომ გერმანიისა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფექტიანად ხორციელდება. ამასთანავე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. „გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით მიეცეთ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა“, - იუწყება შსს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ლევან იზორია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და საქართველოს პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - სერგო თურმანიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანული მხარის წარმომადგენლები: გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული მიგრაციის საკითხებში - იოახიმ შტამპი, გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი - ბერნდ კრიოსერი, მართვის, დაგეგმვისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი - ბასტიან ფლაიგი, მიგრაციის, ინტეგრაციის, ლტოლვილებისა და ევროპული ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსი - ულრიხ ვაინბრენერი და საერთაშორისო და ევროკავშირის საკითხების შტაბის უფროსი - მიხაელ ნიმაიერი. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.  

შესაძლოა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, სადაც ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა. "შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე. გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. ამასთანავე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით მიეცეთ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს, ჰოლგერ მიუნხს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილეს და ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები დადებითად შეაფასეს. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა ვერაზე მომხდარ მკვლელობაზე

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვერაზე მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა. მინისტრმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, რომელიც კერძო პირთან, დაცვაში მუშაობდა. გომელაურის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით დეტალებზე ალბათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისაუბრებს. „გუშინ ნამდვილად ცუდი შემთხვევა მოხდა. დაკავებულია ერთი პირი“, - განუცხადა მინისტრმა მედიას. ჟურნალისტებმა მას მიმართეს, რომ კრიმინალი გაზრდილია ქვეყანაში, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ შარშან 74 მკვლელობა მოხდა, როდესაც 300 და 330 იყო 2012 წლამდე. „ყველაზე ცოტა, 2022 წელს დაფიქსირდა - 74 მკვლელობა, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს  

საიდან მოიტანა ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ტყუილია - გომელაური

საიდან მოიტანა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ეს ტყუილია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილ გამომძიებელ, სერგო შუბითიძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს ყოფილი გამომძიებლის თქმით – მხილება, პირდაპირ ნუ ვიტყვით, ვთქვათ ბრჭყალებში. რა თქმა უნდა, მგონია, ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ტელეფონი. გადაღებულია ეს პირდაპირ, უწყვეტი კადრებით იღებდა ჩვენი საექსპერტო სამსახური. ყველაფერი გადაღებულია, ფაქტები გვაქვს. პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით უკვე, აღარ მახსოვს. ადგილზე ამოღებული გარდაცვლილის ტელეფონი, ყველაფერი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ. ყველაფერი, რაც მას თან ჰქონდა. ასე რომ, საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დალუქეს, ჩემი აზრით, ეს არის ტყუილი, დაველოდოთ პროკურატურას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. პროკურატურის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

აქტიურად ვმუშაობთ, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში - გომელაური

აქტიურად ვმუშაობთ, როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით განაცხადა. აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს „კავშირები ვისთან აქვთ, ამაზე დეტალებში არ ჩავალ, დაველოდოთ გამოძიებას და ალბათ ფინანსური პოლიცია გააკეთებს ამაზე განცხადება. ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ, თუ რა ვიცი. ჩვენ ვააშკარავებთ, გუშინ ჩვენ გამოვააშკარავეთ. ასე, რომ რომ ეს რა თქმა უნდა, ტყუილია. არ ვიძიე მაგ საქმეს, ამაზე დაელოდეთ პროკურატურას. გენერალური პროკურატურა მუშაობს, ოცი უწყება ხომ არ იმუშავებს ერთ საქმეზე? დაელოდეთ და გეტყვიან პასუხს“, – განაცხადა გომელაურმა.  

ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი საქართველოს სტუმრობდა

ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის, იაკოვ შაბთაის ხელმძღვანელობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს, დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდნენ. შსს-ში აცხადებენ, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაფართოება და გამყარება. ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელის სახელმწიფოში და მადლიერება გამოხატა ისრაელის მხარის მიმართ ქართველი პოლიციის ატაშეს მიღებაზე გამოხატული მზაობისთვის. შეხვედრის ფარგლებში იაკოვ შაბთაიმ აღნიშნა, რომ ისრაელის მხარე მზადაა, საქართველოსთან განაგრძოს ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება. ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია და ადგილზე გაეცნო მათი მუშაობის სპეციფიკას.  

ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაუშვებელია პოლიციელზე თავდასხმა - გომელაური

ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას საზოგადოებამ ნათლად ნახა არაერთი ძალადობრივი ქმედება, უკანონობა, თავდასხმები, რასაც 60-მდე პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ. დღის ბოლოს, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე აქციაზე, ერთ-ერთი გამომსვლელის მიერ გაკეთდა მოწოდება, რომ აქციის მონაწილეებს გადაენაცვლათ პარლამენტის შესასვლელებთან და წრე შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მზად იყო, მოეწყო საკანონმდებლო შენობის ბლოკირება, რათა იქ მყოფ დეპუტატებს და პარლამენტის თანამშრომლებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება არ მისცემოდათ. მოეწყოთ სირცხვილის კორიდორები, ასევე, განეხორციელებინათ ინდივიდუალური თავდასხმები დეპუტატებზე. მოწოდების შესაბამისად, აქციის მონაწილეები გაიყვნენ ორ ჯგუფად, დაიწყეს მოძრაობა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მიმართულებით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

გომელაური მარტის აქციებზე: „მოლოტოვის კოქტეილს" ბევრი ისროდა, ღმერთმა ქნას, დავადგინოთ

„რამდენად პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლის, ე.წ. წიწაკის სპრეის, და ცრემლმდენი გაზის) გამოყენება?" დეპუტატების ამ შეკითხვას უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელსაც დღეს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. მისი თქმით, 7 მარტს, დაახლოებით 22:30 საათიდან, შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან სიტყვიერი აგრესია გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. „აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სპეციალური ეკიპირების, დამცავი ფარების წართმევა პოლიციის თანამშრომლებისთვის. მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგანს: ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინის და ბეტონის ნაჭრებს, დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს“. „ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება, თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ პირველად საქართველოში აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს. პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა „წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციამ ადგილზე მოახერხა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, მოხდა მათი დაკავება. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან სახალხო დამცველზე თავდასხმა. ყველამ ვნახეთ, როგორ ესროდნენ მას კვერცხებს, შეასხეს წყალი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“, - განაცხადა გომელაურმა და აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შესაბამისად, პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა, სპეციალური საშუალებები, მათ შორის, წყლის ჭავლი“. „უნდა აღნიშნოს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იდგნენ კორდონებად და მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების რეჟიმში". მინისტრის თქმით, ​„სიტუაციის ანალიზით, ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ასევე, პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს“. „შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, აუცილებელი გახდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეწყვეტა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული შესაბამისი საშუალებების გამოყენება". ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეს გამართულ აქციაზეც არაერთხელ გამოიყენეს „მოლოტოვის კოქტეილი". მისი თქმით, დააზიანეს პოლიციის ავტომანქანები, ავტობუსი და ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანას. მინისტრის განცხადებით, სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ. მათგან ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ერთს [ლაზარე გრიგორიადისს] - პატიმრობა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დემონსტრაციებზე „ერთი ადამიანი არ ისროდა, ბევრი ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს: „ღმერთმა ქნას, რომ ეს დავადგინოთ", - აღნიშნა მინისტრმა. გომელაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი.  

საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - გომელაური

საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - ამის შესახებ შს მინიტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. „საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - ხოლმე. რაც პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ზელენსკიც იძახდა ნატო-ს გულისთვის ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო. ეს ვითომ პირველად თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასეთი რაღაც შეფუთეს. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და გაიმეორა პრემიერმა. სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, მათ შორის ზელენსკი. ოპოზიცია ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს - ხოლმე და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც“, - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწების ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო-ს გაფართოება. პრემიერს ეს განცხადება კი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ასე შეაფასა - „Говорит Москва!"  

სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად - ვახტანგ გომელაური კრიმინოგენურ ვითარებაზე

დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთან შედარებითაც, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში კრიმინალურ სიტუაციას შეეხებოდა. „სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა, მაგრამ სტატისტიკა, მათემატიკა იცით რა არის? ხომ იცით? მათემატიკაა ჩვეულებრივი. მოხდა დანაშაული, მკვლელობაც მოხდება, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას არ მოხდეს, თუმცა გაიზარდა? არ გაზრდილა, დაკლებულია და როგორ გაიზარდა, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთანაც“, - განაცხადა გომელაურმა.  

„პოლიციის ქალაქში” ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს - გომელაური

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებაზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამართალდამცველებისადმი გამოხატული მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მოგეხსენებათ, 2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტულია პოლიციელებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკვე დაწყებულია მუშაობა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს „ქალაქი“ თბილისში აშენდება და საწყის ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის - გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა "საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ - 2023-ის" ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ფორუმის განმავლობაში დეტალურად გავეცნობით როგორც საქართველოს უწყებების საქმიანობას, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. წარმატებას ვუსურვებ ფორუმის მონაწილეებს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი კონფერენციები და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიო კიბერუსაფრთხოების სფეროში,“- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

ვახტანგ გომელაური უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, შანდორ პინტერს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ორმხრივი შეთანხმებების მნიშვნელობას და მათი ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა ასევე გამოხატეს მზაობა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ვახტანგ გომელაურმა უნგრელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფება შს მინისტრი სტიქიის ზონაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო, შოვში, სტიქიის ზონაში ვერ ჩავიდა. მისივე თქმით, უწყება არის სრულად მობილიზებული. „ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ვხედავთ მაშველები როგორ მუშაობენ, ტექნიკა. უწყება არის სრულად მობილიზებული," - განუცხადა პაპუაშვილმა მედიას შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.  

გომელაური სტიქიის ზონაში: რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ

შს მინისტრის განცხადებით, 3 აგვისტოს, ვერტმფრენი სტიქიის ზონაში დაახლოებით სამ საათში ჩავიდა, რადგან მას მომზადება სჭირდებოდა. „ვერტმფრენი არც ველოსიპედია და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე,“ - განაცხადა მინისტრმა. ამასთანავე, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ძალიან ცუდი ამინდი იყო. „თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ, იმუშავეს, მაინც ჩამოვიდნენ, 70 ადამიანი გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს - ფერდობზე უკვე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. დაღამდა და იქედან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო, აღარ გავრისკეთ და მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ადამიანები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაფრინავდნენ ღამით, გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია, ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა იმ წამს არ ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე, პილოტებმა რომ გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული,“ - განმარტა გომელაურმა. დამაზუსტებელ კითხვას, გომელაურმა უპასუხა, რომ საუბარია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ვერტმფრენზე. „ჩვენ სულ 6 ვერტმფრენი გვყავს...“ „სამი ახალი ვერტმფრენი შეძენილი გვაქვს საფრანგეთში. წესით, მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი. ეს მანქანა ხომ არ არის, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო, რიგებია, ერთი წელი ვმუშაობდით. ამაზე თვეებია, ვმუშაობთ, უკვე ნაყიდია, პილოტებსაც გადამზადება სჭირდებათ,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. კითხვას, ფიქრობს, რომ ღამით ფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ ვერტმფრენებს და უბრალოდ ამის საჭიროება არ იყო, შს მინისტრმა უპასუხა: „არ იყო საჭირო, პილოტებს გაერისკათ, შეიძლება, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. ხეობაა, მთააა, შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა ყაზბეგში, იქაც გარისკეს პილოტებმა და მოხდა უბედურება.“ მინისტრს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ამ დრომდე რატომ არ ჩავიდა სტიქიის ადგილზე, რაზეც ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ „მამის ჯანმრთელობის მდმომარეობის გამო, თურქეთში იყო.“ ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში დღეს, 13 აგვისტოს ჩავიდა.  „ამ დროისთვის 9 ადამიანს ვეძებთ ისევ. პირველივე საათებიდან ჩართულია სამაშველო სამსახური, პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურა. ყველა სამსახური მუშაობს, 60-მდე ტექნიკა მუშაობს. რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ. ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60%, ჩამოშლილი მასა, რაც არის, უკვე შემოწმებულია, პირველად დონეზეა დასული. ალბათ, რამდენიმე დღე დასჭირდებათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს. ალბათ, შემდეგ გადაერთვება ლოკალურ სამუშაოზე. ასევე, მდინარის 50 კმ-ს ამუშავებენ, კონტროლდება, შემდეგ რიონს უნდა ჩამოვუყვეთ, შეიძლება, ამბროლაურის ქვემოთაც წამოიღო ვინმე,“ - აღნიშნა მინისტრმა. მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

გომელაურის თქმით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით, ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი. ამასთან, ძიების შედეგად იპოვეს მანქანა, რომელიც ცარიელია.  მინისტრის თქმით, მანქანის მეპატრონეები დაკარგულებად ითვლებიან და მიმდინარეობს მათი ძიება. გომელაურის განმარტებით, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ „თათბირი ჩავატარეთ, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა, დაახლოებით, 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიახლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო, ცარიელი იყო ეს მანქანა, თუმცა მისი პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. ეს რომ დამთავრდება დაიგეგმა შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, რა სამუშაოები - მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს მაშინ, როდესაც თავად სტიქიის ადგილზე არ იმყოფებოდა. მინისტრის განმარტებით, პროცესში ყველა ჩართული იყო, სტიქიის ზონასთან მისი მოადგილეები იმყოფებოდნენ, გადაწყვეტილებებს კი, თავად იღებდა. „პირველივე წუთიდან ჩართული ვიყავი, ბატონი პრემიერიც, ყველა. ჩართული ვიყავი თუმცა 1000 კილომეტრის იქიდან ისე ვერ უხელმძღვანელებ, როგორც ადგილზე რომ ხარ. ჩემი მოადგილეები იყვნენ. ჩათვალეთ, რომ გადაწყვეტილებებს მე ვიღებდი. მინისტრიც ჩამოსული იყო, პრემიერიც, ბევრი ადამიანი იყო ჩამოსული. სამსახურები იყვნენ, რომლებიც თავის საქმეს აკეთებდნენ, აუცილებელი არაა, ყველა ჩამოვიდეს,“ - განაცხადა შს მინისტრმა. გომელაურმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. „ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება. მე, დაახლოებით, 9 წელია რაც თანამდებობაზე ვარ, ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული,“ - განაცხადა გომელაურმა. როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილს აქვს ინიციატივა, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, შს მინისტრმა ასე უპასუხა: „შექმნან თვითონ ან არ შექმნან [საგამოძიებო კომისია] - რაც უნდათ, ის გააკეთონ, გამოსაძიებელი არაფერია.“

შს მინისტრი: დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ

შს მინისტრმა ვერტმფრენის გამოყენების საკითხზე მის მიერ 14 აგვისტოს გაკეთებული განცხადებები განმარტა. 14 აგვისტო: გომელაურის განმარტებით, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ მინისტრის თქმით, ვერტმფრენი მუშაობდა დაღამებამდე და მან ევაკუაცია განახორციელა, დრონები კი, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.  გომელაურის თქმით, „დრონი ბევრად ეფექტიანია, ვიდრე ვერტმფრენიდან პროჟექტორით დაბლა ყურება,“ „რადგან დრონს აქვს სითბური და ღამის ხედვა.“ „რაც შეეხება გუშინდელ ჩემ განცხადებას, აჟიოტაჟი ატყდა ამ ვერტმფრენებზე, მე მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ, ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალებები, შეუძლია აფრინდეს ვთქვათ, აეროპორტიდან თბილისის, ჩაფრინდეს ქუთაისში, სადაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს, მაღალ სიმაღლეზე რა თქმა უნდა. შეუძლია, ასევე ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილზე, სადაც არის მთაგორიანი, მთები და ასე შემდეგ. სადაც არის მთები... მაგალითად, რაც მოხდა აქ, ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით, 6 საათისთვის. მე მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათმა ვინც გუშინ განცხადებები აკეთეს, რაღაც უაზრო. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე, შუაში მოხვდნენ, სადაც იყო დაახლოებით 70 კაცამდე, ეს ხალხი გამოიყვანეს, ამასთან ერთად მუშაობდა დაახლოებით 4-5 დრონი, თავისი სითბურებით, რომლებიც ვერტმფრენით შემოფრენას ბევრად უკეთ ხედავს დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობდა 5 თუ 6 დრონი დაახლოებით, დაბალ სიმაღლეზე, მაღალ სიმაღლეზე. კითხვას ვსვამ ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა პირობითად, თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით?! ეს რომ ადამიანი იყო ჩარჩენილი დაახლოებით დღევე, დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმა რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ მაგ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და არ არსებობს, ამოიყვანდნენ აუცილებლად ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი ან ჩაფულილი საიდანაც შეიძლებოდა, ამოგვეყვანა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს ვახტანგ გომელაურს და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება. პარლამენტში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივლენ. გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. დავითაშვილი კი, ანაკლიის პორტის თემაზეა მიწვეული ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ. პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან 11:00 საათზე შეიკრიბებიან. როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ისინი ხელისუფლების „პრორუსულ პოლიტიკას გააპროტესტებენ“.  

რას პასუხობს შს მინისტრი ოპოზიციის კრიტიკას შოვის სტიქიასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში, 15 საათსა და 12 წუთზე გაემგზავრა და მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა დაახლოებით ნახევარ საათში, 15 საათსა და 40 წუთზე მივიდა ადგილზე. ოპოზიციის ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა „იმ საკითხს, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო და არგუმენტად მოყვანილია, საჯარო სივრცეში გავრცელებული მოსაზრებები. აღნიშნული არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცრუ ბრალდება.“„რეალურად შოვის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში პირველი შეტყობინება 3 აგვისტოს, 15 საათსა და 07 წუთზე შევიდა. შეტყობინების ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 2 წუთი, რის შემდეგაც 112-დან, 15 საათსა და 10 წუთზე ინფორმაცია უკვე ჰქონდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციის ადგილობრივ დანაყოფს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში, მინიმალურ დროში - 15 საათსა და 12 წუთზე გაემგზავრა და მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა დაახლოებით ნახევარ საათში, 15 საათსა და 40 წუთზე მივიდა ადგილზე. შესაბამისად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შოვში სამაშველო სამუშაო დაიწყო დაუყოვნებლივ. მას შემდეგ, რაც ონის სამაშველო ჯგუფი შევიდა სტიქიის ზონაში, ამბროლაურიდან წასულმა ჯგუფმა, ვეღარ შეძლო იმავე მარშრუტით გადაადგილება, რადგან მეწყერმა წაიღო სოფელ გლოლასთან არსებული ხიდი, რომლის საშუალებითაც პირველი ჯგუფი მივიდა სტიქიის ზონამდე. ამის გამო, ამბროლაურიდან წასულ სამაშველო ჯგუფს მოუწია შემოვლითი გზით სარგებლობა და სტიქიის ადგილზე 16 საათსა და 05 წუთზე მივიდნენ, შემდგომ სტიქიის ზონაში შევიდნენ ონისა და ამბროლაურის დამატებითი სამაშველო ჯგუფები.ადგილზე მისულმა პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე შემოვლითი გზებით, ტყის მასივიდან მოახერხეს ცალკეულ ლოკაციებზე მყოფ მოქალაქეებთან მისვლა,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მინისტრის თქმით, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე უმოკლეს დროში ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები. „შესაბამისად დასკვნის სახით, დასმულ კითხვაზე მოგახსენებთ, რომ სტიქიის ზონაში პირველი ვერტმფრენის მისვლამდე გაცილებით ადრე, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე უმოკლეს დროში ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები, რომლებმაც დაიწყეს სამაშველო ღონისძიებების განხორციელება. სწორედ თანმიმდევრული რეაგირების შედეგად გახდა შესაძლებელი სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის უვნებლად გამოყვანა. შესაბამისად, სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება არის არასწორი შეფასება და სიცრუე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა,“ - განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, შოვში სტიქია სამ აგვისტოს ჩამოწვა. დაიღუპა 32 ადამიანი. ერთი დაკარგული ამ დრომდე არ უპოვიათ.

შს მინისტრი: ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ გომელაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრ ნენსი ფეზერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ციფრები ზეპირად არ მახსოვს, თუმცა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, მოიმატა. სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა, ბოლო წლებია, მოიმატა, ალბათ, ბოლო ორი წელიწადია დაახლოებით. თუმცა რეადმისიას ვახორციელებთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, კოლეგებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ,“ - განაცხადა მინისტრმა. გომელაურის განცხადებით, ინფორმაცია, რომ დღეიდან, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეებს გამოაძევებენ, ტყუილია და აღნიშნა, რომ გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოსთვის უფრო მეტი კარი იხსნება. „პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის," - აღნიშნა შს მინისტრმა. გომელაურის განცხადებით, გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე, საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან გამოძევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მისი თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების მიზანი უკანონო მიგრაციის პრევენციაა. „გერმანიასა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმებას. შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს შემდეგ საკითხებზე: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება. უკანონო მიგრაციის შემცირების მიმართულებით შეთანხმების კონვერტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, უნებართვოდ ცხოვრებისა და რეადმისიის პროცესში თანამშრომლობის განმტკიცებას. ყურადღება გამახვილებულია, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციასა და დისკრიმინაციისგან მათ აქტიურ დაცვაზე. ასევე, საჭიროა, საინფორმაციო კამპანიების წარმოება გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას. გერმანულ შრომის ბაზარზე ქართველებისთვის საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას. გამარტივდება სამუშაო ვიზები, რომელიც პრობლემაა, დღეიდან შედარებით მარტივი იქნება. ინფორმაცია გავრცელდა სხვანაირად, თითქოს, დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა, დაატოვებინებენ მათ ქვეყანას... ეს სიცრუეა! რეადმისია წლების განმავლობაში ხორციელდება. ინფორმაცია, თითქოს, დღეიდან ხელი მოეწერება თუ არა, ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და ქვეყნიდან გამოაძევებენ, სრული სიცრუეა. წლების განმავლობაში რეადმისია ხორციელდება და გაგრძელდება,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

ამერიკელების დამსახურებაა, დღეს რომ სანაპირო დაცვა ერთ-ერთ მაღალ დონეზე გვაქვს - გომელაური

შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური სანაპირო დაცვის გაძლიერებაში აშშ-ის როლზ უსვამს ხაზს. როგორც მან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, შსს გააგრძელებს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ ქვეყნის დასახმარებლად. „მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე აშშ-ის იმ ოფისებს, რომლებიც წლებია, მილიონებს ხარჯავენ როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე, სანაპირო დაცვაზე. დღეს რომ სანაპირო დაცვა გვაქვს ერთ-ერთ მაღალ დონეზე — 2008 წლის შემდეგ, როცა თითქმის გაგვინადგურეს ომის შედეგად, არის ამერიკელების დამსახურება,“ - განაცხადა გომელაურმა.  

ვახტანგ გომელაური: 2023 წელს ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა

2023 წელს, მნიშვნელოვან გამოწვევას ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა წარმოადგენდა, პოლიციის და სხვა სამართალდამცავი უწყებების აქტიური ბრძოლის შედეგად, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“ შემუშავდა. „რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულს: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გასულ წელსაც პრიორიტეტად დარჩა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, შემუშავდა „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც აერთიანებს კომპლექსურ უწყებათაშორის აქტივობებს და შემუშავებულია შემდეგი 3 ძირითადი მიზნის ფარგლებში: „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერება; კიბერდანაშაულის პრევენციული მექანიზმებისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლება/გაუმჯობესება; ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის ბრძოლის მიმართულებით გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაინერგა დანაშაულის სტატისტიკის წარმოების განახლებული ფორმა, რომელიც, სხვა საკითხებს შორის, უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით სტატისტიკის დეტალური ფორმით დამუშავებას. ევროკომისიამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშში დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

გომელაური: ემიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან

ვახტანგ გომელაურმა რამდენიმე დეპუტატის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა განაცხადა, რომ მიგრაციის სტატისტიკას არ ითვლის და მონაცემებს უწყებას „საქსტატი“ აწვდის. შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს. მისი განმარტებით, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გომელაურის თქმით, „იგივე შემოვიდა თითქმის.“ „მიგრაციაზე ბევრი კითხვა იყო - შსს მიგრაციას არ ითვლის, „საქსტატს“ აქვს გაკეთებული 2003 წლიდან დღემდე. 2023 წლის რომ მოვიკითხეთ, „საქსტატმა“, დაახლოებით ივნისში გვექნება პასუხებიო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის კუთხით სტატისტიკას არ აკეთებს, არ ვითვლით ჩვენ. 2012 წლამდე 247 585-ია გასული - რაც „საქსტატმა მოგვაწოდა“, ჩვენი დათვლილი არაა. პირიქით, მატებაა - 2 420 ადამიანის შემოსვლა საქართველოში; 2013-დან 2022 წლის ჩათვლით. ემიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან. მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს მგონი. ჩემს კოლეგებს, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებსაც აქვთ ეს პრობლემა - მაგალითად, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან მიდიან გერმანიაში. სხვა ქვეყნებიდანაც მიდიან იქ, სადაც ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ანაზღაურება ექნებათ. გამიხარდება, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე დაბრუნდეს, საუკეთესო პირობები ჰქონდეთ ჩვენთანაც. ჩვენ არ ვითვლით,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. საქსტატი: 2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა        

ვახტანგ გომელაური: ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა

შს მინისტრის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. „რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის გარშემო, რადგან შენობაში სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა. ჩვენ სრულად დავტოვეთ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და პოლიციელები უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადანაწილდნენ რუსთაველის გამზირზე. აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მთავარ მიზანს კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა წარმოადგენდა და სავარაუდოდ, სწორედ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება კანცელარიის შენობისკენ გადაენაცვლათ. საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, აწვებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღარ დავასახელებ აქ სახელებსა და გვარებს. ტელე-ეთერებშიც კარგად ისმოდა პოლიციისადმი მათი მიმართვები და ძალადობრივი მოწოდებები. საზოგადოებამ ნახა, მათ გვერდით მდგომი ცივი იარაღით - დანით შეიარაღებული აქციის მონაწილეც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მისი დაკავების პროცესში ამავე დანით ხელი დაუზიანდა ჩვენს თანამშრომელს,“ - განაცხადა ვახტანგ გომელურმა. მისი თქმით, „პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა გარკვეული ძალების მიზანი, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ.“„მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ, მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ. თუმცა შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გომელაურის თქმით, “ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება მათ სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს.“ ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

გომელაური: ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წლიურად 9000-10000-მდე მერყეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო და პროკურატურა ამ კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებენ, რაც დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაში, ოჯახში ძალადობის მიმართულებით გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მეორე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს ოჯახში ძალადობის სტატისტიკის ბოლო 7 წლის მონაცემი და აღნიშნული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გააცნო. „2017 წელს - რეგისტრირებულია 2143 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 72.52%; 2018 წელს - რეგისტრირებულია 4761 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 63.12%; 2019 წელს - რეგისტრირებულია 4867 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 62.44%; 2020 წელს- რეგისტრირებულია 5204 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 65.99%; 2021 წელს - რეგისტრირებულია 4767 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 76.17%; 2022 წელს - რეგისტრირებულია 4106 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 87.34%; 2023 წელი - რეგისტრირებულია 4101 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 86.37%; ეს ციფრები ნათლად ადასტურებს იმას, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, სამინისტროში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავებულია და დანერგილია ძალადობის განმეორების რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს აძლევს შესაძლებლობას დროულად გამოავლინოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე და გამოიყენოს ძალადობის პრევენციისთვის ისეთი ოპერატიული მექანიზმი, როგორიცაა შემაკავებელი ორდერი. „ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წლიურად 9000-10000-მდე მერყეობს, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა - 800-ს აღწევს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2020 წლიდან დაინერგა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, ე.წ. ელექტრონული სამაჯური, რომელიც პოლიციას აძლევს საშუალებას რეალურ დროში გააკონტროლოს მოძალადის მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესი. „კერძოდ მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან ან წინასწარ განსაზღვრულ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვა. ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია როგორც ორდერის, ისე, ელექტრონული ზედამხედველობის პირობების დარღვევის ან თავის არიდებისათვის,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ყოველდღიურ რეჟიმში ამონიტორინგებს ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ყველა საქმეს. „სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგთან ერთად, დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემისა და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცესებში. მონიტორინგის პროცესში, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, ასევე, პოლიციის თანამშრომლები ძალადობის ყველა შემთხვევაში, დეტალურად სწავლობენ წარსულში დაფიქსირებულ მომართვებსა და თითოეულ მათგანზე განხორციელებულ რეაგირებას. მონიტორინგის პროცესი ასევე იძლევა საშუალებას, რომ სამართალწარმოება იყოს მსხვერპლზე და მის საჭიროებებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, მყისიერად ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 2022-2023 წლებში, გენერალური ინსპექციის მიერ 44 თანამშრომლის მიმართ იქნა დისციპლინური სახდელი გამოყენებული. პოლიციელის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს გენერალური პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური,“ - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, შსს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ აქტივობაში ერთვება.  

გომელაური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე: ვეთანხმები, სწორია

„ისე მეკითხებოდნენ ამ კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა იყო - მე ამ გუნდის წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, სწორია,“ - შესაბამისი განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. დეპუტატებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. „მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, აბა მითხარი, აბა მითხარიო, თითებს გვიშვერდნენ. მე ვარ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრი და რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ვარ ამ გუნდის წევრი და რა თქმა უნდა. ისე მეკითხებოდნენ თითქოს, რამე ჩამჭრელი კითხვა მკითხეს. დიახ, ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია. თუ ვალდებულები ვართ ყველა, სამინისტროები, რაში ვხარჯავთ ფულს, რომ შემოწმდეს, დაადეკლარირონ, რა პრობლემაა. არა ერთხელ აუხსნიათ და ჩემი ახსნა არ სჭირდება მე მგონი, ამ კანონს,“ - განაცხადა გომელაურმა.  

შს მინისტრი აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას. „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. ამასთან, კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, მიიღოს სათანადო, პროპორციული ზომები ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო შეკრების წინააღმდეგ. როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ. მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. ჩვენი სურვილი არაა, რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას სათანადო ზომებით უპასუხოს. გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული,“ განაცხადა გომელაურმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე.  

შს მინისტრის თქმით, მოქალაქეების ტელეფონებზე მუქარის შემცველ ზარებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმეზე. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ “უჩა აბაშიძის დაკავების დროს პოლიციამ ადვოკატები სახლში არ შეუშვა, რომლებიც 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში კართან იცდიდნენ.” ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ზოგადად, სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. „თუ რამე კანონდარღვევა იყო, შესაბამისი უწყებები არიან, მიმართონ, არ არის პრობლემა. თუ {პოლიციელებმა} დაარღვიეს კანონი, მიმართონ. არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, პროკურატურა - მიმართონ. თუ დააშავა პოლიციელმა და დავაშავეთ, პასუხს ვაგებთ. ალბათ, თუ არის დაზარალებული, მოგვმართავს და დაიწყებს შესაბამისი სამსახური [გამოძიებას]. პოლიციელმა თუ დანაშაული ჩაიდინა, უნდა გამოიძიოს სახელმწიფო ინსპექტორმა და  გამოძიებას მე ვერ დავიწყებდი! ქვემდებარე არ არის ჩემი მუხლი, ასე რომ ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხლი. ჩვენ თუ ვაშავებთ, მაგიტომ შეიქმნა ეს სამსახური, ინსტიტუტი, რომ გამოიძიოს სახელმწიფო ინსპექტორმა, თუ [პოლიციელებმა] დააშავეს,” - განაცხადა გომელაურმა. ჟურნალისტის კითხვას, დიმიტრი ჩიქოვანის, ლაშა ღვინიანიძის, გია ჯაფარიძის თავდასხმიდან 72 საათზე მეტია გასული და თუ არიან დაკავებულები ან იდენტიფიცირებულები, ვინც ჯგუფურად მოახდინა ამ ადამიანებზე თავდასხმა, გომელაური პასუხობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. „გამოძიება დაწყებულია და მუშაობა მიდის. ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. 72 საათი გავა, თუ 92 საათი გავა, როცა დაადგენენ, შესაბამისად იმოქმედებენ. პროკურატურა არის ზედამხედველი და ერთად ვმუშაობთ,” - აღნიშნა გომელაურმა. გარდა ამისა, მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოქალაქეების ტელეფონებზე მუქარის შემცველ ზარებთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს. მან აღნიშნა, რომ „ზარები ხორციელდება მმართველი, ხელისუფლების გუნდის წევრებთანაც.“ „გამოძიება მიმდინარეობს. ეს ზარები არამარტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ხდება, ეს ხდება ასევე მმართველი გუნდის, ხელისუფლების გუნდის წევრებთანაც, ოჯახის წევრებთანაც. გამოძიება დაწყებული გვაქვს. ზოგი არის უცხოური ნომრები, სხვადასხვა ქვეყნიდან ნომრები და ამაზე მუშაობენ,” - აღნიშნა მინისტრმა. ასევე, გომელაურმა უპასუხა პარლამენტის დეპუტატების, ალეკო ელისაშვილის და ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე დასმულ შეკითხვას და განაცხადა, რომ აღნიშნულს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. „ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება. ძალიან ცუდი ფაქტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული არ გვაქვს, ამას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ,” - განმარტა გომელაურმა. შს მინისტრმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. „ჩვენ მშვიდობიან აქციას არასდროს ხელს არ ვუშლით. არანაირად არ შევდივართ კონტაქტში, პირიქით, ვეხმარებით ხოლმე. თუმცა მშვიდობიან აქციას ვერ დავარქმევ, როცა ამტვრევენ სკამებს, ურნებს, წვავენ, ცეცხლს უკიდებენ, ეს მშვიდობიანი აქცია არ არის. რატომღაც ასე ნათლავენ ხოლმე. „იცით, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, გაათავისუფლა, დღეს უკვე ჭკუას გვარიგებს და მიგვითითებს, რა უნდა გავაკეთოთ. ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც ქალბატონი სალომე და ვერცერთი მოქალაქე, რომ ჩვენ პირველებმა რამე დავიწყეთ. გუშინ, მაგალითად, აქციაზე სამი ადგილიდან დაიძრნენ და მშვიდობიანად მივეხმარეთ, მივაცილეთ. პოლიცია იყო ჩართული. არასდროს არ იწყებს პოლიცია ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლას. თუ წამოვა მომიტინგეებისგან აგრესია, ჩვენ კანონის ფარგლებში, შესაბამისად, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ,“ – განაცხადა გომელაურმა.

გომელაური: ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა

შს მინისტრი მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია კანონით დადგენილ ნორმებში. ვახტანგ გომელაურის თქმით, „დანაყოფები გაწვრთნილები და აღჭურვილები არიან, როგორც ევროპულ ქვეყნებში და მათ ჰქონდათ ერთობლივი წვრთნები აშშ-ის დანაყოფებთან ერთად.“ ამით ის გამოეხმაურა კრიტიკას, რომ პოლიციამ აქციებზე ძალას გადაამეტა. „სპეციალურად შევარჩიეთ და გავუშვით ის კადრები, ეს იყო მცირე ნაწილი, რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში, მსოფლიოში, ეს სტანდარტულია. არაერთხელ გაჟღერდა, რომ ჩვენი დანაყოფები არასწორად იყენებენ ძალებს. მინდა, ხაზი გავუსვა, ჩვენი დანაყოფი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფი და პოლიციური ძალები გვყავს გადამზადებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ჰქონდათ ერთობლივი წვრთნები აშშ-ის დანაყოფებთან ერთად. ეს დანაყოფები გაწვრთნილები და აღჭურვილები არიან, როგორც ევროპულ ქვეყნებში. ჩვენთან რაღაც ახალი არ ხდება. მოვუწოდებ ამ ბავშვების მშობლებს, გამოხატონ აზრი, სიტყვის თავისუფლება ჩვენთან დაცულია, ჩაატარონ აქცია, თუმცა ზღვარს არ უნდა გადავიდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ქართველები ცოტანი ვართ ძალიან, ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდობა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით. 20 პროცენტიც არ გამოგვიყენებია ბოლო წლების განმავლობაში, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს,“ – განაცხადა გომელაურმა. „ვნახეთ, ახალგაზრდებმა პარლამენტთან კარი, კამერები დაამტვრიეს, ცეცხლი დაანთეს. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, რომ არ მომხდარიყო  შეტაკება და ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა. შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და სამწუხაროა,“ – განაცხადა გომელაურმა. „გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს,“ აღნიშნა შს მინისტრმა.