თეგი: ნენსი პელოსი
ნენსი პელოსი: აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები უნდა დაწესდეს. ნენსი პელოსის თქმით, აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს. „სანქციები ბევრად უფრო ძლიერი უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში შეჭრაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს ქვეყნებზე, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, თუ რუსები უკრაინაში წარმატებას მიაღწევენ. ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. რუსეთმა ტკივილი უნდა იგრძნოს და ეს ტკივილი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ვლადიმერ პუტინმაც უნდა იგრძნოს. არავინ იცის, რას აპირებს. ამიტომაც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან შეხვედრას მართავს
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის ხვდება. სალომე ზურაბიშვილის Twitter გვერდზე, შეხვედრის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. 27 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ამავე თემაზე ბილ კლინტონი მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე: საქართველოს პრეზიდენტი დღეს აქ არის, რისთვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ
ნენსი პელოსიმ და სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპული და ევროპატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, რეგიონში არსებული ვითარება და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ნენსი პელოსის მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის მხარდაჭერასა და საქართველო - ამერიკის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გრძელდება ადამიანთა გატაცებები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროპატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე და უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს მიერ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის გაკეთებულ განაცხადზე. რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვისას ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა ნენსი პელოსი პირადად მოიწვია თბილისში, მაისში დაგეგმილ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება. ამავე თემაზე საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან შეხვედრას მართავს
ნენსი პელოსი: კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ეხმაურება. „მქონდა პრივილეგია, აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმეღო საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება სალომე ზურაბიშვილი. კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე. გარდა ამისა, პელოსის თქმით, საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისას, პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის წინააღმდეგობა რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის მიმართ. „ეს ორპარტიული კანონმდებლობა უფლებას იძლევა, დაწესდეს სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების თანამონაწილეები არიან“, - წერს ნენსი პელოსი Twitter-ზე. ამავე თემაზე ნენსი პელოსიმ და სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპული და ევროპატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა განიხილეს
ნენსი პელოსი უკრაინაშია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინაშია. ნენსი პელოსი პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შეხვდა. „შეერთებული შტატები ლიდერია უკრაინის მტკიცე მხარდაჭერით რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. გმადლობთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებისთვის“, - ნათქვამია პრეზიდენტ ზელენსკის Twitter პოსტში. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცება სთხოვა. მანამდე ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 24 აპრილს ეწვივნენ უკრაინას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნენსი პელოსი: ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა გზავნილით, რომ ამერიკა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. შესაბამისი განცხადება დელეგაციის წევრებმა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გაავრცელეს. „ჩვენი დელეგაცია გაემგზავრა კიევში, რათა გაუგზავნოს ხმამაღალი გზავნილი მთელ მსოფლიოს: ამერიკა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ჩვენი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან დაიწყო იმით, რომ მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს იმ მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელიც ჩვენ გადავეცით. მან ხაზი გაუსვა უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების მკაფიო აუცილებლობას, რაც მნიშვნელოვანია პუტინის სასტიკი შეჭრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია. ჩვენ ვმუშაობათ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ მოთხოვნილი დაფინანსების საკანონმდებლო პაკეტად გარდაქმნაზე. მზად ვართ, გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რადგან ისინი იცავენ დემოკრატიას თავისი ერისთვის და მსოფლიოსთვის“, - აღნიშულია განცხადებაში. ეს კონგრესის პირველი ოფიციალური დელეგაციაა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ ეწვია. დელეგაციაში არიან: ჯიმ მაკგოვერნი, გრეგორი მიქსი, თავმჯდომარე ადამ შიფი, ბარბარა ლი, ბილ კიტინგი და ჯეისონ ქროუ, ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთსა და ვარშავაში განაგრძობენ ვიზიტს. დელეგაცია პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდას შეხვდება. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინაშია. ნენსი პელოსი პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შეხვდა. ჯო ბაიდენმა კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცება სთხოვა. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 24 აპრილს ეწვივნენ უკრაინას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნენსი პელოსი პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვეგბვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ნენსი პელოსი უკრაინულ-ამერიკული სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის დაჯილდოვდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინაშია. ნენსი პელოსი პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შეხვდა. ამავე თემაზე ნენსი პელოსი უკრაინაშია ნენსი პელოსი: ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ნენსი პელოსი პოლონეთის პრეზიდენტს ვარშავაში შეხვდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას ვარშავაში შეხვდა. საუბრის თემა უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა იყო. კვირას გავრცელებულ განცხადებაში, პელოსიმ განაცხადა რომ დუდასთან შეხვედრები „ფოკუსირებული იქნება პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაზე, პოლონეთის ჰუმანიტარული ხელმძღვანელობისთვის მადლიერების გამოხატვაზე და იმის განხილვაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა უკრაინის მხარდასაჭერად“. მანამდე პელოსი უკრაინას ეწვია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და კონგრესის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდნენ გზავნილით, რომ ამერიკა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ეს კონგრესის პირველი ოფიციალური დელეგაციაა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ ეწვია. ამავე თემაზე ნენსი პელოსი: ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია ნენსი პელოსი უკრაინაშია
ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს - CNN
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური პირები მუშაობენ, რათა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში მისი პოტენციური მოგზაურობის რისკებში დაარწმუნონ. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ წყაროები, რომლებსაც სპიკერის გეგმებზე ფლობენ ინფორმაციას, ამბობენ, რომ ნენსი პელოსი უახლოეს კვირებში აპირებს ვიზიტს აზიაში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას აცნობეს სპიკერს ტაივანსა და რეგიონში გამწვავებული დაძაბულობის შესახებ. მისივე ცნობით, ამ შეხვედრას თეთრი სახლის ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. უფრო ვრცლად, გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ნენსი პელოსი აზიის ოთხ ქვეყანას ეწვევა, თუმცა სპიკერის ოფისი ტაივანს არ ახსენებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კვირას აზიის ოთხ ქვეყანას ეწვევა, ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა, თუმცა ტაივანი არ უხსენებია. იუწყება Reuters-ი. „სპიკერი ნენსი პელოსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის, ვიზიტებს სინგაპურში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში“, - ნათქვამია პელოსის ოფისის პრესრელიზში. ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს - CNN მისივე თანახმად, ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ორმხრივ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ პარტნიორობასა და დემოკრატიულ მმართველობაზე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ნენსი პელოსიმ აზიური ტურნე სინგაპურში შეხვედრებით დაიწყო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი აზიური ტურნე სინგაპურში ლიდერებთან შეხვედრებით დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ლი ჰსიენ ლუნგი რეგიონში ძლიერი ჩართულობისადმი აშშ-ის ერთგულებას მიესალმა. მხარეებმა შეერთებული შტატების მხრიდან ეკონომიკური მიმართულებით ჩართულობის გაფართოების გზები განიხილეს, მათ შორის, ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა, ინდო-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ჩარჩო. ლუნგმა და პელოსიმ ასევე განიხილეს ომი უკრაინაში, დაძაბულობა ტაივანისა და კონტინენტური ჩინეთის ირგვლივ და კლიმატის ცვლილება. სინგაპურის პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-ჩინეთის სტაბილური ურთიერთობების მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“. ნენსი პელოსი აზიის ოთხ ქვეყანას ეწვევა, თუმცა სპიკერის ოფისი ტაივანს არ ახსენებს სპიკერის ოფისის თანახმად, პელოსი სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა, რათა განიხილოს ვაჭრობის, COVID-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილების, უსაფრთხოებისა და „დემოკრატიული მმართველობის“ საკითხები განიხილოს. პარალელურად, პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კვლავ გაიმეორა, რომ „თუ ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ბლინკენი ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტზე: მოველით, რომ ჩინეთი პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ესკალაციაში არ ჩაერთვება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთს მოუწოდა, რომ ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში, ვითარება არ გაამწვავოს. ნენსი პელოსიმ აზიური ტურნე სინგაპურში შეხვედრებით დაიწყო „თუ სპიკერი ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩინეთი რაიმე სახის კრიზისის შექმნას ან სხვაგვარად დაძაბულობის ესკალაციას შეეცდება, ეს პეკინის გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ მოველით, რომ ჩინეთი პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ესკალაციაში არ ჩაერთვება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა აზიური ტურნე სინგაპურში ლიდერებთან შეხვედრებით დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. სპიკერის ოფისის თანახმად, პელოსი სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა, რათა განიხილოს ვაჭრობის, COVID-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილების, უსაფრთხოებისა და „დემოკრატიული მმართველობის“ საკითხები განიხილოს. პარალელურად, პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კვლავ გაიმეორა, რომ „თუ ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN
ტაივანის მთავრობის მაღალჩინოსნისა და აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა. ტაივანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ პელოსი ღამით სავარაუდოდ, ტაივანში დარჩება. უცნობია, როდის დაეშვება მისი თვითმფრინავი ტაიპეიში. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები მუშაობენ რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების გეგმის უზრუნველყოფაზე. პელოსიმ აზიური ტურნე სინგაპურში ვიზიტით დაიწყო. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ნენსი პელოსი მალაიზიაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მალაიზიის ლიდერს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. ნენსი პელოსი მალაიზიას აზიური ტურნეს ფარგლებში ხანმოკლე ვიზიტით ეწვია. პელოსის თვითმფრინავი მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, დედაქალაქ კუალა ლუმპურის მახლობლად, სამშაბათს დილით დაეშვა. მისი ვიზიტი მოიცავს ლანჩს მალაიზიის პრემიერ- მინისტრ ისმაილ საბრი იაკობთან და შეხვედრას მალაიზიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერთან, აზჰარ აზიზან ჰარუნთან. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN პელოსის ვიზიტი მალაიზიაში, სავარაუდოდ, 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდება. კუალა ლუმპურში ჩასვლამდე მან ერთი დღე სინგაპურში გაატარა. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა
Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. აშშ-ის საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხომალდმა USS Ronald Reagan-მა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტრანზიტი გაიარა და ფილიპინების ზღვაში იმყოფებოდა, ტაივანის აღმოსავლეთით. „მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ხომალდების ნორმალური, რუტინული განლაგება”, - განაცხადა თავის მხრივ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მალაიზიის ლიდერს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. ნენსი პელოსი მალაიზიას აზიური ტურნეს ფარგლებში ხანმოკლე ვიზიტით ეწვია. პელოსის თვითმფრინავი მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, დედაქალაქ კუალა ლუმპურის მახლობლად, სამშაბათს დილით დაეშვა. მისი ვიზიტი მოიცავს ლანჩს მალაიზიის პრემიერ- მინისტრ ისმაილ საბრი იაკობთან და შეხვედრას მალაიზიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერთან, აზჰარ აზიზან ჰარუნთან. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN პელოსის ვიზიტი მალაიზიაში, სავარაუდოდ, 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდება. კუალა ლუმპურში ჩასვლამდე მან ერთი დღე სინგაპურში გაატარა. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
თეთრი სახლი: ნენსი პელოსის უფლება აქვს, ტაივანს ეწვიოს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, „ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ადრეც იმყოფებოდა ტაივანში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ისევე, როგორც კონგრესის ბევრ წევრი, მათ შორის, წელსაც სტუმრობდა ტაივანს“. მისივე თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პეკინმა პოტენციური ვიზიტი გადააქციოს რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს საბაბად, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“. კირბის განმარტებით, თეთრი სახლი მოელის შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ ჩინეთისგან, თუმცა შეერთებული შტატები შეეცდება პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები მიუხედავად შეშფოთებისა, რომ გაზრდილმა დაძაბულობამ შეიძლება, გამოიწვიოს არასწორი გათვლა ასეთი ვიზიტის დროს, კირბიმ დაამატა, რომ აშშ-ის მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პელოსის უსაფრთხო მგზავრობა. Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. ნენსი პელოსი მალაიზიას აზიური ტურნეს ფარგლებში ხანმოკლე ვიზიტით ეწვია. მანამდე, მან ტური სინგაპურში ვიზიტით დაიწყო. ამ დრომდე ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანჩი ჩავა. პელოსის ვიზიტი მალაიზიაში, სავარაუდოდ, 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდება. კუალა ლუმპურში ჩასვლამდე მან ერთი დღე სინგაპურში გაატარა.
ნენსი პელოსი: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა
ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია. პირდაპირი „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში.
ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანშია. ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ჩინეთი ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად იმეორებდა გაფრთხილებას, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნიდა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებდა ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევდა ჩინეთის მხრიდან. პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნები დაიწყო. ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის ცნობით, წვრთნები 6 აგვისტომდე გაგრძელდება. „2 აგვისტოს 00:00 საათიდან 6 აგვისტოს 24:00 საათამდე სამხედრო წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილში ჩატარდება. მითითებულ ტერიტორიაზე შესვლა, რომლის კოორდინატებიც მითითებულია საიტზე, აკრძალულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN თავის მხრივ, ქალაქ დალიანის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (ლიაონინგის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი) იტყობინება, რომ პირველ აგვისტოს 14:00 საათიდან 4 აგვისტოს 24:00 საათამდე, ბოჰაის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება საცეცხლე წვრთნები. „ეს არ არის ერთადერთი წვრთნები, რომლებსაც ჩინეთი ამ დღეებში ატარებს. გასულ კვირას ჩინეთმა წვრთნები დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვის ოთხ რაიონში გუანდონგისა და ჰაინანის წყლებში. შაბათს, საცეცხლე წვრთნები გაიმართა აღმოსავლეთ პროვინციის ფუძიანის წყლებში, რომელიც ტაივანთან სრუტეს იზიარებს“, - წერს მედია. Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, „ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ადრეც იმყოფებოდა ტაივანში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ისევე, როგორც კონგრესის ბევრ წევრი, მათ შორის, წელსაც სტუმრობდა ტაივანს“. მისივე თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პეკინმა ვიზიტი გადააქციოს რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს საბაბად, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“. კირბის განმარტებით, თეთრი სახლი მოელის შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ ჩინეთისგან, თუმცა შეერთებული შტატები შეეცდება პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა
ტაივანში ვიზიტით მყოფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ქვეყნის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია ნენსი პელოსის თქმით, ამერიკა არასდროს დავივიწყებს ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. „დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც ვამაყობ, ტაივანში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ცალსახად განემარტა, ჩვენ არ დავივიწყებთ ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით. ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია - სწორედ ის გზავნილია, რაც აქ ჩამოვიტანეთ“, – განაცხადა პელოსიმ. Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, „ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ადრეც იმყოფებოდა ტაივანში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ისევე, როგორც კონგრესის ბევრ წევრი, მათ შორის, წელსაც სტუმრობდა ტაივანს“. მისივე თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პეკინმა ვიზიტი გადააქციოს რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს საბაბად, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“. კირბის განმარტებით, თეთრი სახლი მოელის შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ ჩინეთისგან, თუმცა შეერთებული შტატები შეეცდება პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ჩინეთი ტაივანს აფრთხილებს, რომ მტკიცე რეაგირებას მოახდენს, თუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - კუნძულს, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს. პელოსი იქნება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც სავარაუდოდ, ტაივანს 1997 წლის შემდეგ ეწვევა, რამაც ანალიტიკოსების თქმით, შეიძლება, ტაივანის სრუტეში დაძაბულობა გამოიწვიოს. „ჩინურმა მხარემ არაერთხელ გამოხატა ჩვენი სერიოზული შეშფოთება სპიკერ პელოსის პოტენციური ვიზიტის შესახებ ტაივანში და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ ვიზიტს. მზად ვართ ნებისმიერი შემთხვევისთვის. თუ ამერიკული მხარე დაჟინებით მოითხოვს ვიზიტის განხორციელებას, ჩინური მხარე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მტკიცე და ძლიერ ზომებს მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა მისგან წარმოშობილ ნებისმიერ სერიოზულ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. რატომ სურს პელოსის ტაივანში ვიზიტი პელოსი სამი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის მტკიცე კრიტიკოსი იყო კონგრესში. მაგალითად, ერთხელ, პეკინის ტიანანმენის მოედანზე გაშალა ბანერი 1989 წელს პროდემოკრატიული დემონსტრანტების სისხლიანი დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. ტაივანი კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და პელოსიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია ტაივანისადმი მხარდაჭერის გამოხატვა“. რატომ გამოიწვევს ვიზიტი დაძაბულობის ზრდას? ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანი, როგორც მისი საკუთარი ტერიტორია, საჭიროების შემთხვევაში ძალით ანექსირებული იქნება და მისი სამხედრო გაძლიერება ბოლო წლებში ძირითადად, სწორედ ასეთ მისიას ემსახურება. პეკინი ტაიპეისა და ვაშინგტონს შორის ყველა ოფიციალურ კონტაქტს ეწინააღმდეგება და შურისძიებით რეგულარულად იმუქრება. 1995 წელს, ტაივანის მაშინდელი პრეზიდენტის, ლი ტენ-ჰუის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში სამხედრო წვრთნები დაიწყო და რაკეტები გაისროლა, მაგრამ მას შემდეგ მისი სამხედრო შესაძლებლობები განვითარდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს, თუმცა მისი პასუხი არაპროგნოზირებადი რჩება. საფრთხის შემცველი სამხედრო წვრთნები და გემებისა და თვითმფრინავების შეჭრა განიხილება პოტენციურ სცენარებად, რომლებიც მთელ რეგიონს საფრთხის წინაშე დააყენებს. როგორია ტაივანის დამოკიდებულება ვიზიტის მიმართ? რიტორიკა რბილია, რაც შესახლოა, ასახავდეს მის მშვიდ ქცევას და, სურვილს, არ დაუპირისპირდეს ჩინეთს, რომელიც გადამწყვეტ ეკონომიკურ პარტნიორად რჩება, კონტინენტურ ჩინეთში მილიონი ტაივანელი ცხოვრობს. დედაქალაქმა ტაიპეიმ ორშაბათს სამოქალაქო თავდაცვის წვრთნები ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანის საზოგადოება კატეგორიულად უარყოფს ჩინეთის მოთხოვნებს გაერთიანების შესახებ, კუნძულის სამხედროების შესაძლებლობა, თავი დაიცვან აშშ-ის დახმარების გარეშე, ძალზე საეჭვოა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი ყოველთვის მიესალმება აშშ-ის კანონმდებლების ვიზიტებს, მთავრობას ჯერ არ მიუღია რაიმე „ზუსტი ინფორმაცია“ პელოსის ვიზიტის შესახებ. „სამშაბათს, წვრთნების დროს საუბრისას თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ სამხედროები აკონტროლებენ ჩინეთის სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ყველა მოძრაობას კუნძულის გარშემო. „ამავდროულად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“, - აღნიშნა სპიკერმა. Financial Times-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ პელოსი აგვისტოში ტაივანში ჩასვლას გეგმავს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა FT-ის ცნობებზე კომენტარისგან თავი შეიკავეს. მომზადებულია Alarabiya-ს მიხედვით
ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა
აშშ-ის წარმომადგენელტა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა. პელოსიმ ტაივანს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა და განაცხადა, რომ სურს, გააუმჯობესოს თანამშრომლობა ტაიბეისა და ვაშინგტონს შორის. უფრო კონკრეტულად, პელოსი საპარლამენტო დონეზე კავშირების გაფართოებას უჭერს მხარს. „ჩვენ მოვედით, როგორც მოგობრები. მადლობას გიხდით თქვენი ხელმძღვანელობისთვის. გვინდა, რომ მსოფლიომ აღიაროს ეს. ტაივანის ისტორია არის შთაგონების წყარო ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. თქვენ შექმენით აყვავებული, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი დემოკრატია, მსოფლიოში, რომელსაც ამაყად ხელმძღვანელობს ქალი პრეზიდენტი“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. პელოსიმ დაამატა, რომ მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს. „ერთი არის უსაფრთხოება, უსაფრთხოება ჩვენი ხალხისთვის, გლობალური უსაფრთხოება, მეორე - ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მესამე - მთავრობები“. ცნობისათვის, 2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. პეკინი გაფრთხილებით მანამდეც გამოვიდა. თუმცა შეერთებული შტატების პოზიციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა. ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში პელოსი ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა. ტაივანის პრეზიდენტის თქმით, პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის მესიჯს, რომ "დემოკრატიები ერთად დგანან საერთო გამოწვევების წინაშე". აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ცნობისათვის, 2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. პეკინი გაფრთხილებით მანამდეც გამოვიდა. თუმცა შეერთებული შტატების პოზიციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები გამოიკვეთა ეს არის გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი ერთი პოლუსი არის ამერიკა, მეორე პოლუსი დიდი ალბათობით, პეკინი რუსეთი, როგორც ძალის დამოუკიდებელი ცენტრი, ვეღარ შეძლებს პოზიციონირებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ტაივანში საკამათო ვიზიტი პრეზიდენტ ცაი ინ-ვენთან შეხვედრის შემდეგ დაასრულა. ვიზიტის დასასრულს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა: „ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლიათ ამერიკასა და ტაივანს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება და ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს რა გავლენა ექნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობებზე, ასევე, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე, ეს თემა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განიხილა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთგვარი გამოძახილი, რადგან ნებისმიერი სტრატეგი კარგად ხედავს, თუ როგორ რეაგირებს ჩინეთი მოსკოვის შეჭრაზე. ამერიკელი დიპლომატი შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებას არ ელის. „არ მგონია, რომ ამ ფაქტმა რაიმე გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკაზე, მაგრამ ვფიქრობ, გონივრული რჩევა იქნებოდა პელოსისთვის... მე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, დემოკრატიის ძლიერი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ვიზიტის დრო... როგორც ვთქვით, უკრაინის ომს ჩინეთი თვალს ადევნებს... ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ გაამძაფრებს, ისედაც რთულ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს, რაც რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის სასარგებლო. ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია, თუმცა ის არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ის დამოუკიდებელია, წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელ ინსტიტუტს. მას ჰქონდა ტაივანში ჩასვლის უფლება“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ და აქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნენსი პელოსი ამ თანამდებობაზე უკვე ნოემბრის არჩევნების შემდეგ აღარ იქნება. „ნენსი პელოსიმ იცის, რომ ის ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ამ თანამდებობაზე აღარ იქნება. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც ეროვნული ლიდერის. მან ასე გადაწყვიტა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ის წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, კონგრესის წევრები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ და არ აქცევენ ყურადღებას, რა სურს ბაიდენის ადმინისტრაციას და ასე შემდეგ. კონგრესი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და ის ამ ინსტიტუტის ლიდერია“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. თეთრი სახლის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს 21 ივლისს, შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა: სამხედროები ამბობენ, რომ პელოსის ტაივანში მოგზაურობა "არ არის კარგი იდეა". 2 აგვსიტოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ გამორიცხა რაიმე მიზეზის არსებობა, რომ პელოსის ვიზიტი შეიძლება, კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. კირბის შეფასებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის ტერიტორია შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. ეს კავშირი ასევე მოიცავს ტაივანისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვას. შეიცვლება თუ არა რამე ამ კავშირების სტატუსში? საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, საგარეო საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ ურთიერთობების კიდევ უფრო ინტესიფიკაციას ჩინეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვება. აქვე აღნიშნავს, რომ რთული სათქმელია, წავა თუ არა შეერთებული შტატები ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაზე. „საინტერესოა, რამდენად უღირს და რამდენად გაამწვავებს შეერთებულ შტატები ურთიერთობას მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ევროპაში უსაფრთხოების კრიზისები ჯერ კიდევ მოუგრავებელია და შესაბამისად, ეს დაძაბულობა შესაძლოა, აისახოს უშაალოდ ჩინურ-ევროპულ ურთიერთობებსა და კომუნიკაციის ხარისხზეც. რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა მსოფლიოს, რომ იცვლება არსებული უსაფრთხოების ბალანსი; არსებული წესრიგი - პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - რუსეთი, როგორც ძალის დამოუკიდებელი ცენტრი, ვეღარ შეძლებს პოზიციონირებას. აქედან გამომდინარე, რუსეთმა აჩვენა, რომ არ შეუძლია, იყოს ზესახელმწიფოობაზე პრეტენზიის მქონე ძალა იმ პირობებშიც კი, მთლიანად რომ დაიპყროს უკრაინის ტერიტორია. არც ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, როგორც ამის შესახებ იყო ილუზია და წარმოდგენები. ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ ამოცანას, რაც ჰქონდა დასახული უკრაინასთან მიმართებით და რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობას. რუსეთი გაიჭედა კრიზისში, რომელიც კიდევ გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მისგან აღდგენა კი, ძალიან რთული იქნება. ასე რომ, რუსეთი დამოუკიდებელი ძალის ცენტრის როლს აღარ თამაშობს, რჩება ორი ძალის მთავარი ცენტრი - ჩინეთი და აშშ. ლოგიკურია, რომ მსოფლიო შედის ახალი ცივი ომის ფაზაში, სადაც ორი ახალი ცენტრი უპირისპიდება ერთმანეთს. თითქოს, ისტორია მეორდება, ერთ მხარეს, ჩინეთი ისევ კომუნისტური პარტიით დგას სათავეში, მაშინ, საბჭოთა კავშირი იდგა. აქეთ კი, დარჩა ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, ეს არის გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი“, - მიიჩნევს ექსპერტი. საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი თვლის, რომ აშშ-მ ნენსი პელოსის ვიზიტით მკვეთრი ნაბიჯი გადადგა. „რა თქმა უნდა, ჩინეთი ამ ნაბიჯსაც არ დატოვებს შესაბამისი რეაქციის და მოქმედებების გარეშე, რადგან მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მკვეთრი განცხადებების მერე დაინახოს მსოფლიო თანამეგობრობამ, ჩინეთი თავის პოზიციებს არ თმობს. ქალბატონი პელოსი თავისი მოქმედებებითა და ნაბიჯებით წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია არის სხვა და ინსტიტუციის პოზიცია - სხვა (გასაგებია, რომ ქართულ პოლიტიკაში მსგავს რაღაცაც მიჩვეული ვართ, მაგრამ რეალურად, იქ ასე არ ხდება). შესაბამისად, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს იყო საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რითაც მან ხაზი გაუსვა საკუთარ დომინანტ პოზიციას აზია-წყარნი ოკეანის აუზში და საბოლოო ჯამში, ეს იყო საკმაოდ მკაცრი პასუხი ჩინეთის მუქარაზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში ისეთი ტიპის ქვეყნებთან, როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, დაშინების და მუქარის პოზიცია არ მუშაობს. მაგალითად, დახურული კონსულტაციების დონეზე რომ ყოფილიყო კომუნიკაცია, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეკავებინა თავი, თუმცა ჩინეთმა ამერიკას ღია გამოწვევა გაუგზვნა. კერძოდ, თუ პელოსი ჩავიდოდა ტაივანში, ეს ყველაფერი დაემსგავსებოდა ცეცხლთან თამაშს და რომ შეერთებული შტატები შეეხო ჩინეთის სუვერენიტეტს. ჯო ბაიდენმა სი ძინპინს: თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ის მხარე ამას ნათლად დაინახავს საბოლოო ჯამში, ეს იყო გამოწვევა, რომელზეც უარს ვეღარ იტყოდა შეერთებული შტატები. მისი არჩასვლა ნიშნავდა, რომ ჩინეთის მუქარა არ მუშაობს და ამერიკას არ ეშინია მისი მუქარის. ამრიგად, ნენსი პელოსი ჩავიდა და გამოიკვეთა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, სადაც იქნება ბიპოლარული წესრიგი, როდესაც ერთი პოლუსი არის ამერიკა, მეორე პოლუსი დიდი ალბათობით, პეკინი იქნება“, - თვლის გიორგი გობრონიძე. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტები ისტორიაში1997 წელს ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად მოგზაურობის შემდეგ, „რესპუბლიკელი“ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ეწვია ტაივანს. ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთი ჰონგ კონგის კონტროლისთვის ემზადებოდა, მას ჩინეთის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე პელოსის მოგზაურობას. აპრილში, აშშ-ის ექვსი წამყვანი დეპუტატი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტაივანში. მრავალპარტიულ დელეგაციაში შედიოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი.
მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია
რა გავლენა ექნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობებზე, ასევე, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე, ეს თემა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განიხილა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთგვარი გამოძახილი, რადგან ნებისმიერი სტრატეგი კარგად ხედავს, თუ როგორ რეაგირებს ჩინეთი მოსკოვის შეჭრაზე. ამერიკელი დიპლომატი შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებას არ ელის. „არ მგონია, რომ ამ ფაქტმა რაიმე გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკაზე, მაგრამ ვფიქრობ, გონივრული რჩევა იქნებოდა პელოსისთვის... მე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, დემოკრატიის ძლიერი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ვიზიტის დრო... როგორც ვთქვით, უკრაინის ომს ჩინეთი თვალს ადევნებს... ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ გაამძაფრებს, ისედაც რთულ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს, რაც რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის სასარგებლო. ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია, თუმცა ის არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ის დამოუკიდებელია, წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელ ინსტიტუტს. მას ჰქონდა ტაივანში ჩასვლის უფლება“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ და აქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნენსი პელოსი ამ თანამდებობაზე უკვე ნოემბრის არჩევნების შემდეგ აღარ იქნება. „ნენსი პელოსიმ იცის, რომ არჩევნების მერე ამ თანამდებობაზე აღარ იქნება. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც ეროვნული ლიდერის. მან ასე გადაწყვიტა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ის წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, კონგრესის წევრები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ და არ აქცევენ ყურადღებას, რა სურს ბაიდენის ადმინისტრაციას და ასე შემდეგ. კონგრესი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და ის ამ ინსტიტუტის ლიდერია“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. თეთრი სახლის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს 21 ივლისს, შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა: სამხედროები ამბობენ, რომ პელოსის ტაივანში მოგზაურობა "არ არის კარგი იდეა". 2 აგვსიტოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ გამორიცხა რაიმე მიზეზის არსებობა, რომ პელოსის ვიზიტი შეიძლება, კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. კირბის შეფასებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის ტერიტორია შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. ეს კავშირი ასევე მოიცავს ტაივანისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვას. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტები ისტორიაში1997 წელს ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად მოგზაურობის შემდეგ, „რესპუბლიკელი“ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ეწვია ტაივანს. ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთი ჰონგ კონგის კონტროლისთვის ემზადებოდა, მას ჩინეთის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე პელოსის მოგზაურობას. აპრილში, აშშ-ის ექვსი წამყვანი დეპუტატი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტაივანში. მრავალპარტიულ დელეგაციაში შედიოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ნენსი პელოსი სამხრეთ კორეაში ჩავიდა
ტაივანში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სამხრეთ კორეას ეწვია. Reuters-ის ცნობით, მხარეებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების გამო შეშფოთება გამოხატეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და მისმა სამხრეთ კორეელმა კოლეგამ პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ მცდელობებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძლიერი შეკავების შენარჩუნებისა იქნება მიმართული. პელოსიმ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მან და რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკურ და კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. ნენსი პელოსი სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზეც გეგმავს ჩასვლას, სადაც აშშ-ის ხელმძღვანელობით გაეროს სარდლობა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები ერთობლივად პატრულირებენ. ის იქნება აშშ-ის უმაღლესი ოფიციალური პირი, რომელიც ტერიტორიას ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემდეგ ეწვევა.
ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა
ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ტაივანში ამერიკელი უმაღლესი ოფიციალური პირის ვიზიტი შედგა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ელჩის დაბარება, ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერება და ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების დაწყება ტაივანის გარშემო. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის. „ის (ნენსი პელოსი) სერიოზულად ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში, ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ენტონი ბლინკენის თქმით, ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვანი ესკალაციაა ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 5 აგვისტოს განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია, საჯაროდ ვსაუბრბთ. ამის შესახებ ვესაუბრე ჩინელ კოლეგებსაც - რომ მათ ნენსი პელოსის ვიზიტი არ უნდა გამოიყენონ ომის ესკალაციის, პროვოკაციული ქმედებების საბაბად. გამართლება არ აქვს მათ ქმედებებს. მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ ეს ქმედებები“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი ჩინეთმა წვრთნები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ნენსი პელოსი: აშშ ჩინეთს ტაივანის იზოლაციის უფლებას ვერ მისცემს
„ჩინეთის მთავრობას ვერ მივცემთ ტაივანის იზოლირების საშუალებას. ისინი ვერ გადაწყვეტენ, ვინ ესტუმროს ტაივანს“, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ პელოსმა დასძინა, რომ ტაივანში მისი ვიზიტის მიზანი არ იყო ჩინეთის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა, ვაშინგტონი კვლავ იცავს "ერთი ჩინეთის" პრინციპს. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი 2 აგვისტოს ტაივანს ეწვია. შეგახსენებთ, ტაივანი ჩინეთის შეჭრის გეგმაზე მიუთითებს. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ჩავიდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს დელეგაცია ჩავიდა. BBC-ს ცნობით, დელეგაციაში კონგრესის 5 წევრი შედის, რომელსაც დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ტაივანის პრეზიდენტს ორშაბათს შეხვდებიან. ვიზიტი დელეგაციის რეგიონული ტურის ფარგლებში ხორციელდება. ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ნენსი პელოსი სომხეთს ეწვევა - POLITICO
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ამ შაბათ-კვირას ეწვევა სომხეთს, რათა სომხეთ-აზერბიაჯანის საზღვარზე შეტაკებების ფონზე, ქვენის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს, ამის შესახებ POLITICO-ს წყარომ განუცხადა. პელოსი, სავარაუდოდ პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. ევროკავშირი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულდება მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში ჩასვლას დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეკერთან ერთად გეგმავს. პელოსის ოფისში ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
ნენსი პელოსი: სომხეთში შაბათს გავემგზავრები
"სომხეთში შაბათს გავემგზავრები", - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დაადასტურა, რომ სომხეთს ვიზიტით ეწვევა. ნენსი პელოსი სომხეთს ეწვევა - POLITICO „ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ეხება ადამიანის უფლებებსა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემას“, - აღნიშნა ნენსი პელოსიმ. ამასთან, პელოსიმ უარი განაცხადა ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში ჩასვლას დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეკერთან ერთად გეგმავს.
ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თვითმფრინავი ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ზვარტნოცში ახლახან დაეშვა. ნენსი პელოსი: სომხეთში შაბათს გავემგზავრები სომხეთის მედიის ცნობით, 17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. მხარეები სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ. აშშ-ს დელეგაციაში წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი შედიან.
ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ერევანში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. ნენსი პელოსის თქმით, არჩევანი ისევ დემოკრატიის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. „თაობების განმავლობაში ჩვენ ვიცავდით და ვინარჩუნებდით მათ არჩევანს. შეერთებული შტატებიდან უკრაინამდე, ტაივანამდე, სომხეთამდე, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისევ დემოკრატია“, - აღნიშნავს ნენსი პელოსი. კონტექსტი პელოსის ვიზიტის წინ უძღოდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყებოდა. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება. სომხური მედიის ცნობით, 17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. მხარეები სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ. აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი. ცნობისათვის, მსგავსი განცხადება გააკეთა ნენსი პელოსიმ ტაივანში ვიზიტისას. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
სომხეთში ვიზიტისას, ნენსი პელოსიმ „აზერბაიჯანის უკანონო თავდასხმები“ დაგმო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. პელოსის თქმით, საინტერესოა, რომ სომხეთი იმედგაცრუებულია რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის პასუხით. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ნენსი პელოსი: ამერიკა სომხეთის გვერდით დგას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სომხეთში ვიზიტისას ერევნის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა. შესაბამისი გზავნილი პელოსის Twitter გვერდზე განთავსდა. „მე მინდა, გავაგზავნო ძლიერი გზავნილი: ამერიკა დგას სომხეთის გვერდით მისი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაცვაში“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ. შეგახსენებთ, Reuters-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. პელოსის თქმით, საინტერესოა, რომ სომხეთი იმედგაცრუებულია რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის პასუხით. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ნენსი პელოსის ერევანში ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ სომხეთისთვის სამხედრო დახმარების შესაძლო გაწევის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, სომხეთში ვიზიტისას პელოსიმ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის. სომხური მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხდა, რომ ვიზიტის მნიშვნელობა ეფუძნება შემდეგ ფაქტს: მათ სურთ იმის მოსმენა და გაგება, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და რას მოელიან მათგან. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვის საკითხში თანამშრომლბაზე, ასევე ათასწლეულის გამოწვევების პროგრამებში სომხეთის მიერთების საკითხზე. ნენსი პელოსი: ამერიკა სომხეთის გვერდით დგას „ჩვენი მოლაპარაკებების მიზანია მოვუსმინოთ სომხეთის ხელმძღვანელობას, რათა გამოვკვეთოთ კონკრეტული სფეროები, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, თავის მხრივ, აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ანა ეშუმ. ნენსი პელოსი სომხეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები, ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში.
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. ფაშინიანმა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს მართლაც უპრეცედენტო ვიზიტია აშშ-დან სომხეთში და ჩვენ ვაფასებთ მას. „ყველა სომეხი სომხეთის სანდო მეგობრად გთვლით. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს, სომხური დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, რადგან ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს. მინდა გამოვხატო ჩვენი ერთგულება დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ხედავთ, ეს არ არის მარტივი გზა. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მინდა აღვნიშნო: ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აშშ-ის მთავრობის მკაფიო ფორმულირებები დასაფასებელია, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა არსებული ვითარება და ჩვენ ვიმედოვნებთ და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ ეს სიტუაცია დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეყრდნობით აშშ-ის მხარდაჭერას“, - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. ნენსი პელოსის ერევანში ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
რა საკითხები განიხილეს ნენსი პელოსიმ და ნიკოლ ფაშინიანმა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრცელებს. მისი მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მთავრობა გააგრძელებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით. ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს „სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით - ამ და ყველა სხვა თვალსაზრისით, ჩვენ სომხეთის მეგობარი ვართ. ჩვენ აქ ვართ თქვენი მთავრობის პატივისცემის გამო. შარშან ჩატარდა არჩევნები, რომელიც ჩაითვალა თავისუფლად და სამართლიანად. იყო თქვენი შესანიშნავი გამარჯვება საომარ პირობებსა და სხვა გარემოებებში“, – აღნიშნა თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობოთ, „ნიკოლ ფაშინიანმა და ნენსი პელოსიმ ისაუბრეს აზერბაიჯანის აგრესიაზე სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანული შენაერთების გაყვანის აუცილებლობაზე“.საუბარი ასევე შეეხო რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესაძლებლობებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს.აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს აქტიურ წვლილს ორმხრივი მრავალსექტორული თანამშრომლობისა და სომხეთში დემოკრატიის განვითარების მიზნით. ნენსი პელოსიმ ვიზიტის შეჯამებისას, Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკა სომხეთის გვერდით დგას და ის მსოფლიოს მასშტაბით ავტოკრატიასთან მიმდინარე ბრძოლაში, ყოველთვის მხარს დაუჭერს დემოკრატიასა და თავისუფლებას.
ერდოღანის თქმით, ნენსი პელოსის სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენის ბერკეტი არ აქვს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის არ აქვს რაიმე გავლენის მოხდენის ბერკეტი, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. „დარწმუნებული ვარ, მისმა ვიზიტმა ბევრგან შეშფოთება გამოიწვია. არ არის საჭირო ამ თემისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება“, - განაცხადა ერდოღანმა. ნენსი პელოსი სომხეთში ვიზიტით გასულ შაბათ-კვირას იმყოფებოდა.
პელოსი: აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას გამარჯვებამდე
ვლადიმერ პუტინი დამარცხდება, შეერთებული შტატები უკრაინას მხარს დაუჭერს გამარჯვემადე, ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტზე განაცხადა. მისივე განცხადებით, პუტინი მიზნად ისახავს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენებას და ანადგურებს უკრაინის ელექტროსადგურებს, ცდილობს, უკრაინელები გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს. „პუტინის ბოლო თავდასხმამ ესკალაცია მოახდინა ომისა, რომელიც მან დაიწყო და რომელსაც ის წააგებს“, - განაცხადა პელოსიმ. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ცივილიზებული სამყაროს ქვეყნები უკრაინას დაჰპირდნენ მხარდაჭერას. „ყველამ დავდეთ პირობა, რომ დავდგებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, ვაღიარებთ მათ გამბედაობას და გავაგრძელებთ ორპარტიულ მხარდაჭერას მათ გამარჯვებამდე“, - აღნიშნა პელოსიმ.
ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის საკუთარ სახლში თავს დაესხნენ
აშშ-ის წარმომადგენელთა სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის სან ფრანცისკოში საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. პელოსი ჰოსპიტალიზებულია. როგორც ცნობილია, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარზე სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.
პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სავარაუდოდ, ნენსი პელოსის ქმარს დაესხა თავს
სან-ფრანცისკოს პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარს თავს დაესხა და მძიმე დაზიანება მიაყენა. ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის საკუთარ სახლში თავს დაესხნენ კაცს, რომელმაც 82 წლის პოლ პელოსის ჩაქუჩი თავში ჩაარტყა, ბრალი მკვლელობის მცდელობასა და სხვა დანაშაულებებში წარუდგინეს. სან-ფრანციოსკოს პოლიციის ცნობით,თავდამსხმელი 42 წლის დევიდ დეპაპია. ის მკვლელობის მცდელობის, სასიკვდილო იარაღით თავდასხმის, ხანდაზმულთა შეურაცხყოფის, ბატარეის ქურდობისა და სხვა დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. სან-ფრანცისკოს პოლიციის უფროსმა უილიამ სკოტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიციის დეტექტივები, ნენსი პელოსის ქმერზე თავდასხმის მოტივს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა „ეს არ იყო შემთხვევითი ქმედება". ნენსი პელოსის პრესმდივანმა, დრიუ ჰემილმა განაცხადა, რომ პელოსის ქმარს „სახლში შეჭრისას თავდამსხმელი სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა და სპიკერთან შეხვედრას ითხოვდა“.
ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს
ნენსი პელოსიმ, რომელიც დემოკრატებს აშშ-iს წარმომადგენელთა პალატაში თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ტოვებს ამ როლს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს მას შემდეგ, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა. ნენსი პელოსის სავარაუდოდ, კევინ მაკარტი შეცვლის. პელოსი მუშაობას კონგრესში კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს. წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ. სენატში კი, დემოკრატებს 50 მანდატი ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმით, დემოკრატები უმრავლესობას მოიპოვებენ. 82 წლის პელოსი არის პირველი ქალი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა.
ნენსი პელოსს ჰაკიმ ჯეფრისი შეცვლის
CNN-ის ცნპბით, აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, წარმომადგენელთა პალატაში, პარტიის ლიდერად ჰაკიმ ჯეფრისი აირჩია, რომელიც 1-ელი იანვრიდან კონგრესის ქვედა პალატაში 83 წლის ნენსი პელოსს შეცვლის. მედიის ცნობოთ, 52 წლის ჰაკიმ ჯეფრისი პირველი აფროამერიკული წარმოშობის პირია, რომელიც კონგრესში ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს. ცნობილია, რომ ნენსი პელოსი პირველი ქალი იყო, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობა ეკავა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს ბახმუტის დამცველების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში, ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინის დროშა გადასცა, რომელზეც უკრაინელი სამხედროების ხელმოწერაა. თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ უკრაინის პრეზიდენტს ამერიკის დროშა უსახსოვრა, რომელიც ზელენსკის ვიზიტის დღეს, კაპიტოლიუმის თავზე იყო აღმართული. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დროშა მას ბახმუტის დამცველებმა გადასცეს. „გუშინ, როდესაც ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა მომეტანა თქვენთვის, კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია, მილიონობით ადამიანი გადაარჩინოს. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი – უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ნენსი პელოსის კაპიტოლიუმის შენობაში მდებარე ოფისი დაატოვებინეს
CNN-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დროებითმა სპიკერმა, პატრიკ მაკჰენრიმ ამავე პალატის ყოფილ სპიკერსა, დემოკრატ ნენსი პელოსის და მის მოადგილეს, მერილენდის წარმომადგენელ სტენი ჰოიერს, საკუთარი ოფისების დატოვება მოსთხოვა. CNN-ის ცნობით, ამ გადაწყვეტილების უკან კევინ მაკკარტი დგას. ხსენებულ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. პელოსთან და ჰოიერთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ეს იყო შურისძიება დემოკრატებისთვის, რომლებიც მხარს უჭერდნენ მაკკარტის გადაყენებას. მაკარტი და მაკჰენრი კომენტარს არ აკეთებენ. თავად პელოსიმ თავის განცხადებაში, მომხდარი ტრადიციიდან მკვეთრ გადახვევად შეაფასა. „საოფისე ფართს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის მნიშვნელოვანია. ახლა, როცა რესპუბლიკელთა ახალმა ხელმძღვანელობამ მოაგვარა ეს „მნიშვნელოვანი საკითხი“, ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაიწყებენ მუშაობას იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის,“ - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა. შეგახსენენბთ, აშშ-ის კონგრესის სპიკერი, კევინ მაკკარტი თანამდებობიდან 4 ოქტომბერს გადააყენეს.