თეგი: ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ

რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.  „პრინციპში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ყველაფერი ზუსტადაა გაწერილი. ჩვენ რა თქმა უნდა ვკითხოთ ხალხს. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ხალხმა დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე“, - აღნიშნა ბაბილოვმა.  2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. სერგეი შამბას აცხადებს, რომ „აფხაზურ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არსებობს“. „პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა და საზოგადოებაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განწყობები არ არის. ჩვენ ძვირი ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის. ამიტომაც ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება. აფხაზეთში არ ვიცი ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც უარს იტყოდა დამოუკიდებლობაზე“, - აღნიშნა სერგეი შამბამ. რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.   

საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

არის მცდელობა, ის მძიმე შედეგები, რომლებიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს გამეორებული და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან თანმიმდევრული ვართ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დანიელ კოლეგასთან, იეპე კოფოდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბატონი მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საოკუპაციო ხაზს და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა ამისთვის, რადგანაც ჩვენი დანიელი კოლეგები საკუთარი თვალით ნახავენ იმ აგრესიის შედეგებს, რაც მოჰყვა 2008 წლის ომს და რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, დღევანდელ მძიმე სიტუაციაშიც კვლავ გვესმის სხვადასხვა სახის მოწოდებები, რომლებიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომლებიც არის ღირებული როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული. ამ ტერიტორიების ოკუპაციას აქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იქ მიმდინარეობს ოკუპაცია. ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად, არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. აქაც გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ

იპე კოფოდი: დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას

„დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს,  ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. კომენტარი მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს, როდესაც მსოფლიო საშიში და ავტორიტარული რეჟიმის აღზევების მოწმეა და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ რუსული ჯარი დგას, დასავლეთი მტკიცედ უჭერს მხარს  საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც საერთაშორისო წესებისა და ღირებულებების ერთგულია. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი.  დემოკრატიული ქვეყნები და მთელი დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა დადგეს“ - ხაზგასმით აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.  2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

პესკოვი ბიბილოვის განცხადებაზე: კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს

კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას. ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიერთების სურვილის თაობაზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება. „არავითარი პოზიციის გამოხატვა არ შემიძლია. ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა მოქმედება არ განგვიხორციელებია, მაგრამ, ამავდროულად, ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე და მას ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით", - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პესკოვმა დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.  ბაბილოვის განცხადებას დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.  მისი თქმით, „ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა". ამასთან დასძინა, რომ საქართველო „არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად". ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმზე საუბარს მიუღებლად მიიჩნევს საქართველოში ვიზიტად მყოფი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი. „დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას", - ამბობს იეპე კოფოდი. მანვე განაცხადა, რომ „დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ". რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.  2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

სუსის ინფორმაციით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. „მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ მდგომარეობას“, – აცხადებენ სუს-ში.

ნედ პრაისი: აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს. ამის შესახებ Reuters წერს.  მისივე თქმით, ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და [ე.წ.] სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.   „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს შემადგენელი ნაწილების ოკუპაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რაც მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდელ პოზიციებზე. არც დე ფაქტო მთავრობას და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები [ე.წ] სამხრეთ ოსეთის მომავლის შესახებ, რომელიც არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ისევე როგოც აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურ დაკავებას და ანექსიის მცდელობას 2014 წელს, ასევე არ ვაღიარებთ კრემლის ცინიკურ მცდელობას, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რაც წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვიცირებულ შეჭრას. ასევე ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა. 30 მარტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს.  დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს,  ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრისა და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

რუსი დეპუტატი: აჭარას შეუძლია საქართველოდან გამოყოფის პროცედურები დაიწყოს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი კლიმოვი აცხადებს, რომ აჭარას შეუძლია მიბაძოს აფხაზეთისა და [ე.წ] სამხრეთ ოსეთის მაგალითს და „დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცედურები“. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია, Ria Novosti ავრცელებს. „არ გამოვრიცხავ, რომ შექმნილი მოვლენების ფონზე, აჭარამ მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს. თუ მხედველობაში მივიღებთ ისტორიულ, რელიგიურ და გეოგრაფიულ მდგომარეობას, არ არის ძნელი გასაგები, რომ ანკარა შეეცდება გააძლიეროს საკუთარი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავ ზღვაზე აჭარელი სეპარატისტების დახმარებით“, – განაცხადა კლიმოვმა „ტელეგრამით“ გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა.  „კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას.  2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

2022 წლის 1-ელ აპრილს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღოსაქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებათა საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მცდელობებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავაც ხელს უშლის და არ აძლევს უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  შესვლის საშუალებას.მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მათზე ეფექტურ კონტროლს.ლაშა დარსალიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მეზობლებთან მიმართებაში რუსეთის ქცევის ხელწერა უცვლელი რჩება. 2008 წელს რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე. წ. რეფერენდუმის გამართვის თაობაზე განცხადება, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ დემონსტრირებას წარმოადგენს.მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მსგავსი საქციელი ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონული და გლობალური მასშტაბით მშვიდობასა და უსაფრთხოებას.ლაშა დარსალია მიესალმა 2022 წლის 10 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ფარგლებში, იმ პირების დაკავების შესახებ ორდერების გაცემაზე მიმართვას, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ომის დანაშაულის ჩადენაში.მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა უმაღლესი კომისრის უახლესი ანგარიში, რომელშიც ასახულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის  რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების ის უხეში დარღვევები, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა განიცდის ორივე რეგიონში, მათ შორის, სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის და საკუთრების უფლებების დარღვევა, გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა.ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ანგარიშში მოცემულია ფაქტები 2014-2019 წლებში ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე და გამახვილებულია ყურადღება, რომ აღნიშნულ ფაქტებზე დამნაშავეთა დაუსჯელობა ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის გაძლიერებას. მან ისაუბრა, ასევე, თავისუფლების აღკვეთის უკანონო შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ  საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში კვლავ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, ხაზი გაუსვა მათი გათავისუფლებისთვის საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის აუცილებლობას.მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება ნათლად მიუთითებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. ასევე წაიკითხეთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი იცავს. ცნობისთვის, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 10 აპრილს ჩატარების შესახებ დე ფაქტო პარლამენტმა გადაწყვეტილება 21 იანვარს მიიღო. ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციამ კანდიდატების რეგისტრაცია 15 მარტს დაასრულა. ამასთან, კენჭისყრაში მონაწილეობენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, „დეპუტატი“ გარი მულდაროვი და ყოფილი „დეპუტატი“ დიმიტრი ტასოევი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 10 აპრილს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. "მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას. საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ამასთან, არანაირი სამართლებრივი შედეგის მომცემი არ იქნება ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რომელიც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ უკანონო ნაბიჯზე", - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

ეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები” და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი”, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი ომი უკრაინაში და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და მათი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. „მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ასობით ათასი გამოდევნილი პირი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ხოლო ადგილზე გრძელდება დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით“, – ნათქვამია განცხადეებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ლიეტუვა არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ცხინვალის უკანონო ოკუპაციის პირობებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ლიეტუვა არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციის პირობებში, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი იცავს.

ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი ჯარისკაცი დაკრძალეს

ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი ჯარისკაცი დაკრძალეს. 28 წლის ალან თედეევი რუსეთის საოკუპაციო - სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. რადიო თავისუფლების ცნობით, უკრაინაში წასვლამდე სამხედრო მოსამსახურე თედეევი, სირიასა და დონბასის ე.წ რესპუბლიკაში იბრძოდა. „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის იყო ჯარისკაცი და ის მოკვდა, როგორც ჯარისკაცი”, - თქვა გარდაცვლილის დედამ, სვეტლანა ჯაგაევამ. ქუჩაზე, სადაც თედეევი ცხოვრობდა, შეიკრიბნენ მეზობლები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ის სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა. 4 მაისს ცხინვალში ალიმ ლოხოვის გარდაცვალების ცნობაც გავრცელდა. მანამდე, ცხინვალიდან უკრაინის ომში წასული, მე-4 საოკუპაციო-სამხედრო ბაზის ოცმეთაური ინალ კორტიევი დაიღუპა. უფრო ადრე კი სერჟანტი ანდრეი ბაკაევი, მოხალისეები რუსლან ბესაევი, რუსლან კაზიევი და დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო არტისტი რობერტ ყულუმბეგოვი დაიღუპნენ.    

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა

თბილისის დროით 21:00 საათზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში, მოქმედ ე.წ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს, პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი უპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში ხმების 38,55% მიიღო. ბიბილოვს ხმა მისცა 34,95%-მა. გაგლოევს მხარი დაუჭირა სამივე კანდიდატმა, რომლებიც მეორე ტურში ვერ გადავიდნენ. მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ჯამში 60%-ს პროცენტს შეადგენს. გაგლოევმა მომხრეებს ცენტრალურ მოედანზე გასვლისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ სწორედ ის ლიდერობს ე.წ. არჩევნებში. დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, წინასწარი შედეგები 23:00 საათის შემდეგ გამოცხადდება.  

ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატება უსურვა.  „ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ მას ყველაფერი გამოუვა“, - განაცახად ბიბილოვმა რადიო თავისუფლების ცნობით. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა „მე მოხარული ვარ, რომ ანატოლი ბიბილოვმა ხალხის გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა თავის მხრივ ალან გაგლოევმა, რომელიც ცხინვალის თეატრალურ მოედანზე მომხრეებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავს. მისი თქმით, ინაუგურაციამდე პრეზიდენტის მოვალაობას ბიბილოვი შეასრულებს და ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ის ჩაიბარებს. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის შედეგად, ანატოლი ბიბილოვს - 2274 ხმა (37%) აქვს, ალან გაგლოევს - 3686 ხმა (59,22%), ყველას წინააღმდეგ - 236-მა მისცა ხმა (3,79%)“.  

საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები

საქართველო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე. ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებს. საქართველოს საგარეო სამინისტრო გმობს მიმდინარე წლის 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზინდენტო არჩევნების მეორე ტურს. მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიოდაა დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

საქართველოს საგარეო სამინისტრო ეხმიანება და გმობს მიმდინარე წლის 8 მაისს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიოდაა დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა  

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნები საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გუშინ, 8 მაისს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. „სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ამა წლის 8 მაისს უკანონოდ გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას. საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ამგვარი ქმედებების, მათი შედეგების ლეგიტიმურობას; მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ასობით ათასი გამოდევნილი პირი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. ადგილზე გრძელდება დარჩენილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში, სისტემატური დარღვევები, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვითა და სხვა უკანონო ქმედებებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21იანვრის გადაწყვეტილებით ცალსახად დაადასტურა, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ადგილზე მიმდინარე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და სხვა უკანონო ქმედებებზე. ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორგანზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც კონკრეტულ ახლებურ ხედვებს, დეპოლიტიზებულ და ჰუმანიტარულ მიდგომებს, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს, ინტერესებს დაეყრდნობა“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები  

სენატორმა ჯიმ რიშმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები დაგმო

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში Twitter-ზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. „უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლა და განადგურება სცადა პუტინმა. სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს იმ ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - წერს ჯიმ რიში. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატება უსურვა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის შედეგად, ანატოლი ბიბილოვს - 2274 ხმა (37%) აქვს, ალან გაგლოევს - 3686 ხმა (59,22%), ყველას წინააღმდეგ - 236-მა მისცა ხმა (3,79%)“. ასევე წაიკითხეთ ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „დანიშნოს „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის რეფერენდუმი კითხვაზე „მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?“- ნათქვამია განკარგულების თანმდევ ინფორმაციაში. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს

საპატრიარქოს განცხადებით, რუსეთის პატრიარქის მხრიდან გაგლოევისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვა ვითარებას ართულებს

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პატრიარქის მხრიდან გაგლოევისთვის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას განცხადებით ეხმაურება. „მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი  ბადებს გაუგებრობას, რადგან: ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად. სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. შეგახსენებთ, 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე განაცხადა: „როგორც კი დრო მოვა, „სამხრეთ ოსეთი“ მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა გადადგა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა, ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. მთავრობის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა  და მის წევრებს მოვალეობის დროებით შესრულება დაავალა. რადიო თავისუფლების ცნობით, ალან გაგლოევის მიერ ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე, ე.წ. მთავრობას ისევ გენადი ბეკოევი უხელმძღვანელებს. გაგლოევი "პრეზიდენტის" უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან, ცხინვალში გამართული "ინაუგურაციის" შემდეგ შეუდგა. ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი „განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 10 აპრილსა და 8 მაისს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ გაიმართა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ისინი ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, - განუცხადა Europetime-ს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ფედერალურ კანონს მოაწერა ხელი. რუსული მედიის ცნობით, კანონი „ამ ქვეყნების“ მოქალაქეებს უფლებას აძლევს, „მეორე ქვეყნის მოქალაქეობა“ საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ. შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე ოფიციალური არხებით არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს 

უკარაინაში, ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო დაიღუპა

უკარაინაში ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო: ალან დუდაევი და ოლეგ ალბორივი დაიღუპა. იტყობინება ტელეგრამის არხში სააგენტო „რეს“-ი სოციალური ქსელების მომხმარებლებზე დაყრდნობით. “სროლისგან თავის არიდებისას ოსეთიდან წასული მებრძოლები ავტოავარიაში მოყვნენ, ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, ორი დაიღუპა”,- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულია 12 მებრძოლი (მოხალისეები და რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები). ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო გაწვევა იწყება

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო საშემოდგომო სამხედრო გაწვევას იწყებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განკარგულების შესაბამისად, საშემოდგომო გამოწვევა აქტიური სამხედრო სამსახურისთვის 17 ოქტომბერს დაიწყება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გაწვევა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამის თაობაზე რადიო თავისუფლება წერს. „საწყისი სამხედრო წვრთნისა და წვევამდელების სამხედრო ფიცზე მომზადებისთვის შეიქმნა ახალი გაწვევის ადმინისტრაცია, რომელშიც შედიან ოფიცრები და სერჟანტები, რომლებსაც აქვთ პირად შემადგენლობასთან მუშაობის გამოცდილება და ასევე შეუძლიათ წვრთნების ჩატარება მაღალ დონეზე“, - ნათქვამია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. მათ განმარტეს, რომ საწვრთნელი შეკრება ახალწვეულთა ასეულთან ჩატარდება დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქალაქში, სადაც შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად და სასწავლო პროცესისთვის. დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების შედეგად ე.წ. ოსური არმია ორიოდე ბატალიონს ითვლის, ცხინვალელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს ძირითადად რუსეთის 58-ე არმიის მე-4 სამხედრო, საოკუპაციო ბაზაზე გადის. ამ ბაზიდან ჯარისკაცები უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სოფელ ბერშუეთთან, კაცი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 50 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ გლურჯიძე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი. გლურჯიძის ახლობლებლების ცნობით, მას ოჯახის წევრებთან სატელეფონი კომუნიკაცია ჰქოდა და შეატყობინა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, იზოლატორში იმყოფებოდა.  

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის პარტიის ოფისთან სროლა იყო

უცნობმა ცეცხლი გახსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია „ნიხასის“ ოფისთან. ამავე შენობაში მანამდე მისი წინაასაარჩევნო შტაბი იყო გახსნილი. არავინ დაშავებულა. დე ფაქტო შს მინისტრის ვალერი გაზაევის ინფორმაციით პირის ვინაობა დადგენილია. „შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება შემოვიდა ოსეთისა და გაგლოევის ქუჩის კვეთაზე მომხდარი სროლის შესახებ, უცნობმა ჰაერში გაისროლა და ადგილიდან მიიმალა, სროლის შედეგად დაშავებულები არ არიან. პირის ვინაობა მალევე დადგინა“, - განუცხადა გაზაევმა სააგენტო „რესს“. მისივე თქმით, „ბოროტმოქმედის დასაკავებლად სამართლადამცველები ზომებს მიმამართვენ“.  

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა სააღდგომოდ „საზღვარს“ გახსნის

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სააღდგომოდ გაუხსნის ჯავის და ახალგორის რაიონების მცხოვრებთ. გადაწყვეტილება დღეს, 13 აპრილს მიიღეს ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. პერევის და რაზდახანის(მოსაბრუნი) ე.წ. გამშვები პუნქტები 14 აპრილს, დილის 8 საათზე გაიხსნება და 18 აპრილს, საღამოს 8 საათზე დაიკეტება. როგორც ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესი“ წერს, გადაწყვეტილება მიღებულია ჯავის და ლენინგორის(ახალგორი) რაიონებში მცოვრები მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოსური მხარისგან „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, 14-18 აპრილს, ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას შეძლებენ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული „საშვის“ მქონე მოქალაქეები. აღდგომის დღესასწაულისთვის, რომელიც 16 აპრილს აღინიშნება, მოქალაქეების თავისუფლად მიმოსვლის საკითხი თბილისის სამთავრობო დელეგაციამ მარტში დააყენა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. წყარო - რადიო თავისუფლება  

ოკუპირებულ ცხინვალში შშმ პირის მკვლელობამ აღშფოთება გამოიწვია

ოკუპირებულ ცხინვალში, ორშაბათს საღამოს დანით მიყენებული ჭრილობების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა 38 წლის სოსლან ვალიევი. შშმ პირის მკვლელობას სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ცხინვალები ბრალდებულის სასწრაფოდ დაკავებას მოითხოვდნენ. ვალიევს სასიკვდილო ჭრილობა ქუჩაში დანით მიაყენეს. საინფორმაციო სააგენტო „რესის“ თანახმად დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილის მიმართ ძებნა გამოაცხადა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა კი შუაღამით, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი მოიწვია და მკვლელობაში ბრალდებულის სასწრაფოდ დაკავება მოითხოვა. „დიდი ტრაგედია მოხდა. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მისკენ მიდის, მიწაშიც რომ იყოს ჩამძვრალი, აუცილებელია მისი იქიდან ამოყვანა. ვინც მას ხელი დააფარა და მისი მანქანა გადამალა ყველა დააკავეთ. თუ სამძებრო ღონისძიებებისთვის ხალხი არ არის საკმარისი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და OMON-ი დაგეხმარებათ. ეს არის რეზონანსული შემთხვევა“, - განაცხადა გაგლოევმა. მანამდე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინცინდენტში მონაწილე ორი პირი უკვე დაკავებული ჰყავდა, მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი სიუკაევის მიმართ კი ძებნა იყო გამოცხადებული. ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ალან გუჩმაზოვმა განაცხადა. რამდენიმე საათის შემდეგ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სიუკაევი დააკავა, რომლის მიმართაც საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სიუკაევი ჩვენებას დე ფაქტო პროკურატურის გამომძიებლებს აძლევს. წყარო - რადიო თავისუფლება  

9 მაისი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - სამხედრო აღლუმით, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობით და მიტინგით აღნიშნეს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავი. ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში სამხედრო აღლუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ჰიტლერის გერმანია 1945 წელს განადგურდა, თუმცა 90-იან წლებში საქართველოში ხელისუფლება მიიტაცეს „ნაცისტებმა გამსახურდიას მეთაურობით“, ხოლო მოგვიანებით“ უკრაინაში „ბანდერას იდეურმა მემკვიდრეებმა“ გააჩაღეს „ტერორი და ომი“. გაგლოევის თქმით, ოსი მებრძოლები, რომელთა ბაბუებმა 1945 წელს ფაშიზმზე გაიმარჯვეს, დღეს რუს ძმებთან ერთად ნაციზმს უკრაინაში ებრძვიან. „რესის“ ინფორმაციის მიხედვით, ცხინვალში სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს და შსს-ს და რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის წარმომადგენლები, 30 ერთეული სამხედრო ტექნიკით. ამავე სააგენტოს ცნობით, გაიმართა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაც. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ამ მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში, არამედ უკრაინის დღევანდელ ომში დაღუპულთა ფოტოებიც. აფხაზური სააგენტოს, „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 9 მაისი ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის წარმომადგენელთა „საზეიმო მსვლელობით“ აღნიშნეს სოხუმის სანაპიროზე. ჩატარდა "უკვდავი პოლკის" მსვლელობაც და მიტინგი, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამოქვეყნდა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მილოცვაც. ბჟანია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიმართავს, რომ მათ სიმამაცის მაგალითი მისცეს „1992-1993 წლების სამამულო ომის დროს აფხაზეთის ყველა დამცველსაც“. რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტები არ იყვნენ კრემლის მიერ მიწვეულ სტუმრებს შორის. დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე, პრეზიდენტ პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმს დაესწრნენ ბელორუსის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი. წყარო - რადიო თავისუფლება  

დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გზა ერთი დღით გახსნა

ოკუპირებული ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტი დღეს დილიდან, გამონაკლისის სახით, ერთი დღით გაიხსნა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. მისივე თანახმად, დღეს, დილის 7 საათიდან კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის გზა გახსნილია. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გზის გახსნის გადაწყვეტილება ლომისობის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღეს. მოსაბრუნის (ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, რაზდახანის) საგუშაგოზე გადაადგილება გამარტივებული წესით 7 ივნისის 8:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. „ლომისობის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ნებადართულია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა გამარტივებულ რეჟიმში გამშვებ პუნქტ „რაზდახანის" გავლით 7 ივნისის 8:00 სთ-დან 8 ივნისის 20:00 სთ-მდე", - აღნიშნულია დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებაში. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს, ანატოლი პლიევს დაევალა. რადიო თავისუფლების ცნობით, ოკუპირებულ ახალგორთან განთავსებული მოსაბრუნის (რაზდახანის) ე.წ გამშვები პუნქტი ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30 რიცხვამდე იხსნება ხოლმე. ამ შემთხვევაში გამონაკლისი რელიგიური დღესასწაული გახდა. ამ დღეს ქართველები და ოსები ლომისის სალოცავში ერთად აღნიშნავენ ხოლმე და გზის გახსნა ორივე მხარის ინტერესში იყო. მისივე თანახმად, „ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა „რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა. გაგლოევი ახალგორელებს დაჰპირდა რომ გზას გახსნიდა. ჯერჯერობით, მისი პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება“.  

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო „მთავრობა“ „საზღვარს“ სამი დღით კეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლება „საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო“, „საზღვარს“ სამი დღით კეტავს. „საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, რომ სასაზღვრო პუნქტები დახუროს“.  კერძოდ, დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 24 ივნისს 20:00 საათიდან 27 ივნისის 09:00 საათამდე, რაზდახანისა და პერევის „სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტები“ დაიხურება. მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის შემდეგ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო „მთავრობამ“ „საზღვრის“ დაცვის მიზნით, დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება დაუშვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მინისტრთა კაბინეტმა“ სახელმწიფო საზღვრისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა. შესაბამისი ანგარიში ოთხშაბათს „მთავრობის სხდომაზე“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ვალერი ალიხანტიმ წარადგინა. ამის „რესი“ იუწყება. ახალი „დოკუმენტის“ მიხედვით, „სახელმწიფო საზღვრის“ დაცვისას, დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნება. „ამჟამად, უპილოტო საფრენი აპარატები პოულობენ გამოყენების მზარდ დიაპაზონს როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო სფეროში. გამონაკლისი არ არის „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული გამოყენება“, - განაცხადა ალიხანტიმ.  

მედია: ოკუპირებულ ცხინვალში მომხდარი მკვლელობის გამო დე ფაქტო „შსს“ ე.წ. საზღვარზე კონტროლს აძლიერებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ცნობით, სოვეტსკაიას ქუჩაზე უცნობმა პირებმა კაცი მოკლეს. საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროში“ განუცხადეს, რომ უწყებამ ეჭვმიტანილთა დასაკავებლად განსაკუთრებულ ზომებს მიმართა. ადგილზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და ნივთმტკიცებების შეგროვება. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე მოხდა და დე ფაქტო „სამართალდამცველებს“ უკვე დადგენილი ჰყავთ ეჭვმიტანილები, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. დაწყებულია ძებნის ოპერაცია მათი ადგილსამყოფლისა და დაკავების მიზნით. რადიო თავისუფლების ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე როკის გვირაბთან „რეიდი" უკვე დაიწყო და ყველა ავტომანქანას ყურადღებით ამოწმებენ. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დე ფაქტო „კაგებე"-ს ე.წ. სასაზღვრო სამსახურმა კონტროლი გააძლიერა, რათა მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა ე.წ. საზღვარი არ გადალახონ და საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდნენ მიმალვის მიზნით.  

ოკუპირებულ ცხინვალში „საქართველოსკენ ეკონომიკური გზის გახსნის“ იდეა განიხილეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის წევრი, ზაზა დრიაევი, „საქართველოსკენ ეკონომიკური გზის გახსნის“ იდეით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, „დეპუტატმა“ აცამაზ კასაევმა ცხინვალის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის ტრანზიტის ინიციატივაზე ისაუბრა და დე ფაქტო მთავრობის მხრიდან ყურადღების ნაკლებობაზე მიუთითა. „ოფიციალურ ცხინვალს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ ჰქონია. თუ ჩვენ დამოუკიდებელი რესპუბლიკა ვართ და ასეთი საკითხები ჩვენი მონაწილეობის გარეშე განიხილება, მაშინ ასეთ განცხადებებზე რეაგირება ადეკვატური უნდა იყოს,“ - განაცხადა კასაევმა. ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პეტრ გასიევის განცხადებით, გზის გახსნის წინადადება „კერძო ინიციატივაა.“ ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ე.წ. დეპუტატმა ზაზა დრიაევმა იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ მის პოზიციას გზის გახსნასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვაქვს საბაჟო, გვაქვს სასაზღვრო სამსახური, ეს არის დამატებითი შემოსავალი ბიუჯეტში. პროდიქტები სამი საბაჟო განყოფილების საშუალებით შემოდის და თუ საქონლის საწყისი ფასი 20 რუბლია, აქ ჩამოსვლის შემდეგ, ეს უკვე 200-250 რუბლი ღირს,“ - განაცხადა “დეპუტატმა.“  

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში პუტინს ბრინჯაოს ძეგლი გაუხსნეს

ტელეგრამ-არხ Baeston-ის ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ძეგლიც გაუხსნეს. რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევის ინიციატივით, სკულპტურა მის მშობლიურ სოფელ წორბისში დადგეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ თედეევს სანქციები დაუწესა. რადიო თავისუფლების ცნობით, პუტინის სკულპტურა სტალინის ძეგლის გვერდით გახსნეს.  

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს გასულ ღამით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.  მიზეზად ქარიშხლის შედეგად რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება დასახელდა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგია ჩრდილოეთ ოსეთიდან მიეწოდება. სააგენტო „რესს“ ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანიის, „ენერგორესურსების“ დირექტორმა აცამაზ კაბისოვმა განუცხადა, რომ უამინდობით გამოწვეული ავარიის შედეგად, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ქვესადგური გაჩერდა. გამთენიისას რუსულმა სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაიწყო.  

"მინდა, ქართველ პოლიტიკოსებს ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები" - გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში 28 დეკემბერს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი ბლოგერის შეკითხვაზე, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას შეეხებოდა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში არსებულ ვითარებას და „ხედავენ როგორც აძლირებენ ისენი თავის არმიას დასავლეთის დახმარებით“. „მინდა ქართველ პოლიტიკოსებს ვურჩიო არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები და ნუ დააბიჯებენ ერთსა და იმავე ფოცხს,“- განაცხდა ალან გაგლოევმა. მისივე თქმით, 2015 წელს ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთზე თავდასხმად განიხილება. როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავაკაზა წერს, გარდა ამისა, გაგლოევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსი პარტნიორების დახმარებით, „სამხრეთი ოსეთი“ სამხედრო და სამოქალაქო მიზნებისთვის განკუთვნილი დრონების საწარმოს შექმნას აპირებს. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება დრონებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ განაცხადა გაგლოევმა.  

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საწვავის დეფიციტია - მედია

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბენზინის დეფიციტია. რადიო თავისუფლების ცნობით, მეორე კვირაა, იქ რუსეთის ფედერაციიდან საწვავი აღარ შეუტანიათ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უნიტარული საწარმო „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ხელმძღვანელობა ავტომობილების მფლობელებს სთხოვს, გაგებით მოეკიდონ ნავთობპროდუქტების და საპოხი მასალების დროებით არარსებობას. ადგილობრივი, ე.წ სახელმწიფო ნავთობაზა კი დაახლოებით 7-10 დღეში განაახლებს მუშაობას. „ბენზინის მოცულობისთვის ჯერ კიდევ დეკემბერში გადავიხადეთ, მაგრამ ხანგრძლივი საახალწლო არასამუშაო დღეების გამო ჩვენი ვაგონების გადმოტვირთვა ვერ მოხერხდა. ამაჟამად ხელმისაწვდომი მარაგი სწრაფად იწურება რადგან ნავთობაზას მოსახლეობისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები აქვს,“ - განმარტა „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ხელმძღვანელმა სოსლან ჯიგკაევმა. მისივე განმარტებით ვლადიკავკაზში საწვავის გადმოტვირთვა მალე დაიწყება და ცხინვალამდე ჩატანას კვირიდან ათ დღემდე დასჭირდება. დე ფაქტო რესპუბლიკაში ნავთობპროდუქტების ერთადერთი მიმწოდებელია როსნეფტი. ადგილობრივი ნავთობაზის საწვავით კი ძირითადად საბიუჯეტო და ე.წ სახელმწიფო სამსახურები სარგებლობენ. როსნეფტი საწვავს პირდაპირ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო საწარმოს აწვდის და ფასიც კერძო საწარმოებისგან განსხვავებით ორიოდე რუბლით იაფია ხოლმე. ამიტომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ძირითადად ნავთობაზის საწვავს იყენებენ. გასულ წელს დე ფაქტო რესპუბლიკაში ბენზინი რამდენჯერმე გაძვირდა და ეს რუსეთში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდით აიხსნებოდა. მაგალითად, ბენზინი გასული წლის აპრილში 40 რუბლი (ლარზე ცოტა მეტი) ღირდა. ივლის-აგვისტოში მისმა ფასმა 41 რუბლი (ლარი და ორმოცი თეთრი) შედაგინა. სექტემბერში კი უკვე 60 რუბლს (ლარი და სამოცდახუთი თეთრი) გადასცდა. ადგილობრივი მოხელეები მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ საწვავის დეფიციტს მაქსიმუმ ათ დღეში აღმოფხვრიან, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ხშირად, უამინდობის გამო იკეტება, ამიტომ, ეს ვადა შეიძლება, კიდევ გახანგრძლივდეს.  

რა მიზნით ჩავიდა ანექსირებულ ყირიმში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ჩავიდა და რუსეთის მიერ იქ დანიშნული ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებთან „ურთიართთანამშრომლობის მემორანდუმი“ გააფორმა. პარასკევს, ანექსირებულ სიმფეროპოლში ხელი მოეწერა რეგლამენტს სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ანექსირებული ყირიმის მინისტრთა საბჭოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციას ე.წ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილდ ძამბოლატ ტადტაევი ხელმძღვანელობს. პარასკევს შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს ტადტაევმა და ანექსირებული ყირიმის ვიცე-პრემიერმა გიორგი მურადოვმა მოაწერეს. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორ დოკუმენტს. პირველი დოკუმენტი უფრო ტექნიკურია - ეს არის ჩვენი მუშაობის გარკვეული რეგულაცია, რომელიც უნდა იყოს ერთობლივი კომისიის ჩარჩო. და მეორე, არსებითი დოკუმენტია სამხრეთ ოსეთსა და ყირიმს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ერთობლივ შესრულებაზე," - განუცხადა მურადოვმა ჟურნალისტებს. ანექსირებული ყირიმის ე.წ. ვიცე-პრემიერის თქმით, დელეგაციებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრი და შეთანხმდნენ, განსაზღვრონ პროდუქციის კონკრეტული სიები, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ მიაწოდონ ერთმანეთს, ასევე განავითარონ თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. საუბარი ასევე შეეხო ანექსირებულ ყირიმში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან ბავშვებისთვის დასვენების ორგანიზების საკითხს. "დეტალურად განვიხილეთ სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელი მოეწერა. ეს არის ათი ძირითადი მიმართულება, 33 ღონისძიება, რომელსაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ. ერთ-ორ თვეში უნდა შევიმუშაოთ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც აინტერესებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. ასევე უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პროდუქციის ჯგუფები, რომლებიც შეგვიძლია მივაწოდოთ ყირიმს, თუ ნახევარკუნძულზე მომხმარებელი დაინტერესდება,“ - აღნიშნა ძამბოლატ ტადტაევმა. რუსეთის ფედერაციას ყირიმი 2014 წლიდან აქვს ანექსირებული. 2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის კიდევ 4 რეგიონი - ხერსონი, ზაპოროჟიე, ლუგანსკი და დონეცკი, თუმცა სრულად ვერცერთ ამ ოლქს ვერ აკონტროლებს. უკრაინა, რომელსაც თავის მიზნად გამოცხადებული აქვს ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რუსეთის ობიექტებს პერიოდულად უტევს ანექსირებულ ყირიმშიც. მანამდე რუსეთის ფედერაცია საქართველოში შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპაცია 2008 წლის ომის შემდეგ განახორციელა. 2008 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ეს რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და იქ მე-4 სამხედრო საოკუპაციო ბაზა შექმნა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ "დეპუტატს" რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის სამ წევრს - გარი მულდაროვს, დავიდ სანაკოევს და ძამბოლატ მედოევს სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ. რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზას მიხედვით, პოლიტიკოსებმა თავად დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია. როგორ სააგენტო „Сапа“ წერს, „დეპუტატებმა“ რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახურის 7 თებერვლის შეტყობინება გასულ კვირაში მიიღეს. მათი თქმით, მიზეზად „რუსეთის საზღვართან დაძაბულობის გაძლიერების მოქმედებები“ სახელდება. რაში მდგომარეობს ეს მოქმედებები, დოკუმენტებში არ არის მითითებული. „დეპუტატებისთვის“ მოქალაქეობის ჩამორთმევა უპრეცედენტო ნაბიჯია რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობებისთვის", წერს გამოცემა. „ცნობილია, რომ გარი მულდაროვი, დავიდ სანაკოევი და ძამბოლატ მედოევი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის იდეის მომხრეები იყვნენ, მულდაროვი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა. სანაკოევი რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა. ორივე დეპუტატი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო". მოსკოვის გადაწყვეტილებას „დეპუტატები“ „ქართულ ლობისტებთან“ აკავშირებენ. „ამ „ინიციატივის“ მიზეზები, რომელიც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგაა მიმართული, ყველასთვის გაუგებარია. რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ფონზე ეს მხოლოდ გაურკვევლობას იწვევს. მე ამას რუსეთ- საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობასთან და სამხრეთ ოსეთში ქართველი ლობისტების მუშაობასთან ვაკავშირებ, მე და ჩემი კოლეგები ჩვენს უფლებებს დავიცავთ ყველა კანონიერი გზით და მაქსიმალურად საჯაროდ,“ - განაცხადა სანაკოევმა. „სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ დროს ადგილობრივი „პოლიტიკოსები“ მოსკოვს აწვდიან ინფორმაციას, რის საფუძველზეც მიიღება ასეთი ანტირუსული და ანტიოსური გადაწყვეტილებები. სამხრეთ ოსეთი, ალბათ რუსეთისთვის ყველაზე ახლო და მეგობრული სახელმწიფოა. ნათელია, რა დასკვნას გამოიტანენ საპარლამენტო დეპუტატებისთვის [მოქალაქეობის] ჩამორთმევის მცდელობიდან - რომ რუსეთი ტოვებს თავის მეგობრებს და პარტნიორებს. არ ვიცი რით ხელმძღვანელობდნენ ამ პროვოკაციის ორგანიზატორები, მაგრამ მოქმედებენ მხოლოდ საქართველოს და მისი დასავლელი კურატორების სასარგებლოდ,“ - განაცხადა მულდაროვმა. „ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა: სპეციალური სამხედრო ოპერაციისას (ასე უწოდებს რუსეთი ომს უკრაინაში ავტ.) ეს ყველაფერი კეთდება ხალხის მიერ, რომლებსაც სურთ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის განხეთქილება გამოიწვიოს“, - აღნიშნა მედოევმა.  

ოკუპირებული ცხინვალიდან ანექსირებულ ყირიმში ლუდის მიწოდება დაიწყო

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ლუდის მიწოდება დაიწყო, ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით თებერვალში „ცხინვალის დელეგაციამ ყირიმის წარმომადგენლებთან განიხილა თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრი" და მხარეები შეთანხმდნენ „ერთმანეთისთვის კონკრეტული საქონლის მიწოდებაზე.“ „შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შემდგომ, საწარმომ „მაღალმთიანი ყელის ლუდსახარშმა“ (სოფელი ლენინგორი) (რედ. ახალგორი) განახორციელა სამი სახეობის ლუდის პირველი პარტიის მიწოდება 26 000 ბოთლის ოდენობით,“ – ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია ანექსირებული ყირიმის მაღაზიაში გამოჩნდება და მოთხოვნის შესაბამისად გათვალისწინებულია მოცულობის გაზრდა. 2008 წლამდე ლუდს ახალგორში ქართული კომპანია „ლომისი“ აწარმოებდა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ახალი ქარხანა "მაღალმთიანი ყელის ლუდსახარში“ 2022 წელს ყოფილი სახელმწიფო საწარმოს „ალუტონის“ ბაზაზე გაიხსნა.  

პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს, რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალს შორის „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შეთანხმება“ წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. დოკუმენტების პაკეტი ასევე მოიცავს მთავრობის დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით.“ „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ხელმოწერილია ქალაქ ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ დღეს, 19 სექტემბერს, გავრცელებული ცნობებით, შესაბამისი დოკუმენტი დუმის მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა. მას თან ახლავს რუსეთის მთავრობის დასკვნა, რომ ამ „ხელშეკრულების რეალიზაცია ხელს შეუწყობს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის ფედერაციის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით.“ რუსეთის და მის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ „მთავრობებმა“ ეს „ხელშეკრულება“ 2023 წლის 23 აგვისტოს ცხინვალში გააფორმეს. საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მაშინ განაცხადა, რომ თავს „რუსული სამყაროს ნაწილად“ გრძნობენ და ყოველთვის მიისწრაფოდნენ „რუსეთთან ერთად ყოფნისკენ.“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რომლის ე.წ. დამოუკიდებლობა მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის შემდეგ აღიარა, რუსეთის სახმელეთო ძალების მეოთხე ბაზაა განთავსებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანის მისი ძალები საქართველოდან.  

ამერიკამ ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ ბანკს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორკესტრირებულ სქემით, MRB ბანკი, ხელს უწყობდა სანქცირებულ რუსულ TSMRBank-სა და ჩრდილოეთ კორეულ FTB ბანკს შორის საიდუმლო საბანკო ურთიერთობის დამყარებას. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და რომლებმაც შესაძლებელი გახადეს და ხელი შეუწყვეს რუსეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (DPRK) შორის უკანონო გადახდის მექანიზმების დასამკვიდრებლად მიმდინარე მცდელობებს,“ - წერია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების განცხადებით, ხსენებული ქსელისთვის სანქციების დაწესება პასუხისმგებლობას აკისრებს მხარეებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას და ადასტურებს სახაზინო დეპარტამენტის ვალდებულებას გამოავლინოს და მოშალოს ქსელები, რომლებიც ხელს უწყობენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მასობრივი განადგურების იარაღის და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დაფინანსებას და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომს. ოკუპირებულ ცხინვალში დაფუძნებული ბანკი, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდა - მედია